www.airgun.ge - ყველაზე მაღალი წნევა ქართულ ნეტში :]

კეთილი იყოს თქვენი ფეხი AirGun.ge პორტალზე!

ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები. ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
სასტარტო ფავორიტებში მთავარი კონტაქტი საიტის რუქა
ამბები

ამბები->ახალი ამბები->მაღალი წნევის ნასოსები, ანუ სამი მუშკეტერი და დარტანიანი
მაღალი წნევის ნასოსები, ანუ სამი მუშკეტერი და დარტანიანი

მაღალი წნევის ნასოსები, ანუ სამი მუშკეტერი და დარტანიანი

ასე თუ ისე ჩვენს რესურსზე (airgun.ge) უკვე დაგროვდა გარკვეული გამოცდილება PCP-სთან დაკავშირებით. ვიცით რა არის, ბალონი, ნასოსი, რეზერვუარი.... გამოყენებაში მყოფი, მოქმედი და აქტიურ მაღალი წნევის ბალონი მხოლოდ რამდენიმეა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში ამ მიმოხილვის დაწერისას მომენტისთვის, დანარჩენი ჩვენი ფორუმის სპორცმენ-მონადირე-მოპლინკავე ელემენტები კი იყენებს სპორტულ გამაჯანსაღებელ ტრენაჟორს სახელად - მაღალი წნევის ნასოსი.



როგორც წესი არ ცხრება კამათი რომელი ნასოსი ჯობია, რომელი უკეთესია, ჩქარა ტენის, მსუბუქად და ასე შედმეგ... დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ყველა PCP პნევმატიკის მოყვარული დადგება არჩევნის წინაშე რომელი ნასოსი ჯობია და რომელი შეიძინოს. ეს თემაც სწორედ მათთვისაა დაწერილი, მართალია ვეებერთელაა, მაგრამ მოიცავს პრაქტიკულად ყველა საჭირბოროტო საკითხებს, გარდა დაშლა აწყობა შეკეთებისა (შეკეთების და აღდგენის თემა შეგიძლიათ ამ მისამართზე იხილოთ, ასევე გვაქვს ფორუმზე დაშლის თემა , ცოტა აბდაუბდად ახსნილი, მაგრამ ძირითად პრინციპებს ყველა გაიგებთ).

პირველი ნასოსი მგონი საქართველოში გამოჩნდა შორეულ 2008-ში, მაგრამ ამჯერად მიმოხილვაში იმის და მიხედვით არ დავიწყებ თუ რომელი უფრო ადრე გამოჩნდა, არამედ განვიხილავ საქართველოში მათი პოპულარობის და რაოდენობის მიხედვით.


პატარა ფიზიკის კურსი

ვინიც არ იცის ფიზიკა, ან საქმის კურსში არ არის, აქ პატარა მიმოხილვას გავაკეთებ...

მაღალი წნევის ნასოსები გამოიყენება წინასწარ დაჭირხლულ პნევმატიკაში (აბრევიატურით წდპ, მაგრამ ჩვენთან უფრო ცნობილია ამ სახის პნევმატიკა ლათინური აბრევიატურით PCP - Pre Charged Pneumatic, შემდგომში ეს ტერმინი იქნება გამოყენებული) ჰაერის რეზერვუარში ჩასატუმბად. PCP პნევმატიკაში საჭიროა მაღალი წნევის ჰაერი, ყველაზე დაბალი სამუშაო წნევა PCP იარაღში არის 70 ატმოსფერო, უფრო სწორედ დიაპაზონი 136 ატმოსფეროდან 70 ატმოსფერომდე. ამ წნევაზე მუშაობს მგონი ყველაზე პატარა და მსუბუქი PCP იარაღი სახელად Benjamin Discovery.

როგორც წესი, დანარჩენი იარაღები საჭიროებენ მეტ წნევას, მათი სამუშაო წნევების დიაპაზონი არის, 200-დან 110 ატმოსფერომდე, ზოგიერთ ეგზემპლარში კი 300-დან 120-130 ატმოსფერომდე... როგორც ვხვდებით ასეთ წნევას ჩვეულებრივი მანქანის საბურავის ნასოსით ვერ მივიღებთ. თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ახალბედებმა ეს ამბავი არ იციან და უკვირთ რატომ უნდა გადაიხადონ ნასოსში 200-300$ როდესაც ლილოს ბაზრობაზე უფრო დიდ ნასოს (ან მანქანის ელექტრო ნასოსს) შეიძენენ 15-დან 50 ლარის ფარგლებში. საქმე იმაშია რომ ჩვეულებრივი ნასოსი მუშაობს ერთჯერადი შპრიცის პრინციპით, არის ცილინდრი, შიგნით მოთავსებულია დგუში და ამ დგუშის ზემოთ ქვემოთ მოძრაობით და გარკვეული კლაპნების გამოყენებით შეგვიძლია დავტუმბოთ მანქანის საბურავი, რომელშიც წნევა მაქსიმუმ აღწევს 2,5 ატმოსფეროს.





