წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და.....
ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის.
რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ.
მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს , მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია.
დავიწყეთ....
თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი
მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები
მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს.
თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა , ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა
შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს
ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას...
ბალონების სხვადასხვა ეტაპები
მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით
ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს
ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული
მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან
ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება , თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს.
ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო
ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები .
მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.
რა ნერვები გაქვს რა
რუსებთან ასეთი არ მინახავს. ამ თემით ფორუმი უფრო საინტერესო გახდა. ველი გაგრძელებას
ჯაჯ ვერ გავიგე როგრო ტენი, რითი?? ჰაერით??
norica_dragon
ja_ja
დურნაია გოლოვა რუკამ პაკოია ნე დაიოტო რა
შენა და ამ მაიმუნობების წერას http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=32&st=0&start=0 არ გირჩევნია?
წელიწადზე მეტია რაც შენს ხელშია და რეპორტს ვერ ვეღირსეთ.
ლინჩის წესებით გაგასამართლებთ იცოდე
ვაააა
ძალიან საინტერესოა, ყოჩაღ ჯა-ჯა, ასეთი რამ მემგონი არავის გაუკეთებია, პირველი ხარ რუსების ბანძ ვარიანტს თუ არ ჩავთვლითი.
ისე უმარექსის ბალონებს ცოტა სხვანაერი თავი აქვს, კროსმანთან შედარებით და შეიძლება მისი მოჭრა უფრო გაგიადვილდეს
ja_ja
ჰაერით არ შეიძლება, პირდაპირ ნასოსი რო მიაერთო? გადამყვანით
მდაა....
ja_ja
ძალიან საინტერესო ნამუშევარია! ერთი ვერ გავიგე: დიდი ცო2-ით დატენილი ბალონი გაქვს თუ სპეციალურად ამ ექსპერიმენტისთვის უნდა შეიძინო?
რომ ანბობ 70 ატმოსფეროო, მგონი ნაკლები უნდა. ყოველ შემთხვევაში როცა ჩამოდის ხოლმე ბალონები აი ეს დოკუმენტი მოყვება ხოლმე:
http://www.radikal.ru
gregory
ჰაერით 2-3 გასროლაზე მეტს ვერ გააკეთებს
ნუ ჯაჯინსკი, ნე პერესტაიოშ უდივლიაწ, კლიანუს რა!
საღოლ ჯაჯა ბევრი გიწვალია. ეს უფრო დუელს გავს საკუთარ თავთან. ღირს ვითომ მაგისთვის შენი ნერვების და ტვინის ხარჯვა? გამოყენება და მოთხოვნა თუ ექნება მაგ საქმეს ეგაა მთავარი. არამგონია ვისაც co2 პნევმატიკა აქვს სახლში შენსავით დიდი ბალონიც ედოს გარაჟში
ველი გაგრძელებას. იმედია კარგი გამოგივა საბოლოო ვარიანტი.
CHICO30
რამდენის გაქაჩვასაც 70ატმ შეძლებს. ანუ ბეევრ სტაბილურ, მაგრამ შედარებით სუსტ (უფრო საპლინკაო) გასროლას.
gigi30
რავიცი რუსეთში და უკრაინაში ბევრი ნადირობს Co2 ით და ჯაჯას ვარიანტი ორიგინალი ბალონიდან შორს არ იქნება ისე აკეთებს. უბრალოდ მრავალჯერადი იქნება რა და 1 დიდი ბალონის შეძენა მოუწევს Co2 პნევმოს პატრონს და დაისვენებს სამუდამო აუარებელი ხარჯებისგან. თუ გამოუვიდა ჯაჯას მერე 1 Co2 პიშტოს მეც დავითრევ ასწორებს.
დღეს ელ_ჯავა დელ გრინგო-ზე გავისეირნე და ერთ ადგილზე სადაც ხანძარ მაქრობლები იყიდება, ვიკითხე თუ ჰქონდათ პატარა Co2-ის ბალონი, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ 2 ლიტრიანი ბალონი, რომელიც 60 ლარად შემომთავაზეს და გაუკვირდათ რატომ იმავე წამს არ ვიყიდე
ნუ თეორიულად მაგ 2 ლიტიანი ბალონდან უნდა გამოვიდეს, 150-160 დატენვა (ნუ ეს უხეში გადათვლით რომ 2 ლიტრში 2 კილოგრამი Co2-ია და თითო ბალონჩიკზე 12 გრამი co2 დაიხარჯება), ნუ ამ გადასახედიდან თითო ბალონჩიკის დატენვა 40 თეთრი გამოდის ხოლო თუ გავითვალისწინებთ რომ შემდგომში ბალონის მფლობელს მხოლოდ Co2 ექნება ჩასატენი ამ 2 ლიტრიან ბალონში და თვითონ ბალონი თავისი ონკანიანად საყიდელი აღარ იქნება.... ნუ რავიცი თეორიულად პერსპექტივები მაგარი ჩანს
მთავარია რეალში რა გამოვა
P.S. მე კკიდევ ამასობაში 15 ლიტრიანი ბალონი მაქვს, გარაჯში ცო2-ით , ნუ მართალია ალბათ ნახევარზე მეტი არაა შიგნით, მაგრამ ფაქტი რამდენად საინტერესო და დამაინტრიგებელია!
ja_ja
ხომ მასროლინებ ხოლმე? ისე ჩემი მეგობარი შემპირდა გაჩუქებო პისტოლეტს და უნდა გამოვართვა.
ilariona
შენც იწამლები ნელნელა co2-ით ხომ
ფრთხილად, მაგარ მიჩვევა იცის
მე უკვე ვათვალიერებდი დღეს ყიდვის ვარიანტებს, მაგრამ საერთოდ აზრზე არ ვარ რომელია კარგი და რომელი ცუდი და რას უნდა მივაქციო ყურადღება ეხლა ჩავუჯდები co2 ის განყოფილებას ფორუმზე.
2 ლიტრიანი ბალონისთვის 60 ლარი ცუდი ფასი არაა ნაცნობობით ესეიგი 40 შიც შეიძლება გაჩითვა. ხო მართლა ჯაჯა ბიძაჩემი ელიავაზეა და მაღალი წნევის შლანგებს, რეზინებს, გადამყვანებს და რავი ათას რაღაცას ყიდის და აკეთებს. კერხერებიდან დაწყებული ტრაქტორებზე დამთავრებული. თუ რამე დაგჭირდეს თქვი მიგასწავლი სადაა "ნიხტ პრობლემ".
ჰოო კაი აზრია, თუ რაიმეში გავეჭედები მოგმართავ
მართალი ხარ მაგარი მიჩვევა იცის, ეხლა ნახე crosman 1077-ების დათრევა და აპგრეიდი დაიწყება ფორუმზე, აქამდე ყველა ერიდებოდა ბალონების გამო. საბაჟოზე თუ აიხსნა რკინის ფარდა, მაშინ მეც შევიძენ გრიგოლთან.
და სად ტენიან CO2?
გამარჯობათ. დიდი, 40 ლიტრიანი (თუ არ ვცდები მოცულობაში) ბალონები, რომლებსაც იყენებენ ლიმონათის, ლუდის და სხვა გაზიანი სასმელების წარმოებაში არ გამოდგება? ამ ბალონებს აგრევე იყენებენ ე.წ. კემპის (ან უ კემპრის) შესადუღ აპარატებთან ერთად. ზესტაფონში მე ასეთი ბალონები 50 ლარად ვიყიდე , და ალბათ თბილისში უფრო იაფად შეიძლება მათი შოვნა.
minchanin
ეხლა ჩამოსასხმელი ლუდის ჯიხურში ვიკითხე და სად ტენიან არ ვიციო ჩემთან მოაქვთ დატენილი და დაცლილი მიაქვთ და 30 ლარს ვიხდიო.
CHICO30
ჰო ეგ წარმოიდგინე რამოდენა ბალონის დატენვა ჯდება 30 ლარი თავისი მოტანა წაღაებით....
2-3 ლიტრიანი ბალონით რომ მიაკითხო ადგილზე ალბათ 2-3 ლარში დაგიტენიან და გამოგიდტუმრებენ
ახლა საქმეზე მოკლედ დღეს რაცხაები გავამზადე, უკვე მუშა 5 ბალონი მზადაა, ის წვრილი ღერძი შევცვალე უჟანგავ რკინაზე, ლატუნის დეტალები ყველაფერი მზადაა, ახლა დარჩა ზამბარების მორგება და მელკი დეტალების პადგონკა....
ნუ ხვალ ალბათ სასროლათ გავდივართ და ვერაფერს დავამატებ, იქეთა შაბათ კვირას უკვე დამტენი სადგური და წავა ტესტები
იუ დღეს გრიშამ მაგარი რაღაც მითხრა რაც თავში არც კი მომსვლია როცა ამ შტუკების კეთება დავიწყე....
კაროჩე თუ ეს იდეა გამოვიდა და ამუშავდა ისე როგორც საჭიროა, პრაქტიკულად გამოდის, რომ ბალონი ნებისმიერ დროს შეგიძლია ამოიღო ამა თუ იმ იარაღიდან და როცა მოგინდება ხელახლა შეგიძლია ჩადო, ამასობაში დანაკარგი მინიმალლური გექნება... რაც ჩვეულებრივი ბალონის დროს შეუძლებელია, თუ ამოიღე ბალონი მაშინ ბოლომდე იცლება
ხო ეგ თავისთავად შენსას კლაპანი აქვს და დაიკეტება და კიდე ეს "თუ" არ გინდა შენ გამოგივა მე დარწმუნებული ვარ ხვალ ძალიან ცუდი ამინდი იქნება არ ვიცი როგორ გახვალთ სასროლათ.
88 გრამიანებზეც ხომ შეიძლება ამის გაკეთება... საერთოდ, ჯანმრთელობისთვის საშიში რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს "თვითნაკეთი" ბალონის დატენვას და ექსპლუატაციას?
