www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->ერთერთი საუკეთესო PCP Weihrauch HW100-ის სრული განხილვა (ნაწილი 1)
ერთერთი საუკეთესო PCP Weihrauch HW100-ის სრული განხილვა (ნაწილი 1)

შინდლერის ტყვია
ავტორი ja_ja
წელი: 1943 ივლისი
ადგილმდებარეობა: ბირკინაუ (კონსლაგერი)
პიროვნება: ამონ გიუტჰი
დრო: დილა 6 საათი და 38 წუთი

მზე დღეს არ გეგმავდა ცაზე გამოჩენას, ამიტომაც, გადმოაფარა დედამიწას თავისი ნაცრისფერი უღიმღამო საბანი და დღეც, ნელ-ნელა, დიდი სიხარულის გარეშე აისახა ფანჯრებში. დღე ცდილობდა თავისი ნაცრისფერი შუქით შენს თვალებში შემოეხედა, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა, თან გარეგნულად იგრძნობოდა რომ რაღაცა თავზე გიჭერს, გტკივა, მაგრამ ვერ იგებ ეს იმის ბრალია, რომ თავის ქალის შიგთავსი გუშინდელი ფრანგული კონიაკის დიდი დოზების გამო ქალაში არ ეტევა, თუ იმავე დოზა კონიაკის მიერ გამოწვეული გაუგებარი საქციელის ბრალია, რომელიც საძინებელ აპარტამენტებში დასრულდა.



თვალს ჯერ კიდევ ვერ ახელ, მაგრამ მძიმე და ატკიებული თავი იჭერს შორი-ახლოდან მომავალი დინამიკების ხმას. ალუმინის დინამიკები როგორც წესი კონსლაგერის პერიმეტრზეა განთავსებული და მკვახე ხმით გაჰკივის:
- aandacht, kijk uit voor de snavel, werkt en kwaken niet. Die ongehoorzaam zou worden neergeschoten
- Vergeet niet! Uw krill behoort tot jagers!



ოოხ, როგორ გაჰკივის ლეიტენანტი.... არ იცის რომ მისი ჰოუფშტურმანფურერი გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ ასეთ ალიაქოთს ვერ აიტანს.... თუმცა კარლი აშკარად იმ ხალხს განეკუთნება ვინც ტყუილად არ იყვირებს დილიდან, ესე იგი ეს რუხი არსებები ისევ უსაქმურობენ... მისახედია საქმე მაგრამ თავი როგორ მტკივა!!! უუუხ, როგორ მტკივა!!!

ცალი თვალი იხსნება და ხედავ საოცარ სილამაზეს, პაწაწუნა ლამაზ შიშველ ფეხის თითებს, აშკარად უხდება ეს პაწუა საყვარელი დეტალები მის მფლობელს. თითებს აყოლებ გაღებულ თვალს და ხედავ შემდგომ სილამაზეებს, ნაზი ფაფუკი კანი... წვივი.. კიდევ ზემოთ და... ჰოო.... ლამაზი ბორცვაკია, ამას უკვე მეორე თვალის შეშველებაც უნდა. იხსნება მეორე თვალი და... უუუუ! თურმე მეორე ბორცვაკიც აქვე ყოფილა, იქვე ჭალა.... ჰმმმ!!! საქმე საქმე, თორემ ფრაუ ფონ ეშტონის სხეული ნებისმიერს ნერწყვით დაახრჩობს.

გადმოყავი ფეხები ლოგინიდან, თავზე ხელები შემოილაგე, უხეშად თმები გაისწორე და მაგიდაზე მდგომი ყინულებით სავსე შამპანიურის ვედროდან ამოიღე სასიამოვნოდ გრილი ქილა, რომელსაც ვეებერთელა წარწერა ამშვენებს - BudFurrer.

მოხსენი სახურავი, პირველი ყლუპი და გაიხედე გვერდზე, სანამ თვალი რაიმეს დააფიქსირებდა სხეულმა იგრძნო ზეციული შვება, აშკარად კარდ რამეს უშვებს BudFurrer-ი. როგორც იქნა თვალი გაჩერდა ოთახის კუთხეზე და გონებაში ნელნელა აისახა შენი შაშხანა... თვალს უკრავ ნაცნობ ფიგურას და ფიქრობ - უჰუ! დროა შენი დროც დადგა.
ავლებ ხელს თოფს და მიეშურები აივნისკენ. წინ კონსლაგერის ხედი გეშლება. აქეთ იქეთ დარბიან ნაცრისფერი არსებები, ზოგი ფრთებს ისწორებს, ზოგიც ერთმანეთს რაღაცას ართმევენ, ყიყინებენ... აი საქმეს კი არ აკეთებენ! სასწრაფოდ გამოსასწორებელია!

მაშ ასე, BudFurrer აივნის რაფაზე, რომ ხელი არ შეგვიშალოს... თოფი ბეჭზე და ოპტიკაში პირველი სამიზნის მოძებნა.... აი ისიც, ზის და საქმიანად რაღაცას კენკავს. თითი კაკვზე, ღრმად ამოსუნთქვა და... ჩუმი უხილავი გასროლა, თოფს მხარზე ოდნავაც არ უკვრია, აი სამიზნეს კი ისე რეკა რომ საცოდავი იქვე ამოტრიალდა.



