დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Marauder Rifle .177 Synthetic Stock
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
Sk-box
братья по оружию გუშინ ჩემი მარადას წმენდისას ცარიელზე გავისროლე ( ცილინდრი სულ დაცლილი მქონდა degasser-ით ) და ზუსტად სადაც დეგასერი ერჭობა იქიდან ჰაერს უბერავს . ხოდა ეგრე უნდა იყოს ?
okela84
ჩემი თოფიც უშვებს და ვერ მივაღწიე ერთი ჯაჯა ექსპერტთან biggrin.gif
ja_ja
shotexa7
ციტატა(shotexa7 @ 11th August 2015 - 11:20 AM) *
ზუსტად სადაც დეგასერი ერჭობა იქიდან ჰაერს უბერავს

მოიცა მოდი დააზუსტე რას გულისხმობ, დატენვისას უბერავს და ამის გამო გიჭირს ნასოსით დაბერვა იმიტომ რომ ჰაერი უფრო მეტი შედის ვიდრე ნასოსით აკაჩავებ? მაგას გულისხმობ?

თუ იმას გულისხმობ რომ დაცლილი იყო მერე დატენე სამუშაო წნევამდე 3000PSI და ახლა უკნიდან აპარებს ჰაერს....

თუ პირველი შემთხვევაა, მაშინ ეგ ნუ შეიძLება ნორმალური არაა, მაგრამ ბევრს სჭირს ეგეთი რაღაც და როგორც კი 10-15 ატმოსფერომდე ახვალ რეზერვუარში არსებული წნევა კლაპანს დახურავს და არარაფერი გამოაპარებს, ხოლო თუ მეორესთან გვაქვს საქმე, მაგას ასე ზეპირად ვერ გიპასუხებ, ჯერ გარკვევა უნდა რა ხდება...

okela84
შენ რაღა გჭირს??? აბა მაიტა დეტალები....
Sk-box
ja_ja

არა საერთოდ დაცლილ მდგომარეობაშია და რო ვტენი და ვისვრი უკნიდან გამოსდის ჰაერი .
Sk-box
ja_ja

ვტენი ვსმისლე არა ნასოსი ან ბალონი.ანუ იარაღის გადატენვა რაა smile.gif))
ja_ja
Sk-box
მაიცა ახლა ნუ გადამრიე smile.gif 2 პოსტი დაწერე და აზრი მაინც ვერ გამოვიტანე smile.gif ან ნამეტანი დავშტერდი, ან არ ვიცი smile.gif

მოკლედ, მე რამდენადაც გავიგე - იარაღი დაცალე ბოლომდე, მერე დატენე (ნასოსით, თუ ბალონით ვერ გავიგე, მარა მგონი ტენი რაღაცნაირად - წერტილ მძიმე, სასვენი ნიშანი, რამე გამოიყენე ვეებერთელა თხოვნა მაქვს ) და დგას თავის ნიშნულზე. შემდეგ ისვრი ხოლმე და უკანა მხრიდან გრძნობ, რომ ჰაერი გიბერავს ყოველი გასროლისას ხომ?

მგონი სწორედ გავიგე რაც აღწერე ხომ? თუ ასეა, მაშინ არაფერი საგანგაშო არ გაქვს, პატარა ჰაერის შემობერვას ნებისმიერ ვარიანტში იგრძნობ, იმიტომ რომ კლაპნის ღერძი პირდაპირ ალუმინის დეტალში მოძრაობს, დამატებითი აბტურაციის (ანუ იზოლაციისა და ჰერმეტიზაციის გარეშე), შედეგად კლაპნის გახსნისას ჰაერი გარდა გადამშვების ხვრელისა, ასევე გარკვეული პორციით ახერხებს კლაპნის ღერძს გამოყვეს და მოხვდეს ჩაქუჩის მოძრაობის ადგილზე, იქედან კი უკანა მხარეს ნახულობს გამოსავალს

