www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->ერთერთი საუკეთესო PCP Weihrauch HW100-ის სრული განხილვა (ნაწილი 2)
ერთერთი საუკეთესო PCP Weihrauch HW100-ის სრული განხილვა (ნაწილი 2)

საოცარია მაგრამ ფაქტია დამრტყმელის დაქოქვა მოხდება ჩახმახის წინ მოძრაობისას თან წინ მოძრაობისას, პირველი ნახევრის გავლის დროს დამრტყმელი არაა საბრძოლო მდგომარეობაში და ამ დროს რომ სასხლეტს გამოკრათ, ფუჭი გასროლა ხდება, ანუ კაკვი გამოვა ზამბარის მოქმედებიდან და გამოათავისუფლებს დამრტყმელს. რეალურად დამრტყმელის ასე ვთქვათ დაქოქვა ხდება მაშინ როდესაც ჩახმახი ბოლო ნახევარს გაივლის წინ წაწევისას.

აქვეა აღსანიშნავი გადატენვის სიმარტივე და სიმსუბუქე. ანუ ვთქვათ და სამიზნეს ოპტიკაში უყრებთ, დააპირეთ გადატენვა და დაიწყეთ ჩახმახის მოძრაობა უკანა მიმართულებით. უკან მოძრაობა იმდენად მარტივია რომ ცალ ხელში თოფის ჭერის დროსაც კი შესაძლებელია სამიზნის ხედვის არეალში დატოვება. ჩახმახის წინ მოძრაობისას იგივე პირობა არის შენარჩუნებული პირველი ნახერვის გავლისას, აი მეორე ნახევრის გავლისას ძალა უკვე საჭიროა და სამიზნის ოპტიკაში დაჭერა უკვე ჭირს, მაგრამ მაინც შეიძლება.



რაც შეეხება კლიპს, კლიპი წარმოადგენს ლითონის ბორბალს, რომელიც ცენტრში გახვრეტილია, ასევე გარე წრეზე აქვს 14 ხვრელი ტყვიებისთვის. ცენტრში არსებულ ხვრელში გადის კლიპის დასამაგრებელი ღერძი (ამავე ღერძზე არის კბილანები, რომლებიც კლიპის სპეციალურ ღარებში ჯდება) და დამრტყმელი. როგორც ხვდებით კლიპში ხვრელები არ შეიძლება ტყვიაზე უფრო პატარა იყოს, იმიტომ რომ ტყვია დაზიანდება. თუ დიდი ხვრელი იქნება ლითონის ბორბალში... მაშინ ტყვიები როგორც დავიცვათ იმისგან რომ მოძრაობისას კლიპიდან არ გადმოიყარონ? ამისათვის გამოსავალი არსებობს, კლიპს ირგვლივ აქვს რეზინის რგოლი შემორტყმული, რომელიც ხვრელებში ნაწილობრივ ყოფს ტანს. შესაბამისად როდესაც ტყვიას კლიპში დებთ ტყვიის თავი გადახტება ამ რეზინის რგოლზე და თავისი გამოყვანილი წელით გაეჭედება რეზინის რგოლზე. მორჩა გადმოვარდნა შეუძლებელია.



ამავე რეზინის გამო შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, მართალია ეს დამტკიცებული არაა, უფრო სახალხო დაკვირვებას გავს. მოკლედ დროთა განმავლობაში, ასე 200-300 ტყვიის გასროლის მერე თქვენმა თოფმა თუ დაიწყო ტყვიები გაფანტვა და მიზანში თუ ვეღარ არტყავთ, სავარაუდოდ კლიპის რეზინა გამოშრა და ამის გამო ტყვიები ზუსტად ვეღარ მიდის მიზანში. ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით რატომ ხდება ეს. გამოსავალი იმდენად მარტივია რომ მიზეზის ძიებას აზრი არ აქვს. მოკლედ კლიპის რეზინა დაზეთეთ სინთეტიკური ზეთით, ან სილიკონის ზეთით (სილიკონის ტაოტიც მისაღებია, ოღონდ იმდენი ზეთი და ტაოტი არ გამოიყენოთ რომ თქვენც გაისვაროთ თოფიც და გვერდზე მდგომებიც), მორჩა ჩაალაგეთ ტყვიები და ისროლეთ....



ჭკვიანურადაა მოფიქრებული კლიპის ტრიალიც, ანუ თუ ერთხელ კლიპი გადატრიალდა, სანამ გასროლა არ მოხდება, მეორედ კლიპი არ გადატრიალდება და ახალ ტყვიას ლულის მოპირდაპირე მხარეს არ დააყენებს. ეს იმას ნიშნავს რომ შემთხვევით ორი და სამი ტყვიის ლულაში ჩატენვისგან დაზღვეული ხართ. საკმაოდ ორიგინალური მეთოდია. თუმცა თუ 1 ტყვია უკვე ლულაშია, ამის შემდეგ თოფი მოხსენით საბრძოლო მდგომარეობიდან, და მოგვიანებით დააპირეთ ხელახლა გადატენვა.... მოკელდ ამ ჯერად 2-3 ტყვიის შეტენვისგან დაცვა აღარ მუშოაბს, კლიპი გადატრიალდება და მიმწოდებელ წინ ახალ ტყვიას დაუყენებს. თქვენც დაუფიქრებლად წაწევთ ჩახმახს წინ და აი ბედნიერება, მეორე ტყვია ლულაშია პირველთან ერთად.

