გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Beretta PX4 Storm CO2, მოკლე მიმოხილვა პირადი გამოცდილებიდან.
svani1990
პოსტი Aug 16 2014, 12:04 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 5-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,684
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით ყველას.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, შევიძინე ეს იარაღი რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი Beretta-ს დიდი ფანი ვარ biggrin.gif მითუმეტეს PX4 მომწონს ძალიან, მეორე მინდოდა რეალურან ძალიან მიახლოებული იარაღი, მესამე მჭირდებოდა Blow back იარაღი რომლითაც ვივარჯიშებდი სროლაში. ბევრი ძებნისა და რჩევების შემდეგ შევიძინე სწორედ ეს იარაღი. ერთი შეხედვით რეალურისგან ნამდვილად ვერ დაარჩევთ, თუ ძალიან კარგად არ იცით ნამდვილი იარაღის ვიზუალი. აქ არ დავწერ ამ ყველაფერს და ნამდვილს არ შევადარებ biggrin.gif მაგრამ თუ ვინმეს სურვილი ექნება მაგასაც მოგახსენებთ.
დამზადებულია Umarex-ის მიერ
კალიბრი: 0.177" (4.5მმ)
მაქსიმალური სიჩქარე: 380 FPS
მჭიდის ტევადობა: 16 BB ან pellet
პირველ რიგში დიდი მადლობა gregory-ს, BB-სა და CO2 კარტრიჯებისთვის, ამის მერე ვიცი ვისთანაც უნდა მივიდე. რაც შეეხება იარაღს, იარაღის მექანიზმი და მოძრავი ნაწილები არის მეტალის, მჭიდი არის პლასტმასის. პირველი კარტრიჯიდან გაისროლა 88 BB, პირველი, დაახლოებით 60 BB, გაისროლა საკმაოდ კარგად, სამიზნესაც ზუსტად ხვდებოდა დაახლოებით 10 მეტრიდან. დანარჩენი 22 აურია, ხან Blowback აღარ მუშაობდა, ხან BB-ს ფეხებთან მიგდებდა biggrin.gif, გამოუცდელობის გამო სამწუხაროდ 1 კარტრიჯი გავაფუჭე, ბოლომდე არ მოვუჭირე და კარგად არ ჩავსვი იარაღში და შესაბამისად შედეგიც სახეზე იყო გაისროლა მხოლოდ 35 BB biggrin.gif, დანარჩენი კარტრიჯებიდანაც დაახლოებით პირველი კარტრიჯის შედეგი მაჩვენა. იარაღზე და BB-ზე ძალიან დიდი გავლენას ახდენს მინიმალური ქარიც კი, მომენტალურად უცვლის BB-ს ტრაექტორიას. საკამოდ ძლიერი იარაღია. სამწუხაროდ ვერ შევამოწმე "პისტოლეტიდან სროლის სავარჯიშოთი" რომელიც შექუჩულობის დადგენას და პლიუსებისა და მინუსების გამოჩენას შეუწყობდა ხელს, ამ შედეგებს უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. რაც შეეხება Blow back-ს იარაღს აქვს საკმაოდ დიდი უკუცემა, თუ შევადარებთ Beretta 92FS-ს, ან 9mm-იან მაკაროვის პისტოლეტს, უკუცემა თითქმის ერთი და იგივე აქვთ (რა თქმა უნდა პირველ 30 BB-ს დროს biggrin.gif შემდეგ უკუცემაც უქება), შესაბამისად ამ იარაღით სროლაში ვარჯიში სავსებით შესაძლებელია. ასევე გამოვიწერე Beretta PX4-ის ჰოლსტერი, რომელიც ზუსტად მოერგო იარაღს, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ იარაღი რეალურთან ძალიან მიახლოებულია.
იარაღის ბევრი ფუნქციის გამოცდა ჯერ ვერ მოვასწარი, მაგალითად როგორ გაისვრის pellet-ებს. ან მოძრაობის დროს რამდენად ზუსტად მოხვდება სამიზნეში. მეტ ინფორმაციას თბილისში რომ დავბრუნდები და კარტრიჯებისა და პელეტების მარაგს შევავსებ შემდეგ მოგახსენებთ.
ესეც რამდენიმე სურათი:



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th November 2024 - 11:00 PM
Hosted by Pro-Service