ესეთი ეფექტი ადრე თუ არ ჰქონდა და ახლა აქვს თოფს, ეგ იმის მანიშნებელია, რომ ადრე სხვა პარამეტრებზე იყო დაყენებული დამრტყმელ გადამშვები, ახლა კი სხვა პარამეტრებზეა, შედეგად გასროლისას გამოყოფილი ჰაერი იმაზე მეტია რაც ადრე იყო, ზედმეტი ჰაერი კი გადამშვებში ვერ ეტევა და იმ მიკროწამებში რა დროის მანძილზეც ღიაა კლაპანი, სადაც ნახულობს დამატებით ხვრელს იქეთ მიძვრება...
koknar
ja_ja
ეგრე კი არა, დაცლილ რეზერვუარზე წნევა როცა ნულია ჩახმახს გადატენის და გამოკრავს სასხლეტს, და ამ მომენტში გრძნობს ჰაერის დარტყმას. (მე ესე გავიგე)
Sk-box
koknar

აიი ზუსტად მიმიხვდით !

ja_ja

ბოდიში დასიცხული ვააარ ! smile.gif) მიღებულია შენიშვნა.
ja_ja
Sk-box
koknar
ახლა ნუ გადამრიეთ smile.gif თუ რეზერვუარში ჰაერი არაა, რა გიბერავთ???? biggrin.gif რაცხა სტრანნი დრაკონი ზის აშკარად შიგნით smile.gif

ნუ შეიძლება, ხაზს ვუსვავ შეიძლება იყოს ერთი ვარიანტი, თუმცა რამდენად მართებულია არ ვიცი, ანუ გასროლისას დამრტყმელი მოძრაობისას დგუშივით მოძრაობს და ჰაერს აწვება, ის კი გამოსავალს ნახულობს დასარეგულირებელი ხვრელის ადგილზე და იქედან გამოდის....

სათუოა ეს აზრი თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ პატარა სვლა აქვს დამრტყმელს და რავი რა ჰაერის აკუმულირება უნდა მოახდინოს, რომ რაიმე განსაკუთრებული ჰაერის ტალღა იგრძნობოდეს? unknw.gif
koknar
ja_ja
რა ვიცი აბა კაცმა დაწერა და აგიხსენი. მე ვაფშე არაფერი არ მიბერავს. ქობულეთის პლაჟზე ვარ და ვიცემის ერევანი წყალში როგორ შედის იმას უყურებ. ისე ქარი კი არი ცოტა biggrin.gif biggrin.gif
pilotina
არ ვიცოდი რომელ თემაში დამედო ეს ინფო, ამიტომ რადგან თავიდანვე ამ თემაში დავდე ჩემს მარადა, აქვე გავაგრძელებ, რომ თვალნათლივ გამოჩნდეს რა იყო და რა გახდა smile.gif თუმცა კი მესმის, რომ იმ სახით, რა სახითაც ეხლაა ჩემი ეს ფიშტო, ამ თემას რბილად რომ ვთქვათ მთლად არ შეესაბამება, ამიტომ თუ პატივცემული ადმინი ჩათვლის საჭიროდ ამ პოსტის სხვაგან გადატანას მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. smile.gif
მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, გადავწყვიტე ჩემი მარადას გაბულპაპება, გამოვიწერე სპეციალური კიტი, რომელშიც გარდა კონდახისა, შედიოდა ოპტიკის სამაგრი ვივერის "ხიდი" და სასხლეტთან დამაკავშირებელი სისტემა.
რადგან ამ კიტს მოჰყვა დაწვრილებითი ინსტრუქცია, დაახლოებით 40-45 წუთი დამჭირდა თოფის ბულკაზე გადასაყვანად.







რაღაც დროის განმავლობაში ამ სახით მქონდა ეს თოფი, მაგრამ მერე ვნახე რა ინეტში ხის კონდახიანი ბულკა მარადა, მეც ავენთე ამ იდეით biggrin.gif და ჩვენი პატივცემული
Multi-Tool- ის წყალობით ხორცი შევასხით ამ იდეას.
მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო გოჩას ბრწყინვალე ნამუშევარი, ნუ ამაში თქვენ თვითონვე დარწმუნდებით და ვინც ცოცხლად ნახა უკვე, ვერ იჯერებდა, რომ კონდახი ქარხნული არ იყო.
რესპექტ ჩემო გოჩა, მართლა მაგარი ხარ! good.gif
ხო, " ძველ " კონდახს ალბათ გაყიდვების თემაში დავდებ.
ეს კი ''გაახლებული" მარადას ბულკა













