www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->Shooting Chrony ALPHA (Red), ტყვიის სიჩქარის საზომი (მეტრი/წამში)
Shooting Chrony ALPHA (Red), ტყვიის სიჩქარის საზომი (მეტრი/წამში)

Shooting Chrony ALPHA (Red)
ავტორი ja_ja






ესეიგი ქრონოგრაფი - არის მოწყობილობა რომლიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ მოძრავი ობიექტის სიჩქარე, ჩვენს შემთხვევაში გვაინტერესებს გასროლილი ტყვიის სიჩქარე სხვადასხავ ტყვიებით, სხვადასხვა იარათის ლულებით და სხვადასხვა პარამეტრებით.

მოკლედ არსებობს რამდენიმე სახის ქრონოგრაფი, ძირითადად იყოფა ორ ნაწილად:

1) არის მოკლე ქრონოგრაფები, რომლებიც იარაღის ლულაზე მაგრდება. საკმაოდ კომპაქტურია, თავის საქმეს აკეთებს, ზოგიერთ მოდელს აქვს usb-ზე შეერთების და კომპში ინფორმაციის ჩაცლის შესაძლებლობა, მაგრამ ყველ ასეთ მოწყობილობას აქვს რამდენიმე მინუსი, ძირითადი არის პლასტმასის კორპუსით და აქედან გამომდინარე მდგრადობა/ცხპვრებს პერიოდი არის პატარა, პლიუს მხოლოდ ჰაერზე მომუშავე PCP-სთვის გამოდგება.

არ ვიცი რატომ (ამას ალბათ მცოდნეები დააკონკრეტებენ შემდგომ), მაგრამ ასეთი ქრონოგრაფები ვერ მუშაობენ CO2-იან იარაღთან, ასევე პრობლემა აქვთ ზამბარ-დგუშიან იაღაღთან და რა თქმა უნდა ვერ მუშაობენ ცეცხლსასროლ იარაღთან იმის გამო რომ წნევა, ტემპერატურა და დარტყმის ტალღა ნაკუწებად აქცევს ასეთ მოწყობილობებს.

2) თაღიანი (ზოგჯერ ეძახიან არკიან/ჩარჩოიან ქრონოგრაფებს), გამომდინარეობს სახელი თვითონ ქრონოგრაფის დიზაინიდან, ანუ მოწყობოლობას აქვს ჩარჩოს ან თაღის ფორმა, და ტყვიის სიჩქარე იზომება ორი თაღის (ჩარჩოს, არკის) გავლის დროს. ასეთი კონსტრუქციები შედარებით დიდია, წონაც დიდია, ძირითადად ლითონის კორპუსი აქვთ, მუშაობენ პრაქტიკულად ყველა ტიპის იარაღთან, გინდ ცეცხლსასროლი, გინდ პნევმატიკა. ისევე როგროც პირველი კლასის ქრონოგრაფები, არის მარტივი და რთული ქრონოგრაფები, შესაბამისად, მარტო ზომავენ და წერენ, ან შეიძება მიუერთდეთ დისტანციური მონიტორი, პრინტერი (ამობეჭდავს მიმდევრობით გასროლებს და საშუალო სიჩქარეს გამოიყვანს), შესაძებელია მიერთდეს კომპთან და ასე შემდეგ.


მოკლედ მე ჩავთვალე რომ საჭირო მოწყობილობაა, მართალია მარტივია კონსტრუქციული თვალსაზრისით, განსაკუთრებით თუ პრონტერს და სხვა მოწყობილობებს არ ვუერთებთ, მაგრამ ვამჯობინე ქარხნული სერიოზული აპარატის შეძენა.

მაშ ასე Shooting Chrony ALPHA (Red)



ერთერთი ცნობილი ფირმაა Chrony რომელიც უშვებს რამდენიმე მოდელს, მათ შორის მე ჩავთვალე რომ ყველაზე კაია Shooting Chrony ALPHA (Red), ბევრი მოწყობილობის შეერტება, შეიძლება, აქვს თავისი მეხსიერება რამდენიმე ათეულ გასროლაზე, გამოირჩევა ათვლის სიზუსტით და კაი სიჩქარეების დიაპაზონი აქვს.


