Field Target - FT, პნევმატური იარაღიდან საველე სროლა... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Field Target - FT, პნევმატური იარაღიდან საველე სროლა... |
Feb 17 2009, 01:11 PM
პოსტი
#1
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
განმარტება ფილდ ტარგეთი (პნევმატური შაშხანიდან, სავარდნ მიზნებზე, საველე სროლა) - სპორტული სროლის ახალი სახეობა, პნევმატური იარაღით ნადირობის მოდელირება. 8.jpg ( 51.39 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 14 10.jpg ( 55.53 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7 5.jpg ( 61.44 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 12 13.jpg ( 63.81 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7 12.jpg ( 56.1 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 11 23.jpg ( 60.29 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 7 21.jpg ( 79.3 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 12 2.jpg ( 76.3 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 14 სასროლე წესები 1. პნევმატური იარაღი A) ყველა პნევმატური იარაღი, ყველა კატეგორიაში უნდა იყოს ერთდამტენიანი. B) პნევმატური იარაღი, რომელიც არ გაივლის შემოწმებას, ან არ შეესაბამება წესებს, შეჯიბრებებზე არ დაეშვება. С) იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის, მსროლელის ან გარშემომყოფი ხალხის ჯანმრთელობას, შეჯიბრებებზე არ დაეშვება. შაშხანების კლასიფიცირება სტანდარტული კლასი А) PCP შაშხანები სიმძლავრით 7,5 J - მდე Б) ზამბარ-დგუშიანი შაშხანები სიმძლავრით 7,5 J - მდე საერთაშორისო კლასი А) PCP შაშხანები სიმძლავრით 16 J - მდე Б) ზამბარ-დგუშიანი შაშხანები სიმძლავრით 16 J - მდე სანადირო კლასი А) PCP შაშხანები სიმძლავრით 25 J - მდე Б) ზამბარ-დგუშიანი შაშხანები სიმძლავრით 25 J - მდე იარაღის შემოწმება ორგანიზატორი ვალდებულია შეამოწმოს ყველა შაშხანა ქრონოგრაფით, რომ გარანტირებულიქნას, წესები და გამოვლინდეს შაშხანის კლასი. საერთაშორისო და სანადირო კლასისთვის, მონაწილეები წარადგენენ საბუთებს, იარაღის შენახვა-ტარებაზე. gas2.jpg ( 278.59 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 8 gas3.jpg ( 283.46 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 13 gas1.jpg ( 247.24 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 14 მანძილი სტანდარტული კლასი მიზნების მდებარეობის მანძილები - 9-დან 25მ.-მდე. საერთაშორისო კლასი მიზნების მდებარეობის მანძილები - 9-დან 50მ.-მდე. სანადირო კლასი მიზნების მდებარეობის მანძილები - 9-დან 50მ.-მდე. 2. ოპტიკა A) დაშვებულია, ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნეები. დაშვებულია, ოპტიკური სამიზნის მეშვეობით, მისნამდე მანძილის გაზომვა. B) აკრზალულია: მანძილის საზომი დამატებითი მოწყობილობები, ასევე ნებისმიერი ტიპის მანძილმზომები. აკრზალულია ცეცხლის ხაზზე დურბინდის გამოყენება. 3. ტყვიები დაშვებულია ნებისმიერი ტიპის ტყვიების გამოყენება, რომლებიც სედგებიან ტყვიისგან ან ცინკის და მაგის შენაერტებიდან. 