გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

წესები და პრინციპები
ქვემოთ მოყვანილი წესები არეგულირებს ფორუმის წევრების ურთიერთობას.
მიმდინარე წესები ფორუმის ყველა წევრისთვის სავალდებულოა და მათი უგულველყოფა, ან არ წაკითხვა არ განთავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან .

ფორუმის ადმინისტრაცია (და ასევე განყოფილების მოდერატორები) იტოვებენ უფლებას ჩაასწორონ, ან წაშალონ შეტყობინება თუ ეს შეტყობინებები არ აკმაყოფილებენ ფორუმის თემატიკას, ან არღვევენ მიმდინარე წესებს.

ადმინისტრაცია ასევე იტოვებს უფლებას, დაბლოკოს, წაშალოს, ან გააუქმოს მომხმარებლის ექაუნთი რომლებიც არღვევენ ამ წესებს. გარდა ამისა ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს აღნიშნული წესები მომხმარებლების წინასწარ გაფრთხილების გარეშე. განახლებული წესები გამოქვეყნდება განყოფილებაში საერთო-> ფორუმის შესახებ. წესების შემდგომ პოსტში ყოველთვის იქნება მითითებული განახლების თარიღი.



1. საერთო დებულება

1.1. ფორუმის წესები (შემდგომში ”წესები”) სავალდებულოა ფორუმის ყველა წევრისთვის, მიუხედავად ავტორიტეტისა, გამოცდილებისა თუ ღვაწლისა საზოგადოების წინაშე.

1.2. წესების არ ცოდნა არ არის გასასამართლებელი საბუთი, რეგისტრაციისას ყველა ეცნობა და ეთანხმება მიმდინარე წესებს!
ფორუმის ადმინისტრატორები, და მოდერატორები (შემდგომში ”ადმინისტრაცია”) თვალყურს ადევნებენ ფორუმს და მათი მოვალეობაა დაიცვან ამ წესებში მოყვანილი პირობები, ხოლო ვინც არღვევს ამ პირობებს მათ მიმართ მიიღონ ზომები, რომელიც განსაზღვრულია ამ წესებში.

1.3. თემები და შეტყობინებები რომლებიც არღვევენ ამ წესებს შეიძლება იყოს მოდიფიცირებული ადმინისტარციის მიერ, ანუ გატარებული იქნება ცენზურის ღონისძიებები, ასევე საჭიროების შემთხვევაში შეიძლება თემები და შეტყობინებები იყოს დახურული, ან საერთოდ წაშლილი მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მომხმარებლების მიმართ რომლებიც არიან ამ შეტყობინებების ავტორები შეიძლება გატარებული იყოს საჯარომო სანქციები (იხ.”აღმკვეთი ღონისძიებები”).

1.4. წესები ძალაშია გამოქვეყნების მომენტიდან. განახლების თარიღი ყოველთვის წესების შემდგომ პოსტში იქნება მითითებული.

1.5. ფორუმის თემატურ ქვეგანყოფილებებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი დამატებითი წესები, რომლებიც ავსებენ არსებულ საერთო წესებს.

1.6. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს აღნიშნული წესები მომხმარებლების წინასწარი გაფრთხილების და შეთანხმების გარეშე.

1.7. თუ შეიქმნება სიტუაცია როდესაც შექმნილი მდგომარეობა არ არის აღწერილი მიმდინარე წესებში, მაშინ რეკომენდირებულია იმოქმედოთ ისე როგორც ეს მიღებული ნორმალური საზოგადოების ურთიერთობისას (არ იგულისხმება: ქუჩური, ქურდული გაგება და სხვა არანორმალური ურთიერთობა). ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია მოქმედებს თავისი შეხედულებისამებრ, თუ აღნიშნულ შემთხვევას ვერ არეგულირებს მიმდინარე წესები.

1.8 აქ აღწერილი წესების გარდა ადმინისტრატორები და მოდერატორები ასევე იცავენ დირექტივებს რომელიც განთავსებული და განხილული იქნება ცალკე განყოფილებაში საერთო -> ადმინისტარციული (სხვა მომხმარებლები ამ განყოფილებას ვერ ხედავენ).



2. რესურსზე შესვლისათვის საჭიროა შემდეგი პირობების მიღება:

ვინაიდან და რადგანაც აღნიშნული ფორუმი ეხება იარაღს, საჭიროა გარკვეული პირობების მიღება და თანხმობა.

