დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
gregory
WARNer brother
არამგონია ნადირობისას, სტანდარტული კონდახითაც გაგიადვილდეს ისე გადტენო იარაღი, რომ ოპტიკიდან სამიზნე არ გაგექცეს.
ნუ ბულკაზე ხომ თავისთავად ახლიდან მოგიწევს სამიზნის ძებნა smile.gif

zax ara
ციტატა(ilariona @ Apr 13 2012, 11:06 PM) *
WARNer brother
nihontoman

ელექტრო რედუქტორის კაბელებია!


რა უპირატესობა აქვს ელექტრო რედუქტორს . ჩვეულებრივთან შედარებით. ?
ja_ja
ელექტრო რედუქტორი არ არსებობს smile.gif

არსებობს ელექტრო მანომეტრი და არსებობს ელექტრო კლაპანი (ან ელექტრო დამრტყმელი ეს უკანასკნელი უფრო იოლია და მეტად გავრცელებულია)

შედეგად ელექტრო მანომეტრი აწვდის სქემას ინფორმაციას, და ელექტრო დამრტყმელი შესაბამისი ძალით ურტყავს კლაპანს ან კლაპანი იხსნება შესაბამისი დროით ი ვსიო.
zax ara
მივხვდი მგონი. ელექტრო დამრტყმელი უეჭველი ელექტრო მაგნიტის პრინციპზე იქნება .
წესით ელექტრო კლაპანი უფრო ეფექტური უნდა იყოს . ელექტრო კლაპანი თავიდან ბოლომდე ტოფისთვის იქმნება თუ რამე სხვა რამეში გამოსაყენებელი ნაწილიც არსებობს , რომელის თოფზე გამოყენებაც შესაძლებელი იქნება .



ja_ja
zax ara
ელექტრო კლაპანი მე მუშოაბაშI არ მინახავს, ასე რომ ნამდვილად ვერ გეტყვი რაფრაა მოწყობილი და რაფრა მუშაობს საერთოდ.. აი ელექტრო დამრტყმელი კი საკმაოდ იოლი რანცხაა...

ჩვეულებრივი ელექტო მაგნეტიზმის პრინციპია, ანუ ინდუქციური კოჭი და რკინის ღერძი ვსიო მიღებულია ელექტრო დამრტყმელი... აი პროსტა იმ ზომების და რა ძალისაც საჭიროა აი მაგას დამატებითი ჩალიჩი უნდა მთელი ფორმულებია მაგისთვის დაწყებული შიდა გარე დიამეტრით და დამთავრებული ხვიების რაოდენობით და მავთულის სისქით.
ja_ja
ამასწინათ ერთი ჩვენი ფორუმელის ქმნილებას მოვკიდე ხელი. ნუუუუ რავიცი რაფერ ვთქვა რაცხა უი smile.gif რაცხა ვუი, და მერე ვუი-ვუი smile.gif

ნუ თვითონაც ეძახის "ფრანკენშტეინს" მამენტ გასაგებია რატომაც, მოკლედ ვერ მოვითბინე და ვთხოვე სურათებს გადავიღებ მეთქი, უარი არ უთქვია, პლიუს მე ვერ ვდებ ფორუმზე და თუ შესძლებ შენ დადეო smile.gif

მოკლედ ძირს დაინახავთ Hatsan AT44-10-ს რომელიც გადაყვანილია (უფროსწორედ ჯერ კიდევ გადადის) ბულკაში, მოფიქრებული აქვს პატრონს რაღაც ნიუამსები, მაგრამ ჯერ საბოლოო ვერსია არაა, ასებვთქვათ ჯერ უხეში საცდელი მაკეტია, რომელიც ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს რომ ყველაფერი ადეკვატურად მუშაობდეს, ფორმაც ადამიანურს დაემსგავსოს და ბალანსიც გასწორდეს, მაგრამ ნუ რაცხა სიახლეები არის და მამენტ რავი მინდა მეც და პატრონსაც რომ საზოგადოებას გაგიზიაროთ smile.gif

მაშ ასე სურათები















მართალია პირველად რომ დავინახე ჩანთიდან ამოღებული შემეშინდა ამ მონსტრის დანახვა, მაგრამ მერე რავიცი რაღაც პოსტ აპოკალიპტრი ვიდი აქვს რა თან გიზიდავს თან რავიცი....