4. მიზნები ოფიციალურ შეჯიბრებებზე გამოიყენება მიზნები, რომლებიც ვარდებიან მხოლოდ სასიკვდილო ზონაში გარტყმისას. როდესაც ტყვია ხვდება სასიკვდილო ზონის გარეთ მიზანი არ უნდა დავარდეს. სასიკვდილო ზონა უნდა იყოს მრგვალი ფორმის და დაფერილი იყოს, საერთო მიზანტან შედარებით კონტრასტულ ფერში. მიზნები ყენდება 9 დან 50 მეტრში სასროლე პოზიციიდან. ცეცხლის ხაზზე უსაფრთხოების უზრუნვეყოფის მიზნით მიზანი უნდა იყოს მკვეთრად მონიშნული. მიზნის სასიკვდილო ზონა არ უნდა იყოს რამით დაფარული, და უნდა მკვეთრად ჩანდე, ერთ ერთი სასროლე პოზიციიდან მაინც. მიზანის მუშაობის ხარვეზების გასწორება ხდება შემდეგნაირად: A) ყველა გუნდის მსროლელები აწარმოებენ, საკამათო მიზანში, თითო გასროლას. B) პროტესტი არ მიიღება, მიზნის თუნაც ერთი დავარდნის შემთხვევაში. C) თუ მიზნის სილუეტი არ ვარდება - მსაჯი ვალდებულია მოიქცეს შემდეგნაირად: 1) შეამოწმოს მიზნის ტექნიკური მდგომარეობა, განლაგების დონე და საერთო შესახედაობა. 2) გაასწოროს მექანიზმის მუშაობა. 3) შეცვალოს მიზანი ახლით, იდენტური სასიკვდილო ზონით. 4) არ დააყმაყოფილოს პროტესტი, მიზნის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში. 5) ამოიღოს მიზანი შეჯიბრებიდან, აშკარა გაფუჭების ან სხვადასხვა გუნდის 5 ჩივილის შემთხვევაში. დასაბრუნებელი ბაწრის გაწყვეტის გასასწორებლად, საჭიროა გამოვიძახოთ მსაჯი. მსროლელს შეუძლია დააპროტესტოს, თუ იგი დარწმუნებულია, რომ მიზანი იყო "მოკლული" მაგრამ არ დავარდა გარკვეული მიზეზების გამო. 3.jpg ( 14.46 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2 detail_squirrel_trap.jpg ( 26.86 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2 hunter_rabbit_front.jpg ( 29.87 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 3 5. ქულებია დათვლა. A) ირიცხება 1 ქულა დაგდებულ მიზანში და 0 ქულა აცილებაზე, (შედეგი იწერება მონაწილის ბარათში). მიზანში მოხვედრა, რომლის შედეგად მიზანი არ დავარდნილა (არასასიკვდილო ზონაში გარტყმისას), ითვლება აცილებად. B) ქულები ირიცხება მხოლოდ მიზნებზე, რომლებიც დავარდა, სასიკვდილო ზონაში მოხვედრის შედეგად, მიზნის დავარდნის სხვა მიზეზები არ ითვლება გარტყმათ და არ იძლევიან ქულებს. C) ცეცხლის ხაზზე, დაშვებულია მხოლოდ მიზანში სროლა, ყველა სხვა გასროლა აკრძალულია, მაგალითად იარაღის საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა. ასეთი გასროლა შეიძლება გაკეთდეს, მხოლოდ მსაჯის თანხმობის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში გასროლა ჩაითვლება აცილებად. ქულების დამთხვევა ერთნაირი ქულების შემთხვევაში - საუკეთესო მსროლელი გამოვლინდება დამატებითი სროლით. ხაზები და მიზნების რაოდენობას ამტკიცებს მთავარი მსაჯი. გადაუწყვეტელი საკამათო საკითხები გადაუწყვეტელი საკამათო საკითხები, უნდა განხილულიქნან მთავარი მსაჯის მიერ, მსროლელის მიზნების შეცვლამდე. 