დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
pilotina
მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი.
დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი?
გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.
ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი)
სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს:
(ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.)

შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი...



ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა)



ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე.






მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა






და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ)






ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის
პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა.




ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა



კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო





როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი...
ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ...
და ეს ყველაფერი sound lock წყალობით.





თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა...

ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად smile.gif

ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს.
და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა.
მაშ ასე, დავიწყეთ
ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში.
გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ.
ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული).
რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე



AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min)

1. 241 3000 PSI
2. 245
3. 245
4. 244
5. 243
6. 244
7. 246
8. 243
9. 245
10. 241
11. 243
12. 242
13. 249
14. 244
15. 245
16. 249
17. 247
18. 244
19. 245
20. 246
21. 247
22. 254
23. 248
24. 251
25. 252
26. 251
27. 256
28. 255
29. 253
30. 257
31. 254
32. 256
33. 256
34. 258
35. 259
36. 259
37. 258
38. 262
39. 262
40. 260
41. 266
42. 260
43. 265
44. 268
45. 270
46. 262
47. 262
48. 274
49. 266
50. 265
51. 271
52. 278
53. 272
54. 285 ***
55. 280
56. 276
57. 284
58. 287
59. 287
60. 287
61. 291
62. 287
63. 288
64. 296
65. 287
66. 290
67. 288
68. 293
69. 284
70. 294
71. 300
72. 305
73. 310
74. 303
75. 309
76. 306
77. 294
78. 310
79. 306
80. 309 2300 PSI

მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ sad.gif ) და რისი გაგებაც მინდოდა გავიდე, ანუ ასეთი პარამეტრებით დარეგულირებული ეგ თოფი კიდევ მინიმუმ 100 გასროლას გააკეთებს, ეს იქიდან მოვიტანე, რომ გუშინ სახლში რო ვტესტავდი, 1500 psi-ზე თოფი ჯერ კიდევ 275-280 მ/წმ-ით ისროდა.
აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში smile.gif , აქვე ავღნიშნავ, რომ 2300-იდან 3000 psi-მდე დატუმბვას დაახლოებით 120-130 ბუქნი სჭირდება, მაშინ, როდესაც მარადას დასატუმბათ 1600-დან 3000 psi-მდე 110-120 ბუქნი სჭირდება.
ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ.
პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა



პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია)
მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში smile.gif



ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია)



მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია):



და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):



მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე.
უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. smile.gif


geojorjika
კიდევ ერთხელ გილოცავ, ძალიან კარგი ფიშტო ჩანს, რეალშიც მაინტერესებს ისე როგორია smile.gif

ოპტიკა კიდევ უკეთესი smile.gif
Power_VANO
გილოცავ, 10-იანებში სულ!

ნამდვილად საინტერესო ფიშტოა და საინტერესოა ძალიან საბოლოოდ რა შედეგებს მიიღებ smile.gif

P.S. მაგის დატენვას ბალონი უნდა 100% wink.gif
pilotina
geojorjika
Power_VANO

დიდი მადლობა ბიჭებო, მეც მაინტერესებს საბოლოოდ რა გამოვა smile.gif
ბაიკერი
მშვიდობაში. ძAლიან მაგარი პნევმოა
archi_daili
გილოცავ მშვენიერი შენაძენია. 290 მ/წ რამდენ გასროლას გაკეთებს უფრო ზუსტად არ შეგიძლია მითხრა?
pilotina
ბაიკერი

მადლობა, გაიხარე


archi_daili


ციტატა(archil @ 28th February 2015 - 01:37 AM) *
290 მ/წ რამდენ გასროლას გაკეთებს უფრო ზუსტად არ შეგიძლია მითხრა?



მაგას რედუქტორს რო დავაყენებ და 290მ/წმ-ზე დავარეგულირებ მაშინ გეტყვი, ეხლა როგორც ხედაც სიჩქარეთა დიაპაზონი საკმაოდ დიდია.
ვისაც რედუქტორი არა აქვს ის ისე ირჩევს წნევას და სიჩქარეს,რომ სიჩქარეებში მინიმალური განსხვავება ჰქონდეს.
ანუ ირჩევს თავის სასურველ სიჩქარეთა დიაპაზონს და უყურებს თუ რა წნევების დიაპაზონში მიიღწევა ეს სასურველი სიჩქარეები...
cz80
მშვიდობაში , სასურველი მიზნების მოხსნაში wink.gif
mister_io
გილოცავ შენაძენს , სულ სასურველი მიზნები მოგეხსნას victory.gif
ja_ja
ვაა გილოცავ კაი შენაძენია, და კაი გასართობიცაა smile.gif

აი საიდვაიდერს ცალკე გილოცავ ეგეც კაი სათამაშოა... smile.gif ტყუილა არ იძახიან კაცები არასდროს არ გამოდიან ბავშობის ასაკიდან, მხოლოდ მათი სათამაშოების ფასი იზრდებაო smile.gif
Davitus
გაიხარე კარგი რეპორტისთვის, ძლივს არ შემოგვემატა ადამიანი რომელსაც კლავიატურასთან მეგობრობა არ ეზარება. რესფექტ!

