დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Bullpup-ომანია, ყველა თოფი და იდეა ერთად
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
ja_ja
მოკლედ ფორუმზე ძალიან ბევრი ჩალიჩობს ბულპაპის გაკეთებაზე, როგორც წესი მხოლოდ საკუთარი თოფის გადაბულპაპებაზე მიდის ჩალიჩი. არავისთვის საიდუმლო არაა რომ მოკლე თოფი უკეთესია, ნაკლებად ედება ბუჩქებს და ჯაგებს, პლიუს თოფის ბალანსი უკან იწებს და ძირითადი დაწოლა მხარზე გადადის, მარცხენა ხელი კი აღარაა დატვირთული შედეგად დამიზნებისას თოფი ნაკლებად დადის ხელში. პირველი ბულპაპის კონსტრუქცია გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ თოფებში და გულისხმობდა თოფის სიგრძის დამოკლებას 25%-ით, მისი მექანიზმების და ლულის დამოკლების გარეშე, მოკლედ კონდახის არასაჭირო ნაწილის მოცილებაზეა საუბარი.


ავსტრიული AUG-ი პირველი სრულყოფილი ბულპაპის სისტემაზე მომუშავე ავტომატი.


იმის გამო რომ ამ საკითხისადმი ინტერესი დიდია, ვხსნი ცალკე თემას, სადაც ყველა ბულპაპის იდეა იქნება თავმოყრილი... რატომ ერთი თემა? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თოფები შეიძლება სხვადასხვა გქონდეთ, იდეა ყველასათვის ერთი საერთოა, კონდახის დამოკლება გადასატენი მექანიზმების გადატანა უკან, შედეგად წარმოიქმნება მინიმუმ 2-3 პრობლემა

1) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა წინ რომ კომფორტული სროლა შესაძლებელი იყოს

2) ოპტიკის დასამაგრებელი რელსის წინ წაწევა, რელსის წაწევა იმის გამოა საჭირო რომ როგორც წესი თოფებს კოლოფი და ოპტიკის სამაგრი მაქსიმუმ 150 მილიმეტრიანი აქვს, ჩვენ კი გადაკეთებისას კონდახის დამოკლების გამო კოლოფს ლამის 30 სანტიმეტრით უკან ვწევთ, აქედან გამომდინარე ოპტიკაც უკან დგება და გადაკეთების გარეშე "გაჭყიტვა" შეუძლებელია.

3) არანაკლებ აქტუალურია მცველის დაყენებაზე ფიქრი, რაც არ უნდა იყოს, ბულპაპი ძირითადად კეთდება სანადირო თოფებისთვის, სანადირო თოფი კი მცველის გარეშე სულ მინიმუმ უპასუხისმგებლობაა

4) თვითონ კონდახზეც არანაკლებია საფიქრალი, მასალა, ფორმები, დამზადება....


მოკლედ მოგიწოდებთ ყველა მსურველს და ყველას ვინც რაღაც გამოცდილება უკვე მიიღეთ გაუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი იდეები, ზოგმა შეიძლება შემდეგში კომერციალიზაციაც დაიწყოს (ანუ სხვა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა გარკვეული თუ გაურკვეველი საფასურის ხარჯზე...)

დავიწყოთ მინი იდეებით რომელსაც იმედია შემდეგ განავრცობთ, მოკლედ ძირითადი პრობლემები უკვე ჩამოვთვალეთ ახლა სურათზე ვნახოთ ეს ყველაფერი.



ამ სურათზე ჩანს ძირითადი ყველა ის წერტილი რაც აუცილებელია ბულპაპისთვის და რასთანაც მოგიწევთ ბრძოლა, ანუ თვითონ კონდახი, სასხლეტი მექანიზმის წინ გამოტანა და ამავე მონაკვეთში მცველის უზრუნველყოფა, და ოპტიკის სამაგრის წინ გამოტანა.


