www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->Airforce Talon - სრული განხილვა
Airforce Talon - სრული განხილვა

წაკითხვის წინ სასურველია ძირს მოცემულ მელოდიას მოუსმინოთ რომ შესავლისთვის საჭირო განწყობა შეიქმნათ.
ხმა დიდი საჭირო არაა წაკითხვაში შეგიშლით ხელს, მხოლოდ იმდენად რომ სუსტი ფონი იყოს
ასეთი მელოდია მეორეც შეგხვდებათ და არ გამოტოვოთ!

[mp3=]http://airgun.ge/reports/Worlds.mp3სამყარო[/mp3]

ამბობენ რომ თავიდან იყო სიტყვა, მაგრამ თუ გადავხედავთ გალაქტიკურ ენციკლოპედიას და ვნახავთ თავს, სამყაროს წარმოქმნა, მივხვდებით რომ თავიდან იყო ”ბრანები”, ორი პარალელური სიბრტყე, რომელთა მოძრაობისას ხანდახან ხდება და სიბრტყეები ერთმანეთს ეხება, შეხების ადგილზე კი წარმოიქმნება დიდი აფეთქება.



დიდი აფეთქებით კი წარმოიქმნება დრო და სივრცე. ამავე დროს დიდი აფეთქებისას წარმოიქმნება კიდევ ერთი რამ... ცხელი გავარვარებული რადიაცია, და მის გარდა არაფერი არ არის პირველ ხანებში. რადიაცია რომელიც წარმოიქმნა აფეთქების დროს ნელ-ნელა ცივდება, გარდაიქმნება მატერიად და ანტი მატერიად. ეს ორი ფიზიკური ერთეული როდესაც ერთმანეთს ეხება, იწვევს ანიჰილაციას და სუფთა ენერგიის გამოყოფას. საბედნიეროდ ახლად წარმოქმნილ სამყაროებში მატერია უფრო მეტი წარმოიქმნება, ამიტომაც გარკვეული პერიოდის შედმეგ, ყველა ანტიმატერია ქრება მატერიასთან შეხებისას და სამყაროში რჩება აურაცხელი რაოდენობით ცხელი მატერია, ძირითადად კვარკები, რომლებიც ფორმირდება ატომებად.



იმავე გალაქტიკურ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ რომ პირველადი მატერია რომელიც წარმოიქმნება ახალ სამყაროში არის წყალბადის ატომები, რომელიც აურაცხელი რაოდენობით წარმოიქმნება, ისინი ერთიანდებიან მიზიდულობის ძალით, შემდეგ ეს მიზიდული ატომები უკვე წარმოქმნიან გრავიტაციას და სულ უფრო და უფრო მეტ ატომებს იზიდავენ, იჭირხნებიან, ფეთქდებიან და მზეებად გარდაიქმნებიან.

თავდაპირველი მზეები კოლოსალური ზომებისაა, ისინი წვავენ წყალბადს, გარდაქმნიან მას ჰელიუმად და შემდგომ ჰელიუმს გარდარქმნიან ომიკრონ პერსეი 115-ის გამოჩენილი მეცნიერის მიერ დაწერილი დახრაფტის ტაბულის სხვადასხვა ელემენტებად.

სინთეზი გრძელდება რკინის წარმოქმნამდე, რკინის წარმოქმნისას მზე აფეთქებას იწყებს და სამყაროში აურაცხელ საჭირო ელემენტს აფრქვევს (ასევე გადაიკითხეთ გალაქტიკურ ენციკლოპედიაში თავი მძიმე ელემენტები, სადაც გაიგებთ რომ რკინაზე უფრო მძიმე ელემენტები წამოიქმნება სამყაროში გიგანტური მზეების აფეთქების პროცესში, რადგანაც პროცესი ხანგრძლივი არ არის, მძიმე ელემენტებიც შესაბამისად სამყაროში ნაკლებადაა გავრცელებული). თავიდან ასეთი აფეთქებები სამყაროში აურაცხელი იყო, ნელნელა მზეები უფრო და უფრო ნაკლები ზომის წარმოიქმნებოდნენ, ბოლოს მზეები და დარჩენილი მტვერი გალაქტიკებში გაერთიანდნენ, გალაქტიკაში კი წარმოიქმნა აურაცხელი მზის სისტემები თავისი პლანეტარული სისტემებით. როგორც ამბობენ ასე წარმოიქმნა ჩვენს გალაქტიკაში 2 საინტერესო მზის სისტემა, ერთი რომლიდანაც კაცობრიობა წამოვიდა და მას პირდაპირ ეწოდებოდა მზის სისტემა, მეორე კი 89 სინათლის წელიწადით მოცილებული სისტემა სახელად კომოსოტ Az58b.



