www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ფორუმის ბოლო პოსტები
თემის დასახელება ბოლო პასუხი ბოლო პასუხის თარიღი ნახვა პასუხი
კითხვა ფორუმელებთან EnDeL 22 იან 2018 4672 122
პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება EnDeL 22 იან 2018 76465 693
ხარისხიან ზდპ-ს ხომ არ ყიდის ვინმე? EnDeL 22 იან 2018 67 5
ოპტიკის შერჩევა EnDeL 22 იან 2018 123810 1285
ნასროლი სამიზნეების გალერეა aleqsa 20 იან 2018 64327 549
რაზე შეიძლება რომ ვინადიროთ?? mamukaaa 20 იან 2018 9868 30
Crosman 1377 UP mamukaaa 19 იან 2018 64319 548
შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 400+ ლარის ფარგლებში ja_ja 18 იან 2018 42891 386
იყიდება Air Arms T200 ბაიკერი 17 იან 2018 444 7
PCP სიახლეები userman 16 იან 2018 49412 522
ბოლო ამბები
ახალი ამბები
პირველი ტესტი

პირველი ტესტი ჩატარდა, ჩვენი საყვარელი ტყვიით .177 cal. 10.5 gr. Field Target Premier Pellet იგივე CP..........................................................ავტორი ja_ja



მოკელდ არც ვაციე არც ვაცხელე, ავდექი და ამ პლასტენილს ჩავახუტე 290 მეტრ წამით CP 10.5 , ტყვიასთან კოცნისას პლასტენილი ასე დაიჭყანა:



კაი სიღრმეზე შევიდა ტყვია ხომ იცი, ამ ზომის ყვავი, თაგვი და მაჩვი მე არ მეგულება, ანუ გარანტირებული გამჭილი ჭრილობა აქვს მიღებული



ესეც ტყციის მიერ გაკეტებული ხვრელუს დელ მორგუს



საკმაოდ სწორხაზოვანი ხვრელია, ტყვიაც საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, თითქმის არაფერი არ მოსვლია



აქვს რაცხა დეფორმაცია, მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა. ჰოოო რას შევადარო, რას შევადარო.... ოოო იმავე Crosman-ის ტყვიას ოღონდ Benjamin Hollowpoint 10.5-იანს როგორც ვიცით რეკლამირდება როგორც ექსპანსიური ტყვია, ჰოოდა ვნახოთ ერთი რა ექსპანსიურობის ტრაკი აქვს

დაწერა bazuka, პარასკევი, 24 დეკემბერი 2010 06:37 ჩვენება(3260) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
ტყვიების ზემოქმედება რბილ ობიექტებზე

რბილი მასის მომზადება

მოკლედ ტყვიების ტესტირებისას პლასტენილის გამოყენების იდეა ახალი არაა.

პირველი მქონი ჩვენს ფორუმზე Parna იყენებდა პლასტენილს, მერე Bazuka-მ სინჯა პლასტენილით ტესტის ჩატარება, მაგრამ ორიოვე ჩვენს ფორმელს ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, კერძოდ კი ცოოტა პლასტენილი. დღეს პაწა საქმე3ზე ვიყავი ზემელზე გასული და მისიცქვეშა გადასასვლელში გავიარე, გავიარე და დევინახეე, დედა რა დევინახეეე. ეგეთი რამე მე არ მინახია

დევინახე საძერწი თიხა, კაი თიხა, გემრიელად შეფუთული, კარგად დაფასოებული... მოკელდ თურქულს არ გავდა, ვეკითხები გამყიდველს რა ღირს მეთქი, მეუბნება 6 ლარიო.... ეგრევე წამრმოვიდგინე რაფრა ხვდება ამ მასას ტყვია დააა... არა ერთი ცალი არ მეყოფა თხელი ბრიკეტია, მინიმუმ 3 პაკეტი დამჭირდება ეს კი 18 ლარია... ჰოოო

დავდე ადგილზე და სად მქონდა მანამდე თვალები?? ვეებერთელა დრემდე უხილავი პლასტენილის აგურებს ვხედავ, ვიღებ ხელში ვეკითხები რა ღირს?? მეუბნება 4 ლარი... ვაა კაი დიდია, 2 ცალი ყელში ამომივა დაჟე არც მჭირდება, მარა ჯანდაბას წავა. ...
დაწერა bazuka, პარასკევი, 24 დეკემბერი 2010 06:24 ჩვენება(3003) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
Shooting Chrony ALPHA (Red), ტყვიის სიჩქარის საზომი (მეტრი/წამში)

Shooting Chrony ALPHA (Red)
ავტორი ja_ja






ესეიგი ქრონოგრაფი - არის მოწყობილობა რომლიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ მოძრავი ობიექტის სიჩქარე, ჩვენს შემთხვევაში გვაინტერესებს გასროლილი ტყვიის სიჩქარე სხვადასხავ ტყვიებით, სხვადასხვა იარათის ლულებით და სხვადასხვა პარამეტრებით.