დგეს დამესიზმრა რომ ცო2 პისტოლეტები ვიპოვე ,ერთი ც11 და მეორე უმარექსის კოლტი
ისე არ შეიძლება პცპ თოფად რომ გადაკეთდეს ?დიდი ბალონის შლანგი რომ მიუერთდეს .კარგი იქნება ავტომატური პცპ
zviigo
თემიდან ნუ გადაუხვევ თორემ ვავა მოვა
gigi30
ჰო, ინტოქსიკაციას co (მხუთავი აირი) იწვევს.ეს ცივი ჭავლი ამდენად საშიშია? ვგულისხმობდი, დატენვისას ბალონჩიკი რომ არ გასკდეს, მაინც მეორადია და... თან ახლა სიცხეებია.
gigi30
მდაააა, სტრანნიე უ ვას ვაპროსი
ჯერესერთი მეორადი... ნუ მეორადი შეიძლება იყოს ტანსაცმელი , ტექნიკა უფრო გადის კატეგორიაში ნახმარია (ნუ კაი გაგებით ), მართალია სიტყვების თამაშად ჩაითვლება, მაგრამ მანდ იგულისხმება ის რაც ხდება, ანუ ბალონი ბალონად რჩება, და უბრალოდ ივსება იმ აირით რიოსგანაც წეღან დაიცალა....
ტესტტები რაც ჩატარებული აქვთ 12 გრამიანი ბალონის გახევაზე... ბალონი იხევა 800 ატმოსფეროზე! და ისიც კი არ სკდება, არამედ იხევა, ანუ ერთ ბზარს იჩენს და უშვებს დაგროვილ აირს...
ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ რეალურად co2-ის აირი ბალონში 79 ატმოსფეროზეა... გამოდის 11-ჯერადი ზაპასი არის ეგ ერთი, მეორესესერთი, ავიღოთ და გავვიხილოთ PCP, რეზერვუარი რომ იცლება რა მაგას გამოყენებულ ნახმარ ან მეორადს ვეძახით? თუ ვუერთებთ ნასოსს და ვტენით ისევ 200 ატმოსფეროზე.
ნუ ახლა დეტალურად რომ გავჩერდეთ....
დიახ, დაგეთანხმე, რომ მოწამვლას co იწვევს(მხუთავი აირი, ნახშირჟანგი) და ბევრად საშიშია, ვიდრე "ჩვენი" co2(ნახშირორჟანგი) . სიფრთხილისთვის დამცავი სათვალე არ იქნებოდა ურიგო, "ბერეჟიონნოგო ბოგ ბერეჟიოტ" . რა უნდა გკითხოთ(ნუ, რა ვქნა ), -3-5 გრადუსზე, ჩვენთან ზამთარში, co2-ს ხომ დაახლოებით 30ატმ აქვს, ასეთი წნევით(დამგროვებელი კამერის გაზრდით ანუ ერთ გასროლაზე დასახარჯი გაზის პორციის გაზრდით და თან ლულის "დაგრძელებით") ასე 10 ჯოულამდე სიძლიერით გასროლის მიღება შესაძლებელი იქნება? ნუ, იდეაში, პისტოლეტს რომ კონდახი მივამაგროთ შიგ დამალული 88გრამიანი "სატენი" ბალონით და ლულაც უფრო გრძელით შევცვალოთ, კარაბინის ვარიანტში.
gigi30
მეზობელს "ეკოლი" აქვს და მაგ პისტოლეტზე "ვიფიქრებ", როგორ მოხერხდება გადაკეთება. ისე, უფრო კარგი მოდელები ამ მხრივ ალბათ კროსმან 3576 მოდელი იქნება. მთავარია მრავალჯერდატენვადმა ბალონმა და მისმა დასატენმა გადამყვანმა გაამართლოს... ისე, ალბათ დამრტყმელი ზამბარის ძალის და დამრტყმელის მასის გაზრდა უფრო გამოიწვევს მოხმარებული აირის პორციის ზრდას და შესაბამისად ტყვიის მეტ სიჩქარეს. ფაქტიურად ხომ co2 იგივე "pcp"-ა მუდმივი 30ატმ-თი(-4 -5 გრ-ზე, ვთქვათ), სანამ "ფსკერზე" თხევადი co2-ის რაღაც პორცია რჩება. მე დასავლეთში ვცხოვრობ, მარტო ვიჩხირკედელავებ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე (და კიდევ მივიღებ) თქვენგან, მინდა რაიმე "ჰენდმეიდ" აირგანი დავამზადო. სხვათაშორის, ბატონო ja-ja, ხომ არ არის დრო, ბალონჩიკების იდეის დასრულების შემდეგ, "ჰენდმეიდ pcp აირ პისტოლის" დამზადებას რომ შეუდგეთ
gigi30
ხალხო ეხლა როგორც იმ ვიდეოზეა იდიოტები ეგრე თუ მოიქეცით არ ვიცი. უდიერად და წესების დაცვის გარეშე მოხმარებით ნებისმიერი უწყინარი ნივთიც კი საშიშია.
ჩაქუჩით გაიხეთქავ თავს, ხერხით მოიჭრი ნებისმიერ რამეს, ელექტრო ხერხზე ხო აღარ მაქ საუბარი, ბურღით მოკლავ ვინმეს და რავიცი. მაშინ ყველა ამ ნივთებს არ უნდა გავეკაროთ. უსაფრთხოების წესების დაცვის პირობებში საშიში არაფერია მითუმეტეს co2.
ჯაჯა ხო არ გაგისინჯია რომელიმე ბალონჩიკი?
CHICO30
მტააკ თემა რომ არ ჩაქრეს ცოტა ფიჩხს შევაყრი ბუხარში
ეს გამზადებული 5 ბალონის შიგნეულობა, უკვე სუფთა ნამუშევარია, ძირითადი ზომები და ფორმები უკვე გარკვეული იყო
ეს კი ახლოდან კლაპნით თავი და ბოლო ნაწილი
ნუ პირველ სურათზე ჩანს რომ ზოგიერთ შიგნეულობაზე ზამბარები და რეზინებია მორგებული... ვმუშაობ საბოლოო დახვეწაზე რომ ამ შაბათ კვირისთვის მხოლოდ სადგურზე მქონდეს საჩალიჩო და ექსპერიმენტებიც ავწიოთ
P.S. პირველ სურათზე არ გეგონოთ რომ ღერძებია ეგრე საშინლად დაღუნული, რა თქმა უნდა სარივით სწორე არაა, მაგრამ ამ კონკრეტულ სურათზე ეგეთ ოკრობოკრო ფორმას დაკუჭული ყვითელი ქაღალდი აძლევს რომელიც ფონადაა გამოყენებული
88გ ბალონისთვის, რახან გარეთა ხრახნი აქვს, ალბათ უფრო იოლი იქნება დამტენი გადამყვანის დამზადება, თან შესანახად გამზადებულ ბალონს, კლაპანი ცოტათი რომც აპარებდეს, ე.წ. "ზაგლუშკა"-ს მოახრახნი და დიდხანს შეინახავ. დატენვა დამტენ ბალონსა და დასატენ ბალონს შორის წნევათა სხვაობით ხდება, რაც თავისით გააღებს კლაპანს, თუ გადამყვანში სპეციალური, "კლაპნის" გამხსნელი "ნემსის" დამონტაჟება ჭირდება? დატენვის დროს ბალონების მდებარეობა როგორია? საინტერესოა ბალონჩიკების აწონვა დატენვამდე და შემდეგ, რომ გავიგოთ დატენვის ოდენობა და სტაბილურობა. (მგონი წინ ვუსწრებ მოვლენებს , რადგან, მჯერა, ამ თემაზე სრული რეპორტაჟი გვექნება root admin-ისგან)
ja_ja
მშვენიერია! მოუთმენლად ველოდები უიქენდებს
gigi30
და ეს 88 გრამიანი ბალონები(Crosman AirSource) საიდან უნდა იშოვო? ამაზონზე და ეგეთებზე ვერ იყიდი: თვითმფრინავით გადაზიდვა აკრძალულია), ხოლო ეხლა რომ ვუყურებ ქროსმანის საიტს საერთოდ ამოიღო ეგ ბალონებიც და მაგ ბალონებზე მომუშავე იარაღიც
მეგონა თქვენ გქონდათ. ნუ, მთელი იმედები 12 გრამიან ბალონებზეა
gigi30
ბალონების მდებარეობაზე: დამტენი ბალონი "დაწვენილ" მდგომარეობაში ხომ არ უნდა იყოს-მეთქი, რომ თხევადი ცო2 წამოვიდეს დასატენში?
gigi30
არ ვიცი მაგას უკვე ტესტირება გვიჩვენებს ...
მე სანთებელას ბალონით დაწვენილ მდგომარეობაში მალე ვტენიდი ხოლმე , ჩვეულებრივ მდგომარეობაში დიდხანს უნდება.
ხელის ტუმბო მირჩევნია ბალონებს....როგორც ცნობილ სიმღერაშია.(ქალის და დოქის ტუჩზე როა რა.) რაღაც ამდაგვარი განწყობა მეუფლება როცა ბალოზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი. ისეთი მივაკაჩავე დღეს ჩემი ჰაცანი ხელის ტუმბოთი თქვენი მოწონებული.
არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ჯაჯას მონდომებას და ენთუზიაზმს. ბრავო ჯაჯა! ნამდვილი ინოვატორი ხარ პნევმო იარაღის დარგში.
მე მგონი ეს უკვე ჰობი კი არა პროფესიაა.ეს ჩარხიც რა ეშმაკურად თლის დეტალებს?მაგრამ ჯაჯა მაინც მაგარია.ყოველთვის მაქვს იმის იმედი რომ ჯაჯა ისეთ პაწუა დეტალსაც კი გამოჩარხავს რომელსაც ვერსად ვერ იშოვი.
