დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მესამე შეჯიბრი BR25 (EURO)
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > შეჯიბრებების სახეობები
გვერდი: 1, 2, 3, 4
okela84
ხანგრძლივი 5 წლიანი შესვენების შემდეგ BR 25 ბრუნდება.

შეგახსენებთ რომ, საქართველოში 2018 წლის 23 სექტემბერს Airgun.ge-ის ნებართვით ჩატარდა რიგით მესამე BR25 პნევმატური იარაღიდან 50 მეტრზე სროლაში, რომელშიც 10 მსურველი იღებდა მონაწილეობას. აქვე შეგახსენებთ რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით, პნევმატური იარაღის მაგიდიდან სროლაში ეს არის ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრი, როგორც არაოფიციალურ, ასევე არარსებულ ოფიციალურ შეჯიბრებს შორის. მონაწილეების სიმცირე კი ორგანიზატორების სიფრთხილით იყო განპირობებული, რაც პირადად ჩემი აზრით სრულიად გამართლებული და ჯანსაღი მიდგომაა მაშინ როდესაც საქმე სროლაში შეჯიბრს ეხება. ორგანიზაოტერები ყველა დაშვებული მონაწილის პნევმატურ იარაღთან მოპყრობის კულტურაზე წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები. რითაც უსაფრთხოების სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ და ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და ის ადამიანები ვინც ასე ვთქვათ საკვალიფიკაციო ეტაპებს არ გაივლით ინდვიდუალურ პატარა გასვლებზე და ჩვენს თანაფორუმელებს თუ არ მოხიბლავთ იარაღთან ქცევის კულტურით, შეჯიბრზე უბრალოდ არ დაიშვებით.

აქვე იმასაც დავწერ რომ ამ მიდგომამ შეჯიბრი უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი გახადა და სათვლელი ინვენტარის მომარჯვებამდე თვალში მოსახვედრი ფოვორიტები არ გვყავდა და მიუხედავად არაერთი ძალიან დაბალზუმიანი ფაქტიურად სანადირო მსხვილბადიანი ოპტიკებისა, ბიჭებმა მაინც მოახერხეს და ტოლი არ დაუდეს ტოპ კლასის აგრეგატებს ძვირადღირებული ოპტიკებით და საკმაოდ კონკურენტუნარიანი შედეგები დადეს საბოლოოდ. ამის დეტალურ განხილვას მოგვინებით დავუბრუნდებით, მანამდე კი არ შემიძლია არ შევეხო ინდივიდოალური მაგიდების თემას, რამაც მე თუ მკითხავთ არც თუ ისე პატარა როლი ითამაშა შეჯიბრის მაღალ დონეზე და მაღალი ქულების დადებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს თანაფორუმელებს giga2010-ს, aleqsa-ს და Monsoon-ს, ასევე მადლობას ვუხდი მთელი ფორუმის სახელით ამავე ბიჭებს სამიზნე მოწყობილობებისთვის. Aleqsa-ს კიდევ ერთი მადლობა ულიმიტო სამიზნეებისთვის. პრიზიორების და ყველა მონაწილის სახელით მადლობას ვუხდი pilotina-ს და Gregory-ს დამატებითი პრიზების დაწესებისთვის. წინა შეჯიბრის მონაწილეები დამეთანხმებიან ალბათ რომ ბეტონის მაგიდას რომელსაც თითქმის ცათამბჯენისთვის საკმარისი ფუნდამენტი ჩაუსხეს, მაინც არ გამოვიდა იმდენად მყარი, რომ სტაბილური და ურყევი დამიზნება უზრუნველყოს. დამიზნების მომენტში ვინმეს მიყრდნობისას საკმაო ვიბრაცია გადმოდის თოფზე საიმისოდ რომ შედეგზე გავლენა მოახდინოს და სროლის მომენტში კი ტყვიის კვატრატიდან გასვლაც კი ძალუძს მაგიდასთან ვინმეს მიერ უხეშად შეხებას.



დავუბრუნდეთ ისევ 23 სექტემბერს და თანმიმდევრულად გავიხსენოთ დილის შეკრებიდან დაშლამდა რა ხდებოდა ჩვენს თავს.



Amindi.ge-ზე მილიონჯერ შეცვლილი პროგნოზისდა მიუხედავად pilotina-მ 22 სექტემბერის საღამოს წერტილი დაუსვა ჩვენს ნერვიულობას და მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა საკმაოდ მაღალი სიზუსტის პროგნოზი მოგვაწოდა.


მონაწილე და არა მონაწილეების დილა კი ასე დაიწყო: დილის 10:00-ზე შევიკრიბეთ ყველანი ისნის კარფურთან, ყველაფერი რაც შეჯიბრის შემდგომი ქეიფისთვის იყო საჭირო შევიძინეთ და დაახლოებით 11:40-ზე 4 მანქანით ქესალოს გზას გავუდექით. ადგილზე მისულებს კი დაგხვდა ამინდი როგორზეც არც კი გვიოცნებია. მართალია ცოტა ნერვიულობა მაინც არ აგვცდა იმის გამო რომ მკვეთრად სხვა სიტოაციას წავაწყდით ბეტონის მაგიდამდე რამდენიმე ასეული მეტრით ადრე და ერთი მომენტი ისიც კი დავუშვით რომ მაგიდა და მაგიდის მიმდებარე ტერიტორიაც გადათხრილი დაგხვდებოდა, თუმცა ბოლო მემენტში გადათხრილ გადმოთხრილების იქით ღრმა ჩრდილიდან ქესალოს მაგიდამაც გამოანათა და ნერვიულობის მეორე ეტაპიც ასე გადაილახა.