აფუსფუსდა იქვე არსებული რუხი საზოგადოება, დაიწყო კივილი წივილი!!!! ააჰააა! აფორიაქდით! მეორე სამიზნე, ისევ ჩუმი გასროლა და უკვე მეორეა მზად, ჩახმახის ჩქარი გადაწევა და მესამე ტყვია მზადაა... მაგრამ მოიცა გასროლამდე ყელი ჩავიტკბარუნოთ თორემ გაშრა ეს ოხერი. თოფს ხელიდან არ უშვებ, პირით ეძებ BudFurrer-ის თავს, ამოხვლიფავ ზეციურ სითხეს და ამასთანავე მესამე სამიზნეს ეძებ. აი ისიც, კიდევ ერთი გამოკვრა და მესამე, რუხი ფიგურა ძირს არის... იმედია დრეისათვის მაგალითი უკვე აქვთ...
ოოოხ რა მძიმე იყო მუშაობა! თუმცა უნდა აღვნიშნო რომ შედეგიანი იყო!

შემოიდე მხარზე კარაბინი, ერთი ორი გაიზმორე, შეატრიალ შემოატრიალე წელი და შემობრუნდი შინ, ფრაუ ფონ ეშტონისკენ. მიუახლოვდი და ტკბები, მისი ნაზი სხეულით, უცებ მოგინდა მისი გაღვიძება და ამისათვის მშვენიერ აზრად ჩათვალე კარაბინიდან ამოგდებული ცხელი მასრის გამოყენება, თამამად ხსნი ჩახმახს და თოფის მარჯვენა მხარეს უშვერ ფრაუ ფონ ეშტონს. ხსნი ჩახმახს და....

მოიცა მასრა სადაა??? ეეეე!!! აი ეგრეც ვიცოდი რა! აი ეგრეც ვიცოდი! ყველაფერი მაგარი აქვს ამ HW 100-ს მაგრამ აი ჰილზების ჩასადები არსად აქვს... სასწრაფოდ მოსაგონებელია მასრები პნევმატიკისთვის. რა სცენა ჩაიშალა, რა ოსკარი დაიკარგა, ფუი!!!


შესავლიდან შორიახლოს

იმედია აპეტიტი გაგეხსნათ და ამასთანავე მაპატიებთ ამ პატარა უაზრო შესავალს, მაგრამ როგორც სათაურიდან და უაზრო შესავლიდან ხვდებით დღეს საუბარი გვექნება გერმანულ შაშხანაზე, დიახ დიახ, ლეგენდარულ HW 100-ზე, რომელსაც უშვებს გერმანული ფირმა Weihrauch-ი.
ეს შაშხანა თბილისში კაი ხნის წინ გამოჩნდა, თუ არა ვცდები პირველი მათგანი თბილისს ეწვია 2010 წლის 2 მარტს. მაშინ ისმის კითხვა რატომ არ დაიწერა ამ ლეგენდარული თოფის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე? ვერ გეტყვით - სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ამ თოფის სრული მიმოხილვის დაწერა. დღეისათვის თბილისში მხოლოდ 1 თოფი აღარ არის, მაღაზია ”მაგნუმმა” პირდაპირ გერმანიიდან ჩამოიტანა მთელი პარტია, აქვე მინდა ვისარგებლო საშუალებით და აღვნიშნო საკმაოდ კარგ ფასად. რა თქმა უნდა ქართველი მომხმარებლისთვის ფასები მაღალია, მაგრამ თუ მსოფლიო ფასებს გავითვალისწინებთ.... ჰოო ეს უკვე საინტერესოა.

როგორც უკვე წესად გვაქვს ჩვეული შევეცდები ამ თოფის შესახებ მაქსიმალურად ყველაფრის მოყოლას, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაც პუნქტებს გამოვტოვებ, რაღაც კი მინდა, თუ არ მინდა გამომრჩება. თუმცა ფორუმი იმისთვისაა, რომ ამ თემაში იყოს ეს თოფი შემდგომში განხილული.



განხილვისას შევეცდები, თოფის დეტალების, მექანიკის განხილვას, ასევე მის შესაძლებლობებს, ფასს და მოდიფიკაციებს შევეხები. მაშ ასე რა დამჭირდება თქვენგან ამ ეტაპზე? ჰმმმ, მემგონი მხოლოდ მცირედი, და ეს მცირედი არის:
- სკამი
- ჩაი, ყავა, ან ლუდი, რომელიც თქვენ მოგწონთ
- სასურველია დიდი მონიტორი, თუმცა პატარაც წავა
- ინტერნეტის სტაბილური ხაზი, თუმცა თუ ამ ტექსტს კითხულობს ესე იგი ტექსტი უკვე ეკრანზეა და ინტერნეტიც შეგვიძლია გადავაგდოთ
- და რა თქმა უნდა თქვენი სურვილი, რომ ეს ნაბოდვარი წაიკითხოთ.