შენაძენს გილოცავ, ფერზე კარგი მოგიფიქრებია, ჩვენნაირ განუვითარებელ ქვეყანაში, კაცმა არ იცის მებაჟეს თავში რა მოუფრენს. შეფერხების გარეშე ჩამოტანის ინფოც სასიამოვნოა.

ერგონომიულობის თვალსაზრისით მე ეაფორსის ფიშტოები ძალიანაც მომწონს, ხელშიც კარგად ჯდება და ბალანსიც იდეალური აქვს, ერთადერთი მინუსი ჩემთვის არის "აბოიმის" არ ქონა და ასევე გადატენვის მექანიზმი, რაღაცნაირად მოუხერხებელია, ნუ ფუტურისტული დიზაინი მართლა გემოვნების საკითხია, მაგრამ რაღაც მომენტში ასწორებს.
ikaaa
გილოცავ მართლა კაი რამეა, ოღონდ ბალონი გინდა ახლა აუცილებლად smile.gif
pilotina
cz80
mister_io

გაიხარეთ, მადლობა, თქვენთვისაც მომელოცოს სასურველი ფიშტოები... smile.gif



ja_ja

მადლობა მოლოცვისთვის smile.gif

ციტატა(ja_ja @ 28th February 2015 - 10:19 AM) *
ტყუილა არ იძახიან კაცები არასდროს არ გამოდიან ბავშობის ასაკიდან, მხოლოდ მათი სათამაშოების ფასი იზრდებაო


ეს კი 100 % -ია



Davitus

მადლობა მოლოცვისთვის smile.gif


ციტატა(Davitus @ 28th February 2015 - 10:28 AM) *
და ასევე გადატენვის მექანიზმი, რაღაცნაირად მოუხერხებელია


ამაში გეთანხმები, თავიდან თითქოს მოუხერხებელია, მარა რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ ამას ვეღარ ამჩნევ...



ikaaa

მადლობა, გაიხარე smile.gif


ციტატა(ikaaa @ 28th February 2015 - 12:11 PM) *
, ოღონდ ბალონი გინდა ახლა აუცილებლად


კი, ბალონი კაი რამეა, მარა ცოტას მოვიცდი ჯერ, მაგრად გამწეწა ამ თოფმა... smile.gif
Multi-Tool
pilotina
გილოცავ! ძალიან მომწონს შენი არჩევანი. მაგარი სიმატიურია.
koknar
pilotina
გილოცავ, მაგარია, რა გინდა მჭიდი გინდა დაუყენო ? biggrin.gif

ისე მიზანი საინტერესოა როგორი აქ
pilotina
Multi-Tool
koknar

მადლობა, მოლოცვისთვის, გაიხარეთ smile.gif


ციტატა(koka @ 28th February 2015 - 05:24 PM) *
რა გინდა მჭიდი გინდა დაუყენო ?


ხო, რავიცი, მოვიფიქრებ მაგას, იქნებ რამე გამოვიდეს biggrin.gif

ისე, FX-ს აქვს ხო ნახევრად ავტომატური მოდელი?
ბაიკერი
pilotina
FX revolution. პოლუავტომატია ძალიან მაგარი პუშკა მარა მარტო 22 ში გამოდის
nihontoman
pilotina


გილოცავ. მადლობა რეპორტისათვის. ძალიან კარგი ფერია - იმდენად ფერადი რომ ვინმეს ცუდად თვალში არ მოხვდეს (უფრო სწორედ მოხვდეს და რაღაც "არასერიოზულის შთაბეჭდილება დაუტოვოს) და ამავდროულად არც ძალიან მყვირალაა (თუმცა მე პირადად Neon Green გამისწორდებოდა biggrin.gif
maqsimusa
pilotina
გილოცავ ძაან მაგარია! smile.gif
თუ საიდუმლო არაა რა თანხებთანაა დაკავშირებული ეგ სიამოვნება?
pilotina
nihontoman

