დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კომპრესული პნევმო
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > კომპრესიული პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3
geojorjika
ასეთი ტიპის პნევმო არავის აინტერესებს ? ან ვინმეს ჩვენგან ხომ არა აქვს მულტიკომპრესული პნევმატიკა? ( კროსმან 1377 არ ვგულისხმობ მე პისტოლეტებს იარაღად არ ვთვლი smile.gif ) მე მაინტერესებს ერთი რა ხილია , მემგონი სანადიროდ ცუდი არ უნდა იყოს თუ კატასტროფულად ბევრი გასროლა არ გიწევს smile.gif
ja_ja
geojorjika
მდაააააააააა, ჩტოტო ს ტაბოი ნე ტოოოოო

რა გჭირს, დაუნგრეიდზე გადადიხარ???
cz80
ციტატა(ja_ja @ 22nd January 2010 - 10:25 PM) *
რა გჭირს, დაუნგრეიდზე გადადიხარ?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ja_ja
რაათა კაცო რა ეხლა მანქანა რომ ვიყიდო ველოსიპედზე აღარ უნდა დავჯდე? smile.gif წაიღე კომპრესული პნევმო მთელი დღე ტყეშI იბოდიალე , თან მითUმეტეს თუ კროსნმან 2100 იქნება ეგ ვაბშე მჩატეა 2.2კგ და მთელი დღე რომ იბოდიალო არ დაიღLები , აკაჩავე და ისროლე smile.gif მარა მთელი დღე კაჩაობა ცოტა ძნელია smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 22nd January 2010 - 11:58 PM) *
თან მითUმეტეს თუ კროსნმან 2100 იქნება ეგ ვაბშე მჩატეა 2.2კგ და მთელი დღე რომ იბოდიალო არ დაიღLები , აკაჩავე და ისროლე მარა მთელი დღე კაჩაობა ცოტა ძნელია

მგონი შენთვითონ გეპარება ეჭვი შენსავე სიტყვებში

მაგას ჯობია ზ.დ.პ შეიძინო და მორჩება თავის ტკივილი, არც კაჩაობა გინდა და არც ნასოსი. თუ წუთში 10 გასროლას არ აკეთებ ლულის გადტეხვით ხელი არ დაგეღლება...
geojorjika
ja_ja

ციტატა(ja_ja @ 23rd January 2010 - 12:36 AM) *
თუ წუთში 10 გასროლას არ აკეთებ ლულის გადტეხვით ხელი არ დაგეღლება...

ჰოდა მაგას ვამბობ მეც თუკი ბევრი გასროლა არ გიწევს ხშირად არ დაგეღლება ხელი ამ კომპრესულის დატენვით , სამაგიეროდ რამდენი პლიუსი აქვს? smile.gif ისე მოდი პროვეს პლიუს მინუსები ჩამოვწეროთ smile.gif

კომპრესული: კონკრეტულად Crosman 2100


+
უკუცემის არ ქონა, რაც საშუალებას გვაძლევს იაფიანი ოპტიკა დავაყენოთ ზედ რომელიც იცოცხლებს მუდამ smile.gif
დაბალი წონა 2.2 კგ
საკმაოდ მაღალი სიზუსტე თუკი ცოტა ხელს შეავლებ
მისგან გამოუწურიათ ექსტრემალურ აპზე 40 ჯოული smile.gif , რაც ზ.დ.პ-თი 4.5 კალიბრშI ცოტა არ იყოს გაგიჭირდება smile.gif
მისი დააპგრეიდება საკმაოდ ადვილია მთელი კიტი ღირს რუსეთშI 1000 რუბლი ანუ 50 ლარი + გამოგზავნა smile.gif აგერ ნახეთ ეს
დიდხანს შეგიძლია იარაღI დატენილ მდგომარეობაშI დატოვო
და ბოლოს თუ თავის ატკივება გინდათ მისი PCP–იდ გადაკეთებაც შეიძება smile.gif
ფასი : მაზონზე ღირს 60$ smile.gif
-
სათამაშოს შეხედულება
საკმაოდ ბვერი ნაწილები პლასმასისაა
აუცილებლად საჭიროებს აპ–ს პირველ რიგში კი ლულის დაფიქსირებას ე.წ. "ფალშ-ლულაში" და მიმწოდებელზე რეზინების გაკეთებას უკეთესი კომპრესიისთვის
ცუდი სასხლეტი