მაშ ასე აღარ გაგაწბილებთ ისედაც ფორუმზე 4-5 დღეა ინფორმაციული ვაკუუმია, ზოგს უკვე ნერწყვები სდის... ზოგს სხვა რამ სდის... ასე რომ დავიწყოთ.


მოდელები პოდიუმზე

დავიწყოთ შორეული ისტორიიდან, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც დედამიწა გავარვარებული ბურთი იყო ჩვენს ახლად ჩამოყალიბებული მზის ორბიტაზე... მოკლედ ასე ძალიან შორსაც არ გვინდა, გადმოვინაცვლოთ წინ რამდენიმე მილიარდი წლით და გავჩერდეთ 1899 წელზე, როდესაც შეიქმნა გერმანული ფირმა Weihrauch-ი. ფირმა თავიდანვე მუშაობდა და პრაქტიკულად მე-20 საუკუნის ბოლომდე უშვებდა მხოლოდ და მხოლოდ ზამბარ დგუშიან პნევმატურ თოფებს. მოდელი HW 100 ეს არის ამ ფირმის პირველი PCP იარაღი, და აქვე დავძენ ჯერჯერობით ერთადერთი.



კომპანია ამ ერთადერთ მოდელს უშვებს რამდენიმე ვერსიაში, ძირითადი განსხვავებები არის კონდახში და ლულის სიგრძეში, მაგრამ აქვე არის გარკვეული შეზღუდვები, რა თქმა უნდა ეს არის ენერგეტიკა. არის ჩვენთვის საყვარელი FAC ვერსია (ვინც ვერ მიხვდა და ჰგონია რომ აქ უწმაწური სიტყვებით ვიგინები, მათ ავუხსნი რომ FAC ეს არის აბრევიატურა და ნიშნავს Fire Arm Certificate), ასევე გამოდის 16 ჯოულიანი და 7,5ჯოულიანი. ბოლო ორი ჩვენ არ გვაინტერესებს. ასევე მოდელებში არის 3 ზომის ლულა 610 მილიმეტრი, 410 და 310 მილიმეტრიანი. ყველაზე ძლიერად ითვლება 610 მილიმეტრიანი ლულის მქონე FAC ვერსია, მაგრამ ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ახალი ტენდენცია, ახალ ახალი თოფები გამოდის 410 მილიმეტრიანი ლულებით და ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა 600 მილიმეტრიანი ლულების დეფიციტი, კერძოდ ქარხანა ცალკე 600 მილიმეტრიან ლულებს არ ყიდის. აქვე დავძენ ლულებს Weihrauch თვითონ აკეთებს, ასე რომ რომელიმე სხვა ფირმის ნაწარმში ნუ დაიწყებთ მის ძიებას. ყველაზე ახლოს ხარისხით არის Lothar Waltther-ის ლულები, მაგრამ შეგახსენებთ ქარხნულად LW-ს ლულები 605 მილიმეტრია, და პლიუს ამ ლულებს რაღაც ნაწილი უკანა მხრიდან დამუშავებისას ჩამოეჭრებათ, ასე რომ ალტერნატივას მიიღებთ


კლასიკური HW 100 S


მოკლე ვერსია HW 100 S K

საერთო ჯამში დღეისათვის HW 100-ის ხაზში არის: HW 100 S, HW 100 SK, HW 100 T, HW 100 TK (სიმბოლო K მოდის გერმანულიდან კურც (kurz), ანუ მოკლე. ვიცი რომ ჩვენთან სიმბოლო K-ს აღიქვამენ როგორც სიტყვა კარაბინს, მაგრამ ისტორიულად K-ს აწერენ გერმანელები მოკლე ვერსიას, მაგალითად Mauser 98k, ანუ იშიფრება როგორც - 1898 წლის მაუზერის შაშხანა მოკლე ვერსია (საწყის ჩვეულებრივ ვერსიას ჰქონდა 740 მილიმეტრიანი ლულა, შემოკლებულ ვერსიას კი 600 მილიმეტრიანი), თუ გერმანელებს უნდა აღნიშვნა რომ ეს კარაბინია მაშინ სიმბოლო K-ს კი არ აწერენ არამედ იგივე მაუზერის შემთხვევაში აღნიშვნა იქნებოდა Mauser Kar 98k), HW 100 S - F.S.B., HW 100 T - F.S.B. (FSB შემოკლებით Full Shrauded Barrel, ანუ მოდერის მაგივრად შრაუდერი გამოიყენება)

რაც შეეხება გასროლების რაოდენობას. თუ გავითვალისწინებთ რომ გარეგნულად ყველა ვერსია ერთმანეთს ჰგავს და ყველა მათგანი ერთი და იგივე რეზერვუარს იყენებს, გასაგებია რომ ჩნდება კითხვა - რამდენ გასროლას გააკეთებს თოფი სხვადასხვა ენერგეტიკის დროს. მაშ ასე დატკბით:
30 ჯოული FAC ვერსია - იძლევა 40 სრულყოფილ გასროლას
16 ჯოულიანი ევრო ვერსია - იძლევა 110 გასროლას
7,5 ჯოულიანი F ვერსია - იძლევა 380 გასროლას