მანქანები ცოტა მოშორებით დავაბინავეთ და გადმოსვლისთანავე შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარი გადმოვზიდეთ თოფების ჩათვლით და მომენტალურად სასროლეთის მოწყობას შევუდექით. რასაც რეკორდულად ცოტა დრო მოვანდომეთ ბიჭების დაუზარელობის და მაღალი აქტიურობის ხარჯზე. თუმცა გაგრძელებაზე იგივეს ვეღარ ვიტყოდი. შეჯიბრამდე მისროლისთვის კონკრეტული დრო არ გამოვყავით, რამაც საბოლოო ჯამში ცოტა ქაოტურობას ჩაუყარა საფუძველი და ერთიანობაში საკმაოდ ხანგრძლივი შეჯიბრი გამოგვივიდა.

ასეთი იყო ჩვენი წინასაშეჯბრო მოსამზადებელი სიტოაცია


ამ ვიდეოში წესები შევახსენეთ მონაწილეებს და მიუხედავად იმისა რომ ვიდეოში 20 წუთზეა საუბარი, შეჯიბრის სტარტშივე შევცვალეთ ერთხმად ეს გადაწყვეტილება და სასროლი დრო 30 წუთამდე გავზარდეთ.



შეჯიბრის მსვლელობისას, ოდნავ მოგვიანებით ღონისძიებას ძირძველი Gela, Ilariona, CZ, Jaja და Davitusa შემოურთდნენ, რამაც სიტოაცია კიდევ უფრო გამოაცოხლა.

საერთო ჯამში შეჯიბრის მონაწილეც და არა მონაწილეც კარგად ერთობოდა შეჯიბრის მსვლელობისას. კაკოიეს შეჯიბრის ბოლოსს ფიქტიური დაჯილდოებაც კი მოუთხოვია როგორც ვიდეოში გაირკვა მოგვიანებით და მოუკვდეს ჩემი თავი რო ადგილზე ვერ გავიგე და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად (ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს რო იგებენ ყოველ ჯერზე) არ დავეხმარე ფეიკ ნიუსის შექმნაში biggrin.gif

მონაწილეები კენჭისყრის შედეგად შემდეგი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ და შეჯიბრმაც აიღო სტარტი როგორც იქნა. სამწუხაროდ იმდენად გავერთეთ რომ ყველა მონაწილის სროლის მომენტში გადაღება ვერ შევძელით, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________





Pilotina-Taipan MKII///Athlon 8-34X56
2012, 2013, 2018-ის საუკეთესო ნასროლი და საქართველოს რეკორდი BR25-ში 50
მეტრზე პნევმატურით სროლაში. ზურა ძალიან მაღალ დონეზე იყო მომზადებული
და შედეგმაც არ დააყოვნა.
giga2010-Artemis P15///4-16X50
შეჯიბრის დაწყებმადე გიგა ჩემი ვარაუდით შეჯიბრის ერთერთი ფავორიტი იყო
და პრიზიორიც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ჩემი ვარაუდით ოპტიკა ვერ გაასწორა
სათანადოდ. ამას იმიტომ ვწერ, რომ ნასროლების თითქმის 90% მარჯვნივ არის
გადახრილი, რაც იმას ნიშნავს რომ თოფის პოტენციალი სრულად არაა გამოყენებული.
ჩემი ვარაუდით კარგი ოპტიკით ამ თოფს სტაბილური 220 ქულა შუძლია 50 მეტრზე

________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_










gura93-Cometa Lynx///C. Zeiss 6-24X50
სანდრო არის ჩვენი ფორუმის ახალბედა მსროლელი, რომელმაც აკაკიც თოფით
საკმაოდ კარგი ქულა აჩვენა და იმედი მაქვს მომავალში თავის თოფსაც მოიყვანს მწყობრში
და შედეგს ბევრად გააუმჯობესებს.
Monsoon-Artemis P10///4-16X40
გიორგიც დებიუტანტია ჩვენი შეჯიბრის და აქაც ვხედავთ რომ თოფის პოტენციალი
არაა ბოლომდე გამოყენებული. პირველ ზოლში ყველა ტყვია მარცხნივ არის წასული.
მის სამიზნეს თუ დააკვირდებით, მესამე ზოლში კარგად დაინახავთ მისი თოფის რეალურ პოტენციალს.

________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________



Ilariona-B. Marauder E///10-40X50
ილომ ჩემი აზრით პირველ ზოლში დროულად შენიშნა ტყვიის მარჯვნივ მკვეთრი გადახრა
და დანარჩენ 20 სამიზნეში სავარაუდოდ კლიკების პაპრავკის გარეშე მილდოტებით იხელმძღვნელა
და 10-თან უფრო ახლოს მიყვანა ყველა ტყვია

ნუ ილარიონამ როგორც კი დაასრულა სროლა, გაეშურა მიზნის წამოსაღებად და უკან მობრუნებისას
უეცრად მოულედნელმა მოუთმენრობამ შეიპყრო, რამაც საკუთარი ნასროლის სწრაფადვე დათვლისკენ უბიძგა.

