www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
საუკეთესო

პირველი შეჯიბრი BR25 (EURO)

ამ თემაში იქნება მხოლოდ შეჯიბრის განხილვა და არა შეჯიბრს მოყოლებული გასვლის განხილვა



2012 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში ბენჩ რესტის (Bench Rest) შეჯიბრი პნევმატური იარაღიდან სროლაში.



შეჯიბრი პირველი იყო, ამიტომაც მისი ჩატარება რამდენჯერმე გადაიდო საორგანიზაციო საკითხების გამო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩატარდა. საბოლოოდ შემუშავდა წესები, პრინციპები, დაიგეგმა შეჯიბრის ადგილი...





შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25 რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.

შეჯიბრ ...


დაწერა ilariona, ორშაბათი, 28 მაისი 2012 11:12, ჩვენება(3478) | კომენტარი(1) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
ტყვიების ზემოქმედება რბილ ობიექტებზე

რბილი მასის მომზადება

მოკლედ ტყვიების ტესტირებისას პლასტენილის გამოყენების იდეა ახალი არაა.

პირველი მქონი ჩვენს ფორუმზე Parna იყენებდა პლასტენილს, მერე Bazuka-მ სინჯა პლასტენილით ტესტის ჩატარება, მაგრამ ორიოვე ჩვენს ფორმელს ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, კერძოდ კი ცოოტა პლასტენილი. დღეს პაწა საქმე3ზე ვიყავი ზემელზე გასული და მისიცქვეშა გადასასვლელში გავიარე, გავიარე და დევინახეე, დედა რა დევინახეეე. ეგეთი რამე მე არ მინახია

დევინახე საძერწი თიხა, კაი თიხა, გემრიელად შეფუთული, კარგად დაფასოებული... მოკელდ თურქულს არ გავდა, ვეკითხები გამყიდველს რა ღირს მეთქი, მეუბნება 6 ლარიო.... ეგრევე წამრმოვიდგინე რაფრა ხვდება ამ მასას ტყვია დააა... არა ერთი ცალი არ მეყოფა თხელი ბრიკეტია, მინიმუმ 3 პაკეტი დამჭირდება ეს კი 18 ლარია... ჰოოო

დავდე ადგილზე და სად მქონდა მანამდე თვალები?? ვეებერთელა დრემდე უხილავი პლასტენილის აგურებს ვხედავ, ვიღებ ხელში ვეკითხები რა ღირს?? მეუბნება 4 ლარი... ვაა კაი დიდია, 2 ცალი ყელში ამომივა დაჟე არც მჭირდება, მარა ჯანდაბას წავა. ...


დაწერა bazuka, პარასკევი, 24 დეკემბერი 2010 06:24, ჩვენება(3389) | კომენტარი(0) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
Shooting Chrony ALPHA (Red), ტყვიის სიჩქარის საზომი (მეტრი/წამში)

Shooting Chrony ALPHA (Red)
ავტორი ja_ja






ესეიგი ქრონოგრაფი - არის მოწყობილობა რომლიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ მოძრავი ობიექტის სიჩქარე, ჩვენს შემთხვევაში გვაინტერესებს გასროლილი ტყვიის სიჩქარე სხვადასხავ ტყვიებით, სხვადასხვა იარათის ლულებით და სხვადასხვა პარამეტრებით.

მოკლედ არსებობს რამდენიმე სახის ქრონოგრაფი, ძირითადად იყოფა ორ ნაწილად:

1) არის მოკლე ქრონოგრაფები, რომლებიც იარაღის ლულაზე მაგრდება. საკმაოდ კომპაქტურია, თავის საქმეს აკეთებს, ზოგიერთ მოდელს აქვს usb-ზე შეერთების და კომპში ინფორმაციის ჩაცლის შესაძლებლობა, მაგრამ ყველ ასეთ მოწყობილობას აქვს რამდენიმე მინუსი, ძირითადი არის პლასტმასის კორპუსით და აქედან გამომდინარე მდგრადობა/ცხპვრებს პერიოდი არის პატარა, პლიუს მხოლოდ ჰაერზე მომუშავე PCP-სთვის გამოდგება.

არ ვიცი რატომ (ამას ალბათ მცოდნეები დააკონკრეტებენ შემდგომ), მაგრამ ასეთი ქრონოგრაფები ვერ მუშაობენ CO2-იან იარაღთან, ასევე პრობლ ...


დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 23:01, ჩვენება(3349) | კომენტარი(0) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
Airforce Talon - სრული განხილვა

წაკითხვის წინ სასურველია ძირს მოცემულ მელოდიას მოუსმინოთ რომ შესავლისთვის საჭირო განწყობა შეიქმნათ.
ხმა დიდი საჭირო არაა წაკითხვაში შეგიშლით ხელს, მხოლოდ იმდენად რომ სუსტი ფონი იყოს
ასეთი მელოდია მეორეც შეგხვდებათ და არ გამოტოვოთ!

[mp3=]http://airgun.ge/reports/Worlds.mp3სამყარო[/mp3]

ამბობენ რომ თავიდან იყო სიტყვა, მაგრამ თუ გადავხედავთ გალაქტიკურ ენციკლოპედიას და ვნახავთ თავს, სამყაროს წარმოქმნა, მივხვდებით რომ თავიდან იყო ”ბრანები”, ორი პარალელური სიბრტყე, რომელთა მოძრაობისას ხანდახან ხდება და სიბრტყეები ერთმანეთს ეხება, შეხების ადგილზე კი წარმოიქმნება დიდი აფეთქება.



დიდი აფეთქებით კი წარმოიქმნება დრო და სივრცე. ამავე დროს დიდი აფეთქებისას წარმოიქმნება კიდევ ერთი რამ... ცხელი გავარვარებული რადიაცია, და მის გარდა არაფერი არ არის პირველ ხანებში. რადიაცია რომელიც წარმოიქმნა აფეთქების დროს ნელ-ნელა ცივდება, გარდაიქმნება მატერიად და ანტი მატერიად. ეს ორი ფიზიკური ერთეული როდესაც ერთმანეთს ეხება, იწვევს ანიჰილაციას და ს ...


დაწერა ilariona, პარასკევი, 09 მარტი 2012 16:06, ჩვენება(3216) | კომენტარი(0) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
Crosman Phantom 1000, რეპორტი და დეკონსერვაციის ინსტრუქცია

ესე იგი ჩემი ფანტომის ვრცელ აღწერას დავწერ ჩემი გამოუცდელი თვალით, რამე თუ შემეშლება მომიტევეთ და შემისწორეთ
საუბარი წავა წყვილზე crosman phantom 1000 .177 cal + Leapers/UTG 3-9x50AO, RG intensified Mil-Dot reticle.

თავიდან რამოდენიმე სიტყვა ჩამოტანაზე. ვიყიდე ამაზონზე უოპტიკო ფანტომი, ლიპერს/უტჯ ოპტიკა, რინგები და კროსმან პრემიუმ მზიმე ტყვიების კოლოფი. ყველაფერი ჩამოვიტანე ბარამით, ბევრი ვიგინე იმაზე რომ ერთად ჩამოიტანეს და არა ცალ-ცალკე, ბევრი ვიგინე საბაჟოზე სანამ გამომატანეს ამანათები მაგრამ ასე თუ ისე ჩამოვიდა, 170 ლარით მეტი დამიჯდა ვიდრე უნდა ყოფილიყო.
ჯამში გადავიხადე: 189.76 ლარი იარაღში + 186.36 ლარი ოპტიკაში, ტყვიებში და რინგებში (69.95$, 25.63$, 10.49$ შესაბამისად). აქ შედის ამერიკაში ტრანსპორტირება.
ამას ემატება ბარამის მომსახურეობა 45+13.5+9+5=72.5$ ანუ 126.90 ლარი და ჯამში გამოდის 503 ლარი.
უკვე ძვირი ჩანს ასეთი იარაღისთვის მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ხარისხიანი ტყვიები მოყვა 1250 ცალი და სტანდარტულზე გაცილებით უკეთესი ოპტიკა.
წესით საბაჟო რომ არა ამით მთავრდება ყველაფერი, მაგრამ იმის გამო რომ ერთად ჩამოვიდა ოთხივე ამანათი და 300 ლა ...


დაწერა bazuka, ხუთშაბათი, 25 მარტი 2010 00:20, ჩვენება(3155) | კომენტარი(1) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
მაღალი წნევის ნასოსები, ანუ სამი მუშკეტერი და დარტანიანი

მაღალი წნევის ნასოსები, ანუ სამი მუშკეტერი და დარტანიანი

ასე თუ ისე ჩვენს რესურსზე (airgun.ge) უკვე დაგროვდა გარკვეული გამოცდილება PCP-სთან დაკავშირებით. ვიცით რა არის, ბალონი, ნასოსი, რეზერვუარი.... გამოყენებაში მყოფი, მოქმედი და აქტიურ მაღალი წნევის ბალონი მხოლოდ რამდენიმეა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში ამ მიმოხილვის დაწერისას მომენტისთვის, დანარჩენი ჩვენი ფორუმის სპორცმენ-მონადირე-მოპლინკავე ელემენტები კი იყენებს სპორტულ გამაჯანსაღებელ ტრენაჟორს სახელად - მაღალი წნევის ნასოსი.