კონდახების სურათების დაყრას არ ვაპირებ ისედაც ოხრადაა ინტერნეტში, მაგალითად გახსენით გუგლი და აკრიფეთ:

Benjamin marauder Bullpup stock
Hatsan At44 Bullpup stock
HW100 Bullpup stock
AA 510 Bullpup stock

გადადით შემდეგ სურათებში და დაინახავთ აურაცხელ იდეას. აქ ჩამოგითვალეთ ძირითადი ის თოფები რაც საქართველოშია გავერცელებული. თუმცა სიაში არის მხოლოდ PCP თოფები, ნუ ჩათვლით რომ მხოლოდ PCP-ისთვისაა ბულპაპ სისტემა მართებული, არანაკლებად კომფორტული და გამართლებულია ზ.დ.პ სისტემისთვისაც, აი ნათელი მაგალითი:



მოკლედ შეზღუდვები არ გაქვთ არანაირი, უბრალოდ გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს ბულპაპის დამზადების წინ.

1) კონდახის დამზადებისას სასურველია წერ რაიმე ისეთ მასალაზე იმუშაოთ რაც იაფიც დაჯდება და შედარებით იოლი დასამუშავებელი იქნება. ნუ ჩვენთან არ ვიცი სად შეიძლება შოვნა, მაგრამ უცხოეთში ასეთი საქმისთვის კარგია სამშენებლო ქაფი. თან მკვრივია, თან იოლი დასამუშავებელია. მისი დამუშავებისას მიიღებთ გამოცდილებას თუ რა სად როგორ უნდა დააამუშაოთ, ამოჭრათ და ასე შედმეგ. რა თქმა უნდა შეგიძლიათ პირდაპირ საკონდახე მასალასაც მიადგეთ, როგროც წესი კაკალს იყენებენ კონდახისთვის, მაგრამ თუ აქამდე არ გქონიათ გამოცდილება ხეზე მუშაობის დიდი ალბათობაა იმისა რომ რაღაცას დააზიანებთ და გააფუჭებთ, ეს უკვე არაერთ ფორუმელს მოუვიდა.

2) კარგად მოიფიქრეთ ოპტიკის დასამაგრებელი სისტემა (ასევე მოიფიქრეთ მისი დამზადების სქემა, რაც შეიძება მარტივი რომ იყოს გასაკეთებლად), ასევე გაითვალისწინეთ ის გარემოებაც რომ ჩვენთან ბევრი ხარატი და ფრეზზე მომუშავე, ან ხელმრუდია და ოღონდ და ფული აიღოს სულ არ ფიქრობს ხარისხზე, ან არ გააჩნია ნორმალური ინსტრუმენტები და რას აკეთებს თითონაც არ იცის, მთავარია რომ ვიზუალურად ჰგავს, მაგრამ ვიზუალი ერთია და ოპტიკის რელსი თუ სწორედ ლულის პარალელულად არ არის გამოთლილი, სხვადასხვა დისტანციაზე მოგცემთ სხვადასხვა გადაკვეთის წერტილს, შედეგად ჰორიზონტალური დოლურების ტრიალი დაგჭირდებათ სხვადასხვა დისტანციაზე, რაც საკმაოდ ართულებს საქმეს.

3) სასხლეტი მექანიზმის გადმოტანა. რა თქმა უნდა გინდა კონდახი იყოს, გინდა ოპტიკის სამაგრი, მათი აურაცხელი რეალიზების სქემა არსებობს, ასევეა სასხლეტის გადმოტანის იდეებიც, ბევრნაირია და თქვენ უნდა ამოირჩიოთ რომელი იქნება თქვენთვის მოსახერხებელი დასამზადებლად.

უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ გადმოკიდებული სასხლეტი არაა გამართლებული, აი როგორც ძირა სურათზეა



შეიძლება რეალიზებისთვის იოლი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად იმის გამო რომ მხარი დიდია არაა გამორიცხული მისი დაღუნვა და დაბრეცვა მუშაობის დროს. ჯობს უზრუნველყოთ ზედა სურათზე მოყვანილი სქემის ნაცვლად იჩალიჩოთ აი რაღაც შემდეგნაირზე



ანუ რაღაც დეტალი იყოს დაფიქსირებული წინ (იქნება რეზერვუარზე, თუ სხვა დეტალზე დაფიქსირებული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მყარი იყოს და არ მოძრაობდეს), მასზე უზრუნველყოთ სასხლეტის მოძრაობა და სასხლეტის მცველის მუშაობა, შემდეგ კი 4-5 მილიმეტრიანი რკინის ღერძით გაიყვანოთ კავშირი ძირითად სასხლეტთან.

