დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იჟ 38
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
ნიკა
bagi ზამბარა არ შეუცვალე?
SCORPIONS
ციტატა(bagi @ Dec 5 2015, 06:59 PM) *
გუშინ ვიყავი მაღაზიაში და ორივენაირი მანჟეტი შევიძინე. დგუში სადაც დადის ის ცილინდრი dremel-ით გავაპრიალე და ავაწყე დღეს , ისვრის ახალივით smile.gif კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!
ძმურად,სცადე აბა რამდენ კრიშკას გახვრეტავს 10-20სმდან? კუხნაში ნახე კრიშკები,უჯრაში იქნება.. i-m_so_happy.gif P.S. მოხარული ვარ,რომ ააწყვე და............
userman
ციტატა(SCORPIONS @ 5th December 2015 - 07:07 PM) *
კუხნაში ნახე კრიშკები,უჯრაში იქნება


ეხ ტარიელ ტარიელ შენსას არ იშლი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შენ რომ არა რა გაძლებდა 100 წელი smile.gif smile.gif smile.gif
ნიკა
SCORPIONS ზუსტად ვიცოდი რომ მაგას დაწერდი biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
userman
ციტატა(userman @ 5th December 2015 - 07:12 PM) *
ეხ ტარიელ ტარიელ შენსას არ იშლი შენ რომ არა რა გაძლებდა 100 წელი
+100 დაჯე,ხუთიანი..უჯრაშია ღვეზელი,შეგიძლია გაკვეთილზევე მიირთვა biggrin.gif smile.gif wink.gif


ნიკა
ციტატა(ნიკა @ 5th December 2015 - 07:15 PM) *
ზუსტად ვიცოდი რომ მაგას დაწერდი
ჩაქრი შენაა biggrin.gif
bagi

სამწუხაროდ სახურავები ვერ ვნახე , მაგრამ 100ფურცლიანი რვეულში გავიდა ნახევარზე მეტზე (დაახლოებით 2/3) და ტყვია დაიპრესა . კარგ ტყვიებს შევიძენ და მერე ჩავატარებ სათანადო "penetration" ტესტს smile.gif
ნიკა
რომელი ტყვია ესროლე?
geojorjika
ვკითხულობა ამ თემას და მეცინება

რა კრიშკები და რვეულები ხალხნო, კაცობრიობას აქვს უკვე მოგონილი ის რასაც თქვენ ეხლა იგონებთ, იარაღის სიმძლავრის გასაგებად გამოიყენება ქრონოგრაფი თუ არ გაქვს, ბალისტიკური გელი , რომელიც კსტაწი უბრალო საკვები ჟელატინისგან კეთდება, ესეც თუ ვერ იშოვე მაშინ ფიჭვის ფიცარი და არანაირი კომპოტის კრიშკები, ტრუსიკის რეზინები და გველეშაპის ტყავი.

პ.ს. გილოცავ იარაღის აწყობას
SCORPIONS
geojorjika
გველეშაპის wink.gif biggrin.gif wink.gif biggrin.gif wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
bagi
მეჩვენება თუ ლულა ზევით აქვს აპრეხილი?!
SCORPIONS
gregory
ციტატა(gregory @ 7th December 2015 - 04:53 PM) *
მეჩვენება თუ ლულა ზევით აქვს აპრეხილი?!
+10 მეც ეგრე მეჩვენა,სამიზნის წინ....რა თვალი გაქვს რია wink.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 6th December 2015 - 12:28 AM) *
რა კრიშკები და რვეულები ხალხნო,

ეეე კაიხანია მინდა მაგაზე კბენაი და რღენაი, მაგრამ ლამის ეროვნული მიღწევის რანგშია აყვანილი კონსერვის კრიშკების ხვრეტა და თან ვერ ვხვდები რატომ smile.gif

ყველას და განსაკუთრებით ამ უკუღმართული მეთოდის მომგონებელს
ვროდე კონსერვის კრიშკები ასე ჯგროდ ერთად არსად დაფრინავენ, ერთმანეთს არ ეფარებიან რომ დაიცვან ერთმანეთი, არც ცოცხალი ორგანიზმი მინახია კონსერვის ქილების ხუფის აჯბარით მოსიარულე, ან მფრენავი smile.gif აი რა ინფორმაციას გაძლევთ ამ კრიშკების ხვრეტა ვერ ვხვდები?