და როგორც კი დაასრულა დათვლა მომენტალურად 212 ქულიანი ბრინჯაოს ღიმილი მოეფინა სახეზე,


________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________



STALKER-Artemis P15///UTG3-12X44
სტალკერას ნასროლზე ცოტა მიჭირს დასკვნების კეთება, ერთი შეხედვით ოპტიკა კარგად აქვს გასწორებული და
რატომღაც მეჩვენება რომ რამდენიმე კარგი გასროლის შემდეგ ყურადღებას ადუნებს ან პირიქით ემოციებისგან ივსება
და ცივად დამიზნებას ვეღარ ახერხებს. ნუ საერთო ჯამში დასკვნა ვერ გამომაქვს. შესაძლოა თოფის ბრალიც იყოს,
მოკლედ შემოვა და თვითონ დამეხმარება იმედია დასკვნების კეთებაში.









NRG-Cometa Lynx///C.Zeiss 6-24X50
აკაკის მისროლაზე 2-ჯერ ზედიზედ X-ში ჰქონდა ნასროლი და აქვე ჩანდა რომ მას თავიდანვე
ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. სავარაუდოდ ინანა რომ მისი X-ები მისროლამ შთანთქა.
საერთო ჯამში აკაკიმაც საქართველოს ბრ-ების ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ქულა აჩვენა
და შესაბამისად ვერცხლის პრიზირორიც გახდა.
Aleqsa-Kruger///Leapers 6-24X50
ალექსამაც ქულების დიდი წილი პირველ ზოლში დაკარგა და ამის მიუხედავად მაინც საკმაოდ მაღალი
ქულა აიღო. აქაც იქმნება შთაბეჭდილება რომ ოპტიკა არაა კარგად გასწორებული. პირველი ზოლში
4 ნასროლი ფაქტიურად 10-11 მილიმეტრიან ჯგუფშია, რაც ოპტიკის უკეთესად გასწორების შემთხვევაში
იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ეს 4 ნასროლი 10-დან არ გამოსულიყო.








okela84-Weihrauch HW100T///Walther FT8-32X56
ნუ მეც დაახლოებით იგივე დამემართა რაც სხვებს. პირველი ზოლის 6-ვე ტყვია
ფაქტიურად 12 მილიმეტრიან ჯგუფშია და მეორე ზოლიდან უკვე საკმაოდ
დემორალიზებულმა, მიუხედავად მონდომებისა ვეღარ მივხვდი ორიენტირი როგორ
ამეღო მილდოტებით და ჩემი მონდომების და მიუხედავად ვერ შევძელი კაი ქულების აღება


Ja ja-Steyr LG110///Falcon T50
ჯაჯას პირველი 5 გასროლა მისროლის ჩათვლით იყო იდიალურთან ძალიან ახლოს
მეორე ზოლში კი დააკვირდით მის უდიდებულესობას LG110-ის ვერტიკალურ
თითქმის 5 მილიმეტრიან ჯგუფს

ერთი სიტყვით მეორე ზოლის შემდეგ ხელჩაქნეულ ნასროლებს ჰგავს.
რატომღაც მეჩვენება რომ კისერი ძაან დაჭიმული აქვს. ეგ პლანკა მინიმუმ სარეგულირებელ
სალოყეს ითხოვს და მგონი ოპტიკის ოდნავ უკან წამოწევას.



შედეგების დათვლამაც აზრთასხვადასხვაობების გარეშე ჩაირა.










ნუ კოღოების ხელის შეშლის მიუხედავად, ჯაჯამ მაინც მოახერხა და ამ მედლების მფლოფელებიც გამოგვივლინა.
1) Pilotina 219
2) NRG 213
3) Ilariona 212
4) giga2010 195
5) okela84 192
6) STALKER 189
7) Aleqsa 183
8) gura93 177
9) ja ja 154
10) Monsoon 151



აქვე დაჯილდოვების ორი ვიდეო რომელიც ამ დილით ჩემს ტელეფონში აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით. შემდეგ ჯერზე ეს საკითხიც უნდა დალაგდეს. ერთ ადამიანს უნდა დაეკისროს ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის გადაღება. ნუ აქ უკვე ისე ვარ რომ ვაბშე სხვები რო დამეჯილდოვებინა არ უნდა გაგკვირვებოდათ drinks.gif





ესეც ჩვენი ახალი ჩემპიონის თოფი





სანამ ქეიფზე გადავიდოდით ფოტოსესიებმა ცოტა ხნით გამოვედით მწვადის ბურუსიდან და ფოტოსესიებისთვისაც მოვიცალეთ აწ უკვე პოპულარულ ჩემპიონებთან ერთად









აქ მორჩა ობიექტივისკენ ნატყორცნი მზერები და დაიწყო ქეიფისთვის მზადება, რეალობაში ოდნავ სხვა თანმიმდევრობა იყო, მაგრამ რეპორტს ეს თანმიმდევრობა უფრო უხდება biggrin.gif
















მადლობა დავითუსას ლამაზი და ხარისხიანი ფოტოებისთვის. ნახევარი რეპორტი მისი ფოტოებით შევავსე.
















კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იქ მყოფს, მონაწილეებს, პრიზიორებს და თანაორგანიზატორებს. დამეთანხმებით ალბათ რომ კარგი დღე გამოვიდა და ამ ფოტოთი ვასრულებ რეპორტს
















































aleqsa
okela84

კაცო ალექს შენ რა წუხელ არ გეძინა? გამთენიისას რო დაგიდია ამხელა რეპორტი smile.gif საღოლ ძმაო მალაძეც!!!!
მართლაც კარგი რეპორტია ამომწურავი smile.gif

ჩემს ნასროლებს რაც შეეხება მართალიხარ, ოპტიკის მომენტი ვერ გავთვალე. მისროლებისას ჯვრის მარჯვნივ გადმოტანა დამჭირდა, დავატრიალე რამდენიმე კლიკი შესაბამისად და არ გადმოვიდა შემდეგ კიდევ დავატრიალე და გასწორდა თითქოს. მისროლებსაც დაატყიბთ პატარა წრეში რამდენიმე ტყვია ჩავსვი ზედიზედ და გადავედი ჩათვლაზე, ამ ჩემმა ოპტიკამ კიდე ეეეეე მაიცა მაიცაო მე ჯერ არ დამიმთავრებია მარჯვნივ წასვლაო და გააგრძელა მარჯვენა ოდნავ ქვედა კიდეზე გადასვლა ტყვიებმა, რას ვიზავდი? ჩათვლა დაწყებული მქონდა ახლიდან ხოარ შევასწორებდი ოპტიკას და გავაგრძელე სროლა. მოკლედ ბოლოს საერთოდ წრის გარეთ ქულებს სადაც წერდით აი იმ კუთხეს ვუმიზნებდი რომ რამენაირად წრეში მომერტყა, ათიანებზე ხო საერთოდ აღარც ვფიქრობდი.

ასერომ დასკვნა: ასეთი შეჯიბრისთვის სასწრაფოდ საჭიროა ოპტიკის შეცვლა. სანადიროდ კიდევ ხო მარა შეჯიბრი არ გპატიობს მისხალ გაუთვლელობასაცკი არამცთუ შეცდომას.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებსაც და მონაწილეებსაც მშვენიერი დღიათვის. ეს ისეთი დღე იყო დიდხანს რომ გამახსოვრდება კაცს!! smile.gif wink.gif

პ.ს. ხო კიდევ სურათები მართლაც ძალიან მშვენიერი გამოვიდა, მადეც დავითუსს და აი ბოლო სურათი მართლაც ისეთია რო ვნახე ისევ იქ მომინდა ყოფნა smile.gif smile.gif
საღოლ ბიჭებო!!!
name
კარგია, გილოცავთ ბიჭებო
vexam
გილოცავთ ყველას!
S.T.A.L.K.E.R
მშვენიერი გასვლა და განწყობა იყო დიდი შესვენების შემდეგ ღირსეული შეჯიბრი კაი ქულებიც, ერთი მომენტია რო უმეტესობა მონაწილე ძაან მოუმზადებელი იყო ჩემი ჩათვლით ფაქტიურად სროლამდე 20 წუთით ადრე თოფის დაშლა მომიწია ავაწყვე და სასწრაფო მისროლა და ჩათვლა, სროლის შემდეგ გავქრონე და 296 ქონდა სიჩქარე შედეგზეც აისახა, ასევე ოპტიკის ჯერადობა 10 X ძალიან ძნელია მე კიდე კაი სიტუაცია მქონდა სუფთა ლინზებიაქ ჩემს ოპტიკას და ჩანდა ნასროლები ალექსას და მონსონას ოპტიკაში გახედვით ისეთი გრძნობა მქონდა რო არათანაბარ პირობებში ვისროდით დიდი უპირატესობაა ოპტიკა, მაინც საბოლოოჯამში კაი ქულები დაიდო და ვულოცავ ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით გამარჯვებულებს ქონდათ მომზადება და შედეგიც სახეზეა
pilotina
მალადეც ალეკო, შენ თუ ასეთი რეპორტების წერა გცოდნია სად იყავი აქამდე? smile.gif

მადლობა ყველას, ვინც თავის წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ფოტო-ვიდეო ასახვაში. განსაკუთრებით დავითუსს.
და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს რომელთა წყალობით ჩვენს ფორუმს კიდევ ერთი დაუვუწყარი დღე შეემატა. thank_you2.gif
userman
pilotina -ს ვულოცავ გამარჯვებას cmp1.gif . ასევე პრიზიორებს ....

ერთი სიტყვით სუყველას მქუხარე ტაში clapping.gif . ვწუხვარ , რომ ვერ მოვახერხე მონაწილეობა ...