2.1 მე შემოვდივარ მოცემულ რესურსზე ნებაყოფლობით, სხვის მხრიდან დაძალების გარეშე. საიტზე გამოყენებული მასალები , განკუთვნილია და მომზადებულია, უფროსი აუდიტორიისათვის.

2.2 მე გახლავართ 18 წლის, ან მეტი ასაკის და ვდებ პირიბას, რომ არ მოვახდენ საიტის დემონსტრირებას 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.

2.3 მე ვდებ პირობას, რომ არ მოვახდენ მოცემული საიტის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის, ცოდნის, ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის გადაცემას ნებისმიერი პირებისათვის. ყველა საიტზე გამოქვეყნებული მასალები, განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პირად გაცნობიერებისათვის.

2.4 ვაღიარებ, რომ მოცემული რესურსის მეშვეობით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის პრაქტიკაზე გამოყენებას, შეიძლება მოჰყვეს ჩემი ან სხვისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება, შესაძლებელი ლეტალური ბოლოთი, და აგრეთვე გადაიზარდოს პრობლემებში სამართალდამცავ ორგანოებთან.

2.5 ვაღიარებ, რომ პნევმატური იარაღის, გადაკეთება, გაუმჯობესება, რომელიც ცვლის მის პირველად ბალისტიკურ მონაცემებს და აგრეთვე საერთოდ იარაღის გამოყენების პროპაგანდა, არის კანონის დარღვევა და ისჯება კოდექსით როგორც დანაშაული.

2.6 ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების შემთხვევაში, მე არ დავდებ ბრალს ამ რესურსის ავტორებს. მთელი პასუხისმგებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე.

2.7 თუ მე ვარ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი, ვაღიარებ, რომ შევდივარ ამ რესურსზე ჩემი პირადული მიზნების გამო, და არა იმისთვის, რომ მოვახდინო რაიმე დანაშაულების გამოვლინება,
ინფორმაციის შეგროვება და სხვ., რაც შეიძლება იყოს გამოყენებული მომავალში ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დევნისათვის.

2.8 საიტზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების მიღების შემდეგ. თუ თქვენ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას - გთხოვთ, დატოვეთ ეს რესურსი.

2.9 საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა კონსულტაციებს პნევმატური იარაღის უკანონო გადაკეთება-გაუმჯობისებაზე, რომელიც ცვლის მის პირველად ბალისტიკურ მონაცემებს, პნევმატური იარაღის უკანონო შეძენაზე. ჩვენ არ ვეწევით ამჟამად ( და არ ვაპირებთ მომავალში ) ისეთ საქმიანობას, რომელზეც გათვალისწინებულია სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.



3. რეგისტრაცია და პროფილი.

ფორუმზე რეგისტრაცია არის სავალდებულო, რეგისტარციის გარეშე ნაწილი თემები და განყოფილებები მიუწვდომელი იქნება მომხმარებლისთვის.

3.1. ფორუმზე რეგისტრაცია ავტომატურად ნიშნავს თქვენს თანხმობას მიმდინარე წესებთან. თუ არ ეთანხმებით აქ მოყვანილ წესებს გთხოვთ შეატყობინოთ ფორუმის ადმინისტრატორებს და ისინი გააუქმებენ თქვენს რეგისტარციას.

3.2 რეგისტარციის დროს მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს გააზრებული ზედმეტსახელი, ეგრეთწოდებული ნიკ ნეიმი. ეს შეიძლება იყოს სახელის ნაწილი, ზედმეტსახელი, გამოგონილი პერსონაჟის სახელი და ასე შედმეგ.

