Vector Optics 6-25x56 FFP 30 მმ მილით, ჩინელი სამხედრო ქართულ ხელებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Vector Optics 6-25x56 FFP 30 მმ მილით, ჩინელი სამხედრო ქართულ ხელებში |
Jun 15 2009, 01:34 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ეს თემა გავხსენი ჩემი ახალი ოპტიკის გამო. შევეცდები განვიხილო, მოკლე აღწერაც მოვაყოლო და ბოლოს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. ასე თუ ისე შევიძინე Vector Optics 6-25x56 FFP, დეტალური ინფო შეგიძლიათ , დღეისათვის მგონი ტრანსპორტირების გამო ფასი გაიზარდა, მაგრამ ამას უკვე JAH-ი გეტყვით იმის და მიხედვით დაუკვეთავთ ჩქარი ჩამოტანით თუ ნელი ჩამოტანით. მოკლედ ეს არის სამხედრო ოპტიკა, რომელიც წესით მწარმოებლის განმარტებით შეიძლება დაყენდეს ცეცხლსასროლ 0.50-იან კალიბრზეც. თუ მაგხელა კალიბრს უძლებს და არ იშლება PCP-ზე ეს ნიშნავს რომ ცხოვრების ბოლომდე არაფერი მოუვა ჯერ დავიწყოთ ძირითადი მახასიათებლებით: 1) ჯერადობა 6-25 2) გამომავალი ლინზის ხომა 56 მმ 3) მთლიანი სიგრძე მზის კეპკის გარეშე 405მმ 4) მზის კეპკა 3 დუიმი (უხეშად 7.5 სმ) 5) წონა 1 კგ 6) პარალაქსის გასწორება ოფიციალურად 9 მეტრიდან (JAH-ის განმარტებით მინიმალურ ჯერადობაზე, ანუ 6-ზე პარალაქსი სწორდება 6.5 მეტრიდან) 7) 30 მილიმეტრიანი ნათელი მილი 8) 5 დონიანი ილუმინაციის სისტემა მწვანე და წითელი ფერით 9) წყალგაუმტარი 10) ნისლისგან დამცავი (ბოლომდე ჯერ ვერ გავიგე რა არის, ჩვენთან ნისლი იშვიათია თან რაც ჩამომივიდა ეს ოპტიკა იმის მერე ნისლში ჯერ არ მოვხვედრილვარ ) 11) აქვს ტაქტიკური ბარაბნები (ზრაპრული) 12) მილდოტის ბადე 13) წინა ფოკალში განთავსებული ბადე რის გამოც ჯერადობის ცვლილებისას არ იცვლება რეალური მილის მაჩვენებელი, სამაგიეროდ თვითონ ბადე იზრდება და პატარავდება, მოკლედ ყველა ჯერადობაზე ინარჩუნებს ფორმულას (მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში), პნევმატიკის სფეროში რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი, ეს მომავლის საქმეა, ინარჩუნებს სუფთა ხედვას, და იდეალურად ჩანს გამოსახულება, 1\"-იანი ბიუჯეტური მოდელებივით ბლურის ეფექტი და დაბნელება ვერ შევამჩნიე მაქსიმალური გადიდებისას. დამატებით მოყვა თვალისთვის რეზინის ჩამოსაცმელი, წესით რამდენადაც მახსოვს არ უნდა მოყოლოდა, რადგან თავდაპირველ კონფიგურაციაში არ ეწერა, მაგრამ რატომღაც მოყვა, მემგონი ეს JAH-ის საჩუქარია (ასევთქვათ პრესენტ), არ მიყვარს ხოლმე როდესაც რაღაც ზედმეტ საჩუქრებს ვიღებ ხოლმე (მიტყდებასავით), მაგრამ ეს რეზინის თვალზე მისამაგრებელი იმდენად მინდოდა და მომეწონა რომ უარი ვერ ვთქვი. მოკლედ ბიძია JAH-ს დიდი მადლობა სიურპრიზისთვის, გადამეხადოს 10-მაგად. ახლა გადავხედოთ თვითონ ოპტიკის სურათებს (ზოგიერთი დავაპატარავე, რადგან მაინც მობილით არის