ახლა, ცოტა "შევაშინოთ" ბატონი jaja : http://www.youtube.com/watch?v=Jf1odjaKTak
foxi
შენა რა დალიე? რა ჭამე დას წვიმდა ეგრე საშინლად , რაის ნასოსი რაის ჰაცანი? რაზეა ამ ტემაში საუბარი თუ წაიკითხე მაინცა
კაცოუ პისტოლეტებში რომ პატარა ბალონი იდება ნახშირორჟანგით გავსებული იმაზეა საუბარი და არა თოფზე და ნასოსებზე....
gigi30
ნუ მაგის ნაკლებად მეშინია , რომელი გარე მოვაჭრე მე ვარ და პაპანაქება მზეში სად ვდგევარ ბალონით ხელში
foxi, მაშინ ეს დაგაინტერესებს: http://forum.guns.ru/forummessage/24/120104.html
ja_ja
უი!, შემეშალა მამივიდა რაღა. სხვაგან უნდა დამეწერა. მაგრამ ვეღარც გადამაქვს და ვეღარც ვშლი.
მოკლედ ბალონები მოვრჩი სრულად, ნუ ამ ეტაპზე და ამ გადასახედიდან რასაც ვუყურებ , სურათებს მოგვიანებით დავდებ ფოტოაპარატი ჩემებმა წაიღეს და ახლა ხელთ არ მაქვს.
შაბათს დავიწყებ სადგურის განზადებას და ....
ja_ja
შენა და მერე ერთი ჩამოჩოთქე რა დაგიჯდება ეს ყველაფერი რა ამდენი წვალებად ღიირს ეგ ფინტიკლუშკა?
ja_ja
ერთი რამე ვერ გავარკვიე: როდესაც ქარხნულ ბალონს დებ პისტოლეტში მოჭერის შემდეგ ის იხვრიტება(თავზე ძაან თხელი ფენა აქვს) იარაღზე დამაგრებული პკინის მილით და აირი შედის იარაღში. შენს შემთხვევაში ამ მილმა კლაპანი უნდა ჩაწიოს ქვევით. ან დროს კლაპანზე ბალონში არსებული აირის მაღალი წნევა მოქმედებს და მისი ჩაწევა საკმაო ენერგიას მოითხოვს. მოერევა ეს ვიწრო მილი ამ ენერგიას? არ დაზიანდება?
ilariona
ჰო კიდევ რა აღმოვაჩინე.... ბევრ Crosman-ის ბალონს უკანა მხარეს აქვს რაღაც ხაზები, ნაჭ*ლეტები... თითქოს ღარაც ვინტით არის მოჭერილიო.... დააკვირდით ძირა სურათს,. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს ჩანაჭ*ლეტები მარჯვენა ბალონის უკანა ზედაპირზე
როგორც გაირკვა ინტერნეტში უსასრულო ქექვისას, კროსმანი ერთერთი იმ მწარმოებელთაგანია, რომელიც ასევთქვათ მომხამრებლის ჯიბეზე ზრუნავს და თან ეკოლოგიაზე, ანუ გამოყენებულ ბალონებს უკან იბარებს ქარხანა და ხელახლა ტენის! ეს რა თქმა უნდა ამცირებს წარმოების ხარჯებს... აღარაა პირველჯერივით ახალი ბალონები მოსაჭრელი, უბრალოდ ივსება არასაკმარისი რაოდენობა, დანარჩენი კი უკვე გამოყენებული ბალონების ხელახმა დატუმბვა და ხელახლა გაყიდვა მიმდინარეობს... ამიტომაცაა ამერიკაში ეს ბალონები ასეთი აიფი რომ ღირს, პრაქტიკულად მხოლოდ co2-ის ფულს იხდი...
ამ ერთი შეხედვით ისე რა ფაქტს საკმაოდ კაი შინაარსი აქვს, ანუ თვითონ მწარმოებელიც კი ამ ბალონებს მრავალჯერადად იყენებს, ასე რომ არიქა იქ მეორადია და სახიფათოა... ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საერთოდ ამოვარდა ეს თემა, პლიუს უკრაინლების ტესტი არის კროსმანის ბალონის სტრეს ტესტზე... დეფორმირება ბალონს დაეწყო 350 ატმოსფეროს მერე, რეალურად გახევა... ხაზს ვუსვავ გახევა და არა აფეთქება და ნაწილებად გაფანტვა, მოხდა მიახლოებით 1000 ატმოსფეროზე.... ბალონთან დამჭირხნავი ერთდებოდა სტანდარტული M5 რეზბით. ისეთივეთი რასაც მე ვიყენებ ასე რომ არც პრობკა ამოვარდა 1000 ატმოსფეროზე...
გარდა ამისა უნდა ავღნიშნო რომ ბალონი არის, რაღაც არაადეკვატურად პლასტიური ფოლადისგან დამზადებული, მარკის გაგებაში არ ვარ, მაგრამ როგორც კი ოდნავ ბევრს აიღებ რეზეცით ეგრევე ეტყეპება, ეწეპება... მერე ეს დაწეპებული მასა აღარ იჭრება შედეგად იმიტომაც იყო რომ არასწორი ცენტრირებისას ბალონს ბაბთიდან მიგდებდა, ან თუ მყარად იყო ჩამაგრებული, მაშინ ბაბთაშივე ღუნავდა.... ეგეთი საზიზღარი თვისება აქვს AMG მარკის ალუმინს, სადაც ალუმინი უფრო მეტია და დურალის თვისებები არ აქვს, ითხიპნება, იზილება, მოკლედ ვერ დაჭრი ახლა რისთვისაა ეს ეფექტი კარგი... იმისათვის რომ პლასტიური ლითონი არ იმსხვრებავა არამედ ყველაზე კოშმარულ შემთხვევაშიც კი იხევა და არ სკდება, ანუ ერთი მთლიანი დეტალი რჩება და შრაპნელად არ იშლება.... მოკლედ ასეა თუ ისე ეს ბალონები ლამის 10-მაზი მარაგითაა გაკეთებული და ....
ახლა რაც შეეხება გუშინდელ შეპირებულ სურათებს:
გამზადებულები არიან და ელოდებიან დატენვას
ეს კი აწონვა დატენვის წინ... საშუალოდ 35 გრამია თითო ბალონის წონა, ანუ როდესაც დაიტენება +12 გრამი უნდა დაემატოს ამ ბალონებს და უხეშად სადღაც წონა უნდა გახდეს 47 გრამი.
ყველაზე მსუბუქი
ყველაზე მძიმე
gregory
ეს კარგი ინფორმაციაა დასამშვიდებლად, თან ვიღაცას co2 პისტოლეტი psp-დ გადაუკეთებია და ამ 12გ ბალონჩიკში 200ატმ ჰაერს ტენის თურმე ხელის ტუმბოთი( აქვე პოსტი 54) და მანამდე შემოწმებისას ყველაზე "სუსტი" ბალონი 560ატმ-ზე გახეულა. ნემსის კლაპანზე საჭირო დაწოლის ძალის გაანგარიშება ახლავე შეიძლება, წნევა იცი(70ატმ გადაყვანა უნდა პასკალებში), სარქველის(მომბეზრდა კლაპნის წერა და მერე ბრჭყალებში ჩასმა ) განივკვეთის ფართობი(მეტრკვადრატებში), ამათი ნამრავლი იქნება "ნიუტონი" და იმას კიდე G-ზე (დაახლოებით 10-ზე) გაყოფ და მიიღებ "კილოგრამს"(მოკლედ, ათოსანი მაღალკლასელი გვჭირდება )
gigi30
ნუ მე კაიხანია მათემატიკაში არ მიჩალიჩია, მაგრამ შემიძლია სხვა გამოსავალი შემოგთავაზო , 70 ატმოსფერო ეს არის 70 კილოგრამი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე. ანუ კლაპანი თუ იქნება 1 კვადრატული სანტიმეტრის (ანუ თუ მრგვალია მაშინ უნდა იყოს 11.2 მილიმეტრიანი), მაშინ მის გახსნას დასჭირდება 70 კილოგრამის ძალა.
მაგრამ იმის გამო რომ კლაპანი (კაი იზვინი შემდეგში მეც სარქველს დავწერ, ისე აქამდე რატომ ვერ მოვტვინე ) არის სულ რაღაც 2.8 მილიმეტრი, გამოდის რომ ფართობი არის 0.06157521601035995 სანტიმეტრ კვადრატი... ახლა უბრალოდ 70 გავამრავლოთ ამაზე და მივიღებთ საჭირო ძალას ანუ 4.310265120725193 კილოგრამს.
დარწმუნებული ვარ მემბრანის გახევას უფრო მეტი ძალა სჭირდება ვიდრე 4-5 კილოგრამი , ან იგივე... მოკლედ ძალიან დიდი ძალა ნამდვილად არაა საჭირო თან 70 ატმოსფერო 30 გრადუსზეა, ნორმალურ სიტუაციაში კი ტემპერატურა არის, 20-25 გრადუსი, ანუ უხეშად 60 ატმოსფერო, ნუ შედეგად ნაკლები ძალა გამოდის თუმცა ვერ გამოვრიცხავთ პაპანაქება სიცხესაც ჩვენს საყვარელ ზაფხულში მარა რავიცი, რავიცი....
არც იქნება მეტი, ბოლობოლო სუსტი ზამბარა და მჩატე ჩაქუჩი ახორციელებს გასროლას ანუ ამ წნევის ძალის გადალახვას. ასეთი ბალონით ნემსი უფრო შეინახება, გადამტენ ბალონსაც ერთხელ მოუპრიალებ თავს და გერმეტიზაციის რეზინაც არ დაზიანდება უცაბედად. მართალი ხარ, "მანძილი" იქნება საჩალიჩო, რომ არც ადრე გაიხსნას სარქველი და co2 ჰაერში გაიფანტოს და არც ისე რომ ვერ მიწვდეს და ვერ გახსნას.... სადღაც წავიკითხე, 37 გრადუსზე co2 აქტიურად გადადის თხევადიდან აირად მდგომარეობაში და წნევა მკვეთრად იმატებსო(ნუ, მაინც დავწერე, ისე, ინფორმაციისთვის )
gigi30
მტააკ მოკლედ დღეს ვიწყებ აი ასეთი რანცხას გაკეთებას
რა გამოვა საბოლოოთ ვნახოთ იმედია ხვალ საღამოსთვის მოვრჩები, თუმცა რანცხა მკარნახოვს რომ სამუშაო ბევრია და ეგრე იოლად ვერ მოვრჩები
მარტო ჩემთან არ ჩანს სურათი?
gregory
რავი ჩემთან ჩანს... შენთან რა ჩანს აბა?