კონდახში ხვრელიანი ვერსია HW 100 T


კონდახში ხვრელიანი ვერსია თან მოკლე HW 100 T K


რა თქმა უნდა ეს არის ქარხნის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სამწუხაროდ ამიტომაც არ ვიცით რომელ ტყვიაზეა ტესტირება ჩატარებული (თეორიულად ეს უნდა იყოს სადღაც 9 გრანიანი ტყვია, მაგრამ კონკრეტულად და დაზუსტებით ვერ გეტყვით), ქარხნისვე განმარტებით ტყვიის სიჩქარეებიც შესაბამისად ნაწილდება:

30 ჯოული FAC ვერსია - 320 მეტრი წამში
16 ჯოულიანი ევრო ვერსია - 250 მეტრი წამში
7,5 ჯოულიანი F ვერსია - 170 მეტრი წამში

რადგანაც საქართველოში მხოლოდ დიდი ძალა და მაღალი სიჩქარე გვიყვარს... გასაგებია რომ მხოლოდ ამ ვერსიაზე გვექნება საუბარი.

კონდახები თოფს აქვს მხოლოდ 4 ტიპის, ეგრეთწოდებული T ვერსია 2 ნაირსახეობა (მოკლე და გრძელი) და S ვერსია ისევ 2 ნაირსახეობა (მოკლე და გრძელი), თითოეულ მათგანს თავისი მოყვარული ყავს. მე პირადად შეხება ორივე ტიპის კონდახთან მქონდა და რატომღაც ვამჯობინებ S ვერსიას, თუმცა ეს სუფთა სუბიექტური აზრია და არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ T ვერსია ცუდია, ან ულამაზოა. ამაზე კამათი დღემდე მიმდინარეობს მსოფლიო საზოგადოებაში, ჩემი რჩევა იქნება დაივიწყეთ ჩემი მოწონება და სხვისი რჩევა, ორივე ტიპის კონდახი ხელში დაიჭირეთ და თქვენთვის სასურველი და სანატრელი ამოირჩიეთ.

გაითვალისწინეთ რომ კონდახის მოკლე ვერსია არის მხოლოდ K ინდექსის მქონე თოფებზე, ანუ მოკლე თოფებზე. დიდად შემცირებული კონდახი არ არის, მხოლოდ ცხვირის პატარა ნაწილია მოჭრილი სადღაც 4-5 სანტიმეტრი, დანარჩენის მხრივ ჩვეულებრივი ვერსიის ასლი კვალია.


შრაუდერიანი ვერსია HW 100 S - F.S.B.


შრაუდერიანი ვერსია ხვრელიანი კონდახით HW 100 T - F.S.B.

თოფის კლასიკური ვარიანტი არის, გრძელი ლულა და ლულის ბოლოს დამაგრებული მოდერი, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოჩნდა ეგრეთწოდებული FSB ვერსიები, ანუ შრაუდერიანი ვერსია. ეს უკანასკნელი ბოლო 1-2 წლის განმავლობაში გამოჩნდა ბაზარზე

ისევე როგორც უშრაუდერო ვერსია, შრაუდერიანსაც აქვს ორი კონდახის ვარიანტი. მოკლედ სრული ჩამონათვალი ყველა შესაძლო ვარიანტისა შეგიძლიათ მწარმოებლის საიტზე ნახოთ

კარგი ბატონო ჩავთვალოთ პირველადი შესამზადებელი მიმოხილვა გავიარეთ და ახლა გადავიდეთ კონკრეტულ მოდელზე. დღეს განხილვაში იქნება HW 100 S თუმცა ალაგ-ალაგ შეიძლება HW 100 T F.S.B.-ს ხსენებაც მოვასწრო.


ყუთი და....

მაღაზიაში შეძენის სიამოვნებას და ეიფორიას მე ვერ აღვწერ, სამწუხაროდ არ შევსწრებივარ ამ პროცესს (როგორც იცით თოფი ჩემი არაა, ეკუთვნის ჩვენს ფორუმელ პრეზიდენტს geojorjika-ს. მე უბრალოდ ამ მიმოხილვას ვწერ, რამდენიმე დღით ჩამბარდა ახალი ცინცხალი ფიშტო და...). დარწმუნებული ვარ მფლობელს სისხლი უდუღდა და უხაროდა როდესაც ხელში სასურველი კოლოფი ჩაბარდა. ან შეიძლება ხელი უკანკალებდა როდესაც ფულს იხდიდა... ვერ გეტყვით.







