დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Cometa lynx . made in spain
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
userman
მოგესალმებით ყველას და წარმოგიდნენთ ერთ - ერთ, საინტერესო პცპ იარაღს, ესპანური წარმოების, სახელად Cometa lynx.



თოფი არის რედუქტორიანი, ქარხნულად . რაც ყველაზე საინტერესოა არის ძალიან ზუსტი .
ვისროლე 50 მ დიტანციაზე . ყველაზე კარგი შედეგი მომცა ბარაკუდამ და ბარაკუდა ჰანტერმა .





რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თოფი აკეთებს ძალიან მაგარ შედეგებს . 15 მმ-ს არ სცდება ჯგუფი. რამდენჯერმე გავაკეთე 7 მმ-ც ,
გეტყვით იმასაც , რომ სასხლეტი აქვს ძალიან არაპროგნოზირებადი და მაგარი . ეს ალბად გამოსწორდება . ბევრი , რომ არ გავაგრძელო ჯაჯას ხელი უნდა რა smile.gif .

როგორც გითხარით დისტანცია 50 მ , ტყვია- ბარაკუდა 0.69 გრამი . ტყვიის საწყისი სიჩქარე 270 მ/წმ.






რეზერვუარი აქვს 480 მილილიტრიანი.
200 დან 100 ბარამდე აქვს 100 გასროლა , მაგრამ რატომღაც მე უფრო მეტ გასროლებს მოველოდი . თუმცა არც ესაა ცოტა .
თოფზე დგას carl zeiss 6-24x50 ოპტიკა .
მთლიანად თოფი ( ოპტიკიანად ) არის 4.5 კგ.
ერთ ტყვიიანი კლიპი აქვს , თუმცა შესაძლებელია უკეთესი კლიპის გამოწერაც.

თოფიც და ოპტიკაც წარმოადგენს ჩვენი თანაფორუმელის NRG -ის საკუთრებას , რომელმაც მთხოვა მისი გატესტვა .
მე მომეწონა . დღეს მეტი ვერ მოვასწარი. ხვალ უფრო შორ მანძილებზე დავტესტავ.
MonSoon
მემგონი ცუდ ფურცელზე ესვრი, ან ახლო კადრით ესე ჩანს. ნახლეჩები ეტყობა რაც ხელის შემშლელია რეალური ზომის დადგენის. ცოტა სქელი ალბათ კარგი იქნება.

5-5 ტყვია არის ხო ნასროლი ???
giga2010
შედეგები მართლაც ძალიან კარგია. clapping.gif
NRG
მადლობა userman წელიწადზე მეტია მინდოდა ამ თოფის სრული გამოცდა და ვერ ვახერხებდი.

ეს თოფი ჯაჯასთან ნამყოფია უკვე, რაღაც-რუღაცეები გაუკეთა და კიდევ მოდერში იჩალიჩა თავისი კეთილი ნებით და საერთოდ მიადუნა თოფი smile.gif ამის გამო უღრმესი მადლობა ჯაჯა ერთხელ კიდევ მომიწევს შენთან მოსვლა სასხლეტის ხარვეზებზე.



userman
MonSoon
ციტატა(bedo @ 20th November 2017 - 07:35 PM) *
მემგონი ცუდ ფურცელზე ესვრი, ან ახლო კადრით ესე ჩანს. ნახლეჩები ეტყობა რაც ხელის შემშლელია რეალური ზომის დადგენის. ცოტა სქელი ალბათ კარგი იქნება.

5-5 ტყვია არის ხო ნასროლი ???


კი ფურცლის უკანა საყრდენი ჯობია რბილი ფიცარი იყოს. ერთდროს კი იყო მაგრამ გამოილია biggrin.gif
რაც შეეხება ნასროლებს 10-10 ტყვიაა ნასროლი.

