Irakli panjijidze
Jun 4 2020, 12:21 PM
მოგესალმებით
მინდა პნევმატური თოფის შეძენა, გთხოვთ შემარჩევინოთ სასურველი მოდელი, ვარ დამწყები, აქამდე არასდროს არ მქონია. მომწონს "ბულპაპი"-ს სტილის მოდელები. მინდა ისეთი იარაღი შევიძინო რომელზეც შემდგომ რაღაცეების მიყენების და "აფგრეიდის" საშუალებაც იქნება რომ მუღამი არ დამეკარგოს. ძირითადი მიზანი არის სხვადასხვა ტიპის უსულო სამიზნეებში სროლა, 30-70 მეტრის რადიუსში. გამოყენების სიხშირე - თვეში 2-4 დღე. ასევე მაინტერესებს რომელ მაღაზიას უწევთ რეკომენდაციას სადაც შეიძლება შეძენა? უპირატესობას ვანიჭებ ახალს და ადგილზე (თბილისი) შეძენას.
ბიუჯეტი - 1500 GEL. + -
პ.ს. ჩემი პირველი პოსტია და იმედია ფორუმის წესები არ დამირღვევია
gela
Jun 7 2020, 08:28 AM
ჩემი რეკომენდაციაა ARTEMIS P15. www.iaragi.ge
giga2010
Jun 7 2020, 06:04 PM
Irakli panjijidze
რადგანაც ბულპაპი გაქვთ შერჩეული და ფასიც. რათქმაუნდა არტემისი პ15
დავეთანხმები გელას
Irakli panjijidze
Jun 7 2020, 07:06 PM
მადლობა მეგობრებო. გავხდი artemis p15 - ის მფლობელი
თუ იცით ამაზე რომ დადგეს რომელი ბიპოდი უნდა შევიძინო? ასევე ტრანსპორტირებისთვის ჩანთა სად შეიძლება შევიძინო? პ.ს. რომელი უცხოური საიტიდან იწერთ ხოლმე აქსესუარებს?
Irakli panjijidze მშვიდობაში კაი სროლებში და გასწორებაში მგონი თვეში 2-4 დღე არ გეყოფა თუ პირველი პცპა შენთვის
Irakli panjijidze
Jun 9 2020, 04:43 PM
ციტატა(NRG @ Jun 8 2020, 10:37 PM)
Irakli panjijidze მშვიდობაში კაი სროლებში და გასწორებაში მგონი თვეში 2-4 დღე არ გეყოფა თუ პირველი პცპა შენთვის
მადლობა
საერთოდ პირველი იარაღია და ძაან კმაყოფილიც ვარ შენაძენით, ჩემი ბავშვობიდან ტირის თოფი სულ სხვა მოწყობილობა მახსოვდა და წინ წასულა პროგრესი აშკარად
))))))
pilotina
Jun 9 2020, 07:02 PM
Irakli panjijidze ციტატა(panjikidze @ 7th June 2020 - 08:06 PM)
თუ იცით ამაზე რომ დადგეს რომელი ბიპოდი უნდა შევიძინო? ასევე ტრანსპორტირებისთვის ჩანთა სად შეიძლება შევიძინო?
ბიპოდი მაქვს UTG და გადასატანი ჩანთაც, ორივე ფაქტიურად ახალია. რამოდენიმეჯერ მაქ გამოყენებული. დეტალები პმ.
რაც შეეხება გამოწერას, ადრე არ იყო პრობლემა და ამაზონიდან ვიწერდით აქსესუარებს, ეხლა ძალიან გაამკაცრეს და თუ აქსესუარი იარაღს ეხება, არა აქვს მნიშვნელობა პნევმატურია თუ ცეცხლსასროლი, აღარ აგზავნის ამაზონი.
vatato
Jun 10 2020, 01:50 PM
შეგიძლია EBAY-დან გამოწერო, ყველაფერი რაც იარაღს შეეხება, გამოვწერე მანდედან (ბიპოდი, ჩანთა, ტყვიები, საწმენდი, ქრონი, ოპტიკა) ოღნდ გამოვიყენე სხვადასვხა გადამზიდავი. ოპტიკა გზავნილმა ჩამომიტანა, დანარჩენი კამექსმა
aleqsa
Jun 11 2020, 11:17 AM
ციტატა(panjikidze @ 7th June 2020 - 08:06 PM)
მადლობა მეგობრებო. გავხდი artemis p15 - ის მფლობელი
Irakli panjijidze მშიდობაში ირაკლი, კარგი შენაძენია, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ფორუმზე
წარმატებები
იმედია შედეგებსაც გაგვაცნობხოლმე
pilotina
Jun 12 2020, 12:36 PM
...........................................
pilotina
Jun 12 2020, 12:47 PM
Irakli panjijidze
Jun 12 2020, 08:49 PM
მადლობა მეგობრებო
კარგად დამეგობრება ვერ მოვასწარი ჯერ იარაღთან, მაგრამ ზაფხულში გამოვნახავ დროს აუცილებლად
) ყველაფერი შევიძინე რაც მეტნაკლებად ვთვლიდი რომ გამომადგება. ერთადერთI ბიპოდის დასამაგრებელი ადაპტერი დამრჩა და მაგასაც ვიშოვი იმედია მალევე
ja_ja
Jun 15 2020, 04:22 PM
მოიცა რომელ თოფზე P15-ზე გინდა ბიპოდი?
სანამ რაიმე ადაპრეტს დაითრევ ჯერ ბიპოდი განსაზღვრე რომელს ყიდულობ, იმიტომ რომ რამდენიმე ტიპის დამაგრების მეთოდი არსებობს, შესაბამისად ერთი ტიპის ადაპტერი რომ დაითრიო და მეორე ტიპის სამაგრიანი ბიპოდი, მაგრა გაწვალდები.
ჯობია ჯერ ბიპოდი აარჩიო და მერე უკვე სახარჯი მასალაა სამაგრი, უმეტეს წილად ან ქამრის სამაგრ ანტაბკიანები არსებობს ან ვივერის რელსზე დასამაგრებელი, ევრო რელსი, ბოლტიანი, ტრუბიანი, ლულაზე დამაგრების სისტემით და ხამუტიანები გამორიცზე, გაგაწამებს ან არაადეკვატური ფასები აქვს ეგეთ გადამყვანებს. გადამყვანი როგორც წესი უნდა ღირდეს 5-10$-ის ფარგლებში და მაგალითად ევრო რელსის შეიძLება 100$-იც კი დაგიჯდეს რა ჭირად გინდა ეგეთი ადაპტერი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.