დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მჭირდება რჩევა ოპტიკასთან დაკავშირებით.
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
feroni
XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX
XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX
XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX
tengo
XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX
XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX
ja_ja
XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX

თქვენც აგიყოლიეს ბატონო გიორგი ტირზე საუბრებით? თქვენგან არ მოველოდი

რაც შეეხება მილდოტებს, ზემოთ და ქვემოთ smile.gif

მოდი ასეთ კითხვას დაგისვავ, ვთქვათ მიზანი გასწორებული გაქვს ჯვარზე 50 მეტრში. ნუ ეს ერთი პირობა უკვა ჩამოყალიბებულია

უცებ ბუნებაში გადიხარ და სამიზნე გვხვდება 75 მეტრზე, რომელ მილ დოტს უმიზნებ? ზედაც თუ ქვედას? ნუ ალბათ მეტყვი ქვედასო და მართალი იქნები, რაც უფრო შორსაა მიზანი განულებული დისტანციისგან მით უფრო ძირა მილდოტი უნდა აიღო (ნუ ეს უხეში მონახაზია, კონკრეტულ მეტრაჟზე და კონკრეტულ ტყვის პარაეტრებზე არ გავქვს საუბარი).

მაგრა მოდი აბა გავართულებ კითხვას, ისევ ბუნებაში გახვედი იგივე პარამეტრებით გასწორებული თოფით და ამჯერად სამიზნე დაგხვდა 20 მეტრით ახლოს... რომელ მილ დოტს უმიზნებ? ზედას თუ ქვედას? ალბათ იტყვი ზედასო.. კაი იქნება თუ ეგრე ფიქრობ, მაგრამ იმისათვსი რომ გაიგო რატომ 50 მეტრამდე ზედა და რატომ 50 მეტრის მერე ქვედა, საჭიროა წარმოიდგინო და იცოდე ტყვიის ტრაექტორია.

ნუ რამდენადაც ვხვდები ცეცხლსასროლთან შეხება გაქვს, ასე რომ ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლი თუ ვიტყვი რომ ტყვიას სწორი ტარექტორია არ აქვს, არამედ პარაბოლაზე მოძრაობს, ანუ ლულიდან გამოსვლისთანავე იწყებს ვარდნას, და რაც უფრო შორს, მიდის, მით უფრო რეზკი ხდება ვარდნა, ანუ მთელი ფრენის მანძილზე ერთნაირად კი არ ეცემა და ერთნაირ ლამაზ ხაზს კი არ ხატავს, არამედ ყოველ მომდევნო მეტრის გავლის მერე, უფრო და უფრო მეტად ძირს ვარდება, ვთქვათ 10 მეტრაზე თუ ეს იყო სიტყვაზე 15 მილიემტრიანი ვარდნა, 50 მეტრზე, უკვე არის არა 15 მილიმეტრი ყოველ გავლილი მეტრზე, არამედ 55 მილიმეტრი და ნუ ეს მნიშვნელობა წარამარა იზრდება, შედეგად ვიღებთ უხეშად შემდეგ სურათს



ანუ აქ ჩანს ვთქვათ ტყვიის გამოფრენა ლულიდან წითელი ხაზით, როდესაც ლულა ჰორიზონტალურად სწორედაა გასწორებული, ლურჯი ხაზით კი არის, ასევთქვათ პირდაპირი ხედვით სამიზნე სადაა, ვტქვათ 50 მეტრზე (იასამნისფერი ჯვარი), შედეგად ტყვია ყოველთვის ქვევით წავა.

მაგრამ თუ გვინდა გავასწოროთ მიზანი ისე რომ ჯვარი აჯდებოდეს 50 მეტრზე არსებულ სამიზნეს, პრაქტიკულად ლულას წინ ვაწევინებთ თავს, და ცოტაოდენ ცაში ვისვრით, შედეგად ვიღებთ აი შემდეგნაირ ტყვიის ტრაექტორიას.



