დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: HASTAN AT-44 მოდერნიზაცია და სხვა იდეები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
ja_ja
CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 6th December 2012 - 10:10 PM) *
დააბრუნე საწყის მდგომარეობაში. გაუკეთე ისევ 2 რვიანი და დაჟე თუ საჭიროა მესამეც დაუმატე.

აეეეე... ბარემ ეგებ გუდრონიც მოასხას ზემოდან smile.gif

კაი რა ცოტა ყურადრება ხომ უნდა გამოიჩინო მოსაუბრის მიმართ? კაცმა წინა გევრდზე დაწერა გადავჭერი ერთი რვიანიო..

რომც არ გადაეჭრას მესამე რვიანი სად იშოვოს რომ შესთავაზე იდეა? ან რომც იშოვოს კონდახში როგორ დაამაგროს? მაგ მესამე მეოთხე და მეთხუთმეტე რცვიანისთვსი ბუდე არაა ამოჭრილი კონდახში. ანუ დაჯდეს ახლა რვიანები ცალკე თალოს, მერე კონდახი გააუბედუროს და აიდაააა....
CHICO30
გააკეთოს რა პრობლემააა დავეხმარები. მამაჩემი მანქანის ნაწილებს აკეთებს საქართველოში და მაგას ვერ გავაკეთებიებ? საავტომობილო ქარხნის მთავარი ტექნოლოგი იყო. მესამე და მეოთხეზე ვიხუმრე მარა მეორე დავაბრუნოთ ისევ ადგილზე.
ilariona
ჩავერთვები მეც საუბარში,

ზურა, მიაწექი ბოლომდე პირველ ჩვენებას, სანამ თოფი არ დაიწყებს იდეალურად სროლას. ჩემი ვერიკო საერთოდ არ ისროდა, მაგრამ იმდენი ვეჩალიჩე სანამ ნორიკას ლეგენდა არ დავამარცხე smile.gif

რასაც შენ აღწერ საოცრება არაა, თურქული თოფია და კიდევ ბევრ ნიუანსს აღმოაჩენ მაგ თოფში.

ჩემი აზრით სხვა გამაგრების მეთოდზე უნდა ვიგიქროთ, უნდა ვცადოთ და მივიღოთ შედეგი დამოუკიდებელი დაკიდების ლულისა და რეზიკისა.

თუ გინდა ერთად დავჯდეთ და რამეს კი მოვიფიქრებთ.

აქ კიდევ კონდახის სისწორე იქნება შესამოწმებელი, დაჭერის შემდგომ ინარჩუნებს რო სისწორეს ლულა?

რავი, სისწრაფეებია დასარეგულირებელი, ფასკები სანახავი (შემავალიც და გამავალიც)

ქაღალდზე შედეგი რო მივიღოთ ერი და ორი ექსპერიმენტი არ გვეყოფა.
ja_ja
აუ თქვენ ზურას იმდენს უზამთ რომ გადარევთ smile.gif

რა საშინელებაა სასტავში რომ ჩავარდები და.... არა სანამ იყო ეს კაცი ტავისთვის ხომ ისროდა გადასარევად? ერთ ტყვიას არ აცილებდა... პირველი შხამიანი ისარი მე ვესროლე ლულა მგონი გაღუნულია მეთქი და აშკარად ფსიქოლოგიურად კაცს გამაზვები დავაწყებინე, ახლა რვიანი აღმოაჩინა წინა გასვლაზე და სხვების შედეგები ნახა და იმის მერე თოფი საერთოდ არარ ისვრის მიზანში biggrin.gif

რომ ვუკვირდები ხოლმე საერთოდ კაცი არ უნდა უყურებზე სხვებს თორემ მომენტალურად გერხევა ხოლმე რა smile.gif აი რომ არ მეთქვა ლულაზე არაფერი, არ ენახა სხვების შედეგი დარწმუნებული ვარ ისევ გააგრძელებდა ტყვიის ტყვიაში ჩასმას smile.gif

კაროჩე ადრე სალუქვაძის ტირში მითხრეს ფსიქოლოგიურ გავლენას უფრო მეტი კორექტივები შეაქვს სროლის შედეგში ვიდრე ფიზიკურ მომზადებასო, ჩემს ტავზე პირველად ეგ გამოვცადე როდესაც 10 ტყვიიდან 9 წერტილი წერტილში ჩავსვი სალუქვაშის ტირში, ტრენერი გაგიჟდა და აი მეათეს სროლა რომ მოვიდა, იმოდენა პასუხისმგებლობა დამაწვა რომ ყველა რაცხას ელოდა რომ არიქა და აი და უი და ისე ავაცილე სამიზნეს რომ რავიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif... იმის მერე ლამის 3 კვირა დამჭირდა იმისთვის რომ ფსიქოლოგიური ბალანსისთვის მიმეღჭია და რაღაც შედეგებამდე მივსულიყავი თორემ იმ შემთხვევის მერე ვეჩნა არღაც საშინელ შედეგებს ვაკეთებდი smile.gif
CHICO30
მეც ეგ არა ვთქვი? რა უნდოდა მაგარი მსროლელიცაა და იარაღიც ისროდა. არ მაზავდა არაფერს.
sekurifa
ესეიგი კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს რა smile.gif თავიდან დაიწყო ყველაფერი ასე smile.gif