ეხლა რაც შეეხება სროლას. მოგეხსენებათ გუშინ ვიყავი ფაზენდაზე ასული სასროლად და ახალი ბულკას ოპტიკის გასასწორებლად, ამინდი მშვენიერი იყო, ძაან სუსტ ქარს თუ არ ჩავთვლით, აი ვიდეოც



ესეც სროლის შედეგები. ჯერ ოპტიკა გავანოლე 45 მეტრზე, ტყვია მძიმე JSB



ეს კიდე 50 მეტრი



ნუ, აი ასეთი მცირე მიმოხილვა smile.gif
ja_ja
pilotina
ზურა შეგიძLია სასხლეტის მეგანიზმი გამოაჩინო? უფრო მაინტერესებს რეგულირება თუ მოსულა და მგრძნობიარე თუ არის, თორემ მე რაც მინახია ყველა ისე რა პონტია რა და ნორალური ვარიანტი ვერცერთი ვერ ვნახე (ნუ ახლა ნორმალურად გაკეტებულ ქარხნულ ვერსიის თოფებზე არ მაქვს საუბარი, საუბარია ჩვეულებრივი თოფის გადაბულპებისას გაკეტებულ სასხლეტებზე)

და კიდევ ლულა სტოკია თუ....

P.S. შედეგი მშვენიალურია smile.gif
pilotina
ja_ja

აგაერ არის დაშლილ მდგომარეობაში. კი, რეგულირება რაღაც შუალედებში მოსულა, მე რომ დავაყენე თავიდსნ კი ჰქონდა პატარა ლუფტი, რაც არ მომწონდა, მარა გოჩამ დაარეგულირა მერე ისე,რომ ლუფტი საერთოდ აღარ აქვს. ნუ მანდ სასხლეტის დამამძიმებელი ზამბარა ამოცლილი მაქვს და საკმაოდ დარბილდა სასხლეტი.
ეს ტიაგები რომ სჩანს, მათი სიგრძის დარეგულირებით შეგიძლია მიაღწიო სასხლეტის სასურველ სვლას.











ციტატა(ja_ja @ 21st December 2015 - 02:26 PM) *
P.S. შედეგი მშვენიალურია


მადლობა, სტარაიემსა biggrin.gif


ციტატა(ja_ja @ 21st December 2015 - 02:26 PM) *
და კიდევ ლულა სტოკია თუ....



არა, ლულა LW-ია 60 სმ, დაგავიწყდა? smile.gif
ja_ja
pilotina
ციტატა(pilotina @ 21st December 2015 - 02:46 PM) *
LW-ია 60 სმ, დაგავიწყდა?

ეჰჰჰ... სკლეროზია თუ რაცხა ჯანდაბაა smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ოხ მოკლედ რა smile.gif

ჰო სასხლეტი ნუ სტანდარტული ვარიანტია... მარა აი მცველიც რომ გადატანილია ნუ ეგ უკვე სიახლეა, აქამდე ეგეთი რამ არ მინახია smile.gif
ბაიკერი
გოჩას აქვს სასწაული ხელი. ძალიან მაგარია მართლა. მშვიდობაში
gregory
მართლაც რომ სასწაულად კარგი გამოვიდა!
ძაან სასიამოვნოა, რომ საქართველოში შეიქმნა ასეთი დახვეწილი ბულკა smile.gif
temo-777
მარადას ყოველი გასროლის მერე მაგ რუჩკის გამოწევააა საჭირო ხო??
თუ როგორაა მანდ?
ნიკა
ხო, Bolt Action არის
geojorjika
ძალიან კარგი ნამუშევარია, ყოჩაღ გოჩა
pilotina
temo-777

რა რუჩკის?
temo-777
ნიკა
გასაგებია
pilotina
გადასატენს რომ გავს იმაზე ვიძახი.
და ისიც მითხარით კიდევ როგორები არსებობს>??? ბოლტ ექშენის გარდა, ერთი ვნახე ფამფი. ერთი კიდევ საიდლევერი,რა განსხვავებებია მაგათში
pilotina
კიდევ არსებობს ასეთი,სასხლეტთან არსებული სახელურის ჩაწევა აწევით გადაიტენება.