შედეგად დააკვირდი რამ იჩინა თავი... თავიდან ტყვია ზემოთ მიდის, და ახლო მანძილებზე ამიტომაც გვიწევს ზედა მილდოტების გამოყენება, ხოლო 50 მეტრზე ტყვია ზუსტად მიზანში ჩაჯდება, 50-ის მერე კი ტყვია ისევ ქვევით წავა და გასაგებია რომ ქვედა მილდოტები იმუშავებს

ნუ უფრო გამოკვეთილად ჩანს იგივე სქემა ვთქვათ 70 მეტრზე განულებისას



ახლა რაც შეეხება შენს კითხვას

ციტატა(feroni @ 11th November 2011 - 08:56 PM) *
აი ამ სურათზე ნათლად ჩანს სამიზნის ქვევით რო ტყვიაა მოხვედრილი ის ჯვარით არის ნასროლი და ზედა ორი ტყვია კიდევ ქვედა პირველი მილდოტით

რეალურად ბალისტიკური კალკულატორი გვიჩვენებს შემდეგ ტყვიის ტრაექტორიას



მუქი წითელი არის ტყვიის ტრაექტორია, ლურ/მომწვანო ფერი გვიჩვენებს ლულის მიმართულებას, და ზემოთ ქვემოთ რომ სხივები მიდის ეგ არის მილდოტები ზედა და ქვედა შესაბამისად....

აქ უკვე ჩანს რომ თუ თოფი განოლებული 50 მეტრზე, მაშინ ახლო მანძილზე სადრაც 12-13 მეტრამდე (ზედა მილდოტი მუშაობს სადრაც 25 მეტრზე და ჯვარი ჯდება 50 მეტრზე), ტყვია კაკრაზ ძირა მილდოტის დამიზნებით წავა მიზანში. ხოლო თუ განულება უფრო ახლო მანძილზეა გაკეთებული, ნუ მაშინ სადრაც 15-18 მეტრამდე იმუშავებს პირველი მილდოტი.

მოკლედ ასე ზერელედ შენ ვერაფერს გაიგებ. დარწმუნებული ვარ რომელიღაც დისტანციაზე ნოლზე გასწორება აქამდე შენთვის სულმთლად ახალი თუ არ იყო, რარაც განსაკუთრებულ მნიშვნელობებს რომ გაძლევს ... ნუ მოკელდ ხვდები რომ მთლად კინოსავით და თამაშივით არაა გაიხედე დაასვი ცუდ ჯიძიას ჯვარი და ესროლე smile.gif მოკლედ არ მუშაობს...

მანდ მთელი გათვლებია საჭირო და უნდა იცოდე რა დისტანციაზე გიწევს ხშირად მუშაობა, იმ დისტანციას იღებ ნოლად და მაგაზე ასწორებ ჯვარს, დანარჩენი მერე ახლოს იქნება თუ შორს ეგ უკვე დამოკიდებულია ტყვიაზე, მის სისწრაფეზე, მერე მაგას ემატება ქარი და ხელის ყანყალი... ნუ მოკლედ... smile.gif

მიჩვევა უნდა, და დამუღამება ისე ხე დადე და ესროლე არაფერს არ მოგცემს.
ilariona
თემის სათაური არის: ,,მჭირდება რჩევა ოპტიკასთან დაკავშირებით" სადმე დაინახეთ რომ წერია ტირთან დაკავშირებითო?

კიდევ ერთი არეულობა ამ თემაში და ბანები დაგირიგდებათ საახალწლო საჩუქრებივით.


ცელუიუ, კნიაზ.
feroni
ja_ja
შაბათს ტირში ვიყავით ბიჭები და ოპტიკა თავიდან გავასწორე, მოკლედ ეხლა რა ხდება!
ზემოთ დავწერე რომ 11.5 მეტრიდან ვესროდი სამიზნეს და ერთი მილდოტით ქვევით ხვდებოდა ტყვიათქო, ჰოდა გუშინ დაახლოებით ასეთ მანძილზე მომიწია ჩხიკვზე სროლა და შენი რჩევის გათვალისწინებით ვესროლე, წინა ზუმი დავაყენე დაახლოებით 12 იარდზე და ქვედა პირველი მილდოტით ვესროლე, ტყვია მოხვდა კისერში და არა მკერდში სადაც უმიზნებდი, ანუ მოხვედრის ადგილი იყო ჯვარი და არა მილდოტი.
დღეს გამახსენდა ეს ნასროლი და გადავწყვიტე იგივე სახლში გამემეორებინა, შედეგი მივიღე განსხვავებული ვიდრე ზედა პოსტში მაქვს დაწერილი, ანუ ეხლა უკვე ზუსტად მიზანში ისვრის როდესაც ჯვრით უმიზნებ, 50-მეტშიც ზუსტად მიაქვს ტირშიც ასე იყო და ეხლა ფანჯრიდანაც ვესროლე დაახლოებით 50 მეტრში და იქაც ზუსტად ხვდება.
ვეღარ გავიგე მოკლედ რაშია საქმე, გამოდის რომ როდესაც წინა ზუმს (მემგონი პარალაქსი ქვია ხოო?) დავაყენებ კონკრეტულ მანძილზე რომელზეც ვესვრი უკვე ჯვრით მიაქვს სწორად მიზანში და არა ქვედა თუ ზედა მილდოტით.