მოკლედ გუშინ მთელიდღე ორ დეტალს ვთლიდი.... საკმაოდ ძნელია ჩემს პაწუა დაზგაზე ამხელა დეტალის გამოჩარხვა... ახლ აკი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდები.... ამსიგრძე დეტალის ბოლოში რეზბის მოჭრა....
ბლიაძ! ბაბთაში რომ ამაგრია და ლამის 15 სანტიემტრში ბაბთიდან გიწევს მუშაობა, პრობლემა ისაა რომ აქეთა ბოლო ყანყალს იწყებს როგორც კი რეზეცს მიადებ...
მოკელდ დღეს მთელიდღე გარკვევა მორგებაში წავა ალბათ.... ვნახოთ როგრო განვითარდება სიტუაცია, მანამდე კი სურათები.
ნუ ეს მომზადებული თავსახურიანად რეზბის მოსაჭრელად.... პატარა დეტალში რეზბები უპრობლემოდ იჭრება, აი დიდში და თან შიგნიდან კი ვავა.... ჯერ თავის ფხანის სტადიაში ვარ
P.S. ხალხნო არავის გაქვთ ძველი პისტალეტი Co2-ზე? აი 12 გრამიანი ბალონები რომ არ ეტევა და ცოტა პატარა ანუ 9 გრამიანი ბალონები რომ უნდა... გუშIნ მეზობელმა გადაყარა ეგეთი ბალონების იაშიკი და 5 ცალი ამოვარჩიე ცოცხალი... მართალია ამათი მრავალჯერადზე გადაკეთება მეეჭვება გამოვიდეს, რადგანაც ბალონები თუჯისაა და ამის შარის ტავი არ მაქვს, მაგრამ ერთ ჯერზე შეიძLება ვინცხას გამოგადგეთ.... მახსოვს ადრე ფორუმზე ვიღაც წერდა მაქვს ეგეთი პისტალეტი და ბალონებს ვერ ვშოულობო...
ესეც შედარებისთვის ზომები.... მოკლედ მსურველი თუ ხართ მითხარით უფასოდ ჩაგახუტებთ ამ შტუკებს
მე მაქვს ეგეთი ბალონი დაუცლელია მემგონი, ძველ ცეცხლსაქრობში იდო.
ბლინ, მესამე დღეა ამ რეზბებს ვეჩალიჩები რა...
ამ დიდ ბალონებზე რაფრაც იქნა დავადგინე ეგრეთწოდებული ტრი-ჩეტვერტი რეზბაა, ნუ ეს ჩვენებური სანტექნიკის მილების მიხედვით... თუმცა კალამბური აქაც ვებერთერლაა
3/4 დუიმებში არის 19.05 მილიმეტრი, მაგრამ რეალურად რეზ,ა არის 26.45 მილიმეტრი... მოკლედ ამ ბრიტანული სტანდარტების დედაც რა ჯეკ სამი დეტალი გავაფუჭე დღეს მეოთხეს ვთლიდი და ბოლომდე ვეღარ მივედი, ტაკუნები აღარ მეყო... შუა კვირაში სამსახურის მერე მუშაობა მაგარი მურტალია, დრო დროდ არ გყოფნის, პლიუს დაღლილი....
მოკლედ გაიჭიმა ეს პროცესი ბოლო საფეხურების გამო....
ochopintre
ერთიცალი კი არა ყველას მოგცემ მე რა ჭირად მინდა
არ გადააგდო მე მომეცი თუ გინდა კარგი აზრი მაქვს.
zviigo
ვის მიმართავ? რაზე წერ?
ამ თემაში მე არ მინახია რომ ვინმე რაიმეს გადაგდებაზე წერდეს....
მოკლედ ამ პროექტზე მუშოაბა მაგრა გამეწელა კა მინიმუმ 2 კვირის წინ უნდა დამემთავრებინა, მაგრამ.... ხან ქეიფიო, ხან სამსახურიო, ხან ოპტიკა, ხან ბუნებაში სროა და... კაროჩე რა
მოკლედ ნელნელა მაინც მიიწევს საქმე, დღეისათვის სადგური ამ დღეშია
1) დეტალი რომელიც ბალონზე ჩამოეხრახნება, ამაზე ორი რეზბა დარჩა მოსაჭრელი და ხვალ თუ მექნა დრო გავაკეთებ
2) თვითონ ბალონის ჩასასმელი დეტალი - ამაზეც ერთი რეზბა დარჩა მოსაჭრელი, ხვალ არამგონია მოვეჩე, მითუმეტეს რანცხა მოდიფიკაციები კიდევ მომივიდა თავში და....
3) დეტალი რომელიც რეზბაზეა და მეორე დეტალში ჩასმულ ბალონს მიაწვება იმისათვის რომ პირველ დეტალში არსებულ "კლაპანს" მიაჭიროს.
ესეც მეორე სურათი სადაც მეორე და მესამე დეტალი უკვე ერთმანეთშია ჩასმული
ნუ ეს მესამე დეტალი ცოტა სტრანნი ფორმისაა, იმიტომ რომ დამენანან ალუმინის მაგაზე გაფუჭება, ისედაც კაი ბლონად მასალა დაიხარჯა ამ მამაძაღლზე სანამ რანცხა ფორმამდე მივედი... მოკელდ ნარჩენი მქონდა რანცხა და იმისგან გამოვთალე იმიტომაცაა ეგეთი სტრანნი ფორმის თორემ ჩვეულებრივი მრგვალიც შეიძლება იყოს, ოთხკუთხედიც... მოკედლ ვის რა ფორმის მოესურვება
მოკლედ ხომ არ მოიწყინეთ ჩემო კარგებო და ბედნიერებო? რავარც იქნა არც ნორიკა მაწუხებს, არც, სამსახური, არც ალიაქოთი, ჰოდა მეც ავდექი და დღეს 3-4 საათი ჩავუჯექი ჩვენს საქმეს... მისაყვანი იყო საქმე ბოლომდე, თან რამდენი ხანია ხალხი საბოლოო შედეგს ველოდებით.... მოკლედ მოდით ნელ-ნელა მივყვეთ....
მართალი გითხრათ თავიდან რაღაც არ მინდოდა იმოდენა ბალონზე მიკარება... რავიცი უფრო მეტზე დატენილი თოფი მიდევს სახლში და იმ დიდ ნაკლებ წნევიან ბალონთან მიკარების... ნუ მოკლედ....
ასე იყო თუ ისე საბოლოოდ დავამთავრე დასატენი სადგური, ბლომად ვეჩალიჩე რომ რეზბებს სუფთა სვლა ჰქონოდათ ყანყალის გარეშე, ბოლოს კი პაწა წავიდიზაინერე სტანოკსადა შიდა
ადგილი სადაც ბალონი ჯდება
ასე ვთქვათ დაშლილი რომ ყველაფერი გასაგები იყოს
ყველაფრის მოჭერის მერე რა ფორმას იღებს...
ჩავიგდე ხელთ ერთერთი ბალონი, და ავწონე საწყისი წონა რა ჰქონდა
როგორც ჩანს ცარიელი ბალონი იწონის 35.64 გრამს, ახლა დარჩა დატენვა, კანკალი და....
მოკლედ წამოვაცვი დიდ ბალონს ჩემს სადგურზე გადამყვანი
მივახრახნე სადგურიც
და ბოლოს მოვუჭირე წნევის დამგდებიც.... სხვათა შორის ძირითად ცილინდრზე ხვრელები რატომაა ხომ მიხვდით
მოკლედ აგერ გამზადებნული ყოლიფერი, დარჩა მხოლოდ დიდ ბალონზე ონკანის მოხსნა და ვაი დედა რაფრა არ მინდა
ნუ მოკლედ დევიწყეთ ოპერაცია...
მერე კამერა ერთი ხელიდან მეორეში გადავიტანე და ეტყობა სტოპზე მომიხვდა ხელი ასე რომ ვაგრძელებთ მეორე ვიდეოში....
ეს უკვე გამოსწორებული ბალონის ადაპტერი სადაც ჰაერი არ გასდის... ვნახოთ რაიმე სხვაობას თუ მოგვცემს...
აგერ ბალონის სურათი პირველი ჩქარი დატენვის მერე
ეს მეორე დატენვა, ანუ ხელახლა შევაერთე და ვსინჯე მეტი ხომ არ შეივსებოდა....
ესეც დატენვის მერე როგორ ამოიწია კლაპნის თავმა
ნუ იდეაში რეზინა მიიჭყლიტა და რაც ჩვეულებრივ რეჟიმში მეგონა რომ გასწორებული მქონდა, დატენილ 70 ატმოსფეროს შემთხვევაში კლაპანმა ცოტა თავი ამოყო... ნუ პირველი ტესტისთვის და გასროლისთვის წავა, იმიტომ რომ მე ჩემი პისტოლეტის კლაპანი გაფუჭებული მქონდა და ცოტა ღრმა რეზინა ჩავსვი, ახლა კი ეს ზემოთ ამოწეული კლაპანი პირიქით გამომადგება მთავარია, სწორმა სიბრტყემ არ გაახუროს და არ გადაუკეტოს, co2-ს გზა კლაპნისკენ
ასეა თუ ისე დატენილი ბალონი გვაქვს 2.5 გრამით, ვნახოთ რას იძლევა ეს 2.5 გრამი, ანუ როდესაც ბალონში მხოლოდ 2.5 გრამია დარჩენილი ისვრის კიდევ თოფი თუ არა....
