დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: წევრის პლასტიკური ბარათის სავარაუდო დიზაინი
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > ს.პ.ი.მ.ა.
გვერდი: 1, 2
Jah
მოგესალმებით.

გთავაზობთ საწყისს სავარაუდო დიზაინს, წევრის პლასტიკური ბარათების.

ბარათები დამზადდება, ორგანიზაციის რეგისტრაციისთანავე (ანუ ბეჭედი როგორც კი იქნება).
ბარათების საფასური შესულია გაწევრიანების თანხაში.



პს
ბარათზე გამოყენებული ხელმოწერები და ბეჭედი fake-ია wink.gif
giga_st
მშვენიერია ჩემი აზრით ქვედა ვარიანტი უფრო სადაა და კარგი.
geojorjika
Jah
რატქმაუნდა მეორე ამაზე ლაპარაკიც არ ღირს . ია ტაკ დუმაიუ wink.gif

კარგი ინქებოდა უკანა მხარეს მიგვეწერა სისხლის ჯგუფი. ან წინა მხარეს არა აქვს მნიშვნელობა. მაინც იარაღთან გვაქვს საქმე და კარგია ეგ ინფოც ტუ იქნება .
nihontoman
მე რა შუაში ვარ, მარა მარჯვენა ორი ვარიანტი მომწონს.....
Jah
ციტატა(giorgi @ 23rd November 2010 - 01:09 AM) *
კარგი ინქებოდა უკანა მხარეს მიგვეწერა სისხლის ჯგუფი. ან წინა მხარეს არა აქვს მნიშვნელობა. მაინც იარაღთან გვაქვს საქმე და კარგია ეგ ინფოც ტუ იქნება .


ძალიან კარგი იდეაა სხვათაშორის. აუცილებლად შევიტან ამ მონაცემს.

ერთი კითხვა მაქვს რაც უფრო მაინტერესებდა ამ ეტაპზე.

თვით ტექსტის წყობა, თავი რომ დავანებოთ ბექგრაუნდს, არის სხვადასხვა როგორც ხედავთ, ხო და ამ წყობაზე რა აზრის ხართ?

ციტატა(nihontoman @ 23rd November 2010 - 01:10 AM) *
მე რა შუაში ვარ, მარა მარჯვენა ორი ვარიანტი მომწონს.....


scratch_one-s_head.gif მარჯვენა ორი ვარიანტი არის ბარათის უკანა მხარეები...
cz80
ქვედა ჯობია...
ტექსტის წყობაც ქვედასი მომწონს მე მაგალითად,
პლუს ამას სისხლის ჯგუფსაც თუ ჩაამატებ ქვედაზე კარგად ჩაჯდება wink.gif
geojorjika
nihontoman
რაო არ გინდა წევრობა? biggrin.gif გახდი წევრი და მაგნუმშI ფასებს დავაკლებინებ შენს ფიშტოზე გინდა? biggrin.gif
nihontoman
ციტატა(geojorjika @ Nov 23 2010, 01:19 AM) *
nihontoman
რაო არ გინდა წევრობა? biggrin.gif გახდი წევრი და მაგნუმშI ფასებს დავაკლებინებ შენს ფიშტოზე გინდა? biggrin.gif



ჯერ ჩამოაყალიბეთ, მერე მე ფიშტოს ვიყიდი და მერე ვნახოთ biggrin.gif მანამდე ეს ორი-სამი წელი კიდე ორგანიზაციოა მოძლიერდება კიდეც biggrin.gif
Power_VANO
ქვედა smile.gif
gregory
ქვედა!
ისე რაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
Allstar
ქვედა ჯობია აშკარად და ვინმე თუ მიპასუხებს კარგს იზავთ ...
რაშია საჭირო ეს ბარათი?
giga_st
გამოყენება ბევრნაირი შეიძლება ქონდეს მაგალითად თუ ტურნირები მოეწყობა და დაინტერესდება ხალხი გამოსარჩევი ნიშანი იქნება უცხო ადამიანისთვის რომ შეიძლება ამ კაცს მიმართო კითხვით და ახსნა განმარტებისათვის, როგორც ხედავ სისხლის ჯგუფი იქნეჰა და ეს კარგია! ფასდაკლებები კლუბის წევრებზე ეს უკვე პრეზიდენტს წამოცდაsmile.gif და ბევრი რამე, ახლა ერთმანეთის საცნობად რო არ გვჭირდება ეგ ხო ისედაც ნათელია biggrin.gif
gregory
ციტატა(giga_st @ 23rd November 2010 - 11:18 AM) *
ტურნირები მოეწყობა და დაინტერესდება ხალხი გამოსარჩევი ნიშანი იქნება უცხო ადამიანისთვის რომ შეიძლება ამ კაცს მიმართო კითხვით და ახსნა განმარტებისათვის

