მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი:
1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე
2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა.
3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს.
4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე.

ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა.
ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს.

პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ.
მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია.

კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული.
კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა:
ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი


ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე.

ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია.


ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა

თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას....

ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი.
ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა.

ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია.

აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს.


ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა.

სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება



კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება.

ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი.

ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა

ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა


და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი

ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი)

აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად.

ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები


რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს
ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას.
რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში.
რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა.
ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.