როგორც ხვდებით მრავალჯერადი ბალონი გადასარევად მუშაობს, ახლა დარჩა ერთი საქმე ბალონის ბოლომდე დატენვა, ამისთვის როგორც ვხვდები ჩემი დიდი ბალონი თავდაყირა თუ არა ნუ რაღაც დონეზე დასაყირავებელი მექნება რომ ონკანთან თხევადი co2 გაიჩითოს და ბალონში ბლომად შეაშხაპუნოს...
რამდენხანს იმუშავებს ასეთი ბალონი, ამას დრო გვიჩვენებს და ბოლოს... ვიდეოშიც კი ვთქვი, მაგრამ აქაც დავწერ... მოკლედ მე სახლში მაქვს, co2 რომელსაც სადღაც 6-7 წლის წინ ერთი ტიპი კაფეში იყენებდა გაზიანი წყლების გასაკეთებლად (ნუ მერე ქირის ფული არ გადაიხადა და რამე და ეს ბალონი დამრჩა). არ ვიცი ამ დროის განმავლობაში ამჟავდა ეს აირი თუ თავიდანვე ასეთი იყო, მოკლედ ვერ ვიტყვი რომ მყრალი სუნი აქვს, მაგრამ სუსტი მჟავე სუნი აშკარად აქვს, განსაკუთრებით მაშინ იგრძნობოდა როდესაც პირველი დატენვისას აპარებდა სადგური...
დიდად ვერ ვერკვევი co2-ის მახასიათებლებში და ამიტომაც ვთვლი (შეიძლება შეცდომით) რომ საკვები წარმოებისთვის გამოყენებული co2 ცოტა არ იყოს მჟავე სუნისაა... მგონი ჯობია ცეცხლმაქრობების და ტექნიკური co2-ისკენ გვეჭიროს თვალი, ისე წავალ ახლა ვიკიპედიაში გადავიკითხავ შეილება ეს მჟავე სუნი ამ აირის საერთო დამახასიათებელი თვისებაა...
ja_ja
მალადეც შენ, კარგად გიშრომია, დაგიფასდა კიდეც
co2 სუნი არა აქვს არანაირი, ტექნიკური და საკვები ეგეთი დაყოფა მე რამდენადაც ვიცი არ არსებობს, მქონია შეხება ბევრნაირ კონცენტრირებულ ნახშირორჟანგთან (მწერების საანესთეზიოდ გამოიყენება კვლევებისას )
ხოდა მე ვერანაირი სუნი ვერ შევატყვე, შეიძლება მაგ ბალონში სითხე ან ზეთია შესული და წლების მანძილზე აყროლდა
Davitus
ja_ja
მალადეც აი დელაწ წებე ჰმ რააა
ისე, პატარა ბალონის თავი იღბლიანად ამოწეულა, თუმცა აქ რეზინაზე უფრო კაპროლონი ამართლებს თურმე(ანტენის სადენის შიგნითა საიზოლაციო ფენა, მაგალითად). ჰო, მაინც, დატენვის წინ ასე 20-30 წუთით ბალონის და სატენის საყინულეში გაცივება არ დაგავიწყდეს. პრადალჟენიე სლედუეტ, ხო?
ნახშირბადის დიოქსიდს სუნი აქვს! ნაღდად ვგრძნობ როცა ბალონი სწრაფად იცლება! ნუ მყრალის რა მოგახსენო, მაგრამ სპეციფიური სუნი ნამდვილად იგრძნობა.
ja_ja
საინტერესოა ამ 2მა გრამმა რამდენი გასროლა გააკეთა? ისე ქარხნულად დატენილ ბალონში რეალურად 12 გრამია რო?
gregory
ერთი რამე ვერ გავიგე აი ნახევრათ დაცლილი როა ის დიდი ბალონი და გათხევადებული CO2 რო ასხია სიტყვაზე ნახევრამდე ეგ როგორ ხდება ბალონში ხო ერთი წნევაა თავიდან ბოლომდე ტემპერატურაც თანაბარია მთელი ბალონის და როგორ გამოდის ეგრე რომ ერთ წნევაზე იგივე გაზი ნახევარი თხევადია ნახევარი აირი. ??
koknar
ნუ ამისათვის ფიზიკის და ქიმიის კურსი უნდა გავიხსენოთ.
1) მოდი შევთანხმდეთ რომ თხევად მდგომარეობაში ნივთიერება უფრო კონცენტრირებულია ვიდრე აირადში (მაგალითისთვის იგივე ბენზინი გამოვიყენოთ)
2) ასევე შევთანხმდეთ იმაზე რომ გარკვეული წნევის შექმნისას პრაქტიკულად ყველა აირი, გადადის აირადი მდგომარეობიდა, ან თხევად ან მყარ მდგომარეობაში
3) დავალ წნევაზე სითხე როგორც წესი დუღს, რაც წარმოადგენს სიტხის გადასვლას აირად მდგომარეობაში . მაგალითად წყალი ზღვის დონეზე დუღს 100 გრადუსზე, მთაში უნფო ნაკლებზე.. CO2 დუღს -20 გრადუსზე ჩვეულებრივი ატმოსფერული წნევისას ზღვის დონეზე და გადადის აირად მდგომარეობაში
ახლა თუ ეს სამი ჩამოთვლილი გასაგებია და არ წარმოადგენს საკამათო თემას, მაშინ გამოდის, ასეთი რამ:
1) ვთვქათ ბალონი სავსეა თხევადი co2-ით ყელამდე, 1 მოლეკულის ადგილიც არაა თავისუფალი.
2) გავხსენით ონკანი, ატმოსფეროში კავშირი გაიხსნა, და ატმოსფეროში არის, ვთქვათ +30 გრადუსი, როგროც ვიცით co2 დუღს 1 ატმოსფეროს წნევაზე -20 გრადუსზე, შესაბამისად იწყებს მომენტალურად დუღილს და ნაწილი თხევადი სუბსტანცია გადადის აირადში რომელიც გამოდის, გახსნილი ონკანიდან.
3) რაც აორთქლდა თხევადი სუბსტანციიდან და ონკანიდან გამოვიდა აირის სახით, იასნია გამოანთავისუფლა ადგილი ბალონში, ვთქვათ ესე დაიცალა 50% ბალონის. ახლა ვკეტავთ ონკანს რომელის მეშვეობითაც co2-ს აქვს კავშირი ატმოსფეროსთან
4) ბალონში იქმნება შემდეგი სიტუაცია, ახლახანს დაიკეტა კავშირი ატმოსფეროსთან, 50% მოცულობაში არის პირობითად 1 ატმოსფერო, თხევადი Co2 აგრძელებს დუღილს და აირის გამოყოფას.
5) გამოყოფილი აირი ვეღარსად ვეღარ გადის და იასნია იწყება ბალონში წნევის ზრდა.... როგორთ თავიდან შევთანხმდით ყველა აირი გარკვეული წნევის დროს, თხევად მდგომარეობაში გადადის, ნუ აირადი CO2 რომ გვქონდეს, და შევკუმშოთ დღევამდელი ზაფხულის ტემპერატურისას 70 ატმოსფერომდე ის დაიწყებს ნელნელა კონდენსირებას. რაღაც ამდაგვარი ხდება ბალონში გამოყოფილი აირით წნევის აწევისას, ოღონთ თხევად მდგომარეობაში კი არ გადადის გამოყოფილი აირი, არამედ ბალონში წნევის ზრდასთან ერთად ხდება დუღილის კლება და ახალი აირადი პორციის გამოყოფა...
6) როგროც კი დუღილით გამოიყობა ბალონში იმდენი აირი რომ მან ბალონის შიგნით 70 ატმოსფეროს მიაღწიოს.. ბალონში თხევადი co2-ის ღუღილი წყდება და ახალი პორცია აირადი Co2 აღარ გამოიყოფა.
7) შედეგად ბალონში რჩება 50% თხევადი სუბსტანცია, და 50% მოცულობა რომელიც შევსებულია აირადი CO2-ით ზემოთხსენებული წნევით. ეს მოცულობა, თან არის აირად მდგომარეობაში თან არის თხევად მდგომარეობაში, ნუ ზღვარზეა რა . თხევადში ვერ გადადის იმიტომ რომ მოცულობა შემცირდება გამო თხევადი სუბსტანცია დუღილს დაიწყებს... მოკელდ ასე ზღვარზე არის გამოკიდებული
8) თუ გარემოს ტემპერატურა გაიზრდება ვთქვათ 40 გრადუსამდე (ნუ იასნია ბალონიც თბება რა ნელნელა და შიდა ნივთიერებასაც გადაეცემა ტემპერატურა), მაშინ თხევად Co2-ს ბალონში შექმნილი წნევა 70 ატმოსფერო ვეღარ შეეწინააღმდეგება და თხევადი სუბსტანცია დაიწყებს დუღილს, ისევ გამოყოფს აირს და როგორც კი მიაღწევს საჭირო წნევას, ნუ ზუსტად არ ვიცი ვთქვათ იყოს 80 ატმოსფერო, ისევ გაჩერდება დუღილი.
თუ მოხდება ისე რომ გარე ტემპერატურა შემცირდება ვთქვათ 0 გრადუსამდე, მაშინ ბალონში არსებული წნევა საჭიროზე მეტია, ამ ტემპერატურაზე co2- დუღს მგონი 30 ატმოსფეროზე, თუ ბალონში 70 ატმოსფერო იყო, იასნია რომ 40 ატმოსფეროს ძალა ტყუილაა ბალონში, თხევადი co2-ი მაინც არ დუღს და შესაკავებელიც არაფერია, ამიტომაც, ნაწილი აირადი co2 იწყებს თხევად მდგომარეობაშI გადასვლას, მანამდე სანამ აირად დარჩენილი co2-ის წნევა დუღილის ზღვრისთვსი საჭირო წნევას არ გაუთანაბრდება...