ვიყიდე ჰასტან ატ-44 ერთტყვიანი, ორი რვიანით, ეს ყველამ იცით smile.gif კი მიკვირდა რატო ქონდა ორი რვიანი. წინამორბედებს ხომ ქონდათ ერთი რვიანი? რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება კონსტრუქტორებმა? smile.gif

თავიდან ეგრევე რომ დავშალე თოფი შევისწავლე მისი აგებულება ბოლომდე ასე ვთქვათ. ის ნიუანსები რაც არ მომეწონა გამოვასწორე. ანუ რაც ამ თემის დასაწყისშია მოყვანილი და დასურათებული.(ესეც ყველამ იცით)

ანუ ფასკაც ახალი აქვს, კლაპნის ზამბარაც გაძლიერებული. სიჩქარე დავაგდე 300 ამდე. (ისიც გეცოდინებათ რომ ქარხნული 320 ით ისვრის მძიმეებს) სიზუსტეს ნამდვილად არ ვუჩიოდი. ორი კვირა მშვენივრად ვინადირე სოფელშიც და საკმაო შორ მანძილებზე ვხსნიდი ფრინველებს.

მერე ჩემი ლილო ოპტიკა გავყიდე და ვიყიდე ზოსის ოპტიკა. ეგ ოპტიკა რომარ მეყიდა ალბათ არც ახლა მივაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას. ბოლოს გასვლაზე რომ ქაღალდზე ვისროლე გაბნევები მომცა. ეგრე მაგიდასთან დამჯდარი ბალიშებით, გაშეშებით არ მქონდა ნასროლი აქამდე. ზღვაზე სადაც ვისვრი ხოლმე, ბლოკზე ვჯდები და თოფი ხეში მიჭედებულ სოლზე მაქ დაყრდნობილი. ეს არის მიახლოებითი პოზიცია და ასეთი პოზიციიდან გაბნევა არც მიკვირდა. (ქაღალდისთვის ვამბობ თორე ნადირობის თვალსაზრისით მშვენიერია)

მერე კიდევ დავიწყე ინეტში ინფოების ძებნა და ძალიან ბევრი ჰასტანის მფლობელი ათავისუფლებდა ლულას რვიანისგან. ანუ დირკებს აფართოვებდნენ როგორც მარადას აქვს ან საერთოდ აუქმებდნენ. აი ორ რვიანს კი გვერდიგვერდ ტუნინგის მერე არავინ არ ტოვებდა ნამდვილად.

მე კი ერთი რვიანის გაუქმებას ისედაც ვაპირებდი და დირკის გაფართოვებას ვარჩიე მისი გადაჭრა.ანუ სისტემის სიმყარისთვის რეზიკზე დავტოვე სამაგრი. მაინტერესებდა რას იზამდა დაკიდებული ლულა. ვისროლე ასე თუ ისე და დიდი განსხვავება ვერ ვნახე.ისიც დავწერე რომ მარცხნივ მიაქთქო.

დავაგე ისევ მეორე რვიანი და დავტოვე ეგრე. ამ პროცესში აღმოვაჩინე რომ რვიანი ლულას ექაჩებოდა ძირს და მიტო არ ყოფნიდა ოპტიკას პაპრავკები ვერტიკალში. ეს ბალანსის ბრალი იყო. სისტემა სულ უმნიშვნელოდ კაჩაობდა კონდახში. შუა სამაგრი ვინტი იყო ოდნავ გრძელი, ან კონდახის ბუდე იყო მაღალი. მოვაკელი ვინტს სიმაღლე ნელნელა და ყველაფერი გასწორდა.

სისტემა კონდახში ჩაჯდა კარგად. სამივე ვინტი ერთდროულად ჯდებოდა ხეზე. დავიწყე ნელნელა ვინტების გადაჭერა. ჯერ შუა დავუჭირე, მერე უკანა და აი აქ შევამჩნიე რომ უკანა ვინტის დაჭერისას ლულა და რეზიკი იწევდა ზემოთ (მილიმეტრით რა, სულ უმნიშვნელოდ) ანუ ხე იპრესებოდა ალბათ.

ბალანსი რომ გასწორდა ვიფიქრე ეს პრობლემაც მოიხსნებოდა მარა ასე არ გამოდგა. ესეიგი გადმოკიდებული ლულით რომ ვცადე სროლა მაშინაც რაღაც ვერ იქნებოდა წესრიგში. დავაგე ისევ გადაჭრილი რვიანი, დავუჭირე ეგ რვიანი და ცენტრი. მერე ნელნელა დავიწყე უკანა ვინტის დაჭერა და ლულაც წავიდა ნელნელა ზემოთ.

ანუ რეზიკის შეერთების ადგილას გადმოიხარა სისტემა, კარობკა უკან გადმოიხარა და ლულა თავისთავად აიწია წინ. თოფზე არაფერი მოშვებული არაა. კარობკაც და რეზიკის ჩასასმელი ბუდეც მაგრად არის დაფიქსირებული.