მოდით განვიხილოთ ნადირობის სტანდარტული შემთხვევა, გადავტენეთ თოფი, ტყვია ლულაში მიწოდებულია. ახლა მივდივართ ტყე-ღრეში და არ გვინდა რომ თოფი ტყუილად იყოს გადატენილი (მოკლედ ზამბარას ვუფრთხილდებით), ამისათვის ჩახმახს გადმოვწევ ნახევარზე დავაჭერ სასხლეტს, თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან მოიხსნება. დავუშვებ სასხლეტს ბოლომდე და წავედით სანადიროდ. ვიარეთ 1 საათი, 2 საათი და დავინახეთ მინდორზე ბალახის მოსაძოვად გამოსული მამონტი. გასაგებია რომ მოგვინდა მონადირება, ამიტომაც თოფს უცებ ვამზადებთ, ზედმეტი ცერემონიალის გარეშე ჩახმახი გადავწიეთ ბოლომდე უკან და შემდგომ წინ (ამასობაში კლიპი ტრიალდება და მეორე ტყვიას ლულაში გვატენინებს, ის პირველი ისედაც ლულაშია). მორჩა თოფი მზადაა სასროლად. ვესროლეთ მამონტს, მაგრამ ავაცილეთ (ტყვიები გაიშალნენ და არცერთი მიზანს არ მოხვდა). სასწრაფოთ გადავტენეთ მეორეჯერ, მაგრამ მამონტი დაფრთხა და გაფრინდა.... ტფუი!... ჯანდაბამდე გზაც ჰქონია, ჩაბარდეს თავის პრეისტორიულ ეპოქას, მთავარია აწი იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ, ამიტომაც თუ თოფი გადატენილია ახლა მხოლოდ მცველზე ვაყენებთ და საბრძოლო მდგომარეობიდან აღარ ვხსნით.

საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა გამოგადგებათ მაშინ როდესაც სახლში ბრუნდებით და კლიპის ამოღება გინდათ თოფიდან (სიფრთხილეს თავი არ სტკივაო), ამისათვის გადმოვწევთ ჩახმახს, გავხსნით კლიპის ჩამკეტს, ამოვიღებთ კლიპს და თოფი გადატენილ მდგომარეობაში რომ არ დაგვრჩეს, გამოვწევთ სასხლეტს, არ ვუშვებთ სასხლეტს თითს, ისე დავუშვებთ ჩახმახს. გავიგებთ ფუში გასროლის ხმას, ანუ დამრტყმელი მოიხსნა საბრძოლო მდგომარეობიდან. მორჩა შეგიძლიათ თოფი ჩადოთ მანქანაში, ან შეინახოთ კარადაში.





მაგრამ მიუხედავად ამ ყველა სილამაზისა თვითონ კლიპის კონსტრუქცია გარკვეულ სირთულეებს ქნის. ასე მაგალითად შეუძლებელია გაიგოთ რამდენი გასროლა გააკეთეთ, ანუ 14-დან რამდენი გაისროლეთ, რამდენი დაგრჩათ კლიპში და ასე შემდეგ. აი კონკურენტი მარადიორი რომ ავიღოთ, ან FX-ის კლიპი, იქ მშვენივრად შეიძლება გაგება თუ რამდენი ტყვია დარჩა კლიპში და რომელ გასროლაზე ხარ. სამწუხაროდ HW 100-ში ამას ვერ გავიგებთ. შესაბამისად თავისუფლად შეიძლება მოგიხვდეთ შემთხვევა როდესაც გაისროლეთ 14 ტყვია, გამოგრჩათ გადათვლა, უცებ სამიზნე დაინახეთ, დაუმიზნეთ და მე-15 ტყვია ესროლეთ. მაგრამ სინამდვილეში მე-15 ტყვია კლიპში არ დევს, ანუ გამოდის ჰაერი გაისროლეთ. ვითომ და ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად კლიპს ერთი თეთრი ხაზი გააჩნია აღმნიშვნელად. მაგრამ ეს ხაზი თქვენ უნდა დააყენოთ სასურველ პოზიციაზე კლიპის ჩადებისას, და შემდეგ უნდა უთვალთვალოთ როდის გააკეთებს კლიპი 340-350 გრადუსიან მოტრიალებას და როდის დაინახავთ დარჩენილ 10-20 გრადუსში სასურველ ხაზს, რომ მიხვდეთ ტყვიები მორჩა. მოკლედ უნიჭო მცდელობაა რამენაირად აღნიშვნის მეთოდიკა შემოიღო, გამწარებული სროლისას ეს ცოტა არ იყოს ძნელია. თან 10, ან 15 ტყვიაზე მაინც იყოს კლიპი... 14 რამ მოაფიქრათ?

ასევე ხდება პრობლემა როდესაც კლიპის ჩამკეტი ბოლომდე წინ არაა მიწეული. კლიპს არტიალებს სპეციალური კბილანები, თუ ისინი კლიპის სპეციალურ ბუდეებში არ არის შესული, მაშინ ვიღებთ მეორე უკიდურესობას, გავისროლეთ, გადავწიეთ ჩახმახი, მაგრამ კლიპი არ გადატრიალებულა, შედეგად ახალი ტყვია ლულაში არ ჩაიდება და თამამად ვისვრით ჰაერს... პირადად მომივიდა ასეთი კურიოზი, ლამის 4-5 გასროლის მერე და გაუგებარი აზრების ტრიალის შემდეგ როდესაც ვცდილობდი გამეგო სულ რაღაც 4 მეტრში არსებულ ვეებერთელა ცელოფანს პაკეტს რატომ არ მოხვდა 5 ტყვიიდან არცერთი.... თოფის რეალურმა მფლობელმა მკითხა - კლიპი საერთოდ ჩაკეტილი გაქვსო? .