6. სროლების თადარიგი A) მთავარი მსაჯი წყვიტავს, მიზნების დაგდების თადარიგს, და აწარმოებს მათ დანომრვას. B) თადარიგის დარღვევით ჩატარებული გასროლა ითვლება აცილებად. დრო გასროლისთვის А) მთავარი მსაჯი წყვიტავს, მიზანზე გასროლის ცატარების დროს. B) როგორც კი მონაწილე ჩაიხედავს ოპტიკაში - იწყება დროს ათვლა. C) გასროლები, ჩატარებული განკუთვნილი დროს დამთავრების მერე, ჩაითვლება აცილებად. სროლის მდგომარეობები: а) მჯდომარე - შაშხანა ეყრდნობა მხოლოდ, მსროლელის ხელებზე და ტანზე. მსროლელს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი მოწყობილობები, რომლებიც დაეყრდნობა მხოლოდ მსროლელის ტანზე. აკრზალულია, სასროლე პოზიციის სტაბილირებისთვის, ქამრების გამოყენება. B) მდგომარეობა "დამდგარი", გასროლების რაოდენობა არ აღემატება 10% სრული მიზნების რაოდენობის. დამდგარ მდგომარეობაში გასროლა უნდა იყოს ჩატარებული, დამატებითი დაყრდნობის გარესე. c) მდგომარეობა "მუხლიდან", გასროლების რაოდენობა არ აღემატება 10% სრული მიზნების რაოდენობის. "მუხლიდან" სროლისას, დაშვებულია, მიწასთან კონტაქტის მხოლოდ 3 წერტილი: მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხის მუხლი და ფეხის წვერი (მუხლი არ უნდა ედებოდეს მიწას). p1.jpg ( 146.6 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 9 p4.jpg ( 81.92 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 13 p2.jpg ( 153.04 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 11 p3.jpg ( 111.07 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 11 ასევე სასროლე პოზიციების შესახებ ფილმი შეგიძლიათ ნახოთ აქ სპეც. სკამი ნებისმიერი სპეც. სკამის მაქსიმალური სიმაღლე 75მმ, იზომება მჯდომარე მსროლელთან ერთად. სპეც. სკამი შეიძლება გამოყენებულიქნას, როგორ შაშხანის მისაყრდნობი მოწყობილობა, ნებისმიერი სასროლე მდგომარეობაში. მსროლელის ფიზიკური შეზღუდვების შემთხვევაში, მთავარ მსაჯს შეუძლია დაუშვას გამონაკლისები, თუ ისინი არ იქნებიან უსამართლო უპირატესობად. მსროლელის ფიზიკური შეზღუდვების შემთხვევაში, მთავარ მსაჯს შეუძლია დაუშვას გამონაკლისები, თუ ისინი არ აძლევს მსროლელს უსამართლო უპირატესობას. სროლის წერტილი სროლის წერტილი - წერტილი სროლის ხაზზე, მონიშნულია 2 ჯოხით (მაჩვენებლით) მინიმალური სიმაღლით 80სმ, რომლებიც დაყენებულია ერთმანეთისგან 1 მეტრის მანძილზე. სასროლე ხაზები და მიზნები, უნდა იყოს დანომრილი. სროლის წერტილის დატოვება მსროლელს შეუძლია დატოვოს სროლის წერტილი შემდეგი მიზეზების გამო: a. გასროლაზე ან საერთოდ საერთოდ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე, ნებაყოფლობითი უარის თქმა. b. შაშხანის ან სხვა მოწყობილობების რემონტი, რომელიც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარშემომყოფებს. ეს არ ეხება ოპტიკური სამიზნის რეგულირებას. c. ნებისმიერი სხვა მიზეზი, რომელიც მიღებულია მთავარი მსაჯის მიერ. მითითება: b. შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია შეცვალოს გაფუჭებული ნაწილი, მთავარი მსაჯის თანხმობის შემთხვევაში, რომლებიც წყვიტავენ, სასროლე პოზიციაზე დაბრუნების დროს. მისროლის ხაზი მთავარ დისტანციასთან დამატებით, მონაწილეებს უნდა ქონდეთ საშუალება, შაშხანების მისროლისთვის. რეკომენდირებულია 10 დან 50 მეტრომდე, ყოველი 10 მეტრში მიზნების დაყენება. მისროლისთვის მიზნების რაოდენობა ირცევა იმ პრინციპით, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს დაამტავროს მისროლა, შეჯიბრებამდე 30 წ. ადრე. დეტალებს წყვიტავს მთავარი მსაჯი. სასროლე შეკრება შეკრება ტარდება შეჯიბრებების წინ, საჭირო ინფორმაციის გამოცხადებამდე. შეკრება - არის კარგი საშუალება მონაწილეების მისალმებისთვის და ხელმძღვანელის და სხვა პერსონალის წარდგენისთვის. კრება ტარდება მაქსიმუმ 10-20 წუთი და შეიცავს: 1) სპეციალური, კლუბის წესების და პროცედურების შეხსენება. 