კი დავსვამ ისევ რვიანზე არაა პრობლემა და როგორც აქამდე ვისროდი გავაგრძელებ ისევ ისე თოფის მოხმარებას მარა როცა ვიცი რომ თოფი კონდახში გაჭინთული ზის რავარია smile.gif ლულა ხომ წინააღმდეგობას არუნდა გრძნობდეს არა? არაა ეს გერმანული შედევრი. ძან ცუდათაა გათვლილი კარობკის და რეზიკის ფიქსაცია.

დღეს ცოტა გავისროლე ოღონდ უკვე ყოველგვარი რვიანების გარეშე. სულ სხვა შედეგი მომცა. ანუ ახლა უკანა ორი ვინტი იკავებს კორპუსს და ლულას არაფერი არ უშლის ხელს. დარწმუნებული ვარ რომ სიჩქარეს კიდევ რომ დავუგდებ 280 ამდე უფრო კარგ შედეგს მომცემს ქარალდზე.

ისიც გასათვალისწინებელია რომ ჯაჯამ აღმოაჩინა ჩემს ლულაზე რაღაც არასასიამოვნო ნიუანსი. შეიძლება გაბნევა მაგის ბრალიცაა მარა მაგას რომ თავი დავანებოთ სხვა ყველაფერი ხომ უნდა იყოს წესრიგში. როგორც დავრწმუნდი ხის კონდახში სამ ვინტზე არ მოხერხდება ბალანსის დაცვა. ასე რომ დავტოვებ ორ ვინტზე და რსად არაფერი არ დაიქაჩება და ლულაც თავისუფლად იქნება. ხოლო რეზიკიც რომ გამოკიდებულია მაგის მოგვარებაც შეიძლება. მაგას ცოტა წონა აქვს და მის ქვეშ პლასტელინ-ეპოქსიდს ჩავაფენ ან რამე სხვას რომ რეზიკი ზედ იჯდეს.
smekosmeko
მთელი პრობლემა ისაა რომ შენ თავიდან მხოლოდ ნადირობდი, ეხლა კი სპორტმა გაგიტაცე. რას ვიზამთ არაა ატ44 ისეთი დონის იარაღი რომ შტეიერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს. გინახავს სადმე მძლეოსობაში 120 კგ-იანი ადამიანი 40-კგ-იანს ეჭიდავებოდეს? რატო იცავენ წონით ბალანს? აი ეგ ვარიანტია მანდაც. კი ბაზარი არაა მაგდენი წაველებით ცოტა უკლეთეს შედეგს შეიძლება მიაღწიო მაგრამ ეგ იოტისოდენა ნახტომი მაინც ვერ დაგამშვიდებს. მაშინ იმდენი უნდა მიახარჯო თანხა რომ მარადას ფასსაც გაცდები, ბოლოს კი მაინც ჰაცანი გექნება ხელში.
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 7th December 2012 - 01:35 AM) *
როგორც დავრწმუნდი ხის კონდახში სამ ვინტზე არ მოხერხდება ბალანსის დაცვა. ასე რომ დავტოვებ ორ ვინტზე და რსად არაფერი არ დაიქაჩება და ლულაც თავისუფლად იქნება.


ისე მარადიორში მაგალითად საერთოდ ერთ ვინტზეა დამაგრევული კონდახი smile.gif მართალია კროსმანმა სხვა გამოსავალი ნახა, ერთი მთლიანი რკინის სქელი მილი რომელიც რეზერვუარის როლსაც ასრულებს, მექანიზმით ჩიგნითაა, ეს მთლიანი მიილი ხეში მკვრივად ზის, ზედ მიხრახნულია სასხლეტის მოწყობილობა და მასზე ეხრახნება ვინტი რომელიც კონდახს პროსტა უჭერს რა...

რაც შეეხება 2 რვიანს და ასე შემდეგ... მაგალითი შტეერიდან... ნუ ყველამ იცით რომ ალუმინის კორპუსი აქვს, მაგალიტად ლულა დაფიქსირებულია ამ კორპუსში 2 ადგილზე, წინ და უკან....

ახლა ცუდი რა არის ამ საქმეში და ქარხანა რას ამბობს... ცუდი ისაა რომ ლულა დეფორმაციას განიცდის ტემპერატურის ვცლილებისას... კერძოდ ალუმინს აქვს თვისება სიცივე და სიცხეში მკვეთრად შეცვალოს თავისი ფორმა... შედეგს ალბათ ხვდებით ზაფხულში გასწორებული ზამთარში არ ისვრის და საერთოდ რა ყოველ გრადუსის ცვლილებაზე ალუმინის რამა ფორმას იცვლის და ლულას აქეთ იქეთ ქაჩავს.

