დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იყიდება Benjamin Marauder 0.177
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
ja_ja
ესეიგი იყიდება მარადიორი ცოტა თავისებური...

თავიდანვე გაფრთხილებთ მარადიორი ჩემი არ არის, ეკუთვნის Jah-ს, აქვს თავისებური მოდიფიკაციები რომლებიც ზოგს მოეწონება ზოგს არა. მაგრამ ნუ ეს უკვე მსურველზეა დამოკიდებული.

თოფი არ იშლება და ნაწილ ნაწილ არ იყიდება, ან გაიყიდება იმ შემთხვევაში ნაწილებად თუ ყველა ნაწილის მსირველი შეიკრიბებით და პატრონს მთლიან თანხას მისცემთ თქვენ კი მერე თქვენი სურვილის მიხედვით დაინაწილებთ დეტალებს.

იყიდება მხოლოდ თოფი, ნასოსი, ბალონი შლანგი და სხვა დამატებითი აქსესუარები არ არის ნახსენები და ტყუილა კითხვები ნუ იქნება დამატებით კიდევ რა მოყვება.


ესეიგი მარადიორი არი პაწა არასტანდარტული:

1) გაპრიალებულია რეზერვუარი, კოლოფი, წინა პორტის ხუფი, უკანა ხუფი და რვიანი

2) აქვს არასრანდარტული კონდახი, ასევთქვათ მთლად ბულკა არ არის, მაგრამ რაღაც მინი კარაბინის ვარიანტია

3) გამოიყენება რეგურებადი ლოყის მქონე კონდახი, Custom Made

4) ლულა Lothar Walther 4.5მმ, გამოყენებულია Chelenger -ის ლულა.

5) სასხლეტი - მოდიფიცირებული 1377-ის სასხლეტი

6) თოფი მუშა მდგომარეობაში, მაგრამ აქვს პატარა ხარვეზი (ამაზე ძირს წერია)


ახლა კი სურათები























პლიუსები:
- ორიგინალ ვერსიაზე ცოტა მსუბუქია (ზუსტი წონა არ ვიცი, პატრონთან იქნება გასარკვევი)
- ცოტათი მოკლეა ორიგინალთალ შედარებით
- ორიგინალური დიზაინი აქვს (სიტყვა ორიგინალური არ ნიშნავს საუკეთესოსა, არამედ ნიშნავს იმას რომ არასტანდარტულია და სხვა ასეთი არ არსებობს)
- LW-ს ლულა


მინუსები
- მომძვრალი აქვს მიმწოდებელს ცხვირი. პატრონს დაუვარდა მიმწოდებელი და მოტყდა ცხვირი, თეორიულად მისი გაკეთება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, გარკვეულ ვარიანტში უკეთესიცაა საკუთარი ფორმის და სიგრძის ცხვირი შეგიძლიათ დაუყენოთ
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი არ მოყვება კლიპი (ეს პატრონთან იქნება დასაზუსტებელი)


ახლა კი შემაჯამებელი ინფორმაცია:
- სამწუხაროდ ფასი არ უთქვია პატრონს, ვერ ჩამოყალიბდა, ნუ ამაზე იმედია მოილაპარაკებთ
- რაც შეეხება კავშირს მფლობელთან JAH-ი აქ ამ ბოლო დროს არ ჩნდება, ასე რომ ინტერესის შემთხვევაში PM-ში მომწერეთ და მოგცემთ ტელეფონის ნომერს, დანარჩენს პირადად დაილაპარაკებთ და შეთანხმდებით
koknar
ეს აშკარად შტირიკას შთაგონებითაა ნაჩალიჩები, biggrin.gif ბარემ ფასიც დაეწერა დასამალი რააა ?
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 26th July 2012 - 04:39 PM) *
ბარემ ფასიც დაეწერა დასამალი რააა ?

ნაღდად არ ვიცი smile.gif.

დღეს საღამოს თუ მითხრა გიამ დავწერ, თუ არა და მოგცემ ტელეფონს და დაურეკე ენდ შენთვითონ ჰკითხე (თუ გაიტერესებს რა თქმა უნდა)
gregory
ja_ja
სწორედ გუშინ დამირეკა თემომ(ბაზუკამ) და მკითხა ხომ არ იცი ვინმე პცპ-ს რომ ყიდდესო?! იქნებ შეეხმიანო?
ja_ja
gregory
მეც დამირეკა და ვუთახრი ამ თოფზე, ნუ გიას ნომერი კი აქვს და დაილაპარაკებენ ალბათ smile.gif
WARNer brother
რა ხდება ამ იარაღზა ვერ მეტყვით ფასი ხო არ დადგინდა? PCP-ს ვეძებ და...
ja_ja
WARNer brother
თუ გაინტერესებს ვკითხავ პატრონს... რავიცი აქამდე რამდენჯერმე ვთხოვე ვერ ჩამოყალიბდა ფასზე....
WARNer brother
ალბათ საკმაოდ მაღალი ფასი ქნება მაგრამ მაინც smile.gif თუ პრობლემა არ იქნება კითხე თუ ვერ დააკონკრეტებს ფასს არაუშავს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.