ბოლო კლიპის პრობლემა, ეს არის ტყვიების დამთხვევა, მართალია ეს გაზვიადებული თემაა, მაგრამ ვთქვათ და გვაქვს სიტუაცია როდესაც დაგვრჩა ბოლო 6 ტყვია, კლიპს ბოლომდე ვერ ვავსებთ, ჩავდეთ ბოლო 6 ტყვია და ვდებთ კლიპს თოფში... იმისათვის რომ ყველა მომდევნო გადატენვისას ჰაერი არ გავისროლოთ და ექვსივე ტყვია სწორედ მიეწოდოს თოფს ლულაში თავიდან საჭირო იქნება ბარაბნის ტრიალი და საჭირო პოზიციაზე მისი დაყენება. ასეთი ზედმეტი მოქმედებები იგივე FX-ში და მარადიორში საჭირო არაა, თუმცა ამ თოფებს მეორე ტყვიის შეცდომით ჩატენვის შესაძლებლობა აქვთ , მოკლედ სამყაროში სამართალი არაა. ერთ პრობლემას აღმოფხვრი მეორე ჩნდება, მეორეს აღმოფხვრი, პირველი იჩენს თავს.

სხვათა შორის არის კიდევ ერთი თავისებურება კლიპის ჩადება ამოღებასთან დაკავშირებით. თუ კლიპის ამოღება, ან შეცვლა გინდათ ახლით, მაშინ გინდა არ გინდა ჩახმახი ბოლომდე უკანა პოზიციაში უნდა გადაიყვანოთ. ამის შემდეგ კლიპის ჩამკეტი ღილაკი უნდა გაწიოთ უკან და.... აი გამონთავისუფლდა ადგილი კლიპის ამოსაღებადაც და ახლის ჩასადებადაც. გაითვალისწინეთ კლიპი მხოლოდ მარჯვენა მხრიდან იდება, მარცხნიდან სპეციალური წანაზარდი არ აძლევს კლიპს საშუალებას ამოვარდეს კოლოფიდან, იგივე წანაზარდი ხელს შეგიშლით მარცხენა მხრიდან კლიპის ჩადებაში. პლიუს გაითვალისწინეთ, კლიპის ჩადება ჩაკეტვის შემდეგ მისი მოძრაობა შეგიძლიათ მხოლოდ საათის ისრის მიმართულებით, უკუღმა ვერ დაატრიალებთ.



და ბოლოს წონა, კლიპი საკმაოდ წონისაა როგორც უკვე აღვნიშნე, რომელი შენადნობია გამოყენებული ან რა ლითონი ძნელია, იმიტომ რომ მუქი შავი საღებავი აქვს გადასმული. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როდის გადაუვა კლიპს საღებავი, თუმცა ვიცი სხვა საიტებიდან რომ ეს მალე არ მოხდება, შეიძლება 2-3 წელი საღებავი კლიპს არ აძვრეს, ასე რომ ლოდინი დიდხანს მოგვიწევს , მანამდე კი შეგიძლიათ დატკბეთ კლიპის სუფთა წონით.



რეზერვუარი, ლულა და მოდერი

რეზერვუარი მემგონი ერთერთი ყველაზე პატარა აქვს HW-ის. ძირს მოყვანილია Hatsan AT44-ის რეზერვუარი და HW 100-ის რეზერვუარი, ვინც არ იცის შევახსენებ რომ ჰაცანის რეზერვუარის მოცულობაა 180 კუბური სანტიმეტრი, გერმანელის კი 175 კუბური სანტიმეტრი. HW 100-ის რეზერვუარი გაცილებით სქელია, ანუ შუა წელში და გარე კუთხეებში არის 37,1 მილიმეტრი შუა ადგილებში კი 35,7 მილიმეტრი, ანუ ერთერთი ყველაზე პუტკუნა რეზერვუარია. სხვათა შორის შუაში არსებული სქელი რგოლი ასრულებს კარგ საქმეს, იგი აძლიერებს კონსტრუქციას და უფრო მედეგს ხდის.





თუ დააკვირდებით თურქს და გერმანელს, თურქის რეზერვუარზე ასევე აღმოაჩენთ საბრძოლო კლაპანსაც, გერმანელს კი ეგ არ აქვს. ეს იმას ნიშნავს რომ თურქის რეზერვუარის შეცვლისას, შეიცვლება ჰაერის მიწოდების სისტემაც. ანუ ყოველ რეზერვუარს თავისი გადახრები ექნება. აი გერმანელში კი კლაპანი და რედუქტორი ლულის კოლოფშია ჩამალული და რამდენი რეზერვუარიც არ უნდა გამოცვალოთ თოფი ყოველთვის ერთნაირად გაისვრის.



