იჟ 60-61 + კრუგერის კიტი, იჟ 60-61 ის pcp სისტემაზე გადაყვანა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
იჟ 60-61 + კრუგერის კიტი, იჟ 60-61 ის pcp სისტემაზე გადაყვანა |
Mar 31 2018, 12:33 AM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ მეგობრებო! მოკლედ, გადავწყვიტე ახალი თემის გახსნა, ვინაიდან კონკრეტულად ამ მოდელის (იჟ 60-61 ის) კრუგერის კიტით პცპ სისტემაზე გადაყვანის თაობაზე თემა ვერ ვნახე, არის ერთი მარა ის კროსმანს+კრუგერის კიტს ეხება. მინდა გაგიზიაროთ რა სირთულეებს წავაწყდი მე და თუ შემდეგში თქვენც მოინდომებთ ანალოგიური "ღრმა აბგრეიდის" გაკეთებას წინასწარ გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომები თუ გინდაც გამოუცდელობა. წინასწარ ვაცხადებ მე პცპ სფეროში დიდი ხანი არაა რაც შემოვდგი ფეხი და რაღაც რაღაცეები შეიძლება არასწორი დასახელებით ან საერთოდ შეცდომით დავწერო და ამისთვის მეგობრებო მკაცრად ნუ განმსჯით, მიმითითეთ, შემისწორეთ. ამით უფრო დამეხმარებით მეც რომ ცოტა კიდევ წინ წავიწიო ამ სფეროში. დავიწყოთ: მოკლედ ბედნიერი შემთხვევის წყალობით ერთმა კარგმა კაცმა შეიძლება ითქვას მაჩუქა ძველი გამოშვება (რკინის კოლოფიანი) იჟ-61. მცირე ხელის შევლების შემდეგ და ცოტა ფანტაზიის წყალობით გამოვიდა ეს: მარა უბედურება ის იყო რომ ტყვისს მიმწოდი იყო გატეხილი და მაშინ ვისაც ვიცნობდი ყველა ტოკარი და იარაღის ხელოსნებიცკი შევაწუხე მარა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ (ვისაც გაქვთ ნანახი იჟ 61 ის მიმწოდებელი მიხვდებით რაზეა საუბარი, დაბოლოვება რამდენიმე იარუსიანი კუთხვილებითაა გამოყვანილი) ხოდა ამ ნაწილის კითხვა კითხვაში წავაწყდი რუსულ ფორუმზე პცპ სისტემაზე გადაყვანის ვარიანტებს, ძირითადად კრუგერის და კილერის კიტებზე იყო საუბარი და იმ ფორუმზე უმეტესობა, ზოგიერთი კილერის კიტის მფლობელიცკი კრუგერს ამჯობინებდა. ხოდა მეც კრუგერს ჩავუჟექი. ბევრი რჩევა რჩევის შემდეგ (აქაც დავსვი რამდენჯერმე კითხვა და რჩევებიც მივიღე) არჩევანი გავაკეთე კრუგერის "სნაიპერ-2" კიტზე იჟ 61 ისთვის, ხოლოთ მასთან ერთად დამატებით შევუკვეთე ორი მჭიდი 4,5 კალიბრის (ზუსტად იგივეა ფორმა და კონსტუქციისა რაც მარაუდერს უყენდება) რედუქტორი "სტანდარტი" 70მმ.-30 სმ.კუბ. მოცულობის (ხოლოთ შეცდომით "მაქსი" 85მმ-40 სმ.კუბ. ით ჩამომიტანეს რაც ეხლა უფრო უკეთესი ვარიანტი მგონია) დამტენი ბალონის სატენი სადგურის სრული კომპლექტი და რეზინკების დამატებით ერთი რემკომპლექტი. ხოლოთ ამ ყველაფრის შერჩევეში ბევრი დრო გავიდა და თან ყოველ საღამოს სამუშაოდან მოსულს ეს ჩემი საპატარძალოსავით მოლამაზებულ-მოკოხტავებული იჟიკა ერთი საცოდავად გამომხედავდა, ამოიოხდებდა საწყლად და ისევ თავის კუთხეს მიეყუდებოდა ხოლმე და ვეღალ გავუძელი ამის საცოდაობას და ახალი პლასტიკის კოლოფიანი იჯ-61 "შემომეყიდა" რომლის მიმწოდებელიც უმალ მოირგო ძველმა მოდელმა ახალმა კი ჩემი ფანტაზიით და ერთი ხელმრუდე ტოკარის წყალობით მახინჯი მიმწოდებელი მოირგო. (სურათებს ქვემოთ დავდებ და მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ) ეს თვითონ კიტის კომპლექტი კრუგერის ფორუმიდან (მარა აქ დამრტყმელი იჟ 60 ისაა და არა 61 ის) ვინც შემდეგში გადაწყვეტთ მსგავსი კიტის შეკვეთას გაითვალისწინეთ რეზერვუარის ზომა და ლულის დიამეტრი აუცილებლად უნდა მიუთითოთ შეკვეთის დროს, ფასიც რეზერვუარის ზომის მიხედვით მერყეობს!!! მე შევუკვეთე 430მმ. 281სმ.