დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჩვენი პლინკაობის ვიდეო/ფოტო
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > პლინქი (Plink)
გვერდი: 1, 2
Der Rote Baron
ეს განყოფილება საწყლად მარტოა.. ხოდა ცოტა გამპვაფხიზლოთ, ამ თემაში დავყაროთ მხოლოდ ჩვენი პლინკაობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა
ესეც ვიდეო, ერთ ზამთრის უაზრო მოწყენილ დღეს
sekurifa
ესეც ჩემი პლინკი smile.gif ასე ვერთობი ზღვაზე როცა მფრინავი ობიექტები არსად ჩანს smile.gif ვისვრი დამდგარი და ჩამუხლული ხელიდან რომ ნადირობის იმიტაცია არ დაირღვეს smile.gif

ja_ja
sekurifa
შენა შემთხვევით FT-სთვის ხომ არ ემზადები smile.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 11th January 2013 - 08:13 PM) *
შენა შემთხვევით FT-სთვის ხომ არ ემზადები


რავა მაწყენს თუ? smile.gif მომზადებული შევხვდები შეჯიბრს.
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 11th January 2013 - 08:23 PM) *
მომზადებული შევხვდები შეჯიბრს.

შენ კი იქნები მომზადებული ეს დანარჩენმა ვიკითხოთ, მხოლოდ ღიპების მოვლით რომ ვართ დაკავებული smile.gif
CHICO30
მე ესეიგი ინტენსიურად ვემზადები აბა? biggrin.gif კარგად ერთობი ზური ჯან biggrin.gif Fტ-ს ნაღდად არ გამოვაკლდები მეც.


1 საათში დინოზავრებზე მივდივარ ივერთუბანში.
geojorjika
ციტატა(CHICO30 @ Jan 11 2013, 09:28 PM) *
მე ესეიგი ინტენსიურად ვემზადები აბა? biggrin.gif კარგად ერთობი ზური ჯან biggrin.gif Fტ-ს ნაღდად არ გამოვაკლდები მეც.


1 საათში დინოზავრებზე მივდივარ ივერთუბანში.


ესეთი ღია განცხადებების გაკეთებას მოერიდე
CHICO30
რა იყო ღია განცხადება? 1 საათში კურდღლის საჭმელად მივდივარ ივერთუბანში. რა იყო შინაურების ჭამა არ შეიძლება? biggrin.gif
Dave
sekurifa

60 მეტრში რატო ვერ ამტვრევს ბოთლებს ერთ ტყვიაში ???
geojorjika
CHICO30
ჭამა დააყოლე ხოლმე wink.gif

sekurifa
ციტატა(Saint Dave @ 11th January 2013 - 09:43 PM) *
60 მეტრში რატო ვერ ამტვრევს ბოთლებს ერთ ტყვიაში ???

გვერძე გაკრა და აისხლიტა.
nihontoman
გამოცოცხლდეს თემა ცოტა თორე დაიჟანგება მალე...


დღეს ვიპლინკავე მოკლე მარადიორით. ძალიან მოხიბლულები დავრჩით მე და ჩემი მეგობრები smile.gif




დისტანცია არ ვიცი, მანძილმზომი არ მაქვს. მარა ვიცი რომ შორია. ძალიან შორი. მეორე მხარეს აგდია წაქცეული ლიკანის ბოთლი, ოპტიკის სულ მთლად ძირი (წრესთან) დამჭირდა რომ მიმეწვდინა ტყვია. რამდენჯერმე გავარტყით კიდეც. biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
მე მეგონა რამეს ვნახავდი მაგრამ მხოლოდ საუბარია smile.gif არც პლინკი ჩანს და არც ბოთლი, და მითუმეტეს არც ის ფაქტი რომ იმ ბოთლს მოარტყით smile.gif
ისე, ეგ რა ადგილია? ))
nihontoman
ხ.მ.ე.ლ.ო