http://www.pyramydair.com/s/m/Sumatra_2500..._Reservoir/1077

მაგრამ ეს უკვე ამ თემას არ ეხება.
temo-777
ანუ რისი კითხვა მინდოდა არის ისეთი PCP რომელსაც გასროლის შემდეგ ხელათვე მეორე გასროლის გაკეთება შეეძლოს ყველანარი გაწევა-გამოწევის გარეშე?
ნიკა
temo-777 ნახ. ავტომატურზე ამბობ? ეგ კი არა ავტომატურებიც არსებობს მაგრამ თემას არ გადავუხვიოთ
temo-777
ხო უბრალოდ ცალკე აღარ მინდოდა მაგ კითხვის გულისთვის ახალი თემის გახსნა.
ო,კ მადლობა პასუხებისთვის
pilotina
არსებობს ეფ იქს რევოლუშენ

http://youtu.be/DndMru5fxEk

offtopic.gif

მოდი ნუღა გავაოფებთ, თორე ჯა-ჯა უფროსი მიგვჯირყვნის biggrin.gif
SCORPIONS
pilotina მაგარი შედეგია 50 მეტრზე!!! ისა და ახალი ოპტიკა გაქვს,თუ? P.S. მძიმე ჯსბ რა არის? 0.67??????

P.S. გოჩა მაგარია!!!!!!! smile.gif wink.gif
pilotina
SCORPIONS

ძველი ოპტიკაა
Sk-box
ეხლა შევნიშნე რო გადამშვებზე (Sleeve, Transfer Port) "რეზინკები" არ აქ. სად როდის მოძვრა ( ან იქნებ არც ქონდა) ხრენ ევო ზნაეტ. საიდან მოვიტანო გამოწერის გარეშე ? ან საჭიროა საერთოდ ? smile.gif)
geojorjika
Sk-box
უნდა ქონდეს
Sk-box
Plug, Binding და Set Screw ესენიც არ აქ დამრყმელს თურმე... რა ვქნა რა წყალში ჩავაჭყაპუნო sad.gif რეზინკები გასაგებია რისთვისაცაა .Plug, Binding და Set Screw ეს რისთვისაა ?
geojorjika
Sk-box
სურათები დადე ზუსტად რაზე ამბო ვერ გავიგე
Sk-box
http://postimg.org/image/6awqnt3td/

სადაც ისარი გავუკეთე მან უნდა იჯდეს რამე? ლისთი რო ვნახე ქროსმანის ზის..
geojorjika
დაიკიდე მანდ არაფერიც რომ არ იყოს შენ საერთოდ ვერ იგრძნობ მაგას , შეეშვი, მეგონა გადამშვებზე ამბობდი
Sk-box
geojorjika
მადლობა დამაწყნარე ! რეზინკები სად ვიშოვო ხო ვერ მეტყვი? გამოწერა მაგრად მეზარება ..
geojorjika
Sk-box
რა ზომაა?
Sk-box
geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd January 2016 - 11:15 PM) *
რა ზომაა?

დიდი ყველაზე
geojorjika
ციტატა(Sk-box @ Jan 24 2016, 12:25 AM) *
geojorjika

დიდი ყველაზე


ეგ რა ზომის ერთეულია? biggrin.gif

დიაგრამაზე პარტ ნომრები დაწერე რომელია და გეტყვი საგანგაშოა თუ არა

აგერაა დიაგრამა
datka25
მე როგორც მივხვდი, კლაპანსა და დამრტყმელს შორის რო 3 ცალ რეზინას ალაგებენ, იმაზეა რეზინებზეა ლაპარაკი. . . თუ ეგრეა, უმაგათოდაც მშვენივრად მუშაობს ეგ თოფი smile.gif
Sk-box
geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd January 2016 - 11:42 PM) *
ეგ რა ზომის ერთეულია?

ყველაზე არაზუსტი რაც კი რამე არსებობს biggrin.gif ანუ კალიბრის მიხედვით ხო არის გამშვების(Sleeve, Transfer Port) დიამეტრი, ეგ ვიგულისხმე ზუსტი ზომა არ ვიცი.
30 130-036 Breech Gasket <---- ესაა
geojorjika
Sk-box
უნდა იყოს ეგ რეზინა აუცილებლად
ja_ja
Sk-box
მაგ რეზინები მხოლოდ კროსმანს აქვს მე რაც მინახია, რამდენიმე მაღაზიასთან დაჟე მიმოწერა მქონდა და გამიშველს ტრაკშI, არ გვაქვს და ეგეთ სტრანნი ზომას არც კი დავუკვეთავთ ქარხანას შენი გულისთვისო...