მერე , ცალკე შეგხვდებით მე და დათკა, პრიზიორებს biggrin.gif ...
Lukiane123
ვუერთდები მილიცვებს,ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი და მთელი გულის ყურით გადავიკითხე,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მოუმზადებელი იყო ბევრი მონაწილე,ერთი მეც უნდა ვცადო იგივე ფურცელზე სროლა რაც თქვენ ესროლეთ ძალიან დამაინტერესა
okela84
ბიჭებო ზუმი არის მეორე ხარისხოვანი, ოპტიკას პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მინიმალური პარალაქსი, ხარისხიანი შეკრული მექანიზმი და შემდეგ უკვე მოდის ზუმი. ნუ იმასაც არ ვამბობ რომ 8 და 12 X საკმარისიათქო , თუმცა 16X -ზე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ რომ სრულიად საკმარისია იმ შემთხვევაში თუ ოპტიკა ხარისხიანია. ნუ ეხლა ვისაც ხარისხიც გინდათ და მაღალი ზუმიც დაახლოებით ჩამოგიწერთ ფასების დიაპაზონებს.

12X 60-80$
16X 120-150$
24X 200-250$
32X 300$+

ოპტიკის შერჩევისას, ფასების დაახლოებით ამ დიაპაზონებით ხელმძღვანელობის შემთხვევაში უკვე შეგიძლიათ გქონდეთ პრეტენზია ხარისხიან კლიკებზე და პატარა პარალაქსზე.

რათქმაუნდა ეს არაა გარანტი იმისა რომ კარგ ოპტიკას იყიდით, თუმცა ამ ფასების ქვემოთ უკვე ძაან ზრდით იმის ალბათობას რომ ხელში შეგრჩეთ ხლამი.
vexam
ალბათ, ეს ახალი (უხმარ მდგომარეობაში) ოპტიკების ფასებია მოყვანილი, დაბალი/საშუალო ბიუჯეტური ოპტიკების კლასიდან .
okela84
vexam
კი რათქმაუნდა დაბალი და საშუალო, ოღონდ დაბალში იგულისხმება ის აუცილებელი მინიმუმი რომელიც ზუსტი სროლის და დოლურების თავდაჯერებულად ტრიალის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა დაბალ და საშუალო კლასის ოპტიკებზე არჩევანის შეჩერება კომპრომისზე წასვლას სულაც არ ნიშნავს , მაშინ როდესაც პნევმატიკის სიზუსტე ნახევარ მოაზე მეტია.
ilariona
სანაქებო რეპორტი, კარგი ორგანიზატორი, ერთი სროლასაც ვასწავლით და ჩავაბაროთ ადმინობა smile.gif

okela84

10 ქულა შენ ჩემგან
gela
ilariona
ციტატა(ilariona @ 1st October 2018 - 08:37 AM) *
სანაქებო რეპორტი, კარგი ორგანიზატორი, ერთი სროლასაც ვასწავლით და ჩავაბაროთ ადმინობა


ერთი ხმაც ჩემგან
okela84
ციტატა(ilariona @ 1st October 2018 - 08:37 AM) *
სროლასაც ვასწავლით

biggrin.gif
okela84
ციტატა(ilariona @ 1st October 2018 - 08:37 AM) *
სროლასაც ვასწავლით

biggrin.gif
NRG
okela84
ძაან ობიექტური შეფასებები და შენიშვნები გააკეთე რეპორტი თითქმის სრულყოფილი, თანმიმდევრული და სრული შინაარსით გადმოგვეცი დიდი მადლობა რო მამხნევებდი სროლის დროს და თან მიწინასწარმეტყველე საპრიზო ქულები მადლობა კიდევ ერთხელ.



მინდა ჩემი მოკრძალებული საპრიზო ll ადგილის პრიზები წარმოვადგინო პირველ რიგში აგრეგატი რომლის დამსახურებითაც მივიღე ვერცხლის მედალი



შემდეგ ეს ულამაზესი მედალი თავისი ორივე გვერდით





ასევე სრულიად მოულოდნელად ჩვენმა ჩემპიონმა pilotina-მ დამასაჩუქრა ძალიან მაგარი საკოლექციო სასმელით მადლობა ზურა შენი ქმედება კიდევ უფრო წააქეზებს ჩემპიონატებში მონაწილეობის მსურველებს





მადლობა სუყველას ამ მაგარი სიტუაციისა და ისტორიული დღისათვის.
okela84
NRG
ციტატა(nrg123 @ 2nd October 2018 - 01:56 AM) *
ძაან ობიექტური შეფასებები და შენიშვნები გააკეთე რეპორტი თითქმის სრულყოფილი, თანმიმდევრული და სრული შინაარსით გადმოგვეცი დიდი მადლობა რო მამხნევებდი სროლის დროს და თან მიწინასწარმეტყველე საპრიზო ქულები მადლობა კიდევ ერთხელ.

გაიხარე აკაკო drinks.gif

შენ და გიგას გიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ გიგა ერთი ადგილით ასცდა საპრიზოს sad.gif

ლამაზი ფოტოებია, ჩემ ფოტოებში მასეთი ლამაზი არ ჩანდა მედლები, რა უქენი გრავირება გააშავე ?