ეხლა ავიღოთ ამ ფასის დიაპაზონში რაიმე ზ.დ.პ. ნუ ყველაზე იაფი ამ შემთხვევაშI არის იგივე კროსმან ფანტომი რომელიც ამაზონზე ღირს 90$



+
საკაოდ დიდი ძალა ყუთიდანვე
შესაძლებლობა იმისა რომ დაუყენოთ გაზის ზამბარა რაც თავისთავად შედეგზე იმოქმედებს smile.gif
გადატენვის გაცილებით მარტივი და სწრაფი პროცედურა
მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი იარაღია smile.gif

-
უკუცემის არსებობა რაც ოპტიკაზე დამღუპველად მოქმედებს ასევე სროლის შედეგზეც
საშინელი სასხლეტი
შედარებით ძვირია
უფრო მძიმეა
მისი აპი უფრო ძვირია მისი გაზის ზამბარა სადღაც 2000 რუბლი ღირს ადგილზე + გამოგზავნა

მეტი არ მახსენდება ჯერ , აბა რას იტყვით? smile.gif
parna
ისე რატომაც არა? smile.gif წონის გამო ხშირად მიფიქრია თოფის მიტოვება biggrin.gif

ისე ესეთი ქროსმანი დევს 220 ლარად დინამოსთან
geojorjika
parna
ეგ ქარხანასჰი დაბრუნებული და შეკეთებულია, აბა ქართველები კაის რას ჩამოიტანდნენ biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd January 2010 - 02:21 AM) *
ეგ ქარხანასჰი დაბრუნებული და შეკეთებულია, აბა ქართველები კაის რას ჩამოიტანდნენ

რა იცი? აწერია სადმე???

ციტატა(giorgi @ 23rd January 2010 - 12:54 AM) *
მისგან გამოუწურიათ ექსტრემალურ აპზე 40 ჯოული , რაც ზ.დ.პ-თი 4.5 კალიბრშI ცოტა არ იყოს გაგიჭირდება
მისი დააპგრეიდება საკმაოდ ადვილია მთელი კიტი ღირს რუსეთშI 1000 რუბლი ანუ 50 ლარი + გამოგზავნა აგერ ნახეთ ეს

ეგ დგუშების და მანჟეტების ნაკრედია, ი ვსიო!
იმისათვის რომ 4.5-იანი პნევმოდან 40 ჯოული მიიღო საჭიროა 16 გრანიანი ტყვია 277 მეტრ წამამდე გაქაჩო, ან უფრო მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს ჩვეული 10.5 გრანიანი ტყვია უნდა გამოვარდეს ლულიდან 345 მეტრ წამის სიჩქარით.

მაპატიე მაგრამ არამჯერავს რომ მაგ თოფს ეგ შეუძლია.
nihontoman
ja_ja
ძალიანაც შეუძლია მგონი.... პცპ-ს ხო შეუძლია? ხოდა წარმოიდგინე ესეც პცპ-ეა, ოღონდ ერთ დატენვაზე ერთხელ ისვრის. ამ თოფს არ აქვს ის შეზღუდვები, რაც ზ.დ.პ.-ს აქვს, ასე რომ.....

geojorjika
მომწონს შენი წამოწყება, მარა ამაზე ხო არ იფიქრებდი:
http://www.crosman.com/airguns/benjamin/397
parna
ისე კომპრესიულებზე გამიგია რო ძალიან უცხელდებათ ნასოსი და მანჟეტს ერხევა ძაან მოშნად როცა ტენი 10 15 ზე მეტი დაკაჩავების მერე
nihontoman
parna
ხოდა მაგისთვისაა ტუნინგი.
parna
ციტატა(nihontoman @ Jan 23 2010, 10:43 AM) *
parna
ხოდა მაგისთვისაა ტუნინგი.