კუბ. მოცულობის ესეც რედუქტორის და დანარჩენი ზემოთ ჩამონათვალი შეკვეთის სურათები: და ესენი უკვე აქ ჩამოტანილი: ხოდა ჩამოტანის დღესვე ვეცი ამ ჩემს იჟებს და ჰოი საოცრებავ, პლასტიკზე კი მიდის ყველაფერი ზომაში კარგათ, გაწყობილად მარა რკინისაზე ნურას უკაცრავად!!! და აი რატომ!!! ყველაზე დიდი პრობლემა რამაც რკინის კოფზე იჩინა თავი იყო ცილინდრის დიამეტრი, რაშიც რეზერვუარი ჯდება აღმოჩნდა ოდნავ დიდი მარა საკმარისად იმისთვის რომ შიგ ჩადგმულ რეზერვუარს ფოლხვა ქონოდა. აი სურათებიც: ეს პლასტიკის რაშიც იდეალურად ჯდება. ესეც რკინის, განსხვავებას თქვენც ხედავთ. მერე გამახსენდა რომ აქაც მაფრთხილებდა (მგონი სეკურიფა) და თვითონ კრუგერიც მიუთითებს რომ ეს კიტები პლასტიკზე მიდისო უპრობლემოთ ან ძააააალიან მინიმალური შესწორებებით, მარა აი რკინის კოლოფზეო კრუგერისავე სიტყვები რომ ვიხმარო როგორც მინიმუმ "ნაპილნიკის" კაი გვარიანი გახურება გელითოოოო!!! ხოდა რაღა დამრჩენოდა? ავდექი და პლასტიკზე ავაწყე და მივიღე ეს: ვიდზე კი რა დაიწუნებდა, მეც კაი კმაყოფილი დავრჩი მარა აი შედეგები სროლის "კაშმარ"!!! გაბნევა ტყვიის სასწაული. მერე გავქრონეთ და სხვაობა ტყვიის სიჩქარეებში იყო 20-22 მ.წმ. და იყო შემთხვევა რომ 31 მ.წმ მომცა სხვაობა. რედუქტორითაცკი. მერე დავიწყე მიზეზების ძიება და ვიპოვეთ შემდეგი: ის საშინელი მიმწოდებელი და + მჭიდიდან ტყვიის ლულაში გადასვლის დროს ტყვია ძალიან ზიანდებოდა (ხო მართლა ამ პლასრიკზე მჭიდი თავისივე დავუტოვე რადგან საბოლოოთ მაინც რკინისაზე გადაწყობას ვაპირებდი და ეს პლასტიკის არმინდოდა გამეფუჭებინა, ჩემი დათკასთვის ზედ გამოჭრილი იყო და გადავწყვიტე ეს ისევ ბავშვისთვის ამეწყო) და რამაც ყველაზე მეტად პლასტიკის კოლოფზე ამიცრუა გული იყო ეს: ამ სურათების ავტორი როგორც აღნიშნავდა თოფის პატრონს ამის შედეგად სახეზე სერიოზული დაზიანებაც მიუღია. ხოდა საბოლოოდ გადავწყვიტე ბედთან "რუსული რულეტკა" არ მეთამაშა (მე კიდე ჯანდაბას, ვინმე სხვას ან სულაც ბავშვს არ დამართოდა რამე მაგის შემეშინდა, ვასწავლი სროლას და ზოგჯერ ჩემს თოფებზეც მთხოვს მასროლინეო, ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობით რათქმაუნდა) ხოდა ბევრი წვალების შემდეგ უცებ გამომიჩნდა შანსი თვითონ კრუგერისავე კოლოფის გამოწერისა და მეც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვიწერე ბიატლონური გადატენვის ვერსიის, ხოლოთ იქ შეკვეთაში თხოვეს კრუგერს და ცაციაზე გადამიწყო (მე სროლისას ცაციავარ) მარჯვნივ სახელურის ჭრილი დარჩა და შავი პლასმასის საცობით ამოავსო. ამასობაში კრუგერმა შემოგვთავაზა თავის ახალი ფისტალეტის