giga_st
ნუ მაგას მგონი ბეიჯიკი თუ რაღაც ოხრობა ქვია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Jah
ციტატა(gregory @ 23rd November 2010 - 09:40 AM) *
ისე რაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ?

ციტატა(Allstar @ 23rd November 2010 - 09:52 AM) *
რაშია საჭირო ეს ბარათი?

გიგამ უკვე უპასუხა ამ კითხვებს.
და ისე მიკვირს ეს კითხვა "რაში უნდა გამოვიყენოთ...".
რაში იყენებთ პირადობის მოწმობას?

ძირითადი დანიშნულება, ელემენტარულად ასოციაციის წევრობის ნიშანი, და შეჯიბრებებზე, ბეიჯის სახით გამოყენება.
მერე ფასდაკლება ჩვენს მაღაზიაში, www.airgunshop.ge, და ბევრი სხვა რამ.
ამ ბარათის გარეშე, თუნდაც ყველასთვის ცნობილი და ძირძველი ფორუმელი და ასოციაციის წევრი, ვერ მიიღებს შეჯიბრში მონაწილეობას.
ასე რომ ეს იქნება ერთგვარი საშვი.
gregory
Jah
ეგ გასაგებია. უბრალოდ თემას რომ ქვია "წევრის პლასტიკური ბარათის სავარაუდო დიზაინი" , ვიფიქრე რაიმე რეალური ბარათის გამოშვებას ხომ არ ვაპირებთ თქო? smile.gif
Jah
ციტატა(gregory @ 23rd November 2010 - 10:33 AM) *
ვიფიქრე რაიმე რეალური ბარათის გამოშვებას ხომ არ ვაპირებთ თქო?

ეს იქნება რეალური პლასტიკური ბარათი.
და ის რაც შენ იგულისხმე და რასაც ჯორჯიაში პლასტიკურ ბარათს უწოდებენ არის - საკრედიტო ბარათი wink.gif
Allstar
ციტატა
და ისე მიკვირს ეს კითხვა "რაში უნდა გამოვიყენოთ...".
რაში იყენებთ პირადობის მოწმობას?

პირადობა ვიცი მარა ეს არვიცოდი და კითხვის დასმა მემგონი სირცხვილი არააა....
და რა ჯდება ეს ყველაფერი? airgunshop.ge არ შედის...
Jah
ციტატა(Allstar @ 23rd November 2010 - 10:55 AM) *
პირადობა ვიცი მარა ეს არვიცოდი და კითხვის დასმა მემგონი სირცხვილი არააა....
და რა ჯდება ეს ყველაფერი? airgunshop.ge არ შედის...

მე არ მითქვამს - სირცხვილია, მე ვთქვი - მიკვირს.
ს.პ.ი.მ.ა.-ში გაწევრიანება ღირს 20 ლარი, და შემდგომ 10 ლარი თვეშI საწევრო.
Allstar
Jah
ოკ მადლობ ინფოსთვის ...
პლასტიკურ კლასიკებს არუნდა ყოველთვე 10 ლარი biggrin.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 23rd November 2010 - 12:07 PM) *
პლასტიკურ კლასიკებს არუნდა ყოველთვე 10 ლარი

ეეე smile.gif შენ სულ ფინანსურ ბარათებთან აკეთებ ასოცირებას.