3.3 გაითვალისწინეთ თუ თქვენს მიერ არჩეული სახელი:
- უკვე გამოიყენება სხვა წევრის მიერ;
- არღვევს გონივრულ ნორმებს;
- წარმოადგენს ტერორისტულ, ან ნაცისტურ და სხვა ექსტრემისტულ სახელს;
- არის ისეთი როგორიცაა: ღმერთი, პრეზიდენტი, მეფე, ძამა, ანტიქრისტე, მოდერატორი, სუპერ ტიპი და სხვა ამდაგვარი;
- შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას (თუნდაც სიმბოლოების შემცვლელების გამოყენებით);
- არის სიმბოლოების გაუგებარი ნაკრები, როგორიცაა JJJKKKLLL, ან drtlskrt, ან მხოლოდ ციფრები 125798465 და სხვა ამდაგვარი რომელიც ძნელია გასააზრებლად, დასამახსოვრებლად და ფორუმელებს შორის ურთიერთობისათვის;
- შეიცავს დასახელებაში სხვა რესურსების დასახელებას, ან ნივთების რეკლამას;
- წარმოადგენს ამ რესურსის, ან სხვა რესურსის დამახინჯებულ, ან მიმსგავსებულ დასახელებას
- შეიცავს ნებისმიერი დომენური ზონის აღმნიშვნელ, ან მიმანიშნებელ ტექსტს
- წააგავს, ან არის ფორუმის ადმინისტრაციის, მოდერატორების, ან სხვა ჯგუფის მაგვარი, რომელმაც შეიძლება სხვა მომხმარებლები შეიყვანოს შეცდომაში;
- არის თქვენი იარაღის მოდელის, ან მწარმოებლის სახელის ანალოგი;
- შეიცავს 2 ან მეტ სიტყვიან დასახელებას როგორიცაა: აბა ჰე, მე თქვენ გაჩვენებთ, დიდი მონადირე და სხვა ამდაგვარი
წაშლილი, ან დეაქტივირებული იქნება წინასწარი გაფრთხილების გარეშე

3.4 რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი, რომელზეც გაგზავნილი იქნება ექაუნთის გასააქტიურებელი ბმული, ასევე საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ადმინისტრაციის მიერ, დამატებითი ინფორმაციის გასაგზავნად ან მისაღებად. ელ-ფოსტის შეცვლის შემთხვევაში უნდა გაანახლოთ იგი თქვენს პროფილში.

3.5 რეკომენდირებულია რეგისტრაციის შემდეგ თქვენს პროფილში, განყოფილებაში ხელმოწერა, ჩაწეროთ იმ იარაღების დასახელება რომელსაც ფლობთ, ეს გაამარტივებს შემდგომში ურთიერთობას ფორუმელებს შორის და დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში გასაგები იქნება რა იარაღზეა დახმარება გასაწევი. ამასობაში იკრძალება ხელმოწერის გრაფაში სხვა რესურზე ბმულის განთავსება ან სარეკლამო ტექტის განთავსება. ყველაფერი ეს ჩაითვლება რეკლამად და მოხდება მისი გაუქმება, ხოლო მომხმარებელს დაეკისრება საჯარიმო სანქციები.

3.6 იკრძალება 1 მომხმარებელზე მეტის რეგისტრირება ერთი ადამიანისთვის, ანუ კლონების შექმნა. ასევე იკრძალება, ნიკ ნეიმების რეზერვირება იმ განზრახვით რომ სხვა პიროვნებამ ვერ შესძლოს მისი გამოყენება.

3.7 თუ რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი 3 თვის განმავლობაში არ აქტიურობს, მისი ექაუნთი შეიძლება გაუქმებული იყოს.

3.8 თუ თქვენი გსურთ რომ თქვენი ექაუნთი სიტყვაზე იყო lasha96 და რეგისტრაციისას გაირკვა რომ ასეთი სახელი უკვე არსებობს, არ გამოიყენოთ მიახლოებული სახელი, მაგალითად lasha97, ეს გამოიწვევს ფორუმის წევრებს შორის გაუგებრობას. ასეთის სახელების აღმოჩენისას, ადმინისტრაცია შემოგთავაზებთ მის შეცვლას, თუ არ დაეთანხმებით ადმინსტრაციას, მაშინ მოხდება ასეთი ექაუნთის გაუქმება.

3.9 იკრძალება ექაუნთში ავატარების გამოყენება რომელშიც იქნება გამოყენებული პორნოგრაფიული, ეროტიული, შეურაწმყოფელი, ტერორიზმის, ნაცისტების, ან სხვა წევრის ავატარის მაგვარი გამოსახულება. თუ აღმოჩნდება რომ თქვენ და სხვა მომხმარებელი იყენებთ ერთნაირ ავატარს, კამათის დროს, ავატარის გამოყენების უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს რომელმაც პირველად დაიწყო მისი გამოყენება.



4. მოდერატორები და ადმინისტრატორები

4.1 მოდერატორად ამორჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება მომხმარებელს რომელიც არის აქტიური, ამასობაში ერკვევა საკითხში და შეუძლია გამართულად ტექსტის აკრეფა, აზრის გადმოცემა, არგუმენტირება, დადებული შეტყობინების გაზრება და საჭიროების შემთვევაში მართებული ტექსტით ჩასწორება.

4.2 მოდერატორები თვალყურს ადევნებენ ფორუმს და უზრუნველყოფენ ფორუმის წევრებისგან წესების დაცვას.