სახელური, ცევიო და კონდახი. (აქვე მინდა შევნიშნო ამ კონდახის მინუსი მდგომარეობს სიგრძის რეგულირების არქინაში და ასევე ცაციისთვის აშკარად არააქვს გათვლილი და შებრუნებისას ცოტა უხერხული მდგომარეობით მომიწია ლოყის სადების დაყენებამ) ჩემდა სასიხარულოდ ფისტალეტის სახელური კონდახისგან განსხვავებით ორივე მხრიდან მსროლელზეა გათვლილი. და მეც ჩამკეტის ღილაკი ძალიან უპრობლემოდ გადავაწყე ცაციაზე. ამ თავის ახალ გარე კომპლექტს კრუგერმა "შიშველი სტილი" დაარქვა. ეგეც დავუკვეთე და საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას" მოკლედ, ეს კომპლექტიც ჩამოვიდა და ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი: კიდევ ერთხელ, ახალმა გამომწერება გაითვალისწინეთ რომ კრუგერისავე კოლოფს ჭირდება თავისი, სპეციალური რეზერვუარის ნემსაზე დამრტყმელი, აი ესეთი: რომელიც მე არ ვიცოდი და არც იქიდან გამაფრთხილეს, როგორც მაგალითად ფისტალეტის სახელურის ყიდვისას გამაფრთხილეს აუცილებლად სხვა კონკრეტულად ამ სახელურზე მორგებული სასხლეტი დაგჭირდებათო. (აქვე ავღნიშნავ რომ იჟ 60-61 ის სასხლეტები ბევრ ვიაიპი კლასის ბრენდულ თოფს შეშურდება იმდენად რბილი და სასიამოვნო სასხლეტიაქვს) ხოდა აქ უკვე მოთმინებამ მიღალატა და იძულებული გავხდი ჩემი დამრტყმელი მომერგო ამ კოლოფისთვის, რისტვისაც დამჭირდა დამრტყმელში ამ ჭრილის გაკეთება (მომავლისთვის იმედიმაქვს ჯაჯა დამეხმარები ამ მთლიანი ფტოროპლასტის დამრტყმელის დამზადებაში? ) ხოლოთ აქ კიდევ ერთი ნიუანსია, იჟ 61 ის დამრტყმელ ჩამკეტი მექანიზმი ისეა მოწყობილი რომ გასროლითვის ორი მოქმედების კეთება მიწევს, გადატენვის ანუ "შეყენების" შემდეგ აი მაგ პტოროპლასტის დამრტყმელის შავად შეღებილი ლითონის გარსაცმი რომაა, მაგის ისევ ხელით წინ გაწევაა საჭირო, როგორც მაგალითად პკ ტყვიამფრქვევის პირველი გადატენვის შემთხვევაში ჩახმახის შეყენებისთვის რო მოწევ სახელურს და მერე ტყვიის ლულაში შეტანისთვის ისევ ხელით რომ უნდა მიწიო იგივე სახელური, აი დაახლოვებით იგივე მოქმედება ჭირდება ამ დამრტყმელსაც, რაც თავის დამრტყმელის შემთხვევაში არ უნდა, ერთი მოქმედებით ტენი და ისვრი. (ამ განსხვავების თაობაზე შესაძლოა შემდეგში პატარა ვიდეო როლიკიც დავდო) ხო მართლა რედუქტორზე არ მითქვია, მე მაქვს "მაქსი" 40 კუბიანი რედუქტორი რომელიც გათვლილია 5,5 კალიბრის მძიმე ტყვიებზე, 6,35 და 7,62 კალიბრებზე. ამიტომ 4,5 კალიბრისთვის საჭირო გახდა 40 კუბის მოცულობის შემცირება 30 კუბამდე. (წნევა 130 ბარზეა დაყენებული კრუგერის მიერ, მარა სურვილისამებრ შემიძლია დავუკლო ან მოვუმატო) ხოდა შემცირებისთვის აქაც დავსვი კითხვა და ჯაჯას რჩევა გავითვალისწინე, რედუქტორში ჩავდე 32მმ დიამეტრის, 3,3მმ კედლის სისქის (კედლის სისქეს დიდი მნიშვნელობააქვს მოცულობის სწორად მიღებისთვის) და 42მმ სიგრძის პლასმასის მილის მონაჭერი. აი დაწვენილი თეთრი მილი რომელიცაა, ყველაზე თხელკედლიანი მაგან მომცა ზუსტად ის 30 კუბის მოცულობა. და ეგ მოვათავსე რედუქტორში და ბოლოს მივიღე ეს შედეგი: თოფის საბოლოო რეზიუმე: მთლიანი თოფის სიგრძე 90სმ. კოლოფი კრუგერის, გადატენვა ბიატლონური ტიპის კალიბრი 4,5 (მარადას 10 ტყვიან მჭიდებზეა) ლულა იჟის 45სმ. 13მმ დიამეტრის (ჩოკით) ინტეგრირებული მოდერი დიამეტრი 25მმ. 5 ცალი კონუსური ჭიქით, მთლიანი სიგრძე 525მმ. რეზერვუარი 430მმ. 281 კუბ. მოცულობის დიამეტრი 40მმ. რედუქტორი 85მმ. 40 სმ.