მოდით დანარჩენებისთვის დავწერ. ეს არის იტენტიფიკაროტი ბარათი, ეგრეთწოდებული ID CARD და არა ფასდაკლების და ქულების დასაგროვებელი ბარათები როგორიც არის POPULI CARD ან UNICARD, ან აფთიაქები რომ ავრცელებენ ისეთი ბარათები.

ასევე ეს არ არის ფინანსური ბარათი, ანუ VISA, MASTERCARD, DISCOVERY, AMEX და ასე შემდეგ. ანუ ამ ბარათზე ფულს ვერ დადებთbiggrin.gif, ეს არის პირადობის მოწმობის ვარიანტი. სხვათაშორის მგონი მარტო საქართველოშია ისეთი პირადობა რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, სხვაგან სადაც მინახია, მართლა პლასტიკური ბარათია, როგორც მართვის მოწმობის საბუთი.

Jah
გიო რაც შეეხება დიზაინს, ქვედა ჯობია, მაგრამ ორი მინიშნებით:

1) ნუ სისხლი, ჟღვინტი და ფეხის ზომაზე უკვე იყო საუბარი biggrin.gif
2) მემგონი ცოტა წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ და იგივე ნახსენები შეჯიბრების შემთხვევისთვის, ეს მოწმობა რომ ბეიჯიკადაც გამოიყენებოდეს სასურველია სახელი და გვარი ისე იყოს დაწერილი როგორც ზედა დიზაინშია.

ანუ არის ოხრად ჩასადებები პლასტიკური ბარათებისთვის კისერზე ჩამოსაკიდებელი ქამრებით, შეიძლება ვერტიკალზეც და ჰორიზონტალზეც ჩადო, ეგ პრობლემა არაა, არის სიფრიფანა ცელოფნები და არის, მყარი პლასტიკატის ჩასადებები. მთავარია გავითვალისწინოთ სახელის კითხვადობა. ანუ როდესაც ბეიჯიკად ჩამოიკიდებ მაგ მოწმობას კისერზე, მაშინ მემგონი სახელი გვარი ცოტა უფრო დიდად უნდა ჩანდეს.


პატარა ლირიული გადახვევა... ისა... რა ქვია კაცო... ნორმალურად ჩამოყალიბებულ ხალხს, ვისაც მუდმივი ავატარი აქვს, მაგის სადმე ჩაკვეხება არ იგეგმება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ისე არნის სურათმაც დაგლიჯა biggrin.gif
Power_VANO
Allstar
კაცო საწევროო, საწევრო smile.gif

ასოციაციამ ხომ უნდა იარსებოს? ბიუჯეტი ხომ უნდა ჰქონდეს?

იგივე შეჯიბრების ჩატარებისთვის და ა.შ. ამისთვისაა საჭირო ყოველთვიურად 10 ლარის გადახდა საწევროს სახით.



Jah
გია, ზომებში რამხელა იქნება ჩვენი ID ქარდი?
პრავის/საკრედიტო ბარათების ზომა თუ იქნება, გადასარევია მგონი smile.gif საფულეებში საბარათე ადგილას იდეალურად ეტევა smile.gif
Jah
ციტატა(Power_VANO @ 23rd November 2010 - 12:40 PM) *
იგივე შეჯიბრების ჩატარებისთვის და ა.შ. ამისთვისაა საჭირო ყოველთვიურად 10 ლარის გადახდა საწევროს სახით.

უამრავი რამ გვაქვს წინ გასაკეთებელი, FT მიზნების შეძენა, საორგანიზაციო საკითხები, საპრიზო ფონდი და უამრავი სხვა რამ.
ნუ ეს ცალკე თემის საკითხია.

ციტატა(Power_VANO @ 23rd November 2010 - 12:40 PM) *
გია, ზომებში რამხელა იქნება ჩვენი ID ქარდი?