ესეიგი მთავარი საინტერესო აქ არის გადასატენი ბერკეტის წინ გადმოტანა, შედეგად მარცხენა ხელით თითქმის იარაღის მიზნიდან მოცილების გარეშე შეიძლება გადატენვა. სამწუხარო ისაა რომ ჰაჩიკა რიჩაგზეა გათვლილი და პირდაპირი გამოწევით გადატენვა იწვევს იმას რომ საკმაოდ ძნელია იარაღის გადატენვა, მაგრამ უკვე ერთი ორი იდეა განვიხილეთ და მალე შეიძლება გაუმჯობესებული ვერსია ვიხილოთ.

საერთო ჯამში რა თქმა უნდა ეს იარაღი რა თქმა უნდა მართლაც "ფრანკენშტეინია", ჯერჯერობით მოუხერხებელია, მუდმივად ცდილობს თოფი წინ და მარჯვნივ გადაქაჩოს ლამის ისე რომ ხელიდან გაიქცეს, მაგრამ რაღაც ტექნოლოგიური იდეები არის ჩაქსოვილი და იმედია როდესაც ბოლოში გავა იარაღის ავტორი ვიხილავთ დაბალანსებულ და ვიზუალურად სასიამოვნო სანახავ მექანიზმს

P.S. ნუ ფორუმზე ბევრმა იცის რა კლაოზნიკი ვარ და როგორ ვიცი ხოლმე დეტალებში ჩაძIება იმ დონეზე რომ ყველა გამომყავს წყობილებიდან smile.gif ნუ მოკლედ მართალაი ჩემთვის ასეთი შესრულება მიუღებელია, მაგრამ ერთს რასაც ვხედავ არის განვითარების და დახვეწის პოტენციალი. ამ მოდელს უფრო ესკიზად ჩავთვლიდი. თუმცა რავი მე აი ნასვარკები და რაცხა ეგეთი ადგილები მაინც არ მომწონს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იმედია ავტორი არ მიწყენს biggrin.gif
iorama
წინ გადატანილი გადასატენით სამიზნე ობიექტის ხედვის არეში შენარჩუნება ხელიდან სროლის პოზიციაში ჩემი აზრით გაძნელდება
ხ.მ.ე.ლ.ო
კი მაგრამ ბულკად გადაკეთების ერთ-ერთი მიზანი ხომ სიმსუბუქეა? რომ ვუყურებ ვხედავ ლითონის კონსტრუქციას. ეს დანამატები მხოლოდ ალუმინის არის თუ რაიმე მყარი და მძიმე ლითონიც ურევია რაღაც ადგილებში? ნეტავ რამდენი კილოა ეს თოფი? smile.gif
urubu
მაგ მომენტში ზუსტი წონა იყო 4კგ 480გრ (ოპტიკიანად).
ამ მომენტისათვის შეცვლილია გადატენვის მექანიზმი და ეგ მანიპულაცია ძალიან კომფორტული გახდა,
ხვალ ალბათ სასხლეტის მექანიზმს "გავამყარებ" და ფოტოებს დავდებ.
ვინტების გარდა რკინა გამოყენებულია მხოლოდ გადატენვის მექანიზმის ღერძში.
მძიმე წონის შეგრძნებას ძირითადად განაპირობებს საშინელი დისბალანსი ვერტიკალურ სიბრტყეში. გამოსასწორებლად რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ან სასხლეტის მექანიკა მირთულდება ან ელექტრომაგნიტი უნდა გამოვიყენო, რაც ამ ეტაპზე მანცდამაინც არ მეხატება გულზე.
სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს და იდეებს.
nihontoman
urubu
და ელექტრო მაგნიტის იდეა რით არ გხიბლავს?