4.3. მოდერატორს შეუძლია და აქვს უფლება ჩაასწოროს, წაშალოს, ან დახუროს, თემა თუ მას საჭიროდ ჩათვლის.

4.4 მოდერატორს, შეუძლია დახუროს თემა თუ მან დაკარგა აქტუალურობა, ან თემის განხილვისას, ამოწურულია მისი შინაარსი და შემდგომში მომხმარებლები თემიდან გადასულ განხილვას განაგრძობენ.

4.5 მოდერატორს, შეუძლია გადაიტანოს თემა სხვა განყოფილებაში, ასევე შეუძლია, გადაიტანოს შეტყობინებები, ან გააერთიანოს რამდენიმე შეტყობინება ერთ შეტყობინებაში.

4.6 ადმინისტრაციის შეხედულებით, შეიძლება მოქმედ ადმინისტრატორს, ან მოდერატორს, გაუუქმდეს მისი უფლებები.



5. ურთიერთობა.

5.1. ფორუმის ოფიციალური ენა არის ქართული. ფორუმზე სპეციალურად გამოიყენება სკრიპტები რომელიც საშუალებას გაძლევთ ზედმეტი წვალების გარეშე დაწეროთ ქართული ალფავიტით ქართული ტექსტები

5.1.1. თუ თქვენს მიერ დაწერილი ტექსტი ამა თუ იმ მიზეზით იქნება დაწერილი ლათინური, რუსული თუ სხვა სიმბოლოებით, ეს ტექსტი შეიძლება წაშლილი იყოს ადმინისტრაციის მიერ, ან შეიძლება ხელოვნურად იყოს გადაკონვერტირებული ქართულ სიმბლოებზე (კონვერტირების დროს წარმოქმნილი უზუსტობაზე ადმინისტარცია პასუხს არ აგებს).

5.2. მომხმარებელს შეუძლია შექმნას ახალი თემები, გამოიყენოს გამოკითხვების ფორმები, ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უკვე არსებულ გამოკითხვებში და პასუხი გასცეს უკვე არსებულ თემებში. ყველაფერი ეს უნდა მოხდეს, წესებში მოყვანილი პირობების დაცვით.

5.3 ფორუმის წევრებს შეუძლიათ ურთიერთობისთვის გამოიყენონ პირადი შეტყობინებები, ისევ და ისევ წესების დაცვით.

5.4. მომხმარებელს შეუძლია შეტყობინებაში სურათის ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ფორუმის წესებს.

5.5 რეგისტარციის შედმეგ ნუ შეეცდებით პირდაპირ გახსნათ ახალი თემა თქვენი პრობლემის ახსნით, ჯერ გადაიკითხეთ ფორუმი ხომ არ იყო თქვენი პრობლემა სხვა მომხმარებლის მიერ აღწერილი. ყოველთვის გამოიყენეთ ძიების ფუნქციონალი და გადაიკითხეთ ფორუმის თემები

5.6 იკრძალება ახალი თემის შექმნა რომელსაც ექნება უშინაარსო სათაური, მაგალითად:
- მიშველეთ!
- გამარკვიეთ
- მაყიდინეთ
ყოველთვის შეეცადეთ თემის დასათაურება იყოს ინფორმაციული, ეს გაუმარტივებს სხვებს თემის მოძებნას, და ასევე იოლი იქნება თქვენთვის დახმარების გაწევა. მაგალითად ზემოთ მოყვანილი სათაურების მაგივრად უნდა იყოს, გამოყენებული შემდეგნაირი სათაურები:
- დამეხმარეთ IJ 38-ის მანჟეტის დაყენებაში
- დამაკვალიანეთ როგორ გავწმინდო ლულა
- მსურს შევიძინო იაფიანი ოპტიკური სამიზნე

5.7 იკრძალება პოსტში მხოლოდ ბმულის (ლინკის) ჩასმა კომენტარის გარეშე, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული რისთვისაა ეს ბმული, ვისთვისაა განკუთვნილი. რას შეიცავს.

5.8 იკრძალება ტექსტების ლამაზი გაფორმებების ბოროტად გამოყენება, მაგალითად ფერადი ტექსტით შეტყობინების დადება, დიდი სიმბოლეობით შეტყობინების დაწერა, აჭრელებული, ან ძნელად აღქმადი ფერებით ტექსტის დაწერა და სხვა ამდაგვარი.