ხო კიდევ ერთი მინუსი ჩემი, რა თქმა უნდა. იმ მომენტში კაი გადამღები არ მქონდა და რეგისტრატორით, როგორც შევძელი, ისე გადავიღე
giga2010
10 ტყვიანი ჯგუფებია 50 მეტრზე?
userman
giga2010

კი
giga2010
მალადეც თოფსაც და მსროლელსაც wink.gif
10 ტყვია, 50 მეტრი და 7 მილიმეტრიანი ჯგუფი? მართლა მალადეც.
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 20th November 2017 - 08:49 PM) *
მალადეც თოფსაც და მსროლელსაც
10 ტყვია, 50 მეტრი და 7 მილიმეტრიანი ჯგუფი? მართლა მალადეც.


მე თვითონ გამაოცა შედეგებმა და იმიტომაც ვისროდი 10-10 ს .
ამინდიც იდიალური იყო. სასხლეტი ? ძალიან ცუდი. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ შემაქოთ biggrin.gif
MonSoon
NRG
userman
ლულა რისი უყენია ?? თავისი კომეტასი თუ სხვა ბრენდისაა ??
NRG
MonSoon
თავისია, მწარმოებელს აღნიშნული აქვს ცივი ჭედური მეთოდით არის დამზადებული ლულებიო
MonSoon
NRG
ვახ.
ჩემზე მცოდნეები კი შეაფასებენ შედეგს მარა ჩემთვის ძააან მაგარი შედეგია.

(Y) (Y)
userman
NRG

რეზერვუარზე შენ კი მითხარი 480-იანიაო , რაზედაც მე ეჭვი არ გამჩენია , მარა ინფოებში ზოგან 290 წერია , ზოგან 400 .

ხოოდა ავდექი და გავზომე :
გარეთა დიამეტრია 5 სმ.
სიგრძე 30 სმ.
მოცულობა იქნება 5 X 30 X 3.14 X 2.5 X 2.5 = 588.75 სანდიმეტრკუბი. ანუ შიდა მოცულობა კი იქნება არანაკლებ 480 კუბიკისა smile.gif .
რის დამტკიცებაც მინდოდა.
okela84
კაი ზუსტი რამე ჩანს, სასხლეტის უკანაც მინიმუმ 20-30%-ნი პროგრესი იმალება
NRG
userman
290 იანი აქვს V5-ს და 480 V10-ს თუ სწორად მახსოვს
MonSoon
ციტატა(userman @ 20th November 2017 - 08:29 PM) *
გარეთა დიამეტრია 5 სმ.
სიგრძე 30 სმ.
მოცულობა იქნება 5 X 30 X 3.14 X 2.5 X 2.5 = 588.75 სანდიმეტრკუბი.

კედლის სისქეც რო მოაკლო ალბათ 2,5 მმ ცალ მხარეს.
5სმ - 0.5სმ = 4.5 სმ შიდა დიამეტრი.

4,5/2 = 2,25 * 2,25 = 5,06 * 3,14 = 15,89 * 30 = 457 სმ/კუბი. ნუ ბევრიც აღარ უკლია 480_მდე, იქ პატარა ცოტა მილიმეტრის ცდომილება და კი გახდება 480 სმ/კუბი
giga2010
მე რა რეზერვუარიც მიყენია, არის დიამეტრში 52მმ და სიგრძეში 295მმ. მოცულობა მითითებული აქვს 380. ისე არ აქვს თავად რეზერვუარს წარწერა?
NRG
სასწრაფოდ ბილობილი... გადავამოწმე საიტზე რეზერვუარი აქვს 400 cc და.ეს 480 აზრზე არა ვარ საიდან გავაძრე ბოდიშითsmile.gif ხოლო V5-ებს აქვთ 200 cc (ვახ არადა აშკარად სხვა ციფრები ქონდა შარშან)
pilotina
მალადეც მაგ თოფს რა, მართლაც გასაოცარი შედეგია რბილად რომ ვთქვათ.
შტეერები და ფეინვერკბაუები გვერდზე დგანან და ნერვულად ეწევიან ! wink.gif
ja_ja
MonSoon
NRG
userman
ციტატა(userman @ 20th November 2017 - 09:29 PM) *
მოცულობა იქნება 5 X 30 X 3.14 X 2.5 X 2.5 = 588.75 სანდიმეტრკუბი. ანუ შიდა მოცულობა კი იქნება არანაკლებ 480 კუბიკისა

ნუ ურევთ smile.gif 400 კუბიანი რეზიკი აქვს მაგ თოფს, უფროსწორედ 380 კუბიანია smile.gif კედლის სისქე კიდო

ციტატა(bedo @ 20th November 2017 - 10:33 PM) *
კედლის სისქეც რო მოაკლო ალბათ 2,5 მმ ცალ მხარეს.5სმ - 0.5სმ = 4.5 სმ შიდა დიამეტრი.