გაიხარე, მადლობა მოლოცვისთვის smile.gif



maqsimusa

მადლობა smile.gif
თანხას ნუ მკითხავ, მე თვითონ შემეშინდა, რო დავაჯამე ყველაფერი... biggrin.gif , მარა საკუთარი სიამოვნებისთვის რას არ იზამს კაცი... biggrin.gif
ja_ja
pilotina
Davitus
აუ ახლა ნუ აკაკუნებთ smile.gif სად აქვს მოუხერხებელი გადატენვა? მე დაჟე რაღაც პონტში მისწორებს მაგ ფიშტოების გადატენვა, ნიტოშტო არღაც არასტანდარტულობის გამო არამედ რაღაც პონტში საკაიფოდ მოფიქრებულია და დაჟე რაღაც მომენტებში გადმართლებული და მოსახერხებელიც....
okela84
უი რა მსუბუქია, ოპტიკა რამდენი გრამია ?
Ex3
გილოცავ, bullseye ბში,მაგრამ ეგ ტყვიები მსუბუქი არ არის მაგისთვის?
nihontoman
Ex3
ტყვიები მძიმეა კაკრას, თოფია გადარეული biggrin.gif ეგ რომ ცოტა კარგად დარეგულირდეს ნორმალური სიჩქარის დიაპაზონში, ალბათ იმდენ გასროლას მისცმეს რომ ერთ გასვლაზე მეტი არც დატენოს smile.gif
kubi11
ციტატა(nihontoman @ Feb 28 2015, 10:43 PM) *
pilotina


გილოცავ. მადლობა რეპორტისათვის. ძალიან კარგი ფერია - იმდენად ფერადი რომ ვინმეს ცუდად თვალში არ მოხვდეს (უფრო სწორედ მოხვდეს და რაღაც "არასერიოზულის შთაბეჭდილება დაუტოვოს) და ამავდროულად არც ძალიან მყვირალაა (თუმცა მე პირადად Neon Green გამისწორდებოდა biggrin.gif



ძაან კაი ფერია და უმაგრესი თოფია ყველა პცპ-ს მირჩევნია საერთოდ wink.gif მოდიფიკაციის მაღალი დონითაა რაც მთავარია ნებისმიერ კალიბრს დაუყენებ როცა გინდა smile.gif ჩემ მტერს მოხვდა ეგ ფერი თვალში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gela
ხოშიანი თოფია, მშვიდობაში smile.gif
pilotina
Ex3
gela

მადლობა, გაიხარეთ smile.gif
SCORPIONS
pilotina გილოცავ! სიმართლე გითხრა,თავიდან,რომ დავინახე,მეგონა წყალქვეშა თევზაობისთვის რომაა შექმნილი ,,гарпун,,-ი,მაგი მეგონა..აი თურმე რა ყოფილა wink.gif
pilotina
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 3rd March 2015 - 12:22 AM) *
სიმართლე გითხრა,თავიდან,რომ დავინახე,მეგონა წყალქვეშა თევზაობისთვის რომაა შექმნილი ,,гарпун,,-ი,მაგი მეგონა..


მადლობა, მარა წყალქვეშა თევზაობის гарпун-ს აირგანის ფორუმზე რა უნდა ჰა? biggrin.gif
bazuka
pilotina
გილოცავ, მართლაც კაი რამაა, მაგის პატარა ძმა მყავს (მაქვს) და ფერი მეც განსხვავებული მინდოდა, მაგრამ სადაა

ციტატა(pilotina @ 28th February 2015 - 12:55 AM) *
და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):

ეს რაარის ?
ბაიკერი
ციტატა(bazuka @ Mar 3 2015, 11:21 AM) *
pilotina
გილოცავ, მართლაც კაი რამაა, მაგის პატარა ძმა მყავს (მაქვს) და ფერი მეც განსხვავებული მინდოდა, მაგრამ სადაა


ეს რაარის ?




ტალონ P? უმაგრესი პუშკაა
pilotina

bazuka

ციტატა(bazuka @ 3rd March 2015 - 11:21 AM) *
ციტატა(pilotina @ 28th February 2015 - 12:55 AM)
და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):
ეს რაარის ?