ქარხანა ამბობს რომ სროლა თოფიდან უნდა მიმდინარეობდეს ყოველთვის ერთი და იგივე პირობებში, ტემპერატურა უნდა იყოს 22-დან 25 გრადუსამდე... ანუ პრაქტიკუალდ კონტროლირებაში შენობის გარემოა ნახსნები... ახალ ადგილზე გადატანისას მინიმუმ 30 წუთი თოფი უნდა იდოს რომ ტემპერატურას შეეჩვიოს და ასე შემდეგ... კაროცე ჰალსტუხისა და კოფეს გარეშე არ გაისვრისო რა... თუ პახოდუ შამპანიურიც გაიჩითება ვააბშე გადასარევიო smile.gif

ახლა რეალში ხალხლა რა გამოსავალი ნახა... უბრალოდ მიდიან სასურველ ადგილზე, ნუ ცდილობენ რომ ტემპერატურის დიდი ცვლილება არ იყოს, მერე ლულის წინა სამაგრ ვინტს უშვებენ აცდიან 2-4 წუთი ყველაფერი მოჯდეს, ხელახლა უჭერენ წინა ვინტს და ხელახლა ასწორებენ მიზანს...

ასე რომ 2-3 და მეტი დამაგრების წერტილი დაჟე სანაქებო შტეერშიც კი მინუსია smile.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 7th December 2012 - 09:43 AM) *
ისე მარადიორში მაგალითად საერთოდ ერთ ვინტზეა დამაგრევული კონდახი მართალია კროსმანმა სხვა გამოსავალი ნახა, ერთი მთლიანი რკინის სქელი მილი რომელიც რეზერვუარის როლსაც ასრულებს, მექანიზმით ჩიგნითაა, ეს მთლიანი მიილი ხეში მკვრივად ზის


ხო აი ეგრეა სწორი. უკვე აწყობილი და გამყარებული სისტემა უნდა იჯდეს ხეში. არუნდა ქონდეს დამრტყმელის ბუდეს თავისი ვინტი, რეზიკის ბუდეს თავისი და რეზიკს კიდე ცალკე თავისი.
koknar
ციტატა(sekurifa @ 7th December 2012 - 12:35 AM) *
პლასტელინ-ეპოქსიდს ჩავაფენ


ერთი რვიანი ხო გააფუჭე, ეხლა კონდახს მიადექი არა ? biggrin.gif biggrin.gif ეგ მოდიფიკაციურ-სრულყოფილობის ვირუსია, რამეს რო მოიიფიქრებ ყოველთვის ისე გააკეთე რო საწყის კონსტრუქციაში შეუქცევადი ცვლილება არ შეიტანო, ანუ ახალი რამე დაუმატე ან ძველი მოაკელი მარა საწყის მდგომარეობაზე დაბრუნება უნდა შეგეძლოს. smile.gif

sekurifa
ციტატა(koka @ 7th December 2012 - 12:19 PM) *
ერთი რვიანი ხო გააფუჭე, ეხლა კონდახს მიადექი არა ?

ეგ რვიანი კიარა, რვიანების სირცხვილია smile.gif დაენანათ დურალი თურქებს? რკინა მაინც ეხმარათ.

რაც შეეხება რეზიკის ქვეშ ჩასაფენს, კონდახზე კიარ ვაწებწბ რამეს. ყალიბს ვაკეთებ უბრაკოდ. ხე და რკინა იზოლირებული იქნება ამ მასიდან. შესაძლებელი იქნება მისი ამოღება და ჩასმა. ამისთვის მგონი უფრო სილიკონს ვიხმარ. კარგად ჩაისხმება ჭრილებში და რეზიკს კარგ კალაპოტს გაუკეთებს. (კონდახი და რეზიკი თავისთავად წინასწარ შეფუთული მექნება smile.gif )
CHICO30
ზურა ანუ ორშაბათს ვერ ვინადირებთ? როდის გექნება ფიშტო საბრძოლო მზადყოფნაში?
sekurifa
ახლა სილიკონი ჩავასხი კონდახში რეზიკის კალაპოტისთვის, რომ რეზიკი ჰაერში არ იყოს გამოკიდებული. გამოიყურება ყველაფერი ასე:









ხვალ უკვე გაშრება, ზედმეტებს მოვაჭრი და მერე კიდე დავდებ სურათებს თუ რა გამოვიდა smile.gif
koknar
sekurifa
მერე ზედმეტი რაცაა გადაჭრი, ზუსტად როგორ მოარგეფ ?
sekurifa
ციტატა(koka @ 8th December 2012 - 04:23 PM) *
ზუსტად როგორ მოარგეფ ?

რა მორგება უნდა? იქნება კონდახში ჩასმული ჩვეულებრივად და ზედ რეზიკი იქნება დაყრდნობილი. ანუ რეზოკის წონა მარტო მის ბუდეს არ დაადგება ახლა.
ja_ja
ამი ვსმისლე რვიანები საერთოდ გააუქმე?
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 8th December 2012 - 05:37 PM) *
ამი ვსმისლე რვიანები საერთოდ გააუქმე?

ხო გავაუქმე რა. თუ ალუმინის რვიანს დავითრევ მომავლისთვის რომელიც რეზიკს შემოეჭირება მაგრად, მაშინ მარადიორის პრინციპით დავტოვებ და სისტემა კონდახზე წინა ორი ვინტით მიმაგრდება. ანუ ერთი რვიანთან და მეორეც შუაში.