სადღაც ვნახე ასეთი ბულკის ვიდეო, მწარმოებელი კაკრას გადასატენი მხარის ერგონომიულ პოზიციაში გადატანაზე აკეთებდა დიიიდ აქცენტს. ფაქტიურად რევოლუციური სისტემააო biggrin.gif


რაც შეეხება იდეებს - შესაძლებელია მხარის (მართლა მხარის და არა უბრალოდ წინ და უკან მოძრავი შტირის) წინ გადატანა? მაგალითად ბიატლონური ტიპის ბერკეტი სასურველ ადგილას, რომელიც უკვე თავის მხრივ ამოძრავებს მაგ შტირს....
urubu
ბალანსი
მეორე სიბრტყის დაბალანსება: ელექტრომაგნიტის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება სახელურის მარჯვნივ და 60მმ მაღლით გადატანა.
(ელექტრომაგნიტი თუ გამოვიყენე ე.ი. კვების წყაროც მჭირდება. კვების წყარო თუ დავაყენე - გადატენვის ბერკეტს რაღად ვეჯაჯგურო, მერე ლულაო, მერე ისაო - ესაო და ჩავეფლე პნევმოჭაობში. )

გადასატენის (მოსაქოქის) ახალი ვარიანტი. ძალიან რბილი გადატენვა, სამიზნეს დაჟინებული მზერა შეგიძლია არ მოაშორო yes3.gif




ja_ja
ჰოო გადატენვის ახლებური იდეა მაგარი საინტერესოა...
urubu
მორიგი მოდიფიკაცია.
სახელური გავიდა მარჯვნივ და 60 მმ მაღლა. ეს ოფსეტი რეგულირებადია და შეიძლება იარაღის დაბალანსება ორივე სიბრტყეში.
"შტატნი" სასხლეტის ამძრავად გამოვიყენე ჰარდ დისკის თავაკების მექანიზმი, რომელმაც აშკარად გამიმართლა იმედი.
ამ მომენტისთვია აყენია UTG 30mm AccuShot 4-16x44 ოპტიკა , რომელიც ძალიან კომფორტულია ჩემი მხედველობისთვის , მაგრამ მძიმეა. რინგები თავისი მასო-გაბარიტული მახასიათებლებით გირებს მაგონებენ.
ვერაფერი წესიერი ვერ მოვიფიქრე ჯერჯერობით სასხლეტზე და სანამ რამე ეფექტური (ჩემი ხედვით) არ გამოჩნდება -- დარჩება არსებული ჩამრთველი.
კონსტრუქციის შემსუბუქებაზე ვიფიქრებ რედუქტორის და ელექტრო დამრტყმელის დაყენების შემდეგ.




nihontoman
მაგარი საინტერესო რაღაცა გამოვა ბოლოს biggrin.gif
geojorjika
ნდააა
მძიმე სურათია
Sk-box
გადავწყვიტე მარადა მივაბულპაპო... ვის მივაკითხო ხის სამუშაოებზე ხო ვერ მიმასწავლიდით ?
ja_ja
მგონი მულტიტულსი აკეთებს საკაიფოდ ხის სამუსაოებს, და ვიღაც გაჩითა კიდევ გრიშამ, მარა ის კლასიკურ ფორმაზე მუსოაბდა მგონი და რაცხა ავეჯს უფრო გავდა კონდახის მაგივრად smile.gif
Sk-box
ja_ja
მადლობა ! ისე ავეჯზე გამახსენდა, ჩემი მეგობარი საეკლესიო ნივთებს ამზადებს, მაგრამ კონდახი ვერ მივანდე... ე მანდ რამე ძალიან ორთოდოქსული არ გამოუვიდეს biggrin.gif
ja_ja
Sk-box
მერე რა გინდა ცალი მხრიდან ანგელოზებს ამოგიჭრის და მეორე მხრიდან კონდახიდან რომ ეშმაკი მოძვრება ჩუჟოის სახით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

იმენნა ბოროტი სულების გამდევნი გაიჩითები smile.gif

mister_io
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Sk-box
ja_ja
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არაა ცუდი ! ვერცხლის ტყვია ისა ესა ...
SCORPIONS
ja_ja

+10 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
აბა ეს ვინაა თუ მიხვდებით?
SCORPIONS
gregory

რაცხა თურქულს მაგონებს..არა.?
gregory
ციტატა(SCORPIONS @ 31st October 2015 - 09:47 PM) *
რაცხა თურქულს მაგონებს..არა.?