ასევე გაითვალისწინეთ რომ სასურველია გამოიყენოთ მთლიანი რკინის ღერძი და არა ფოლადის ტროსი. მთლიანი ღერძი ყოველთვის ერთგვაროვნად გადასცემს თქვენს იმპულსს სასხლეტს, მაშინ როდესაც ტროსი ხან დასრიალებს, ხან იშლება ხან იჭიმება, ან მოკლდება....

.................... ................................. ....................... ............................. .....................

მოკლედ ძირითადი ნიუანსები მგონი ჩამოვყარე, მსურველები რომ არიან ჩვენს ფორუმზე ვიცი, რომ არიან ის ხალხიც ვინც ბულპაპის გაკეთებაზე უკვე ჩალიჩობს ეგეც ვიცი (ერთერთი მეც ვიყავი, მაგრამ 2 წლის წინ ხელი ჩავიქნიე, იმის მერე რაც ერთი არასწორი მოძრაობით მე და Davit-მა 1 კვირის ნაშრომი გავაფუჭეთ smile.gif ), მოკლედ იმედია დაუმეგობრდებით ამ თემას და იდეებსა და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებთ.
ilariona
აი ასეთი გამოდის ჩემი ბულკა smile.gif





სურათები მობილით არის გადაღებული და ჩქემ ბოდიშით biggrin.gif
ja_ja
ilariona
რაცხა მომრგვალებები გაგიკეთერბია უკვე აი smile.gif

და მისმინე რკინეულობა ეგრე უკან უნდა იყოს?
WARNer brother
ja_ja
ჯაჯა იქნება დადო ინფორამცია კონდახის საამშენებლო ქაფით დამზადებაზე.
ja_ja
WARNer brother
არაფერი ინფო მაგას არ უნდა. ეგ არის ცალკე რაღაც აქაფებული მასა, ჩვენთან ეგეთ რაღაცეებს გუბკას ეძახიან. მოკლედ აქ არ ვიცი მეთქი სად რა რაფერ შეიძLება ეგეთის შOვნა.

რაც შეეხება კონკრეტულად გაკეთებას... ხომ დავწერე სანამ ხეს მოკიდებთ მეთქი ხელს, მანამდე კაია რომ მაგაზე წაიჩალიჩოთ მეთქი smile.gif, შესაბამისად რაიმე კონკრეტული მოქმედება არ არსებობს. შეგიძლია ჩვენთან სარეკლამოებს მიმართო და PVX თუ DVP ჰქვია ის დაითრიო და იმაზე დაამუღამო გამოთლა, მაგრამ ჩვენი სარეკლამოების გადამკიდე ფასი მთლად იაფი არამგონია გამოვიდეს smile.gif

Davitus
ilariona

ლულა რომ არ ქონდეს ეგრე უშნოდ გამოშვერილი და რეზერვუარის პროპორციულად იყოს ჩამოჭრილი, სუპერ სექსი ვიდი ექნებოდა...

ასე რომ გამოიყურება, მე ლიჩნად არ მომწონს, ესტეთიურობას უკარგავს მმოშნად, კონდახს არაუშავს
ilariona
Davitus

დავით, წინ რეზიკი გაიზრდება 10 სმ-თი, დამტენი პორტი ხომ უნდა დადგეს, კონდახმა კი გუშინ ბევრად ლამაზი ფორმები მიიღო და ჯერ კიდევ დასამუშავებელია!

ჯერ ადრეა კრიტიკა smile.gif ისე შრაუდერის დამოკლებაზე კი ვფიქრობ, მაგრამ ეს ფიშტო სანადიროთ მინდა და ხმაც შესაბამისად არ მინდა რომ წონდეს.
gregory
ilariona
გილოცავ წინსვლას smile.gif

ოპტიკა როგორ დადგა? მცირე ნაწილითაა კრონშტეინი დამაგრებული და ვიბრაცია ხომ არა აქვს?
ilariona
gregory

არა გრიგოლ რა ვიბრაცია, რომ ეჭიდავო მაინც ძვრა არა აქვს!
gregory
ilariona
ტირში ხომ იქნება ეგ აგრეგატი?
ilariona
gregory