ქარხნებს მივწერე და მინიმუმ 5 კილო უნდა იყოს პარტიაპ... სად ტრაკში გავიკეთო მაგდენი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ამიტომაც, ერთადერთი გამოსავალი დარჩა კროსმანი, ან გრიშა რომელსაც უნდა ჰქონდეს ეგ რეზინები ზაპასად. ზომა ყველა კალიბრში ერთი და იგივეა (კაკ ნი სტრანნა)...

მოკლედ ასე იყო თუ ისე, არ იშოვება, პლიუს ერთი ზომაა, ყველა კალიბრში, პლიუს გადამშვების გაფართოებისას ეგ რეზინები ვავა... მოკელდ მე კაიხანია ვაბშე გადამშვებებს ფტოროპლასტის მილისგან ვაკეთებ... 0.5 მილიმეტრით მაქსიმუმ 1 მილიმტრით უფრო გრძელი უნდა იყოს ვიდრე საჭიროა, ხვრელს აკეთებ თუ გინდა 5 მილიმეტრიანს და ჩასვავ ბუდეში, ვინტების დაჭერისას ის ზედმეტი 0.5-1 მილიმეტრი იპრეზება და მყარად ადგება ლულასაც და კლაპანსაც, შედეგად იდეალური ჰაერის გამტარობა, არანაირი ჰაერის გაპარება და არც არანაირი ტვინის ბურღვა სად ვიშოვო smile.gif

ასე რომ ორიგინალი გრიშასთან, ხოლო თუ ვერ იშოვი, ფტოროპლასტს მე ან ჟორჯიკა გამოგითლით და მორჩება მაგის საქმე smile.gif

დაჟე შეიძLება ცოტა გრძელის გამოთლა რომ 2-3 კუსოკად დაჭრა smile.gif
gregory
ციტატა(ja_ja @ 24th January 2016 - 10:07 AM) *
ასე რომ ორიგინალი გრიშასთან,

კიბატონო მაქვს
pilotina
გადავწვიტე ჩემს მარადიორს კედევ ერთი UP-ი გაუკეთო. ეს UP-ი მდგომარეობდა ე.წ. Benjamin Marauder Rifle FreeFlight Hammer Kit-ის დაყენებაში, რომელიც როგორც ავტორები ირწმუნებიან ანეიტრალებს ე.წ. ჩაქუჩის კლაპანზე მრავალჯერად დარტყმებს და ამით ეკონომიას უკეთებს ჰაერს და შესაბამისად ზრდის გასროლების რაოდენობას. ეს კიტი შევიძინე, ფასი 25 $ შიპინგის გარეშე.
თუ რა განსხვავება მომცა მისმა დაყენებამ, ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, ეხლა კი რას წარმოადგენს და როგორ დგება.

როგორც ხედავთ შედგება სულ 5 ნაწილისაგან.



1 ციფრით აღნიშნული და მის მარჯვნივ მდებარე ნაწილი ანაცვლებენ ქარხნულ ჩაქუჩის თავს და დამრტყმელის ზამბარის სარეგულირებელ ვინტს. დანარჩენი დეტალები უბრალოდ ემატება ქარხნულ კონსტრუქციას.
აი მონტაჟის სქემა



დავიწყე კოლოფის მოხსნით





ეს ქარხნული დეტალები: ჩაქუჩი სარეგულირებელი ვინტით, ჩაქუჩის ზამბარა და ხუფი, შიგნით ჩახრახნული ზამბარის მომჭიმით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ სარეგულირებელი ვინტი და ზამბარის მომჭიმი შევცვალე ახალი ნაწილებით.



აქ კი უკვე გამოსახულია ასაწყობათ გამზადებული ნაწილები



1. ახალი მომჭიმი
2. კაპრონის რგოლი, რომელიც თავსდება მომჭიმსა და ზამბარას შორის.
3. ღერძი, რომელიც გადის ზამბარაში და ჩაქუჩში და ცალი მხრიდან ფიქსირდება შაიბით და მეორე მხრიდან ზედა სურათში ციფრი 1-ით აღნიშნული ჩაქუჩის დამრტყმელით.