SCORPIONS
ყოჩაღ, ყოჩაღ yes3.gif yes3.gif
ოღონდ გასაკვირია, რომ ხაჩიკა არაა
Sk-box
kral puncher breaker biggrin.gif
gregory
ციტატა(shotexa7 @ 31st October 2015 - 10:05 PM) *
kral puncher breaker

Sk-box
ეგაა ნამდვილად smile.gif
მე კი მეგონა არ იყო გაბაზრებული smile.gif

geojorjika
კრალით რომ.იწყება სახელი უკვე ცუდია
giga2010

ესეთი რაგაც მინდა, სად შეიძლება რომ შევიძინო, ხომ ვერ მეტყოდით
geojorjika
giga2010
საქართველოში არსად, უნდა გააკეთებინო, ან რუსეთში/უკრაინაში
sekurifa
მე ამ ოსტატმა გამიკეთა ხიდი და გამომიგზავნა საქართველოში. http://airgun.org.ua/forum/viewtopic.php?f=2&t=67607


ასევე ეს ოსტატიც კარგად აკეთებს ოღონდ პირველზე ცოტა ძვორად. http://airgun.org.ua/forum/viewtopic.php?f=21&t=46903

ესეც მისი ნიმუშები http://postimg.org/gallery/cjwcz0kc/
giga2010
სალამი ფორუმს, კიდევ ერთ ბულპაპს წარმოგიდგენთ, ამჟამად გამოვიდა თურქული ჰიბრიდი, კრალის ბულკა და ჰატცანი

sekurifa
ეგ შენი ჰაცანი ჩასვი კრალის კონდახში? და ხიდიც კრალის დააყენე? ანუ ზომები დაემთხვა ხო?
giga2010
კრალის კონდახს მოუწია გადაკეთება, ფენით გავწიე უკანა მხარე, მექანიზმიც გადავაკეთე, ანუ სასხლეტი ჩვეულებრივი პრინციპით მუშაობს, რეზიკის ზომა არ ემთხვევა, ჰატცანი 30, იცი ჩემზე უკეთ, კრალის ოპტიკის და რეზიკის სამაგრი 33მმ. ვნახავ ხვალ რა შედეგს მომცემს
sekurifa
ციტატა(giga2010 @ 29th March 2017 - 11:36 PM) *
ვნახავ ხვალ რა შედეგს მომცემს

თუ სროლას გულისხმობ მაშინ ეგ კომუფლირებული ლენტა მოხსენი. ლულუს და რეზიკის ეგრე გადავევა არაა კარგი. არ მოგცემს ჯგუფს. ლულა მოჭიმული იქნება.
NRG


რა კარგი ყოფილა ბულპაპი smile.gif 3.380 კგ ყველაფრიანად, ძალიან კომპაქტურია, მანქანიდან სასროლად იდიალური.
Multi-Tool
ბულპაპი ნამდვილად მშვენიერია.
მანქანიდან ხომ საერთოდ ძაან მოსახერხებელია.
მაგ ტიპის კონდახი ესე სწრაფად ძირითადად მაგიტომ გახდა პოპულარული.











NRG
Multi-Tool
რა პაწუკაა smile.gif კრუგერია ხო ეგეც?
Multi-Tool
NRG
კი, რკინა კრუგერისაა
NRG
Multi-Tool
კონდახი შენია ალბათ მაგის თქმას აპირებდი smile.gif რა ლულა გიყენია?
Multi-Tool
NRG
იარაღი ერთერთი ფორუმელისაა,და არ ვიცი რა ლულა უყენია.
მე არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მხოლოდ ბულპაპის მიკრო ვარიაცია დავდე. smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.