სხვათაშორის ტირში სანამ ოპტიკის განოლებას დავიწყებდი უკვე არსებული ნოლი შევამოწმე და 50 მეტრში დაახლოებით მილდოტით დაბლა მოხვდა ტყვია, თენგოს ვკითხე მაშინ და მითხრა რომ დროთა განმავლობაში ირევა და თავიდან გასწორება უნდაო!

შენ რაც ზევით დაწერე ლოგიკურიც არის და სწორიც მაგრამ რეალურად სულ სხვა შედეგს ვღებულობ, ან მე ვაკეთებ რამეს არასწორად ად ოპტიკა უბერავს.
ისე შენს ბოლო გრაფიკს თუ დავაკვირდებით გამოდის რომ ორი ნოლი გვაქვს, ერთი 13.5 მეტში და მეორე 50 მეტრში.
ja_ja
feroni
ნუ ღელავ არაფერ განსხვავებულს არ იღებ. გაგისწორებია შენს ჭკუაზე ოპტიკა და ეგაა smile.gif

შენ მხოლოდ ჩემს მიერ მოყვანილ გრაფიკებს ნუ უყურებ, ეგ მხოლოდ ასევთქვათ ინფორმაციისთვის არის, მაგ გრაფიკებში არ არის გათვალისწინებული ტყვიის წონა და სიჩქარე, შენს კონკრეტულ შემთხვევაში შეიძLება სხვანაირად მუშაობდეს, მოკლედ მთავარი შენ მოირგე და დაანებე გრაფიკებს თავი უარესად დაგაბნევს.

რაც შეეხება არევას დროთა განმავლობაში... თუ არ მოხსნი და არაფეერს არ შეცვლი (ტყვიას, სიჩქარეს, თოფის პარამეტრებს), მაშინ არაფერი არ აირევა. გაგიმხელ პატარა ტექნიკურ მუღამსაც, მაგალიტად მე ხშირად ვხსნი და ვაყენებ ხოლმე ოპტიკას, მაგრამ დამუღამებული მაქვს შემდეგი რამ, წინა რინგი გასწორებული ამქვს კოლოფის პირზე, როდესაც მოვხსნი და უკან ვაყენებ წინა რინგს იგივე ადგილზე ვაყენებ და პრაქტიკულად არანაირი კორექტირება არ მჭირდება ხოლმე ოპტიკა ზუსტად იგივე წერტილს იჭერს ხოლმე.
gregory
ციტატა(feroni @ 17th November 2011 - 01:40 PM) *
ისე შენს ბოლო გრაფიკს თუ დავაკვირდებით გამოდის რომ ორი ნოლი გვაქვს, ერთი 13.5 მეტში და მეორე 50 მეტრში.

feroni
ეგრეა, მაგრამ არა 13.4 მეტრში, არამედ 12.4-ში. ნუ გრაფიკის მარჯვენა ბოლოში უწერია კიდეც smile.gif

ja_ja
feroni
ციტატა(feroni @ 17th November 2011 - 01:40 PM) *
ისე შენს ბოლო გრაფიკს თუ დავაკვირდებით გამოდის რომ ორი ნოლი გვაქვს, ერთი 13.5 მეტში და მეორე 50 მეტრში.