იქნება ზუსტად "კრედიტკის" ხელა, ანუ სტანდარტული ბარათი 85x55მმ

ja_ja
ოკ ყველაფერს გავითვალისწინებ
geojorjika
არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ აქ დასაზუსტებელია საწევრო. ამ თემაშI არ არის განსახილველი ამგრამ მაინც. მოკლედ ეხლა რა ხდება რა ვარ რამოდენიმე კლუბის წევრი სადაც სულ საწევროების პრობლემაა თან იქ საწევროები 5 ლარია თვეში , მე არ მაქვს ამის პრობლემა რომ 10 ლარი გადავიხადო , მაგრამ ეს შეიძLება სხვას არ მოსწონდეს , იცი რა არის მე მირჩვენია ყოველტვე იყოს საწევრო გადახდილი და არავის ვუმეორო ფული გადაიხადეთ მეტქი და იყოს ნაკლები ტანხა. შორს რომ არ წავიდეთ იგივე ოჩოპინტრეს მაგალითს მოვიყვან, ვერავინ ვერ მეტყვის რომ იქ ან ცუდი ადმინისტრაციაა ან ცუდი კლუბის წევრები არიან მაგრამ არის გარკვეული მიზეზების გამო სულ საწევროზე ლაპარაკი. არ ვიცი მოკლედ თქვენ გადაწყვითეთ ერთი და 2 კაცის მაგალითზე არ ვიმსჯელოთ. აქ არის ხალხი ვინც საერთOდ არ მუშაობს . ეხლა ვიტყვით რომ 10 ლარი რა არის თვეშIო მაგრამ მაინც არის იმისთვის და ამის გულისთვის ნუ დავუკარგავთ იმ ადამიანს გახდეს ჩვენი წევრი.
STIG
მე წევრობას ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ ოდესმე ალბათ ხომ გავხდები და ამიტომ ჩმა-საც დავწერ თუ შეიძლება: blush.gif

1) დიზაინით პირველის წინა მხარის ფონი მომწონს და მე-2-ს უკანა, უფრო სადაა. კარგი იქნება ის წითელი ზოლიც უკან სიმეტრიულად გადაყვებოდეს.

2) წყობა მეორესი რაღა თქმა უნდა.

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 23rd November 2010 - 12:38 PM) *
ეს არის პირადობის მოწმობის ვარიანტი. სხვათაშორის მგონი მარტო საქართველოშია ისეთი პირადობა რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, სხვაგან სადაც მინახია, მართლა პლასტიკური ბარათია, როგორც მართვის მოწმობის საბუთი.


ეს მართვის მოწმობას ან სამხედრო ID-ის რითი აჯობებს, ან რა უგავთ უბრალო სადებეტო ბარათისა?
Power_VANO
ციტატა(ja_ja @ 23rd November 2010 - 12:38 PM) *
პატარა ლირიული გადახვევა... ისა... რა ქვია კაცო... ნორმალურად ჩამოყალიბებულ ხალხს, ვისაც მუდმივი ავატარი აქვს, მაგის სადმე ჩაკვეხება არ იგეგმება

მაგალითად ჯა_ჯა-ს და ჩემი ავატარები biggrin.gif

მე 7-8 წელია ეს ავატარი მაქვს და არ გამომიცვლია, ჯა_ჯა-ს უფრო მეტი smile.gif
geojorjika
მეც ეს ავატარი მაქვს smile.gif
Jah
ციტატა(giorgi @ 23rd November 2010 - 12:33 PM) *
არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ აქ დასაზუსტებელია საწევრო. ამ თემაშI არ არის განსახილველი ამგრამ მაინც. მოკლედ ეხლა რა ხდება რა ვარ რამოდენიმე კლუბის წევრი სადაც სულ საწევროების პრობლემაა თან იქ საწევროები 5 ლარია თვეში , მე არ მაქვს ამის პრობლემა რომ 10 ლარი გადავიხადო , მაგრამ ეს შეიძLება სხვას არ მოსწონდეს , იცი რა არის მე მირჩვენია ყოველტვე იყოს საწევრო გადახდილი და არავის ვუმეორო ფული გადაიხადეთ მეტქი და იყოს ნაკლები ტანხა. შორს რომ არ წავიდეთ იგივე ოჩოპინტრეს მაგალითს მოვიყვან, ვერავინ ვერ მეტყვის რომ იქ ან ცუდი ადმინისტრაციაა ან ცუდი კლუბის წევრები არიან მაგრამ არის გარკვეული მიზეზების გამო სულ საწევროზე ლაპარაკი. არ ვიცი მოკლედ თქვენ გადაწყვითეთ ერთი და 2 კაცის მაგალითზე არ ვიმსჯელოთ. აქ არის ხალხი ვინც საერთOდ არ მუშაობს . ეხლა ვიტყვით რომ 10 ლარი რა არის თვეშIო მაგრამ მაინც არის იმისთვის და ამის გულისთვის ნუ დავუკარგავთ იმ ადამიანს გახდეს ჩვენი წევრი.