პლინკი ჩანს, მობილურზე თუ უყურებ არ გამოჩნდება ოღონდ. გეუბნები ძაააალიან შორია და თუ მთლიან ეკრანზე არ გაზარდე ვიდეო და შესაბამისი გაფართოება არ ჩართე (1080P) ისე ვერც დაინახავ, როგორ ეცემა ტყვია ბოთლის გვერდზე წყალში. biggrin.gif


ადგილი მარილიანი ტბააა, ლისის ზემოთ. ბეეეევრი გილზა ყრია ისე იმ ადგილას და აურაცხელი ბაყაყი დადის

ხ.მ.ე.ლ.ო
უეჭველი მანდ თოფი არ ჩერდება, ალბად სულ ისვრიან biggrin.gif კაი დაჭაობებული ადგილია და ალბად იხვებზე ჩალიცობს ხალხი. ლისიდან შორს არის?

პ.ს. გაგიდებას ვაჭერ და არ დიდდება ფორმატი და დაჟე იუთუბს ვაჭერ და გვერდზე არც გადადის. რავი ალბად ცუდადაა დალინკული? (think)
nihontoman
ხ.მ.ე.ლ.ო
pop-up ხომ არ გაქვს დაბლოკილი ბრაუზერში?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(nihontoman @ May 12 2014, 10:16 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
pop-up ხომ არ გაქვს დაბლოკილი ბრაუზერში?

არ ვიცი, სად ვიპოვო ეგ? სეთინგებში ვერ ვნახე biggrin.gif
geojorjika
სანადირო კი არა ჩაჯმული ტალახიანი ადგილია
nihontoman
geojorjika
საპლინკაოა biggrin.gif
foxi
ციტატა(giorgi @ 12th May 2014 - 10:42 PM) *
სანადირო კი არა ჩაჯმული ტალახიანი ადგილია


ასეთი კატეგორიული ჯორჯი, პიველად ვიხილე. 19.gif

რაც შეეხება ვიდეოს, ალბათ მსროლელებმა უფრო იხალისეთ ვიდრე ჩვენ,მნახველებმა.
nihontoman
foxi
ნე ეგ ხო. მად აღმოვაჩინე რომ ჩემი მობილური ვიდეოს გადაღების დროს არ ზუმავს ხოდა...
okela84
ციტატა(nihontoman @ May 12 2014, 10:04 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

პლინკი ჩანს, მობილურზე თუ უყურებ არ გამოჩნდება ოღონდ. გეუბნები ძაააალიან შორია და თუ მთლიან ეკრანზე არ გაზარდე ვიდეო და შესაბამისი გაფართოება არ ჩართე (1080P) ისე ვერც დაინახავ, როგორ ეცემა ტყვია ბოთლის გვერდზე წყალში. biggrin.gif


ადგილი მარილიანი ტბააა, ლისის ზემოთ. ბეეეევრი გილზა ყრია ისე იმ ადგილას და აურაცხელი ბაყაყი დადის


1080 -ზე ვნახე 40-ან ეკრანზე, მაგრამ მაინც ვერაფერი დავინახე
nihontoman
ეეე, არადა ჩანს biggrin.gif ეხლახანს გადავამოწმე biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(nihontoman @ May 12 2014, 10:59 PM) *
foxi
ნე ეგ ხო. მად აღმოვაჩინე რომ ჩემი მობილური ვიდეოს გადაღების დროს არ ზუმავს ხოდა...



ისადა, აბა სცადე რასაც გეტყვი smile.gif
ღილაკს რომ დააწვები და ვიდეოს გაუშვებ გადასაღებად, ორი თითის ერთმანეთის საპირისპიროდ განზე გაწევით სცადე მოახლოვება, ანუ როგორც ფოტოებს ადიდებ ხოლმე, მაგდაგვარად. პასუხი შემატყობინე მოაახლოვებს თუ არა smile.gif