არის არა 2.5 მილიმიტრი, არამედ 5 ან 6 მილიმეტრი, ოცნება კი კაია, მარა ფიზიკა და მათემატიკა იმას ამბობს რომ 480 და 500 კუბიან რეზიკს, იგივე 29 სანტიმეტრზე, უკვე გარე დიამეტრი აქვს 60-63 მილიმეტრი, იგივე კედლის 5-6 მილიმეტრ სისქეზე smile.gif

2.5 მილიმეტრი ექნება კედლის სისქე კარბონის ბალონს დანარჩენი 2.5-3.5 მილიმეტრი ალუმინის მაგივრად გამოიყენება კარბონი და წებო, წესით მაგით უნდა იყოს ეკონომია მიღწეული, მარა ვერა smile.gif ეგეთ პატარა მოცულობაში სამწუხაროდ რაიმე ეფექტური წონის შემცირება არ ხდება, იმის გამო რომ ძირი მაინც სქელი უნდა იყოს და ყელი სადაც კლაპანი ან ონკანი ეხრახნება ეგეც სქელი უნდა იყოს, მანდ მარტო კარბონი ვერ გიშველის, შედეგად ალუმინის 380 კუბინ და კარბონის 350 კუბიან ბალონს შორის, კარბონის ბალონი სულ რაღაც 20-30 გრამით ნაკლებს იწონის smile.gif

NRG
ნასროლი კარგია და გილოცავ კაი შედეგია, ისე ბიჭებმა სწორი თქვეს, ჯობია ცოტა სქელ ქარალდზე ისროლო, ან მუYაოზე მიამაგრო ან ცოტა თხელ ფიცარზე, შედეგად უფრო მკაფიო ნახვრეტები გამოჩნდება
userman
ამ დილით ვესროლე 60 მეტრზე თითქმის იგივე შედეგი მომცა , სამწუხაროდ ტყვიები გამითავდა . კი მქონდა ბარაკუდა მატჩი და ბარაკუდა ჰანტერი , მაგრამ 60 მეტრზე ისეთი შედეგები არ მომცეს , როგორც ბარაკუდამ .
არადა სანადიროდ გასვლას ვაპირებდი smile.gif , თუმცა ჰანტერი და მატჩი კი წავა სანადიროდ .
gregory
თოფიც მშვენიერია და ოპტიკაც მაგრად მუშაობს smile.gif
giga2010
NRG
სალამი მეგობარო. როგორც წავიკითხე ზედა პოსტები, რეზერვუარი ქონია თქვენს თოფს 400. რედუქტორი რამდენზე აყენია და რა სიგრძის ლულაა აქვს, ხომ ვერ მეტყვი?
NRG
giga2010
გამარჯობა გიგა, კი 400 იანი აქვს რეზერვუარი, ლულა აქვს 47 სმ. რედუქტორი მუშაობს 200 იდან 110 ბარამდე და ისვრის 80-90 ტყვიას.
giga2010
NRG
მადლობა ყურადღებისთვის. მინდოდა გამეგო რედუქტორი რამდენ ბარზეა. ანუ ხომ აყენებენ რედუქტორებს 110 ბარზე, 120 ბრზე და ა.შ.
80-90 გასროლა აქვს ერთ სიჩქარეზე და მერე საერთოდ აღარ ისვრის?
NRG
giga2010 %
giga2010
ციტატა(NRG @ Feb 24 2018, 06:40 PM) *
giga2010 %