ეგ ყოველთვის ეგრეა smile.gif

მე 60 მეტრზე მქონდა ერთი პერიოდი გასწორებული თოფი, და 2 ნოლი ვიცოდი გარანტირებულად, ეს იყო ზუსტად 10 მეტრი და 60 მეტრი, შუაშია ვიღებდი 1 მაქსიმუმ 2 მილით ზემოთ და ყველაფერი ცვიოდა smile.gif
feroni
ეხლა თავიდან გავზომე სამიზნემდე ადგილი ამჯერად სკუპულოზურად smile.gif აღმოჩნდა რომ ზუსტად 12.3 მეტრია. მოკლედ აწი მეცოდინება რომ დაახლოებით 12 მეტში არის პირველი ნოლი და იმის იქეთ რასაც ვესვრი 32-35 მეტრამდე ვიხმარ ზედა მილდოტებს, მერე როგორც გრაფიკიდან ჩანს ტყვია ისევ დაბლა მოდის და დამიზნების ადგილი ჯვარს უახლოვდება
დიდი მადლობა thank_you2.gif
cz80
feroni
გასათვალისწინებელია ისიც რომ სიჩქარის ცვალებადობასთან ერთად იცვლება მოხვედრის წერტილი ვერტიკალზე :)
და კიდევ, სროლის კუთხეა გასათვალისწინებელი.
.მაგალითად ტირში მაგიდიდან 50 მეტრზე განულებული,ანუ ჯვარში რომ ხვდება,
ესროლე 40-45 გრადუსით ზევით მაშინ უკვე ჯვარში კი არა ერთი მილდოტით ზემოთ წაიღებს :)
ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვა, ხის კენწეროზე მჯდომ ობიექტს რომ ესროლო 50 მ-ზე , ჯვრის ზევით,ერთი მილით ზევით მოხვდება :)
sekurifa
feroni - მე პირადად უფრო მარტივ ხერხს ვიყენებ იქნებ შენც ცადო.ჯვარი გავასწორე ზუსტად 10 მეტრზე.მერე დავდე შაშვის ზომის საგანი 50 მეტრზე და დავიმახსოვრე რამდენ დანაყოფში ეტევა,მერე 40 ზე და 30 ზე.ეს ყველაფერი გავაკეთე დაბალ ზუმზე (ანუ ჩემსას აქვს 4-9 ზუმი და გავზომე 4-ით)მერე გავისროლე ორ-ორი ტყვია ყველა დისტანციაზე და დავიმახსოვრე თუ რომელ მილდოტს დაემთხვა თითო ნასროლი.ახლა როცა მიზანში ამომყავს ფრინველი ვიცი რა მანძილზე ზის და რომელი ქვედა დანაყოფით ვესროლო.ასეთ შემთხვევაში არ მიწევს ძედა დანაყოფების გამოყევება (ნეტავ საერთოდ არ ქონდეს smile.gif )
feroni
ციტატა(cz80 @ 17th November 2011 - 02:54 PM) *
ესროლე 40-45 გრადუსით ზევით მაშინ უკვე ჯვარში კი არა ერთი მილდოტით ზემოთ წაიღებს smile.gif

ეს არ ვიცოდი, აუცილებლად შევამოწმებ!
მადლობა
ისადა პირიქით ქვევით როცა ვესვრი მაშინ რა ხდება?

ციტატა(sekurifa @ Nov 17 2011, 02:56 PM) *
feroni - მე პირადად უფრო მარტივ ხერხს ვიყენებ იქნებ შენც ცადო.ჯვარი გავასწორე ზუსტად 10 მეტრზე.მერე დავდე შაშვის ზომის საგანი 50 მეტრზე და დავიმახსოვრე რამდენ დანაყოფში ეტევა,მერე 40 ზე და 30 ზე.ეს ყველაფერი გავაკეთე დაბალ ზუმზე (ანუ ჩემსას აქვს 4-9 ზუმი და გავზომე 4-ით)მერე გავისროლე ორ-ორი ტყვია ყველა დისტანციაზე და დავიმახსოვრე თუ რომელ მილდოტს დაემთხვა თითო ნასროლი.ახლა როცა მიზანში ამომყავს ფრინველი ვიცი რა მანძილზე ზის და რომელი ქვედა დანაყოფით ვესროლო.ასეთ შემთხვევაში არ მიწევს ძედა დანაყოფების გამოყევება (ნეტავ საერთოდ არ ქონდეს smile.gif )