2) მსაჯობის წესების, ქულების დათვლის, და ჩათვლის ბარათების შევზების განხილვა. 3) კლუბის შენობების და საყოფაცხოვრებო წერტილების განლაგებაზე შეხსენება. 4) სასროლე მარშრუტის გასვლის სქემა. 5) მიზანზე გასროლების რაოდენობა. 6) სასროლე ხაზების რაოდენობა. 7) სასროლე ბარათების შევსების სისტემა. 8) გუნდების მოძრაობის და განლაგების მარშრუტები. 9) სტარტის დრო. სადისციპლინო დასჯა ნებისმიერი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე და ტყულზე - დისკვალიფიცირება. მსროლელი, რომელიც წინასწარგანძრახვით, უშლის მოწინააღმდეგის სროლასთან მომზადებისას, იქნება დაშტრაფული ან დისკვალიფიცირებული. შეჯიბრებებზე პასუხისმგებლებ პირებს შეუძლიათ გადაწყვიტონ შემდეგ დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე ან შტრაფებზე. 7. მსაჯები შეჯიბრებებზე და მათი მოვალეობები ყველა შეჯიბრებისთვის, ორგანიზატორებმა უნდა ამოირჩიონ მთავარი მსაჯი და საჭიროების შემთხვევაში მთავარი მსაჯის მოადგილეს. ყველა საკითხი და პრობლემა, რომელიც სრულად და ნათლად არ არის განხილული, ეხება მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას, და მაგის გადაწყვეტილება მიიღება კამათის გარეშე. მსაჯი სასროლე ხაზზე არ ითვლება შეჯიბრებების მონაწილეთ. სასროლ ადგილებზე მსაჯებს ევალებათ, წესების და უსაფრთხოების დაცვა. ისინი აწარმოებენ ქულების დათვლას, ნიშნავენ გარტყმების რაოდენობას და გამოყავთ საბოლოო შედეგები. აქვთ უფლება გადაწყვეტილებების მიღებისთვის, უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში. საეჭვო შემთხვევებში ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს, დადასტურებული, მთავარი მსაჯის მიერ. უსაფრთხოების ტექნიკის წესები 1) ყველა იარაღი, სასროლე პოზიციაზე გასვლამდე, იმყოფება დაუტენავ მდგომარეობაში, და ლულა მიმართულია ქვევით. 2) შაშხანის ლულა, ყოველთვის მიმართულია, ხალხის მდებარეობიდან საპირისპირო მიმართულებით. 3) სასროლე პოზიციაზე, უნდა დაიცვას შემდეგი უსაფრთხოების წესები: A) სანამ გაიჟღერს შეჯიბრებების დაწყების კამანდა, არ შეიძლება იარაღის გადატენვა და საბრძოლო მდგომარეობაში მიყვანა. B) როდესაც იარაღი გადატენილია, უსაფრთხოება დაცულია, მხოლოდ მაშინ როდესაც იარაღის ლულა მიმართულია მიზნების მხარეს და მსროლელი არის მზად გასროლისთვის. С) მსროლელებ შორის უსაფრთხო მანძილი, სასროლე ხაზზე, ირჩევა თავისუფლად. D) ყველა მსროლელი პასუხისმგებელია, ცეცხლის გახსნის თავის სექტორზე, და ასევე უსაფრთხოებაზე, სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით. F) იმ შემთხვევაში, თუ გასროლა რაიმე მიზეზის გამო არ იქნება ჩატარებული, მსაჯი ხაზზე უნდა გამოაცხადოს "შეწყვიტეთ ცეცხლი". და იარაღი უნდა იქნას მოხსნილიო საბრძოლო მდგომარეობიდან და ტყვია უნდა იქნას ამოღებული. G) გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია მსაჯების მიერ, მიიღება ქამათის გარეშე, და უნდა იყოს შესრულებული დაუყოვნებლივ. 