ციტატა(chicho @ May 17 2018, 02:05 PM)
ხმელო ბოდიში გაოფებისთვის მაგრამ იქნებ მითხრა ასე ძალიან რატომ მოგწონს ჰაცანის ეგ მოდელი ? ზოგადად ფორუმზე იმდენი უარყოფითი რამ წავიკითხე ჰაცანზე რომ თურქულებისკენ გული აღარ მიმიწევს არცერთისკენ და პატარა განმანათლე შენს გახარებას
პირველ რიგში ფასი- როგორც უკვე ავღნისნე 265 ლარი ღირს გუდვილში. საკმაოდ კარგი ფასია მსგავს მოდელებთან შედარებით, მაგრამ გუდვილში იმიტომ არ ვყიდულობ, რომ როგორც შენ თქვი მაგ კონკრეტულ მოდელს ბევრი არაფერი, მაგრამ მინიმალური დეფექტები მაინც აქვს რამდენიც შევამოწმე ყველას და თუ მეორადს მაგ დეფექტების გარეშე ვიპოვი ვინმესთან, ჩემს გემოზე კარგად შევამოწმებ და ვიყიდი. მაღაზიებში ლულასაც არ მახსნევინებენ წესივრად. არადა თუ არ შემაოწმე როგორ უნდა იყიდო. მაგ კონკრეტულ მოდელებს ყველას ერთიდაიგივე დეფექტი ის აქვს, რომ ლულას რომ დააწვები ქვემოთ, გახსნის მიმართულებით, სულ სულ ოდნავ პირს აღებს, ანუ შეუმჩნევლად იხსნება, მაგრამ ზემოთ რომ ააწვები ისევ იგრძნობა ფიქსირების ვიბრაცია და მაგით ხვდები რომ აწოლის შემდეგ დაიკეტა, ანუ დაწოლისას თვალით შეუმჩნევლად იხსნება მაგრამ ხელით გრძნობ მაგ გახსნის მანძილს. ეგრე არ უნდა იყოს, ისე უნდა ფიქსირდებოდეს რომ მსგავსად არ აღებდეს პირს. ჰო და ვეძებ მაგ დეფექტის გარეშე და რავიცი, 10 თოფი შევამოწმე და ჯერ ვერ ვიპოვე უმაგისო თოფი.
მაგრამ თუ ვიპოვეეე....
მეორე რიგში სასხლეტი მექანიზმის ჩაკეტვის ის სისტემა, რომელიც მაგ კონკრეტულ მოდელს აქვს
მესამე რიგში მოკლე თოფია, კომპაქტური მსგავს მოდელებთან შედარებით, წინ რომ პლასმასი აქვს, ეგ რომ მოხსნა კიდევ 3,5 სანტიმეტრი დააკლდება სიგრძეში. მაგრამ ძალა კარგი აქვს ასევე მსგავს მოდელებთან შედაებით.
მეოთხე რიგში მომწონს მისი კონდახის ვიზუალი, მაგ მოდელს ყველაზე ლამაზი კონდახი აქვს ჰატსანებში, კლასიკურისკენ მიდის. რალურში ძალიან სიმპათიურია. ჰატსანის სხვებს რაღაცნაირი მახინჯი და შეუხედავი კონდახები აქვთ.
და საერთოდ კი რაც მთავარია თვითონ თოფს მოდიფიკაციებს ვუპირებ საკმაოდ ბევრნაირს, თუ ვიყიდე და გადავაკეთე გაჩვენებთ ფოტოებს და დარწმუნდებით რომ ეგ ზავაცკოი ჰატსანი ის ჰატსანი აღარ იქნება