კუბ. (გადაყვანილი 30 კუბზე) ამჟამად წნევა 130 ბარ. დიამეტრი 40მმ. ეხლა ჯერი უკვე ტყვიის შერჩევაზე, გაქრონვაზე და საბოლოო ტყვის რაჯგუფებს მივიღებ იმაზეა. ვნახოთ რა გამოვა. იმედიმაქვს უჰ რამხელა არზა გამომსვლია დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის, სიამოვნებით მივიღებ თუ რამე შენიშვნები გექნებათ ან რაიმე ახალ იდეას თუ მომაწვდით.
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 01:13 AM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
ხო კიდევ იმხელა "პროსტინა" გამოვფინე ამ ლინკის დადება დამავიწყდა, აქ თავიდან ტყვიის სიჩქარეებს ზომავს და რედუქტორის რეგულირებას ხსნის როგორ უნდა და შემდეგ 14:30 წუთიდან უკვე დამრტყმელ მექანიზმის რეგულირებაზე საუბრობს, მემგონი ვინც კრუგერის კიტითხართ დაინტერესებული ამ ვიდეოთი ბევს გაიგებთ. ბოდიში, ამ იუთუბის ვიდეოს ვერაფრით ვერ გავუგე როგორ უნდა დავდო ისე რომ პირდაპირ აქ ფორუმზე შეიძლებოდეს ყურება, თუ ვინმე დამეხმარებით დამავალებთ. მადლობა!
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 03:04 AM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
მოკლედ ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე ამ უძილო ქარიან ღამეს)) ის მაინტერესებს აი ზემოთ სურათებზე ლულა რომ ჩანს ორივე მხარეს რეზბით, ეგ ხომ პლასმასის იჟისაა? რკინის იჟებს ხომ კოლოფში რეზბა არააქვთ. თუ ამოპრეზე ან გადაჭერი და რეზბა მერე მოჭერი? კრუგერის კოლოფში ლულა რეზბით მაგრდება? წონა რამდენი აქვს თოფს ოპტიკის გარეშე? და კიდე შემთხვევით ხომარიცი მარტო კრუგერის კოლოფის წონა?
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 05:49 AM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
aleqsa პირველ რიგში მშვიდობაში და სულ ათიანებში ჩაგესვას. შემდეგ : ყოჩაღ ! შენს მოთმინებას და წვალებას! . ნუთუ ღირდა ამად ? წარმატებები და კიდევ წარმატებები !!!
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 07:12 AM
პოსტი
#5
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
aleqsa გილოცავ, მაგარია ! ერთი ეს მაფიქრებს: ციტატა(ale @ 31st March 2018 - 01:33 AM) საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას" ანუ პრაქტიკულად სულ ახალი იარაღია და რა მაინტერესებს. კრუგერს რომ სრულად აწყობილი აგრეგატი შეუკვეთო, უფრო იაფი ხომ არ დაჯდება ვიდრე ნაწილნაწილ ყიდვის შემთხვევაში?! რაც შეეხება ციტატა(ale @ 31st March 2018 - 02:13 AM) ბოდიში, ამ იუთუბის ვიდეოს ვერაფრით ვერ გავუგე როგორ უნდა დავდო ისე რომ პირდაპირ აქ ფორუმზე შეიძლებოდეს ყურება, თუ ვინმე დამეხმარებით დამავალებთ. მადლობა!