ნუ ხო ალბათ ისე შენ რაც დადე ეგ მძიმეააა ეგ თოფი რაღა ეგ და რაღა ოპტიკამოხსნილი დისკო :P კომპრესიული მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს
nihontoman
parna
რატომ უნდა იყოს? რა თქმა უნდა კარგი იქნება მსუბუქი რომ იყოს, მარა ეგ უკვე მყიდველის გემოვნებაზეა....
თან ეს უფრო ლამაზია, უკეთესი სასხლეტი აქვს და მეტ სიმძლავრეს იძლევა კოლოფიდანვე ვიდრე ის ვინჩესტერის დიზაინის... თუმცა ესეც ძაან მომწონს..
Jah
ციტატა(nihontoman @ 23rd January 2010 - 12:43 PM) *
მომწონს შენი წამოწყება, მარა ამაზე ხო არ იფიქრებდი:

მე თუ როდესმე ვიფიქრებ კომპრესიულზე ეს იქნება სწორად Benjamin® 397...
ოდნავ ხელის შევლებით შეიძლება უგემრიელესი აპარატის გაკეთება.
geojorjika
ციტატა(Jah @ Jan 23 2010, 02:30 PM) *
მე თუ როდესმე ვიფიქრებ კომპრესიულზე ეს იქნება სწორად Benjamin® 397...
ოდნავ ხელის შევლებით შეიძლება უგემრიელესი აპარატის გაკეთება.


მძიმეა smile.gif
bazuka
ამას განა სამ საფეხურიანი ნასოსი აქვს რო?? 1200fps-ით რომ ისროლოს ამისათვის მინიმუმ 150 ბარი დაგჭირდება, აი მაგის მიღწევა მაგ წყლის პისტოლეტის პომპით შეუძლებლად მიმაჩნია
geojorjika
კაცო მე მიდნა იაფიანი სათამაშო სოფელშI რომ დავტოვო რა გინდათ ვერ გვაიგე ერთი რა არ მოგწონთ და ნუ მოგწონთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
geojorjika
ააა, გასაგებია, თუ იაფს და იორრას ეძებ, ესეც კაია, მარა არა მგონია აპგრეიდს თუ ჩაუტარებ მერე სოფელში დატოვო.....

bazuka
ნასიოსი რა შუაშია, ტიპმა გააკეთა რუსეთში ზუსტად ამისგან 40 ჯოულის აგრეგატი და შენ რაც გინდა ის თქვი, ნაწილებს გაუკეთა ტუნინგი, ოღონდ დაკაჩავება უწევდა მგონი 30-ჯერ და ისე აკეთებდა მერე მაგ ენერგიის გასროლებს. ეგ როგორ მოახერხა არ მახსოვს, გუნს.რუ-ზე იყო მაგაზე მთელი ამსბები და ნახე თუ გაინტერესებს.

Jah
მეც მაგას არ ვამბობ, კია მძიმე და შედარებით უფრო ძვირი, მარა რაღაც განსაკუთრებული შარმი იგრძნობა...
Jah
ნუ ახლა ამისგან 40 ჯოული - მარაზმია... რომც გამოვიდეს.
მაგრამ 250-260 მძიმე CP-ხით, მშვენიერია ფრინვეზე სანადიროდ 50-60 მ დისტანციაზე...
bazuka
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 23rd January 2010 - 04:26 PM) *
ნასიოსი რა შუაშია

თავშია და არა შუაში, მთავარი ზუსტად ნასოსია, აბა წნევა რითი მიიღება!!!
geojorjika
bazuka
აი წაიკითხე მარა ესეთი მახინჯობის გაკეთებას მე არ ვაპირებ smile.gif

http://www.svar45.narod.ru/master/rifles/c...crosman40j.html
nihontoman
Jah
შენ ეგა თქვი, მე სადღაც 20 ჯოული ყელში ამომივა 100 მეტრამდე საშუალო ზომის ფრინველებზე (ყვავი და ასეთი რაღაცეები) და ასე50 მეტრამდე კურდღელზე...
geojorjika
nihontoman
ერ ფიშტო არ არის 100 მეტრამდე სასროლად smile.gif ეგ ასე 50 მეტრის რადიუსშI კიდევ ჰო იმის იქეთ უკვე ლატარეა იქნება smile.gif
nihontoman
geojorjika
კაი ტო, რატო არ უნდა იყოს ეგ 50 მეტრის იქით კაი სანადირო იგივე ფრინველებზე? თუ ფანტომით ვიღებ ყვევებს უფრო დიდ დისტანციაზე, იგივე სიმძლავრის და უკუცემის არმქონე თოფი უფრო ზუსტი არ იქნება და მომაკვდინებელი? შენ თუ დისკოთი 100 მეტრაზე შეგიძლია ინადირო, მულტიკომპრესიულით რატო არ შეგიძლია? მითუმეტეს, ერთადერთი განსხვავება მაგათ შორის იქნება სიმძლავრე და თუ სიმძლავრეს მოუმატებ მულტიკომპრესიულს და ხელებს დაასვენებ კაჩაობის შემდეგ, მაშინ მგონი აღარაფერი შეგიშლის ხელს...
bazuka
nihontoman
რად გიყვარსხოლმე უაზრო მტკიცებები??