5.9 იკრძალება ტექსტში წითელი ფერის გამოყენება, ეს არის ადმინისტრატორების და მოდერატორების პრეროგატივა. გაითვალისწინეთ რომ წითელი ფერი არის, გამაღიზიანებელი და ყურადღების გასამახვილებელი, ადამიანის თვალი მას აგრესიულად მიიჩნევს. გაუფრთხილდით მომხმარებლების ნერვებს და ნუ გახდით თქვენს პოსტებს ძნელად აღსაქმელს.

5.10 არარეკომენდირებულია არაინფორმაციული შეტყობინებების დატოვება, მაგალითად ერთი სიტყვა ”კი”, ”არა”, ან მხოლოდ სიცილაკები, ან წევრისთვის ფორუმის წესის მითითება რომელიც მან დაარღვია. ეს ყველაფერი განხილული იქნება როგორც პოსტების რაოდენობის მომატების მცდელობა და რეიტინგის ამაღლება. თუ თვლით რომ წევრი აღვევს წესებს, მაშინ ისარგებლეთ ღილაკით ”ჩივილი” რომელიც არის განთავსებული ყველა პოსტის ძირა მარცხენა მხარეს. (ეს პუნქტი გამოყენებული იქნება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც სისტემატურად არღვევენ ამ პუნქტს)

5.11 კატეგორიულად იკრძალება ერთი და იგივე შიგთავსის შეტყობინების განთავსება სხვადასხვა განყოფილებებში. ეს ავტომატურად ჩაითვლება ფლუდათ. თუ შეგეშალათ განყოფილება თემის შექმნისას, ან არასწორ თემაში დაწერეთ თქვენი შეტყობინება, ნუ შეეცდებით იგივე ტექსტის დადებას სხვა განყოფილებაში ან თემაში. მიმართეთ მოდერატორს და ის გადაიტანს თქვენს შეტყობინებას, ან თემას საჭირო განყოფილებაში.

5.12 იკრძალება შეტყობინებაში სურათების ან ტექსტების განთავსება, რომლებიც შეიცავენ შეურაწმყოფელ შიგთავსს. იკრძალება, წევრების მიმართ შეურაწმყოფელი განცხადებების გაკეთება, მუქარა, ცილის წამება, ქუჩური საუბარი, საქმის გარჩევა, არანორმატიული ლექსიკა, რასისტული განცხადებები, პოლიტიკური განცხადებები...

5.13 ხუმრობა და ფორუმის შინაარსისგან განსხვავებული შეტყობინებების დატოვება შეიძება მხოლოდ განყოფილებაში საერთო -> ფლეიმი

5.14 იკრძალება კანონ საწინააღმდეგო მოწოდებები, კანონის დარღვევის შეტყობინებების დატოვება, ბრაკონიერობის შემცველი შეტყობინებების დატოვება.

5.15 იკრძალება უკვე დახურული თემის ასლი თემის გახსნა. თუ თემა დაიხურა ესე იგი დასახური იყო, ხელახალი თემის გახსნა გამოიწვევს მის დახურვას, ხოლო ავტორს დაეკისრება საჯარიმო სანქციები.

5.16 იკრძალება საკუთარი შეტყობინების წაშლა. შეტყობინების რედაქტირების უფლება მომხმარებელს აქვს პოსტის განთავსებიდან 15 წუთის განმავლობაში. თუ ამ დროის განმავლობაში ფორუმის წევრმა პასუხი გასცა თქვენს შეტყობინებას, და შემდგომ თქვენ წაშლით თქვენს შეტყობინებას, ეს ჩაითვლება ფორუმის წევრების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობად.

5.17 თუ რომელიმე თემაში ამა თუ იმ მიზეზით ადმინისტარციის წარმომადგენელმა თქვენი შეტყობინება ჩაასწორა, ან წაშლა, გეკრძალებთ მისი მოქმედების განხილვა იმავე თემაში. როგორც წესი ამა თუ იმ მოქმედებაზე შეტყობინებას, და რეაგირების მიზეზს მოდერატორი შეგატყობინებთ, თუ ასეთი რამ არ მოხდა, მიმართეთ მას პირადი შეტყობინების მეშვეობით.