მოვიქცეთ ასე.
გავხსნი ახალ თემას, "პულს" უფროსწორად, ხო და ვნახოთ რას იტყვის საზოგადოება.
და იქნება ისე როგორც ამ კენჭისყრის შედეგები გვაჩვენებს.
geojorjika
ციტატა(Jah @ Nov 23 2010, 03:08 PM) *
მოვიქცეთ ასე.
გავხსნი ახალ თემას, "პულს" უფროსწორად, ხო და ვნახოთ რას იტყვის საზოგადოება.
და იქნება ისე როგორც ამ კენჭისყრის შედეგები გვაჩვენებს.

გადასარევ გადაწყვეტილებაა , უბრალოდ არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს 3 კაცმა გადავწყვიტეთ რა და როგორ უნდა იყოს
gregory
Jah
არ შეიძლება ეგ ბარათები "მეტრომანის" ბარათის საფუძველზე რომ დამზადდეს? მხედველობაში მაწვს, რომ შევიძინოთ "მეტრომანის" ბარათები და ზედ გადავაწეროთ ჩვენ რაც გვინდა ის!
მაგარი რამე გამოვა: მეტროშიც გაჭრის სპიმას ბარათი და ავტობუსშიც! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თანაც რა ჯობია რომ ამოიღებ საფულიდან და მგზავრობის საფასურს ესეთი ბარათით გადაიხდი?!
მგონი ტექნიკურად პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ აი იურიდიულად არ ვიცი. თანაც იმ ქალის სახე ვერ წარმომიდგენია სპიმას ბარათს რომ მიაწოდებ და შემივსეო რომ ეტყვი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ნუ შეიძლება ზიგიერთი ფორუმელისთვის არააქტუალურია ეს ამბავი, რადგანაც მხოლოდ საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან, მაგრამ მაინც....
ochopintre
წაინა მხარე II ნიმუშის უფრო მომწონს და უკანა მხარე I
ციტატა(gregory @ 23rd November 2010 - 02:25 PM) *
არ შეიძლება ეგ ბარათები "მეტრომანის" ბარათის საფუძველზე რომ დამზადდეს? მხედველობაში მაწვს, რომ შევიძინოთ "მეტრომანის" ბარათები და ზედ გადავაწეროთ ჩვენ რაც გვინდა ის!
მაგარი რამე გამოვა: მეტროშიც გაჭრის სპიმას ბარათი და ავტობუსშიც!
თანაც რა ჯობია რომ ამოიღებ საფულიდან და მგზავრობის საფასურს ესეთი ბარათით გადაიხდი?!
მგონი ტექნიკურად პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ აი იურიდიულად არ ვიცი. თანაც იმ ქალის სახე ვერ წარმომიდგენია სპიმას ბარათს რომ მიაწოდებ და შემივსეო რომ ეტყვი
ნუ შეიძლება ზიგიერთი ფორუმელისთვის არააქტუალურია ეს ამბავი, რადგანაც მხოლოდ საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან, მაგრამ მაინც....