ახლა უბრალოდ ესაა რომ მეტი ყურადღება და სიფრთხილე დამჭირდება ლულასთან მოპყრობაში smile.gif კაბურაში როცა დვებ თოფს, წინიდან თავის რვიანს ვანცობ და ეგრე ვდებ. მერე კი ამოღებისას ხელის მსუბუქი მოძრაობით ისევ ვხსნი და ეგაა რა smile.gif

პ.ს. არა რა, ხო მაფრთხილებდით ქარალდზეც მოიწამლები შენო და მე არ გიჯერებდით smile.gif ახლა უკვე კაჭკაჭისხელა სამიზნეები აღარ მაინტერესებს და იმ ბეერის სამიზნის რგოლში რომ გაბნევებია იმაზე მაქვს პრეტენზია smile.gif არა სერიოზული სენია რა smile.gif აირგანუს ვირუსი wink.gif
CHICO30
სანადიროდ წაგიყვას სოფელში და გაგკურნავ მაგ ვირუსისგან. ერთი თოვლი მოვიდეს რა biggrin.gif
sekurifa
დღეს როგორც იქნა გამკვრივდა სილიკონი კარგად და გამოიყურება ყველაფერი ასე. ახლა პლოტნად ზის რეზიკი კალაპოტში და სიმძმე აღარ ადგება რეზიკის დამრტყმელი კლაპნის ბუდეს.



bazuka
ვააა, "ზავადსკოივით" არისხოიცი biggrin.gif
foxi
არა და მეგონა სილიკონი მარტო ძუძუებში ისხმებოდა. lol2.gif ძალიან ლამაზად კი გამოიყურება. პრაქტიკა რას გიჩვენებს ეგეც დაწერე მერე არ დაგეზაროს.
ja_ja
sekurifa
იმედია არ მიწყენ, მარა მგონი ნამეტანი ზემოთაა ამოწეული რეზიკი...

მაგსისქე ხვრელი პონტია ქარხნულად ყოფილიყო... ბოლო სურათზე დააკვირდი სილიკონი რომ ტავდება მარცხენა მხარეს რამოდენაზე ამოწეული რეზიკი, კაი ღრეჩო ჩანს smile.gif
CHICO30
ის ამოწეული კი არა განიერი ჩანს რინგების ადგილზე მგონი. შედეგი როგორია რაც მთავარია ზური?
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 10th December 2012 - 07:32 PM) *
. ბოლო სურათზე დააკვირდი სილიკონი რომ ტავდება მარცხენა მხარეს რამოდენაზე ამოწეული რეზიკი, კაი ღრეჩო ჩანს

ეგ ქარხნულადაა ეგრე. ანუ უკანა მხრიდან კონდახი ჯერ ცოტა ვიწრო კალაპოტითაა და მერე რეზიკიდან უკვე ფართოვდება ჭრილი და ეგრე ჩანს.


ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 10th December 2012 - 07:53 PM) *
ანუ უკანა მხრიდან კონდახი ჯერ ცოტა ვიწრო კალაპოტითაა და მერე რეზიკიდან უკვე ფართოვდება ჭრილი და ეგრე ჩანს.

მდააააა, აშკარად სუტერ ტექნოლოგიური პონტია smile.gif ჩემი ჭკუა მაგას ვერ ჩაწვდება smile.gif
Dave
sekurifa

ლაი მოფიქრებაა ზურა smile.gif მაგარი ხელი გაქვს smile.gif ჯერ ხო ზდპ მასთერს გეძახდი და ეხლა უკვე პცპ საც გადასწვდი biggrin.gif
koknar
მე მგონი ეგ ღრიჭო ყველა ხაჩიკაზე ეგრეა, ეგეთი კონსტრუქციაა, უკანა მხარე კონდახზე დევს წინა კიდე რვიანებზე უნდა იდოს ანუ ხეს ფაქტიურად არ ეხება, შენ სხვა პრინციპზე გადაიყვანე სილიკონის ბალიში ჩაუდე და იმაზე დადე. არამგონია ცუდათ იმუშაოს თუ სილიკონი არ ჯდება დატვირთვისგან ან ტემპერატურისგან, მთვავარია შდეგი კარგი იყოს და პატრონი კმაყოფილი smile.gif
sekurifa
როგორც ყოველთვის ჩემი ხელები ვერ ისვენებენ და ისევ ახალი იდეებით ვარ დაკავებული smile.gif გადავწყვიტე დამრტყმელი მექანიზმის გადაკეთება. მინდოდა ყოფილიყო უფრო სასიამოვნო გადასატენი ღრჭიალის გარეშე და ასევე დამრტყმელის ამჩატებაც.

ინფოების მოძიების დროს ინეტში წავაწყდი ამ სურათს


იდეა მომეწონა მარა ცოტა მეც შევიტანე ცვლილება. წავედი ელიავაზე და დავითრიე კაპრონის პატარა 30მმ-იანი დიამეტრის კუსოკი. მერე ტოკართან და წავიდა იდეის გაცოცხლება smile.gif
გაკეთდა ფოლადის ბალვანკა თოფის ცილინდრის დიამეტრის და შიგ ჩაიპრესა კაპრონი. გაუკეთდა შუაში გამჭოლი ხვრელი დამრტყმელისთის.




