დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რომელი საშუალებით მოვაშორო ჟანგი?
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2
ხ.მ.ე.ლ.ო
ესეიგი მაინტერესებს რომელი საშუალებით მოვაშორო ჟანგი? ოღონდ ვინც მართლა იცის ის შემეხმიანეთ, რაც ნამდვილად მოაშორებს ის მირჩიეთ, წვრილ წვრილი ჟანგი აქვს აქა-იქ, ხელს რო გაუსმევ ხაოსავითააქვს, ხოდა თან მაინტერესებს შავ სითხეს ხომ არ გააცლის ეს საწმენდი საშუალება ჟანგთან ერთად? ოღონდ რაც ნამდვილად იცით რომ გააცლის, თორე ეგრე მივედი მაღაზიაში და ვკითხე მევთქვი ესე-ესეა თქო და რაღაცა მირჩია, ვიყიდე, წავუსვი, ნახევარი საათი დავაცადე, როგორც მირჩია , მაგრამ რა შედეგი? რაც მთავარი გასაცლელი იყო ის დარჩა. ასე რომ აბა თქვენ იცით........ wink.gif wink.gif wink.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 27th October 2011 - 12:48 PM) *
ესეიგი მაინტერესებს რომელი საშუალებით მოვაშორო ჟანგი?

რას?

თუ რკინაზეა საუბარი, ლაითად მოსაშორებელი არის, WD-40 პატარა ბალონებში იყიდება.
ხ.მ.ე.ლ.ო
crosman sierra pro-ს, ოპტიკა სადაც ყენდება აი მანდ აქვს რა, ლულაზე არა, ანუ ზამბარა რაშიც ისმევა მთლიანად მანდ რა wink.gif
foxi
ძმარია ძაან მაგარი.ოღონთ ძალიან დიდი კონცენტრაციია არ უნდა.
ხ.მ.ე.ლ.ო
კაი რა მეკაიფები? რა ძმარი, მართლა არ გამაკეთებინო და რამე არ დაემართოს
gregory
ხ.მ.ე.ლ.ო
აი ესენი გადაიკითხე:
http://www.airgun.ge/forums/index.php?act=...%83%92%E1%83%98
ხ.მ.ე.ლ.ო
სპს, მაგრამ ლაკს ნამდვილად არ წაუსვამ :DDD
gregory
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ 27th October 2011 - 01:46 PM) *
სპს, მაგრამ ლაკს ნამდვილად არ წაუსვამ :DDD

იცინე შენ და კაკას(ცუდად შესრულებული) და ფოქს გალაქული თოფები აქვთ wink.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
არა ვერ გავრისკავ biggrin.gif:D
biggrin.gif


