მემგონი იდეალური თემა შენი იარაღის შესაძენად არის
აი ამ მისამართზე ან უკვე განხილულებიდან შეიძLება არჩევა ან უფრო ზუსტად ჩამოაყალიბე რას ეძებ, თორემ აღწერილი რაც გაქვს ცოტა ბუნდოვანია..
პარალელს გავავლებ რომ იოლად აღსაქმელი იყოს რას ვგულისხმობ:
- მანქანის ყიდვა მინდა, უნდა იყოს კარგი, ძლიერი და ეკონომიური, ამ სფეროში გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ თეორიები მსმენია, შემარჩევინეთ 6-7 ათასის ფარგლებში ...
ანუ ხომ ხვდები რამდენი კითხვა გაჩნდება ეგეთი ადამიანის მიმართ... ზოგისთვის Honda FIT-ია იდეალური და ზოგს Lamborgini არ აკმაყოფილებს - სად გადის შენი ზღვარი კარგის და ძლიერის გაგებაში.... პლიუს ფასი... ლარზეა საუბარი თუ მწვანეზე?
ამიტომაც ჯობია დაწერე რა მანძილია შენთვიუს მისაღები, გინდა ქაღალდზე სასროლად, თუ სანადიროდ, რომელი კლასი გინდა:
1) ნახშირორჟანგზე მომუშავე, ანუ co2
2) კომპრესიული და მულტიკომპრესიული
3) ზამბარ დგუშიანი
4) წინასწარ დაჭირხნულ წნევიანი, ანუ PCP