სხვათა შორის თავიდან HW თვლიდა რომ რეზერვუარი ყოველთვის უნდა მოსძვრეს თოფს, შეუერთდეს ძირა კლაპნით ნასოსს, უნდა დაიტენოს და თავიდან ჩაიხრახნოს თოფში. ბოლოს გერმანელები მიხვდნენ რომ ეს მოუხერხებელია და ტყუილა ცვითავს რეზერვუარის რეზნას და განსაკუთრებით ლულის კოლოფის რეზბას, ამიტომაც რეზერვუარს დაემატა განივი პორტი. დღეს რეზერვუარის დატენვა შეიძლება თოფიდან მოხსნის გარეშე.

მიუხედავად განივი პორტისა დღემდე შესაძლებელია რეზერვუარის მოხსნა და მიერთება. მოსხნა შეიძლება დატენილ რეზერვუარზე, ამისათვის უბრალოდ მოატრიალეთ და მორჩა საქმე, სადღაც 1/3 გზაზე გაიგებთ რედუქტორიდან გამოპარულ ჰაერის ხმას, ნუ შეგეშინდებათ რეზერვუარი ამ დროს კპალანს მოცილებულია და რეზერვუარიდან ჰაერი არ იპარება.







ჩახრახნვისას ისევ უბრალოდ ჩაახრახნეთ რეზერვუარი, სადღაც ნახევარ გზაზე გაიგებთ რეზერვუარიდან თოფში გადასული ჰაერის ხმას და...

რაც შეეხება მანომეტრს, მემგონი HW-ის ერთერთი ყველაზე კარგი მანომეტრი მოყვება, ყველაზე ინფორმატიულია (რა თქმა უნდა იქნება ინფორმატიული, HW100-ს მოყვება მეორე ცნობილი გერმანული ფირმა WIKA-ს მანომეტრი), დანაყოფები არის 10 ბარით დაცილებული, რაც საშუალებას გაძლევს ზუსტად იანგარიშო რამდენი ჰაერი დაიხარჯა, რამდენი დაგრჩა და ასე შედმეგ. შეფერადებულიც კარგადაა:
- ყვითელი დიაპაზონი 0-დან 120 ბარამდე
- მწვანე სამუშაო დიაპაზონი 120-დან 200 ბარამდე, ამ დიაპაზონში მუშაობს თოფი ყველაზე ეფექტურად
- წითელი არა რეკომენდირებული, საშიში ზოლი. სასურველია ამ დიაპაზონში არ გადავიდეთ რომ რაიმე უბედურება თავს არ დაგვატყდეს.



რეზერვუარი თავიდან მოდის ცარიელი, ეს ნორმალურიცაა. რა იცი გზაში რა ხდება!, ეს თურქები არიან ჭკვიანები რომ თოფს და ცალკე რეზერვუარსაც უკვე დატუმბულს ყიდიან. ნოლიდან რეზერვუარის დატუმბვა არ დაგვითვლია, მაგრამ აი 120 ბარიდან 200 ბარამდე რეზერვუარის დასატენად საჭიროა 95-დან 103 ბუქნამდე, ეს ეხება Benjamin-ის ნასოსს.

ბარემ რეზერვუარზე ვართ და გავიხსენებ რეზერვუარის დატუნინგების მცდელობებს. რა თქმა უნდა 175 კუბიკი ცოტაა და ჰაერი მალე თავდება, ამიტომაც ბევრი ცდილობს გააკეთოს ხელნაკეთი რეზერვუარი და მოცულობა აიყვანოს 300, ან 350 კუბიკამდე. რა თქმა უნდა შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ჩემის აზრით, ჯობია მეორე სათადარიგო რეზერვუარის ყიდვა, რადგან ახალი ხელნაკეთი რეზერვუარი მაინც 200-250$-თან თამაშობს, თან ისეთ ბევრ გასროლების რაოდენობას არ იძლევა როგორიც მფლობელს დააკმაყოფილებს (მაქსიმუმ 92-98 სრულყოფილი გასროლა), ასე რომ ჯობია 2 რეზერვუარი გქონდეს და გეყოფა გინდა სპორტულ ღონისძიებაზე გინდა სანადიროდ, არც დატენვით დაიღლები, არც თოფის წონა შეგაწუხებს...

მგონი დაგვრჩა ლულა და შეგვიძლია ტესტირებებზე გადავიდეთ. მაშ ასე მისტერ ლულა.... სამწუხაროდ ლულას თოფს ვერ მოვხსნი პარტონთან ასეთ ნიუანსებზე არ მოგვილაპარაკია, ასე რომ მოგვიწევს გარეგნული ინფორმაციით დაკმაყოფილება.

პირველი რაც თვალში საცემია, ეს არის რვიანი, რომელიც ლულას მჭიდროდ აქვს შემორტყმული და თავის მხრივ რვიანი ვინტით ჩამაგრებულია კონდახში. ამით იმის თქმა მინდა რომ ლულა სულაც არაა გამოკიდებული, მაგრამ სულაც არ უშლის ხელს თავის საქმე 5-იანზე აკეთოს. აქ გარკვეულ წილად იმსხვრევა თეორიები იმის შესახებ რომ დაფიქსირებული ლულა ცუდია და ეს აფუჭებს საქმეს, თითქოს და რეზერვუარში წნევის ცვლილების გამო ლულას იქეთ აქეთ დაარბენინებს...