მულტიკომპრესიულის ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ რაცარუნდა ერთი რაოდენობა აკაცავო, ერთიდაიგივე წნევას ვერ მიიღებ ვერასოდეს.
იმიტო რომ კაჩაობა მარტო გამოწი-შეწიზე არ მთავრდება, აგრეთვე მნიშვნელობა აქვს დაკაჩავების სიჩქარეს, ძალას და ა.შ.
ანუ დასვენებულზე და დაღლილზე 10-ჯერ დაკაჩავება სხვადასხვა წნევებს მოგცემს რეზერვუარში. ამიტომაც მარტო უკუცემის არქონა არაფერს არ ნიშნავს.
ამიტომაც ვერცერთ მულტიკომპრესიულს ვერ განვიხილავ სერიოზულად თუ მანომეტრი არ ექნება.
vito
bazuka
რატომაც არა, მანომეტრი რომ ქონდეს?მგონი 1 გასროლისთვის არის შანსი, უბრალოდ თუ ააცილებ მერე აღარ დაგრჩება შანსი სანამ თავიდან არ დააკაჩავებ,
იაფფასიანი pcp-ს ანალოგია რა, რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ შეედრება მაგრამ მაინც შეიძლება ამ მიმართულებითაც განიხილოს,რადგან სხვა საფეხურზე დგას თავის
შესაფერისად უნდა შეფასდეს და შედარება უბრალოდ უადგილოა
nihontoman
bazuka
nihontoman
რად გიყვარსხოლმე უაზრო მტკიცებები??

არ გინდა რაა, უაზრო ნაღადად არაფერი არ მითქვია, კარგად შეხედე. არც მე მომწონს ხოლმე ხანდახან რაღაცა ისეთს რომ იტყვიან შეცდომით, რაც მე უფრო კარგად ვიცი მარა მაჰაზერ არ უნდა გაეკიდო კაცს...

ისე, კი, ეგ წნევების ცვალებადობის ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი და აწი გავითვალისწინებ.

დანარცენი კი, რაც ვთქვი ისევ იმ აზრზე ვარ. იმხელა წნევის სხვაობაა დავიჯერო, რომ სიჩქარეებში მაგხელა განსხვავება მოგვცეს? რავი, არამგონია....
Jah
ციტატა(nihontoman @ 23rd January 2010 - 05:40 PM) *
20 ჯოული ყელში ამომივა 100 მეტრამდე

ნუ ეს შენ ნამეტანი აიღე...
bazuka
ციტატა(vito @ Jan 23 2010, 06:49 PM) *
bazuka
რატომაც არა, მანომეტრი რომ ქონდეს?მგონი 1 გასროლისთვის არის შანსი, უბრალოდ თუ ააცილებ მერე აღარ დაგრჩება შანსი სანამ თავიდან არ დააკაჩავებ,
იაფფასიანი pcp-ს ანალოგია რა, რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ შეედრება მაგრამ მაინც შეიძლება ამ მიმართულებითაც განიხილოს,რადგან სხვა საფეხურზე დგას თავის
შესაფერისად უნდა შეფასდეს და შედარება უბრალოდ უადგილოა

ვახხ ამდენი სულ ტყუილად მიწრია.

