CQB სტრაიკბოლში, Close Quarters Battle |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
CQB სტრაიკბოლში, Close Quarters Battle |
Jul 19 2009, 08:18 PM
პოსტი
#1
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
მოკლედ, დღეს, აქვე, თბილისის მახლობლად, ერთ მშვენიერ პოლიგონზე (შეგნებულად არ ვასახელებ პოლიგონის მდებარეობას ზუსტად) წავედით სტრაიკზე. ჩვენი ფორუმიდან მე და ფარნა ვიყავით. ჯამში სულ ვიყავით ჯერ 10 კაცი, შემდეგ შემოგვემატა კიდევ ერთი - აკნოტა, სტრაიკის იარაღების ოსტატი სცენარი მარტივი იყო - თითოეულ გუნდს ჰქონდა 2-2 დროშა. გუნდის მიზანი იყო მოწინააღმდეგის დროში აღება და თამაშის ბოლომდე შენარჩუნება. თამაშის დასრულებისას (თითო თამაში ~40 წუთი გრძელდებოდა) რომელ გუნდსაც მეტი დროშა ექნებოდა კონტროლქვეშ, ის იგებდა. სულ 3 თუ 4 თამაში ვითამაშეთ. ჩვენი რაოდენობა საკმაოდ კარგად მოერგო პოლიგონის ზომას. არც მტრის ნაკლებობას განვიცდიდით და არც ე.წ. "ზედახორა" იყო. რაც შეეხება შენობას, სადაც თამაში მიდიოდა: შენობა აშკარად მოითხოვს გუნდურ თამაშს. პოზიციების გამაგრებისას ერთი კაცი საკმარისი არაა. საჭიროა მინიმუმ ორი, ზოგ წერტილში მეტიც. რაც მთავარია, რაც უფრო მეტხანს ძლებ, მით უფრო მტკივნეულია სიკვდილი (იქ რამდენი ხანი ჩასაფრებული იყავი, პოზიციას ამაგრებდი, იქ დროშა გამოგქონდა...) მოკლედ, ადრენალინი ზღვა რაოდენობით მოდის. + იმის გამო, რომ პოლიგონი პატარა ზომისაა, სროლა ხშირია და ახალი მოთამაშეებისთვის განსაკუთრებით კარგია, იგივე ტყვიის მოხვედრის დამუღამებისთვის, იგივე სავარჯიშოდ ზოგადად და ა.შ. ასეთ პატარა ზომის პოლიგონებზე და შენობებში ხშირია დუელებიც, როცა მტერთან ერთი-ერთზე გიწევს ბრძოლა და გამარჯვება დიდწილად ტაქტიკაზეა დამოკიდებული. პირადად მე მოვკალი რამდენიმე მოთამაშე, მეც არ დამაკლეს ტყვიები მომხვდა შუბლშიც, ლოყაშიც, სათვალეებშიც... მაგრამ განსაკუთრებით მწარე ზურგში აღმოჩნდა, თან შორიდან! ~140 მ/წმ ტუნინგიანი იარაღიდან. ერთი იყო, რომ არც ველოდებოდი იმ მომენტში მტრის ცეცხლს, და მეორეც, ტკივილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა პირველი ტყვიისგან კუნთში, რომ ხმა ვერ ამოვიღე. ვერ ვიყვირე, და კიდევ ორიც მომხვდა ვიკადრე მერე ყვირილი და ფეხზე წამოდგომა სანამ რესპაუნამდე ჩავედი, მაგრად მეწვოდა ნატყვიარები. თანაც გზა რესპაუნამდე მოკლე არაა, მეორე სართულიდან უნდა ჩახვიდე სულ ქვემოთ, ნანგრევებიან შენობაში. იყო მეორე საინტერესო მომენტი, როცა დერეფანში ვმოძრაობდი და მეგონა, მტერი არ იყო წინ. ვიყურები წინ და უცბად ვხედავ: საიდანღაც შარიკი გამოფრინდა და მომხვდა თვალში (სათვალეში) + მეორეც, ისიც სათვალეში ახლაც არ ვიცი საიდან გამოფრინდა ის ორი ტყვია ზუსტად, ვერ დავაფიქსირე მტერი. იყო ძალიან საინტერესო და ძალიან დაძაბული დუელი ROGI-სთან, პირველი თამაშისას და კრიტიკულ მომენტში გაგვაწყვეტინეს, მორჩა თამაში, გავიდა დროო არადა რამდენი ადრენალინი, ენერგია და ნერვები დაიხარჯა სანამ სულ რაღაც 5 მეტრით წინ წავიწევდი და დერეფანში შევიდოდი, სადაც ROGI იდგა... იყო მეორე შემთხვევა იმავე ROGI-სთან, როცა XZ როგორ არ მომხვდა ტყვია. ჩემს თანაგუნდელ DIVER-თან ერთად ავედი მეორე სართულზე, ორივე მხარეს, მარჯვნივაც და მარცნივაც მტერი იყო. უცბად მარცხნიდან ROGI გადმოხტა, ისროლა, მეც ვისროლე. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ DIVER მოკვდა და მოკვდა ROGI-ც, მე გადავურჩი ტყვიებს. ამ დროს ვიცი, რომ მტერი #2 მარჯვნივაა. ავიღე დროშა, რომელიც დაივერმა დატოვა სიკვდილის გამო და ქვემოთ დავიწყე მოძრაობა კიბისკენ. წამიც და დავაფიქსირე როგორ ვუყურებდი G36-ის ლულას წამის მეასედი და... ავტომატური ცეცხლი გაიხსნა G36-დან... მაგრამ... სადაა ტყვიები?! არცერთი ტყვია ჩემი მიმართულებით არ გამოფრენილა, მეორე ცეცხლი, ისევ არაა ტყვიების ხმა. თურმე "ხალასტოიზე" ისროდა ავტომატი არადა ნეტა იცოდეთ, რა მომენტია, როცა ზუსტად შენს წინ G36-ის ლულას ხედავ, 4 მეტრში და სროლის ხმა გესმის + ტყვიების ხმა არაა, არ კვდები. მომენტში მეც ვიფიქრე, მხვდება და მე დავკარგე გრძნობა და ხომ არ ვიყვირო მოვკვდი მეთქი ბოლო თამაშში, როცა აკნოტა შემოგვემატა, იყო კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, ვიცავდი კიბეებს დერეფანში, მეორე სართულზე და ამავე დროს ფანჯრიდან ვიხედებოდი გარეთ. ერთი გახედვისას აკნოტა დავინახე, რომელიც მტრის ბანაკში იყო. დასწყევლოს ეშმაკმა, იარაღი დაშვებული მქონდა იმ მომენტში. სანამ თავი შემოვყავი რომ აკნოტას არ შევემჩნიე (მაგრამ რას გამოვაპარებდი, დამინახა მაინც ), გადავწიე იარაღი და ვისროლე, აკნოტა მზად დამიხვდა (წამის მეათედში მოხდა ეს ყველაფერი). ორივემ ვესროლეთ ერთმანეთს, მაგრამ ორივემ ავაცილეთ. არადა კარგი მომენტი იყო... ჰო, ფარნაც შემომაკვდა ხეებში მიძვრებოდა, უნდოდა გარედან მოევლო ჩვენთვის და ჩემი საყვარელი კიბის პოზიციიდან დავინახე ფანჯრის იქით 10-15 ტყვია ვესროლე, 3 მომხვდაო ფარნამ თამაშის მერე ვიხინკლავეთ და ლუდიც მივირთვით ფარნას რა დაემართა, თვითონ დაწეროს :P მოკლედ, მშვენიერი თამაში იყო, მივიღე CQB გამოცდილება, დაიხარჯა ბევრი ენერგია, ვისიამოვნე, იყო ოხრად ადრენალინილი და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი სუპერ გამოვიდა ყველამ ვისიამოვნეთ
| |
> |
|
|
Jul 19 2009, 08:57 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ხოო ძაან მაგარი იყოო სანამ შენ მოგკლავდი იმ გორიდან დაივერას გავარტყი აძინოჩნითი და აღმოჩNდა რომ სიბნელეში თურმე ფოვერ ვანო იყო და რო დამიშვა იქიდან ეგრევე მომხვდა გრძელი ოჩერედი და წავედი გასაცოცხლებლად ხოო მე შარვალი გამეხა უბიდან კოჭამდე და დავრბოდი და ვთამაშობდი ეგრე რამექნა აბაა :lol: ერთი რაღაც მისტიური გასროლა გამომივიდა მოკლედ მივტასაობ გორაზე და მესმის ოჩერედის ხმა ჩემკენ ნასროლის დავარდი ზურგზე რო არმომხვედროდა არც მომხვდა :lol: და საპასუხოდ ერთი ვისროლე მარჯვენა ხელიდან პროსტა მარტო 1 ტყვია და მომხვდააააააა იქიდან ისმის ლამის გამოვშტერდი :lol:
| |
> |
|
|
Jul 19 2009, 09:24 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მდააააააააააააა, მოშნად ერთოდით, ისე დროა მემგონი მეც ვიფიქრო სტრაკზე , მრა მანამდე მარადიორი მინდააააა
| |
> |
|
|
Jul 19 2009, 10:57 PM
პოსტი
#4
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ja_ja მდაა მემგონი მეც დამაწყებინებენ ესენი სტრაიკის თამაშს
| |
> |
|
|
Jul 20 2009, 10:43 AM
პოსტი
#5
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 16-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 18 |
ვააა DIVER ას პრემიერა შედგა?) ვულოცავ POWER-VANO სვაფი დაამუგამე აუცილებლათ რაც მალე მით უქეთესი.. მეორე ხელიდან სროლა
| |
> |
|
|
Jul 20 2009, 10:50 AM
პოსტი
#6
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
dePadel კი, ნუბიკები ბევრნი ვიყავით ამ თამაშზე საერთო რაოდენობასთან შედარებით მე, დაივერა, სტალკერის ძმა როგი და ფარნა. ციტატა(dePadel @ 20th July 2009 - 11:43 AM) POWER-VANO სვაფი დაამუგამე აუცილებლათ რაც მალე მით უქეთესი.. მეორე ხელიდან სროლა აჰაა, ანუ მარცხენა ხელითაც რომ ვისროლო ხოლმე ხომ? აი ეხლა დავფიქრდი და გუშინ მარცხენა ხელით არცერთხელ არ მისვრია, არადა ზუსტად მაგიტონ მოასწრო აკნოტამ გაქცევა მაგალითად. დროც დავკარგე სანამ იარაღიანად ფანჯარაში გამოვჩნდი, + მთელი ტანი დაინახა აკნოტამ სამიზნედ. არადა მარცხენათი რომ მესროლა, მომესწრო იქნებ :user: ვივარჯიშებ მაგაში აუცილებლად
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 11:24 AM |
Hosted by Pro-Service |