კოლოფი დიდი განსაკუთრებული გაფორმებით არ გამოირჩევა. არის გაკეთებული ჩვეულებრივი რუხი მუყაოსგან და რამდენიმე წარწერა აქვს, რომლებიც სულაც არ მიუთითებენ სანატრელ შიგთავსზე. გახსნისას აღმოაჩენთ სპარტანულ, მაგრამ საინტერესო კომპლექტაციას:

თოფი - 1 ცალი
მოდერი - 1 ცალი
რეზერვუარი - 1 ცალი
კლიპები - 2 ცალი
რეზერვუარის დამტენი კვიკი - 1 ცალი
რეზერვუარის პირდაპირ ნასოსთან მისაერთებელი კონექტორი (ძველი სტილით დასატუმბათ) - 1 ცალი
რეზერვუარის დასაცლელი - 1 ცალი
სახელმძღვანელო -1 ცალი
ზედმეტი მაკულატურა - 2-3 ცალი









როგორც ვიცი მფლობელისთვის (ანუ ჯეოჟორჯიკასთვის) სრული მოულოდნელობა იყო კოლოფში მოდერის აღმოჩენა, კომპლექტაციაში მოდერი შედის და თოფის ლულაზე სპეციალურად რეზბაც კი არის მოჭრილი მოდერის ჩასახრახნად. ალბათ FSB ვერსიას მოდერი არ მოყვება, მაგრამ ამბობენ მასზე დამატებითად მაგრდება მოდერი, ასე ვთქვათ დამატებითი სიმყუდროვისთვის, სამწუხაროდ დაზუსტებით ამას ვერ გეტყვით.

სამწუხარო ფაქტი ისაა რომ თოფს მოყვება კვიკი რეზერვუარის დასატენად, რომელიც ერთდება მხოლოდ ორიგინალ ნასოსზე (ანუ 1/8 დუიმების კონექტორზე ერთდება), აი ჯორჯიკას კი Benjamin-ის ნასოსი აქვს და ამიტომაც ორიგინალი ნასოსი აღარ შეუძენია, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, Benjamin-ის ნასოსს კი 1/8-ის შესაერთებელი არ აქვს, მაქს აქვს ფოსტერის პორტი.

ამიტომაც თუ თქვენც დააპირებთ იგივე თოფის შეძენას და ასევე სხვა ნასოსით მის დატენვას, მაშინ ჯერ უნდა შეიძინოთ შესაბამისი გადამყვანი (ფოსტერის ჩქარი მოხსნის პორტი 1/8 პორტზე), რომელიც სადღაც 12-13$ ღირს, პლიუს ჩამოტანა და შიპინგი... მოკლედ ალბათ 16-17$-მდე დაგიჯდებათ ეს გადამყვანი.







პირველი რაც ყუთის გახსნისას თვალში მოგხვდებათ რა თქმა უნდა ეს იქნება ულამაზესი თოფი, თოფი ბევრი მინახია, მეც მაქვს ჩემი რჩეული, მაგრამ ამ გერმანელ ლამაზმანს აშკარად აქვს რაღაც თავისებური მომხიბვლელი. საუცხოო დამუშავება გინდ ხეზე, გინდ ლითონზე... გავმეორდები, მეც მაქვს მშვენიერი თოფი, რომელიც არანაირად არ ჩამოუვარდება დამუშავების ხარისხით, მაგრამ.... შეიძლება ახალი რომ არის სისხლი ჩქეფს და მთლიანად იპყრობს ყურადღებას....


ტექნიკური მონაცემები

რადგან ყუთი გავხსენით, ისტორია განვიხილეთ... დროა გავიგოთ რას ვკიდებთ ხელს. მოდით მშრალად ჩამოვყრი მონაცემებს:

სიგრძე - 1070 მილიმეტრი
სიგრძე მოდერით - 1245 მილიმეტრი
კონდახი - კაკალი
კლასი - PCP
მანომეტრი - არის (მწვანე დიაპაზონი 200-120 ბარი)
ოპტიკის სამაგრი - Dovetail 11 mm (მერცხლის კუდი)
რეზერვუარის მოცულობა - 175 კუბური სანტიმეტრი
მაქსიმალური წნევა - 200 ბარი
მინიმალური წნევა - 120 ბარი
რედუქტორი - არის, დაყენებულია 120 ბარზე
ლულის სიგრძე - 600 მმ
ლულის სისქე - 16 მმ (რეალური გაზომვისას აღმოჩნდა 15,90 მმ)
კლიპში ტყვიების რაოდენობა - 14 ტყვია
კლიპის სისქე - 9 მილიმეტრი (პრაქტიკულად ნებისმიერი 4,5 კალიბრის ტყვია ჩაეტევა ამ კლიპში)
გადატენვის მექანიზმი - გვერდითა მხარი (Side level)
ენერგია - 30 ჯოული
ტყვიის სიჩქარე - 320 მეტრი წამში
წონა - 3,9 კილოგრამი მხოლოდ თოფი, ოპტიკის და მოდერის გარეშე
სასხლეტი - 2 საფეხურიანი რეგულირებადი

მგონი ყველაფერი ჩამოვთვალე... მაშინ ავიღეთ ხელში თოფი და....