ალბათ მე ვერ აგიხსენით უკეთ, რასაც გეკითხებით
NRG
giga2010
ვახ, არ დაიპოსტა გიგა smile.gif ჩემს რედუქტორზე გარედან აქვს ბოლტები და სხვადასხვა წნევები აწერია ზედ შესაძლოა ყენდება სხვა წნევებზეც რედუქტორებში ვერ ვერკვევი კარგად მაგრამ რადგან აწერია და ეხსნება ეგ ბოლტები ესეიგი შეიძლება დაყენდეს. 200 დან 110 ბარამდე ისვრის 90 ტყვიას და შემდეგ 110 დან 50-60 ბარამდე კიდევ მაგდენივეს smile.gif სანადიროდ მყოფნის მთელი დღე 200 მდე ფრინველისთვის სასიკვდილო ტყვია ისვრის smile.gif
userman
giga2010

გიგა კონკრეტულად ეს თოფი გაინტერესებს, თუ ზოგადად რედუქტორის მუშაობის პრინციპი ?

ამ თოფს რაც შეეხება 200 დან 100 ბარამდე, ნუ კარგი 110 ბარამდე , 0.67 გრამიან ტყვიას ისვრის 270 მ?წმ-ით და აქვს 90-100 გასროლა .
ამის შემდეგ სიჩქარე კლებულობს ყოველ გასროლაზე 1-2 მ/წმ-ით და ასე 10 დან 20 გასროლა შეგიძლია გამოიყენო გაჭირვებაში smile.gif .

თუმცა სავარაუდოდ დარეგულირებაც შეიძლება რედუქტორიდან , როგორც სხვა რედუქტორებიანი თოფები რეგულირდება .
giga2010
ციტატა(userman @ Feb 24 2018, 07:19 PM) *
giga2010

გიგა კონკრეტულად ეს თოფი გაინტერესებს, თუ ზოგადად რედუქტორის მუშაობის პრინციპი ?

ამ თოფს რაც შეეხება 200 დან 100 ბარამდე, ნუ კარგი 110 ბარამდე , 0.67 გრამიან ტყვიას ისვრის 270 მ?წმ-ით და აქვს 90-100 გასროლა .
ამის შემდეგ სიჩქარე კლებულობს ყოველ გასროლაზე 2-3 მ/წმ-ით და ასე 10 დან 15 გასროლა შეგიძლია გამოიყენო გაჭირვებაში smile.gif .

თუმცა სავარაუდოდ დარეგულირებაც შეიძლება რედუქტორიდან , როგორც სხვა რედუქტორებიანი თოფები რეგულირდება .

გაიხარე, მადლობა. ანუ 110 ბარამდე მუშაობს რედუქტორი, ეგ მაინტერესებდა.
floyd
userman
თუ იცი საქართველოში თუ იყიდება ეს თოფი და რა დაჯდება ეს სიამოვნება?
userman
floyd
ციტატა(floyd @ 3rd October 2018 - 04:50 PM) *
თუ იცი საქართველოში თუ იყიდება ეს თოფი და რა დაჯდება ეს სიამოვნება?


არა . აქ არ იყიდება . შეგიძლია გამოიწერო.
floyd
userman
მადლობა
NRG
floyd
ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ მე მაქვს ეს მოდელი, მაგრამ ერთერთს ისე მოსწონს შეიძლება ჩამოიტანოს კიდეც smile.gif
ბაიკერი
NRG
საიდან ჩამოიტანე ან რა ჯდება სულ?
NRG
ბაიკერი
ესპანეთიდან გამოვიწერე aceros de hispania - დან
cometa lynx
როცა მე ვიყიდე მხოლოდ ერთადერთი ცალი იყო საქართველოსთვის განკუთვნილი ფასდაკლებაში 419 ევროდ, ეხლა კი საერთო ფასი ადევს € 458,19
მე გზიან განბაჟებიანად 1750 ლარი დამიჯდა
ბაიკერი
NRG
საკმაოდ იაფი დაგიჯდა. კარგი რამეა
okela84
შეჯიბი ერთგვარი პატარა და სახელმძვანელოსავით არის ახალბედა მოყვარულებისთვის, რომლებიც პნევმატიკის ძიებაში არიან.

ფორუმზე ან მარკეტზე განცხადებების თვალიერებისას, ტექსტების 90% შემდეგი სიტყვებით ("ტყვია ტყვიაში") -ით იწყება და როგორც წესი მინიმალურ გადაჭარბებასთან გვაქვს ხოლმე საქმე თუ
პირდაპირ ტყუილთან არა.

აქედან გამომდინარე შეჯიბრი არის მსგავსი მითების ბულდოზერი, რომელიც მიწასთან ასწორებს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე დაგროვილ მცდარ წარმოდგენებს და პნევმატიკის მაძიებელს სულ მცირე ნაწილობრივ მაინც იცავს მცდარი არჩევანისგან.

ნუ ეხლა კარგ აგრეკატს კარგი მფლობელიც რო უნდა ეგ საქმეში ჩაუხედავ ადამიანმაც კი იცის
NRG
okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th October 2018 - 01:08 PM) *
შეჯიბი ერთგვარი პატარა და სახელმძვანელოსავით არის ახალბედა მოყვარულებისთვის, რომლებიც პნევმატიკის ძიებაში არიან.

ფორუმზე ან მარკეტზე განცხადებების თვალიერებისას, ტექსტების 90% შემდეგი სიტყვებით ("ტყვია ტყვიაში") -ით იწყება და როგორც წესი მინიმალურ გადაჭარბებასთან გვაქვს ხოლმე საქმე თუ
პირდაპირ ტყუილთან არა.

აქედან გამომდინარე შეჯიბრი არის მსგავსი მითების ბულდოზერი, რომელიც მიწასთან ასწორებს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე დაგროვილ მცდარ წარმოდგენებს და პნევმატიკის მაძიებელს სულ მცირე ნაწილობრივ მაინც იცავს მცდარი არჩევანისგან.

ნუ ეხლა კარგ აგრეკატს კარგი მფლობელიც რო უნდა ეგ საქმეში ჩაუხედავ ადამიანმაც კი იცის





ანუ?
Lukiane123
ციტატა(NRG @ Oct 6 2018, 07:08 PM) *
okela84





ანუ?

რაღა ანუ კი თქვა ადამიანმა ყველაფერი
okela84
NRG
ანუ პნევმატიკის ახალბედა მაძიებელი ნაკლებად დაეყრდნობა თეორიულ ინფორმაციებს და პირდაპირ შედეგებით იმსჯელებს იმ შემთხვევაში თუ მისი მთავარი მოთხოვნა სიზუსტეა
userman
okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th October 2018 - 01:08 PM) *
შეჯიბი ერთგვარი პატარა და სახელმძვანელოსავით არის ახალბედა მოყვარულებისთვის, რომლებიც პნევმატიკის ძიებაში არიან.

ფორუმზე ან მარკეტზე განცხადებების თვალიერებისას, ტექსტების 90% შემდეგი სიტყვებით ("ტყვია ტყვიაში") -ით იწყება და როგორც წესი მინიმალურ გადაჭარბებასთან გვაქვს ხოლმე საქმე თუ
პირდაპირ ტყუილთან არა.

აქედან გამომდინარე შეჯიბრი არის მსგავსი მითების ბულდოზერი, რომელიც მიწასთან ასწორებს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე დაგროვილ მცდარ წარმოდგენებს და პნევმატიკის მაძიებელს სულ მცირე ნაწილობრივ მაინც იცავს მცდარი არჩევანისგან.

ნუ ეხლა კარგ აგრეკატს კარგი მფლობელიც რო უნდა ეგ საქმეში ჩაუხედავ ადამიანმაც კი იცის


მართალი გითხრა მეც ვერ გავიგე ამ შემთხვევაში , უფრო სწორად ამ თემაში , რა იგულისხმება შენს ნათქვამში ?