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 07:46 AM
პოსტი
#6
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 206 რეგისტრ.: 26-January 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,885 ქალაქი:batumi |
გილოცავ ალექს
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 09:40 AM
პოსტი
#7
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
დიდი მადლობა ბიჭებო ყველას, გაიხარეთ ეხლა ვეცდები ყველას მიმდევრობით გიპასუხოთ: sekurifa კიი მართალიხარ პლასტიკის იჟისაა ლულა (მე გამომრჩა და კარგია რომ შემახსენე კოლოფის ეგ ნაწილი ერთერთერთი მნიშვნელოვანია) მოკლედ ბიჭებო კოლოფის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოთ აუცილებლად რომელ კალიბრზე გინდათ რომ იყოს და ლულის დიემტრთან ერთად რა ლულას აყენებთ. ასევე მაგ ლულისთვის გჭირდებათ თ არა ლატუნის "ტულკა" (თვითონ კრუგერი რეკომენდაციას იძლევა ლულა ტულკის გარეშე ჯობიაო რო ჩასვათო, გადამშვების ხვრელი გაუკეთოთო და ბოლოში მჭიდის მოსარგებათ პატარა გაჩარხვა დაგჭირდებათო) მარა თუ ვთქვათ გვაქვს უკვე მაგალითად პლასტიკის კოლოფიანის ლულა რომელსაჩ ორივე მხრიდან უკვე აქვს "რეზბა" (როგორც ჩემს შემთხვევაში, თუმცა ამ რეზბის მოჭრა და იგივეს გაკეთება რაც ზემოთ დავწერე აქაცაა შესაძლებელი, ხოლოთ ლულა მოიკლებს სიგრძეში სადღაც 1,5 სმ. ით) და არგინდათ არც ლულის დამოკლება ან არგაქბთ საშუალება ტოკართან გადაკეთების და ა.შ. მაშინ შეკვეთაში მიუთითეთ და ისეთ ტულკას გამოგიზავნიან (კოლოფში უკვე ჩაყენებულს და მორგებულს) რომ თქვემ მარტოდ მარტო ლულის ჩახრახვნა მოგიწევთ ყოველგვარი წვალების გარეშე. მეც ზუსტად მასეთი თულკა გამოვიწერე და რატო (საბოლოო ჯამში განზრახული მაქვს ამ თოფის კალიბრის შეცვლა და აღარ მინდა ამ 4,5 კალიბრს რამე ვუცვალო. ამისთვის წინასწარ უკვე დავიჭირე თადარიგი და შევუკვეთე 5.5 კალიბრის ნახევარტულკა და ორი მჭიდი ისიც 5,5 კალიბრის. ეს კრუგერის პრაისიდან ტულკების ან ლულის მოსარგები ზომები ესკი ჩემი ტულკა და მჭიდებია 5,5 კალიბრისთვის. ნახევარტულკა იმითომ რომ ამ შემთხვევაში მე შემიძლია უკვე მარტოდმარტო ლულის ბლანკი, ყოველგბარი რეზბის და ჩარხვის გარეშე მივუყენო. მთავარია გარე დიამეტრი იყოს 13მმ. და ეს ყველაფერი (ტულკაც და ლულაც) ფიქსირდება კოლოფზე თავთავისი მომჭერებით ორივე მოდელის კოლოფს ზემოდან აქვს ორ-ორი მომჭერი, ერთით ტულკა ფიქსირდება და მეორით ლულა. კალიბრის შეცვლისას ასევე შესაცვლელია მიმწოდი (შესაბამისი დიამეტრით) და ასევე ჭირდება გადამშვები ხვრელის შესაბამის ზომაზე გადიდება და თუ კალიბრი დაგაგყავთ 6,35 ან 7,62 ზე მაშინ დამრტყმელის შეცვლაცაა საჭირო აი ლინკსაც დავდებ თვითონ კრუგერი ხსნის კოლოფის გამოწერის შემთხვევაში რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ gregory ბატონო გრიგოლ ის ვიდეო წაშლილია თქვენ რაც დამიდეთ (იუთუბის აქ დადების შესახებ) და ბარემ თქვენც აქვე გიპასუხებთ: კრუგერს მე რამდენადაც ვიცი თვითონ უკვე მზა თოფები არააქვს (კილერისგან განსხვავებით) მარა თუ მისცემთ შეკვეთას ყველაფერზე როგორც მაგალითად მე გამომივიდა საბოლოო ჯამში, ადგილზე ააწყობს, გამათავს, დაარეგულირებს თქვენი მოთხოვნისამებრ და ისე აგზავნის (ხოლოთ მარტო რუსეთის