მზის სიტემაში კაცობრიობა ვითარდებოდა, კომოსოტის სისტემაში კი ჩინჯერები, დადგა დრო და ორივე რასამ მოახერხა ჯერ თავისი მზის სისტემის დაპყრობა შემდგომ კი გალაქტიკაში დაიწყო მოგზაურობა. ჩინჯერები უფრო მეტ სივრცეს საჭიროებდნენ განვითარებისთვის, თან იგივე ტიპის პლანეტები აინტერესებდათ რაც ადამიანებს, გარდა ამისა ორივე რასას ტექნოლოგიური განვითარებისთვის მძიმე ელემენტები სჭირდებოდა, გალაქტიკის ენციკლოპედიის 678-ე თავის მე 15 პარაგრაფისა და ჭ მუხლის თანახმად კი მძიმე ელემენტები სამყაროში შედარებით მცირე რაოდენობითაა. ინტერესთა კონფლიქტი გარდუვალი იყო, ამიტომაც ვზივარ დღეს სადესანტო ხომალდში სრული ეკიპირებით და ვემზადებით რეიდისთვის.




სანამ გავაგრძელებთ ვრთავთ მეორე მელოდიას, საჭირო მუხტის მისაღებად...
თუ პირველი მელოდია ჯერ არ დამთავრებულა, მაშინ ან დაველოდოთ მის დასრულებას, ან პირველი მელოდია გავაჩეროთ და შედმეგ გავუშვათ მეორე

[mp3=]http://airgun.ge/reports/Glory.mp3მონალიზა[/mp3]


იქ სადაც დასასრული იწყება...

კაბინაში 24 მედესანტე ვზივართ, ჩვენი ბრონირებული სკაფანდრები გადაღებილია პლანეტის ფერების შესაბამისად და წარმოადგენენ კომუფლირების მწვერვალს.

კაპტანი დადის ორ რიგს შორის და ბოლოს ინსტრუქტაჟს გვიტარებს... მიყვარს ეს პროცესი, ცოტაც და სისხლი დუღილს დაიწყებს...



- მაშ ასე მზის სისტემა ”ტაბულა 56”, მეოთხე პლანეტა მზიდან, ზომით 1.2 დედამიწა, გრავიტაცია 1.15. ჟანგბადი არის, აზოტი ჰაერში არის, სუნთქვა შეიძლება, მაგრამ სასურველია 5 საათის შემდეგ სუფთა ჰაერზე გადახვიდეთ. სკაფანდრებში მარაგი ახლავე გადაამოწმეთ.
- მცენარეები სტანდარტული (საფრთხეს არ წარმოადგენენ), არსებობს ცხოველების სხვადასხვა სახეები, ზოგიერთი შხამიანია, მაგრამ ბრძოლის ხმაზე ყველა იმალება. ადგილი სადაც ჩვენს ჯგუფს უწევს დესანტირება, არის ოპტიმალური არც ცივა, არც ცხელა, ზედაპირი მშრალია.
- ბრონიტექნიკა მოგვიანებით ჯდება, თავიდან მხოლოდ მსუბუქი სადესანტო მანქანა გვეყოლება, მსუბუქი შეიარაღებით. მძიმე ტექნიკა დაჯდება მხოლოდ იმის მერე რაც სასტარტოდ ტერიტორიას გავწმინდავთ. შეგვიძლია მტრის წინააღმდეგ გამოვიყენოთ ყველა იარაღი ბირთული ხელყუმბარების გარდა, ასე რომ მოიხსენით და ჩააბარეთ კაპრალ ზიხნისს!. ინსტრუქციები გასაგებია?! მაშინ შეასრუილეთ!

მაშ ასე ინსტრუქციები მიღებულია და ყველა ვიწყებთ ჩვენი ინსტრუმენტარიუმის შემოწმებას, რაცია...

- ჰიკს გესმის ჩემი?... ჰიკს!... ხმა ამოიღე... უხ შენი!!!

სრულად წაიკითხეთ აი აქ



დაწერა ilariona, პარასკევი, 09 მარტი 2012 16:06 ჩვენება(2390) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
კომენტარები