გადაიჭრა დამრტყმელის წინა ფრთა და უკანაზეც გადაიპრესა კაპრონი




ასევე მოვიფიქრე სიჩქარის სარეგულირო ახალი ვარიანტი, რომლის რეგულირების დროსაც აღარ იქნება თოფის დაშლა საჭირო smile.gif ქარხნულად მაგარი სიდებილე მარეგულირებელი აქვს, რომელიც დამრტყმელის წინა ცხვირშია ჩახრახნილი და მთლიანად დამრტყმელს ატრიალებს. მე სხვაგვარად ვნახე გამოსავალი. გავაკეთე ისეთი დეტალი რომელიც სასხლეტის ბუდეში შედის, უკან ბუდეში მაგრდება კრკინის ბუდე შიდა რეზბით და ამ ბუდეში ეხრახნება ეგ დეტალი. მერე უკნიდან ატვიორკით დავუჭერ და ზამბარაც შეიკუმშება. თანაც ეგ დეტალი ახლა ზამბარის მიმმართველის ფუნქციასაც ასრულებს და ზამბარის ხმაც გაქრა smile.gif





საბოლოოდ სისტემა გამოიყურება ასე



ახლა გადატენისას კარაქივით სრიალებს მექანიზმი და ხელშიც ძან მსიამოვნებს.ჰაერის კლაპანიც დახუფულია და დაჯახების ხმაც გაქრა. დგუშიც ამჩატდა და ზამბარაც არ ზრიალებს დარტყმისას. ახლა დამრჩა მხოლოდ სამი რამ. რეზიკის ერთდირკიანი ბალვანკა, რკინის რვიანი ხამუტივით რომარის ეგეთი და ბულკა კონდახი smile.gif
geojorjika
საინტერესო იდეაა , რედუქტორი გააქვს ზურა შენ?

ნეტა სიჩქარებზე რას შვება? გასროლები ხომ არ მოიმატა ან მოიკლო?


თხოვნა მექნება სასხლეტის რეგულირება მინდა ჩემს ჰაჩიკაზე და ხომ არ გაგიკეთებია შენ?

ნამეტანი უხეში მეორე საფეხური აქვს ჭიდაობა უნდა
sekurifa
ციტატა(giorgi @ 16th December 2012 - 06:22 PM) *
რედუქტორი გააქვს ზურა შენ?

არა რედუქტორი არ მაქვს.
ციტატა(giorgi @ 16th December 2012 - 06:22 PM) *
სასხლეტის რეგულირება მინდა ჩემს ჰაჩიკაზე და ხომ არ გაგიკეთებია შენ?

მე რაც ამ თემის დასაწყისში დავდე სურათები იმის გარდა არაფერი მიქნია სასხლეტისთვის. რავი მე მომწონს ძან. შენ არ გისვრია ხო ჩემი თიოფიდან გასვლაზე რომ ვიყავით?
ja_ja
sekurifa
ზური კაი ნაჩალIჩარია, პროსტა ერთ ადგილს მიაქციე ყურადღება

აქ რაცხა არ მომწონს



მე რამდენადაც მახსოვს მიმწოდებლიდან ჩამოშვერილი პალა ედება დამრტყმელის უკანა ფრთას და აწვება უკან მოძრაობისას. ხომ არ ჯობდა მაგ კაპრონი უკანა მხრიდან ჩამოგეცვა რამენაირად? წინიდან დაჭეჭყავს მემგონი მალე მიმმოწდებლის ლაპა, მითუმეტეს კაი მოშნი ზამბარა უნდა შეკუმშოს....

sekurifa
ციტატა(ja_ja @ 16th December 2012 - 06:33 PM) *
წინიდან დაჭეჭყავს მემგონი მალე მიმმოწდებლის ლაპა, მითუმეტეს კაი მოშნი ზამბარა უნდა შეკუმშოს....

რავი დაჭეჭყავს ვითომ? მაგარი მასალაა და რავი.თან ის ლაპა ფრთის რკინამდეა ჩამოწეული და მარტო კაპრონს არ ეზიდება. უკნიდან რომ ჩამომეცვა მერე სასხლეტ კაკვს შეუშლიდა ხელს მოდებაში. მაგისთვის ახალი დამრტყმელი იქნება გამოსაჩარხი. ზამბარაც არაა ისე ძლიერი, სვლაც პატარა აქვს.

რავიცი აბა კაპრონით ბრონზას და ფოლადს ცვლიან და ლაპას ვერ გაუძლებს? მეც ვნახავ, ჩემ ხელში არაა? smile.gif
geojorjika
sekurifa

გაიხარე გადავხედავ
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 16th December 2012 - 06:42 PM) *
მეც ვნახავ, ჩემ ხელში არაა?

smile.gif
ilariona
sekurifa
შენ აღარ ხუმრობ აი smile.gif მალადეც
CHICO30
biggrin.gif ზედეპეშნიკი გადავიდა შტურმით პცპ-ზე biggrin.gif საღოლ ზური. ეხლა ერთი ქრონი გვინდა მე და შენ. ეს ყველაფერი რეალობაშიც გავსინჯოთ (ნადირობაში) და გავქრონოთ ხოლმე რა.
sekurifa
მგონი ექსპერიმენტმა გაამართლა smile.gif

რეზიკზე დავაგე ახალი კლაპნის ერთდირკიანი ბალვანკა, დირკის დიამეტრი 4მმ. შიგნეულობა როგორც უკვე იცით გადავაკეთე. იქედან გამომდინარე რომ ქრონი არ მაქვს ზედაპირულად გავსინჯე 10.5 გრანიანი ტყვიის ძალა იმ მასალაზე რაზედაც ადრე ვტესტავდი ჩემს ჰასტან მოდ 99-ს.