ამას რაც შეეხება ჩემი აზრით ცოტა ზედმეტია , თუმცა იდეა კარგია

საწევროს რაც შეეხება ჩემი პოზიცია დავაფიქსირე გვერდითა თემაში მაგრამ ეს ჩემი აზრია და ჯობია ისევ უმრავლესობამ გადაწყვიტოს
Der Rote Baron
საწევროს ბარათის ქვედა ვარიანტი უფრო კაია!!
koknar
ჯერ ვერ გიერთდებით მაგ საქმეში მარა მალე შემოვიტან განცხადებას მიღებაზე. ისე როგორ აპირებთ ცალკე დამფუძნებლების კასტა იქნება და ცალკე რიგითი წევრების ხო. ეგრე მივხვდი. ანუ წევრობაზე სიტყვაზე 6 თვიანი ან 1 წლიანი საწევრო. ისე ბარათი ქვედა ჯობია smile.gif
Jah
ციტატა(koka @ 24th November 2010 - 09:08 AM) *
ჯერ ვერ გიერთდებით მაგ საქმეში მარა მალე შემოვიტან განცხადებას მიღებაზე. ისე როგორ აპირებთ ცალკე დამფუძნებლების კასტა იქნება და ცალკე რიგითი წევრების ხო. ეგრე მივხვდი. ანუ წევრობაზე სიტყვაზე 6 თვიანი ან 1 წლიანი საწევრო.

კითხვა ვერ გავიგე...

გაწევრიანების ფული - 20 ლარი
ყოველთვიური საწევრო - (ალბათ) 10 ლარი

წევრობის ვადა იქნება 1 წელი, და გაგრძელების შემთხვევაში არ დაჭირდება თავიდან გაწევრიანების გადასახადი თავიოსთავად, ჩვეულებრივად გააგრძელებ საწევროს გადახდას.
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 24th November 2010 - 10:08 AM) *
ჯერ ვერ გიერთდებით მაგ საქმეში მარა მალე შემოვიტან განცხადებას მიღებაზე. ისე როგორ აპირებთ ცალკე დამფუძნებლების კასტა იქნება და ცალკე რიგითი წევრების ხო. ეგრე მივხვდი. ანუ წევრობაზე სიტყვაზე 6 თვიანი ან 1 წლიანი საწევრო. ისე ბარათი ქვედა ჯობია

შენ უკუღმად გაიგე biggrin.gif, ამ თემაში დამაარსებლებზე კი არა წევრებზეა საუბარი, დაარსებაში ჩალიჩობენ JAH, ochopintre, geojorjika. ეს ბოლო პრეზიდენტია ბლინ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასე რომ ეს დანარჩენი არის წევრობის პონტი. ანუ თუ გადაწყვიტავ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მაშინ პირველად გაწევრიანების გადასახადი იქნება 20 ლარი + 10 ლარი ყოველთვე 1 წლის განმავლობაში. გავა 1 წელი და გინდა გააგრძელო წევრობა ხომ, მაშინ პროსტა მიმართავ პრეზიდენტს და ადმინისტარციას, გიმზადებენ ახალ ბარათს და აგრძელებ ყოველთვიურად 10 ლარის გადახდას.

კომპრენდე?
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Nov 24 2010, 01:59 PM) *
koknar
კომპრენდე?

lol2.gif biggrin.gif
koknar
ნათელია და გასაგები, და ჯაჯა როდიდან აღარაა დამაარსებლებში. მაგას წინასწარა აქ შეტანილი 5 წლის თანხა smile.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 24th November 2010 - 08:46 PM) *
და ჯაჯა როდიდან აღარაა დამაარსებლებში

და როდის იყო როომ???
Leonce
ვააა რა კარგი აზრები მოგდით. მართლა გადასარევია wink.gif wink.gif
Jah
მეგობრებო, აქამდე, მხოლოდ კობამ (ochopintre)
გამოაგზავნა თავისი სურათი,
გთხოვთ გადმომიგზავნეთ ყველამ დროზე მოვამზადო ფაილები, რომ მალე დაიბეჭდოს.
ხო ასევე გთხოვთ, ყველა თქვენგანი პირადი ნომერი (პირადობიდან), გამოაგზავნოთ ფოტოსთან და სახელ გვართან ერთად.