5.18 თუ თქვენ დებთ შეტყობინებას, რომელშიც არის დიდი ტექსტი, სასურველია ტექსტი დაყოთ აბზაცებად, ამისათვის სტრიქონებს შორის დაცილებისთვის და აბზაცების გამოსაყოფად გამოიყენეთ 2-ჯერ Enter-ის ღილაკი.
ასევე სასურველი ტექსტის გაგრძელებად არ ჩასვათ სურათი, ან ვიდეო მასალა. ეს იწვევს შეტყობინების ვიზუალური მხარის დარღვევას, თუ გსურთ შეტყობინებაში სურათის ჩამატება, დაწერეთ სასურველი ტექსტი, შემდეგ გადადით ახალ სტრიქონზე, ჩასვით სურათი, კიდევ ერთხელ გადადაით ახალ სტრიქონზე და გააგრძელეთ ტექსტის წერა.

5.19 ნუ დაიწყებთ სხვა ვებ რესურსიდან მასალების კოპირებას (სტატიების, პოსტების გადმოტანას), ჯობია მიუთითოთ სასურველი მასალის წყარო. ამით სრულ ინფორმაციას გადასცემთ წევრებს, პლიუს არ აბინძურებთ ფორუმს დუბლირებული შეტყობინებებით.

5.20 იკრძალება შეტყობინებების და თემების შექმნა, რომლებიც არის ნაკლებად ინფორმაციული, წარმოადგენენ ფლუდს და უაზრო კამათს.

5.21 იკრძალება ოფ-ტოპიკების შექმნა, ანუ თემის შინაარსიდან გადახვევა და სულ სხვა თემატიკაზე საუბარი, მაგალითად თუ თემა არის, ტირში წასვლაზე, ხოლო რომელიმე ფორუმელი დაწერს შეთავაზებას ”წამო ვინადიროთ” ეს ითვლება ძირითადი თემიდან გადახვევად და ოფ-ტოპიკად.
შეზღუდული რაოდენობით დასაშვებია ოფ-ტოპიკი და ფლუდი განყოფილებაში ფლეიმი.

5.22 გაითვალისწინეთ რომ ფორუმზე დადებულ ინფორმაციას კითხულობ ბევრი ადამიანი, შესაბამისად მხოლოდ 1 ან 2 მონაწილესთან მიმოწერისთვის გამოიყენეთ პერსონალური შეტყობინების განყოფილება. ასევე იკრძალება შეტყობინებებში პირადი მონაცემების განთავსება, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, პირადობის მონაცემები და სხვა პირადი ინფორმაცია. მაგალითად თუ რომელიმე ფორუმელს შეუთანხმდით რაიმეს გაცვლაზე და შეხვედრაზე, საკონტაქტო მონაცემებს ნუ დადებთ თემაში, ამისათვის უკვე გამოიყენეთ პერსონალური შეტყობინებები.

5.23 ციტირებისას დატოვეთ მხოლოდ ის ტექსტი რომელზეც აპირებთ პასუხის გაცემას, ნუ გამოიყენებთ ციტირებისას წევრის მთელს პოსტს. ეს გამოიწვევს გაუგებრობას, იზრდება ფორუმში არასაჭირო ტექსტის მოცულობა. ვიზუალურად თქვენს მიერ დადებული პოსტი იქნება არაეფექტური.
ასევე ციტირებისას ამოიღეთ სურათები და ვიდეო მასალები, ნუ გააკეთებთ მთელი პოსტის ჩასმას, და მხოლოდ 2-3 სიტყვის მიწერას.

5.24 იკრძალება ნებისმიერი სარეკლამო შინაარსის მქონე ტექსტის განთავსება, თუ ეს არ არის, შეთანხმებული ადმინისტარციასთან.

5.25 პირადი კომერციული შეტყობინების დატოვება შეიძება განყოფილებაში გავყიდი, შეგიძლიათ განათავსოთ შეტყობინება საკუთარი ნივთის გაყიდვაზე, ან საკუთარი ნახელავის გაყიდვაზე. ამასობაში იკრძალება მაღაზიების და სხვა რესურსების სარეკლამო განცხადებების დატოვება. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებული განცხადება

5.26 იკრძალება დაუსრულებელი შეტყობინების დადება და რამდენიმე შეტყობინებად ერთი საკითხის, ან შეკითხვის დაპოსტვა. გაითვალისწინეთ რომ ხართ ფორუმზე და არა ჩატში, ან სკაიპში სადაც თითო წინადადებას ცალ-ცალკე ტექსტებად დებთ. თუ თქვენ თემას ხსნით ნუ დაიზარებთ ყველაფერი აწონ დაწონეთ გაითვალისწინეთ და ერთ სრულ ჩამოყალიბებულ პოსტად დადეთ. თუ მომხმარებელი იქნება შემჩნეული შემთხვევაში როდესაც გახსნის ახალ თემას ან უკვე არსებულ თემაში დადებს მოკლე შეტყობინებას, 5-10 წუთში კიდევ გაახსენდება რაღაც კიდევ მიამატებს ახალ შეტყობინებას, შემდეგ კიდევ რაღაც გაახსენდება და კიდევ რაღაცას დაამატებს ახალ შეტყობინებად. ეს ყველაფერი ჩათვლილი იქნება განხილული როგორც ოვერპოსტინგის შემთხვევა, ანუ მომხმარებელი ცდილობს პოსტების რაოდენობის მომატებას და რანგის გაზრდას. მომხმარებლის წინააღმდეგ იქნება გატარებული საჯარიმო სანქციები.