მაშტაბით) და ლულა აუცილებლად თქვენ უნდა გაუგზავნოთ. (ყოველშემთხვევაში მე ესე მითხრეს), მარა ჩემ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა იმიტომ რომ მე ნახევარი კომპლექტი უკვე აქ მქონდა. მაშინ უნდა ეს ჩემი უკვე აქ მყოფი კიტი+ლულა უნდა ისევ უკან გადამეგზავნა და მერე ამიწყობდა ამეებს და გამომიგზავნიდა. ასერომ ამ გაგზავნა გამოგზავნის დავიდარაბასაც ავარიდე თავი და სიმართლე გითხრათ მეთვითონ მსიამოვნებს ამეების ჩხიკინი-კირკიტი და ამ სიამოვნებას არ მოვიკლებდი userman მადლობა ბესო, გაიხარე. თუ კაი შედეგებს მომცემს საბოლოოთ მაშინ რატომაც არ ღირდა? თან სიმართლე გითხრა ამეების მოძიება ჩალიჩში ძალიან ბევრ რამეში გავერკვიე, არამარტო კონკრეტულად ამ მოდელის თოფზე, საერთოდ ზოგადად პცპ პნევმატიკაშიც, რაშიც მზა თოფის ყიდვისას ალბათ გაცილებით დიდ დროს მოვანდომებდი ან საერთოდ შეიძლება ვერცკი გამეგო. ასერომ ასეთუ ისე მემგონი მაინც ღირდა. დათა თუთაშხიას ფრაგმენტმა დაგლიჯა !!! ზუსტად შეეფერება ჩემს "პროსტინას" bubusicha მადლობა მეგობარო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ, გენაცვალეთ ყველას!!! იმედია ზუსტი სროლის შედეგებითაც დავაგვირგვინებ ამ ჩემს "გიჟკრუგერას" პროექტს?? შედეგებს, როგორიც არუნდა იყოს აუცილებლად გაგაცნობთ
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 10:51 AM
პოსტი
#8
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(sekurifa @ 31st March 2018 - 04:04 AM) წონა რამდენი აქვს თოფს ოპტიკის გარეშე? და კიდე შემთხვევით ხომარიცი მარტო კრუგერის კოლოფის წონა? კოლოფი არ ამიწონია და ვერ გეტყვი ეხლა, არც კრუგერი იძახის თავის ვიდეოში მაგის წონას. დანარჩენი ყველანაირ ზომებს ზემოთ, წინა პოსტში ლინკი რომ დავდე იქ ნახავ. თუ როდისმე დაშლა მომიწია ავწონი აუჩილებლად და დანარჩენი, მთლიანი თოფის (ოპტიკით და სახელურით) მარტო თოფის წონების სურათებს ქვემოთ დავდებ: ეს მთლიანი ტოფის, ოპტიკიან სახელურიანად წონა: ეს მარტო თოფის, (ოპტიკა თავის ხიდთან ერთად მოვხსენი) : ესეც ოპტიკა, ლიპერსის 6-24*50 თავის ხუფებით + ბლენდა + ხიდი: ნუ სახელური შესაბამისად 235 გრ. გამოდის
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 10:53 AM
პოსტი
#9
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
aleqsa ის წაშლილი ვიდეო მაგალითისთვისაა. ძაან მარტივია: წერ: [იუთუბი]კლიპი[/იუთუბი] ოღონდ "იუთუბი"-ის ნაცვლად უნდა დაწერო youtube "კლიპში" უნდა ჩაწერო =(ტოლობა)-ს შემდეგ რაც წერია მხოლოდ ის. შენს მიერ ბოლოს დადებული ლინკის შემთხვევაში GmTpxropZj0 ანუ:
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 08:00 PM
პოსტი
#10
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
გილოცავ ყველაფერი კარგი , მაგრამ აი რატომ არის ამ და ძალიან ბევრ სხვა პროექტში იჟ60-ის დურაკული რესივერი ამოსავალი წერტილი მიანც არ მესმის. იჟ-60 პცპ-დ გადაკეთება გამართლებულია მაშინ როცა ეს ჯდება ძალიან იაფი და მეტი ფინანსები ამ ეტაპზე არ გაქვს, მაგრამ აი 500 და 1000$-ის ჩასხმა იჟში ცოტა ამოუხსნელია ჩემთვის, თუმცა იარაღი მომწონს
| |
> |
|
|
Mar 31 2018, 08:38 PM
პოსტი
#11
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