მოკლედ გაასწორე მოზანი 10 სროლით ხო, მეორე დილით ცოტა სიცივეში გახვედი დააკაჩავე ვთქვათ ისევე 10-ჯერ როგორც გუშინ შუადღეზე, სითბოში და სიცივის გამო მიიღე 9 დაკაჩავება (ეს ისე გრუბად) და მიიღე 10%-თ ნაკლები ძალა, ასევე სიჩქარე, ვთქვათ და ეს არის 10% სიჩქარის ვარდნა, ეს კი 100მ/წმ-ზე არის 10მ/წმ. როგორ ფიქრობ?? გაარტყავ მიზანში? განსაკუთრებით 40-50 მეტრზე??
ochopintre
ციტატა(Jah @ 23rd January 2010 - 02:30 PM) *
მე თუ როდესმე ვიფიქრებ კომპრესიულზე ეს იქნება სწორად Benjamin® 397...
ოდნავ ხელის შევლებით შეიძლება უგემრიელესი აპარატის გაკეთება.

jah ამის pcp_თ გადასაკეთებელი კიტი იყიდება სადმე? და დაახლოებით რა ღირს თუ იცი
bazuka
ochopintre
ამის გადაPCP-ება იმდენი დაგიჯდება, რომ დისკო და მარადა მოგივა მაგის ფასად
Jah
ციტატა(koba @ 23rd January 2010 - 08:14 PM) *
jah ამის pcp_თ გადასაკეთებელი კიტი იყიდება სადმე? და დაახლოებით რა ღირს თუ იცი

ამისი არა... აი 2100-სისთვის კიტი ღირს 90$ სულაც... smile.gif
მართალია რუსეთიდან უნდა გამოიწერო.
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 23rd January 2010 - 05:40 PM) *
შენ ეგა თქვი, მე სადღაც 20 ჯოული ყელში ამომივა 100 მეტრამდე საშუალო ზომის ფრინველებზე

ნიხინტოს ფიქრები, მე სნაიპერი ვიქნები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაი რა ნიხინტო რა, ხანდახან ისეთ რაღაცას დაარტყავ ხოლმე 10 წლის ბავშვი არ იტყვის ხოლმე biggrin.gif შენ კომპრესიული პნევმატიკით არ გისვრია ეტყობა, მე თოფი არ მჭერია, მაგრამ აი 1377-ის კაჩაობა მეყო იმისათვის რომ ჩემის აზრით რეალურად შემეფასებინა მაგ ტექნოლოგიის შესაძლებლობები.

დასკვნა ჩემთვის ერთია, არ ღირს.
nihontoman
ja_ja
შენ არ გიღირს მე რა ვუყო, იქნებ მე მიღირს?
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 23rd January 2010 - 11:00 PM) *
შენ არ გიღირს მე რა ვუყო, იქნებ მე მიღირს?

ვაიმეეეეეეეეეეე, ოღონდ შენ რაიმე იყიდე და თუ გინდა სახანძრო შლანგი იყოს და ტყვიებს ისროდეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ja_ja
არაა, შენს ჯინაზე არ ვიყიდი... beee.gif biggrin.gif lol2.gif

ისე კი, ეხლა ფული რო მქონდეს ვიყიდიდი დისკოს თავის ნასოსით, მარა ფული ნიხტ ფიურ მომენტ. ასე რომ ისევ უიარაღოდ ვარ.
ჩემი ძმის ფანტომით გავერთობი კიდე ცოტა ხანს....
foxi
ციტატა(ja_ja @ 23rd January 2010 - 11:13 PM) *
ვაიმეეეეეეეეეეე, ოღონდ შენ რაიმე იყიდე და თუ გინდა სახანძრო შლანგი იყოს და ტყვიებს ისროდეს

lol2.gif
geojorjika
ეხლა მართლა და მართლა გატრაკებასმოეშვით რა smile.gif მე მინდა ფიშტო სანადიროდ და არა მიზანშI სასროლად

ციტატა(bazuka @ 23rd January 2010 - 09:01 PM) *
მოკლედ გაასწორე მოზანი 10 სროლით ხო, მეორე დილით ცოტა სიცივეში გახვედი დააკაჩავე ვთქვათ ისევე 10-ჯერ როგორც გუშინ შუადღეზე, სითბოში და სიცივის გამო მიიღე 9 დაკაჩავება (ეს ისე გრუბად) და მიიღე 10%-თ ნაკლები ძალა, ასევე სიჩქარე, ვთქვათ და ეს არის 10% სიჩქარის ვარდნა, ეს კი 100მ/წმ-ზე არის 10მ/წმ. როგორ ფიქრობ?? გაარტყავ მიზანში? განსაკუთრებით 40-50 მეტრზე??