ნუ ესაა რა უხეში მონახაზი, იმედია იასნია სიტუაცია
ja_ja
ანუ P წნევაზე A აირი T ტემპერატურაზე შეიძლება იყოს როგორც აირად, ასევე თხევად მდგომარეობაში
P = 80 ატმ.
T= 30 გრ.
A = CO2
Am I right ?
koknar
ორივეში ერთად ვერ იქნება, ან ერთია ან მეორე
მაშ შენ არ ამბოფ ბალონში ნახევარი თხევადია ნახევარი აირადიო, ტემპერატურა ერთიდაიგივეა წნევაც იგივეახომ აბა ბალონში სხვადასხვა წნევა ხო არაა ნახევარ ნახევარში, გაზიც იგივეა, მარა მხოლოდ განსხვავდება აგრეგატული მდგომარეობა. ეგარი და ეგ. ისე რეალურათ მართლა ნახევარი სითხეა და ნახევარი აირი თერმოდინამიკის კანონები არამგონია ამ უბრალო ბალონში ირღვეოდეს. პირადათ ვიკამათოთ როცა შევხვდებით ესე ძნელია !
koknar
საღამო მშვიდობისა მეგობრებო. თუ დავუჯერებთ პროფესორ ტროფიმოვს, ცო2 ბალონში ერთი და იგივე ეტმპერატურის დროს, ერთი და იგივე წნევა იქნება მიუხედავად იმისა თუ რამდენი თხევადი გაზია ბალონში. მაგალითად თუ 40 ლიტრიან ბალონში მხოლოდ ერთი წვეთია თხევადი ცო2, იგივე წნევა იქნება, რამდენიც იქნება 40 ლიტრიან ცო2-ის ბალონში, რომელიც თხევადი სუბსტანციითაა სავსე და აკლია მხოლოდ ერთი წვეთი. რა თქმა უნდა თუ გარემოს ტემპერარურა ერთნაირია. რაც შეეხება ბალონების შევსებას , სრულიად მოსალოდნელია რომ მათ ავსებდნენ სანახევროდ. я так думаю.
minchanin
წნევა კი ერთი იქნება, მაგაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ 1 წვეთი ეკლდება თუ ერთი წვეთი იქნება ბალონში დარჩენილი სითხის ფრაქციის სახით, დანარჩენ მოცულობაში რაც სითხეს არ უჭირავს იქნება აირად მდგომარეობაში...
აი მაგი უკვირს კოკნარას რაფრა შეიძლება სიტყვაზე ნახევარი ბალონი თხევად მდგომარეობაში იყოს და მეორე ნახევარი აირადშიო
Davitus
ja_ja
მოკლედ ნაწილობრივ ცუდი ინფორმაცია მაქვს. სანთებელას რეზინები არ ამარათლებს
უფროსწორედ ერთ კონტურში ამაღტლებს და 5-იანზე მუშოაბს, მაგრამ კონკრეტულად კლაპანი სადაც არის, იქ არ ამართლებს ...
მოკლედ ზედა პოსტებისა და წინა გვერდებიდან გამომდინარე იცით რომ მაქვს 5 მრავალჯერადი ბალონი, მოკელდ ის რომელით პისტალეტში არის, ხოლმე არ გასდის, ნუ არ გასდის იმიტომ რომ პისტალეტის კლაპანს უჭირავს
აი დანარჩენი 4-ი კი 2-3 დღის განმავლობაში იცლება, ზოგი ჩქარა ზოგი ნელა.... პლიუს კიდევ ერთი ცუდი თვისება აღმოაჩნდა ამ ფორმის კლაპანს რეზინა ხანდახან თავისი ადგილიდან ხტება და მინიატურულად დატოვებულ ხვრელში ცდილობს გამოძრომას, გასაგებია რომ არ გამოსდის, იმიტომ რომ ადგილი არაა, მაგრამ მისი ასეთი უკონტროლო მოქმედება იწვევს იმას რომ კლაპანი კორექტულად არ იხსნება, ან გახსნის მერე კორექტულად არ იხურება....
მოკელდ ასეა თუ ისე ახლა კი მაქვს 5 ბალონი, მაგრამ 1 ძალიან ჩქარა იცლება, კიდევ ერთი ისე რა სიჩქარით იცლება, დანატრჩენი სამი სადღაც 2-3 დღე უძლებს.
ჯამში რეზინებიანი კლაპნები იმ კონსტრუქციაშI რომელიც მე გამოვიყენე მუშოაბენ, მაგრამ დიდი ვადით ვერ ინარჩუნებენ აირს ბალონში...
ასეა თუ ისეა გადავდივარ სხვა ფორმის კლაპნების გაკეთებაზე ვნახოთ იქ რა გამოვა
P.S. სხვათაშორის თვითონ რეზინები გაფუჭებული არაა, უფრო კლაპნის კონსტრუქციის გამო ვერ მუშაობენ ისე როგორც მე მინდა
მდაა...
შენს \გარემონრტბულ 1077-ს მაგრად უჭირავს წნევა!
უბრალოდ "ხელით მოჭერა არ გამოგის:ოდნავ თუ გახვრეტს ბალონს და ...
რეზინი და ნახშირბადის დიოქსიდი არ მგობრობენ. ეგრევე კარგავს რეზინი თავის ფუნქციებს
ჯა-ჯა ბატონო,
ხომ არ ჯობდა ავტომობილის ნიპელის გამოყენება გეცადათ. მე რამოდენიმე ექსპერიმენტალური ბალონი გავაკეთე მინსკში და საკმაოდ ხარისხიანი გამოვიდა. მხოლოდ მე ნიპელის კორპუსის ჩახრაXნვის დროს კალას ვხმარობდი, და ამიტომ პროცესი საკმაოდ არა ტექნოლოგიური იყო. მე მგონი თქვენც კარგად იცით ეს ტექნოლოგია. ჰო და ამ ორი ტექნოლოგიის გიბრიდი რომ გაგეკეთებიათ შეიძლება უფრო უკეთესი გამოსულიყვეს, რადგან მას "უპლატნენიე" საკმაოდ გამძლე აქვს. უდაჩი.
გამარჯობა!!! ყველას. მე ახალი ფორუმელი ვარდა პისტოლეტიც ახალი შეზენილი მაქვს, და მეც მაქვს პრობლემა ბალონების სჰეზენასტან და მალე დამტავრებასტან დაკავსირებიტ, ასე რომ მეც მეც თქვენტან ვარ და მეც მინდა მასეთი მრავალჯერადი ბალონი)
უკრაინიდან ან რუსეთიდან თუ ჩამოატანიებ ვინმეს, თითო დაახლოებით 10დოლარამდე ჯდება, ასევე გადამყვანი.
როგორ დასრულდა ეს პროექტი?
მოახერხე საბოლოოდ ბალონების ბოლომდე შევსება?
მოვახერხე, მაგრამ ნორმალური დატენვისთვის ცოტა პატარა ზომის ბალონია საჭირო, მაგაში კი ფულის მიცემა ჯერ მენანება
დიდი ბალონით კი ფიზიკურად არ გამოდის იმიტომ რომ მძიმეა და თავდაყირა დაყენება იმისთვის რომ სითხის ფრაქცია ჩამოვიდეს და არა აირის ფრაქცია... ცოტა არ იყოს ძნელია პაწუა ბალონის გულისთვის ამოდება ვირის ტრიალი ზემოთ ქვემოთ.
აი რაიმე პატარა ცეცხლმაქრობი თუ გაიჩIთება იაფად მერე შეიძLება მაგ საქმის გაგრძელება
ბოლომდე არ ვიცი რაზეა ლაპარაკი,მაგრამ ერთი პატარა ბალონჩიკი მეც მაქვს,მაგრამ პლასტმასისაა ძველებური.მგონი მანქანებში ქონდათ ხოლმე ადრე კომუნისტების დროს.ცეცხლმაქრია ბოლო ჯამში.
ისე კაი ფერზე კი არის ეგ ბალონი
როგორ წარმოგიდგენიათ მაგ ბალონის პისტოლეტზე მიერთება?
სამუშაო წნევა რა აწერია? ჰიდრო ტესტის გარეშე მაგ ბალონის დატენვა თვითმკვლელობის ტოლფასია
SCORPIONS
chokho
პლასტმასის და კარფურის ბალნები დაივიწყეთ, ეგენი არის ფხვნილზე გათვლილი და არა co2_ზე, ეგრე მანქანის ცეცხლმაქრობები ეხლაც იყიდება, მაგრამ ყველა ან ფაფია ან ფხვნილის ბაზაზე. მანქანაში არ შეილება ცო2 ბალონის შენახვა, ამიტომაც ყველა მწარმოებელი სხვა გზას ნახულობს. ნუ ახლა გრუზავიკზე გარეთ შეიძლება მიმაგრებული იყოს, მაგრამ მსუბუქ მანქანაში და სალონში ცო2 არ დაიშვება, გაჟონვისას დაგუდავს ყველას
datka25
ნუ ეგ ძველი ბალონიც დიდად არ მხიბლავს, რაცხა ნამეტანი შელახულია და მანდ ჟორჯიკა მართალია ტესტის გარეშ ემაგასთან მიკარება... ნუ შეიძლება 100 წელი არც არაფერი მოხდეს და შეიძლება მოხდეს, მე კი რავი როგორ გითხრა.... ფსიქოლოგიურად გადახრები იმედია არ მაქვ,ს მაგრამ საკუთარი ტავი გარკვეულ წილად მიყვარს
მოკლედ სოლუშენი მანდ არსებობს.... DOMINO-ში აღმოვაჩIნე 1.5 კილოგრამიანი co2-ის ცეცხლმაქრობები, პროსტა 80 ლარი ღირს... აი მოვემზადები ფსიქოლოგიურად, ვითრევ და მერე გავაგრძელებ ტესტებს... თუმცა ასევე რაიმე გადამყვანიც იქნება მოსაფიწრებელი რომ ბალონჩიკები ჩასვა და დატენო...
geojorjika
შენ კიდევ ნუ ხარ უკუღმართი, ვინ შეუერთებს პისტოლეტს ამ ვებერთელა ბალონს საუბარია ამ დიდი ბალონიდან 12 გრამიანი ბალონები რომ დატენო... და ის ჩადო უკვე თოფში... კიუ ზარაზა
ja_ja
geojorjika
ბიჯო დიდია, აქ არ უნდა გაღორდე და მოცულობას არ უნდა გაეკიდო, ეგ დედა აფეთქებული ხომ უკუღმა უნდა ამოატრიალო რომ თხევადი ფრაქცია წამოიღო, აბა 5 ლიტრიანის ამოყირავება და დაჭერაა უფრო იოლი თუ 1.5 ლიტრიანის?
