დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იყიდება Hatsan at 44. იაფად
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
tsumbusha
იყიდება ზემოდ ხსენებული თოფი არის სულ ახალი, ყიდვის დროს შევიძინე ერთი კოლოფი ტყვია (500 ცალიანი) და დაახლოებით ნახევარზე მეტი მაქვს კიდევ smile.gif ამასაც ვაყოლებ biggrin.gif

ხო ეხლა სერიოზულად, მოყვება ნასოსი, მაყუჩი (ესეც ჰაცანის), ყუთი, და ოპტიკა ლიპერსის 4-16X40. ოპტიკა საკმაოდ კაი რამეა რადგან ზედვე აქვს დასამაგრებელი ლაზერის ფანრის და ასე შემდეგ. წითელი და მწვანე განათება. ასევე ამ ოპტიკას აქვს ფიქსირებული სამაგრი თოფზე, ანუ ზედმეტი სწორებები და ასე შემდეგ დაყენების დროს არ დაგჭირდებატ.

პ.ს. თოფი არის ერთ ტყვიიანი ვერსია. ხის კაკლის კონდახით.

რაც მთავარია ყველაფრის ფასია 550 ლარი. მემგონი სრული კომპლექტისთვის საკმაოდ კაი ფასია არა? ფული მეჩქარება და იქნებ მყიდველი მალევე გამოჩნდეს.

geojorjika
კლიპიანი რომ იყოს ეხლავე ავიღებდი sad.gif

კარგი ფასია წარმატებები
sekurifa
სენსაციური ფასია მოკლეთ. თოფი ,ნასოსი,ოპტიკა. არც მეეჭვება რომ მალევე გაიყიდება. მე არც დავფიქრდებიდი ასეთ წინადადებაზე.
name
geojorjika
მერამდენე ჰაცანს ყიდულობ?
nikola_migina
name
ის თავის ძმისაა wink.gif
makena
ძალიან მაგარი ფასია ,
geojorjika
tsumbusha
ტერიტორიულად სად ხარ ? რომ მოვიდე თოფი ვნახო?
minchanin
tsumbusha
ჯორჯიკა თუ დამითმობს მე ვიყიდი. საჭიროების თემთხვევაში მომწერე ტელეფონის ნომერი პმ-ში
WARNer brother
ვაა ვერ ვიშოვნე პცპ ... sad.gif
tsumbusha
გაიყიდა უკვე smile.gif
minchanin
ნეტავი ვინ წამართვა ჩემი ოცნება აააააააააააააააააააააააააა

Davitus
უკაცრავად თუ ვინმეს წავართვი, შემოვედი ვნახე მივწერე და როგორც გაირკვა პირველი მე მიმიწერია, თემა ჩემამდე კაი ხნით იყო გახსნილი და არც ველოდებოდი რომ პირველი მე შევეხმიანებოდი

იარაღი ნორმალურ მდგომარეობაშია, ოპტიკა ლიპერსი არ არის, ბუშნელია- ლილოს ტავარი... (თუმცა ოპტიკა მაინც სხვა უნდა ვიყიდო და მკიდია)

იმის გამო რომ ედგანის ჩამოტანა ჩამეშალა, დავიწყე ფიქრი მსგავსი გაბარიტების ბულპაპის გაკეთებაზე, თუმცა მარადიორი არ მაწყობდა, ნამეტანი ძვირი პროეკტია და ედგანის საფასურს ბევრად გაუსწრებს, ამიტომ ვეძებდი შედარებით იაფიან "მასალას"

ეს როგორც კი გამოჩნდა, ბევრი არც მიფიქრია ისე განვუცხადე პატრონს თანხმობა

მოკლედ, იარაღი კი ვიყოდე, მაგრამ ახლა იწყება მთელი თავის ტკივილი, იმედია ბოლოში გავალ ოდესღაც... მთლიანობაში მე ეს ჰაცანი არ მომწონს, მძიმე და უბალანსო იარაღია, სიზუსტე როგორც სხვებისგან მსმენია დასაწუნი არა აქვს, ამიტომ ვნახავ რა გამოვა

კონდახს, ოპტიკას და მოდერს გავყიდი უეჭველი, მსურველებმა სეგიძლიათ წინასწარ მომწეროთ, თუმცა გაყიდვის თემაში მაინც დავდებ
geojorjika
Davitus
ვაა შენ იყიდე ბიჭო , გილოცამ , კარგია ჩვენიანმა რომ იყიდა ისევ smile.gif მე კაი ხანი დავდებდი მაგას თაროზე და იდეაში ლიპერსის ოპტიკის ხათრით ვყიდულობდი smile.gif

მოკლედ ეხლა მოქმედება

კიდევ ერთხემ გილოცავ , გამიხარდა გულით რაღაც უარაღოდ რომ იყავი ნიტო იყო smile.gif
makena
ციტატა(Davitus @ 17th September 2012 - 09:50 PM) *
კონდახს, ოპტიკას და მოდერს გავყიდი უეჭველი,

ოპტიკას რამდენად ყიდი,თუ შეგიძლია გამაგებნე

გილოცავ შენაძენს,მაგარი რამ არის მაგარ ფასად
ja_ja
მოკლედ თოფი გაიყიდა.

მყიდველს ვულოცავ და ვუსურვებს 10-იანების მოხსნას, მყიდველს ვუსურვებ მიღებული თანხა თავის საქმეში დახმარებოდეს, მალე ფინანსურად მოძიერებულიყვეს და ჩვენს რიგებს დაბრუნებოდეს...

თეკმა იხურება, დანარჩენი ნაწილების ყიდვა გაყიდვაზე ცალკე თემა გახსენით ან საყვარელი PM-ი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.