ტირამდე ალბათ ვერ მოვასწრებ
tengo
ilariona

ილო, კონდახის ამორტიზატორსაც ხომ გაუკეთებ ? უფრო დაამშვენებს და მოხერხებულიც იქნება.
შრაუდერის დამოკლებას მეც არ გირჩევ ისე, რომ ხმაზე იმოქმედოს. მაქსიმუმ 2-3 სმ შეიძლებოდა თუ გიღირს მაგაზე ჩალიჩი და ჭიქების მაგივრად ბიგუდები გააკეთებდა ჩამოჭრილი კომპენსაციაც.
ilariona
tengo

ლულის გარე დიამეტრი 16მმ-ია და ბიგუდების ამბავი ჩემთან არ გამოვა.

,,ზატილნიკი'' უკვე დავუყენე და მაგრად მოუხდა smile.gif დღეს კონდახის თემას მოვრჩები და შეიძლება სასხლეტიც დავამთავრო.
koknar
ილოჯან გილოცავ ! რითი უნდა დაამუშავო ზეთში ხარშავ თუ წაუსმევ რამეს, ეგეც მაგარი საკითხია და გარეგნობაზე მაგრა მოქმედებს რამე იგივე ხის ნაჭერზე წაიექპერიმენტე smile.gif.
ის ოთხკუთხედი ფანჯარა რა იყო ცოტა ვერ დაარბილე ? უფრო სექსი იქნებოდა biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 5th April 2012 - 06:13 PM) *
ის ოთხკუთხედი ფანჯარა რა იყო ცოტა ვერ დაარბილე ?

ე ბიჭო მანდ მინი მაცივარი დგება და დენზე იქნება მიერთებული, შედეგად ან ლუდის ქილას ჩადებს და ცივად ექნება ნადირობისას, ან როცა ნადავს მოინადირებს მანდ შეინახავს და არ გაფუჭდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პროსტა ლამპოჩკები აქვს ახლა ჩასაყენებელი შIგნით, ანუ რომ გააღებს შიგნით შუქი რომ აინთოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
აა გავიგე, არ ეწერა არსად, ბოდიში!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
koknar
ja_ja
ოფფერისტებო დაგსაჯოთ? smile.gif

მოვრჩი სასხლეტსაც და დამრჩა მხოლოდ დაერთებები და აწყობა. ხვალ იმედი მაქვს გავსინჯავ.
kaka8079
ilariona
კი უნა გავსინჯოთ ისე აღნიშვნაც არ აწყენდა wink.gif
Davitus
ციტატა(ja_ja @ 5th April 2012 - 06:58 PM) *
ე ბიჭო მანდ მინი მაცივარი დგება და დენზე იქნება მიერთებული, შედეგად ან ლუდის ქილას ჩადებს და ცივად ექნება ნადირობისას, ან როცა ნადავს მოინადირებს მანდ შეინახავს და არ გაფუჭდება


სტარი პლიადა ხართ რა, სულ არიცით არაფერი, ეგ მინიბარია... მინიატურული სასმელები მიდის მანდ, რაის მაცივარი biggrin.gif

ნუ შიგადაშიგ აპტეჩკადაც გამოდგება, პნევმატიკა ისეთი შტუკაა, სულ თან უნდა გქონდეს მედინსტრუმენტარიუმი


სასხლეტის მექანიზმის სურათიცც დაგედო ბარემ, არა რა, ერთი ჯაჯას სისხლისგან შრატი უნდა დავამზადო და ყველას გადაგისხათ, იქნებ რეპორტის გენი, მუტაციის პრინციპით მაინც შეგეცვალოთ smile.gif
tengo
ციტატა(ilariona @ 5th April 2012 - 10:50 PM) *
მოვრჩი სასხლეტსაც და დამრჩა მხოლოდ დაერთებები და აწყობა. ხვალ იმედი მაქვს გავსინჯავ.