როგორც წესი არ ცხრება კამათი რომელი ნასოსი ჯობია, რომელი უკეთესია, ჩქარა ტენის, მსუბუქად და ასე შედმეგ... დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ყველა PCP პნევმატიკის მოყვარული დადგება არჩევნის წინაშე რომელი ნასოსი ჯობია და რომელი შეიძინოს. ეს თემაც სწორედ მათთვისაა დაწერილი, მართალია ვეებერთელაა, მაგრამ მოიცავს პრაქტიკულად ყველა საჭირბოროტო საკითხებს, გარდა დაშლა აწყობა შეკეთებისა (შეკეთების და აღდგენის თემა შეგიძლიათ

დაწერა ja_ja, ორშაბათი, 19 მაისი 2014 13:45, ჩვენება(3044) | კომენტარი(0) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
სანადირო იარაღის სახეები იზრდება

სანადირო იარაღის სახეები იზრდება
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
25 / 03, 2010 16:14

სანადირო იარაღის სახეები იზრდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "იარაღის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.
კანონმდებლობით, სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.
მოქმედი ნორმით, სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.
კანონში ცვლილებების პროექტით კი, სანადირო იარაღის სახეები უფრო დაკონკრეტდება. კერძოდ, იქნება სანადირო გლუვლულიანი ცეცლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმა ...


დაწერა bazuka, ხუთშაბათი, 25 მარტი 2010 16:25, ჩვენება(2583) | კომენტარი(7) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
HATSAN-ის ახალი ტყვია.

თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა HATSAN–ის ფირმის ახალი ტყვია "Hatsan Torpedo 4,5mm",
4.5 კალიბრის ტყვია იწონის . 0.62 გრამს (gram) იგივე 9.5grains.
კოლოფში არის 450 ცალი, და საორიენტაციო ფასი 30 ლარი.



ამ ტყვიის დაწყვრილებით განხილვას შემოგთავაზებთ ჩვენს ფორუმზე, კერძოდ ამ თემაში ...


დაწერა bazuka, ხუთშაბათი, 25 მარტი 2010 17:32, ჩვენება(2137) | კომენტარი(0) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
The Beretta PX4 Storm



The Beretta PX4 Storm

მსროლელები ვისაც მოწონს რეალისტური ვიზუალი, თანამედროვე BB იარაღის, აშკარად არ დატოვებენ ამ ფისტოლეტს უყურადღებოდ.
ეს კონკრეტული მოდელი არის საკმაოდ მაღალ დონეზე აღჭურვილი სხვადასხვა აქსესუარებით, საკმაოდ რეალური blow-back ეფექტით, და ასევე,
აქვს საკმაოდ დიდი ხმა თითქმის მიახლოებული რეალობასთან.
გადახედეთ აქსესუარების მრავალფეროვნებას:

უფრო ვრცლად -> ფორუმზე ...


დაწერა Jah, შაბათი, 10 აპრილი 2010 20:49, ჩვენება(2095) | კომენტარი(0) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
Crosman 1377-ის გადაკეთება

კომპანია Crosman-ის მიერ გამოშვებული პისტოლეტის მოდიფიცირება.

თავდაპირველად აღებული იყო Crosman-ის საბაზისო მოდელი 1377 , შემდგომ ბევრი მოდიფიკაციის ხარჯზე მულტიპამპ სისტემა გადაყვანილი იყო PCP კლასში და მიღებული იქნა მინი კარაბინი.

აქ შეგიძლიათ ნახოთ მინი ვიდეო მიმოხილვა



ხოლო სრული მიმოხილვა შეგიძლიათ წაიკითხთ ჩვენს ფორუმზე ამ მისამართის მეშვეობით ...


დაწერა ja_ja, ოთხშაბათი, 24 მარტი 2010 22:15, ჩვენება(2063) | კომენტარი(1) სრული ტექსტი   საბეჭდი ვერსია
3 გვერდები 1 2 3