დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Plink FX IMPACT MKII
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > პლინქი (Plink)
გვერდი: 1, 2, 3
giga2010
სალამი მეგობრებო. დღეს გავასწორე ჩემი აგრეგატი 70 მეტრზე და ჩავწერე მინი ვიდეო. იმედია გაერთობით.
თავიდან ვისვრი რკინის კასრზე და მანძილი 70 მეტრია, ხოლო შემდგომ ვისვრი მცენარის ფოთოლზე, რომელის მანძილიც 50 მეტრია
giga2010
ესეც იგივე ვიდეო, შენელებული კადრით. ვეცადე კარგი გამოსულიყო
pilotina
ჩემი რესპექტები გიგა ბატონო! ნაღდად ვერ ვიფიქრებდი თუ FX Impact-ით 70 მეტრზე კასრს გაარტყავდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ცოტა კიდო ივარჯიშე და მალე ვედროსაც გაარტყავ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
pilotina
P.S. იმედია არ მიწყენ ამ პატარა ტროლაობას heart.gif smile.gif
giga2010
სალამი მეგობრებო.
როგორც იქნა გავმართე side shot scope კამერა, მოვარგე გოპრო ახალი ლინზით და დავტესტე. შინაარსი ვიდეოს დიდი არაფერი, ვერც ყვავი მოვინადირე და ვერც ზუსტი სროლა განვახორციელე. მინდორში მოვსინჯე და საკმაოდ უცნაური ქარი იყო, მუდმივად იცვლებოდა ქარის მიმართულება.
იმედია ცოტა გახალისდება ფორუმი და რაც მთავაღი მოწყობილობა ავამუშავე

NRG
giga2010
კარგი გასართობია, პრიზმას იყენებ კიდე თუ სხვა რამე დააყენე?
geojorjika
giga2010
ვაა გიგა გილოცავ, მაგარია
giga2010
NRG
ციტატა(nrg123 @ 19th September 2019 - 08:18 PM) *
კარგი გასართობია, პრიზმას იყენებ კიდე თუ სხვა რამე დააყენე?

პრიზმა არაა, მინიდან ანარეკლია.
geojorjika
მადლობა ჟორჟ
gela
კარგია გიგა, მოკლედ ხვეწავ ვიდეო გადაღებებს smile.gif)
giga2010
მადლობა ბიჭებო გამხნევებისთვის.
ისევე 120ფპს-ით ვიღებ, 240 ფპს-ით რომ გადავიღე, ვიდეორედაქტორი ვერ კითხულობს.
იმედია მივაგნებ რამე პროგრამას რომ უფრო კარგი ეფექტებით გადავიღო
ja_ja
გილოცავ გიგაჯან, მაგრამ საღამოსკენ ხომ არ იღებდი, ცოტა ბნელია გამოსახულება და ტყვია ვერაფრით ვერ დავაფიქსირე
giga2010
ja_ja
საღამო იყო, თანაც გვიანი საღამო.
ყვავზე ჩანს ტყვიის ტრაექტორია. ქარი მეგონა და გავუწიე 2 მილდოტზე და თურმე არ იყო საჭირო, ჯვრიდან მარჯვნივ ჩაიარა ტყვიამ, ჩანს მეტნაკლებად
ja_ja
ჰო ეხლა ვნახე....

3.5-3.7 მილით რომ გამოგეწია კაკრაზ სიქირ ბაშკა იქნებოდა smile.gif

giga2010
ja_ja
ოხ, შენ გენაცვალე!!! როგორ კარგად გეხერხება ინფოების მოწოდება, ლამაზად და შინაარსობრივად.
ეხლა რაც შეეხება გასროლას. კალკულატორმა ყველაფერი იდეალურად გამოთვალა. დახრის კუთხეც და მანძილიც, მაგრამ მე ამერია და მიმართულება ქარის არასწორად შევიყვანე. 24.gif
ეს 240 ფპს ვერ დავამუღამე, უფროსწორედ. კამერა იღებს მარა ვერ ვამონტაჟებ.
და კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი, ტყვიის ტრაექტორია ჩანს მაშინ რა მანძილზეც ოპტიკის პარალაქსია გასწორებული
giga2010
ცინცხალი ვიდეო და პირველი წარმატება შორ მანძილებზე


aleqsa
giga2010

საღოლ გიგლა ძმობილო, არ ვიცოდი თორე დღეს მეც შემოგიერთდებოდი smile.gif

მართლა ძალიან მაგარია, უკვე იგრძნობა რო აითვისე ეგ საქმე wink.gif
pilotina
ხოშიანსკია good.gif
MonSoon
giga2010
გიგა საღოლ, არ ვწერდი ამ თემაში. ეხლა უკვე არის მიზეზი საკმარისი.
ეგ ვიდეოები შეაერთე და ერთი კაი ნაკრები მისცხე საუნტრეკიანი.

giga2010
aleqsa
pilotina
MonSoon
მადლობა ბიჭებო, თქვენ რომ მოგწონთ მეც ეგ მახარებს. friends.gif
ალექს, სულ ნახევარი საათით გავედი ისიც ახლოში. იქ არ ვყოფილვარ.
მონსონ, ჯერ ვერ დავამუღამე ვიდეომონტაჟი, არც გაერთიანება ვიცი და არც მუსიკის დამატება
giga2010
ციტატა(bedo @ 20th September 2019 - 09:39 PM) *
ეგ ვიდეოები შეაერთე და ერთი კაი ნაკრები მისცხე საუნტრეკიანი.