50 მეტრის იქეთ რო მოგიწიოს სროლა, მაგალითად 80 მეტრზე, როგორ ფიქრობ მილდოტები გეყოფა? smile.gif
cz80
feroni
ეს ბალისტიკური კალკულატორიც გამოიყენე, გაგიმარტივებს უფრო wink.gif

ციტატა(feroni @ 17th November 2011 - 03:05 PM) *
ისადა პირიქით ქვევით როცა ვესვრი მაშინ რა ხდება?

კუთხის ცვალებადობასთან ერთადაც იცვლება მოხვედრის წერტილი..
ქვემოთ ნასროლზე სიმართლე გითხრა არ დავკვირვებულვარ კონკრეტულად სად ხვდება, მაგრამ მოხვედრის წერტილი კი იცვლება აშკარად wink.gif
sekurifa
ციტატა(feroni @ Nov 17 2011, 03:07 PM) *
ეს არ ვიცოდი, აუცილებლად შევამოწმებ!
მადლობა
ისადა პირიქით ქვევით როცა ვესვრი მაშინ რა ხდება?


50 მეტრის იქეთ რო მოგიწიოს სროლა, მაგალითად 80 მეტრზე, როგორ ფიქრობ მილდოტები გეყოფა? smile.gif

მეყოფა კიარა მომრჩება smile.gif 75 მეტრზე გავაყრევიე გუშინ ბუნტ*ლები მტრედს. 3- მილდოტით ავწიე და 7 კიდე ზაპასში დარჩა biggrin.gif
feroni
cz80
დიდი მადლობა
ეხლა დავაყენე მაგრამ ფონტი არ მაქვს მემგონი და სულ კითხვის ნიშნებია ასოების მაგივრად sad.gif
sekurifa
feroni ისიც ხომ გასათვალისწინებელია რომ გაზრდილი ზუმის ერთი მილდოტი ჩვეულებრივ ორს უდრის. wink.gif
feroni
ციტატა(sekurifa @ 17th November 2011 - 03:19 PM) *
feroni ისიც ხომ გასათვალისწინებელია რომ გაზრდილი ზუმის ერთი მილდოტი ჩვეულებრივ ორს უდრის.

ზუმს გააჩნია, 10x-დან 20x-ზე თუ გადახვალ მაგ შემთხვევაში კი, ისე არა!!
თუ 16x-ზე გადახვალ 10x-დან მაშინ 1 მილდოტი უდრის 1.6 მილდოტს და არა 2-ს
sekurifa
ციტატა(feroni @ Nov 17 2011, 03:33 PM) *
ზუმს გააჩნია, 10x-დან 20x-ზე თუ გადახვალ მაგ შემთხვევაში კი, ისე არა!!
თუ 16x-ზე გადახვალ 10x-დან მაშინ 1 მილდოტი უდრის 1.6 მილდოტს და არა 2-ს