ციტატა(nrg123 @ 2nd October 2018 - 01:56 AM) *
ასევე სრულიად მოულოდნელად ჩვენმა ჩემპიონმა pilotina-მ დამასაჩუქრა ძალიან მაგარი საკოლექციო სასმელით მადლობა ზურა შენი ქმედება კიდევ უფრო წააქეზებს ჩემპიონატებში მონაწილეობის მსურველებს


ბეწვზეა გადარჩენილი შენი პრიზი რო კაკოს მუცელში არ აღმოჩნდა, ძაან რო დაგელია ალბათ დაგითანხმებდა biggrin.gif
gregory
NRG
გილოავ კიდევ ერთხელ დამსახურებულ პრიზსს.
მშვენიერი ფოტოებია.
რაც შეეხება ძველ კახეტს: ჩემი საყვარელი ბრენდია. რავიცი, პირადად მე ყველა კონიაკს მირჩევნია.
ეგეთი დაძველება კი მართლა საიუბილეოა! გაუფრთხილდი smile.gif


userman
NRG

კიდევ ერთხელ გილოცავ , თუმცა იმასაც გეტყვი , რომ შენს თოფს კონკურენტი თითქმის არ ჰყავს . მქონია შეხება და იმიტომ ვამბობ ამას .

დანარჩენი უკვე ადამიანური ფაქტორებია , და რათქმა უნდა ტექნიკის საქმე ... smile.gif

ამ თოფის განხილვა კი აგერაა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3762
okela84
მართლა მაგარი თოფია, პროსტა ის პანაფონიკის ოპტიკა ვერ გადავაგდებინე biggrin.gif ბევრად უკეთეს ოპტიკას იმსახურებს ეგ თოფი და აწი უკვე პატრონიც.
userman
okela84
ციტატა(aleqsandre @ 2nd October 2018 - 07:50 PM) *
ის პანაფონიკის ოპტიკა ვერ გადავაგდებინე ბევრად უკეთეს ოპტიკას იმსახურებს ეგ თოფი და აწი უკვე პატრონიც.


smile.gif 100 % -ით გეთანხმები ბევრად უკეთეს, ოპტიკას, იმსახურებს .
giga2010
რამე შუალედური შეჯიბრება უნდა მოვაწყოთ, გინდა გასვლა დავარქვათ, გინდაც გასეირნება. მოვიწყინე უკვე
okela84
giga2010
BR25-ს 50 მეტრზე, ხარისხიანი მედლებით, სიგელებით და ამბებით ფასი რომ არ დაეკარგოს და ყოველ წელიწადს თავის გამარჯვებულები რო ყავდეს , ანუ პრიზიორებმა ერთი წლით მაინც რო შეინარჩუნონ სტატუსი, მგონი აჯობებს რო წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ. მერწმუნეთ ასე მეტი ფასი ექნება ყოველ შეჯიბრს.


ისე კი მინი შეჯიბრებს არაფერი უდგას წინ
giga2010

ციტატა(aleqsandre @ 2nd October 2018 - 11:06 PM) *
ფასი რომ არ დაეკარგოს და ყოველ წელიწადს თავის გამარჯვებულები რო ყავდეს , ანუ პრიზიორებმა ერთი წლით მაინც რო შეინარჩუნონ სტატუსი, მგონი აჯობებს რო წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ. მერწმუნეთ ასე მეტი ფასი ექნება ყოველ შეჯიბრს.

არ ვდაობ და ეგ არც მიგულისხმია რომ 2-3თვეში ახალი გამარჯვებული ყავდეს. უბრალოდ ცოტა დიდი ინტერვალი გამოდის. წლის განმავლობაში, რომ 2 შეჯიბრება მოეწყოს, კარგი ორგანიზებული, სხვადასხვა სახეობაში კარგი იქნებოდა.
1 წელი რომ ესე უმოტივაციოდ იყოს ფორუმი არ ივარგებს
okela84
giga2010
რათქმაუნდა სახეობა უნდა შეიცვალოს და მასე 4-5 შეჯიბრის მოწყობაც შეიძლება გიგა. მაგალითად შემდეგი შეგვიძლია 70 მეტრზე მოვაწყოთ
giga2010
okela84
კარგი იქნება. ერთი გაზაფხულზე რომ ჩატარდეს და ერთიც შემოდგომით
ilariona
წელიწადში ორჯერ არის კარგი, გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

იყო ადრე გარდამავალ თასზე საუბრები, კარგი იდეაა და ვერ მივიყვამეთ ბოლომდე.

okela84

იქმებ ითაო გარდამავალი თასის საქმეც და გაზაფხულზე დავგეგმოთ განახლებული შეჯიბრი!

თასის დამზადებაზეც დაგეხმარებით
giga2010
ციტატა(ilariona @ 3rd October 2018 - 01:39 PM) *
იყო ადრე გარდამავალ თასზე საუბრები, კარგი იდეაა და ვერ მივიყვამეთ ბოლომდე.

გეთანხმებით, რაღაც მაგდაგვარს ვგულისხმობდი. თასის საფასური არ დაჯდება ძვირი. 50-70 ლარად კარგი თასის ყიდვა შეიძლება, დაჭირდება მარტო ლოგოს გრავირება
okela84

წელიწადში ერთი და იგივე დისტიპლინაში 2 შეჯიბრი რაღაც ნიტოა, გამარჯვების ფასიც კლებულობს, ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ ერთ BR25-ს 50 მეტრზე ჩავატარებთ შემოდგომაზე და მეორეს გაზაფხულზე 100 მეტრზე.
100 მეტრიანი სამიზნეები საკმაოდ დიდებია და ამას ნუ შევუშინდებით. თან ბოლო შეჯიბრით თუ ვიმსჯელებთ 100 მტრზეც საკმაოდ კარგი შედეგების მოლოდინი მაქვს.