გადაღებული და დიდ განსაკუთრებულ ხარისხს არ იძლევა, ჩემი ფოტოაპარატი ჩამოვა ამ ხუთშაბათს და მერე კიდევ დავდებ ხარისხიან სურათებს თუ იქნება მოთხოვნა) თვითონ ოპტიკის ხედი თავისი რინგებითურთ, სხვათაშორის კომპლექტში მოყვება მაღალი რინგები, საიტზე წერია რომ შეიძლება იყოს Weaver-ზე ან dovetail-ზე, მე მჭირდებოდა dovetail-ზე და JAH-მა სწორედ ეგეთი ჩამოიტანა. აქვე დავძენ რინგები ნამეტანი მჭიდროდ ჯდება ოპტიკაზე, თავიდან მეგონა რომ საერთოდ არ ჩამოეცმებოდა ზედა ნაწილი, რადგან უბრალოდ ზემოდან ჩამოდებისას მისი დიამეტრი აშკარად პატარა იყო, მაგრამ ოდნავი დაწოლა და რინგი მშვენივრად ჩამოეცვა ოპტიკას. ეს შეიძლება ასეც უნდა იყოს, უბრალოდ ეს პირველი ოპტიკური სამიზნეა თავისი რინგებიანად რომელიც მე ჩამოვარდა და ზოგიერთი ახალი აღმოჩენების გაკეთება მომიწია, ერთერთი შეიძლება ამ რინგების ამბავიც იყო. თავიდან ოპტიკა გასწორებული იყო მაქსიმალურ ჯერადობაზე, მაგრამ თოფზე დაყენებისას მიჰქონდა 20 სანტიმეტრით მარცხნივ და 15-20 სანტიმეტრით ქვევით, სადღაც 15 გასროლა და საჭირო ცენტრი გასწორებულია, ტაქტიკური ბარაბნები ასწორებს, წკაპ-წკაპ-წკაპ და ნელნელა მიდიხარ სასურველ მაჩვენებლებზე. ესეც ტაქტიკური ბარაბნები. ტრიალისას საკმაოდ მკვეთრად ისმის წკაპ-წკაპ-წკაპ და ხელშიც იგრძნობა რომ ერთი ბიჯით გადაწიე ბარაბანი, მოკლედ თუ ძალით არ გაერთე აზრებში შანსი არაა აგერიოს რამდენი ბიჯით გადაატრიალე ბარაბანი ესეც ილუმინაციის ბუდე სადაც ჯდება ელემენტი, გამოიყენება სტანდარტული კომპის BIOS-ის ელემენტი, აქვე ჩანს როგორ ეხურება თავზე ხუფი. ილუმინაციის განათების დონეები, როდესაც თეთრი წერტილის გასწვრივ გაჩერებულია სიმბოლო B მაშინ ილუმინაცია გამორთულია ეს კი მთლიანი ხედი, ცოტა ბანძი სურათი გამოვიდა, მერე შევცვლი და უკეთესს დავდებ, მოკლედ ხელში სპეციალურად მიჭირავს რომ საორიენტაციო ზომები გამოჩნდეს ეს კი ბადე ილუმინაციით, მზიან ამინდში ძლივს ჩანს ილუმინაცია მაქსიმალურ მე-5 დონეზეც კი, იდეაში ეგრეც უნდა იყოს, ილუმინაცია არის ბინდისთვის და არა მზიანი ამინდისთვის როდესაც ისედაც ყველაფერი მშვენივრად ჩანს (გადაღებისას ხელი მოძრაობდა და ცოტა გადღაბნილი სურათები გამოვიდა). ეს კი ოპტიკის ძირს განთავსებული წარწერები. ამ სურათით პრაქტიკულად თვითონ ოპტიკის სურათები თავდება, მაგრამ დარჩა რამდენიმე დამატებითი დეტალი წინა და უკანა ჩამოსაფარებელი დამცველი ხუფები, პლიუს თვალზე რეზინის წამოსაცმელი რეზინის წამოსაცმელი ცალკე მზის ანარეკლისგან დასაცავი კეპი. ამ კეპზე მთელი თავგადასავლები დამემართა, თავიდან ვერაფრიც ვერ შევძელი მისი მიმაგრება, ninja-სთვის რომ ჩამოვიდა ოპტიკა, იმის დოკუმენტაციაში ნანახი მქონდა რომ წინა მხარეს რაღაც უნდა მოსძვრეს და ამის შემდეგ შეიძლებოდა კეპის მიმაგრება. ჩემს ოპტიკაზე ვერაფრით ვერ მივაგენი წინა ობიექტივის მხრიდან მოსახსნელ დეტალს. ყველაფერი იმდენაც ზუსტად და მიკრონებში იყო მიმჯდარი რომ 1.5 დღე ვთვლიდი მთლიანი ლითონია და რეზბა გათვლილი კეპისთვის არ არის მეთქი. ვიფიქრე ყველაფერი 100 ქულაზეა გაკეთებული და რაღაც ჩინურად არ გაეკეთებინათ ჩინელებს მეთქი ისე როგორ შეიძლებოდათქო , მოკლედ ჩავთვალე რომ კეპი ზედმეტი ნაწილი იყო ჩემთვის. მე-2 დღეს კიდევ ერთხელ ვაკვირდებოდი წინა ლინზას და ხელით უბრალოდ მოვატრიალესავით წინა 2 მილიმეტრიანი დეტალი სადაც ჩემის აზრით გარე ლითონის ჩიგნით ჩახვევა იწყებოდა ლინზისკეს. უცაბედად წინა 1-2 მილიმეტრი მოტრიალდა, დავატრიალე და აი თურმე რეზბაც მანდ ყოფილა, 6-8 მოტრიალება და კეპის მისამაგრებელი რეზბაც გამოჩნდა. მივამაგრე კეპი და მოხსნილი 2 ლიმილეტრიანი დეტალი მშვენივრად მოერგო და მოეხრახნა კეპის წინა ნაწილს. ისმის კითხვა რას ვერჩოდი ამ ჩინელებს , ჩინური კი არის, მაგრამ მაინც სამხედროებზე გათვლილია და ჩემი შესაფებით 100 ქულას იმსახურებს 100-დან. ეს კი მე-5 გასვლაზე გადაღებული ჩემი დისკავერი აქ მოყვანილი ოპტიკით. ოპტიკაზე ჩამოცმულია მაქსიმალურად ყველაფერი, მზის კეპიც, რეზინის თვალის სამაგრიც და წინა დამცავი ხუფიც. ეს კი პირველი სისხლი. უხეში გასწორების შემდეგ 30 მეტრში მოხსნილი ხვლიკენცია საკუთარი გამოცდილება აზრები ჩემი შეფასებით ოპტიკა ღირს, ამაში დამერწმუნება ალბათ მე-5 გასვლის მონაწილეები. გასწორების შემთხვევაში მუშაობს გადასარევად, 70 მერტზე შესაძლებელია კოკაკოლის და ბორჯომის პლასტმასის ბოთლების თავსახურავების მოხსნა, ეს კი მაქსმიმუმ 20 მილიმეტრიანი ჯგუფია 70 მეტრზე(ეს არ არის შემტხვევითი გარტყმები, პირადად 3 ხუფი მოვხსენი 3 გასროლით). რა თქმა უნდა, თოფიც შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ ოპტიკის გარეშე 70 მეტრში ამ პატარა დეტალის დანახვა შეუძლებელია. მინუსები 1) ჩემის აზრით ცოტა მოუხერხებელია იმათთვის ვინც მიზანში სროლას არ აპირებს და სურს ნადირობა, ამ შემთხვევაში ოპტიკა ნამეტანი დიდია, ჯერესერთი ნადირობისას ამხელა გარჩევადობა საჭირო არ არის, მეორეცესერთი წონა - წონა იმას ჩალიჩობს რომ ხელიდან დამიზნება-გასროლისას მაქსიმუმ 3-ჯერ შესძლებ ნორმალურად შორ დისტანციაზე გასროლას, შემდეგ ხელი იღლება და ყველაფერი იქეთ აქეთ დადის, შესაბამისად მყარი საყრდენის გარეშე ამ ოპტიკის გამოყენება ჭირს. 2) ჯერადობის ცვლილებისას საჭიროა პარალაქსის გასწორება, ანუ ვთქვათ და ოპტიკაზე პარალაქსი გასწორებულია 6-ის ჯერადობაზე 50 მეტრზე, თუ ჯერადობას გაზრდი იმავე 50 მერისთვის 9-ზე ზევით, პარალაქსი გასასწორებელი იქნება, რადგან გამოსახულება ბლურდება. 