პს
კობა პირადი მნომერიც მომწერე ბარემ.
ja_ja
Jah
გამოვაგზავნი, პროსტა ნორმალურ სურათს გადავიღებ biggrin.gif
bazuka
ციტატა(ja_ja @ 24th November 2010 - 11:50 PM) *
გამოვაგზავნი, პროსტა ნორმალურ სურათს გადავიღებ

+1
Jah
ხო მეგობრებო სულ დამავიწყდა.
ამ ყველაფერთან ერთად ძალიან გთხოვთ, სახელი და გვარი ტქვენთვის სასურველი ინგლისური თარგმანიც გადმოაგზავნეთ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგს ასე უნდა ზოგს ისე...
მაგალითად მე ყოველთვის ვწერ ქართულად - გიორგი ინგლისურად - george, ზოგს კი ინგლისურადაც giorgi უნდა ხოლმე რომ ეწეროს ასე რომ,
თქვენ როგორც გინდათ რომ ეწეროს თქვენი სახელი და გვარი ასე გამოუშვით,
ქართულ ინგლისურად.
ochopintre
ციტატა(Jah @ 24th November 2010 - 11:28 PM) *
გთხოვთ გადმომიგზავნეთ ყველამ დროზე მოვამზადო ფაილები, რომ მალე დაიბეჭდოს.
ხო ასევე გთხოვთ, ყველა თქვენგანი პირადი ნომერი (პირადობიდან), გამოაგზავნოთ ფოტოსთან და სახელ გვართან ერთად.

ადრე ბნელი დრო რო იყო და BTA რო ვმუშაობდი biggrin.gif უსაფრთხოებამ მოგვთხოვა ყველას ვინც სათაოში ვმუშაობდით სურათები(პლასტიკურ ბარათებს ამზადებდნენ საშვის პონტში) და 2 კვირის განმავლობაში 6 კაცმა გადავაგზავნეთ მარტო. ბოლოს გენ. დირექტორმა დამირეკა სათითაოდ დაუარე ყველას და დღესვე გადაუღე სურათებიო თორე საშვის გარეშე არავის შემოვუშვებ შენობაშიო. დღის ბოლოს ყველას სურათი გადაგზავნილი იყო, დაჟე ერთი ცუდად იყო და სახლში დავადექით biggrin.gif და კვირის ბოლოს ყველას საშვები მზად გვქონდა.
რა ვქნა ეხლა , დავიარო და სათითაოდ გადაგიღოთ ყველას სურათები? biggrin.gif biggrin.gif
Power_VANO
მეც უნდა გადავიღო ახალი სურათი biggrin.gif ძველებზე ბევრი თმა მაქვს და ახლა დავდივარ ჰიტმენივით smile.gif ახალი სურათი მჭირდება smile.gif
ochopintre
რა ხდება ბარათებზე, რამე ხო არ არის ახალი?
gregory
ციტატა(koba @ 27th November 2010 - 06:02 PM) *
რა ხდება ბარათებზე, რამე ხო არ არის ახალი?

ochopintre
სანამ არ ჩამოივლი და არ "ჩაგვაკარტოჩკებ" : არაფერი!
ja_ja
ochopintre
ციტატა(koba @ 27th November 2010 - 06:02 PM) *
რა ხდება ბარათებზე, რამე ხო არ არის ახალი?

დღეს უნდა გადამეღო სურათი და აგერ დავითაც მაგას ამბობს, მაგრამ აღმოვაჭინე რომ პაწია წვერი მაქვს გასაპარსი, პლიუს საშინაო სამოსი და "ტაპოჩკების პონტი ასეთი სურათისთვის არ გამოდგება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Jah
ს.პ.ი.მ.ა. დარეგისტრირებულია.
ორშაბათს იქნება მზად ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
გილოცავთ smile.gif

პს
ბარათების მონაცემებზე იჩქარეთ.
თორე ჩვენი ტემპებით ახალ წლამდე ვერ მოვასწრებთ. biggrin.gif

პპს
სისხლის ჯგუფიც მოაყოლეთ smile.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 27th November 2010 - 08:25 PM) *
ს.პ.ი.მ.ა. დარეგისტრირებულია.

არა მჯერავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისტერიული სიცილი მჭირს....
cz80
ციტატა(Jah @ 27th November 2010 - 08:25 PM) *
ს.პ.ი.მ.ა. დარეგისტრირებულია.

ე ბიჯო ემასტე შე კაცო biggrin.gif
კაი ამბავია wink.gif

ჯერ არ(ვერ) ვწევრიანდები მართალია მარა...მანდ არ მოვაალ,მა სად წავალ biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.