ერთის მხრივ კი მართალია, მაგრამ მეორეს მხრივ, რეზერვუარი რვიანშივე კი არის დაფიქსირებული, მაგრამ მაინც გამოყოფილია სისტემიდან, პლიუს რეზერვუარზე თუ გახსოვთ შუა წელში არსებული სქელი რგოლი! სწორედ ეგ რგოლი არ აძლევს რეზერვუარს დეფორმაციის საშუალებას. ასე რომ აქ საკამათო თემა მაინც რჩება, კარგია ლულა დაფიქსირებული რომაა, თუ ცუდია.

რაც შეეხება ლულის დამუშავებას, რა თქმა უნდა გერმანელებს არ ეშლებათ ლულის გვირგვინის ამბები და ლულას ქარხნულად აქვს დამუშავება გაკეთებული, რომელიც ჩემის აზრით საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული და რა თქმა უნდა დამატებით საკუთარი ხელებით მანდ ჩაძრომა კატეგორიულად უნდა იყოს აკრძალული.

სურათზე ხრახნებიც ჩანს, საკმაოდ კარგად გამოიყურება, უბრალოდ ვახსენებ რომ სულ არის 12 ხრახნი, მაგრამ ეს 4,5 კალიბრში, მართალია მე შეხება არ მქონია 5,5 კალიბრთან, მაგრამ ამბობენ რომ 5.5 კალიბრში HW-ს აქვს მხოლოდ 6 ხრახნი.



ლულას ბოლოში აქვს მოჭრილი ”რეზბა”, ეს რა თქმა უნდა მოდერისთვისაა გაკეთებული. რეზბა სტანდარტული ½ UNF-ია. გარეგნულად როდესაც უყურებ რაღაც არაადეკვატურად გლუვი დამუშავება აქვს ამ ”რეზბას”, მაგრამ ფოტოაპარატით MACRO გადაღება ლეგენდებს სპობს და მშვენივრად ჩანს დამუშავების კვალი .





თითონ მოდერს რაც შეეხება... დამუშავება უმაღლეს დონეზეა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ასევე იშოვება HAtsan AT44-ის მოდერი... მოკლედ არ შეიძლება ამ ორი მოწყობილობის ერთმანეთთან შედარება. თავიდან როდესაც HW-ის მოდერი ნანახი არ მქონდა ჩავთვალე რომ თურქების მიერ გაკეთებული მოდერი მშვენიერი იყო. აი გერმანელის ხელში დაჭერისას მივხვდი რომ ვცდებოდი. კონსტრუქციულად ყველაფერი იგივეა, მაგრამ აი დამუშავების მხრივ... ფორუმზე უკვე განიხილებოდა შემთხვევები როდესაც თურქს შუაში არსებულ გამყოფებზე დარღვეული ჰქონდა ცენტრი. მეთვითონ როდესაც დავშალე თურქული მოდერის, გამყოფი რკინის რგოლები თავისუფლად გადმოცვივდა, აი გერმანელში კი რგოლები იმდენად ზუსტად ზის რომ ცოცხალი თავით არ იძვრის.

მოდერი სტანდარტული HW-ის მეთოდითაა შექმნილი ანუ "ბიგუდები" და ქეჩა, შესაბამისად გვაქვს 2 მოცულობა, ერთი ცარიელი მოდერის მოცულობა, რომელიც შეადგენს 90.51 კუბურ სანტიმეტრს, მაგრამ ქეჩები და ბიგუდები რა თქმა უნდა იპარავენ სივრცეს და რეალური მუშა მოცულობა რჩება 37.31 კუბური სანტიმეტრი. დიახ დიახ 37 კუბიკი, შეგიძლიათ არ დამიჯეროთ და თქვენთვითონ დაითვალოთ. შიდა სიგრძე ხუფის დახურვის შემდეგ არის 157 მილიმეტრი, ეს მნიშვნელობა ერთი და იგივე იქნება, მაგრამ აი შიდა დიამეტრი ცარიელი მოდერის არის 27.15 მილიმეტრი, ხოლო შევსებული მოდერის შიდა დიამეტრი არის 17.47 მილიმეტრი. დანარჩენი მათემატიკაა.



აი რაც შეეხება მუშაობას....რა ვქნა, აქ ვახსენო თუ ცალკე თავში.... ჯანდაბას ბარემ აქვე იყოს. მაშ ასე მუშაობა არის საუცხოო, გინდ ბუნებაში გინდ სახლში გესმის მხოლოდ დამრტყმელის ხმა, რაღაც წვრილი და წყნარი ტკლინც. არანაირი ჰაერის ხმა, არანაირი სხვა დამატებითი ხმა.... მოკლედ არ არის სხვა ხმა. მიუხედავად იმისა რომ თურქიც იგივეა.... იდეაში გასასინჯია ჯერ და შემდეგ შეიძლება დაზუსტებით თქმა, მაგრამ სუფთა სუბიექტურად მემგონი თურქს მაინც აქვს რაღაც ხმა.

მოკლედ ვისაც მარადიორის ჩუმი გასროლა მოსმენილი გაქვთ შეგიძლიათ პირი დააღოთ! HW 100 უფრო ჩუმია თავისი მოდერით, ვიდრე მარადიორი შრაუდერით! სხვათა შორის HW 100 FSB-ც ხმაურიანია, თან საკმაოდ დიდი ხმა აქვს, FSB ვერსია ახლოსაც ვერ მიდის მარადიორთან, აი უბრალო მოდერიანი ვერსია კი ბოლომდე კლავს ჰაერის ტალღის ხმას. გინდ დაიჯერეთ გინდ არა.


