www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->დაე დასრულდეს სანადირო სეზონი
დაე დასრულდეს სანადირო სეზონი

26.02.2012 სანადირო სეზონის გრანდიოზული დახურვის ,,ნასვამი’’ რეპორტი


მან აშკრად რაღაც იცოდა



გვეუბნებოდა ჯაჯა უფროსი, არ მიდიხართ თქვენ სანადიროთო, მანდ სმის გარდა არაფერს იზავთ თქვენო და ჩვენ კი ვუმტკიცებდით, რომ ნიიხტ, ჩვენ სულით მონადირე ხალხი ვართ და მხოლოდ სანადიროთ მივდივართო.

სეზონის დახურვის თემა, რომ წამოიწია მე ჩავუდექი ისევ სათავეში ყველაფერს და დავიწყე ორგანიზება, იყო საუბრები ტალახიანების თემაც წამოვწიოთო, იქ პლინკიო, იქ ნადირობაო და მე გამახსენდა, რომ ზუსდატ ერთი კვირის წინ, როდესაც გურჯაანიდან ვბრუნდებოდი, ბოდბესკენ გადავუხვიე და მაგრად ვისიამოვნე კიდეც, ერთი საათი დავბოდიალობდით მაშინ და ოფროუდიც გამომივიდა და პლინკიც. ხოდა მე დავწერე ბოდბე-მაღაროსკენ წავიდეთ მეთქი, გემრიელადაც გავერთობით მეთქი, მერე ვიქეიფებთ მეთქი, მერე სიღნაღში ჰოსტელში დავრჩებით მეთქი და კარგა გემრიელად გამოვიძინებთ მეთქი, მერე პახმელიაზეც გამოვალთ მეთქი და ბოლოს სახლებში დავბრუნდებით მეთქი.

შენ ხარ ჩემი ბატონი, რავაცრ კაკოიე არ ყოფილა ამ გასვლის ორგანიზატორი ასევე მეც მომხსნეს ორგანიზატორების სიიდან, ტელეფონშივე მითხრეს, მოეშვი შენ აბდლურ საქციელსო და კახურად პური ვჭამოთო, სახლიც მაქვსო, კარიცო და დანარჩენს კი თქვენით ნახავთ სურათებსა და ვიდეოებში თუ რა მაგრად და გემრიელად დაგვხვდნენ კახეთში დავითას ოჯახში.
ისე მეც ჯაჯასავით ეჭვი კი შემეპარა, როდესაც დავითმა მითხრა, დილის 7 საათზე რა ჯანდაბა დაგკარგვიათ კახეთშიო? ასე 9:30 შევიკრიბოთ როჭინის ხიდთანო.
ერთი კი ვიფიქრე რანცხას აქვს ადგილი მეთქი, მაგრამ რა გზაა, მასპინძელს არ მიყავხარ ადრე და შენით ხომ არ გაიქცევი წინ?

მოვიდა დილა, შევიკრიბეთ ამ როჭინის ხიდთნა (დარწმუნებული არ ვარ სწორად ვწერ თუ არა ამ ხიდის სახელს) და ველოდებით მასპინძელს






და აი ისიც, მოვიდა დიდი ქართველი პური მჭამელი და დიდი თამადა, რომელსაც საბოლოო ჯამში დიდი ომის შემდეგ თავი ავატკივეთ



სრულად რეპორტის ნახვა


დაწერა ilariona, შაბათი, 17 მარტი 2012 10:12 ჩვენება(2624) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
კომენტარები