ხო რა ერთი სიტყვით დამახსოვრება უნდა რა უფრო სწორად 50 მეტრზე ნასროლი ტყვია რომელ მილდოტს ემთხვევა რომელ ზუმზე.დანარჩენი პრაქტიკაა.აქ მთავარია მანძილში არ შეცდეს კაცი.სანამ მანძილმზომში გაიხედავ (თუ ასეთი გაგაჩნია)და დისტანციას დაადგენ გაფრინდება ნადავლი smile.gif
feroni
cz80
3500 ახალი ფონტი ჩავწერე მაგრამ არც ერთი არ ერგება, რა ენაზეა ის მაინც მითხარი რაა? ან ფონტი თუ გაქვს გამომიგზავნე გთხოვ
gregory
feroni
XP გიყენია?
control panel-ში, regional and language option-ში, advance-ში russian დააყენე და ეგაა smile.gif
feroni
gregory
ვინდოუს სევენია და ეგ გაკეთებული მაქვს, პლიუს ახალი ფონტებიც ჩამოვწერე მაგრამ მაინც არ შვება sad.gif
gregory
არადა სტანდარტული სისტემური ფონტია sad.gif
sekurifa
მაგ ბალისტიკურ პროგრამაში მარტო მძიმე კროსმანის ტყვია ვნახე.მეტი მჩატე არაა თუიცით?
ja_ja
feroni
რაც გრიშამ გითხრა ეგეთივე პონტია Seven-ში, შრიფტების ჩაწერით მაგას ვერ გაასწორებ, ეგ არის, სპეციალური ფუნქცია, ანუ რა ენაზე წაიკითხოს ტექსტი სისტემამ თუ შრიფტები არ არის უნიკოდ ფორმატში, ნუ ჩვენთან ახლა არაბული ებრაული და ტაილანდური აქტუალური არაა ასე რომ რუსული უნდა იყოს. სწორედ რუსულს არ აქვს უნიკოდ ფორმატი, არამედ იყენებს თავის კოდირებას Windows-1251, აი მაგ კოდირებად უნდა დაინასოს სისტემამ სიმბოლოები, შრიფტების გადაწერა კი მაგ დროს არაფერს არ ნიშნავს.
feroni
მოკლედ მივაგენი და გავაკეთე როგორც იქნა
ისე ამ კალკულატორში 6 მ/წ-ის მეტი ქარის სიჩქარე არ არის გათვალისწინებული და რატო? დავიჯერო მაგაზე მაგარ ქარში არ მუშაობს 4.5 კალიბრის პნევმატიკა? smile.gif
cz80

ციტატა(sekurifa @ 17th November 2011 - 04:48 PM) *
მაგ ბალისტიკურ პროგრამაში მარტო მძიმე კროსმანის ტყვია ვნახე.მეტი მჩატე არაა თუიცით?

შენ თვითონვე შეგიძლია ტყვიის მონაცემების შეყვანა..გინდა მჩატე აიღე და გინდა სუპერ მძიმე wink.gif

ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი და წონა უნდა შეიყვანო რა smile.gif
feroni
ციტატა(cz80 @ 17th November 2011 - 06:25 PM) *
ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი

ეს მონაცემი როგორ უნდა გავიგო?
cz80
აგერ ამ ლინკზე გადახედე, არის ზოგი ტყვიების ბალ. კოეფიციენტი wink.gif
cz80
ციტატა(feroni @ 17th November 2011 - 06:03 PM) *
ისე ამ კალკულატორში 6 მ/წ-ის მეტი ქარის სიჩქარე არ არის გათვალისწინებული და რატო? დავიჯერო მაგაზე მაგარ ქარში არ მუშაობს 4.5 კალიბრის პნევმატიკა?

ან მაგ ქარში როგორ უნდა ამუშაო 4,5იანი პნევმო ტო..21კმ/სთ ქარი არაა სუსტი ნაღდად smile.gif
cz80

feroni
კსტაწე, მაგ კალკულატორში მარცხენა მხარეს არის ოპტიკის ბადეების ამორჩევა, "მილდოტ ნეპრავილნი" რომ აწერია ეგ ამოირჩიე..
შენ ოპტიკაზე ეგ იმუშავებს 10X გადიდებაზე wink.gif
feroni
ციტატა(cz80 @ 17th November 2011 - 06:53 PM) *
ან მაგ ქარში როგორ უნდა ამუშაო 4,5იანი პნევმო ტო..21კმ/სთ ქარი არაა სუსტი ნაღდად

21 კი არა მაქსიმუმი არის 6 კმ/სთ მეტი არ აქვს
მილდოტს ვნახავ ეხლა
ისე კარგი რამეა, ეს რომ ტელეფონზე მიდიოდეს მართლა მაგრად გამოიყენებდა კაცი
cz80
ციტატა(feroni @ 17th November 2011 - 07:23 PM) *
21 კი არა მაქსიმუმი არის 6 კმ/სთ მეტი არ აქვს

ნწუ..მანდ მაქსიმუმი 6 მეტრ წამი წერია,ანუ 21კმ/სთ wink.gif

ტელზეც არის მაგდაგვარი პროგები, მე მაქვს სიმბიანზე,,არის ანდროიდზეც.. გააჩნია შენ რომელ ტელზე გინდა wink.gif
feroni
ციტატა(cz80 @ 17th November 2011 - 07:27 PM) *
ტელზეც არის მაგდაგვარი პროგები, მე მაქვს სიმბიანზე,,არის ანდროიდზეც.. გააჩნია შენ რომელ ტელზე გინდა