ვაახ, გილოცავ და რომელ საათზე გეგმავ.
ilariona
Davitus
მაგის სურათებს არ დავდებ! მეტი საქმე არა მაქვს თქვენი დასაცინი გავხდე biggrin.gif მთავარია რბილი და უდობნია!

tengo

არ ვიცი ჯერ, დღეს შეიძლება ვერც მოვიცალო.
tengo
ციტატა(ilariona @ 5th April 2012 - 03:04 PM) *
ლულის გარე დიამეტრი 16მმ-ია და ბიგუდების ამბავი ჩემთან არ გამოვა.

16 მმ. არაა პრობლემა ილო თუ შენ ჩალიჩი არ გეზარება, და ბიგუდებიც მშვენივრად გამოვა.(პრაქტიკიდან გამომდინარე ვამბობ)
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 6th April 2012 - 10:40 AM) *
16 მმ. არაა პრობლემა ილო თუ შენ ჩალიჩი არ გეზარება, და ბიგუდებიც მშვენივრად გამოვა.(

მანდამე მაგას ცოტა სხვა პრობლემაც აქვს რასაც აქ ვერ წერს smile.gif


დანარჩენებს

ეს გასართობად
ilariona
აი ასეთი გამომივიდა კონდახი საბოლოო ჯამში



ეს კი რამდენად მოკლეა ვერიკოსთან შედარებით biggrin.gif



geojorjika
ვა შენ გენაცვალე რა კარგი ბიჭია , მალადეც
nihontoman
ვააა, ცუდ ვიდზე არაა ნაღდად. თან როგორც მივხვდი რაღაც ელექტრონიკაც იდება კონდახის უკან და ბალანსი ვაბშე ტრაკში იქნება (პირდაპირი მნიშვნელობით) რაც წესით კარგი უნდა იყოს მოქნილობისათვის. biggrin.gif
WARNer brother
ilariona
ეს რა კაბელები ჩანს ?
ilariona
WARNer brother
შიგნით ყავის მადუღარას ვამონტაჟებ! წარმოიდგინე ბუნებაში სიცივეში სანამ სამიზნე გამოჩნდება რა კარგი იქნება ცხელი ყავა smile.gif
WARNer brother
ilariona
biggrin.gif
მართლა ვერ მივხვდი რამე სიმძლავრის დასარეგლირებელია?
nihontoman
ციტატა(ilariona @ Apr 13 2012, 10:36 PM) *
WARNer brother
შიგნით ყავის მადუღარას ვამონტაჟებ! წარმოიდგინე ბუნებაში სიცივეში სანამ სამიზნე გამოჩნდება რა კარგი იქნება ცხელი ყავა smile.gif



შენა და კონდახის პადაგრევსაც ხო აყენებ? biggrin.gif

რაც თემას შეეხება, გამშვები იქნება ელექტრონული? თუ სხვა რამეც?
ilariona
WARNer brother
nihontoman

ელექტრო რედუქტორის კაბელებია!
koknar
ilariona
წონაში ალბათ სერიოზული იქნება არა? მარტო აკუმულატორი იქნება 500 გრამი.
ilariona
koknar
არა რა 500 გრამი smile.gif წონა ჯერ არ ვიცი, მაგრამ აშკარად მსუბუქი არაა!

სავარაუდოთ ოპტიკით 4200-4500 გრამამდე ავალ.
bazuka
ilariona
ვააა ახალი სათამაშოო biggrin.gif

წარმატებებბბ wink.gif
ilariona
bazuka

ვახ რა კაცი გაიჩითა smile.gif რა იყო ბიჭო ასე უნდა თავის მონატრება? აქ ხალხი ყავის მადუღარებით ბულკებს ვაწყობთ უკვე და შენ კიდევა გძინამს biggrin.gif

bazuka
რაიოო, რაის ბუბლიკებიოოო ???
CHICO30
რამდენად გამართლებულია დისკოსგან ბულკას გაკეთება და არის ვინმე მცოდნე ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს? რა თქმა უნდა თოფი ჩემი, ფულიც ჩემი და მითხარით რა დამიჯდება ეგ სიამოვნება?
ja_ja
CHICO30
მხოლოდ ერთ კაცს აქვს დისკო გადაბულკებული, ეგ არის სოხა, მაგრამ მაგან თავისი მუღამისთვის გააკეთა და კომერციულ პოროექტს მოკიდებს თუ არა ხელს არ ვიცი.

