ჩვენ საიტზე, შეძლებთ მიიღოთ ყველაზე ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია პნევმატურ იარაღზე. თანამედროვე პნევმატური იარაღის ყველაზე საინტერესო რეპორტები.
ვიდეო მასალა, რჩევები. გთავაზობთ დაამატოთ AirGun.ge ფავორიტებში.
ეს არის ვიდეო რეპორტაჟი, გამოფენა IWA 2010-დან, რომელიც ჩატარდა ქ. ნიურბერგში რეპორტაჟი არის გაკეთებული ინგლისელი აირგანერების მიერ და თავისთავად ძირითადად მოიცავსჩვენთვის საინტერესო თემატიკას.
გამოფენა IWA ნიურბერგში ტარდება უკვე 35 წლის მანძილზე. გამოფენაზე არის წარდგენილი ყველაფერი, სასროლ თემათიუკაზე, ოპტიკა, შაშხანები, დანები სამხედრო და სანადირო კამუფლირებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,უსაფრთხოების სისტემები, და თავისტავას ჩვენთვის ყველაზე საინტერესო რამ - პნევმატური იარაღი. გამოფენაზე ჩანს რომ უამრავი ევროპული მწარმოებელი აპირებს გაგვახაროს სიახლეებით... როგორც მინიმუმ 3 ინგლისელი მწარმოებელი წარადგინა ახალი აპარატები წელს IWA-ზე.
თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა HATSAN–ის ფირმის ახალი ტყვია "Hatsan Torpedo 4,5mm", 4.5 კალიბრის ტყვია იწონის . 0.62 გრამს (gram) იგივე 9.5grains. კოლოფში არის 450 ცალი, და საორიენტაციო ფასი 30 ლარი.
ამ ტყვიის დაწყვრილებით განხილვას შემოგთავაზებთ ჩვენს ფორუმზე, კერძოდ ამ თემაში ...
სანადირო იარაღის სახეები იზრდება სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 25 / 03, 2010 16:14
სანადირო იარაღის სახეები იზრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "იარაღის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან. კანონმდებლობით, სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის. მოქმედი ნორმით, სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. კანონში ცვლილებების პროექტით კი, სანადირო იარაღის სახეები უფრო დაკონკრეტდება. კერძოდ, იქნება სანადირო გლუვლულიანი ცეცლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი; სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმა ...
ესე იგი ჩემი ფანტომის ვრცელ აღწერას დავწერ ჩემი გამოუცდელი თვალით, რამე თუ შემეშლება მომიტევეთ და შემისწორეთ საუბარი წავა წყვილზე crosman phantom 1000 .177 cal + Leapers/UTG 3-9x50AO, RG intensified Mil-Dot reticle.
თავიდან რამოდენიმე სიტყვა ჩამოტანაზე. ვიყიდე ამაზონზე უოპტიკო ფანტომი, ლიპერს/უტჯ ოპტიკა, რინგები და კროსმან პრემიუმ მზიმე ტყვიების კოლოფი. ყველაფერი ჩამოვიტანე ბარამით, ბევრი ვიგინე იმაზე რომ ერთად ჩამოიტანეს და არა ცალ-ცალკე, ბევრი ვიგინე საბაჟოზე სანამ გამომატანეს ამანათები მაგრამ ასე თუ ისე ჩამოვიდა, 170 ლარით მეტი დამიჯდა ვიდრე უნდა ყოფილიყო. ჯამში გადავიხადე: 189.76 ლარი იარაღში + 186.36 ლარი ოპტიკაში, ტყვიებში და რინგებში (69.95$, 25.63$, 10.49$ შესაბამისად). აქ შედის ამერიკაში ტრანსპორტირება. ამას ემატება ბარამის მომსახურეობა 45+13.5+9+5=72.5$ ანუ 126.90 ლარი და ჯამში გამოდის 503 ლარი. უკვე ძვირი ჩანს ასეთი იარაღისთვის მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ხარისხიანი ტყვიები მოყვა 1250 ცალი და სტანდარტულზე გაცილებით უკეთესი ოპტიკა. წესით საბაჟო რომ არა ამით მთავრდება ყველაფერი, მაგრამ იმის გამო რომ ერთად ჩამოვიდა ოთხივე ამანათი და 300 ლა ...
კომპანია Crosman-ის მიერ გამოშვებული პისტოლეტის მოდიფიცირება.
თავდაპირველად აღებული იყო Crosman-ის საბაზისო მოდელი 1377 , შემდგომ ბევრი მოდიფიკაციის ხარჯზე მულტიპამპ სისტემა გადაყვანილი იყო PCP კლასში და მიღებული იქნა მინი კარაბინი.