აი ეს არ ივარგებს? http://www.magnum.ge/production-ka-Means%2...ing%20weapons-2. ანუ პირველივე...... ძველი ოქსიდირების (ჩაშავების) და ჟანგის მოსაშორებელი სითხე TETRA G.BLUE&RUST REMOVER 87ML, 72653000
kaka8079
შე კაი კაცო უძვირესს მანქანებს ასხამენ ლაქს და შენი თოფი რა გახდა გასარისკი biggrin.gif მე ხელოსანი შენხვდა შტერი ნეტა კარგად იყოს დასხმული.
STIG
მე ამას ვხმარობ იარაღის საწმენდათაც და შესანახად. ჟანგს აყრევინებს ბრინჯივით biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
აჰა კაი რამეა ესიგი ეგ? ვცდი აბა? smile.gif რაც შეეხება უზვირეს მანქანებს, ეგ ლაკი მესმის დაასხა იმის შემდეგ, ჟანგს რომ გააცლი, რათა აღარ დაიჟანგოს და შენ იმას ამბობ რო ზედ ჯანგძე გადავლაკოო? დაფიქრდით ხომე კარგად წაიკითხეთ რას ვწერ კაცო, ჟანგის მოსაშორებელი სითხე მინდა და არა ისეტი რამ, რომ ჟანგი აღარ გაუჩნდეს, მთავარია ეს ჟანგი მოვაშორო და მერე უკვე მე ვიცი, პროსტა ვისგანაც ვიყიდე ის ალბად არ უვლიდა თორე, ეს ჟანგი თუ მოვაშორე მერე უკვე ვსოო, ან გადავლაკავ და ან კიდევ გადაულაკავადაც ისე მოუვლი რო ჯანგი 1 მმ სიშორეზეც ვერ მიაუახლოვდება ჩემს ქროსმანას შიშისგან biggrin.gif:D:D:D:D
minchanin
ჩემი აზრით, ისეთი ხსნარი რომელიც გახსნის რკინის ჟანგს და ფოლადს [სადაც რკინა დიდი რაქოდენობითაა] არ შეეხება არ აესებობს. მსგავს შემთხვევაში მე ვიყენებ ხოლმე ჟანგის გარდამქმნელს [პრეობრაზოვატელ რჟავჩინი] რომელიც დამზადებულია ორთოფოსფორმჟავის საფუძველზე. ეს სითხე არ ხსნის რკინის ჟანგს, ის მხოლოდ გარდაქმნის ჟანგს შავი ფერის რკინის მარილად, რომელიც თავის მხრით აღარ შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ასევე საჭიროების შემთხვევაში დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა გერმანული სითხე "კლევერ"-ი. ეს ჟანგის გარდამქმნელი თავისუფლად იყიდება ავტომაღაზიებში. "კლევერი" გამოიყენება როდესაც ზედაპირი გასუფტავებულია ლითონის ფენამდე, და ასევე როცა ფოლადში ქრომის შემადგენლობა 3%-ს არ აღემატება.
minchanin
დიდი ბოდიში, მთავარი დამავიწყდა. სანამ ჟანგის გარდამქმნელის გამოყენებას დაიწყებდე საჭიროა ჟანგიანი ნივთი მოათავსო უწყლო ნავთში თუნდათ ერთი სუტკით, რომ ჟანგი დარბილდეს, შემდეგ საჭიროა მისი [ჟანგის]მექანიკურად მოცილება, ალუმინის ან ლატუნის, ატვიორტკის მაგვარი ხელსაწყოს საშუალებით. შემდეგ კი იმ პროცესის ჩატარება , რაც ზემოთ აღვწერე.

უწყლო ნავთის მიღება შეიძლება ასე - ერთ ჭიქა ნავთში ჩაყარე ერთი ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიე, რამოდენიმე საათის მერე [2-4სთ] ჭიქის ფსკერზე გაჩნდება ნალექი, ეს არის მარილისა და წყლის ნაერთი. ნავთი გადაასხი სხვა ჭურჭელში ისე რომ ეს ნალექი არ გადაყვეს. უწყლო ნავთი მზადაა. გისურვებ წარმატებებს.
ხ.მ.ე.ლ.ო
გაიხარე
Power_VANO
WD-40 ან Sonax-ი, რაც სტიგმა დაწერა. პირველი მათგანი გუდვილში იყიდება, მგონი მეორეც smile.gif და ძვირიც არ ღირს.
ხ.მ.ე.ლ.ო
დაახლოებით რა ღირს ტყვილად რო არ წავიდე? smile.gif თუ იცი?
Power_VANO
ხ.მ.ე.ლ.ო
პატარა ბანკა 5-6 ლარი მგონი, დიდი 10 ლარი სადღაც.
ხ.მ.ე.ლ.ო
ოკ. სპს. ისე ლობრა სოლო ვიყიდე 15 ლარი მივეცი საკმაოდ კაიაო, და მიაინც არ მოსორა ამის რასჰი გადავყარე ფული @@@
ნიკა
პატარა წერტილებივით აქვს ჟანგი და ანუ შეიძლება ძმრით მოშორება ხო?
SCORPIONS
ნიკა
ანუ,გადასაგდებია.....

მიკვირს თქვენი რია.....ელემენტარულს კითხულობთ.......
ნიკა
ვიღაცამ რომ დაწერა ძმარიო და მერე იმან რომ უთხრა მეკაიფებიო და მერე იმან რომ არაფერი უპასუხა მეთქი მართლა ეკაიფებათქო. ანუ მართლა აშორებს თუ არა მეთქი ეგ მაინტერესებს და რამე ხო არ მოუვა თქო biggrin.gif
SCORPIONS
ნიკა
ანუ,უფასო ძმარიც ტკბილიაო!