4) მიესალმება ყველა ზომა მიღებულია უსაფრთხოების დასაცავად. მნიშვნელოვანია რომ მსროლელებმა ატარებდნენ უსაფრთხო სტილს, იარაღთან მობყრობისას. საჭიროა, რომ მონაწილეებმა შეახსენონ ერთმანეთს წესები და საჭიროების შემთხვევაში აცნობონ მსაჯს. 5) აკრძალულია, ცეცხლის ხაზზე, პატარა ბავშვების ყოფნა. 6) მონაწილეები, რომლებიც არიან კატეგორიაში "ყმაწვილი" (18 წლამდე), მიიღება "სტანდარტულ კლასში" მონაწილეობისთვის, მხოლოდ უსაფრთხოები ინსტრუქტირების გავლის შემდეგ. 7) აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების დალევა, როგორც სასროლე პოზიციაზე, ასევე მაყურებლების ადგილებზე. აღნიშნული წესები არის უმკაცრესად დასაცავი. დამნაშავეები იქნებიან გადევნილები სასროლე პოზიციიდან ან გარიცხულები შეჯიბრებებიდან. შეჯიბრებების თერმინოლოგია - ცეცხლი - გადატენო იარაღი და დაიწყო სროლა. - ცეცხლის შეწყვეტა - სროლის შეწყვეტა, და ყველა იარაღის საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა. - სასროლო კრება - დრო, როდესაც შეჯიბრებების ორგანიზატორი, მიმარტავს მონაწილეებს, უხსნის წესებს, საჭირო პროცედურებს, სროლის დროს, გასროლების რაოდენობას და სხვა ინფორმაციას. - სასროლე ადგილი - ადგილი მოძრაობის მარშრუტზე, საიდანაც ტარდება მიზანზე სროლა. - ხაზის მაჩვენებელი - ორი მაჩვენებელი (ჯოხი), რომლების მიხედვით უნდა განლაგდეს მსროლელი. - მსაჯი ხაზზე - მოხალისე, რომელიც უთვალთვალებს, წესების დაცვას, შეჯიბრებების სვლის დროს. - მთავარი მსაჯი - პასუხისმგებელი პირი, შეჯიბრების ჩატარებაზე და ყველა წესი დაცვაზე, რომელიც აძლევს, სროლის დაწყები და დამტავრების კამანდას, და ასევე წყვიტავს საკამათო მომენტებს. - COP - ჩამთვლელი კომისია, რომლის მოვალეობებში შედის: а) მონაწილეების რეგისტრაცია б) "ჯრების ჩატარება"- 3 ადამიანამდე, მონაწილეების ჯგუფებზე გაყოფა. в) შეჯიბრებების შედეგების პროტოკოლის წაყვანა.
| |
> |
|
|
Feb 19 2009, 06:15 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Jah აუ მალადეც რა. თეთრი შურით მშურს რომ ამდენის დაწერა შეგიძლია. საღოლ საკაიფო ნამუშევარია. მე დავამატებდი ერთ სასიამოვნო ამბავს ჩამომივიდა კიდევ ერთი კაი რაღაც აღწერას, ფოტო მიმოხილვას და ჩამოტანის პროცედურას სტანდარტულად დავდებ (სავარაუდოდ შაბათ კვირას) მანამდე შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ მარტივი მექანიზმია, არაფერი არ უდგას წინ მის აქ გაკეთებას, განხილვის შემდეგ მივაყოლებ სავარაუდო გაკეთების აღწერებს. ეგებ და ეს მარტივი მექანიზმი მაინც გამოვუშვათ აქ , კუსტარულად მარა....
| |
> |
|
|
Feb 19 2009, 07:30 PM
პოსტი
#3
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(ja_ja @ 19th February 2009 - 03:15 PM) არაფერი არ უდგას წინ მის აქ გაკეთებას, განხილვის შემდეგ მივაყოლებ სავარაუდო გაკეთების აღწერებს. ეგებ და ეს მარტივი მექანიზმი მაინც გამოვუშვათ აქ , კუსტარულად მარა.... ეს კარგი რამე შეგიძენია... გილოცავ. მეც მაგაზე ვიფიქრე, თუ ცავატარებთ როდესმე შეჯიბრებებს, ამდენ მიზანს რა ცამოიტანს ხო და აქ გავაკეთებთ მეთქი. ახლა კი მთლად ნიმუში გვაქვს გაიხარე.