ნუ ეს, აქ რა დასაწერია, მაგრამ მაინც პლინკს ეხება, რადგან მაგ ტელეთი აპირებდი მაგ პლინკის გადაღებას biggrin.gif
pilotina
მოკლედ ჩვენმა ფორუმმა ამ ბოლო დღეებში რაღაც მეტისმეტად მიიძინა. გადავწყვიტე ცოტა გამომეცოცხლებინა და წარმოგიდგენთ ჩემს გუშინდელ პლინკაობის ფოტო-ვიდეო მასალას.
ვიდეო რა თქმა უნდა გადაჭრილ-გადაწეპებულია, რადგან ისე უსაშველოდ დიდი გამოვიდა (27 წუთი), მე კი 3 წუთამდე დავიყვანე.
ფიშტო „Crosman 1720T", მანძილი 25 მეტრი, მომენტებში სუსტი ქარი, ტყვია JSB HEAVY, 10,34 gr.
ვესროდი ჯერ ასანთის ღერებს, მერე ჩვეულებრივ სამიზნეს. აი ბოლოს ბაღში ნაპოვნ გარგარს და ჩემს დალეულ ლუდის ბოთლს, Predator Polymag 8 gr. ვესროლე, მაინტერესებდა რა ეფექტს მოახდენდა გარგარზე ექსპანსიური ტყვია. შედეგი სურათზეა.



ეს სამიზნეები





ესეც ის, რაც დარჩა გარგარისგან პოლიმაგ პრედატორის მოხვედრის მერე



ikaaa
მშვენიერიუს smile.gif ისე 8,44 გრეინიანი jsb-ები არ გიცდია?

ჩემი დისკო მაგეებს ისვრის ყველაზე კარგად.
maqsimusa
pilotina
მესიამოვნა ნამდვილად, ამ ვიდეოს ყურება.
მადლობა, გაიხარე, დისტანცია გაზარდე და მარაუდერი ჩართე საქმეში, biggrin.gif.
პირადათ მე მაგ ფიშტო უფრო მაინტერესებს smile.gif
SCORPIONS
pilotina პრივეტ.

25 მეტრზე მართლა მაგარია!!! smile.gif
Multi-Tool
:
აუ რა ლამაზად ჯდება ერთიმანეთში, თვალი ვერ მოვწყვიტე.
სტანოკიდან ისროდი?
pilotina
Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 5th July 2015 - 12:23 AM) *
სტანოკიდან ისროდი?


yes.gif yes.gif

nihontoman
pilotina
კაი რამეა. მადლობა პოსტისათვის smile.gif

ეხლა ითხვა - მაგ თოფს კლიპი აქვს თუ ქარხნულად ერთ ტყვიიანია?
pilotina
nihontoman

ქარხნულად ერთტყვიიანია
Lukiane123
მას შემდეგ რაც ჩემი ოპტიკა გაფუჭდა და ტყუილა მიდევს ჩემი ფიშტო,ძმაკაცს გამოვართვი იჯ38 და ვერთობოდი ხოლმე.დღეს არ ვიცოდი რა მეკეთებინა და წავიპლინკავესავით,აი სურათები.ხო დისტანცია 27 ნაბიჯი სადაც კარდონზეა ნასროლი და ვარდივით გაფურჩქნილი ტყვია რომ არის იქ 20 ნაბიჯია.







აი ამაზე მაქვს საუბარი,იჯ 38 მაქ 20 ნაბიჯში 10,34 გრანიან ტყვიას რა უქნა ნასროლია ამავე ჭუთზე ოღონდ რკინის ნაჭერი იყო შიგნით მაინტერესებდა ტყვიის დაფორმავია

აუუ ბოდიში დამავიწყდა სურათი დიდი ზომით დავდე
userman
ძალა კარგი ჰქონია . სიზუსტე არა . ნარეზები გაწმინდე და მერე სინჯე სიზუსტეზე.
Lukiane123
ციტატა(userman @ Feb 12 2016, 05:47 PM) *
ძალა კარგი ჰქონია . სიზუსტე არა . ნარეზები გაწმინდე და მერე სინჯე სიზუსტეზე.