შენი საქმეც მასეა!
ნიკა
ესეიგი ვცადო ძმარი? biggrin.gif
SCORPIONS
ნიკა
სკოლაში მაინც არ დადიოდე რია...... მჟავაა ეგ უფასო ძმარი და.........
ნიკა
ხოდა რკინას ხო არ დალაქავს ან რამეს ხო არ უზავს?
ja_ja
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 8th December 2015 - 06:44 PM) *
მიკვირს თქვენი რია.....ელემენტარულს კითხულობთ.......

და დიდიხანია ყველაფერი იცი? smile.gif თუ აღარ კადრულობ რჩევების მიცემას smile.gif

ნიკა
შეეშვი ნაროდნი მეთოდებს. არის უამრავი ჟანგის მოსაცილებელი საშუალება, როგორიცაა WD40, ასევე A40, კიდევ DOMINO-შI იკითხე მანდ სტენდზე აქვთ ოხრად Wurth-ისა და Bernel-ის სითხეები, კაროჩე ოხრად სისტემა არსებობს.

ძმარი ნუ ერთისმხრივ მჟავაა, მაგრამ მეორესმხრივ საკმაოდ გაზავებული მჟავაა და თან გაზავებულია წყალში ასე რომ წყლით გაწმენდას რა ეფექტი მოყვება მემგონი მიხვდები...

შემდეგისთვის ნუ დაიზარებ ხოლმე და ზეთით დანამული ჩვარი იქონიე ხელთ და თოფი გარედან მაგ ჩვარით გაწმინდე ხოლმე, შედეგად ზეთის უთხელესი დამცავი ფენა ექნება ხოლმე თოფს და აღარ აიკიდებს ახალ ჟანგებს smile.gif
ნიკა
ja_ja ამ დომინოზე ამბობ ხო? და რომელი ზეთით უნდა გავწმინდო ხოლმე?
ja_ja
კი მაგ დომინოზე ვამბობ, მანდ რომ შეხვალ მარჯვენა მხარეს რომ ცემენტები და საღებავებია პირველი დაბლითა რიგში აქვთ A40 ოხრად, ასევე ბერნელი და ვიურტი აქვთ ოღონდ სალაროებთან მანქანის მოვლის საშუალებები რომაა მანდ აქვთ, ასევე A40 აქვთ Georgia-ში, მანდაც იაფია, 400 გრამიანი ქილა მგოპნი 9 თუ 10 ლარი ღირს, შენ მაგდენი არ გჭირდება, ითრიე 100-იანი ან მაქსიმუმ 200-იანი, ყელში ამოგივა..

რაც შეეხება გარედან გასაწმენდ ზეთს, მანდ ნებისმიერი წავა, ნუ ვთქვათ მანქანის მატორის ზეთი, ოღონდ საჭმლის ზეთი და მზესუმზირის ზეთი არ გაიფიქრო smile.gif
ნიკა
ეგ ზეთი მუდმივად უნდა ესვას?

დაახლოებით ხო არ იცი 100 ან 200-იანი რა ღირს?
ja_ja
ნიკა
5-6 ლარი თუ არავცდები...

საერთოდ ყველა ლითონის ზედაპირს რომელსაც შეხება აქვს ხელთან და ოფლთან, ასევე შესაძლებელ ატმოსფერულ ნალექთან სასურველია მიკროსკოპული ზეთის ფენა ჰქონდეს, რომელიც დაიცავს ღია ლითონის ზედაპირებს.

საერთოდ ნებისმიერ თოფს ეხება ეგ, იქნება ეგ სანადირო, პნევმატიკა თუ იქნება სამხედრო კალაშნიკოვი... მიუხედავად მიღებული სტერეოტიპისა რომ კალაშა ყველაფერს იტანს და ამერიკელები კიდევ კუკუშკები არიან რომ იძულებული არიან ყოველ საღამოს თავისი M4-ები წმინდონ, რეალობაში, იმ ტუპოი ამერიკელის იარაღი გააგრძელებს 10 წლის მერეც მუშოაბას და კალაშა კიდევ შეგზიზღდება ხელში დასაჭერად 10 წლის მერე.

ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ გინდა ვიზუალის შენარჩუნება, მაშინ მოვლა ჩვევად უნდა გადააქციო და არა ცხოვრებაIშ ერთხელ გადაუსვა ჩვარი და მერე მიაგდო სადღაც.
ნიკა
არ ვიცოდი ეგ თორე თავიდანვე წავუსმევდი მაგ ზეთს... ანუ ყველა ზეთი წავა მზესუმზირის გარდა? biggrin.gif
geojorjika
მირონი არა biggrin.gif
pilotina
ნიკა

აი ეს ზეთია იდეალური იარაღის მოსავლელად.
ლულასაც წმინდავს, მოძრავ ნაწილებს, ხის ნაწილებს, და გარედან ჟანგისგანაც იცავს, პლუს რეზინებს არ აფუჭებს...



ამას ვხმარობ ყველა ჩემს იარაღზე, პნევმო იქნება თუ ცეცხლსასროლი, უკვე წლებია.
bubusicha
ციტატა(pilotina @ 9th December 2015 - 01:56 PM) *
ამას ვხმარობ ყველა ჩემს იარაღზე, პნევმო იქნება თუ ცეცხლსასროლი, უკვე წლებია.


რა ღირს ეგ საწმენდი?
ნიკა
geojorjika biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

pilotina მაგით გავწმინდო და მერე ზედ შევატოვო? თუ მთლიანად მოვაცილო ისევ? ან ეგ რა ღირს და სად შეიძლება ყიდვა?
gregory
ნიკა
კალიბრში აქვთ მგონი. დაურეკე და იკითხე
ნიკა
gregory დაახლოებით ხო არ იცი ფასი?

ან ნომერი სად ვნახო?


ვნახე ნომერი
pilotina
ნიკა
ციტატა(ნიკა @ 9th December 2015 - 02:25 PM) *
მაგით გავწმინდო და მერე ზედ შევატოვო? თუ მთლიანად მოვაცილო ისევ?


ჩვარი დაასველე ოდნავ მაგით და ისე გაწმინდე თოფი და დატოვე ეგრე.

ციტატა(ნიკა @ 9th December 2015 - 02:25 PM) *
ეგ რა ღირს და სად შეიძლება ყიდვა?


გიპასუხეს უკვე, ან კალიბრში გაგარინის მოედანზე როა, იქ მაქ ნანახი ერთი კვირის უკან, ან აქ, თუ მოცდა არ გეზარება.
ნიკა
pilotina ეგ ჟანგსაც აშორებს თუ უბრალოდ იცავს? აქ მირჩევია ყიდვა...
pilotina
ნიკა
ციტატა(ნიკა @ 9th December 2015 - 05:34 PM) *
გ ჟანგსაც აშორებს თუ უბრალოდ იცავს?


ჟანგს არ აშორებს. იცავს. თუ ჟანგის მოშორება გინდა მაღლა გირჩიეს სხვადასხვა საშუალება
ნიკა
WD40-ით მოვაშორე ჟანგი, მერე შევინახე და რამდენიმე დღის მერე რომ ვნახე უფრო მეტად ქონდა. კიდე მოვაშორე როგორც შევძელი მაგრამ ცოტა მაინც რჩება, თუ არ დააკვირდი არ ეტყობა. ეგ მასე უნდა იყოს? თუ სულ ბოლომდე უნდა მოეშორებინა წესით? ან ესე მალე რატო მოემატა ჟანგი?
pilotina
ნიკა

ჟანგს რომ მოაშორებ კარგად, მერე ეგ ადგილი რამენაირად უნდა დაიცვა. ან საღებავით, ან ანოდირებით, ან დამცველი ზეთით.
ნიკა
pilotina სადღაც წავიკითხე რომ თვითონ ეს ქმნის დამცავ ფენას. ისედაც არ უნდა დაიჟანგოს მგონი ესე სწრაფად

თან ბოლომდე არ აშორებს

ანოდირება რას ნიშნავს?
ja_ja
WD40-ის ეგ დამცავი ფენა არის დროებითი და შალითაში, ქაღალდში, ან რამეში საერთოდ ქრება... საერთოდ WD40- იქნება თუ სხვა ეგეთი ნივთიერება, მუშაობს მხოლოდ ერთი პრინციპით, კერძოდ ოსმოსური წნევით შეღწევა და დაშლა...