თან ეგ მხოლოდ co2-ის წონაა და 5 ლიტრიან ბალონს რამოდენა რკინის მასა მოყვება ქე ხვდები
ეგრე ვეებერთელა კისლაროდის ბალონიანი ცო2 ქე მიდგას გარაჟში მაგრამ მაქსიმუმ დაწვენას ვახერხებ მარა ამოყირავება უკვე აღარ გამოდის, არა და დაწვენილის შემთXვევაში თუ სავსე არაა თხევადი ფრაქცია ონკანამდე არ მოდის, აირადი ფრაქცია კი 11-12 გრამის მაგივრად მაქსიმუმ 2-3 გრამს ავსებს
მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან ძველი თემა კია მაგრამ იქნებ რაიმე სიახლე არის ამ თემასთან დაკავშირებით საბოლოოდ რა შედეგამდე მივიდა პროექტი, კარგი ეკონომია იქნებოდა მრავალჯერადი დატენვის ბალონები
ნუუუ რაღაც წინსვლა იყო,
პატარა ცეცხლმაქრი ვიყიდე და იმით ვტენიდი ახალ კონსტრუქციას, ვროდე კარგად მუშოაბდა, მაგრამ ერთერთი დატენვისას ეს უკრაინული ცეცმლაქრი აბობოქრდა მოკლედ ონკანი გადაცივების გამო გაიჭედა, არაფრის დიდებით არ დაიხურა და მთელი 3 ლიტრიანი ბალონი გარაჟშI დამიცალა კაი 10 წუთი კი ცლიდა ფშუილით, ანუ არც ბოლომდე ღია იყო და არც ბოლომდე დაკეტილი თორემ მთლიანად ღია 30-40 წამში იცლება ეგ ბალონი
იმის მერე რავიცი ჯერ არ დამიტენია ეგ ცეცხლმაქრი და არც ვიცი სად დავტენო...
ja_ja
ხოჩიშ პადსკაჟუ
მთელი დიდი კილაროდის ბალონის დატენვა 21 ლარი ღირდა ადრე და ეხლა არ ვიცი რა ღირს , მაგრამ 3 ლიტირიანი ბალონის დატენვა 10 ლარზე მეტი მაინც არ უნდა ღირდეს სულ რომ 200 ლარი გამხდარიყო
გადაცივებისგან თავდასაცავად ცხელი წყალი არის საჭირო და უნდავდაასხა ონკანზე ეტაპობრივად,რო არ გაიყინოს, ნუ ლიმონათს რო ამზადებდნენ ჩემს ბავშვოვაში მახსოვს მაგ პრობლრმას ეგრე აგვარებდნენ
არადა კარგი იქნებოდა მრავალჯერადი დატენვის ბალონები, კოლტი მეყიდა შემთხვევით, ცდუნებას ვერბგავუძელი და მუღამში როშევდივარ კაკრაზ მაშინ მითავდება ბალონები
ja_ja
ძაან შრომა ტევადი საქმეა მაგ ბალონების დამზადება და იმ დამტენი პორტის? რაღაცები კი ყრია იბეიზე მაგრამ გულიანად გაკეთებული ქართული აჯობებს დარწმუნებული ვარ
geojorjika
ja_ja
იბეიზე არის რეზბით იხსნება შუაზე და უკანა.მხრიდან იტენება სანთებელასავით მაგრამ რავიცი აქ იმედია ფინალურ სრულყოფილ ვერსიას მალე შემოგვთავაზებ, ისე დაახლოვებით რა ფასის დიაპაზონში იქნება ბალონი და დამტენი პცპ არმაქვს ჯერ და ცო ბალონებს მაინც ვიქონიებ made by jaja
ja_ja
წერეთელზე , შინხოფერთან, მაგავე მხარეს შესახვევში ტენიან.
ო ეგ ახლოს ყოფილა.. ჰმმ კაი გავივლი...
mister_io
მგონი ნახშირორჟანგოვან ცეცხლმქრობებს გაზიანი წყლის დამამზადებელი სიფონივით მილი აქვს შუაში და ბალონის დატენვისას გადმობრუნება არ დასჭირდება.
ერთი შემოთავაზება და ექსპერიმენტის იდეა ბატონი jaja-სთვის: დიდი წნევის ტუმბო გაქვთ და 60 ატმ ჰაერით ხომ არ დაგეტუმბათ ეს ბალონუკები, რამდენადაც მახსოვს, ჰაერს ნახშირორჟანგზე მეტი გაფართოების სიჩქარე აქვს და ძალაც მეტი მიეცემა ტყვიას, პატარა პეცეპუნა გამოვა, იქნებ რაღაც პლატოც გამოინახოს, საპლინკაო იარაღისთვის საკმარისი, ერთ 15-20 გასროლას შეიძლება კიდევაც ეყოს. ჰა?
იქნებ ვინმემ მიმასწავლოთ(ლინკი) ყველაზე მინიმალური ზომის ცეო ცეცხლმქრობი, უფრო სასურველია ვიწრო და გრძელი, ვინემ ლოტოს კოჭივით.
gigi30
ჰაერით და 60 ატმოსფერომდე დატენვით მიიღებ 1 გასროლას…
გაფართოების კოეფიციენტი ერთია და რაოდენობა მეორე… co2- იმით არის კარგი რომ თხევად მდგომარეობაში უფრო მეტი აირია გადაყვანილი და გასროლის წინ პატარა პორცია სითხე აირად მდგომარეობაში გადადის… და ეს აირი ყოველი გასროლის მერე წარმოიქმნდება co2-ის სითხიდან.
თუ სითხე არ იქნება და პირდაპირ ჰაერი იქნება პროსტა პირველივე გასროლაზე დაიცლება ი ვსიო
P.S. პატარა ცეცხლმაქრობები 2 ლიტრიანი იყიდება დომინოში, მანდ ვიყიდე 3 ლიტრიანი, მარა არ ვიცი ჩემი იყო სუპერ ეგზემპლარი თუ ყველა ეგრეა, მარა ერთი დაჭერა და მერე აღარც დაიკეტა სანამ ბოლომდე არ დაიცალა
არ ვიცი რეები აყენია სასტუმროებში, მაგრამ მანქანებში co2 ბალონები როგორც წესი არ გამოიყენება, ზაფხულში ჩაკეტილ მანქანაში ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს რაც თხევადი co2-ის აგრესიულ დუღილს და რეაქტიულად წნევის ზრდას იწყებს, ბოლოს შეიძლება ბა-ბახი მოხდეს.
მაგ მიზეზის გამო როგორც წესი მანქანებში გამოიყენებს ფხვნილის ან ქაფის ცეცხლმაქრები.
ცეცხლმაქრები იყოფა 4 კატეგორიად, ცეცხლის და პირობების მიხედვით, ნუ არის ჩვეულებრივი ხანძრის, ცეცხლმაქრები, ნავთობის და ზეთების სხვა კატეგორიაა, ელექტრო ხანძრებისთვის და აპარატურისთვის სხვა კატეგორიაა და არის კიდევ აირადი თუ არავცდები.
ცეცხლი მეცნიერულად ითვლება რომ არის 3 ძირითადი კომპონენტის შემცველი რის გამოც მას ცეცხლის სამკუთხედსაც ეძახიან, კერძოდ: საწვავი, ჟანგბადი და ტემპერატურა....
საკმარისია ამ სამკუთხედიდან ერთი კომპონენტი გამოაცალო რომ ცეცხლი გაქრეს. უმეტესი ცეცხლმაქრები მინუმუმ 2 შემადგენელ ნაწილს ებრძვიან, ძირითადად ჟანგბადი და ტემპერატურა.... თუმცა არის კიდევ საწვავის გამოცლის ვარიანტებიც.
მაგალითად:
1) ფხვნილის ცეცხლმაქრები ავტომატურად გამოდევნიან გაფრქვევის ზომიდან ჰაერს და ჟანგბადს, შედეგად წვა უკვე ვეღარ მიმდინარეობს, გარდა ამისა ზედაპირზე გაფრქვეული ფხვნილი ქმნის ბარიერს და პირდაპირი მოკიდება ვეღარ ხდება, ანუ რაღაც დონეზე საწვავის გამოცლა ხდება
2) ქაფის თხევადი ცეცხლმაქრები, როგორც წესი თავისი თხევადობის გამო გაფრქვეული ზედაპირის გაგრილებას იწვევენ, პლიუს სითხის აორთქლება წარმოქმნის ბევრ ორთქლს რომელიც ცეცხლის ზონაში ჰაერის ჩანაცვლებას აკეთებს, შედეგად ალი ქრება, პლიუს ზედაპირზე გაფრქვევისას საწვავ მასალას ართმევს ალს, ანუ ზემოდან არის ქაფის სახით გადაფარებული მასალაზე და ცეცხლს რეალურად საკვები აღარ აქვს
3) co2-ის ცეცხლმაქრები მინიმუმ 2 საქმეს აკეთებენ ერთად, თავისთავად წარმოქმნიან co2-ის ღრუბელს და წვის ზონიდან ჰაერს დევნიან შედეგად წვა ვეღარ გრძელდება, პლიუს ფიზიკის კანონების მიხედვით შეკუმშული აირის გამონთავისუფლება და გაფართოება თხევადიდან აირად მდგომარეობამდე იწვევს მკვეთრად ტემპერატურის დაწევას, რჩება მხოლოდ საწვავი.