მოდ-99 -ის სიჩქარე იყო 260-265 მეტრწამი 10.5 გრანიანით. ვესროლე იგივე სამიზნეს რამოდენიმე წუთის უკან და ზუსტად იგივე ზიანი მიაყენა. ანუ სიჩქარე არის სადღაც ერთიდაიგივე.

ახლა რაც შეეხება გასროლების რაოდენობას. 200 ბარზე დავტენე, გავისროლე უკვე 60 ტყვია და ჯერ კიდევ არ მისულა 150 ბარამდე smile.gif ძალა არ შეცვლილა საერთოდ. ერთ 60 გასროლას კიდე მომცემს 100 ბარამდე.აღარ ვაწვალე თოფი, დავცალე რეზიკი 100 ბარამდე. გავისროლე და ძალა იგივე დარჩა. მგონი უკვე რედუქტორიც არაა საჭირო smile.gif

რაც შეეხება სიჩქარის სარეგულიროს, რომ გადავუჭერ 10მმ-ით უკვე იმ ძალით ურახუნებს რაც ქონდა. გასროლები კი აღარ დავთვალე მაღალ სიჩქარეზე.

ანუ ამ დღეებში გავქრონავ რა და თუ ეგ მართლა 260 მეტრწამით მომცემს 100-120 გასროლას მაშინ ჩემთვის უსროლია ავრორას smile.gif
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 31st December 2012 - 12:18 PM) *
ანუ ამ დღეებში გავქრონავ რა და თუ ეგ მართლა 260 მეტრწამით მომცემს 100-120 გასროლას


ძალიან შთამბეჭდავი კი არის, და გილოცავ, მარააა.... ეგ რაცხა დაუჯერებელი შედეგი იქნება ზურაჯან, ჩტოტო ტუტ ნი ტო smile.gif

180 კუბიკინამა რეზიკმა თუ ეგ გააკეთა, შენ მერე ნახე, მთელი ფორუმი თავის თოფებს მაი მარკეტზე დაყრის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S ისე 60 გასროლაც რომ იყოს ძალიან მაგარი შედეგი იქნება 180 კუბიკისთვის, თუ 70-ი გამოვა სადღაც 270-ის რაიონში მინიმუმ ერთი კაცი ვიცი ვინც თავის HW100-ს მიწაში ჩავლავს, ან ხეზე შემოამტვრევს biggrin.gif
CHICO30
ყბა ჩამომივარდა. 260 ის ფარგლებში ჩემმა 80 გასროლა გააკეთა. მოიტა ჯერ გავქრონოთ თუ გიჩვენა სისწრაფე 240 მწ კიდე დავიჯერებ biggrin.gif ხვალ ზეგ გამოდი ჩემთან ქრონი სახლში მაქვს გრეგორისი. გავქრონოთ დავანასტროიკოთ. თუ ამინდი იქნა ვისროლოთ.
sekurifa
ესეიგი ახლა მოვრჩი გაქრონვას. ვინაიდან სიჩქარე ძალიან იყო დავარდნილი, საბრძოლო კლაპანს დავაგე თავისივე ქარხნული ზამბარა. ქრონი რომლითაც ვისარგებლე აჩვენებს 10 მეტრწამით ნაკლებს სტანდარტულებთან შედარებით. მივუმატებ იმ 10 მეტრწამს და გამოვიდა ის რომ გავაკეთე 200 ბარიდან 100 ბარამდე 50 გასროლა 280-იდან 310 მეტრწამამდე.

200 ბარიდან 150 ბარამდე 280-295მ.წ. ის ფარგლებში და 150 ბარიდან 100 ამდე 300-310მ.წ. ის ფარგლებში. (320 იც იყო ერთი ორი)

სიჩქარის დაგდება შემიძლია 230 მეტრწამამდე. ასეთ შემთხვევაში 70 გასროლას გავაკეტებ თავისუფლად. ასე რომ სულ ოდნავ მოვუშვებ ზამბარას და მექნება 60 კარგი სანადირო გასროლა მეტითუარა.

ხოლო შეჯიბრზე თუ გავალ 220-ით ვისვრი smile.gif





CHICO30
ძალიან დიდი შუალედებია 280 დან 310 მდე 30 მეტრ წამია და 50 მეტრში მაგხელა სისწრაფის სხვაობა ერთი 5 სანტიმეტრიან სხვაობებს მოგცემს ალბათ. სანადიროდ კარგია მაქსიმუმ 15 მეტრწამიანი დერეფანი.
sekurifa
ციტატა(CHICO30 @ 2nd January 2013 - 05:57 PM) *
სანადიროდ კარგია მაქსიმუმ 15 მეტრწამიანი დერეფანი.