3) გაბარიტები , საგრძნობია გაბარიტები აქვს, მთელი კომპლექტი სადღაც 53-55 სანტიმეტრს აღწევს ჩემის აზრით მინუსები აქ თავდება პლიუსები 1) კარგი მკვეთრი ხედვა, ნათელი გამოსახულება 2) მაღალი ჯერადობა და ამასთანავე მინიმალური პარალაქსიდან გასწორება. ყველაზე ნომინალური მინახია 5 იარდიდადან გასწორება, ჩემს ოპტიკას კი დოკუმენტალურად უწერია 10 იარდი, თუმცა 5-6 მეტრიდან უკვე შესაძლებელია პარალაქსის გასწორება მინიმალურ ჯერადობაზე 3) კარგი კომპლექტაცია, პრაქტიკულად იყიდე, დაამაგრე თოფზე და დაიწყე სროლა, ერთადერთი 6 კუთხა გასაღები სჭირდება რინგებს, თვითონ ოპტიკაზე ნებისმიერი დეტალის დამატება მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენს. 4) მოხერხებული ოფციები, ანუ ბარაბნები, სულ არის 4 ბარაბანი, ზემოთ-ქვემოთ გასასწორებელი, მარცხნივ-მარჯვნივ გასასწორებელი, პარალექსის გასასწორებელი და ილუმინაციის ბარაბანი 5) ტაქტიკური ბარაბნები, ბუიჯეტური მოდელებივით არ არის საჭირო დამცავი ხუფების მოხსნა ბარაბნებზე და შიგნით არსებული რეგულატორით გასწორება, პირდაპირ ბარაბნების ტრიალით ხდება სასურველი პარამეტრების გასწორება, 1 MOA დაყოფილია 4 კლიკად ანუ თითო კლიკი არის ¼ MOA რაც მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს გასწორებისას. არის კიდევ რამდენიმე წვრილმანი რაც ამ ოპტიკას საკმაოდ მაღალ საფეხურზე აყენებს, დეტალურად ყველა მათგან ნელნელა დავწერ. ბოლო ბოლო მეთვითონ ვაკეთებ აღმოჩენებს, საკმაოდ ძლიერი ოპტიკაა, ქაღალდზე სროლისთვის მართალი გითხრათ მეტს არ ავიღებ, წესით 50 მეტრიან დისტანციაზე 25-იანი ჯერადობა საკმარისი უნდა იყოს. დანარჩენს მომავალი მიჩვენებს.
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 02:20 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
გუშინდელი სენსაციაა ეს პირველი ოპტიკაა რომელმაც თვალი არამატკივა
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 03:04 PM
პოსტი
#3
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 263 რეგისტრ.: 18-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 20 |
ja_ja მოკლედ მადლობა ასეთი დაწვრილებითი და ყოვლისმთქმელი რეფორთისთვის,,,აშკარად ძალიან საინტერესო რამე ჩანს,,,, საღოლ ჩინელებს,,,მაგარი ტიპი ჩანს ძალიან,,კიდევ ერთხელ გილოცავ,,,, მე ცოტა შევრცხვი ჯერ ვერ მოვიცალე რეფორთის დადებისთვის და სამიზნეზე ჯერ არ მიმუშავია,,,,მარა შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო განხილვა-ანალიზი
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 03:50 PM
პოსტი
#4
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
ნამდვილად მაგარი ოპტიკაა პირველად ვისროლე ეგეთი ოპტიკიდან და აშკარად მაღალი კლასია, სუუუფთა გამოსახულებაა და სიზუსტეც გასწორებულ მანძილზე 100%-იანია, ზუსტად ხაზების გადაკვეთაში ურტყამდა 50 მეტრზე ციყვს. მთავარი იყო, იარაღი მყარად დებულიყო
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 04:43 PM
პოსტი
#5
|
||
გურუ ლამა ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
გილოცავ, იმენა მაგარია რა..