5.27 თუ არაფერი გაქვთ დასაწერი, ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ ვიდრე უაზრო და უშინაარსო პოსტი დადოთ, რომელიც ფლუდს წარმოადგენს და არავითარ ინფორმაციულ დატვირთვას არ ატარებს



6. დაძაბული ურთიერთობის გადაწყვეტა ფორუმზე.

6.1 პატივი ეცით თანაფორუმელებს, ნუ შექმნით შეტყობინებებს რომლებშიც შეიძლება იყოს სხვა ფორუმელების შეურაწმყოფელი ტექსტი. ეს ეხება ახალბედებს, ხშირად, ახალი დარეგისტრირებული მომხმარებელი ფორუმზე, ისე იწყებს დაპოსტვას რომ არ აქვს წაკითხული წესები, და არ გაცნობია ფორუმზე არსებულ თემებს. შედეგად უშვებს რამდენიმე კრიტიკულ შეცდომას:
- მიმართვის ფორმა წევრებისადმი არის ზედმეტად აგდებული (ქუჩური ან ბავშური), მაგალითად ხშირია შემთხვევა როდესაც თითქმის მბრძანებლური ტონით მოითხოვენ, ამა თუ იმ ინფორმაციას;
- იყენებენ არანორმატიულ ლექსიკას, ხშირია ეგრეთწოდებული ”ბლატავი”;
- ვერ ანსხვავებენ ურთეირთობის ფორმას, ქუჩასა და საზოგადოებას შორის;
- ვერ ავლებენ ზღვარს ასაკობრივ ბარიერს შორის, შედეგად 12 წლის ბავშვმა შეიძლება 40 წლის ადამიანს აგდებული ფორმით მიმართოს. რაც არასწორედ იქნება გაგებული.
შეგახსენებთ რომ წესების არ ცოდნა არ განთავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, შედეგად ყველა ასეთი შეტყობინება განხილული იქნება როგროც შეურაწმყოფელი.

6.2 შეტყობინენებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული გინება და სხვა ამდაგვარი ტექსტი.

6.3 კატეგორიულად აკრძალულია ფორუმზე საქმის გარჩევა, ეგრეთწოდებული პრავების კაჩავი, დაბარება ან სხვა ამდაგვარი, ნებისმიერი ამდაგვარი თემა ჩანასახშივე იქნება აღკვეთილი მიუხედავად იმისა დაზარალებული ხართ თუ გაუგებრობის წამომწყები. ყველა საქმის გარკვევა მოახერხეთ პირადი შეტყობინებებით, სკაიპში, რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ არა ფორუმზე.

6.4 თუ მაინცა და მაინც საჭიროა რომ თქვენი უთანხმოების შესახებ ცნობილი იყოს, ფორუმზე, ამ შემთხვევაში ზედმეტი ემოციების გარეშე ჩამოაყალიბეთ მხოლოდ მშრალი ფაქტები და არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ პირად შეურაწყოფაზე. ასეთი თემა ძალიან საორჭოფოა და გაითვალისწინეთ ნებისმიერმა მოდერატორმა ან ადმინმა შეიძლება ჩათვალოს არასაკადრის თემად, შედეგად თემა, თუ შეტყობინება დაიხურება, ან წაიშლება.



7. საჯარიმო ღონისძიებები.

7.1. ზეპირსიტყვიერი შეტყობინება, შეიძლება მიიღოთ ფორუმის ადმინისტრაციისგან, ან თქვენსავე შეტყობინებაში, ან პერსონალური შეტყობინებით. ეს არის ყველაზე მსუბუქი გაფრთხილების ფორმა, რომელიც თქვენთვის მიმანიშნებელი უნდა იყოს რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ჯიქურ არ დამორჩილება და იგივე მოქმედების გაგრძელება, შეიძლება უკვე გაფრთხილების მსუბუქი ფორმით აღარ შემოიფარგლოს.