ეს ის არის რა, სასხლეტის გარშემო რომ დამცავი კავი აქვს...ინგლისურად Trigger Guard ჰქვია, ქართულად ეტყობა ვერ დავარქვი მთლად სწორი სახელი და იმიტომ ვერ მიხვდი smile.gif

archi_daili
pilotina
რას იწონის ეს მხეცი? (მთლიანი ეკიპირებით)
pilotina
archi_daili
ციტატა(archil @ 3rd March 2015 - 02:22 PM) *
რას იწონის ეს მხეცი? (მთლიანი ეკიპირებით)


თავის ოპტიკიანად 4 კგ.
Multi-Tool
pilotina ძალიან მაინტერესებს, მაგას ჰაერის გადამყვანი ანუ პერეპუსკი 177 კალიბრში რა დიამეტრისა აქვს?
pilotina
Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 3rd March 2015 - 07:23 PM) *
ძალიან მაინტერესებს, მაგას ჰაერის გადამყვანი ანუ პერეპუსკი 177 კალიბრში რა დიამეტრისა აქვს?


5.5 მმ

Multi-Tool
pilotina მადლობა, მაგრამ ეგ შიდა დიამეტრია? biggrin.gif
pilotina
Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 3rd March 2015 - 09:47 PM) *
მადლობა, მაგრამ ეგ შიდა დიამეტრია?



რა თქმა უნდა... აბა გარე დიამეტრი რა კავშირშია გამოშვებულ ჰაერის რაოდენობასთან? smile.gif
ისე თუ გაინტერესებს, გარე დიამეტრი აქვს 8 მმ
ja_ja
თემა გასუფთავებულია, 2 კაცი მივლინებიდან დაბრუნებული თუ ასევე გააგრძელებთ დღესვე გაგიშვებთ ახალ მივლინებაში მთაში.
ხ.მ.ე.ლ.ო
თოფი პირდაპირ გეუბნება, მაგარი რაღაც ვარო biggrin.gif
JSB-ს თუ გატესტავ ამ იარაღით, ცხადია შედეგებს გვაჩვენებ ხო?
ძალიან მაინტერესებს 50 მეტრზე სროლის შედეგები და უფრო შორსაც თუ შეუძლია...

P.S. მშვიდობაში... smile.gif
pilotina
ხ.მ.ე.ლ.ო

მადლობა smile.gif

რა თქმა უნდა გავტესტავ და შედეგებსაც დავდებ 25, 50, 75, 100 მეტრიან დისტანციებზე...
koknar
pilotina
ერთი სამნაირი ტყვია მაინც გაისროლე, საინტერესო იქნება smile.gif
ბაიკერი
რატო ჩაკვდა ეს თემა სიზუსტის შედეგები დაიდოს biggrin.gif და კიდევ ქრონის შედეგები
pilotina
არ ჩამკვდარა, რედუქტორს ველოდები... რაღაც იგვიანებს ძააან... 21 თებერვალს გამოაგზავნეს ჩეხეთიდან და ჯერაც არ შემოსულა საქართველოში.. sad.gif
სახვა რაღაცეები, რაზეც დავწერე ჩამოვიდა და მიუყენე უკვე, მაგრამ ნაწილ-ნაწილ დადება არ მინდა ინფოსი, ყველაფერს ერთად რო მოუყრი თავს, ტესტირების შედეგებიც დაიდება. smile.gif
dawiti
pilotina გილოცავ მოგვიანებით. კარგი იარაღი შეგირჩევია და ერთერთი საუკეთესო ოპტიკა. Hawke მაგარი ბრენდია. ;-)
pilotina
dawiti

მადლობა, გაიხარე smile.gif
pilotina
მოკლედ ვიფიქრე დღეს გავტესტავ თქო და ავედი ნაკვეთში, მარა ჩემი ფეხები, არაფერი გამომივიდა, ისეთი კაი ნიავი უბერავდა, რომ ჯგუფებზე ლაპარაკს აზრი არა აქ...
ქარი ხან მარჯვნიდან უბერავდა ხან მარცხნიდან და ხან ჩემკენ, შესაბამისად ტყვიებიც ხან მარცხნივ მიქონდა ხან მარჯვნივ და ხან ქვემოთ.. sad.gif
ისე მარადაც მქონდა წაღებული და რამხელა განსხვავება მომცა ქარის მიმართ სტაბილურობაში აირ ფორსთან შედარებით, მე თვითონ გამიკვირდა... წარმომიდგენია 0.0000რა იქნება, ტიტუუუუუ.... biggrin.gif
SCORPIONS
pilotina
ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM) *
0.0000 რა
რა?
pilotina
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 28th March 2015 - 08:40 PM) *
ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM)
0.0000 რა რა?



უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი...
Multi-Tool
ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:43 PM) *
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 28th March 2015 - 08:40 PM)
ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM)
0.0000 რა რა?


უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი...

lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif

ნუთუ მთლად ეგწთი კატასტროფული სხვობაა ?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.