მოკლედ არსებობს რამდენიმე სახის ქრონოგრაფი, ძირითადად იყოფა ორ ნაწილად:

1) არის მოკლე ქრონოგრაფები, რომლებიც იარაღის ლულაზე მაგრდება. საკმაოდ კომპაქტურია, თავის საქმეს აკეთებს, ზოგიერთ მოდელს აქვს usb-ზე შეერთების და კომპში ინფორმაციის ჩაცლის შესაძლებლობა, მაგრამ ყველ ასეთ მოწყობილობას აქვს რამდენიმე მინუსი, ძირითადი არის პლასტმასის კორპუსით და აქედან გამომდინარე მდგრადობა/ცხპვრებს პერიოდი არის პატარა, პლიუს მხოლოდ ჰაერზე მომუშავე PCP-სთვის გამოდგება.

არ ვიცი რატომ (ამას ალბათ მცოდნეები დააკონკრეტებენ შემდგომ), მაგრამ ასეთი ქრონოგრაფები ვერ მუშაობენ CO2-იან იარაღთან, ასევე პრობლ ...
დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 23:01 ჩვენება(2890) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
ერთერთი საუკეთესო PCP Weihrauch HW100-ის სრული განხილვა (ნაწილი 1)

შინდლერის ტყვია
ავტორი ja_ja
წელი: 1943 ივლისი
ადგილმდებარეობა: ბირკინაუ (კონსლაგერი)
პიროვნება: ამონ გიუტჰი
დრო: დილა 6 საათი და 38 წუთი

მზე დღეს არ გეგმავდა ცაზე გამოჩენას, ამიტომაც, გადმოაფარა დედამიწას თავისი ნაცრისფერი უღიმღამო საბანი და დღეც, ნელ-ნელა, დიდი სიხარულის გარეშე აისახა ფანჯრებში. დღე ცდილობდა თავისი ნაცრისფერი შუქით შენს თვალებში შემოეხედა, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა, თან გარეგნულად იგრძნობოდა რომ რაღაცა თავზე გიჭერს, გტკივა, მაგრამ ვერ იგებ ეს იმის ბრალია, რომ თავის ქალის შიგთავსი გუშინდელი ფრანგული კონიაკის დიდი დოზების გამო ქალაში არ ეტევა, თუ იმავე დოზა კონიაკის მიერ გამოწვეული გაუგებარი საქციელის ბრალია, რომელიც საძინებელ აპარტამენტებში დასრულდა.



თვალს ჯერ კიდევ ვერ ახელ, მაგრამ მძიმე და ატკიებული თავი იჭერს შორი-ახლოდან მომავალი დინამიკების ხმას. ალუმინის დინამიკები როგორც წესი კონსლაგერის პერიმეტრზეა განთავსებული და მკვახე ხმით გაჰკივის:
- aandacht, kijk ui ...
დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 21:58 ჩვენება(3606) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
ერთერთი საუკეთესო PCP Weihrauch HW100-ის სრული განხილვა (ნაწილი 2)

საოცარია მაგრამ ფაქტია დამრტყმელის დაქოქვა მოხდება ჩახმახის წინ მოძრაობისას თან წინ მოძრაობისას, პირველი ნახევრის გავლის დროს დამრტყმელი არაა საბრძოლო მდგომარეობაში და ამ დროს რომ სასხლეტს გამოკრათ, ფუჭი გასროლა ხდება, ანუ კაკვი გამოვა ზამბარის მოქმედებიდან და გამოათავისუფლებს დამრტყმელს. რეალურად დამრტყმელის ასე ვთქვათ დაქოქვა ხდება მაშინ როდესაც ჩახმახი ბოლო ნახევარს გაივლის წინ წაწევისას.

აქვეა აღსანიშნავი გადატენვის სიმარტივე და სიმსუბუქე. ანუ ვთქვათ და სამიზნეს ოპტიკაში უყრებთ, დააპირეთ გადატენვა და დაიწყეთ ჩახმახის მოძრაობა უკანა მიმართულებით. უკან მოძრაობა იმდენად მარტივია რომ ცალ ხელში თოფის ჭერის დროსაც კი შესაძლებელია სამიზნის ხედვის არეალში დატოვება. ჩახმახის წინ მოძრაობისას იგივე პირობა არის შენარჩუნებული პირველი ნახერვის გავლისას, აი მეორე ნახევრის გავლისას ძალა უკვე საჭიროა და სამიზნის ოპტიკაში დაჭერა უკვე ჭირს, მაგრამ მაინც შეიძლება.