ეეჰ მერ ერთი ძველი აგურის ტელეფონი მაქვს, ყველა ნადირობას და ვარდნა დაჯახებას რო უძლებს, სონიერიქსონია მაგაზე წავა ვითომ?
cz80
ციტატა(feroni @ 17th November 2011 - 07:33 PM) *
ეეჰ მერ ერთი ძველი აგურის ტელეფონი მაქვს, ყველა ნადირობას და ვარდნა დაჯახებას რო უძლებს, სონიერიქსონია მაგაზე წავა ვითომ?

რა გითხრა აბა, რომელი სონიკია გააჩნია..ოპერაციული სისტემა აქვს? smile.gif

პ.ს. გაუპატიურდა ეს თემა და მოდერ-ადმინებო ეს ბოლო პოსტები
ბალისტიკის განყოფილებაში რომ გადაიტანოთ არ იქნებოდა ურიგო wink.gif
feroni

აი ეს არის, ამას რა ექნება აზრზე არ ვარ, რკინასავით კი არის ისე ლუბოი დარტყმას უძლებს biggrin.gif
k800i
cz80
feroni
რამდენადაც ვიცი არ არის ამაზე ბალ.კალკულატორი
amon
გამარჯობათ. წავიკითხე თემა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი როგორ ჩამოვაყალიბო ის აზრი, რომ მინდა ოპტიკა HATSAN AT-44W-10-ისთვის სანადიროდ როგორც წვრილ ისე მსხვილ ფრინველზე. ის კი გავიგე რომ ჯობია ოპტიკა იყოს ყველა ვარიანტში მაღალი ხარისხის ანუ 500 დოლარის ზევით ანუ თოფზე 3 ჯერ ძვირიც რომ ღირდეს დასაშვებია მაგრამ ამ ეტაპზე 100 დოლარზე მეტის გადახდა არ მინდა. ვიცი მთლად გასაგებად ვერ ჩამოვაყალიბე მაგრამ იმედი მაქვს თავს არ დამესხმევიან გამოცდილი ხალხი იმიტომ რომ ამ საკითხში ეხლა ვიწყებ ნაბიჯების ადგმას და ფორუმზეც ახალი ვარ smile.gif
tengo
ციტატა(amun @ 2nd December 2011 - 12:28 AM) *
მინდა ოპტიკა HATSAN AT-44W-10-ისთვის სანადიროდ

მე მაგალითად ამას გირჩევდი. შედარებით მსუბუქიც არის და ლაზერსაც გამოიყენებ. მეც სანადიროდ მინდოდა და არჩევანი ამაზე შევაჩერე (გავითვალისწინე რა ჩვენი რუსი კოლეგების პრაქტიკა და რჩევა ) . მწვანე ლაზერით ჯობია რათქმაუნდა,მაგრამ ფასიც უფრო ძვირია.
ja_ja
tengo
შემოტანაზე არ გაუტრაკებენ?!
ganja1981
შეიძლება არც გამოაგზავნონ და მერე ფულის დაბრუნებაზე უნდა იჩალიჩო და მოკლედ რა...ამერიკა როგორც წესი არ აგზავნის ოპტიკურ სამიზნეებს
tengo
ციტატა(ja_ja @ 2nd December 2011 - 01:12 PM) *
tengo
შემოტანაზე არ გაუტრაკებენ?!

ღამის ხედვის ხომ არაა და რავიცი, არაფერი უთქვია.
ციტატა(ganja1981 @ 2nd December 2011 - 01:16 PM) *
...ამერიკა როგორც წესი არ აგზავნის ოპტიკურ სამიზნეებს

ამერიკა აქეთ არ აგზავნის ,მაგრამ გადამზიდავთან მიაქვს.
ja_ja
ganja1981
პირდაპირ საქართველოში არ უნდა გამოაგზავნო. პირდაპირ ჩვენთან არავითარ შემთხვევაში არ გამოუშვებენ. ჯერ ქართულ გადამზიდავთან უნდა გადააგზავნო და მერე ის ჩამოიტანს.