მოკლედ გაზაფხულამდე საკმაო დროა იმისათვის რომ ან გადაიარაღდეთ, ან ოპტიკები განაახლოთ ან თუნდაც რაღაც ისეთი შემატოთ თქვენს თოფს რაც შეჯიბრში უფრო კონკურენტუნარიანს გაგხდით.

ilariona
იყოს გარდამავალი, მაგრამ ორი შეჯიბრის ჯამში ვინც მეტ ქულას დააგროვებს ჯამში იმ წლის თასი საბოლოოდ იმას დარჩეს არ ჯობია ?

მედლების ნახაზში მანძილები ჩავამატოთ არ ჯობია ? თუ საერთოდ ამოგდებას ფიქრობთ მედლების ?
giga2010
okela84
არ ვიძახი რომ ვიღაცას გამარჯვება წავართვათ. უკვე მერამდენედ მაწერინებ ოკელ. სხვა სახეობას ვგულისხმობ. იყოს 100 გინდა 70. რაღაც ისეთი, რომ მეტმა ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა
userman
გაზაფხულამდე ბევრი დროა ....

არ ჯობია აქვე ახლოში დავგეგმოთ , თუნდაც 70 მ, თუნდაც 100 მ . თუნდაც ფილ ტარგეტი ...
giga2010
userman
გაიხარე, ეგრე რა. გინდაც გასვლითი რეგიონში, თქვენ თუ ვერ ჩამოხვალთ
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 3rd October 2018 - 06:04 PM) *
გაიხარე, ეგრე რა. გინდაც გასვლითი რეგიონში, თქვენ თუ ვერ ჩამოხვალთ


როგორ ვერ ჩამოვალთ . უბრალოდ მაშინ დაემთხვა მოსავლის აღების პროცესს, რომელსაც ვერ გადავდებდი ნაღდად , თორემ ისე ნებისმიერ დროს ჩამოვალთ smile.gif გაზაფხულამდე და თუნდაც ზაფხულამდე ...
Davitus
ვერ მოვიცალე ნორმალურად რომ გადამეკითხა ))) მშვენიერი რეპორტია ალექს, რესფექთები!

რაც შეეხება შეჯიბრს, ვინც მონდომებით მიუდგა ის გახდა ჩემპიონიც, გილოცავ ზურა.

ასევე ყველა პრიზიორს გილოცავთ.

სამოსანს განსაკუთრებით biggrin.gif


ვნახოთ, იმედი მაქვს შემოგიერთდებით, განახოთ მონადირული კლასიკა )))
okela84

ციტატა(Davitus @ 4th October 2018 - 02:45 PM) *
მშვენიერი რეპორტია ალექს, რესფექთები!

მადლობა

ციტატა(Davitus @ 4th October 2018 - 02:45 PM) *
ვნახოთ, იმედი მაქვს შემოგიერთდებით, განახოთ მონადირული კლასიკა )))

მადნ მარტო ბენჩრესტული ნავოკები ჭრის biggrin.gif
NRG
okela84
ციტატა(aleqsandre @ 2nd October 2018 - 10:14 AM) *
ლამაზი ფოტოებია, ჩემ ფოტოებში მასეთი ლამაზი არ ჩანდა მედლები, რა უქენი გრავირება გააშავე ?

არა ალეკო ესე გადაიღო ჩემმა აპარატმა მეც მომეწონა უფრო მკვეთრად ჩანს გრავირება, ისე ჩემი აზრით შემდეგ შეჯიბრზე მედალზე ცოტა ცვლილებები კარგი იქნებოდა, მაგალითად: დახატული სილუეტი ბრ-ის პოზიციაში რომ იჯდეს

ციტატა(aleqsandre @ 2nd October 2018 - 07:50 PM) *
მართლა მაგარი თოფია, პროსტა ის პანაფონიკის ოპტიკა ვერ გადავაგდებინე

მაიტა შენი და გადავაგდებ smile.gif ოპტიკები მართლა სუსტი მხარეა, მაგრამ უკვე ისეთ სტიმულზე ვართ სუყველა შემდეგ შეჯიბრამდე ოპტიკის პრობლემას ბევრი მოაგვარებს მეც ვეცდები რა თქმა უნდა

gregory
ციტატა(gregory @ 2nd October 2018 - 01:39 PM) *
გილოავ კიდევ ერთხელ დამსახურებულ პრიზსს.
მშვენიერი ფოტოებია.
რაც შეეხება ძველ კახეტს: ჩემი საყვარელი ბრენდია. რავიცი, პირადად მე ყველა კონიაკს მირჩევნია.
ეგეთი დაძველება კი მართლა საიუბილეოა! გაუფრთხილდი