დაიკიდეთ ყველანაირი ფიცარი, გველეშაპი და ტრუსიკები.... სხვა თუ არაფერი არსებობს აი სუპერ გაცილებით იაფი, მრავალჯერადი და რეალობასთან მიახლოებული მასალა, სახელად "პლასტენილი", მოგცემთ სიღრმეში შესვლის მაჩვენებელსაც, იმასაც თუ რა ბალისტიკური ეფექტი აქვს სხეულზე, და ბოლო ბოლო ერთხელ იყიდი და ყოველი სროლის მერე გადაზილე... მზადაა ახალი ტესტირებისთვის... რას ანადგურებთ ან კამპოტის ხუფებს? ან ფული არ გენანებათ ამ მშობლის მიერ მომარაგებული ზაპასები?

რა მოგრეხილ ჭკუაში გაიჩითა ეს კონსერვის ხუფები, ვინ მოიფიქრეთ აღიარეთ.... პატარა ფანტაზია არ გაქვთ ხალხნო? ბარემ თუჯის ტაფებზე ივარჯიშეთ smile.gif ამბობენ მალე მაგათი გადაფრენის სეზონი იწყებაო და ხომ უნდა ვიცოდეთ რომელი ტყვია და რომელი თოფი მოახერხებს მფრინავი ტაფის ჩამოგდებას smile.gif

გადამრევთ რა smile.gif
SCORPIONS
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 7th December 2015 - 05:11 PM) *
რა მოგრეხილ ჭკუაში გაიჩითა ეს კონსერვის ხუფები, ვინ მოიფიქრეთ აღიარეთ
მეე მააასწ blush.gif
Lukiane123
ციტატა(bagi @ Dec 3 2015, 11:13 AM) *
მოგესალმებით ყველას და კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე smile.gif
გადავწყვიტე ბავშვობის დროინდელი იჟ-38 "გავაცოცხლო" და მჭირდება თქვენი დახმარება. მოკლედ დავშალე გავწმინდე და აღმოჩნდა, რომ დგუშის მანჟეტი აღარაფრად აღარ ვარგა და ასევე დაკარგულია უკანა სამიზნის სარეგულირო ხრახნი (ვინტი) .
სად შეიძლება შევიძინო ზემოთ ხსენებული ნაწილები?

არგაყიდი ?
r-O-m-A
სალამი ყველას, რახან იჯ 38 ის თემაა ბარემ აქ დავწერ, დახმარება მჭირდება, მაქვს 2 ცალი იჯ38, ერთი ძველზე ძველი მოდელია, მეორე შედარებით ახალია, ოპტიკის სალასკებიც აქვს დატანებული smile.gif ორივე განადგურებულ მდგომარეობაშია და მინდა გამოვაცოცხლო ერთ-ერთი, ესეიგი ძველს აქვს ლულაში პრობლემა, ზაუცენციასავით აქვს და ტყვიას საიდანაც დებ იქაც ნიტოთ არის, ნაწვალებია ექპატრონისგან რომელიც ალბათ გეკოს ტყვიის ჩადებას ცდილობდა sad.gif მინდა ამ ლულის გაწმენდა, რამე ხერხი თუ იცით სახლის პირობებშ იქნებ მასწავლოთ სანამ სულ გავანადგურებ ლულას, ასევე მანჯეტი აქვს ტყავის და თუ შესაძლებელი რამე წესიერი მასალისგან ჩემით რო გამოვჭრა, და პრუჯინას თუ ვიშოვნი ამისას ნორმალურს, სხვა იარაღის ხოარ მიდის უკეთესად? მეორეს ლულაში ნარეზები ძალიან დალეულია და მე მგონი ისევ ძველის განახლებას შევუდგე ჯობია.
ja_ja
r-O-m-A
ნუ მიწყენ... გარეთ 21-ე საუკუნეა და თოვს smile.gif ეს იმას ნიშნავს რომ ამ საუკუნეში დაჟე ტილიან ფანრიან NOKIA-საც კი უკვე კამერა გაეზარდა კეფაზე... რა გახდა ერთი სურათი რომ უფრო მართებული და ეფექტური რჩევა მოგცეს მაგ სურათზე დაფუძნებით ვინმემ?

მეორეც ყველგან ვწერ, ჩაისეირნეთ კოლმეურნეობის მოედანზე, მანდ არის ძველისძველი დაფეხვილი მაღაზია და ყრია როგორც მანჟეტის რეზინები, ასევე პლასტმასის და ასევე ზამბარები... არის კიდევ თურქული რეზინების ლულის ირგვლივ რაც ჯდება, მე არ მისინჯია მაგრამ ფორმით რუსულს გავს და შეიძლება ეგეც წავიდეს...