ეხლა როგორ მუშაობს ყოველივე ეს.
ქარხნული კონსტრუქციისგან განსხვავებით, რომელშიც ჩაქუჩი ზამბარის ზემოქმედებით მუდმივად აწვება კლაპანს და გასროლის შემდეგ იგივე ზამბარის ზემოქმედებით რამოდენიმეჯერ ურტყავს კლაპანს და ამით იწვევს ჰაერის გადახარჯვას, ამ კონსტრუქციაში ჩაქუჩი კლაპანს არ ეხება გასროლის მომენტამდე. გასროლის შემდეგ კი ბრუნდება საწყის მდგომარეობაში, ანუ განმეორებით დარტყმებს კლაპანზე ადგილი აღარ აქვს, შესაბამისად არც ჰაერის გადახარჯვას აქვს ადგილი.

ეხლა მოვიყვან ერთი წლის წინანდელ და დღევანდელ გაქრონვის შედეგებს

1. 253 m/s
2. 251 m/s
3. 253 m/s
4. 252 m/s
5. 252 m/s
6. 253 m/s
7. 252 m/s
8. 251 m/s
9. 251 m/s
10. 251 m/s
11. 253 m/s
12. 252 m/s
13. 252 m/s
14. 251 m/s
15. 251 m/s
16. 252 m/s
17. 253 m/s
18. 252 m/s
19. 251 m/s
20. 252 m/s
21. 253 m/s
22. 252 m/s
23. 253 m/s
24. 252 m/s
25. 251 m/s
26. 251 m/s
27. 254 m/s
28. 250 m/s
29. 251 m/s
30. 250 m/s
31. 244 m/s
32. 242 m/s

როგორც ხედავთ აქ 26 გასროლაა რედუქტორზე, 27-ე უკვე რედუქტორიდან ჩამოსვლაა და დანარჩენი ე.წ. პირდაპირი (კლებადი) გასროლები.

ეხლა კი ეს ცხრილი ამ კიტის დაყენების შემდეგ

1. 265 m/s
2. 264 m/s
3. 264 m/s
4. 264 m/s
5. 264 m/s
6. 264 m/s
7. 264 m/s
8. 264 m/s
9. 264 m/s
10. 264 m/s
11. 263 m/s
12. 264 m/s
13. 263 m/s
14. 264 m/s
15. 264 m/s
16. 264 m/s
17. 263 m/s
18. 264 m/s
19. 264 m/s
20. 261 m/s
21. 266 m/s
22. 261 m/s
23. 264 m/s
24. 264 m/s
25. 264 m/s
26. 264 m/s
27. 264 m/s
28. 264 m/s
29. 264 m/s
30. 262 m/s
31. 265 m/s
32. 264 m/s
33. 258 m/s
34. 260 m/s
35. 258 m/s
36. 258 m/s
37. 257 m/s
38. 256 m/s
39. 254 m/s
40. 252 m/s

როგორც ხედავთ რედუქტორზე მივიღე 32 გასროლა, ანი სამ კლიპზე მეტი და სანადიროდ კი 4 კლიპსაც გაისვრის კაცი გაჭირვებისას smile.gif

მე ვფიქრობ, რომ კიდე შემიძლია გავზარდო რედუქტორზე გასროლების რაოდენობა, სხვადასხვა რეგულირებები უნდა ვცადო კიდევ.

P.S. ერთი კითხვა მაქვს PCP-ს გურუებთან:
თუ შეამჩნიეთ, რომ რედუქტორზე ძალიან სტაბილურად ისროლა მე-20, 21 და 22-ე გასროლების გარდა. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს ავარდნა ჩავარდნა? unknw.gif
ikaaa
გამოგონება კი კაია მარა რა აქვს ეხლა ამას 25 დოლარისა ჰა? სუ დაკარგეს ნამუსი.[quote name='pilotina' date='11th April 2016 - 06:11 PM' post=142687]
რედუქტორზე ძალიან სტაბილურად ისროლა მე-20, 21 და 22-ე გასროლების გარდა. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს ავარდნა ჩავარდნა?

მემგონი უბრალო დამთხვევაა, ალბათ ტყვიები დაემთხვა სხვადასხვა წონის სავარაუდოდ smile.gif
userman
pilotina
ციტატა(pilotina @ 11th April 2016 - 07:11 PM) *
თუ შეამჩნიეთ, რომ რედუქტორზე ძალიან სტაბილურად ისროლა მე-20, 21 და 22-ე გასროლების გარდა. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს ავარდნა ჩავარდნა?