ანუ ბაიკერს გულისხმობ ახალბედა მოყვარულებში ? smile.gif რომელსაც იმდენი ბრენდული თოფი აქვს გამოცდილი პრაქტიკულად , რომ რავიცი .... თუნდაც ჩემპიონი თოფი smile.gif .
geojorjika
NRG
სულ მაინტერესებდა ეს თოფი რკინეული ლამაზია , მაგრამ ამ მოდელზე კონდახი ჰაცანის კონდახებს რატომ დაამსგავსეს ვერ ვხვდები
NRG
geojorjika
სხვა ისტორია აქვს კონდახის ვიზუალს: lynx-მდე სხვას ჰქონდა რა თქმა უნდა, ხოლო შემდეგ თურქმა კომპანიებმა თითქმის ყველა მოდელი დააკოპირეს ვიზუალით მათშორის airforce, airarms...
NRG
რკინეულში გამოყენებული 50% იც კი არ არის ძირძველი ესპანური, მაგრამ როგორც უხუცესი იტყოდა ჭკვიანმა გამოიგონა ხოლო გენიოსმა გამოიყენაო smile.gif
okela84
ციტატა(userman @ 6th October 2018 - 10:08 PM) *
აქედან გამომდინარე შეჯიბრი არის მსგავსი მითების ბულდოზერი, რომელიც მიწასთან ასწორებს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე დაგროვილ მცდარ წარმოდგენებს და პნევმატიკის მაძიებელს სულ მცირე ნაწილობრივ მაინც იცავს მცდარი არჩევანისგან.

ყურადღებას ვამახვილებ ახალბედებზე პირველ წინადადებაში, თუმცა ქვემოთ იმასაც ვწერ რომ ზოგადად ეს კითხვები ყველას აწუხებს და ბარემ იმასაც დავწერ რომ ამ თოფს ბევრი მსურველი გამოუჩნდება ფასი/სიზუსტის გამო.

მოკლედ ამ თოფისადმი მზარდი ინტეესის მიზეზებზე ვილაპარაკე და რა იყო ამისთანა გაუგებარი ?
ციტატა(giorgi @ 6th October 2018 - 10:11 PM) *
ანუ ბაიკერს გულისხმობ ახალბედა მოყვარულებში ?

ჯერ არ გაგირკვევია ბაიკერას ვგულისხმობ თუ არა და ეგრევე ადვოკატობაზე გადახვედი. ჯერ კიდევ ნახავ რამდენი კაცი იყიდის ამ თოფს. ახალბედაც და ძველბედაც. სულაც არ მივიჩნევ თავს ახალბედად, მაგრამ ამ წუთას უპნევმატიკოდ რო ვიყო ბევრი ფიქრი არ დამჭირდებოდა ამ თოფის შესაძენად.

სიმართლე გითხრა ბაიკერა საერთოდ არ ვიცი რას ეძებს. შესაძლოა მოთხოვნების შესაბამისი სიზუსტის თოფი ვერ იპოვა მიუხედავად იმისა რო საკმაოდ ძვირადღირებული თოფები გამოიცვალა. ფასი რომ პირდაპირ პროპორციული არაა სიზუტესთან იმედია იცოდი. თუმცა შესაძლოა სხვა მოთხოვნები აქვს, დიზაინი, ხელში მორგება და რავიცი კიდევ მილიონი ნიუანსია რის გამოც შესაძლოა ზუსტი თოფიც არ მოგწონდეს. ჰოდა იმის გამო, რომ მისი პრიორიტეტები ჩემთვის უცნობია, აზრის გამოხატვისას არც კი მიფიქრია ბაიკერას რისი ყიდვა უნდა.
geojorjika
ციტატა(giorgi @ 6th October 2018 - 10:11 PM) *
სულ მაინტერესებდა ეს თოფი რკინეული ლამაზია

