28 მაისი 2012 - პირველი შეჯიბრი BR25 (EURO)

დაწერა: ilariona

ამ თემაში იქნება მხოლოდ შეჯიბრის განხილვა და არა შეჯიბრს მოყოლებული გასვლის განხილვა



2012 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში ბენჩ რესტის (Bench Rest) შეჯიბრი პნევმატური იარაღიდან სროლაში.



შეჯიბრი პირველი იყო, ამიტომაც მისი ჩატარება რამდენჯერმე გადაიდო საორგანიზაციო საკითხების გამო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩატარდა. საბოლოოდ შემუშავდა წესები, პრინციპები, დაიგეგმა შეჯიბრის ადგილი...





შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25 რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.

შეჯიბრი ჩატარდა ბოლნისში ხრამის ხეობაში, ვისაც გსურთ ადგილის ნახვა შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბმულით

როგორც მოითხოვს ბენჩ რესტის პირობები, ერთერთი აუცილებელი ფაქტორია ამინდის მიერ კორექტივების შეტანა, ანუ ნიავი წვინა და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს თან გვახლდა .

მოხდა ადგილის შემოღობვა და სასროლი დისტანციის გამზადება. მაგიდების დალაგება, ქარის მაჩვენებლების დამონტაჟება. ვიდეო ჩანაწერი რომელიც ამ ყველაფერს ნათლად გვიჩვენებს, შეგიძლიათ აქვე იხილოთ.



სრულად რეპორტის წაკითხვა შეგიძლია ამ მისამართზე


საიტი: http://www.airgun.ge