ფასი მერყეპბს 5-დან 15 ლარამდე , ანუ ტყავის სალნიკები და პლასტმასები მგონი 5-6 ლარი ზამბარა ნიტო 10 ნიტო 15 ლარი
ja_ja
დაჯე სურათი ვიპოვე მობილში თავისი ფასებით smile.gif

r-O-m-A
ja_ja
არ გიწყენ smile.gif შენიშვნა მიღებულია. ფოტოებს დავდებ დეტალურად კიბატონო, მარა კოლმეურნეობის მოედანზე რუსთავიდან ამ ზამთარში არც თუ ისე კაი სასეირნოა smile.gif თან არ ვიცი ზუსტად რა მჭირდება, შეილება სულ არ ივარგოს ლულამ და ტყულა ხოარ ვივლი და ვიყიდი ნაწილებს? ამიტომ მინდა ჩემი ძალებით და თქვენი რჩევებით რაღაცა ვიხიმანდრო და ავაწყო, კაჭკაჭებს მაინც შევაშინებsmile.gif smile.gif მე-5-ე სურათზე ისრით რო მაქ მინიშნებული მანდ მე მგონი რაღაც დეტალი აკლია, ფიქსატორის გამხსნელი, ხოარ მოგეძებნებათ სადმე მაგის სურათი როგორ აყენია რო ან კუსტარული გავაკეთო ან გავაუქმო როგორმე.









ცილინდრი შიგნიდან გავაპრიალე და დგუში რო ჩავუშვი ჩემდაგასაკვირად წნევა შექმნა საკაიფო, ანუ მანჯეტი ჯერ იმუშავებს სავარაუდოდ, ნუ ტყვიას გაისვრის წესით სხვა თუ ყველაფერი მწყობრში ჩადგება
ja_ja
აუ რა დრეშია საცოდავი თოფი....

რა იყო მტყვალში ახრჩობოდა ძველი მფლობელი?... მდაააა

ჩემი რჩევა იქნება ჯერ მოშნად ჩამორეცხე ყველაფერი ძველი ჭუჭყისგან (თორემ სურათებზე ჩაბს მტვერი და ნაგავი, ეგ ყველაფერი თუ შიგნით მოხვდა ვავა) და მერე მიხედე ჟანგებს...

რაც შეეხება ისარზე მინიშნებას, იჟ38-ს ფიქსატორი (ლულის ჩამკეტი) არ აქვს მე რამდენადაც ვიცი, ეგ IJ22-ის პრეროგატივაა


ვაა ეხლა სურათებში ვიყურებოდი და 38-ე რაღაც რიჩაგი კი ჩანს ნახაზზე, მაგრამ არ მახსოვს ბავშობაშI რომ ეგეთი რამე ჰქონოდა 38-ს



მარა აი მომკალი და 22-ის რიჩაგია აი ეს შტუკა



r-O-m-A
ja_ja
აშკარად აქვს მაგ ძVელვერსიას და რამენაირად უნდა გადავაკეთო smile.gif მთავარია ლულამ ივარგოს, ისე რა მაინტერესებს, ლულა თუ ეხსნება რო სიტყვაზე გაფუჭებული იყოს ეგ ადგილი და რო მოვხსნა და გადაიჭრას და ისევ ჩაჯდენს ?
geojorjika
ja_ja
იჟ 38 ის პირველ ვერსიებს ჰქონდა ეგ ჩამკეტი, მერე მოაშთეს
r-O-m-A
ესიგი ლულაში რა ხდება, გავწმინე შეძლებისდაგვარად(რუსთავი მოვიარე და აღმოჩნდა რომ მონადირის მაღაზია არ გვქონიაsad.gif შომპოლი რო მეყიდა, გავწმინდე შემდეგნაირად, გლეხურად, გავატარე კაპრონის თოკი, ჩავაბი ქეჩა და კი გავწმინდეsmile.gif ოღონდ სიფრთხილეა საჭირო დიდი არ მოგივიდეთ თორემ გაჭედავთ ლულას!) აღმოჩდა რომ ნარეზები მშვენიერი აქ ჯერ კიდევ, მაგრამ ლულაში სანამ ნარეზები დაიწყება, სადაც ტყვია იდება და იწყებს მოძრაობას ეგ არის სპილენძის ან ლატუნის და არის განადგურებული. მინდა ლულა ამოვაძრო და ის გაფუჭებული დაახლოებით 10მმ მოვაჭრა. შესაძლებელია თუ არა?
SCORPIONS
r-O-m-A მე ესე გავაკეთე მაგალითად....ანუ,მე ვარ ავტორი მაგ ვიდეოსი.

