www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->პნევმატიკის კლასები ჯიშები და..., ანუ რა ტიპის პნევმატიკები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ შეძენის წინ
პნევმატიკის კლასები ჯიშები და..., ანუ რა ტიპის პნევმატიკები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ შეძენის წინ 

ეს თემა დაგდებული მქონდა ოჩოპინტრეზე, მართალია გაცილებით პატარა და სურათების გარეშე... ჩვენს ფორუმზეც სადღაც დავაგდე, მაგრამ ჩაიკარგა, იმიტომ რომ შუა თემაში იყო სადღაც.

მოკლედ გადავწყვიტე ცალკე გამომეტანა, დამესურათებინა, შემევსო საჭირო ინფორმაციით, რადგანაც საჭირო საკითხებია განხილული და როგორც ახალბედების შემოერთება გვიჩვენებს, ეს საკითხები ახალბედებმა უნდა იცოდნენ. ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს აღწერა შეუძლებელია, ამიტომაც გადავწყვიტე - ჯობია ერთ ადგილზე იყოს ყველაფერი თავმოყრილი.



ამ საკითხში გათვითცნობიერებულ მესვეურბს ვთხოვ, უბრალოდ საკუთარ არჩევანს ნუ სთავაზობთ ახალბედა მომხმარებელს, ეს არასწორია, ის რაც მე მომწონს თქვენ ალბათ არ მოგწონთ, მაშ რატომ უნდა იყოს აღფრთოვანებული ახალი მომხმარებელი მაინცა და მაინც თქვენი არჩევანით?? შეიძლება დღეს დაგიჯეროთ, მაგრამ ხვალ ინანოს. ამიტომაც უფრო მართებული იქნება, თუ საერთო ინფორმაციას გაეცნობა მომხმარებელი და მხოლოდ შემდეგ იქნება ამა თუ იმ კონკრეტული მოდელების განხილვა თავისი პლიუს მინუსებით.

ახლა კი მიმართვა პოტენციურ ახალ პნევმო მფლობელებს.

თავიდან გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს თემა არ არის სრული დოკუმენტაცია, არამედ არის, შესავალი იმისათვის რომ გაერკვეთ და წარმოდგენა შეგექმნათ ამა თუ იმ ტიპის პნევმატიკაზე და მისი გამოყენების არეალზე, კონკრეტული მოდელები და სახეობები, შემდგომში შეგიძლიათ ფორუმზე დაათვალიეროთ შეისწავლოთ დასვათ კითხვები და გაიღრმაოთცოდნა.

პირველი ყველა ახალბედას ვურჩევ ერთ რამეს არ იჩქარო, ნაჩქარევად რაღაცის შეძენას ჯობია 2-3 კვირა გაჩერდე (თუ საჭიროა უფრო მეტიც, ჩემი პირველი PCP შაშხანა შევიძინე სადღაც 7-8 თვიანი ინფორმაციის აგროვების შემდეგ, დღეს არსებობს უკვე საქართველოში გამოცდილი ხალხი და აღარ დაგჭირდებათ 7-8 თვე ყველაფრის გარკვევა, მაგრამ უცებ მაღაზიაში მისვლა და გამყიდველის სიტყვებით ყიდვა..... მოკლედ არ გამოვა მაი საქმე ). ჯობია თოფის გარეშე იყო, ვიდრე უცებ რაღაც იყიდო და მერე საფიქრალი გქონდეს, როგორ გაყიდო და სხვა იყიდო უფრო იაფად, ან უფრო ძვირად.

გვაქვს სამწუხაროდ მაგალითები და ამიტომა ჯერ ჯობია ყველაფერი აწონ დაწონო.




ჯერ უნდა ჩამოყალიბდე რისთვის გინდა, არის გამოყენების 4 სახეობა:

1) პლინკაობა - ანუ ტილაობა რა, იქ ბოთლს ესროლე, აქ ტოტს გაარტყი, იქ ლუდის ქილა მოხსენი, მოკლედ მაიმუნობა



2) გართობა - ეს რაღაც შუალედურია, პირველ პუნქტსა და მომდევნო ორ პუნქტს შორის, აქ შედის ნადირობაც, ტილაობაც, უბრალოდ გადატენვა და გასროლაც და ”რადი პონტა” პრეტენზიის გაცხადება მიზანში სროლაზე.




3) ნადირობა - უკვე სიტყვიდან გასაგებია რომ ცოცხალი სამიზნეების მოსახსნელადაა განკუთვნილი. ამ ტიპის თოფებს უკვე მოეთხოვება ენერგეტიკა და სიზუსტე რომელიც თითქმის ოლიმპიურ სიზუსტეზე აცხადებს პრეტენზიას.




არ ცდებით, ეს ყველაფერი არის პნევმატური თოფით მონადირებული, უბრალოდ ის კალიბრი და ის იარაღი რაც ამას აკეთებს ჩვენთან აკრძალულია

4) სპორტული - გაჭირვების შემთხვევაში შეიძლება ნადირობაც, მაგრამ ამ კლასის თოფები განკუთვნილია ძირითადად ქაღალდში სასროლად თან დიდი სიზუსტით, მაგალითად 50 მეტრზე 5 ტყვიით არ უნდა გააკეთო 5-8 მილიმეტრზე მეტი ჯგუფი. არის სუპერ პუპერ ეგზემპლარებიც და არის შედარებით იაფინი მოდელებიც. ძირითადად მძიმე იარაღია ან თუ მსუბუქია მაშინ სუსტი იარაღია, მძიმე გამოიყენება 50 მეტრამდე დისტანციებში მსუბუქი გამოიყენება 10 მეტრიან ოლიმპიურ დისტანციებზე სასროლად. მოკლედ ორივე ვარიანტი გამოუდეგარია სანადიროდ.



ახლა ამ 4 გამოყენების სახეობაში კიდევ არის კლასები, მაგალითად არის 4 კლასის პნევმატიკა (განსხვავდება მუშაობის ძირითადი პრინციპებით)

სრული სტატია შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ფორუმზე

დაწერა ja_ja, ორშაბათი, 19 მაისი 2014 13:36 ჩვენება(3150) | კომენტარი(1) სრულად წაკითხვა
კომენტარები
aleqsa
19 მაისი 2016
gamarjoba! fotoebs ar mixsnis da risi bralia? xom ver damexmarebodit?