სიზუსტეზე არ გამიმახვილებია ყურადღება ეგრევე ვისროდი ლიჟბი მომერტყა,ისე საკმაოს ზუსტია და ძალაც აქვს ერტი ის არის რომ ვიდი აქ საშინელი კონდახი არ აქვს(რაც მხარზე უნდა მიიბჯინო) აბრეზივით არის და ჭირს სროლა დაყრდნობის გარეშე
Lukiane123
ესეც ჩემი დღევანდელი





აი იქით მეორე განათების ბოძი რომ არის ხესთან მანდ იდო სამიზნე,სადღაც 35 მეტრიიქნება რა

პ.ს. 800X600 მივეცი pix.ge ზე და იმედია პროსტინა არარის
pilotina
გუშინ მომიწია ასვლა ფაზენდაზე და ხელს Condor-ი გავაყოლე, ახალი შეძენილი JSB King Heavy MK II , 33,95 გრ. ტყვიებზე გავანოლებ თქო ბარემ და თან ცოტას წავიპლინკავებ მეთქი. ეს MK II ჩვეულებრივი King Heavy-საგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ვიწრო კაბა აქვს და 6-7 მ/წმ-ით მეტი სიჩქარე მომცა. სიზუსტითაც უფრო მომეწონა.

ამ პირველ ვიდეოზე განოლების პროცესია ასე ვთქვათ smile.gif , ვიდეოს ხარისხზე აქაც და შემდეგ ვიდეოებზე ბოდიში. მიუხედავად იმისა, რომ HD-ში ვიღებდი, ვერა და ვერ დავამუღამე კამერის ისე დამონტაჟება, რომ ბადეც და სამიზნეც ფოკუსში იყოს. თუ ვინმემ იცით როგორ, მირჩიეთ. თან ციფრულ ზუმზე გადავიდა კამერა და ამანაც გაუფუჭა ხარისხი. მანძილი 50 მეტრი, ქარი საკმაოდ ძლიერი.



ეს მეორე და მესამე ვიდეო, ასე ვთქვათ სამიზნე ჩემი პოზიციიდან ( აქ უკვე პლინკისთვის ვემზადებოდი, მანძილი 100 მეტრი, ოპტიკის ზუმი 16X, სამიძზნეები: ცივი ყავის ქილები, ლუდი Corona-ს ცარიელი ბოთლები (აბა სავსეს ხომ არ ვესროდი biggrin.gif ) და 12 კალიბრის ცარიელი გილზები. )







და ბოლოს თავად პლინკის ვიდეო. ამ ვიდეოს ბოლოს ვერ გავიგე, გილზა კი შეაქანა კარგად, მაგრამ არ წააქცია, მე ვფიქრობ ტყვიამ ძაან ახლოს გაუარა და მაგიტომ შექანდა, თორე ოდნავაც რომ შეხებოდა გააფრენდა რამდენიმე მეტრზე.



ეს თავიდან ორი ტყვია ქაღალდის სამიძნეს ვესროლე, რომ დამიზნების წერტილი გადამემოწმებინა ოპტიკის ბადეზე.
ja_ja
pilotina
ციტატა(pilotina @ 7th April 2016 - 02:52 AM) *
მე ვფიქრობ ტყვიამ ძაან ახლოს გაუარა და მაგიტომ შექანდა

ვსმისლე ტურბულენცია გამოიწვია?

და იქნებ ენერგია ბევრი აქვს და ნასკვოზ გაუარა, ნატყვიარები აქვს თუ არა?
pilotina
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 7th April 2016 - 09:11 AM) *
ვსმისლე ტურბულენცია გამოიწვია?

და იქნებ ენერგია ბევრი აქვს და ნასკვოზ გაუარა, ნატყვიარები აქვს თუ არა?