ველად გაჭრილი ტესტები და მონადირებული შედეგები

ჰოოო ტესტირება დავიწყეთ შაბათს ანუ შეძენიდან მეორე დღეს, თუ მესამე დღეს... ჰმმმ აღარც მახსოვს.. მოკლედ ეს იყო 27 ნოემბერი წყნარი ამინდი, დაგემოვნების დიდი სურვილი და....


თოფის მფლობელის ამაყი გამოხედვა

ასე იყო თუ ისე შევიკრიბეთ რამდენიმე მსურველი საიდუმლო სერობაზე, ჩავეხუტეთ გერმანელ სტუმარს და ვეწვიეთ ტბასა ლისისასა. გავჩერდით გზის პირას და მემგონი მანდ მწარედ მივქარეთ, ოხ რა მივქარეთ! .

ჯერესერთი ხომ გამვლელ გამომვლელმა მანქანებმა აგვიკლეს, ყველას უნდა გაეჩერებინა მანქანა გადმოეყო თავი დაეღო პირი და მერე ნელნელა წსულიყო, მეორეცესერთი ლისის ტბა თუ საქორწილო ტრასა იყო მემგონი არავინ ვიცოდით , ყოველ 20-30 წუთში ახალი კოლონა მიბობღავდა იმ დამტვრეულ გზაზე კივილ წივილითა და დაჭყეტილი თვალებით, ალბათ ეგონათ საქორწილო დღე დაყაჩაღებით მთავრდებოდა, ან პატარძლის გატაცებით... აბა რავიცი, სხვა რა შეიძლება ეფიქრათ მოქეიფე გაუგებარ ხალხს, რომლებიც შუა ქეიფი და ”გულავის” დროს 3 შეიარაღებულ პიროვნებას გადააწყდნენ გზაზე .

ჯანდაბას დავხუჭეთ ამ ხალხზე თვალი მაგრამ ცოტა ხანში პატრული დაგვადგა თავზე - ასე გვითხრეს იარაღიანი ხალხი დადის მანდო. მოკლედ TT-ს მეგობრები იყვნენ რომ გაიგეს პნევმატიკა არისო ინტერესი დაკარგეს და ეგრევე თავისი იდეების შემოტენვა დაიწყეს... - გეკო გეყიდათ არა ჯობდაო?!



რავიცი განვანათლეთსავით, რომ გეკო საშიშია, ხმაურიანია, ძვირია საბრძოლო მასალა, ისევ მათგანვე (ანუ პოლიციისგან) შეწუხებას და თავზე დადგომას გამოიწვევს (თუმცა ისედაც არ გვაკლია მათი მზრუნველობა)... რავიცი მემგონი მაინც ვერაფერი გაიგეს და წავიდნენ იმ იდეით, რომ უფრო კაი იქნებოდა ერთი ორი კაი მაკაროვი გვეყიდა კაი რუსულ ტაოტში ამოსვრილი .

ყველაზე უსიამოვნო კი ის იყო რომ ერთერთი პოლიციელი რომელიც HW-ის ჩააცივდა თვალებით, ბოლოს მოვიდა და მეკითხება - ეს ლულაზე რა აქვს, ”გლუშიტელიაო”?, ავუხსენი რომ ამ თოფს არ აქვს ხმა და გლუშიტელი არ სჭირდება , დამიჯერა... მაგრამ აქვე ჩანს ლულაზე წამოწმული მოდერი რა პოტენციურ პრობლემებს შეიცავს, აი შრაუდერიან თოფზე კი ასეთი კითხვები არ გაჩნდება (მარადიორი სულ მათ თვალწინ ტრიალებდა, მაგრამ... ნუ კისტია რა... ), შესაბამისად HW 100 F.S.B ასეთ შემთხვევებში გამართლებული ვარიანტია.



კაი ბატონო ყველა ეს სისულელე ასე თუ ისე გადავლახეთ, და გადავწყვიტეთ თოფის დაქრონვა... გამახსენდა რომ ქაღალდი და კალამი არ მქონდა წამოღებული, ამიტომაც დავაძრე ჩემი ტელეფონი და დავიწყე ჩაწერა... ამ ჩაწერისას სულ დამავიწყდა თოფის რეზერვუარის პირველადი მონაცემების ჩაწერა.... როგორც მე-10 გასროლაზე გაირკვა რეზერვუარი ბოლომდე დატენილი არ ყოფილა და დასაწყისში სადღაც 180 ბარზე იყო შევსებული. შედეგად აზრი დაკარგა პირველმა გაქრონვამ, თუმცა მაინც მივიყვანეთ 120 ბარამდე და ვნახეთ რომ თოფი მუშაობს მაქსიმუმ 305 მეტრ წამზე და მინიმუმ 299 მეტრ წამზე. გამოყენებული იყო 10,2 გრანიანი JSB Exact Heavy. 120 ბარის შემდეგ იწყება ვარდნა, იმიტომ რომ რედუქტორი აღარ მუშაობს და შესაბამისად რეზერვუარიდან ჰაერი პირდაპირ ლულაში გადადის. შესაბამისად მანამდე თუ 299-დან 305-მდე მერყეობდა სიჩქარეები, 120 ბარის შემდეგ იწყება გარანტირებული ვარდნა ზემოთ ამოსვლის გარეშე. ანუ 298, 297, 295 და ასე შემდეგ სულ უფრო ძირს და ძირს.