ლამაზსა თვალი ჩავუკარ, მანაც ჩამიკრა თვალიო

მაშ ასე დავიწყოთ სილამაზეებზე და მოხდენილობაზე საუბარი. პირველი ლამაზი და სერიოზული სახის მიმცემი არის სქელი ლულა. სხვათაშორის სქელ ლულას არა მარტო ვიზუალური დადებითი მხარე აქვს, არამედ იგი დადებითად მოქმედებს მიზანში სროლაზეც, არ გეშინია რაიმეს რომ მიაყუდებ და გაიღუნება, დაყრდნობის არ შეგეშინდება. მოხდენილი და ლამაზია ზედაპირული ყველა დეტალი, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იმსახურებს კონდახი და მისი დამუშავების ხარისხი. იმდენად თხელი ფორმები აქვს მიცემული და ისეთი ლამაზი ფაქტურებია არჩეული, რომ წონა პრაქტიკულად შეგვიძლია დავივიწყოთ.







სხვათა შორის კონდახი ლაქით დამუშავებული არ არის, უბრალოდ გაჟღენთილია ზეთით, თან ზომიერად, არც ზედმეტი ზეთის კვალი ჩანს, არც ზედმეტი პრიალი... პლიუს საუცხოოდ და საკმაოდ ღრმად დამუშავებული ”ნასეჩკები”... მოკლედ კონდახი იდეალურია, განსაკუთრებით ამას გრძნობ როდესაც თოფი ხელში გიჭირავს. მე პირადად მომეწონა S სერია იმით რომ ხელი იდეალურად ზის კონდახში, არც იქეთ გადახრა, არც აქეთ, პირდაპირ შენს ხელზეა გამოჭრილი, პლიუს მშვენიერი ზომის მონტეკარლოს ლოყა ახასიათებს. აი T სერიაზე იგივეს ვერ ვიტყვი, ჩვეულებრივი პისტოლეტის ფორმის სახელურია, მოხერხებული, მაგრამ ზედმეტი აღფრთოვანება მე ვერ ვიგრძენი, თუმცა S სერიას აქვს მინუსიც, არ არის უნივერასლი, ცაცია ამ კონდახს ვერ გამოიყენებს. T სერია ამ შემთხვევაში არის უნივერსალური გამოადგება მარჯვენა ხელის მსროლელსაც და მარცხენა ხელის მსროლელსაც.





კიდევ ერთი მინი დეტალი, ეს არის მხარზე მისადები რეზინის სამაგრი. როგორც ირკვევა ეს ბედნიერება მიწეპებულია კონდახზე, შესაბამისად მისი გამოცვლა მთლად იოლი არ იქნება. მეორეა კითხვაა - და რატომ უნდა გამოცვალოთ, ან რატომ უნდა მოხსნათ...



რაც შეეხება ლითონის დეტალებს... მინიმუმამდეა დაყვანილი ალუმინის გამოყენება, მართალი გითხრათ მე საერთოდ ვერ ვიპოვე სად აქვს ამ თოფს ალუმინის დეტალები. ყველაფერი რკინისგან და მძიმე შენადნობებისგან (ურანი, პლუტონი, ოქრო, პლატინა ) არის დამზადებული. კლიპიც კი რომელსაც უმეტესობა სხვა ფირმები პლასტიკატისგან, ან ალუმინისგან, ან ბოლო, ბოლო სილუმიტის შენადნობისგან ამზადებენ... გერმანულ ვარიანტში კლიპიც კი რაღაც სხვა მასალისგანაა დამზადებული, ფოლადი აშკარად არ არის, მაგრამ მსუბუქი შენადნობი ალუმინის ბაზაზე ნამდვილად არ არის.







მახსენდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკების ისტორია, ერთხელ ნანახი მაქვს ერთერთი ექსპერტის შედარება გერმანული ”ტიგრისა”-ისა და რუსული T-34-ის. ორივე ტანკიდან ამოღებული იყო საკისრეები რომელიც ერთი და იგივე ადგილზე გამოიყენებოდნენ და ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებდნენ. რუსული ვარიანტი ქარხნიდან გამოშვების დღიდან დაჟანგვას და გაფუჭებას იწყებდა, ტანკის დაზიანებისას პირველი სწორედ ეს საკისრე ფუჭდებოდა. გერმანული საკისრე კი გაკეთებული იყო 80 წლიანი რესურსის მარაგით. ტანკიდან ამოღებული საკისრე ისევ მშვენიერ მდგომარეობაში იყო და შეცვლის გარეშე განაგრძობდა თავის საქმის გაკეთებას, მიუხედავად იმისა რომ ტანკი რომლიდანაც დეტალი ამოღებული იყო ბრძოლის ველზე 2-ჯერ იყო აფეთქებული და ხელახლა იყო გარემონტებული.

აქაც იგივესთან გვაქვს საქმე, ლეგენდარული გერმანული ხარისხი ყველა დეტალში იგრძნობა, თუნდაც კონდახის ზედაპირის დამუშავებაში, რამდენჯერმე ვატრიალე ხელში და მართალი გითხრათ მიჭირს წარმოვიდგინო რა ღირებულებისაა დანადგარი, რომელიც ასეთ ფორმებს ასეთი სიზუსტით აკეთებს (ალბათ დაზგის ფასი ათეული და ასეული ათასი ევროთი კი არა მილიონებით განისაზღვრება), თან საკმაოდ ჩახლართული ფორმებია და არა სტანდარტულ საკონდახე მიხრა მოხრა. თუნდაც რვიანის ჩასასმელი ადგილი ავიღოთ, ხეში ზუსტად არის ამოჭრილი საჭირო ადგილები, მილიმეტრების დაცვით, მაშინ როდესაც სხვა მწარმოებლები, ძვირიან მოდელებშიც კი ამ ადგილებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.







როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე თოფს საკმაო წონა აქვს 3,9 კილო, ადრე ჩვენს ფორუმზე სხვა თოფებს განვიხილავდით და მათი წონა 3,4 თუნდაც 3,5 და 3,6 კილოგრამი მაქსიმუმად მიგვაჩნდა, ეს მოდელი კი მთელი 3,9 კილოგრამს იწონის, დარწმუნებული ვარ, მოდერი და ქამარი დამატებით კიდევ 200 გრამსა დაამატებენ და ქე ავცდით 5 კილოგრამს, ამას დაამატეთ ნორმალური ხარისხის ოპტიკა რომელიც მინიმუმ 1 კილოგრამს იწონის და.... და ვხვდებით რომ ეს თოფი ტყეში საბოდიალოდ შექმნილი არ არის.



ფასიც უკვე მიგვინიშნებს რომ ეს თოფი საპლინკაოდ შექმნილი არაა, ლეგენდები მის სიზუსტეზე ავტომატურად მიგვითითებენ, რომ საუბარი მხოლოდ სპორტზე შეიძლება და ამასვე ამტკიცებს თოფის ლულის კოლოფზე მიწერილი Weihrauch SPORT.



ბოლოს მოდით ამ განყოფილებაში განვიხილოთ თოფის ბალანსი. ბალანსი თოფს აქვს ზუსტად იმ ადგილზე სადაც რეზერვუარი ლულის კოლოფს უერთდება, ანუ შუა წერტილი სასხლეტს დაცილებულია 16 სანტიმეტრით. საწყალ HATSAN AT44-ში შუა წერტილი სასხლეტთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე HW100-ში, მიუხედავად ამისა თოფი ხელში, თურქისგან განსხვავებით იდეალურად ზის და წინ აშკარად არ გქაჩავს.



მაგრამ ეს მანამდე სანამ ფეხზე არ დადგები და არ შეეცდები სპორტული პოზის დაჭერას როდესაც მარცხენა ხელი პრაქტიკულად სასხლეტის რკალთან გაქვს მიდებული... აი აქ იგრძნობა რომ ცოოტათი უკვე გქაჩავს თოფი წინ. რამდენადაც ვიცი მოკლე ვერსია ანუ HW 100 SK (სიმბოლო K დასახელებაში მიგვინიშნებს რომ მოკლე ლულიანი ვერსიაა 410 მილიმეტრიანი და არა სტანდარტული 600 მილიმეტრიანი) გამოირჩევა უკეთესი ბალანსით. არც არის გასაკვირი, პრაქტიკულად 20 სანტიმეტრის სიგრძის და 16 მილიმეტრის დიამეტრის რკინის დეტალი გაქვს მოძრობილი, შედეგად ბერკეტის ვარიანტი ნაკლებად მოქმედებს და ბალანსიც წინ აღარაა გადახრილი. მოკლედ თავსატეხი შეძენისას ბლომად გექნებათ, მოკლე ლულა გრძელი ლულა.... ის კონდახი ეს კონდახი, შრაუდერი, მოდერი და ასე შედმეგ.



სროლა, დაცვა და ტყვიების მიწოდება

როგორც ტექნიკური მონაცემების დაწერისას აღვნიშნე თოფს გააჩნია 2 საფეხურიანი სასხლეტი რომლის რეგულირებაც შეიძლება. რეგულირებისთვის კონდახის მოხსნა საჭირო არაა, ამისათვის კაკვიც დამცავ სარტყელში არის 2 ხვრელი, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაგჭირდებათ ექვსკუთხედების ნაკრები, რა თქმა უნდა მეტრული, გერმანიაში დუიმების სისტემას არავინ იყენებს





ქარხნულად წესით და რიგით სასხლეტის პირველ საფეხურს სჭირდება 120 გრამი ძალის დატანება რომ სასხლეტმა მოძრაობა დაიწყოს და მეორე საფეხურამდე მივიდეს. მეორე საფეხურზე მისვლისას გრძნობ წინააღმდეგობას და კიდევ დამატებით 120 გრამი ძალის დამატებისას ხდება დამრტყმელის მოწყვეტა.

სამწუხაროდ ზუსტად სასხლეტის ძალის გაზომვა არ შემიძლია არ გამაჩნია შესაბამისი ხელსაწყოები, მაგრამ სუფთა სუბიექტურად შემიძლია ვთქვათ რომ 120 გრამზე მეტი კი არა უფრო ნაკლები ძალაა საჭირო სასხლეტის სამოძრაოდ, ჩემის აზრით ეს არის სადღაც 70-80 გრამი. თან სასხლეტი მოძრაობს 5-6 მილიმეტრის მანძილზე და აწყდება მეორე საფეხურს. აი მეორე საფეხურისთვის საჭირო ძალა არანაირად არ შეადგენს 240 გრამს, ისევ და ისევ სუფთა სუბიექტურად ალბათ იქნება 120-140 გრამი. სხვათა შორის მეორე საფეხურზე დამრტყმელის მოწყვეტა მშვენივრადაა რეალიზებული, არანაირი ზედმეტი სვლა, ჩავარდნები, წაბორძიკება, ოდნავ მეტი ძალა დაატანე და გასროლა მომენტალურად ხდება. 10-20-ჯერ თუ გაისროლე უკვე ეჩვევი თუ როდის მოხდება გასროლა და ავტომატურად სროლა შენს კონტროლს ექვემდებარება.