არა, ნატყვიარები აღარ შემიმოწმებია,
ხო, რაღაც ტურბულენტობის მაგვარი. ენერგია კი, გიყვარდეს იმხელა აქვს 100 მეტრზე ( 64 J ლულასთან, მაგ მანძილზე 35 J ) , რომ ДСП დაასკვაზნიაკა, მარა პლასტმასის გილზა იმდენად მსუბუქია, რომ შეხებოდა ტყვია გააფრენდა ბებიაჩემთან. biggrin.gif
okela84
ციტატა(pilotina @ 7th April 2016 - 02:52 AM) *
ამ ვიდეოს ბოლოს ვერ გავიგე, გილზა კი შეაქანა კარგად, მაგრამ არ წააქცია

კი მეც მასე ვფიქრობ, 2-3 მილიმეტრიან ან უფრო მცირე აცილებას საკმარისი ჰაერის ტალღა ექნება საიმისოდ, რომ ეგ მსუბუქი გილზა შეაქანაოს.

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 7th April 2016 - 09:11 AM) *
და იქნებ ენერგია ბევრი აქვს და ნასკვოზ გაუარა, ნატყვიარები აქვს თუ არა?

სკვაზნოის შემთხვევაში გილზის ორივე კედელს სულ მცირე რამოდენიმე ჯოულის შთანთქმა მაინც მოუწევს და ეს უკვე მაგ მსუბუქი გილზისთვის მართლა იმხელა ენერგიაა რო მართლა პილოტინას ბებოსთან გაისროლოს biggrin.gif
datka25
pilotina
მაგარი ფიშტო გაქვს, კიდე ერთხელ დავრწმუნდი wink.gif

ციტატა(pilotina @ 7th April 2016 - 11:27 AM) *
პლასტმასის გილზა იმდენად მსუბუქია, რომ შეხებოდა ტყვია გააფრენდა ბებიაჩემთან. biggrin.gif


ეგ უეჭველია, რაც მაგაზე მისვირა, გინდა ახლოდან, გინდა შორიდან სულ მიფრინავდნენ, ოღონდ ერთი განსხვავებით, პაპაჩემთან biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
okela84
ციტატა(aleqsandre @ 7th April 2016 - 11:38 AM) *
რო მართლა პილოტინას ბებოსთან გაისროლოს

რას ერჩით ამ პატიოსანი კაცის ბებიას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
giga2010
დღეს ცოტა გავისეირნე და პატარა ვიდეოსაც დავდებ. მანძილი 94 მეტრი. ვესროდი რაღაც აეროზოლის ბოთლს. საყრდენი მანქანის კარები
aleqsa
giga2010

საღოლ გიგა!!! smile.gif მაგარია
და ეგ ახალი თოფით თუ ძველი ნპ ით???
giga2010
ციტატა(aleqsa @ Feb 24 2018, 10:14 PM) *
giga2010

საღოლ გიგა!!! smile.gif მაგარია
და ეგ ახალი თოფით თუ ძველი ნპ ით???

ძველი ნპ-ა, სხვა ლულით. 30 სანტიმეტრია
sekurifa
ციტატა(giga2010 @ 24th February 2018 - 10:34 PM) *
ძველი ნპ-ა, სხვა ლულით. 30 სანტიმეტრია


მაგ ზომის ლულისთვის ხოშიანი დისტანციაა)) კარგად ართმევს თავს ხოიცი

ისადა. ჩოკითაა თუ უჩოკო?
giga2010
ჩოკის გარეშეა
mamukaaa
მაგარია.მართლა არ მოველოდი თუ ნპ-ს მაგდენი შეეძლო.
რა მაინტერესებს,ძველი ნპ და ახალში რამე განსხვავებაა?
gregory
ციტატა(mamukaaa @ 25th February 2018 - 07:11 PM) *
,ძველი ნპ და ახალში რამე განსხვავებაა?

mamukaaa
ეგენი ძველი და ახალი არ არსებობს.
უბრალოდ გიგას 2 ცალი აქვს და პირველი(გადაკეთებული) - ძველია, მეორე - ახალი smile.gif

ბაიკერი
giga2010
რა სიჩქარით ისვრის რა წონას?

და რა ლულა აყენია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.