https://www.youtube.com/watch?v=cECQj2MB1AI
r-O-m-A
SCORPIONS
უი მე კიდე პირიქით ზემოთ მინდოდა ამოძრობა, მაშინ შენ მეთოდს გამოვიყენებიმედია გაკეთების მაგივრად არ გავაფუჭებ უარესად, smile.gif მადლობა ინფოსთვის smile.gif
r-O-m-A
მაგრამ როგორ ამოვჭრი მერე რეზინის ჩასასმელს? და გავიჭედე მაინც biggrin.gif
ja_ja
ვერ ვიტყვი რომ ბევრი ლულა მაქვს ამოგდებული IJ-იდან მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს მანდ შუაში შტირი გადის და ეგრე იოლად არ ამოვა ლულა როგორც მაგ ვიდეოზეა, შეიძლება MP512-ზე სხვანაირადაა

IJ-იდან რომ ლულა ამოიღო ხშირად ლულა მთლად კაი დღეში არ არის ხოლმე. ანუ დააკვირდი ამ სურათს



აი ზედა მხარეს რომ აქვს ამოჭრილი ნახევარმთვარე ლულაზე აი ეგეთი შტუკა აქვს ლულას და მაგ ადგილზე გადის შტირი, თუ ეგ შტირი არ ამოაგდე ლულას ვერც უკან გაწევ და ვერც წინ. ასევე მოსახსნელია უკანა სამიზნე, იმიტომ რომ თუ დააკვირდები სურათზე სამიზნის მერცხლის კუდის ჭრილი მუფტაზე სადაც გადის, იქვეა ამოჭრილი ლულაზეც, შედეგად ეგეც არ გაუშვებს ლულას...

და ბოლოს დააკვირდი ლულას უკანა მხარეს ზემოდან ქვემოთ რომ აქვს ჭრილი აი ეგ შტირიც ამოსაგდებია....

აი ყველაფერს მაგას თუ ამოაგდებ, მერე შეგიძლია ლულა ამოაგდო მუფტიდან, მაგრამ მანამდე უბრალოდ რაიმეს რტყმევით პირიქით გააფუწებ ლულის გეომეტრიას.

რაც შეეხება რეზინის ჩასმას, არაფერი რთული ეგ საქმე არაა, რეალში რეზინა ზის იმის ხარჯზე რომ ლულაზე უკნიდან მოჩარხულია ნაწილი, ჩანს კაკრაზ ზედა სურათზე ის დავიწროვებული უკანა ნაწილი. შედეგად ეგეთი ნაწილი რომ შედის მუფტაში ქე ხვდები რომ გარედან მუფტის სქელი ხვრელია, შუაში ლულის დათხელებული ნაწილი, ამავე გვერდზე რომ დავდე სურათი ფასებით, აი ეგ რეზინა დაიადე, ან ზოგიერთი პროსტა ეზოს შლანგს თრეულობს ჩამოაცმევს ჩამოჭრის ლულის პირას პლიუს ცოტა ზედმეტი რომ იყოს და მორჩა საქმე smile.gif


SCORPIONS
ე ბიჯო რას აფუჭებ დისკოს კლაპანს და რა სხვებსაც იგივეს ასწავლი biggrin.gif , აიღე ნებისმიერი ალუმინი და რაიმე ხვრელი დაადე და მორჩა საქმე, ბლინ, დეტალი დეტალად გააფუჭე, სასტავთან რაღაც ლეგენდა შექმენი smile.gif იმას არარაფერს ვამბობ რომ MP მურკა და იჟიკო ცოტა არ იყოს სხვადასხვა წლის გამოშვებებია (მგონი ქარხნებიც და კონსტრუქციაც სხვადასხვაა)....
SCORPIONS
ja_ja ერთ შტირს უკავია. .ტალკატელი.. მეორეს ჩამკეტი კბილი და მესამე,რომელიც ლულაშია 2-3 მილიმეტრზე გაყრილი,თვითონ ის ბოლტია,რომელიც მთლიან კოლოფს აკავშირებს ცილინდრთან..აი მაგისი ამოჩარხვა გამიჭირდა ზუსტად. სხვა რო ვერაფერი ვნახე,კლაპანს მოუწია..არ ვარგოდა.