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 06:34 PM
პოსტი
#6
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ja_ja კიდევ ერთხელ გილოცავ შესანიშნავი რამეა, და დიიიიიიიიიიიდი მადლობა ესეთი დაწვრილებით რეპორტისთვის
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 07:31 PM
პოსტი
#7
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
Ja_Ja, პირველ რიგში მადლობა ასეთი კარგი რეპორტისთვის. მეორე: რაც შეეხება რინგებს და მათ მჭიდროობას... დამავიწყდა მეთქვა, რომ საერთო მსოფლიო სტანდარტით, რინგის ზედა და ქვედა ნაწილს შორის, ოპტიკის დამაგრებისას აუცილებლად უნდა დარჩეს, ორივე მხრიდან თანაბარი ზაზორი!!! ძალიან ხშირად მინახია უცხოურ ფორუმებზე, რომ ხალხს ეგონათ რომ რინგის ორივე მხარე უნდა აუცილებლად შეერთდეს, ზო და ქე ჭყლიტავდნენ სამიზნის მილს
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 08:01 PM
პოსტი
#8
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 |
ja_ja, კიდევ და კიდევ გილოცავ! შესანიშნავი შენაძენია
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 08:20 PM
პოსტი
#9
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Jah ციტატა(Jah @ 15th June 2009 - 08:31 PM) რაც შეეხება რინგებს და მათ მჭიდროობას... დამავიწყდა მეთქვა, რომ საერთო მსოფლიო სტანდარტით, რინგის ზედა და ქვედა ნაწილს შორის, ოპტიკის დამაგრებისას აუცილებლად უნდა დარჩეს, ორივე მხრიდან თანაბარი ზაზორი!!! ძალიან ხშირად მინახია უცხოურ ფორუმებზე, რომ ხალხს ეგონათ რომ რინგის ორივე მხარე უნდა აუცილებლად შეერთდეს, ზო და ქე ჭყლიტავდნენ სამიზნის მილს სხვა ფორუმები არ მიკითხია მაგ მხრივ, მაგრამ მივხვდი რომ ბოლომდე არ უნდა მომეჭირა, ასე რომ ადგილი დატოვებულია რინგების შეერთების ადგილზე პროსტა ზუსტი თანაბარი ადგილი ვერ დავტოვე, წინა რინგზე ერთ მხარეს ცოტა მეტი ადგილია, მეორემხარეს ცოტა ნაკლები, უკანაზე პირიქით, მემგონი ეგ დიდ პრობლემას არ შექმნის.
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 08:41 PM
პოსტი
#10
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
ამომწურავი რეპორტია... ძალიან მომწერონა ეგ ოპტიკა, მაგრამ მე ნადირობის მურამი უფრო მაქვს, და ამიტომ რასაც პირამიდა აყოლებს იმედია, საკარისი იქნება, აი მაგ ოპტიკის რეპორტიც რომ დაწეროს ვისაც აქვს კაი იქნება
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 08:42 PM
პოსტი
#11
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(ja_ja @ 15th June 2009 - 09:20 PM) მემგონი ეგ დიდ პრობლემას არ შექმნის. დიდს არა მაგრამ სასურველია რომ გაასწორო... მე დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რინგებზე ამ ზაზორების თანაბრობას დიდ ყურადღებას აქცევს ის ხალხი, ვისიც მე მჯერა ნელ ნელა ორივე მხრიდან მოუჭირე და თანაბრობას დაიცავ
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 08:44 PM
პოსტი
#12
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Jah ციტატა(Jah @ 15th June 2009 - 09:42 PM) მე დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რინგებზე ამ ზაზორების თანაბრობას დიდ ყურადღებას აქცევს ის ხალხი, ვისიც მე მჯერა ნელ ნელა ორივე მხრიდან მოუჭირე და თანაბრობას დაიცავ ოკ გავითვალისწინებ, დავუშვებ ვინტებს და ნელნელა ხელახლა დავუჭერ.