რაც შეეხება კლიპს, კლიპი წარმოადგენს ლითონის ბორბალს, რ ...
დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 21:55 ჩვენება(3796) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
ანუ ერთერთი საუკეთესო PCP Weihrauch HW100-ის სრული განხილვა (ნაწილი 3)

ამის შემდგომ სროლა აღარ გამიგრძელებია, მგონი ნათლად ჩანს რომ რედუქტორის მუშაობა მშვენიერ შედეგს იძლევა, მართალია ჯერ რედუქტორი ახალია და ჯერ მიმუშავებაა საჭირო რომ დაიწყოს სტაბილური სროლა, ეს კი სადღაც 500 გასროლის მერე იქნება და ამ დროს განსხვავება გასროლიდან გასროლამდე შეიძლება 1 მეტრ წამიც კი აღარ იყოს. მანამდე კი მაქსიმუმ 7 მეტრ წამია განსხვავება რედუქტორის მუშაობის პერიოდში. თან რედუქტორი 200-დან (ნუ იდეაში ცოტა გადაცილებული ვიყავი 200ს, ალბათ 204-205 ბარზე დავიწყე სროლა) 120 ბარამდე ვიღებთ 45-47 რეალურ გასროლას, თუმცა შეგვიძლია უხეშად დავამრგვალოთ და 50-იც ჩავთვალოთ, მართალია ბოლო 3 გასროლა რედუქტორზე აღარ იყო, მაგრამ მანდაც იმხელა სხვაობა არაა რომ რაიმე განსაკუთრებულ ვცლილებაზე ვილაპარაკოთ.

ანუ იდეაში 3,5 კლიპი უპრობლემოდ ჯდება მშვენიერ დიაპაზონში, გაჭირვებით კაცი 4 კლიპს გაისვრი, ეს კი უკვე 56 გასროლაა. ბოლო-ბოლო თუ ისე აღმოჩნდა რომ სხვა გზა არა გაქვს ნასოსიც ახლო-მახლოს არაა და ნადავლი ბეგემოტებისა და მამონტების სახით მოდის და მოდის, გაჭირვებისას 65 გასროლამდეც შეიძლება ა ...
დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 21:49 ჩვენება(1596) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
TargetShooter-ის 2010 მაისი-ივნისი

გამოვიდა ჟურნალ TargetShooter-ის 2010 მაისის და ივნისის ნომრები.

გადმოწერა
მაისი
ივნისი

უფრო ვრცლად -> ფორუმზე ...
დაწერა Jah, ოთხშაბათი, 02 ივნისი 2010 10:30 ჩვენება(1582) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
აცდენების დიაგრამა, შეცდომების ანალიზისთვის.

ეს არის შეცდომები ასე ვთქვათ "ატრივების დიაგრამა", რომლის მიხედვით შეძლებთ გააანალიზოთ,
სად რა დროს და როგორი შეცდომა დაუშვით სროლისას.


უფრო ვრცლად -> ფორუმზე

...
დაწერა Jah, ორშაბათი, 19 აპრილი 2010 16:10 ჩვენება(1524) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
The Beretta PX4 Storm



The Beretta PX4 Storm

მსროლელები ვისაც მოწონს რეალისტური ვიზუალი, თანამედროვე BB იარაღის, აშკარად არ დატოვებენ ამ ფისტოლეტს უყურადღებოდ.
ეს კონკრეტული მოდელი არის საკმაოდ მაღალ დონეზე აღჭურვილი სხვადასხვა აქსესუარებით, საკმაოდ რეალური blow-back ეფექტით, და ასევე,
აქვს საკმაოდ დიდი ხმა თითქმის მიახლოებული რეალობასთან.
გადახედეთ აქსესუარების მრავალფეროვნებას:

უფრო ვრცლად -> ფორუმზე ...
დაწერა Jah, შაბათი, 10 აპრილი 2010 20:49 ჩვენება(1681) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
ახალი ამბები
TargetShooter-ის 2010 მარტი-აპრილი

გამოვიდა ჟურნალ TargetShooter-ის 2010 მარტის და აპრილის ნომრები.

გადმოწერა
მარტი
აპრილი

განვიხილოთ ფორუმზე ...
დაწერა Jah, სამშაბათი, 06 აპრილი 2010 22:15 ჩვენება(1553) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
3 გვერდები 1 2 3 
rss
აქტიური ლენტები არ არის