4) სპეციალიზირებული ცეცხლმაქრობები, ნუ ეს უკვე სპეც ტექნიკის ან შენობებისთვის არის შექმნილი, ისეთი რამ როგორიცაა ვთვქათ FM200 ან ეგრეთწოდებული "მშრალი წყალი", ესენი ძირითადად ჰაერის გამოცლას აკეთებენ, ნუ ეს თავისებური შენობებისთვის გამოიყენება, მაგალითად დატაცენტრებისთვის, სადაც ტექნიკა არ უნდა დაზიანდეს წყლით ან ქაფით, ხოლო co2-ის შემთხვევაში შეიძლება პერსონალი გაგუდო, ამიტომაც გამოიყენება შესაბამისი რეაგენტები, რომელიც ჟანგბადის მოცულობას მკვეთრად ამცირებს და წვას უკვე საკმარისი ჟანგვადი აღარ რჩება, მაგრამ ადამიანს გაჭირვებით, მაგრამ სუნთქვა შეუძლია და იმის დრო მაინც აქვს რომ უსაფრთხოდ დატოვოს შენობა სუნთქვის შეკავების გარეშე.
გამოყენების მხრივ ყველას თავისი ზონები აქვს, მაგქალითად ნავთობპროდუქტებისთვის უფრო ქაფი გამოიყენება, რომელიც ნავთობროდუქტებს ზემოდან ეფარება და საწვავს ართმევს ალს. co2-ი გამოიყენება იქ სადაც არ არის სასურველი დასველება მაგალითად ელექტრო გამანაწილებლები და ელ მოწყობილობები, მაგრამ ღია ადგილი უნდ აიყოს თორემ გაგგუდავს ფხვნილი ძირითადად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ხანძრები, ნუ იქ ტახტი, ხე, ქაღალდი და სხვა ამდაგვარი...
რა თქმა უნდა ერთმანეთში არევა შეიძლება, მაგრამ არაეფექტურია ეგეთი საქციელი, მაგალითად ნავთობპროდუქტების ხანძრისას ფხვნილით ჩაქრობა არაეფექტური იქნება, რადგან ირგვლივ ყველაფერი გავარვარებულია და ნავთობპროდუქტი ლამის წყლის კონსისტენციაშია, ხოლო ბენზინი და დიზელი ისედაც თხევადია, შედეგად ფხვნილის ცეცხლმაქრი საწყის ეტაპზე გაამართლებს, მაგრამ თუ გაცხელებულია ყველაფერი, მაშინ ზედაპირს კი გადაეფარება და ერთი შეხედვით საწვავი წაართვა ცეცხლს, მაგრამ თხევადი ნივთიერებით უცებ გაიჟღინთება და პირიქით კაი ბაზა იქნება საწვავისთვის, ხოლო გავარვარებული ტერიტორიის გამო ან ირგვლივ აირადი ალის ნაკადების გამო ცეცხლი ისევ იოლად წარმოიქმნება და....
საერთოდ ყველა ცეცხლმაქრი შექმნილია პირველადი რეაგირებისთვის და ყველაზე დიდი ცეცხმლაქრებიც კი მაქსიმუმ 20-40 წამი მოქმედებენ, პატარები კი მაგალითად 2-3 ლიტრიანი რეალური მიშვებისას 15-20 წამში ფაფუ ფხვნილის საერთოდ 10 წამში გაქრება, განსაკუთრებით მანქანებისთვის 1 ლიტრიანები რომ არის ....
პლიუს გასათვლელი ისაა რომ ხშირად მინახია გამოუცდელი ცეცხლს რომ უშვერს ცეცხლმაქრს, ცდილობს შორიდან და ზემოდან მიუშვიროს ცეცხმლაქრი, ამასობაში ძალიან ახლოდან არის მისაშვები, თორემ დისტანციის ზრდასთან ერთად პროგრესულად მკვეთრად ეცემა ცეცხლმაქრის ეფექტურობა ჰაერთან გაზავების გამო
ja_ja
ყოველმხრივ განათლებული როგორხარ რაა ანუ სასტუმროებში რაც მინახავს აწერია გარედან B და ეგ მაინტერესებს კატეგორიებად არის ალბათ დაყოფილი და შესაბამისად მარკირებაც ექნება გარედან რომელი არის ცო2 რომელი ფხვნილი და რომელი ქაფი
ნუ საერთოდ სრული კლასები არის 6, მაგრამ რეალში განიხილება ცეცხლმაქრისთვის 4 (ესენია A, B, C, და E კლასი, ზოგიერთ წყაროში აღწერილი და ნახსენებიცაა D კლასი, მაგრამ ეგ საკამათო თემაა, დაუცველი ადამიანის მივარდნა ცეცხლმაქრით მაგ კატოგირიის ხანძართან) და როგორც წესი მაგ 4-ის აღმნიშვნელი აქვს ხოლმე ცეცხლმაქრებს, მაგრამ ვთქვათ იიგვე B კლასის მიწერა არ ნიშნავს რომ გინდა თუ არა co2-ი უნდა იყოს ან ფხვნილის უნდა იყოს....
კლასები არის შემდეგი, ნუ ეს ვიცი იმიტომ რომ კაკრაზ 1 წლისწინ თავიდან გაგვატარეს ტრენინგები ჩვენს სამსახურში, ისე კი ლამის ყოველ წელს ან 2 წელიწადში ერთახელ მაგის ტრენინგებს გვიტარებენ
- «A» კლასის ხანძარი — მყარი ნივთიერებების წვა
• А1 — მყარი ნივთიერებების წვა, რომელსაც თან ახლავს ნაკვერჩხალი, (მაგალითად ხე, ნახშირი, ქაღალდი, ნაჭერი)
• А2 — მყარი ნივთიერებების წვა რომელსაც თან არ ახლავს ნაკვერჩხალის ეფექტი (მაგალითად პლასტმასი, ცელოფანი, ზეთის საღებავი და სხვა პლასტიკატის მაგვარი ნივთიერებები).
- «B» კლასის ხანძარი — თხევადი ნივთიერებების წვა
• B1 — თხევადი ნივთიერებების წვა, რომელიც არ იხსნება წყალში (მაგალითად, ბენძინი, ეფირი და ნავთობპროდუქტები). ასევე მყარი ნივთიერებები რომელიც წვისას გადადის თხევად ნივთიერებებში, მაგალითად პარაფინი და სხვა ამდაგვარი;
• B2 — თხევადი ნივთიერებების წვა, რომელიც იხსნება წყალში (მაგალითად სპირტი, გლიცერინი და სხვა).
- «C» კლასის ხანძარი — აირადი ნივთიერებების წვა
• • აირების წვა (მაგალითად პროპანი, ბუტანი, საყოფაცხვრებო გაზი მილიდან, ან ავზებში - ანუ ბალონებში).
- «D» — კლასის ხანძარი - ლითონების წვა, ნუ ეს ისეთი კატეგორიაა რომ ქე ხვდები საყოფაცხოვრებო პირობებში ყოველთვის არ წარმოიქმნება, ძალიან მაღალი ტემპერატურებია ამ შემთხვევაში და ცეცხლმაქრით მისვლა.... ნუ რავიცი
• D1 — მსუბუქი ლითონების წვა, აქ არ იგულისხმება ტუტე ლითონები (მაგალითად, ალუმინი, მაგნიუმი და მისი შენადნობები);
• D2 — ტუტე ლითონების წვა (მაგალითად ნატრიუმი ან კალიუმი, ნუ აქ ცეცხლმაქრი რავიცი მე პირადად ვერ წარმომიდგენია, გარდა იმისა რომ ძალიან მაღალი ტემპერატურებია და გამოიყოფა აურაცხელი მომწამლავი აირადი ნივთიერებები, ასეთ ლითონებს ახასიათებთ ფეთქებადი რეაქცია ჰაერთან და მითუმეტეს წყალთან, თუ ქიმიის გაკვეთილზე არ უჩვენებიათ რეაქციები გადახედე იუტუბზე ვიდეოებს, პროსტა როგორ უნდა გაეკარო მაგ ადგილს ვერ წარმომიდგენია თან ცეცხლმაქრით რომელი პირველადი მოქმედების ხელსაწყოა და მაგალითად იგივე ნატრიუმის ან კალიუმის წყალთან შეხების დროს მილიწამებში ფეთქებადი არეალი წარმოიქმნება, მოგისვრის, იქედან აფეთქების ტალღა შენი ცეცხლმაქრიანად );
• D3 — ლითონ შემცველი ნივთიერებების წვა (მაგალითად ლითონ ორგანული შენაერთები, ლითონების ჰიდრატები).
- «E» კლასის ხანძარი — ელექტრო მოწყობილობების ხანძარი,
• ნუ აქ ეხლა მე სადაც ვმუსაობ შესაბამის ტრენინგებს გვატარებენ, მაგრამ დაჟე აქაც მთლად მართებულად არ ითვლება ცეცხლმაქრით მივარდნა მაგალითად მაღალი ძაბვის ამომრთველთან რომელმაც დამოკლებისას შეიძლება მთელი ელვა და ელექტრო რკალი წარმოიშვას რომელიც აი ყველაფერს ადუღებს ირგვლივ... ნუ რავი ცეცხლმაქრიანად მიგადნობს მიწაზე
- «F» კლასის ხანძარი — რადიოაქტიული ნივთიერებების და მისი ნარჩენების წვა...
• რავი აქ კომენტარი საჭიროა ცაცხლმაქრით მისვლაზე? .....
როგორც ვხვდები წესების დაუცველად იყიდეს ის ცეცხლმაქრები, B ეწერა აშკარად არადა ხის და პლასტიკადის კონსტრუქციის საოჯახო სასტუმროს სტილის იყო
mister_io
პატარა. კომპაქტური ცეო ცეცხლმქრობით შეიძლებოდა პნევმატურის შექმნა დამრტყმელი მექანიზმის და ლულის დამატებით. მაგრამ ვერსად მოვიძიე შესაბამისად პატარა.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services