თუმცა აქვს ამ საქმეს თავისი მინუსებიც... ხშირად მომსვლია ამ 2-3 დღეში შემთხვევითი გასროლები, ანუ იმდენად მსუბუქია სასხლეტი, რომ დამიზნების დაწყებისას ცოოტათი თუ გაერთე აზრებში გასროლა უკვე შემდგარი ფაქტია და მხოლოდ იმას ნანობ რომ ჯერ მიზანი ბოლომდე არ გქონდა ამორჩეული....



აქვე აღვნიშნავ მცველს. მცველი განთავსებულია ლულის კოლოფის მარჯვნივ ზედა მხარეს. ერთის მხრივ მოხერხებულადაა განთავსებული და შეიძლება მარჯვენა ხელის ცერა თითით მარტივად საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა, მაგრამ გარკვეული პრობლემები არსებობს. მაგალითად მცველის რეჟიმიდან ცეცხლის რეჟიმში შედარებით იოლია გადასვლა, თუმცა მაინც გარკვეულ ძალას მოითხოვს, აი მცველის რეჟიმში გადმოსვლა შედარებით რთულადაა და უფრო მეტ ძალას მოითხოვს, თან შედარებით მოუხერხებელია მცველზე დაყენება, ვიდრე საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა. თუმცა ეს ყველაფერი მიჩვევაზეა და რამდენად საჭიროა ამ თოფზე მცველის რეჟიმში გადაყვანა ეს ჯერ კითხვის ნიშნიშ ქვეშაა.


თოფი დაყენებულია მცველზე


თოფი საბრძოლო მდგომარეობაშია

ასე მაგალითად როდესაც თოფი გადატენილი არ არის, შეუძლებელია მცველის გადაყვანა დაცვის რეჟიმში, თოფი რჩება საბრძოლო მდგომარეობაში და ვერაფრის დიდებით ვერ გადაიყვანთ მცველის რეჟიმზე. ლოგიკა აქ ასეთია - მაინც არ არის თოფი გადატენილი და მცველი რათ გინდა?

მცველის რეჟიმში გადასვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ როდესაც თოფი გადატენილია. თან თუ გასროლას არ აპირებ... საკმაოდ იოლია თოფის საბრძოლო მდგომარეობიდან გამოყვანა. ამისათვის ჩახმახი, ნახევრად გადმოწიეთ უკან თითქოს და გადატენვას აპირებთ (ან ბოლომდე გადმოწიეთ უკან, თუ არ გეზარებათ), და გამოკარით სასხლეტს თითი. გაიგებთ ფუჭი გასროლის მცდელობის ნაზ ხმას (თუ ნახევარზე გქონდათ გადმოწეული, ხოლო თუ ბოლომდე გადაწიეთ ჩახმახი და სასხლეტს ხელი გამოკარით, მაშინ შეგიძლიათ სასხლეტი გამოკრულ პოზიციაში დატოვოთ და ჩახმახი წინ დაუშვათ, ისევ იგივე მოქმედება მოხდება) და მორჩა სამე, საბრძოლო მდგომარეობიდან თოფი გამოყვანილია.

ასეთი სიმარტივის შემთხვევაში ჩნდება კითხვა საერთოდ რა საჭიროა მცველი????

კარგი გადავიდეთ ჩახმახზე და კლიპზე. ჩახმახი უკვე ნაწილობრივ ვახსენე, მაგრამ მოდით დეტალურად განვიხილოთ. ჩახმახი არის ეგრეთწოდებული Sidelevel-ი, რომლის გადაწევა საკმაოდ იოლია, ვიტყოდი ჩახმახი თვითონ მოძრაობს, საკმარისია თავიდან გახსნა დაიწყოთ და შემდგომ თვითონ მიდის ჩახმახი თითქმის ბოლომდე უკანა პოზიციაზე, საჭიროა პატარა ძალაა იმისათვის რომ ბოლომდე გადატენოთ თოფი, ამასობაში ხდება კლიპის გადატრიალება და ტყვიის დაყენება მიმწოდებლის წინ.



შემდეგ კი გაითვალისწინეთ თოფის თავისებურება, მიუხედავად იმისა რომ ჩახმახი ბოლომდე გადავწიეთ და ყველაზე უკანა პოზიციაზეა, თოფი სინამდვილეში გადატენილი არაა, ანუ ასე ვთქვათ დამრტყმელი ამ დროს არაა სრულად ზამბარაზე დაყენებული.

მეორე ნაწილი

დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 21:58 ჩვენება(4022) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
კომენტარები