ისე მე და dawiti-ც ვაპირებთ გადაბულკებას, მარა რავიცი რა გითხრა, ჩვენა ნელი ტემპებით ვმოძრაობთ smile.gif, ჯერ ნახაზები, მერე ფორმა, მერე ჩალIჩი და ნუ კაროჩე 1 და 2 კვირიანი საქმე არაა, ჩვენ ალბათ ასე 1-2 თვეში მოვრჩებით smile.gif
ilariona
CHICO30

დისკოს ბულკათ გადაკეთების აზრი რა არის? რომ სიგრძეში მოიგო და მანქანიდან ინადირო?

რატომღაც მგონია, რომ თვითნაკეთი კონდახი ბევრად მძიმე გამოვა და უფრო დაამძიმებ დისკოს ვიდრე არის.

რავი ცადე თუ გინდა, მაგრამ დისკო ისეთი კარგია თავისი დაბალი წონით, რომ დღემდე ვფიქრობ მაგის ყიდვას smile.gif ბულკა კიდე უნდა გააკეთო დიდი ბალაყანა თოფისგან, რომ სიგრძე და წონა მოიგო.
CHICO30
ილო ზუსტად ათიანში გააარტყი. მანქანიდან ვნადირობ ხოლმე და უჭირს ცოტა მოტრიალება სალონში. დიდი სალონი კი აქვს სუბარუ ფორესტერს მაგრამ ოპელ კორსაში რომ ვჯდები მერე ვავა biggrin.gif 200 გრამით თუ დამძიმდება არაფერია.


სოხა ბატონო მოკიდებ კომერციულ პროექტს ხელს? მე ყველაფრით დაგეხმარები რასაც დამავალებ.
kaka8079
CHICO30
მეეჭვება სოხამ შეძლოს დახმარება რადგან თვითონ თავის ბიძაშვილს გააკეთებინა,ჩემი რჩევა იქნება მასალა იშოვო და რუტერზე ამოაჭრევინო,დამუშავებით კი შენც კი შეძლებ მაგას,რუტერიც არაა მგონი ძვირიანი სიამოვნება.
CHICO30
ჯაჯა თქვენ ბულკებთან ერთად ჩემსაზეც რომ დაიწყო მუშაობა არ შეიძლება? ფასი მითხარი და თუ მაწყობს აკეთე ნელა ვინ გაჩქარებს? ოქტომბრამდე არ მეჩქარება მაინც რაჭაში ვიქნები სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე კახეთში რთველზე. მომწერე რა იქნება ჩემგან საჭირო, ფული, მასალა, რავიცი რაც საჭირო იქნება და თუ მაწყობს გეტყვი და შენსას რო მორჩები ჩემიც გააკეთე.
gigi30
აი, რუსების დისკობულკა http://topguns.ru/bulka-iz-benjamin-discovery/
ilariona
ციტატა(gigi30 @ 25th June 2012 - 10:06 PM) *
აი, რუსების დისკობულკა


ჩაქუჩით და ნაჯახით არის ხო გაკეთებული!

CHICO30

და შენით რას ვერ აკეთებ? რა დეტალში გიჭირს, ნუ იდეაში მოდი მივყვეთ რა არის გასაკეთებელი და შენ მერე მონიშნე რას ვერ გააკეთებ შენ.

1) კონდახია მოსაფიქრეელი და გამოსაჭრელია
2) კონდახზე რეზერვუარის ღარია ამოსაჭრელი
3) კონდახზევე რვიანების დასამაგრებელია ამოსაჭრელი
4) კონდახში სასხლეტის სპიცის ღარია ამოსაჭრელი
5) ოპტიკის დასამაგრებლად რვიანებია გასაკეთებელი
6) სასხლეტია დასაგრძელებელი სპიცით

მექანიკასთან გაქვს შეხება მარტო სასხლეტთან.

დანარჩენი არის სამუშაო სულ ხესთან, ახლა მითხარი, ჯაჯა რას გაგიკეთებს, როდესაც საკუთარი ბულკასთვის კონდახი ვერ დაუმთავრებია ერთი წელია biggrin.gif ამ ხესთან სექსაობა რომ ეზარება მაგიტომ biggrin.gif

ჯაჯას მიეცი რკინა საჩარხათ და მიკრონებში დასასმელად, თორე ხე და ელექტროობა არ ევასება მაგ კაცს biggrin.gif

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რას ვერ აკეთებ შენით?