მე და დავითი უბანძეს ოპტიკას ვაყენებთ ერთერთ საუკეთესო თოფზე

მოკლედ ფაქტი იყო რომ მეორეჯერ თავიდან გაქრონვა საჭირო და აუცილებელი იყო, მაგრამ რატომღაც ამ მომენტში, ჯორჯიკამ თავისი ახალი თოფი ჩემს ხელში მიატოვა, თვითონ ჩემი მარადიორი გადაიკიდა და წავიდა სანადიროდ.... გადავწყვიტე მიზანზე შემემოწმებინა თოფი, ამისათვის დავაპირეთ ოპტიკის დამაგრება, მაგრამ ჯორჯიკა ჩემი ფიშტოთი გაიქცა, თენგოს თოფს ვივერის სამაგრები ჰქონდა ჩვენ კი მერცხლის კუდის სამაგრები გინდოდა, ასე რომ დავაძრეთ რაღაც საშინელი 3-9x32-იანი ოპტიკა და შევეცადე თოფზე დამეყენებინა. ოპტიკას საკმაოდ უკან გამოწევა დასჭირდა, იმის გამო რომ რინგი მილზე მიმკვდარი იყო, მომიწია რინგის მოხსნა, წინ წაწევა... მოკლედ მთელი სისულლები ვაკეთეთ და საცოდავ ულამაზეს გერმანელს, რაღაც მახინჯი საშინელება ჩამოვაცვით .


მე ახალ თოფს ვეჩალიჩები,
პრეზიდენტმა კი ჩემი თოფი გადაიკიდა ზურგი გვაქცია და მიგვატოვა





რა ემჩნევა ახლა ჟორჟიკას იმისა რომ ახალი თოფი უხარია?
დარბის ჩემი თოფით და უხარია ბალახებში რაღაცეებს რომ ნახულობს


დავაძრეთ სასროლი ბალიშები, იქვე მანქანის კაპოტზე მოვაწყვე გასასწორებელი პოზიცია და 22 მეტრზე ოპტიკა 3 გასროლაში გავასწორე. 22 მეტრშივე საკმაოდ საინტერესო იყო ტყვიის მოხვედრა. ოპტიკის მისროლა გავაკეთე ბორცვაკზე დაგდებული პაწუა კენჭის მეშვეობით, მესამე გასროლაზე კენჭი ბორცვაკიდან გაქრა. მოვძებნე კიდევ ერთი კენჭი, კიდევ ვესროლე ისიც გაქრა და ასე შემდეგ, 3-4 კენჭი აორთქლდა. უკვე საინტერესო იყო თოფის შესაძლებლობები, ამიტომაც თენგომ გამოთქვა სურვილი მოდი მიზანში ვისროლოთო. თავიდან კი დავიჭყანე მაგრამ....




22 მეტრზე თოკის.. ტფუი... ოპტიკის გასწორება

მოკლედ თენგომ დააძრო თავისი დასაკეცი მაგიდა, მე მანძილმზომით გადავზომე მანძილი და ვიპოვე 50 მეტრზე არსებული ბუჩქი, დავაძრე სტანდარტული სამიზნე და ჩავეხუტე ბუჩქს სანამ თენგო მაგიდას აწყობდა. როდესაც დავბრუნდი დავაყენეთ თოფი მაგიდაზე და....

აი მაშინ მივხვდი რომ ჩვენი წამოწყება სრული სისულელე იყო, 9 ჯერადი ოპტიკით, საღამოს, ღია ბუნებაში... რომელ მიზანში სროლაზეა საუბარი? გადავხედეთ ერთმანეთს, თენგომ ნუ მიდი ვნახოთ რა იქნებაო, მეც ჩავიქნიე ხელი, პოვერ ვანომ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და....





მოკლედ მიზანში წავიდა 3 ტყვია, გავიქეცი შევამოწმე და ტყვიები ძირს დაჯდა, ძლივს შეეხო ქაღალდს, ამიტომაც დავბრუნდი და გავასწორე ოპტიკა 50 მეტრისთვის, შემდეგ გავავსე კლიპი და ზუსტად 10 ტყვია (JSB Exact Heavy 10.2 გრანი) ჩავახუტეთ ქაღალდს.

სანამ შედეგს შეხედავთ გაითვალისწინეთ, სროლისას ნიავი ხელს არ გვიწყობდა, 9 ჯერადი ოპტიკით და 32 მილიმეტრიანი გამომავალი ლინზით ნოემბრის ბოლოს საღამოს 17:15 წუთზე რაიმე ნორმალურ ხილვადობაზე საუბარიც კი არ არის, მაგიდა სუულ ოდნავ მაგრამ მოძრაობდა (გრუნტზე რაფერ გინდა გააქვავო მაგიდა), პლიუს ყოველი გულის ცემა აისახებოდა ოპტიკის სეირნობაზე. ამ ყველა პუნქტის გათვალისწინებით მივიღეთ აი ქვემოთ მოყვანილი შედეგი.