7.2 გაფრთხილება (ვორნი), ამ შემთხვევაშიც შეიძლება ჩასწორდეს თქვენი პოსტი, დაიხუროს თემა, წაიშალოს მთლიანად თემა, ან თქვენი შეტყობინება. ვორნის მიღების შემთხვევაში თქვენს პროფილში გაკეთდება ჩანაწერი გაფრთხილების მიზეზის შესახებ, და ასევე თქვენს პროფილს დაემატება 10%-იანი გაფრთხილება. სულ შესაძლებელია მიიღოთ 10 ასეთი ვორნი, რის შემდეგაც თქვენი ექაუნთი ავტომატურად გაუქმდება. ვორნის მიღებიდან 60 დღის შემდეგ შეგიძლიათ მოითხოვოთ გაფრთხილების ჩამოკლება. თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას.

7.3 ბანი, ან ფორუმზე შემოსვლის წვდომის შეზღუდვა, შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი გააჩნია რის გამო მიიღეთ აღნიშნული ბანი. ამ შემთხვევაში მიზეზის შესახებ და ვადების შესახებ მიიღებთ პირად შეტყობინებას, მიზეზებისა და ბანის ვადის შესახებ, ასევე იგივე ინფორმაცია განთავსებული იქნება იმ თემაში რომლის წესების დარღვევის გამოც, მოხდა აღნიშნული ბანის დადება.

7.4 IP ბანი - გამოიყენება განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში. ჩვეულებრივი ბანის დროს თქვენს ექაუნთს აღარ აქვს, დაპოსტვის და ფორუმის სხვადასხვა თემების დათვალიერების შესაძლებლობა, შედეგად კარგავთ ყველა დაგროვილ პრივილეგიას. თქვენ შეიძება დაარეგისტრიროთ ახალი ექაუნთი რომ თავიდან სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ფორუმზე მოღვაწეობა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს მისაღებია და ადმინისტრაცია ხელს არ შეგიშლით, მაგრამ თუ თქვენ სისტემატიურად უხეშად არღვევთ ფორუმის წესებს და ადმინისტრაცია ჩათვლის რომ არასასურველი პიროვნება ხართ ფორუმზე, ამ შემთხვევაში მოხდება IP ბანის გამოყენება. თუ შეეცდებით სხვა კომპიუტერიდან ან ადგილიდან დარეგისტრირებას, ის მისამართიც ავტომატურად იქნება დაბლოკილი.

7.5 ადმინისტრატორების, ან მოდერატორების შეურაცყოფა მათი მოვალეობის შესრულების დროს, (თქვენს შეტყობიენბაში წითელი ფერით ცვლილების შეტანა და შენიშვნის მითითებაზე), ან მთლიანად ადმინისტარციის მიმართ არანორმატიული ლექსიკით მიმართვა იწვევს განხილვის გარეშე უვადო ბანს, არანაირი მიზეზის გარკვევა, მაპატიეთ, ან გადავიფიქრე არ განიხილება.

7.6 ასევე ფორუმზე მოქმედებს წინასწარ განსაღვრული აღმკვეთი პირობები, რომლებიც შეიძლება მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში, თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის:
ა) მონაწილეების შეურაწყოფა, უზრდელობა, მუქარები. 7 დღიანი ბანი
ბ) არანორმატიული ლექსიკის გამოყენება. 3 დღიანი ბანი
გ) მონაწილეების პროვოცირება, წესების დარღვევისკენ, უაზრო ფლუდი (არა შესაბამის განყოფილებაში). 3 დღიანი ბანი
დ) მოდერატორების ქმედებების ან უმოქმედოების, და მათი პიროვნებების განხილვა. 7 დღიანი ბანი
ე) კანონების დარღვევისკენ ნებისმიერი მოწოდება, ექსტრემიზმის ნებისმიერი ფორმა. 3 დღიანი ბანი
ვ) ყველანაირი პოლიტიკური, პოლიტეკონომიკური და რელიგიური თემების განხილვა. 3 დღიანი ბანი
ზ) აკრძალულია თემები რომლების შინაარსი, რამენაირად იქნება დაკავშირებული
თ) შინაური ცხოველების დახოცვას წვალებას განადგურებას. (შინაური ცხოველები - კატა, ძაღლი) 1 თვიანი ბანი. (რეციდივის შემთხვევაში სამუდამო )
RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2024 - 01:11 PM
Hosted by Pro-Service