geojorjika ციტატა(giorgi @ 31st March 2018 - 09:00 PM) მაგრამ აი 500 და 1000$-ის ჩასხმა იჟში ცოტა ამოუხსნელია ჩემთვის, თუმცა იარაღი მომწონს კიი, გეთანხმები, აბსოლიტურად მართალიხარ. მე იცი რა დამემართა? კახეთში იციან ესეთი თქმა: "ვირი მოგებაზე წავიდა და ნალები იქ დარჩაოოო" აი ზუსტად ეგ მომივიდა!!! სულ თავიდან კიტის ფასი რო მოვითვალე თუ სწორად მახსოვს მაშინდელი კურსით სადღაც 180$ გამოდიოდა და ვიფიქრე აიდა ავშენდითქო, მანამდის მე მარტო ზ.დ.პ. ეები მქონდა და ვიფიქრე პცპ შიც შევძვრებითქო!!! მერე ხომიცი როგორც ხდება? მადა ჭამაში მოდისო და მოდი მეც მჭიდებს დავამატებთქო, მერე სატენი სადგულითქო, დამატებითი რემკომპლექტითქო, იქაც ბარემ რედუქტორიცთქო და ავედი 315$ ზე. ხოდა აი როცა ეგენი ჩამომივიდა და დავიწყე აწყობა-გადაწყობა მაშინ მივხვდი რომ მთლა ისე მარტივად არაყოფილა საქმე როგორც მე მეგონა, იმასაც მივხვდი რომ უნდა შევგუებოდი ან მაგ 315$ ის გაქნევას და მიმეგდო ბედის ანაბარად ყველაფერი, ანკიდევ ერთი მაგდენი თუარა მაგის ნახევარი კიდევ უნდა გამეღო, ხოდა მეც ისევ დასრულება ვარჩიე. საბოლოო ჯამში კი ავცდი 600$ (ხოლოთ ამ ფასში შედის აბსოლიტურად ყველაფერი რაცკი პირველ პოსტში დავდე, რედუქტორიან, კიტიან, ორივე კალიბრის მჭიდებიან, ტულკებიან, გარე კომლექტიან, ჩარჩოიან, სატენი სადგურიანად. მოკლედ ყველაფერი) მარა ჩემთვის უკვე მეტი გზა აღარ იყო... კიი, ვიცი, გეთანხმები რომ მაგ ფასად ყოველგვარი წვალების და დროის კარგვის გარეშე აქვე შემეძლო მზამზარეული თოფის ყიდვა და უფრო უკეთესისაც მარა... რაც იყო კი მოგიყევი უკვე
| |
> |
|
|
Apr 15 2018, 03:25 PM
პოსტი
#12
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
დღეს კრუგერამ ახალი ვიდეო დადო თავის ფიშტოზე და ბოლოში საინტერესო ინტრიგაც დაგვიტოვა ხო კიდევ სერთიფიკაციაც გაუკეთებია თავის თოფების და სადღაც ზაფხულიდანო როგორც თვითონ ყვება უკვე ოფიციალურად შეგეძლებათ ყიდვაო მთლიანი "ზბორკისოოოო" ხოლოთ ლულებს არ აკონკრეტებს ჯერ რომელი მწარმოებლის ექნება..
| |
> |
|
|
Apr 15 2018, 06:46 PM
პოსტი
#13
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ale @ 15th April 2018 - 04:25 PM) უკვე ოფიციალურად შეგეძლებათ ყიდვაო მთლიანი "ზბორკისოოოო" აბა რა! ისედაც მარტო ლულა რჩებოდა და რაღა შუაში იყო საწყალი იჟიკა?
| |
> |
|
|
Apr 15 2018, 09:31 PM
პოსტი
#14
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
aleqsa სალამი ალექს მშვიდობაში და უსაბრთხოებაში ახალი კრუგერი გაემართლებინოს მოლოდინები თუ გაგაბრაზებს არც მაგაზე იდარდო დავიმორჩილებთ და ისე მოვაწესრიგებთ როგორც გაგისწორდება, აქვე ჩემი პაწია გამოცდილებიდანაც დავწერ: 1. ლატუნის ვტულკა საერთოდ არ სჭირდება. 2. დამრტყმელზე პატარა სახელურიც ზედმეტია. 3. რვიანი აუცილებლად 2 ცალია საჭირო. 4. შრაუდერის ჭიქების და ხუფის ჭრილი გასაგანიერებელია 6-7 მმ-მდე რადგან ჯგუფზე მოქმედებს საშინლად. 5. საჭიროა ბლომად კლიპები ესე 5 ან 6, 7 ცალი მალე იმტვრევა ბუდეს ღერძი სტყდება, კარგი იქნებოდა ალუმინის ბუდე თუ არსებობს მარადას ალუმინის კლიპი. 6. რედუქტორი ისე ჩემი აზრით ამ კლასის თოფებს არ სჭირდებათ ზედმეტი გაძვირებაა. ისე ჯგუფების სურათები როდის უნდა დადო მაინტერესებს შედეგები..