როგორც ხედავთ 3 ტყვია გაქცეულია, დანარჩენი 7 ტყვია კი ჩაჯდა.... ჩაჯდა 10,55 მილიმეტრში, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ არავინ დამიჯერებდა და მეც ვერაფერს დავამტკიცებდი, კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი. მართალია ამ ერთადერთი ნასროლით რაიმე დასკვნის გაკეთება ჭირს, თან აცდენილი ტყვიებიანად ჯგუფი 44 მილიმეტრი გამოდის მეორე დღეს პერსონალური მიზანში სროლა ჩაიშალა რადგან კვირას ქარი იყო და მიზანში სროლა არ გამოვიდოდა, ტირი კი კვირას ყველა დაკეტილია, მოკლედ ეს ერთადერთი ნასროლი შედეგია ჯერჯერობით. რომელიც მემგონი უფრო მეტ კითხვას სვავს ვიდრე პასუხს.

მოკლედ იმ დღეს ამ შედეგებით დავიშალეთ. ოღონდ მისტერ პრეზიდენტს მოველაპარაკე რომ თოფს 1-2 დღით დატოვებდა ჩემთან და დანარჩენ რეპორტს უკვე მე გავამზადებდი. რა იცოდა საწყალმა პრეზიდენტმა რომ თოფს ლამის ერთი კვირა დამიტოვებდა , ოღონდ ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა. როგორც მოვილაპარაკეთ კვირას საღამოს უნდა დამემთავრებინა თოფის დაშმონვა და სურათების გადაღება, კვირას საღამოსვე დამირეკა, მაგრამ სურათები ჯერ ბოლომდე გადაღებული არ მქონდა, ამიტომაც ვთხოვე ხვალ დილით ჩაგახუტებთქვა. აი ხვალ დილას კი მისტერ პრეზიდენტს არ ეცალა, არ შემდეგ დღეს, არც იმის მერე და ვაბშე ტავარიშჩ პრეზიდენტ მიგაქვს ეს თოფი თუ მჩუქნი? არა მე წინააღმდეგი არ ვარ, ასეთი კარგი საჩუქარი....


საიდუმლო სერობის მონაწილეები წინიდან უკანა ფონის მიმაეთულებით:
daviti , Power_VANO, geojorjika, tengo, მე ამ კადრს ვირებდი და ისედაც ბლომად ვჩანვარ ამ რეპორტში


მოკლედ ასე თუ ისე კვირას გადაწყვეტილი იყო დამოუკიდებელი ტესტები. სამწუხაროდ დილიდან ქარი ამოვარდა და მიზანში სროლა ჩაიფუშა. დავიცადე შუადღემდე იმ იმედად რომ ქარი ჩადგებოდა მაგრამ.... მოკლედ დარჩა ნორმალურ პირობებში გაქრონვა, სროლების რაოდენობის აგროვება, და პრეზიდენტის თხოვნით JSB-ის გარდა CP-თი უნდა გამეზომა ტყვიის სიჩქარე. მოვიკიდე ჩემი ხურჯინი, ნასოსი და თოფი, გავეშურე მთაში და 20-25 წუთში პოლიგონი მზად მქონდა.





უფრო სწორედ ვფიქრობდი რომ მზად იყო, მაგრამ რეზერვუარის დატენვა ვის გაახსენდა , ამიტომაც სასწრაფოდ ნასოსი და დატუმბვა. დაიტენა რეზერვუარი 200 ბარზე.


ამ ნიშნულზე დაიწყო გაქრონვა

ცოტა ხანი დავიცადე და კლასიკური შეცდომა აღმოვაჩინე, ბლოკნოტი და ქაღალდი ისევ სახლში დარჩა , სხვა რა გზა მქონდა ისევ წავიდა მობილურში ჩაწერა.

მაშ ასე შედეგები არის შემდეგი (ჩანაწერები წყევაზე გაკეთებულია ყოველ 10-10 გასროლაში და ყოველი კლიპის დამთავრებაში ანუ 14-14 გასროლაში, ამიტომაცაა ამდენჯერ წნევა მიწერილი):

1) 298.2 - Rez 200 Bar
2) 300.4
3) 299.3
4) 299.6
5) 299.5
6) 299.7
7) 300.9
8) 303.3
9) 297.7
10) 299.5 - Rez 185 Bar
11) 300.7
12) 300.3
13) 300.1
14) 301.9 –END CLIP #1 – Rez 180 Bar
15) 302.7
16) 300.5
17) 298.3
18) 304.1
19) 300.7
20) 301.2 - Rez 168 Bar
21) 301.3
22) 300.8
23) 303.4
24) 302.3
25) 301.5
26) 300.2
27) 301.7
28) 300.9 – END CLIP #2 – Rez 155 Bar
29) 301.3
30) 301.1 - Rez 150 Bar
31) 300.9
32) 301.9
33) 297.9
34) 304.1
34) 302.5
36) 301.8
37) 301.0
38) 302.8
39) 301.3
40) 302.4 - Rez 135 Bar
41) 305.1
42) 301.6 –END CLIP #3 – Rez 130 Bar
43) 301.9
44) 300.2
45) 301.0
46) 300.4
47) 299.9 - Rez 120 Bar (End Regulator)
48) 298.7
49) 297.3
50) 297.5 - Rez 115 Bar
51) 296.0
52) 294.5
53) 291.1
54) 291.1
55) 289.9
56) 287.4 – END CLIP #4 – Rez 110 Bar
57) 287.8
58) 285.3
59) 283.0
60) 281.1 - Rez 100 Bar
61) 278.8
62) 278.1
63) 277.4
64) 274.5
65) 270.5 - Rez 90 Bar

ნაწილი მესამე

დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 21:55 ჩვენება(4184) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
კომენტარები