ოღონდ გადამზიდავებს უნდა შეუთანხმდე, ზოგიერთი ხელებს ასავსავებს და არ მოაქვს.
sekurifa
ოპტიკები ჩამოდის მე რამდენადაც ვიცი. მე რომელი გადამზიდითაც ვსარგებლობ იმათ ჩამოაქვთ.შევეკითხე და ყოველ კვირას ჩამოგვაქო.მთავარია ღამის ხედვა არიყოსო.აქ ფორუმზე რომელიღაცამ ჩამოიტანა აღარ მახსოვს,თარაზო რომ ქონდა ჩამონტაჟებული იმაზე ვამბობ.მეც იმ გადამზიდით ვსარგებლობ.
amon
ამ ოპტიკებზე რას იტყვით

http://www.amazon.com/BSA%C2%AE-16x40-Illu...3501&sr=8-1

http://www.amazon.com/BSA-4-16X40-Contende...3501&sr=8-3
ja_ja
amon
ჯობია განიხილო აი ესენი:

Adventure Class 4-16x40 Riflescope in Black with Dual Illuminated Reticle - უბრალოდ გადასამოწმებელია მილდოტის ბადითაა თუ რომელი ბადითაა

CenterPoint Optics 4-16x40AO Adventure Class Rifle Scope, Illuminated Mil-Dot Reticle, 1/4 MOA, 1 Tube, See-Thru Weaver Rings - ესეთი ფორუმელებს გვაქვს, მგონი კაი 10 ცალი დაგროვდება უკვე, გამოცდილია და თავის საქმეს 5-იანზე აკეთებს. შარშან ამ ოპტიკას საახალწლოდ მაგარი ფასდაკლება ჰქონდა და 60$-ად იყიდებოდა, შეიძლება წელსაც იგივე მოხდეს. ახალი წელი აგერ კარებთანაა მომდგარი smile.gif

მოკლედ ეს ორივე არის იგივე 4-16 ჯერადობის, გამომავალი ლინზა ორივეს აქვს 40 მილიმეტრი და რაც მთავარია ფასი ნაკლები აქვს. შენს მიერ ამორჩეულებში ერთადერთი 137.50$-იანი არის უკეთესი, იმით რომ პარალაქსის გასწორება გვერდითა ბარაბანზე აქვს. თუმცა ჩემს მიერ მოყვანილ პირველ მოდელსაც იგივე პონტი აქვს და გაცილებით ნაკლები ღირს.

გაითვალისწინე რინგები ორივესთვის საყიდელი გექნება ცალკე, გინდა შენს მიერ ამორჩეულის, გინდა ჩემს მიერ შემოთავაზებულის.


norica_dragon
ჯაჯ შენ რო მითხარი ესეთი ბადე გინდა რა ქვია მაგას?? აი ბოლომდე როა ქვემოთ მილდტები smile.gif
feroni
ბიჭებო თქვენი რჩევა მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ.
მოკლედ ჩემს მეგობარს აღმოაჩნდა სახლში ჰატსან 125, სათამაშო მეგონა ეგო და არ ვიყენებდიო, ჰოდა ჩემი თოფი რო ნახა და მისი შესაძლებლობები, ოპტიკის შეძენა გადაწყვიტა, მე კი უთხარი რო მაგ თოფის უკუცემას ოპტიკა ვერ გაუძლებს მეთქი, მაგრამ მაინც იკითხე იქნებ არსებობს რამე ისეთი რომელიც გაუძლებს და თოფს მოერგებაო, ჰოდა იქნებ რამე რჩევა მომცეთ, ან ლინკი მაინც სად და რა ვაყიდინო?
წინასწარ დიდი მადლობა
norica_dragon
ხალხნოოოო დამეხმარეთ რა ესეთი ბადით იაფიანი ოტიკა მინდა, რაც ვნახე 4000 დოლარი ღირს, 200 დოლარამდე რო იყოს 150+ მანძილისთვის საჭიროა

გადიდება - მაქს 16, მეტი არ მინდა smile.gif

kaka8079
ამ ბადეს რა ჯანდაბა ქვია სახელი ის მაინც დაგეწერა ძებნა თუ გეზარება თავად.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.