დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: crosman fury np
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
bubusicha
შევიძინე crosman fury np პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგია.
ერთი ჩემთვის სასიამოვნო უცნაურობა აღმოაჩნდა ამ იარაღს სასხლეტი აქვს მეხსიერებადი. ვთქვათ დაუმიზნე ფრინველს და დაიწყე სასხლეტის გამოწევა და დაიღალე და სასხლეტი მოუშვი. სასხლეტი დაბრუნდება უკან მაგრამ მეორედ სასხლეტის მოქაჩვის შემთხვევაში ის ნაწილი რაც მოქაჩული გქონდა მარტივად მიდის იმ მანძილის შემდეგ ჩვეულებრივად უნდა მოქაჩო, შემდეგ რბილდება და დარბილების შემდეგ ოდნავ მოქაჩვის შემდეგ გაისვრის. მოკლედ ძაან მომეწონა ამის სახლეტი.
კიდევ ერთი უცნაურობააა თუ გამართლება. დავაყენე ოპტიკა თავისი რაც მოყვა ცენტრ პოინტის 4*32 და დავდე სამიზნე 15 მეტრში და ყოველგვარი კორექტირების გარეშე ტყვია პირდაპირ ჯვარში წავიდა, მივაყოლე კიდევ 4 ტყვია 10 თეთრიანს არ გაცდენია არცერთი.
გადმოვდგი სამიზნე 10 მეტრში რომ მენახა რამხელა კორექტირება დაჭირდებოდა ოპტიკას მაგრამ კიდევ ერთი გაკვირვება 10 მეტშიც ჯვარში წავიდა ხუთივე ტყვია. იგივე 20 მეტრშიც. ჯამში 15 ტყვია ვისროლე მიზანში 10 15 20 მეტრში და ყველა ჯვარში წავიდა 20 თეთრიანს ზომას არ გაცდენია არცერთი.
ამ უცნაურობას თუ ვინმე ამიხსნით კარგი იქნება. როგორ მოხერხდა სხვადასხვა მანძილებზე ყველა ტყვია ჯვარში წავიდეს.
შემდეგ 2 დიჩის შემოჯდა ხეზე, ორივე მოვხსენი.
წონაც აშკარად ნაკლებია აქვს ვენტეჯთან შედარების.
მაგრად გამაკვირვა და მასიამოვნა ამ იარაღმა.
geojorjika
bubusicha
პირველ რიგში გილოცავ, ჩემს ნათევას ვაყიდინე ეგ თოფი და ისი კმაყოფილია

ციტატა(bubusicha @ 17th December 2015 - 08:54 PM) *
ვთქვათ დაუმიზნე ფრინველს და დაიწყე სასხლეტის გამოწევა და დაიღალე და სასხლეტი მოუშვი. სასხლეტი დაბრუნდება უკან მაგრამ მეორედ სასხლეტის მოქაჩვის შემთხვევაში ის ნაწილი რაც მოქაჩული გქონდა მარტივად მიდის იმ მანძილის შემდეგ ჩვეულებრივად უნდა მოქაჩო, შემდეგ რბილდება და დარბილების შემდეგ ოდნავ მოქაჩვის შემდეგ გაისვრის.


ეგ კარგი კი არ არის არ აბრუნებს დამაბრუნებელი ზამბარა თავის ადგილას და იმიტომ არის, კარგად უნდა შლიფოვკა და მერე იქნებ ისე როგორც წესია , სასხლეტს ყოველთვის ერთი და იგივე ძალა უნდა სჭირდებოდეს დასასხლეტად

ციტატა(bubusicha @ 17th December 2015 - 08:54 PM) *
ჯამში 15 ტყვია ვისროლე მიზანში 10 15 20 მეტრში და ყველა ჯვარში წავიდა 20 თეთრიანს ზომას არ გაცდენია არცერთი.
ამ უცნაურობას თუ ვინმე ამიხსნით კარგი იქნება.


იმიტომ რომ ძალიან ახლო მაძილებია ეგ, აბა ერთი ისროლე 10 მეტრში და მერე 70-ში ნახავ თუ არ ექნება სხვაობა smile.gif
SCORPIONS
bubusicha გილოცამ ძმაო! სულ კაი ამბებში.... smile.gif არაა ეგ საკვირველი,რომ ოპტიკა მიარგე და კორექტირება არ დასჭირვებია.. ჩემ მრ 512 ზეც კონდახს მოვხსნი ხოლმე,ლულასაც და აწყობის შემდეგ,არაფერს არ მთხოვს ხოლმე...წესით კი შეიძლება დაჭირდეს ხოლმე,მაგრამ როცა ყველაფერი ზომაზეა,ჯდება რა...

P.S. 25 მეტრზე დასვი ჯვარი,გაანოლე მაგ მანძილზე და ჩათვალე,რომ ვსიო ოკ. კიდევ ერთხელ გილოცამ!!!
ნიკა
bubusicha გილოცავ მეც. Shockwave-ზეც მასე იყო, 10-15 მეტრში ზუსტად ისროდა თავიდანვე. სასხლეტი მგონი შოქვეივის ნაირი აქვს მაგრამ ამას არ მოსდის მასე mda.gif
SCORPIONS
bubusicha
ფოტო ვოდეოსაც თუ მოაყოლებ,კარგი იქნება.. თუ გეხერხება რა თქმა უნდა.
koknar
bubusicha
რა ტყვია ისროლე?
bubusicha
ციტატა(koka @ 18th December 2015 - 05:10 PM) *
რა ტყვია ისროლე?

crosman hollow point
ციტატა(giorgi @ 17th December 2015 - 09:27 PM) *
ეგ კარგი კი არ არის არ აბრუნებს დამაბრუნებელი ზამბარა თავის ადგილას და იმიტომ არის, კარგად უნდა შლიფოვკა და მერე იქნებ ისე როგორც წესია , სასხლეტს ყოველთვის ერთი და იგივე ძალა უნდა სჭირდებოდეს დასასხლეტად

პრაქტიკული სასხლეტია მე ძაან მომწონს
bubusicha
ციტატა(SCORPIONS @ 17th December 2015 - 09:54 PM) *
გილოცამ ძმაო!

მადლობა
25 და 30 არ მისვრია ჯერ ეზოს მანძილი არ მეყო, მაგრამ ვფიქრობ ისიც ჯვაში წავა. 35 40 დან კი უნდა დაიწოს ტყვიამ ვარდნა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.