დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: გილოცავთ ახალი სანადირო 2015-2016 წ.წ. სეზონის გახსნას!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
pilotina
აბა მეგობრებო, ყველას გილოცავთ სანადირო სეზონის გახსნას!
მე უკვე გავამზადე ჩემი Fabarm-ი, სანადირო აღჭურვილობა და ველოდები ხვალინდელ დღეს. დიდი ალბათობით წელსაც როგორც ყოველთვის სეზონის გახსნაზე მონადირე მეტი იქნება ვიდრე მწყერი, მარა მაინც გავივლი, ჭიას გავახარებ. biggrin.gif
თუ ვინმეს სურვილი აქვს შემოერთების Welcome.
maqsimusa
მეც გილოცავთ ყველას სანადირო სეზონის გახსნას,
როგორ ველოდიიი smile.gif მაგრამ ხვალ ნადირობისგან თავს შევიკავებ მაინც, დაშინებული ვარ და.. biggrin.gif
BEQNO
მოგესალმებით მეგობრებო.
გილოცავთ სანადირო სეზონის გახსნას, შედეგიან გასვლებს გუსურვებთ.
ჩემთვის დღეს გაიხნა სეზონი, დილას ხუთი საათიდან შევუდექი ,,გულის ჭიის მოკვლას" smile.gif
ნამდვილად მონატრებული გრძნობაა.... smile.gif
davita76
მოგესალმებით ფორუმელებო.გილოცავთ ნანატრ ნადირობის სეზონის გახსნას.თუ იცით კახეთში მწყერი თუ არის,კონკრეტულად დედოფლისწყაროში.მაგარი გვალვა იყო,თან ხანძრებიც დაემატა.
pilotina
davita76

არსად არ არისო ბარში. სიცხეების გამო ეტყობა. დღეს უნდა წავსულიყავი მარნეულში, მარა დამირეკეს, აზრი არა აქო, არ არიო მწყერი. sad.gif
davita76
pilotina
მადლობა
MxNsky
გამარჯობათ.. მწყერის სეზონი როდის მთავრდება ხომ ვერ მეტყვით?! ))
davita76
MxNsky
სანამ არ გაფრინდებიან თბილ ქვეყნებში wink.gif wink.gif wink.gif
temo-777
ერთ კვირაში ბენჯამინ ტიტანი ჩამომდის. smile.gif
რას მირჩევთ თბილისთან შედარებით ყველაზე ახლოს სად შეიძლება სანადიროდ გასვლა?
SCORPIONS
temo-777 იქეთ წადი სადაც,წითლები,ლურჯები და მწვანეები არ არიან. მეგობრული რჩევა.ისე კი საითაც არ უნდა წახვიდე ახლო-მახლოს,ყველგან ერთია ზოგადად.
mamukaaa
გამარჯობათ.
ეხლა შეიძლება რამე ფრინველზე ნადირობა?
1377-ტი მაქ.
feeder
არ შეიძლება, აკრძალულია სეზონის გახსნამდე.
davita76
mamukaaa
აგვისტომდე მოითმინე მეგობარო wink.gif wink.gif wink.gif
mamukaaa
პნევმატიკით რომ მოვინადირო ფრინველი ლიცენზია უნდა ავიღო?
1377-ტი მაქ.
ja_ja
ნებისმიერ ოფიციალურ მონადირებას უნდა ლიცენზია, რომელიც არის კაპიკები და წარმოადგენს, შესაბამის ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვას. ბანკში ოპერატორება იციან შესაბამისი ანგარიშის ნომერი, იქვე მოგცემებ საბანკი ქვითარს, რომელიც შემდეგში წარმოადგენს შენი ნადირობის ლიცენზიას.

ასე რომ 10 ლარის გულისთვის შარში ტავის გაყოფა არამართებულია. ჯობია 10 ლარი გადაიხადო...

მაგრამ აქვე მეორე პირობაა გასათვალისწინებელი, სეზონი იხსნება გადამფრენ ფრინველებზე და არა ენდემურ, ანუ აქაურ მობინადრე ფრინველებზე smile.gif
mamukaaa
მადლობა.
უკვე ავიღე ლიცენზია.
kaxa1992
ლიცენზია რო ვანახო გარემოს დასცვას და პნევმატურით ვნადირობდე არაპერი ჯარიმაა არააა ?
bubusicha
ციტატა(kaxa1992 @ 28th September 2016 - 04:11 PM) *
ლიცენზია რო ვანახო გარემოს დასცვას და პნევმატურით ვნადირობდე არაპერი ჯარიმაა არააა ?


თუ ნებადართულ ვადებში და ნებადართულ ფრინველი გყავს მონადირებული გარემოსდაცვა არაფერს ამბობს პნევმატურით ნადირობაზე, ამბობენ პატრული აჩმახებსო მაგრამ ჩემთან რამდენიც მოვიდნენ არაფერი გაუჩმახებიათ არც პატრულს.
giga2010
მეგობრებო. გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნა
gregory
ვუერთდები მილოცვას.
სამწუხაროა რომ პნევმოებზე ისევ ტაბუა დადებული
mamukaaa
რატომ?
არ შეიძლება ნადირობა პნევმოთი?
gregory
ციტატა(mamukaaa @ 21st August 2017 - 07:42 AM) *
არ შეიძლება ნადირობა პნევმოთი?

მხოლოდ "სანადირო პნევმოთი", მაგრამ აი ეგ რომელია ჯერ კანონმდებლობას არ დაუდგენია

bubusicha
მე ვნადირობ პნევმოთი და არავის პრობლემა არ შეუქმნია, არც გარემოსდაცვას და არც პატრულს.
xmaladze
ყველას გილოცავთ მეგობრებო სანადირო სეზონის გახსნას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას
mamukaaa
მეც გავიკითხე და მითხრეს არანაირი პრობლემა არ არისო.
ვაპირებდი გართობას მარა შემაშინეთ. sad.gif sad.gif sad.gif
xmaladze
მეც დავრეკე გარემოს დაცვის სამინისტროშოი და არანაირი პრობლემა არააო მარა თავს შევიკავებ smile.gif

მთავარია 4.5 კალიბრი იყოს და მოსაკრებელი გქონდესო
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.