კარგი რა , რეებს დასდევ biggrin.gif პლიუს მინუს 3 მ/წმ - ია რა მეტი ხომ არა, თუნდაც 5 იყოს მერე რა. შეიძლება ტყვიების ამბავიც იყოს , შეიძლება გასროლებს შორის ინტერვალები , შეიძლება მზის დარტყმა და კიდევ ბევრი სხვა წვრილმანი რასაც არ უნდა გამოეკიდო. მოკლედ მასეთი ავარდნა ჩავარდნა მიზანზე გავლენას არ იქონიებს, დანარჩენი დაიკიდე biggrin.gif .

შენ ის თქვი გასროლების რაოდენობამ მოიმატა ? თორემ ისე ყველაფერი კარგია.
pilotina
ikaaa
ციტატა(ikaaa @ 11th April 2016 - 08:18 PM) *
გამოგონება კი კაია მარა რა აქვს ეხლა ამას 25 დოლარისა ჰა? სუ დაკარგეს ნამუსი


კი, ნამდვილად მაგარი მეძვირეები არიან AirgunofArizona.com- ზე.

userman
ციტატა(userman @ 11th April 2016 - 08:32 PM) *
კარგი რა , რეებს დასდევ პლიუს მინუს 3 მ/წმ - ია რა მეტი ხომ არა, თუნდაც 5 იყოს მერე რა.


არა, რას დავდევ კაცო, პროსტა დამაინტერესა რაში შეიძლება ყოფილიყო საქმე biggrin.gif

ციტატა(userman @ 11th April 2016 - 08:32 PM) *
შენ ის თქვი გასროლების რაოდენობამ მოიმატა ? თორემ ისე ყველაფერი კარგია.


კი, გასროლებმა მოიმატა სადღაც 6-7 გასროლით, მარა მე მგონი მეტითაც შეიძლება მოუმატო.... დარეგულირება უნდა კიდევ.




userman
pilotina
ციტატა(pilotina @ 11th April 2016 - 07:11 PM) *
ანეიტრალებს ე.წ. ჩაქუჩის კლაპანზე მრავალჯერად დარტყმებს და ამით ეკონომიას უკეთებს ჰაერს და შესაბამისად ზრდის გასროლების რაოდენობას.


რას ნიშნავს მრავალჯერადი დარტყმები ? და რტომ უნდა ჰქონდეს მრავალჯერადი დარტყმები ვითომ ? ეგ მარადიორის პრობლემაა , თუ ყველა პცპესი ?

ყოველ შემთხვევაში ჩემს პცპ-ში არ მიგვძვნია მრავალჯერადი დარტყმები
bubusicha
ყოჩაღ შენ ჩხირკედელაობისთვის, რაც მთავარია რასაც ხელს მოკიდებ გამოგდის.
მე უფრო ტყვიის ბრალი მგონია, კონკრეტულად ტყვიის კაბის.
pilotina
userman
ციტატა(userman @ 11th April 2016 - 08:59 PM) *
ეგ მარადიორის პრობლემაა , თუ ყველა პცპესი ?

ყოველ შემთხვევაში ჩემს პცპ-ში არ მიგვძვნია მრავალჯერადი დარტყმები


შენ ვერც იგრძნობ მაგას, იმდენად სწრაფად ხდება. მარადიორის პრობლემაა კი. სხვებს რამდენად აქვთ ეს პრობლემა ვერ გეტყვი, ალბათ კონსტრუქციას გააჩნია.

ციტატა(userman @ 11th April 2016 - 08:59 PM) *
რას ნიშნავს მრავალჯერადი დარტყმები ? და რტომ უნდა ჰქონდეს მრავალჯერადი დარტყმები ვითომ ?


ჩაქუჩი კლაპანს რო დაარტყავს და შეწევს, კლაპანი ადგილზე დაბრუნებისას ურტყავს ჩაქუჩს და უკან აგდებს, ამით დამრტყმელის ზამბარას კუმშავს ისევ ცოტაზე, მერე ეს ზამბარა რო სწორდება ისევ ისვრის წინ ჩაქუჩს, ჩაქუჩი ისევ ხვდება კლაპანს და ა.შ. ანუ აი აგერაა ვიდეოზე

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.