იმის გამო რომ წნევის ზრდასთან ერთად იზრდება ნასოსის წინააღმდეგობაც, შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი ნასოსით 7-8 ატმოსფეროზე მეტი წნევის შექმნა. აქ უკვე ფიზიკა ერევა საქმეში.

გავიხსენოთ და წავიხმაროთ პატარაზე მათემატიკა. მოდით პირობითად ჩავთვალოთ რომ ნასოსში დგუშის დიამეტრი არის 35 მილიმეტრი (3,5 სანტიმეტრი - თუმცა რეალობაში შედარებით მეტი ზომის დიამეტრი აქვს ხოლმე მანქანის ნასოსის დგუშებს). გავიხსენოთ ასევე ფიზიკის კურსი - ჩვეულებრივი წნევა დედამიწის ზედაპირთან (უფრო სწორედ ზღვის პირთან) არის 1 ატმოსფერო, ანუ 1 კილოგრამის ძალა აწვება ყოველ 1 კვადრატულ სანტიმეტრ ზედაპირს. კიდევ ერთი პარამეტრიც შემოვიტანოთ, ეს არის ჩვენი წონა, ვთქვათ ჯანსაღი უღიპო ჯანიანი ადამიანი ვართ და ვიწონით ასე 80-85 კილოგრამს. ახლა კი დავიწყოთ გამოთვლები.

პირველი რაც უნდა გავარკვიოთ - რამდენი კვადრატული სანტიმეტრია ნასოსის დგუშის ზედაპირის ფართობი. დგუშის მრგვალ ზედაპირს, ანუ დიამეტრს, კვადრატულ სანტიმეტრებში პირდაპირ ვერ გავზომავთ, ამიტომაც ვიხსენებთ მათემატიკას, და ვთვლით წრის ფართობს, ამისთვის კი ვიყენებთ შემდეგ ფორმულას - ცილინდრის რადიუსი კვადრატში გამრავლებული P-ზე (3,14-ზე). თუ დგუშის დიამეტრი არის 3,5 სანტიმეტრი, მისი რადიუსი იქნება 1,75 სანტიმეტრი. ესე იგი გამოგვდის 1.75x1.75x3.14= 9,61625 კვადრატული სანტიმეტრი. ანუ მოდით უხეშად ჩავთვალოთ რომ ნასოსის დგუშის აქვს 9,5 კვადრატული სანტიმეტრი ფართობი (არ დაგავიწყდეთ რეალურ ნასოსი ცოტაოდენ მეტი ფართობი აქვს).

დავიწყეთ დატუმბვა - 1 ატმოსფეროს წნევაზე დგუშის ქვემოთ მოძრაობისას, დგუში შეგვეწინააღმდეგება ძალით რომელიც ტოლია 9,5 კილოგრამისა (გვახსოვს ხომ ატმოსფერული წნევის ძალა - 1 კილოგრამი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე). ადამიანისთვის ეს დიდი არაფერია, მითუმეტეს მოძრაობა ძირს, პლიუს საპოხი მასალა და ბედნიერად ვტუმბავთ საბურავს... მაგრამ ავედით 2 ატმოსფეროზე...



ესე იგი ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს უკვე 2 კილოგრამი ძალა აწვება. აქედან გამომდინარე კი საერთო ჯამში უკვე 19 კილოგრამს ვებრძვით. 3 ატმოსფეროზე უკვე 3 კილოგრამი მრავლდება 9,5 სანტიმეტრზე და ვიღებთ 28.5 კილოგრამს, 4 ატმოსფეროზე 38 კილოგრამს, ასე ავედით 8 ატმოსფეროზე და უკვე ვებრძვით 76 კილოგრამ ძალას, ამ წნევაზე ნასოსზე უკვე მთელი ჩვენი წონით დაწოლა გვიწევს, პრაქტიკულად ვეკიდებით ნასოსზე ზემოდან რომ რამენაირად დავძლიოთ.

9 ატმოსფეროზე თანაბრდება ჩვენი წონა და შექმნილი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მივაღწიეთ 85.5 კილოგრამ წინააღმდეგობას, ჩვენი წონა კი თავიდან ჩამოვაყალიბეთ როგორც 85 კილოგრამი. როგორც ხვდებით 10 ატმოსფეროზე ასვლა ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება... ჩვენი მასა წინააღმდეგობას აღარ ყოფნის, საჭიროა გაქანებით ზემოდან დაწოლა....


სრული მიმოხილვას შეგიძლაით გაეცნოთ ჩვენს ფორუმზე

დაწერა ja_ja, ორშაბათი, 19 მაისი 2014 13:45 ჩვენება(1793) | კომენტარი(0) სრულად წაკითხვა
კომენტარები