აგერ ბატონო, მგონი შევასრულე მოთხოვნა. ახალი ვიდეოც და რამოდენიმე ძველიც დავუმატე. მუსიკის ხმაც დავურთე
MonSoon
giga2010
მშვენიერია.


mister_io
giga2010
კარგია, წარმატებები, მანძილებიც ჩაამატე და მლად უკეესი იქნება smile.gif
ბაიკერი
ციტატა(giga2010 @ Sep 21 2019, 12:40 AM) *
აგერ ბატონო, მგონი შევასრულე მოთხოვნა. ახალი ვიდეოც და რამოდენიმე ძველიც დავუმატე. მუსიკის ხმაც დავურთე




ძალიან მაგარია გიგა. აი ეს უკვე მომწონს!!!
ჩერო
რა ტყვიას ესვრი გიგა.
giga2010
ციტატა(ჩერო @ 22nd September 2019 - 10:42 PM) *
რა ტყვიას ესვრი გიგა.

ჯსბ 0.67გრ
giga2010
ცოტა წარუმატებელი ნადირობა იყო, მაგრამ სახალისო გამოვიდა. მანძილი 135მეტრი და საგრძნობი ნიავი
ja_ja
ვაა გიგაჯან დასნაიპერდი ... მუუუუაგარია... ეჰ ეც მინდა მარა ქე ხვდები ცოტა ხნით დაბმული ვარ sad.gif
giga2010
ja_ja
მადლობა ჯაჯინსკი smile.gif
ეს პატარა ნიავი ვერ გავთვალე, შორი მანძილი რომ იყო კარგად გავწიე. სროლისას ტყვიის ტრაექტორიას ვერ ვხედავდი, თან მზე იყო მოპირდაპირე მხარეს. ეხლა რომ ვნახე ძაან მცირე მანძილებით აცდენია. ბევრი სროლა უნდა და ქარის გარჩევა
ja_ja
ეჰ იმიტომაა ანიმომეტრი საჭირო, გიჩვენებს ქარის ძალას და მიმართულებას...

თავიდან ძნელი იქნება გაგება, მარა ნელნელა გაირკვევა რა და როგორ იქნება და მერე უფრო იოლი იქნება კორექტორება... მარა ამდენ გამოთვლას თუ გაცდის ეგ შობელძაღლი ხეზე მჯდომი ეგაა საქმე smile.gif

ეჰ... ციფრული ოპტიკაა საჭირო თავისი ციფრული მანძილმზომით, მარა ნამეტანი ძვირი სიამოვნება გამოდის
aleqsa
ja_ja
giga2010


ანკიდევ "ნავოდჩიკი"-ით უნდა იარო სანადიროდ და ნახევარ საქმეს ის იზამს smile.gif wink.gif
koba1973
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 23rd September 2019 - 03:34 PM) *
ეჰ იმიტომაა ანიმომეტრი საჭირო, გიჩვენებს ქარის ძალას და მიმართულებას...

კი მაქვს მაგრამ დიდად არ მეხმარება, რადგან ქარი მთელ დისტანციაზე ერთგვაროვანი არ არის და კორექტირება სხვადასხვანაირად უნდა.
ერთი სიტყვით ხანგრძლივი პრაქტიკა უნდა.
giga2010
ციტატა(koba1973 @ 23rd September 2019 - 05:17 PM) *
ერთი სიტყვით ხანგრძლივი პრაქტიკა უნდა.

დაგეთანხმები, ჯობია პრაქტიკული გაკვეთილები მივიღო smile.gif
koba1973
giga2010
ციტატა(giga2010 @ 23rd September 2019 - 05:26 PM) *
დაგეთანხმები, ჯობია პრაქტიკული გაკვეთილები მივიღო

ეეეხ. ხანგრძლივ პრაქტიკას კიდევ თავისუფალი დრო უნდა. რაც სამწუხაროდ იშვიათად მაქვს.
giga2010
ცინცხალი ნადირობა hunter.gif




userman
ციტატა(ja_ja @ 23rd September 2019 - 03:34 PM) *
ეჰ... ციფრული ოპტიკაა საჭირო თავისი ციფრული მანძილმზომით, მარა ნამეტანი ძვირი სიამოვნება გამოდის


სითბური ტყვია ჯობია , აი თვითონ რომ ეძებს და მისდევს მსხვერპლს biggrin.gif .