თემო წნევის ცვლილების პროპორციულად არ იცვება ტყვიის საწყისი სიჩქარე დამიჯერე wink.gif

ციტატა(bazuka @ 23rd January 2010 - 09:16 PM) *
ამის გადაPCP-ება იმდენი დაგიჯდება, რომ დისკო და მარადა მოგივა მაგის ფასად


დაანებე მაგაზე ფიქრს თავი , იმას მაინც ვერ მიიღებ რაც უნდა იყოს და მაზოხიზმია smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Jan 23 2010, 11:13 PM) *
nihontoman

ვაიმეეეეეეეეეეე, ოღონდ შენ რაიმე იყიდე და თუ გინდა სახანძრო შლანგი იყოს და ტყვიებს ისროდეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჰა ჰააა lol2.gif 19.gif biggrin.gif biggrin.gif
gigi30
ჩინური "შარპ ინნოვა" თუა რომელიმე მაღაზიაში და რა ღირს? ან ვინმეს თუ გაქვთ და როგორია თქვენი შეხედულებით, 30 მეტრში რამდენად ზუსტია 10 "დაკუნთვაზე". რამდენად მალე ზიანდება.
nihontoman
gigi30
შარპ ინოვა იაპონურია, თუმცა ეხლა არარ გამოდის.

არის რაღაც კიდევ მასზე დაფუძნებული, რომელიც ჩინეთში იწყობა, მარა რავი, ის ისეთი ხარისხიანი ვერ იქნება IMHO....
gregory
gigi30
მე მაქვს ია ეს.
gigi30
შარპ ინოვა ჩინური "ზოს"-ის გამოშვება(იაპონურის ასლი) უფრო ძლიერია და ორჯერ იაფიო(თუმცა ხარისხი მოიკოჭლებსო), მართალია? gregori, სად იყიდე და რამდენად, ასე 30 მეტრში რამდენად ზუსტია 10 დაწნეხვაზე
gregory
ციტატა(gigi30 @ 28th May 2011 - 10:03 AM) *
gregori, სად იყიდე და რამდენად, ასე 30 მეტრში რამდენად ზუსტია 10 დაწნეხვაზე

არ მიყიდია, ვყიდი smile.gif
საკმაოდ ზუსტიცაა და ძლიერიც. მე არ გამიტესტია, აი JaJa-ს კი აქვს გამოცდილი
ესეც მაქვს, მაგრამ ეგ უფრო სათამაშოა რა
gigi30
აჰა, ე.ი. თქვენ გრიგოლ ხელაძე ყოფილხართ. თქვენი მაღაზიის საიტზე ვერ ვნახე და რა ღირს ეს ბენჯამინი?
WARNer brother
Benjamin® 397 ძაან მომწონს მაგრამ ძაან ძვირია კომრესიულისთვის. რა ღირს?
nihontoman
gigi30
როგორ არის უფრო ძლიერი რარაც ვერ ვხვდები, მარა გაცილებით უხარისხო რომ იქნება, მაგაში ეჭვი არ მეპარება....
gigi30
რუსულ საიტებზე ვკითხულობდი და იქ რუსი წერდა, რომ ჩინური შარპით (ოღონდ ვინტოვკაზე წერდა და არა კარაბინზე, ამ ორ ვარიანტში ყოფილა) უფრო მეტი ჯოული ენერგია მიუნიჭებია ტყვიისათვის, ვიდრე ბენჯამინ შერიდანით - ამას ვგულისხმობდი. ისე, ჩინელებს წარმოების კულტურა შეიძლება არა აქვთ, მაგრამ ბოლო დროს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყეს და სულაც არ გამიკვირდება, ამერიკაში შეფუთული რომელიმე ამერიკული თოფი ჩინეთში დამზადებული იყოს სინამდვილეში...(ესეც რუსებთან წავიკითხე, მაგათ კარგი "რაზვედკა"ყავთ ეტყობა ყველაფერში biggrin.gif). მოკლედ, რა ღირს ბშ397? თუ ჯობია მაინც ჰატსან99 ვიყიდო (210ლარადაა ქუთაისის ერთ მაღაზიაში).





























nihontoman
gigi30
მე შერიდან სვიყიდიდი.... კია ონანიზმი მაგითი სროლა, მარა მუსკულატირასაც გაავარჯისებ და ზ.დ.პ.-ზე (მითუმეტეს ჰაცანზე) ზუსტი იქნება. სიმძლავრეც არ აკლია მაგეებს, ხოდა...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.