შესაძლებლობები

სამუშაო "მასალა" - პნევმატიკა, ცეცხლსასროლი, პეინტბოლი, სტრაიკბოლი და ა.შ.
მახსოვრობა - 32 გასროლა
სიჩქარის გაზომვის დიაპაზონი - 9მ/ს-დან 2133მ/ს-მდე
გამოთვლის სიზუსტე (მწარმოებლის ინფოთი) - 99.5%
კვება - 9 ვოლტიანი ბატარეა 48 საათი განუწყვეტელი მუშაობა
საზომი ერთეულები - მეტრი წამში ან ფუტი წამში
სროლის სტატისტიკა - სიჩქარეები: ყველაზე ნელი, ყველაზე ჩქარი და საშუალო
კორექტორება - ნებისმიერი დამახსოვრებული გასროლის წაშლა (თუ რაღაც მიზეზის გამო ამოსაღების სტატისტიკიდან)
დამატებითი მოდულები - შეიძლება მიერთდეს პრონტერი, დისტანციური მართვის პულტი, დისტანციური მინი LCD მონიტორი, დამატებითი ნათურები
ზომები დახურულ მდგომარეობაში - 19სმ x 10.3სმ x 7სმ
ზომები გახსნილ აწყობილ მდგომარეობაში - 19სმ x 10.3სმ x 42სმ (ზუსტად ვერ ვზომავ, სახლში რომ მივალ მაშინ გავზომავ ზუსტად)


მოკლედ მოწყობილობაზე შეიძება მიერთდეს შემდეგი რაღაცეები

დისტანციული მინი მონიტორით


დისტანციური ჩამრთველ გამომრთველი


დამატებითი ნათურები ოთახის პირობებში კაი განათებისთვის


პრინტერი, რომელზეც ბოლოს იბეჭდება ჩატარებული სროლის შედეგები


პროგრამული უზრუნველყოფა, თუ გსურთ სხვადასხვა ხელოვნური პირობების დაპროექტება (ზუსტად დანიშნულება ვერ გავიგე)

მოკლედ ასე იყო თუ ისე დავუკვეთე ეს სიამოვნება ამერიკაში, შევიძინე სტანდარტული პლასტიკური ბარათით (visa electron), დაჯდა 89$, ჩამოტანა ბარამით (ძვირად ჩამოიტანეს, შესაფუთი გოფრირებული მუყაო და პენოპლასტ-ცელოფნის დამცავებიც მოცულობით წონაში მიათვალეს) 30$. 2 კვირა ლოდინი და თბილისშია ეს მოწყობილობა.

ახლა თბილისური ფოტო რეპორტაჟი. შემდეგომ დავამატებ საველე პირობებშჳ გამოცდის მაჩვენებლებს.

სურათებზე საკმაოდ მასიურად გამოიყურებოდა და საკმაოდ კომპაქტური აღმოჩნდა დაკეცილ მდგომარეობაში



მაუსი ყუთზე ადევს მიახლოებითი ზომებისთვის სახაზავი არ მაქვს სამსახურში და ვერ ვზომავ.



გახსნილი კოლოფი კომენტარების გარეშე



ყუთიდან ამოღებული, დაკეცილი, ხელში (ისევ ზომებისთვის)



როგორ იხსნება (საიტებზე და ინსტრუქციებში ყოველთვის გახსნილი ჩანს და ამიტომაც დიდია, სიმნამდვილეში საკმაოდ კომპაქტურია)



ესეც საბოლოოდ გახსნილი და უკვე კაი მოზრდილი ჩანს



მაკულატურა რაც მოყვა



რკინის ღერძები და პლასტმასის დეტალები თაღების ასაწყობად.

ბოლოს აწყობილს აღარ ვდებ,ზემოთაც არის აწყობილი ნაჩვენები და ინტერნეტშიც ოხრადაა აწყობილი მდგომარობის სურათები smile.gif

ასე რომ საზომი ერთეული გვაქვს!

იმედია მალე ჩავატერებთ საველე პირობებში ტესტირებებს და მაგის შედეგებსაც დავდებთ.

დანარჩენი განხილვები იხილეთ ჩვენს ფორუმზე

დაწერა bazuka, ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 23:01 ჩვენება(3743) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
კომენტარები