ანუ ჟანგიან ზედაპირზე რომ ხვდება, მიკროსკოპულ დონეზე რომ განვიხილოთ, ეგრევე ძალით აწვება და შედის ჟანგის აფხვიერებულ სტრუქტურაშI, ქიმიის და ფიზიკის კურსის მიხედვით ელემტთა სხვაობა იწვევს მაგას...

სუფთა ქიმიური გადასახედიდან, WD40 არის აქტიური ნავთი და ცოტა ზეთი, პლიუს დამატებითი კომპონენტები ჟანგის სტრუქტურის დასაშლელად (კრისტალური მესერის ელექტრონების დონეზე დასაშლელად, კავშირებს შOრის ელექტრონების წყვეტით თუ რაღაც ეგეთით smile.gif )

ანუ შენ თოფს გადაუსვი WD40 თავისი რეაქცია ქნა და ნუ რაღაც დონეზე დაშალა ჟანგი (ვაბშეტა ეგეთი ნივთიერებები უფრო გათვლილია ჩაჟანგული ბოლტების და რაღაც ეგეთ სტრუქტურებში შესაღწევად რომ დაშალოს კავშირები, თან სმაზკის როლი ითამაშოს და საშლილი ჟანგის ნაწილაკები რომ ერთმანეთთან მიმიართებაში სრიალებდნენ და არ ჭედავდნენ ვთქვათ რეზბას ხაოიანი ზედაპირის გამო)

დამცავი შრე რასაც ამბობ არის იდეალურ პირობებში, რეალურად კი WD40-ის და მისნაირების დამცავი შრე ეგრევე ქრება ხელის შეხებისას ნაჭრის შეხებისას და ასე შედმეგ... ანუ მაგის ძირითადი საქმეა ჟანგთან ბრძოლა და ნუ მოსთხოდ რომ დაცვაც იკისროს...

ნუ ისეთი პონტია რა ჯარისკაცია მთელი აბმუნდირავანიით და შენ ახლა მოსთხოვე კაი სისკებიანი პოპ მომღერალის როლის შესრულება კომფორტის პონტშI smile.gif ნუ არც გამოსდის და არს დიდად სასიამოვნო დასანახი იქნება სცენაზე ავტომატით რომ დარბოდეს ვიღაც და რაღაცას ბღაოდეს სიმღერის მაგივრად smile.gif ანუ იმას ვამბობ რომ ყველა ელემენტმა თავის საქმე უნდა აკეთოს, კერძოდ დაცვაზე უნდა იმუშაოს ზეთმა და არა WD40-მა რომელიც მხოლოდ ზედაპირული დაჭიმულობის პლიონკას ქმნის და არა რეალურ ბარიერს smile.gif

მოკელდ შემდეგში მოსავლელად ზეთი გამოიყენე... პლიუს სად და როგორ ინახავ ეგეც თქვი... შალითაში ან რაიმეშI თუ დებ და იჟანგება, მაშინ სავარაუდოდ შალითაა დანამული და იმიტომაც მუშაობს ჟანგი ეგრე აგრესიულად.

რაც შეეხება ვარანენიეს - ნუ ეგ არის რკინის შავი ზედაპირი რომაა მაგას ეძახიან ვარანენიეს, ეგ არის ქიმიური ჟანგი (თან უფრო უხდება ლითონს, თან იაცვს, თან ხელით შეხებისას ტაქტილური შეგრძნებები უფრო დადებითია ვიდრე ტიტველი რკინა ან მითუმეტეს ჟანგიანი) რომელიც ნაკლებად შედის რეაქციაში წყალში არსებულ ჟანგბათთან, რითაც ხდება ჟანგვისგან თავის დაცვა.
ნიკა
არ ვთხოვ მაგას არც პოპის სიმღერას და არც ჟანგისგან დაცვას, უბრალოდ ის მიკვირს რომ ესე მალე იჟანგება. თავისივე კარდონის ყუთში დევს. თან ბოლომდე არ აშორებს ეგ, ოდნავ მაინც რჩება ჟანგი. რამე უფრო ძლიერი უნდა თუ არაა აუცილებელი მთლიანად მოაშოროს? ან ის რაღაც შემოსახვევი ლენტები(Camouflage) რომაა ის დაიცავს ჟანგისგან?
ja_ja
ნიკა
ციტატა(ნიკა @ 19th December 2015 - 11:21 PM) *
შემოსახვევი ლენტები(Camouflage) რომაა ის დაიცავს ჟანგისგან?