| |
> |
|
|
Apr 15 2018, 10:51 PM
პოსტი
#15
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
NRG ციტატა(nrg123 @ 15th April 2018 - 10:31 PM) ისე ჯგუფების სურათები როდის უნდა დადო მაინტერესებს შედეგები.. დრასტი, რო გავქრონე სიჩქარეში ვარდნები ქონდა შიგადაშიგ და ჯგუფების აზრს ვერ ვხედავ ვიდრე ამას არ დავარეგულირებ. ჩემი აზრით პირველ რიგში ჯერ დამრტყმელი უნდა შევუცვალო. დანარჩენი შემდეგ მიყოლებით. შენს რჩევებსაც გავითვალისწინებ აუცილებლად ზემოთ ვიდეოს უყურე? ფისტალეტი როგორ მოგეწონა?
| |
> |
|
|
Apr 16 2018, 08:31 AM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
აქ ისე ჩახუჭუჭებულად დაწერეთ ყოლიფერი რომ მემგონი ამ თემიდან ამოსაღებია ბოლო რამდენიმე პოსტი და ცალკე თემადაა გასატანი....
| |
> |
|
|
Apr 16 2018, 04:26 PM
პოსტი
#17
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
aleqsa ციტატა(ale @ 15th April 2018 - 11:51 PM) ფისტალეტი როგორ მოგეწონა? კრუგერს ჰქონდა თავიდანვე ნახევრად ავტომატური პისტოლეტი "пашка" ვაპირებდი ყიდვას მარა დასახვეწი ჰქონდათ ჯერ თან რადგან ნახ. ავტომატური იყო მაინც პისტოლეტის კვალობაზე ძვირი იყო და თავი შევიკავე, შეიძლება ეს მისი დახვეწილი ვარიანტი იყოს ან სულაც არ იყოს პაშკა
| |
> |
|
|
Apr 16 2018, 04:40 PM
პოსტი
#18
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
aleqsa ალექს პტოროპლასტის დამრტყმელზე რას ფიქრობ? ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება მე მაინც რბილი მასალაა თან ის პაზი რათ უნდა? მეტალის მრგვალი დამრტყმელი გააკეთე ჩვეულებრივი მგონი უკეთესი იქნება, შეიძლება მე ვერ ვხვდები როგორაა 61 კიტის ამბავი, მაგრამ მაინც მგონია რომ მეტალის დამრტყმელი უკეთესი იქნება
| |
> |
|
|
Apr 16 2018, 08:45 PM
პოსტი
#19
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
NRG ციტატა ალექს პტოროპლასტის დამრტყმელზე რას ფიქრობ? ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება მე მაინც რბილი მასალაა თან ის პაზი რათ უნდა? ეხლა რაც დამრტყმელი მიზის რკინის გარსი ისედაცააქვს და მასე რომ ვისვრი გაცილებით სუსტი დარტყმააქვს ჩაქუჩს და შესაბამისად გასროლის სიმძლავრეც დაბალია. პტოროპლასტი უფრო თავისუფლად დასრიალებს ლითონზე მემგონი და ალბათ მაგიტომააქვს ეგ მასალა შერჩეული. და პაზი კიდევ ერთდროული დატენვა-შეყენება რომ მოხდეს მაგიტომააქვს. ანუ ეგ დამრტყმელი ოდნავ წინაა წაწეული ვიდრე გადატენვის კბილი და შესაბამისად ეგ ამოღებული პაზიც მაგიტომააქვს რომ კბილი დაემთვეს დამრტყმელს. ამ ვიდეოს მე-5 წუთიდან უყურე და მიხვდები ვიდეოს რატო არ აჩვენებს ვერ ვხვდები, აი მთლიან ლინკსაც დავდებ:
| |
> |
|
|
Apr 17 2018, 08:06 AM
პოსტი
#20
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
არც ჩემიდან იდება ვიდეო.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:30 PM |
Hosted by Pro-Service |