ხო რვიანებსაც ჯაჯა ვერ გაგიკეთებს, უბრალოდ დანადგარები არ მისცემს საშუალებას.
soxa
ციტატა(CHICO30 @ 25th June 2012 - 07:51 PM) *
სოხა ბატონო მოკიდებ კომერციულ პროექტს ხელს?

კომერციას ვერ შეგპირდები, მაგრამ თუ გინდა დაგეხმარები და დაგაკვალიანებ, თუ მოგეწონება ჩემი გამოჩორკნილი კონდახი, პროტოტიპის გაკეთება უფრო ადვილია
CHICO30
ჯაჯას ალუმინისგან რო გავაკეთებიოთ კონდახი? biggrin.gif

რავი რა გითხრა ილო, არაფერი ინსტრუმენტი მე არ მაქ. ხერხი რო ხერხია ისიც არ მაქ. ქსელების ადმინისტრატორობით ვირჩენდი თავს ეხლა მეორადების მაღაზია მაქვს და სად მე და სად ინსტუმენტები. ცხოვრებაში არ გამომითლია ხისგან არაფერი. ბავშვობაში მიკეთებია ლაგარტკის ტარები. ავეჯზე კი მიმუშავია აწყობაზე მაგრამ არა მგონია ეგ გამოცდილება კონდახით გამოთლაში დამეხმაროს. პცპ ც კი არ დამიშლია არასოდეს შენ კიდე სპიცით სასხლეტის გადამყვანზე მელაპარაკები. biggrin.gif

არ ჯობია გამოცდილმა კაცმა მოკიდოს ხელი და ფული აიღოს?

სოხა მაშინ საზაფხულო პაეზდკებიდან რომ დავბრუნდები მერე დავიწყებ ჩალიჩს და შენ ბულკასაც ვნახავ ლაივში.
ja_ja
CHICO30
მე მაქსიმუმ შემიძLია რკინეულობის დუბლიკატი გავაკეთო თუ მე და დათკამ მოვაბით თავი და დავიწყეთ ბოლოში გასვლა (კსტატე პირველი დისკოს გაბულპაპებაზე, პირველად 20010-ში დავიწყეთ ჩალიჩი, მაგრამ პირველივე კონდახი გაგვიფუჭდა და ხელი ჩავიქნიეთ ორივემ smile.gif ).

აი ხეს რაც შეეხება, სწორი გითხრეს ბიჭებმა, მინიმუმ 3 თოფი მაქვს სახლში რომელის ცოტაც და ბულკა იქნება და ხის სამუშაოების გამო ბოლოში ვერ გავსულვარ... არაა ხე ჩემი საქმე smile.gif
gela
აბა ბიჭებო მარადას და სხვა თოფების გაბულპაპების კიდევ ერთი შანსი და იდეა, გამზადებული ბულკა კონდახებით

ოღონდ ერთი ვერ გავიგე, ამ კონდახებს სად ამზადებენ ვინ ამზადებს, არა და ქარხნული კონდახები რომ არის აშკარაა.. იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს ინფო და დავაგდე რეა ვიცი რეა ვიცი, შტაიერის და ჰაცანმის კონდახებიც დევს
koknar
gela
აქ გამოყენებულია მართალი AUG ის კონდახი, შეიძლება ალბათ აირსოფტისაც მიდის, მერე გადაკეთება უნდა გამოდის ეგეთი. ისე კაი იდეაა
ja_ja
gela
koknar
აირსოფტის კონდახების გადაკეთება ხდება, ოღონდ როგორც წესი ამერიკელები გარაჟის ბაზრობები რომაა ან იბეიზე გამოტანილი ძველი ნახმარი თოფები იმას ყიდულობენ ხოლმე... ნუ იდეაში თვითონ აირსოფტის შIგნეულობა რაში სჭირდებათ და ამიტომაც იაფად თრეულობენ რა smile.gif

აგერ მარადიორის თემაში დაგდებული მაქვს დაჟე მთელი ნახაზებით და რამერუმე smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.