არა მაგის საქმე კომუფლაჟის გაკეთება, რეალშI კი ვისაგ ეგ გადაუკრია შიგნით ან იჟანგება, ან მოხსნა რომ დაუპირებია გინებით იღვრება იმიტომ რომ მურტალ წებოვან ფენას ტოვებს, რომელიც არ ძვრება და მერე ეგ ხდება ნაგვის და ჭუჭყის აგროვების ბუდე.

რაც შეეხება უფრო აგრესიულად ჟანგის მოცილებას... ნუუუ, მაგისთვის გაისეირნე დომინოში ან გორგიაში და იკითხე ჟანგის გარდამქმნელი - იყიდება მგონი ლიტრიან გამჭირვალე პლასტმასის ბოთლებში. ნუ იასნია შენ მაგდენი არ გჭირდება, მაგრამ ნაკლები მე არ მინახია არსად.

მოკლედ ეგ არის ძლაიან აგრესიული მჟავანარევი სითხე, ასე რომ არ შეისუნთქო და შიშველი ხელებით არ ეცე. ცოტაოდენი აიღე და გადაუსვი ჟანგიან ზედაპირს, ოღონდ მანამდე ფხვიერი და გუბჩატი ნადები რაცაა ეგ მაქსიმალურად მოაცილე რკინას. შემდეგ კი ეგ გარდამქმნელი გადაუსვი. ეგ ამოჭამს ჟანგს და თან რკინის მაგ ადგილს სადაც ჟანგი იყო გააშავებს.

პროსტა მე რეზერვუარზე ეგეთი რაღაც ცხოვრებაში არ გამიბედია და არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ძალიან აგრესიულია და რავი მაგის დედაც ჯერ ე მანდ არ დახვრიტოს რეზერვუარი, თან რომ მორჩები ყველაფერს, (მგონი 10-15 წუთი უნდა დატოვება) მერე მოშნად წყლით უნდა ჩამორეცხო, თორემ თუ შეაშლა ეგ ნივთიერება რკინას, მერე ოდნავ ნესტში რომ მოხვდება ისევ აგრესიულ სითხეთ გარდაიქმნება და გააგრძელებს რკინის ჭამას.... ნუ ბოლოს იასნია ბა-ბახი იქნება.

მოკლედ არსებობს ეგეთი აგრესიული ხსნარი, მაგრამ ძლიან საშიშია იმ საქმეში რასთანაც ჩვენ გვაქვს შეხება. ნუ ლულა უპრობლემოდ შეიძლება, მაგრამ რეზიკი რავი???!!!

მე მაგ სითხეს ვიყივებ ხოლმე დაჟანგული აპორნი დისკების შუა წელის გასასუფთავებად შერებვის წინ. კაკრაზ ეხლა ჩემს მანქანაზე მაქვს გასაკეთებელი, უკანა აპორნები, მაგრამ იქ ლითონიც ოხრადაა და ნუ ეგეთი საშიში ადგილიც არაა...
ნიკა
სად მაქვს ჟანგის მოსაცილებელი რეზერვუარები biggrin.gif თუ მასეთი საშიში ნივთიერებაა მაშინ სულ არ მინდა მაგით წმენდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშიც არაა, რავი ქონდეს ეს წერტილები და თუ რამეა მერე მივხედავ
MxNsky
არ ვიცი პნევმატიკაში რამდენად გამოსადეგი რამეა მარა ჟანგის , საღებავის და უამრავი არასასიამოვნო ნარჩენების საუკეთესოდ მოსაშორებელი საუკეთესო საშუალება არის ქვიშა... შეიძლება ზოგი ხვდება რასაც ვგულისხმობ, ვინც არ იცით აი ეს ვიდეო ნახეთ...
ქვიშის კერხერი
ქვიშა
SCORPIONS
MxNsky ეგ მართლა მაგარი ხერხია,მაგრამ გააჩნია რისთვის....მოსკოვში გვქონდა მაგის მაგვარი ,,песка струй,, ხიდების მეტალის კონსტრუქციებს ვაცლიდით ხოლმე ჟანგს. პნევმატიკაში კი მე რაც მინახავს,მგონი არ წავა...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.