r-O-m-A თუ ეგ იარაღი გეძვირფასებათ...მინჩანინს დაუკავშირდით და გააკეთებს კამფეტს.......
r-O-m-A
ვახ სურათს არ მიხსნის sad.gif დავაკვირდები ჩემით სბა სად რა სეკრეტი ექნება

ჩხირკედელაობა მევასება თორე იჟის დედაც ვატირეbiggrin.gif
r-O-m-A




r-O-m-A
სხვაგან სად შეილებასამაგრი ქონდეს კიდე
SCORPIONS
r-O-m-A არ მგონია კიდევ სადმე რამე ქონდეს.... ისა და,მაგ ვტულკის ამოგდება და სხვის ჩასმა ვერა?
p.s. მაგი ფერადი მეტალი რა სიღრმეზეა ჩამჯდარი,ან ვაფშე ფერადი ნარეზები ხო არ აქვს ბოლომდე?
r-O-m-A
SCORPIONS
არა ფერადი ნარეზები არ აქ,აშკარად ეტყობა გადაბმასავით, ამოდის ეგ ლატუნის ტულკა საერთოთ? სადღაც 10-15 მმ იქნება
SCORPIONS
r-O-m-A ამოაგდე მაგი და მორჩა!!! სამარეზი შურუპით. ვაახ ბიჯოს..მეთქვი მართლა პრობლემა გქონდა რამეsmile.gifsmile.gif მოკლედ,უიოლესი საქმე გქონია.......
r-O-m-A
SCORPIONS
ესე იოლად ამოდის? biggrin.gif შენ გაიხარე მომეცა იმედი smile.gif
SCORPIONS
r-O-m-A ჩახრახნე შურუპი,გაჭედე და ამოაგდე რია. რიავიცი,რიავიცი -ჩხირკედელაობაო და მეგონა შენითვე მიხვდებოდი,ვიდრემ ლულის გადაჭრები და რიავი,რიაღა არ ვცადეთ wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. გააცხელე,თუ გაგიძალიანდა...... გავარვარებამდე არ გაბედო,კარგად გააცხელე რია...გრადუსოვ 150-200
r-O-m-A


ამოვაგდე ტულკა, მარა სად მოვძებნოეხლა მაგისთვის ლატუნის თუ სპილენძის ტულკა biggrin.gif

SCORPIONS
გაიხარე ყურადღებისთვის ძმა, მე მგონი მივუძღვნი ერთ თემას ამ თოფს თუ წავიდა საქმე ხეირიანად biggrin.gif
SCORPIONS
r-O-m-A მოძებნით,ყველაფერი მოიძებნება,მაგრამ ფტოროპლასტის ვტულკა გააჩარხინო აქაურ ხელოსნებს,ან რამე მყარი პლასტმასი შეურჩიო,აჯობებს ლატუნს და სპიულენძს....ან და ზუსტად უნდა დასვა დიამეტრზე,რომ ტყვიას ჩადებისას ოდნავაც არ შეაცვლევინოს ფორმა.

P.S. მაგი ტრუბკა,რაცხა არ გავს ქარხნულს არა? აა,მივხვდი...ვინცხამ შენამდე ითამაშა ალბათ.უბრალო დრელით იჩარხებოდა ხოლმე ეგ ლულები 90იან წლებში და მიდიოდა მამაძაღლობები biggrin.gif
r-O-m-A
SCORPIONS
შეილება ნაჩალიჩარი არის, ეს ტოფი შემთხვევით შევიტყაპუნე biggrin.gif ბიძაჩემმა იყიდა ბინა ადრე და სეიფი ეგდო იმ ბინაში ჩაკეტილი, ხოდა სეიფი მჭირდებოდა და მაჩUქა, გავტეხე და აღმოვაჩIნე ეს დაჟანგებულ დამყაყებული ფიშტო, ღმერთმა უწყის ვისი იყო და რეები ქონდა ნამაიმუნარი biggrin.gif


ეხლამაგისთვის ფტოროპლასტისგაჩარხვას, დაახლოებით რა დამიჯდება?მარა თბილისში ჩასვლა და ამ ლულისტარება მაგარი მეზარება biggrin.gif
SCORPIONS
r-O-m-A P.ს. სამი ფასკა გამოგდის შენ და უნდა დამუშავო სამივე იდეალურად..უფრო სწორად 2 ფასკა და ერთი სტიკი. ხოო,არც მე გირჩევ ეგეთით სიარულს.. რო ჩასვამ ტრუბკას,გაატარე ტყვია მიწოლოს ძალით და შეამოწმე,ზედმეტი