ყველას ჯობიაოო smile.gif ეგრე ხო გამეხსნევინება smile.gif არა არა თუ გავხსნი მხოლოდ რაიმე აღსაღნიშნავი დღისთვის რომელიც ამ თემას და თქვენ სუყველას დაგიკავშირდებათ მაგალითად 5 წლის თავზე ან რამე მსგავსზე
NRG
userman
ყველაზე მაგრად შენ იცი ამ თოფის პოტენციალი თან როცა შენ გატესტე ჰქონდა 9x ოპტიკა ახლა ვითომ გაუმჯობესდა ვითომ 26x ით და თხელი ბადით მაგრამ არ მეგონა თუ ბრ-სთვის უფრო მეტი დამჭირდებოდა საბოლოოდ დაუყენდება საჭირო ოპტიკა და თოფის სრული შესაძლევლობაც გამოჩნდება, მაგრამ მგონი შემდეგ შეჯიბრზე სხვა რაღაცით გამოვალ და შეიძლება გავაუმჯობესო შედეგი დღეს გაკვირვებული დამტოვა საველე გამოცდების შედეგმა
userman
NRG

მე როცა გავტესტე ჰქონდა კარლ ცეისის ოპტიკა , ზუსტად არ მახსოვს რა ჯერადობის იყო , მაგრამ ჩემი 12 ჯერადობაზე მეტი , რომ არ იყო მახსოვს . რა თქმა უნდა მეტი ჯერადობა ეწერა , მაგრამ ....

ნადირობაშიც მაქვს გამოცდილი . რა თქმა უნდა საუკეთესო იყო , სხვა რა გზა ჰქონდა smile.gif .
okela84

NRG
ციტატა(nrg123 @ 5th October 2018 - 12:28 AM) *
ჩემი აზრით შემდეგ შეჯიბრზე მედალზე ცოტა ცვლილებები კარგი იქნებოდა, მაგალითად: დახატული სილუეტი ბრ-ის პოზიციაში რომ იჯდეს

რას გულისხმობ აბა ფოტოზე მიახატე ფეინთში ან რამე პროგრამაში

100 მეტრზე ასეთი მედალი რო გავაკეთოთ ცუდი იქნება ? ცოტას კიდევ გავალამაზებ.



gela
okela84
ოქროს ხელები გქონია აბესალომ. მე ძალზედ მემეწონა smile.gif
giga2010
გარდამავალი თასიც კარგი იდეა. შევიძინოთ სიდიდის მიხედვით სამი თასი და დავიტანოთ ჩვენი ლოგო
okela84
giga2010
გიგა გარდამავალი თასის ამბავი როგორ გაქვს იდეაში ? სამივე ადგილისთვის რო დამზადდეს და გამარჯვებულებმა რო დააბრუნონ ყოველ შეჯიბრზე თუ როგორ ?

pilotina
okela84

მე მგონი თასი უნდა იყოს ერთი. და რახან გარდამავალი დავარქვით, კი ყოველ წელს შეჯიბრის დღეს უნდა დაბრუნდეს
და გადაეცეს ახალ გამარჯვებულს.

okela84
იმდენს იზავთ რო გრავირების დანადგას მაყიდინებთ biggrin.gif
giga2010
ციტატა(pilotina @ 5th October 2018 - 03:33 PM) *
კი ყოველ წელს შეჯიბრის დღეს უნდა დაბრუნდეს
და გადაეცეს ახალ გამარჯვებულს.

ვეთანხმები. გადაეცეს ყოველწლიურად ახალ გამარჯვებულს. ჩემი აზრით თანხებიც დაგვეზოგება და შრომაც
okela84
giga2010
მეორე მესამე ადგილს ?
giga2010
okela84
ეგ მოვიფიქროთ. ან სიგელი გადაეცეს ან შეიძლება რამე მცირე ზომის თასის შეძენა მეორე და მესამე ადგილებისთვის. ჩვენ რომ ვიყავით მაღაზიებში, მემგონი არ ღირდა ძვირი. ფასები იწყებოდა 30-დან 70 ლარამდე
მოვიფიქროთ ოკელ. შემოვლენ ბიჭებიც და რამე გადავწყვიტოთ
okela84
კი გიგა კარგი იდეაა იმ შემთხვევაში თუ ფინანსური დაბრკოლება შეიქმნა შეჯიბის ჩატარებისთვის. თუ არადა ერთ ცალ გარდამავალ თასთან ერთად მედლებიც რო დავტოვოთ არ იქნება პრობლემა, ნუ რავიცი მართლა შენი თქმის არ იყოს, შემოვლენ ბიჭებიც და დაწერენ აზრს.
დაახლოებით 500-600 ლარია საჭირო ყველაფრისთვის და აქ უკვე არ აქვს მნიშვნელობა 12 კაცი ვიქნებით თუ 20. შეჯიბრისთვის სრულიად საკმარისია თავის ქეიფიანად
NRG
userman
უკვე სხვა ეყენა ესეიგი, იმდენად ცოტა დრო მაქვს ამ თოფთან გატარებული რაღაცეები აღარ მახსოვს
pilotina
okela84
ციტატა(aleqsandre @ 5th October 2018 - 06:59 PM) *
თუ არადა ერთ ცალ გარდამავალ თასთან ერთად მედლებიც რო დავტოვოთ არ იქნება პრობლემა,


მაიცა, ეს რაღაც ვერ გავიგე კარგად, გარდამავალი მედლები გინდათ დააწესოთ? biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.