ხო რავი. გავალ ზღვაზე და გავსტრელავ ერთი 50 მეტრზე. 200 ბარიდან 150 ბარამდე არის დიდი ნახტომები სიჩქარეებში ხოლო 150 იდან 100 ამდე ხუთწამიანი დერეფნებია. 150 ბარიდან 100 ბარამდე 25-30 გასროლას აკეთებს 300 ით და მეც 150 ზე დავტენი smile.gif
CHICO30
კლაპნის ზამბარაც შეცვალე(რომელიც კეტავს კლაპანს), დამრტყმელი მიჭიმე და 3000 პსიდანვე უნდა დაიწყოს წესიერი სროლა. 290-300 ის ფარგლებში დააყენე 30 გასროლა მაინც დეა ეგაა. მე მთელი დღეა ვნადირობ თითქმის და 1 დატუმბვაც კი არ დამჭირვებია ფიშტოსი. 40 ტყვია ვისროლე გემრიელად და მოვედი სახლში. ასე რომ ნასტროიკებს აღარ ვახლებ ჯერ ხელს. ისე დაჭრილებიც კი გამექცა 5-6 ცალამდე.
sekurifa
ციტატა(CHICO30 @ 2nd January 2013 - 06:38 PM) *
კლაპნის ზამბარაც შეცვალე(რომელიც კეტავს კლაპანს)

მაგ ზამბარა ისედაც სლბია. თუ მარტო მასე გადავწყვიტე ნადირობის თვალსაზრისით მარტო 30 კარგი გასროლა მაშინ ბარემ გრამიან ტყვიებს ვიხმარ. ავიყვან სიჩქარეს 280 ამდე და რასაც მოხვდება არამგონია უკვე გაფრინდეს smile.gif ჯიესბე მონსტრი ან რაბიტი.

CHICO30
ეგ ზამბარა რაც უფრო მალე დაკეტავს უკეთესი არაა?
sekurifa
ციტატა(CHICO30 @ 2nd January 2013 - 06:49 PM) *
ეგ ზამბარა რაც უფრო მალე დაკეტავს უკეთესი არაა?

არა. ხო მეგო მე ძლიერი კლაპნის ზამბარა. იმან საერთოდ დააგდებია სიჩქარე რადგან მე დგუშიც ძან ავამჩატე.მაგ კლაპნის ზამბარა მირჩევნია სლაბი იყოს და დამრტყმელის ზამბარა არ ვაწვალო შეკუმშვებით. ახლა ისევ ქარხნული სლაბი ზამბარა დავაგე კლაპნის.

მაწყობს რა ესე ახლა როგორც არის. 60 გასროლა მშვენიერია 260-270-ით. 80 მეტრში ყველა ფრინველს მოიპოვებს ნადირობისას. შვებულებაზე კი როცა დასასვენებლად მივდივარ წიწვოვან ტყეში ვნადირობ და იქ ვაბშე 30 მეტრში მიწევს სრიოლა. დავაგდებ მერე სიჩქარეს ისევ 180 ამდე და ერთი დატენვა მთელი შვებულება მეყოფა smile.gif
CHICO30
რასაც ქვია სანადიროდ ჩემ მარადას იდეალური ნასტროიკა ქონდა მარა პესტ კონტროლზე ვეღარ ქაჩავს. ცოტა სიო და ეგრევე მიაქ ტყვია გვერდით და ძალაც არ ყოფნის ყვანჩოებზე. თორე სოფელში ჰაენელ ზულ-312 ით მშვენივრად ვნადირობ. მაქსიმუმ 150 მწ. ქონდეს სისწრაფე.
ja_ja
CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 2nd January 2013 - 05:57 PM) *
ძალიან დიდი შუალედებია 280 დან 310 მდე 30 მეტრ წამია და 50 მეტრში მაგხელა სისწრაფის სხვაობა ერთი 5 სანტიმეტრიან სხვაობებს მოგცემს ალბათ

უხეში გადათვლიტ ჩათვალე რომ 10 მეტრ წამი გაძლევს 10 მილიმეტრს, ანუ 30 მეტრ წამიანი დერეფანი სულ არის, 30 მილიმეტრიანი სვლა. ასე რომ 5 სანტიმეტრი ნამეტანია smile.gif

მართალია სპორტისთვის 20 და ნაკლები ჯობია და არა 30, მარა 50 მილიმეტრს მგონი რომ არ მისცემს ეგ სიჩქარეების დერეფანი

ძირიტადი დატვირთვა როგორც წესი მსროლელზეა, ეგ თოფი რომ ტისკებში ჩაამაგრო მარტო სიჩქარის გამო მხოლოდ და მხოლოდ 30 მილიმეტრი იქნება დაცილება ტყვიებს შორის, თუ ლულა და ტყვიები და სხვა მომენტები წესრიგშია.
CHICO30
ეგ მხოლო თეორიით გამოდის 3 სანტიმეტრი ამას დაუმატე ამინდი და უშუალოდ გასროლის დროს ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომა და გამოვა 5 სანტიმეტრი. 3 სანტიმეტრი გამოგივა ტისკიდან რო ისროლო ნადირობისას 5 გამოვა.
xrincho
ამაზე რას იტყვით?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.