მთავარი ხიბლი სიზუსტეშია. დიზაიანი სულაც არ არის დეფიციტური. თითქმის ყველა მსხვილ და ფართო ასორტიმენტის მწამოებელს აქვს მსგავსი დიზაინის და კონსტრუქციის თოფები
NRG
okela84
ალეკო ჯობდა შენი პოსტი უბრალო სიტყვებით დაგეწერა მითუმეტეს ახალბედებისათვის, მე მაგალითად ამ თოფზე ინფოს ასაგროვებლად 4-5 თვე ვიწვალე იმის გამო, რომ ქართულად ტექსტი ვერ ვნახე და აქაც პასუხი ვერავინ გამცა რადგან შეხება არავის ჰქონდა ხოლო როცა ჩამოვიტანე ტესტები და შეფასებები ბესოს მივანდე და დადო ინფო, ადვოკატობა რატო ახსენე საერთოდ კაცი თავის თემაში წერს. მფლობელის თემაც ვერ გავიგე... მოკლედ გავატაროთ და ჯობია თემასთან ახლო საუბრები.


რადგან ინტერესი გაჩნდა ამ თოფზე მაშინ ნელნელა მეც შევმატებ ინფორმაციას
NRG
okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th October 2018 - 11:55 PM) *
მთავარი ხიბლი სიზუსტეშია. დიზაიანი სულაც არ არის დეფიციტური. თითქმის ყველა მსხვილ და ფართო ასორტიმენტის მწამოებელს აქვს მსგავსი დიზაინის და კონსტრუქციის თოფები

წარმოიდგინე მე დიზაინის გამო შევიძინე smile.gif მაინცდამაინც კარგი დახასიათებები არ ჰქონდა უცხოურ ფორუმებზე არც ჯგუფი იდო არც რამე მნიშვნელოვანი განხილვა ან დააპგრეიდება თან ერთმა ტიპმა გადატენვაზე ისეთი სასტიკი ექსპერიმენტები ატარა რო რავი 7 კგ მდოგვის პაკეტები დაჰკიდა და კიდევ არ იტენებაო და რაღაცეები, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონია მერე ზოგადად გავშლი თემას სურათებსაც დავყრი
okela84
NRG
ციტატა(nrg123 @ 7th October 2018 - 11:14 AM) *
მფლობელის თემაც ვერ გავიგე

შენ თავიდანვე ამან ჩაგაფიქრა, აშკარად უკუღმა გაიგე იმ შემთხვევაში თუ ეს მოგხვდა თვალში ცუდად.

კაი ამაზეც კითხვები რო არ დარჩეს გეტყვი რომ კარგ მფლობელში ის იულისხმება რო შეიძლება თოფს ჰქონდეს ძაან დიდი პოტენციალი და მფლობელი ამას ვერ ავლენდეს. ანუ შესაძლოა ვიღაცამ ეხლა გამოწეროს და ან ტყვია ვერ შეურჩიოს ან სასხლეტს ვერ მოერგოს ან უბრალოდ ვერ ისროლოს კარგად და შენ წარმოიდგინე თითოელი ეგზემპლიარი სხვადასხვანაერია. ანუ შესაძლოა ამაზე უკეთესი იყო და უფრო დიდი ალბათობით ოდნავ უარესი.

ზემოთ რაც დავწერე საერთოდ ყველაფერი თემატურია. ის ფაქტი რომ ყველას თვალწინ ამ თოფმა 210 ქულაზე მეტი აიღო ღია სივრცეში ეს უკვე შენ წარმოიდგინე თემის პირველ პოსტზე მნიშვნელოვანია. ხალხი შეჯიბრზე დადებულ შედეგებს მეტ ყურადღებას აქცევს ვიდრე ინდივიდოალურ განხილვებს. ჰოდა ჩემი ყველა კომენტარიც იმას უკავშირდება რო ამ თOფისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა და კიდევ გაიზრდება შეჯიბრის მერე.

ბესოს კიდე რაც შეეხება მაგაზე ადვოკატობა კიდე რბილი ნათქვამია.
ციტატა(nrg123 @ 7th October 2018 - 11:14 AM) *
ანუ ბაიკერს გულისხმობ ახალბედა მოყვარულებში ?

ეს ეხლა ინტრიგას უფრო ჰგავს
NRG
okela84
თითქოს შარზე ხარ, მარა მოვრჩეთ აქ კამათს.



ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.