giga2010

მალადეც გიგა .
მაგარია ...
ja_ja
giga2010
სად ასწრებ სააააად smile.gif

პირველი იმენნა ეტყობა ადრე ფიგურულ ცურვაზე დადიოდა ან ტრამპლინიდან ხტომაში smile.gif რა სალტო გააკეთა იმჩემისამ smile.gif

მეორეზე კი ქართული ანდაზა გამახსენდა - ყვავს კაკალი გააგდებინაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ მუაგარია
giga2010
userman
ja_ja
მადლობა ბიჭებო, კარგია რომ მოგწონთ smile.gif
ჯაჯინსკი, აბა აღარ გცალია და ესე მაინც მოგიკლავ ნადირობის წყურვილს
ეს სიმაღლეზე სროლაც უნდა დავამუღამო. როცა მანძილმზომით და კუთხესაც ვუთითებ მიჩვენებს დიდმანძინლს. მაგალითად გავზომე, კუთხე იყო 11გრადუსი და მანძილი მიჩვენა 138, როცა კუთხის გარეშე იყო 112. რომელს უნდა ვენდო ვეღარ გავიგე, რამე ისეთი ტერიტორია მინდა რომ სიმაღლეზე დავამუღამო სროლა
NRG
სახალისო ვიდეოებია გიგა მანძილები გაზარდე თუ საშუალება გექნება
giga2010
NRG
გაიხარე!!!
ციტატა(nrg123 @ 24th September 2019 - 02:29 PM) *
გიგა მანძილები გაზარდე თუ საშუალება გექნება

ვერ ვიპოვე სანადიროდ დიდი მანძილი, ჯერ რაც წარმატებულად მოვინადირე კაჭკაჭი იყო, 117 მეტრზე. თუ არ გინახავს წინა გვერდზეა wink.gif
NRG
ვნახე გიგა
giga2010
საღამომშვიდობის მეგობრებო. დღეს უფრო შორი მანძილები მოვსინჯე, სამწუხაროდ ვერაფერი ვერ მოვინადირე. მხოლოდ ერთი, ისიც 65 მეტრზე.
თუმცა ვიდეოების ნახვის შემდგომ წარმოდგენა მექმნება თუ რა მანძილზე სად მიფრინავს და ქარსაც იმედია მივეჩვევი. ტყვიის ტრაექტორია ამ მანძილებზეც სტაბილურია, რაც სასიამოვნოა ჩემთვის smile.gif




ja_ja
დიდ მანძილს წინასწარ მომზადება უნდა, ადგილს მოძებნა შერჩევა, ჩასაფრება.... ეეეე, ჩვენთან იშვიათია მაგხელა ადგილები....

ბლიაძძძძ მილპება IMPACT-ი სახლში
giga2010
100 მეტრი. გვიანი საღამო იყო და არ ჩანს კარგად.
giga2010
აქ ძაან ცუდად ჩანს, ბოდიშით ბიჭებო
giga2010
100მეტრი.
giga2010
გამარჯობათ მეგობრებო.
დღეს მე და მონსონას გვქონდა ჩანაფიქრი რომ შორ მანძილზე გაგვენოლებინა ოპტიკა და თოფი. სამწუხაროდ ძალიან ქარიანი ადგილი იყო და ხარისხიანი ვიდეო არ გამოგვივიდა. თუმცა განოლება 130 მეტრზე მაინც მოვახერხეთ. მცირე ვიდეოა, მსროლელია მონსონა. პირველი სამიზნე იყო 150მეტრზე, მერე 140მეტრზე და ბოლოს 130ზე.
კალკულატორმა იმუშავა იდეალურად და ჩვენც კმაყოფილები გავეშურეთ სახლისკენ
pilotina
გიგა, კლიკები გეყოთ თუ მოგიწია ოპტიკის დაწევა?
giga2010
ციტატა(pilotina @ 14th November 2019 - 06:10 PM) *
კლიკები გეყოთ თუ მოგიწია ოპტიკის დაწევა?

უკანა მხარე, ოპტიკის ბაზას და 20 ვივერს შორის დავაყენე რკინის თხელი ფირფიტა. 150 მეტრს არ ეყო, მარა 130 მეტრზე გავანულეთ
MonSoon
რამდენს ვლაპარაკობ ხოლმე. biggrin.gif biggrin.gif

კაი ვიდეოა, მომეწონა. მაგრად ასწორებს მსგავსი კადრები. ჩაიწერება ისტორიაში, გაფავხედავ ხოლმე მე პირადად აი რო დამავიწყდება და შემთხვევით ვნახავ.

მაგარი ქარი კი იყო თან ცვალებადი.
vexam
ციტატა(giga2010 @ Nov 14 2019, 06:16 PM) *
უკანა მხარე, ოპტიკის ბაზას და 20 ვივერს შორის დავაყენე რკინის თხელი ფირფიტა. 150 მეტრს არ ეყო, მარა 130 მეტრზე გავანულეთ

გამარჯობა.თოფიც კარგია, ოპტიკაც და მსროლელებიც.. smile.gif ჭურვი რომელი იყო (ფირმა, მოდელი, წონა,)?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.