| |
> |
|
|
Feb 19 2009, 07:31 PM
პოსტი
#4
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
მალადეც რა უღრმესი მადლობა რომ ამხელა შრომა გაწიე, მშვენიერია , მემგონი ჩვენთანაც უნდა ჩავატაროთ ესეთი ტურნირები, ალბათ ვისაც პნევმატიკა აქვს ყველას ექნება ამის სურვილი, ეს ხომ პრაქტიკულად ვარჯიშია ნადირობისთვის
| |
> |
|
|
Feb 19 2009, 07:39 PM
პოსტი
#5
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(geojorjika @ 19th February 2009 - 05:31 PM) მალადეც რა უღრმესი მადლობა რომ ამხელა შრომა გაწიე, მშვენიერია , მემგონი ჩვენთანაც უნდა ჩავატაროთ ესეთი ტურნირები, ალბათ ვისაც პნევმატიკა აქვს ყველას ექნება ამის სურვილი, ეს ხომ პრაქტიკულად ვარჯიშია ნადირობისთვის მადლობა შეფასებისთვის აუცილებლად ცავატარებთ. მტავარია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაავადოთ პნევმით ჩვენს ქალაქში მაინც
| |
> |
|
|
Feb 19 2009, 09:01 PM
პოსტი
#6
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
აი ეს საჩემო სტილიაა დავიწყებ ვარჯიშს კრიშაზე ჯერ გამოვჯანმრთელდე ოხ ეს გაციება :lol: საღოლ ჯაჰ მართლა სერიოზული სტატიაა ჯა ჯა მაგარი ციყვია მომილოცავს
| |
> |
|
|
Feb 20 2009, 12:56 AM
პოსტი
#7
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 667 რეგისტრ.: 8-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 10 |
Jah ბრავო, ძალიან კარგია ამდენს რომ შრომობ, არადა წარმოიდგინეთ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, 1000 ოქრო შენ
| |
> |
|
|
Apr 10 2009, 01:35 PM
პოსტი
#8
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
საინტერესო ვიდეო
| |
> |
|
|
Apr 10 2009, 04:00 PM
პოსტი
#9
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
როარჩანს?
| |
> |
|
|
Apr 10 2009, 04:08 PM
პოსტი
#10
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(parna @ 10th April 2009 - 05:00 PM) როარჩანს? უცნაურია... ჩემთან ჩანს.
| |
> |
|
|
Apr 10 2009, 04:20 PM
პოსტი
#11
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ვნახე როდის ავალთ ამდონემდე ნეტა -_-
| |
> |
|
|
Apr 11 2009, 01:43 PM
პოსტი
#12
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 8-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 11 |
ეეჰჰჰჰ -_- მთავარია შევიარაღდეთ და მერე ყველაფერს გავაკეთებთ
| |
> |
|
|
Apr 17 2010, 10:27 PM
პოსტი
#13
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
ja_ja ციტატა(ja_ja @ 19th February 2009 - 07:15 PM) აუ მალადეც რა. თეთრი შურით მშურს რომ ამდენის დაწერა შეგიძლია. ჯაჯ ეს რაიყო
| |
> |
|
|
Apr 17 2010, 10:37 PM
პოსტი
#14
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,141 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 286 |
bazuka მაგაზე მეც ვიკაიფე, ჯაჯას რომ ვინმეს წერა გაუკვირდება?
| |
> |
|
|
Apr 17 2010, 10:56 PM
პოსტი
#15
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 |
ისე მაგის მაგვარის მოწყობის შანსი რამდენად გვაქვს? რო მოვინდომოთ მგონი გამოვა რაღაც, შეიძლება მაგ დონის არა მარა მიმსავსებული მაინც...
| |
> |
|
|
Apr 17 2010, 11:23 PM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
giga_st მე მხარს აგიბან ეგეთ საქმეში იმიტომ რომ ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვათვალიერებ FT საიტებს და თან და თან მომწონს ეს სპორტი
| |
> |
|
|
Apr 17 2010, 11:30 PM
პოსტი
#17
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,141 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 286 |
თან კარგი ამინდები იმუქრება. მეც თქვენს გვერდით ვარ
| |
> |
|
|
Apr 18 2010, 12:02 AM
პოსტი
#18
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
ფრიად მოხარული ვიქნები თუ მაგ საქმეს სერიოზულად მივხედავთ
| |
> |
|
|
Apr 18 2010, 12:03 AM
პოსტი
#19
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 |
სიამუვნებით მივიღებ მაგისთანა რაღაცის ორგანიზებაში მონაწილეობას, როგორც ფიზიკური შრომით ისე ფინანსურად, იმედია გია ორგანიზებას გააკეთებს და შეხვედრა იქნება საჭირო, საბედნიეროდ ბევრი "მოწამლულია" ჩვენს გარშემო და მგონი საინტერესო რაღაც შეიძლება გამოვიდეს.
| |
> |
|
|
Apr 18 2010, 12:24 AM
პოსტი
#20
|
||
მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 806 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 147 |
კარგი იქნება ერთი მაინც მოგვეწყო მინიმუმ
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th November 2024 - 09:51 AM |
Hosted by Pro-Service |