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 09:02 PM
პოსტი
#13
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ციტატა(ja_ja @ Jun 15 2009, 05:44 PM) Jah ოკ გავითვალისწინებ, დავუშვებ ვინტებს და ნელნელა ხელახლა დავუჭერ. აირევა
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 09:35 PM
პოსტი
#14
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
parna ციტატა(parna @ 15th June 2009 - 10:02 PM) აირევა მერე რა. როგორც აირევა ისე გასწორდება
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 09:49 PM
პოსტი
#15
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ასევე 1 რჩევა მოგცემ კიდე... ახსნას თუ რატომ არის აუცილებელი, ახლა არ დავიწყებ... საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგაზე მოგვიანებით ცალკე თემას გავხსნი, თუ როგორ სწორად დავაყენოთ ოპტიკური სამიზნე... ახლა კი რჩევა... 1. სანამ დააყენებ, შაშხანა თარაზოთი ეცადე დააყენო პერპენდიკულარულად! "ზავალების" გარეშე (გახსოვს ჩემი პრიბამბასი რომ ჩამოვიდა? ) 2. დაითრიე ( თარაზოდან ამოიღე ან სადმეიდან) პლასტასის პატარა "დონე, (როგორიც ჩემს პრიბამბასში იყო) და დააყენე ზედა ბარაბანზე! ხო და ყოველი მანიპულირებების შემდეგ შაშხანა და სამიზნე, რომ დადგება ერთ სიბრტყეში, ანუ იდეალურად პერპედიკულარულად ჰორიზონტთან, მერე ნელ ნელა დაუჭირე რგილებს. თუ რამე გაუგებრად ვთქვი, მკითხე და აგიხსნი. ჯობია ერთხელ სწორად დააყენო სამიზნე, და მერე ისიამოვნო. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 09:57 PM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Jah ციტატა(Jah @ 15th June 2009 - 10:49 PM) ახლა კი რჩევა... 1. სანამ დააყენებ, შაშხანა თარაზოთი ეცადე დააყენო პერპენდიკულარულად! "ზავალების" გარეშე (გახსოვს ჩემი პრიბამბასი რომ ჩამოვიდა? ) 2. დაითრიე ( თარაზოდან ამოიღე ან სადმეიდან) პლასტასის პატარა "დონე, (როგორიც ჩემს პრიბამბასში იყო) და დააყენე ზედა ბარაბანზე! ხო და ყოველი მანიპულირებების შემდეგ შაშხანა და სამიზნე, რომ დადგება ერთ სიბრტყეში, ანუ იდეალურად პერპედიკულარულად ჰორიზონტთან, მერე ნელ ნელა დაუჭირე რგილებს. იასნა, რჩევას ყოველთვის მივიღებ, სწავლა სიკვდილამდეო ახლა ვხვდები რათ გინდოდა ეგ შტუკა , მაგრამ ეგ მინაცხია დაყენებული უკვე დაჭერილ ოპტიკაზე და აი მაგას ვერ ვხვდები, დავიჭერო მიზანში დამიზნებისას ჰორიზონტალურ სიბრტყეს მაგხელა მნიშვნელობა აქვს? ხომ მაინც ლულის ღერძის მიხედვით მიდის ტყვია სულ რომ უკუღმა გეჭიროს თოფი??? მდაა ჯერ კიდევ რამდენი რაღაცაა დასამუღემებელი ბლინნნნნნ
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 10:11 PM
პოსტი
#17
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(ja_ja @ 15th June 2009 - 10:57 PM) ხომ მაინც ლულის ღერძის მიხედვით მიდის ტყვია სულ რომ უკუღმა გეჭიროს თოფი??? მდაა ჯერ კიდევ რამდენი რაღაცაა დასამუღემებელი ბლინნნნნნ აწორად რომ მაგაშია საქმე, რომ თუ შაშხანა ან სამიზნე "ზავალშია", ტყვია მიფრინავს ერთი და იგივე ტრაექტორიით, და მილ -დოტ-ი არის დახრილი! შენ მაგას ხედავ სწორად მაგრამ... მოკლედ აქ რაღაცეების დახატვა მომიწევს ახლა ვეცდები უცებ დავხატო და დავდო
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 10:15 PM
პოსტი
#18
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
თუმცა დახატვაც არ მომიწევს აი ამ საიტზე ყველაფერი არის დახაზული და ახსნილი. ps ამ შტუკის მუღამი მაქვს ძააალიან დიდი, აუცილებლად ვიყიდი
| |
> |
|
|
Jun 15 2009, 10:27 PM
პოსტი
#19
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მდააა, საკმაოდ დიდი სტატიაა, წავედი გადავიკითხავ, დავაგროვებ რაცხა ცოდნას
| |
> |
|
|
Jun 16 2009, 12:13 AM
პოსტი
#20
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
მშვენიერი რამაა, მგონი ვნანობ რომ ეგეთი არ ავიღე ოპტიკის გასწორებას რაც შეეხება ეგ ნათელია მარტივად გეტყვი, თუ თარაზოთი არ გაასწორე რატომღაც სულ იმის ფიქრში იქნები, რომ "ჩემ თოფს მარცხნივ (ან მარჯვნივ) მიაქ. ჩემშემთხვევაში იყო ეგრე ვთქვათ + ზის 20 იარზე ხო, წყნარ ამინდშო 50 იარდე ვთქვათ გჭირდება 2 დოტ-ით ქვემოთ დამიზება ხო, აი ეს 1 დოტი მარცხნივ რაღა ჯანდაბაა :lol: აკი არაა ნიავი ??? :lol:
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2024 - 06:03 AM |
Hosted by Pro-Service |