ნაკაწრები,ანათლები თუ ქონდა,როგორც წესი,მიზანი არ ექნება..ანუ,კაზიონნიკი,ტყვიას სადაც დებ,ისე უნდა იყოს

დაფასკული,რომ ტყვია ზედმეტი დაწოლის გარეშე შევიდეს.მერე იმ სტიკსაც გაივლის და ბოლომდე ნუ გატარებ,ეხლა მეორე მხრიდან მიაწექი და შეამოწმე ტყვია..თუა ლამაზი,ე.ი. უკანა ფასკა და სტიკი კარგია. ჩადე ახალი ტყვია და თაისი მიმართულეით

გაატარე ბოლომდე..გადმოვარდება და შეამოწმე.....ანუ,ტყვიას,ნარეზებ
r-O-m-A
SCORPIONS
ხვალ ვმუშაობ და ზეგიდან განვახლებ მუშაობას smile.gif მანამდე ვიფიქრებ რა მოუხერხო smile.gif


















SCORPIONS
მოკედ,595 26 66 სამოცდაოთხი და დამირეკე როცა გინდა,თორე აქ ყლაპამს დიდ ტექსტებს....
geojorjika
r-O-m-A
შეგიძლია ნარეზებს სურათი გადაიღო? აი ესე დაახლოვებით, ნარეზები რომ გამოჩნდეს ბაბმბა ჩადე ლულაში საით მხარესაც იღებ იმ მხრიდან და ოდნავ შეწიე შიგნით რომ შუქი აირეკლოს
r-O-m-A
SCORPIONS
გაიხარე ძმა, თუ გავიჭედე სადმე და დამჭირდა რჩევა გადმოგირეკავ smile.gif


ეს ნარეზები მერე უკეთ გადავუგებ


geojorjika
r-O-m-A
ნარეზებს არაუშავს, ოღOნდ სურათები დააპატარავე რა

მეორე ლულა რა მდგომარეობაშია?
r-O-m-A
geojorjika
ის არ მაქ ახლოში, ზეგ გამახსენე და იმასაც გადავუღებ. ლულა გჭირდება?
geojorjika
r-O-m-A
რავი ნორმალურ მდგომარეობაში თუა მოვრიგდებით wink.gif
r-O-m-A
geojorjika
წესით არ უნდა იყოს მარა გაჩვენებ მერე მაინც biggrin.gif
ja_ja
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 26th January 2016 - 05:05 PM) *
აი მაგისი ამოჩარხვა გამიჭირდა ზუსტად

მერე მარილი მოაყარე ხოლმე ბარემ იმ აბზორებს რომელსაც იღებ ხოლმე, თორემ მხოლოდ ერთი პუნქტი გაქვცს აღწერილი და ვიღაც მიადგება ჩაქუჩით თავის ლულას smile.gif მერე შენ მოგდგებიან smile.gif

geojorjika
ციტატა(giorgi @ 27th January 2016 - 01:48 AM) *
რავი ნორმალურ მდგომარეობაში თუა მოვრიგდებით

გამაგებინა ერთი რა ჭირად გინდა ამდენი ლულები... მე რაც ამ ფორუმზე ვუყურებ მგონი უკვე 50-ე ლულაა smile.gif სად მიგაქვს? ქარხანაში აბარებ მეტალალომად biggrin.gif biggrin.gif ;D
r-O-m-A
განვაახლე მუშAობა ჩემ იჯ 38 -ზე, ავაწყე ასე თუ ისე, და გასროლა განვახორციელე, ჩემდა გასაკვირად 20 წლის ზამბარამ იმდენი ქნა რომ თოფმა გაისროლა biggrin.gif

ამ ამბის მერე შემდეგმა პრობლემებმა იჩინეს თავი, არმოჩნდა რო ჩახმახის მექანიზმსაც რაღაც პრობლემა აქ, ანუ გადატენისას კბილი არ იჭერს დგუშს, და თუ როგორმე დაიჭირა თვითგასროსლის საშიშროება ჩნდება, და კიდევ ფიქსატორი მაქ საჩალიჩო, შემდეგ ზამბარასაც შევუცვლი და შეილება რაღაცას დაემსგავსოს
ja_ja
ოოოპო აი IJ38-ის სამასტრელით რაც მე გადავრჩენილვარ smile.gif და რაც მე მიწვალია ბავშობაში მაგის გასწორებაზე როდესაც ინსტრუმენტებიდან მხოლოდ ჩაქუჩი, გარელკა და ქლიბი მქონდა smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.