დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: "საძაგელი ჭუკი" Kral-ი, რომელიც Puncher Breaker-ად გადაიქცა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
giga2010
გაგიზიარებთ რისი გაკეთებაც მინდა, იმედია ცუდად არ გამიგებთ, ჩემს მცდელობებს. ვიბრირებს სავარაუდოდ დამრტყმელი ზამბარა და მისი დამჭერი, დიდი ვინტივით რომ არის. გადავუჭირე და ვიბრირება გაჩერდა, მარა რამდენიმე გასროლის შემდგომ ეს დამჭერი ბოლტი ისევე მოეშვა, ანუ დატრიალდა. კიდევ მინდა ვცადო რომ ლულა საერთოდ გავათავისუფლო, მაქვს ზედმეტი ხიდი ოპტიკის და მის რვინებს გავაფართოვებ ისე რომ ლულა არ ეხებოდეს. წინა რვიანსაც მოვხსნი, ვნახოთ რა გამოვა
ja_ja
ნახაზის მიხედვით რომელ დეტალზე და ვინტზეა საუბარი?
giga2010
კპ14, ზამბარას რასაც იჭერს. მისი დაჭერა-მოშვება მოქმედებს ტყვიის სიჩქარეზე?
datka25
ციტატა(giga2010 @ May 10 2017, 12:10 AM) *
კპ14, ზამბარას რასაც იჭერს. მისი დაჭერა-მოშვება მოქმედებს ტყვიის სიჩქარეზე?

კაკრას ეგაა სიჩქარის სარეგულირო . .
giga2010
მეც ესე ვფიქრობდი, ჯერ არ მაქვს ქრონი, ვერ ვიგებ რას სიჩქარეზე ისვრის
vexam
"chrono connect mobile" - არის ასეთი პროგრამა ანდროიდებისთვის, გიცდიათ ვინმეს?

https://www.youtube.com/watch?v=wG0bYQDndnA
giga2010
ვცადე, მე არაფერი გამომივიდა
giga2010
დღეს კიდევ ერთხელ გამოვცადე, შევცვალე ოპტიკის ხიდი სადაც ლულას არანაირი შეხება არ აქვს და რვიანზეც არ დავსვი, ანუ გამოვიდა მთლიანად დაკიდებული ლულა. იგივე მანძილზე ვისროლე 18მეტრზე. შედეგი ოდნავ უკეთესი 15-20მილიმეტრიანი ჯგუფები. ყველაზე კარგი მაინც ჯსბ-0,67 გააკეთა. შემდეგ დავსვი ბოლო რვიანზე ლულა. მაინც იგივე შედეგი. ვეღარ ვარკვევ რის გამო ხდება ესეთი გასროლები. უკვე ოპტიკაზეც ვფიქრობ, ხვალ ვფიქრობ თოფი ტისკში ჩავამაგრო და ისე ვისროლო
ja_ja
giga2010
ციტატა(giga2010 @ 10th May 2017 - 03:01 PM) *
ხვალ ვფიქრობ თოფი ტისკში ჩავამაგრო და ისე ვისროლო

ეგ ყველაზე კაი აზრია და პირველი ეგ უნდა გააკეთო როდესაც ეგეთი გაუგებრობაა... მაგით გამოირიცხება თოფი ან პირიქით დადანაშაულდება
okela84
მაგრად ვბალერშიკობ ამ კაცს, ჯერ მარტო იმის გამო რომ ყიდვიდან მეორე დღეს ნებისმიერ მანძილზე ''ტყვიასტყვიაში'' არ სვამს, ეტაპობრივად სწორად და მოთმინებით მიყვება და შედეგიც არ დააყოვნებს.
giga2010
ყველას მადლობა თანადგომისთვის, დახმარებისთვის, რჩევებისთვის. ბალეშიკობისთვის მადლობა, გაიხარეთ. მოკლედ ერთმა კარგმა კაცმა მომცა ქრონი, გაგაცნობთ შედეგებს. რეგულატორი მაქსიმუმზეა, ტყვია ჯსბ-0,67
1-282
2-284
3-284
4-285
5-284
6-286
7-286
8-289
9-289
10-289
11-290
12-287
13-287
14-ერორ
15-287
16-286
17-288
18-288
19-287
20-289
21-288
22-289
23-287
24-288
25-288
26-291
27-290
28-289
29-288
30-288
31-288
32-288
33-287
34-289
35-288
36-288
37-287
38-287
39-287
40-287
41-286
42-287
43-285
44-287
45-284
46-286
47-284
48-287
49-287
50-285
geojorjika
შედეგი?
giga2010
ვერ ვისროლე ქაღალდზე, გაწვიმდა და მინდოდა სტანოკით მესროლა. ხვალ დავაკლებ კიდევ სიჩქარეს და დილიდან გავაგრძელებ. ამ პლატოთი მე კმაყოფილი ვარ და დავრწმუნდი რომ პლატო ნორმალურია.
gregory
giga2010
პლატო ნამდვილად კარგია.
აი მაქსიმუმზე ქარხნულებს 330-მდე აქვთ ხოლმე სიჩქარე და ეს ალბათ დამრტყმელი ზამბარა მოუშვი ხომ?
ხო მართლა ეგ ციფრები ექსელში რომ შეაგდო და დიაგრამა დადო ხოლმე , უფრო კაი სანახავიცაა და თვალსაჩინოც.
ერორო რომ იჩითება, ვთვლით, რომ წინა შედეგი გამეორდა


giga2010
ესეც ჩემი მოკრძალებული შედეგი, მემგონი ბევრად უკეთესია წინა შედეგებთან. 5 გასროლა
okela84
giga2010
მშვენიერია, რა შეუცვალე ? ჩემი ვარაუდით არის შანსი რომ 20 მმ ში გაასტაბილურო 50 მეტრზე, ნუ ყოველშემთხვევაში კუთხური წუთით მასე უწევს სადღაც.
giga2010
okela84
მადლობა. ლულა შევცვალე, იგივე კრალის, მაგრამ ბევრად უკეთესი გამოდგა ჩემი აზრით
pilotina
giga2010

ადრინდელთან შედარებით ბევრად უკეთესია. ლულას ფასკა შეუმოწმე. კარგი ლუპა დაგჭირდება. მანძილიც გაზარდე 30-40 მერტამდე, უფრო დაინახავ საკუთარ შეცდომებსაც და თოფის შესაძლებლობებსაც.
giga2010
მადლობა ყველას რჩევებისთვის, გაიხარეთ. მეც მინდა ვსინჯო ცოტა შორ მანძილზე, გამოვა ალბათ ამინდები
giga2010
სალამი ფორუმს. დღეს ვცადე 50 მეტრზე და აი ესეთი შედეგი მივიღე. მოუმზადებლად ვისროლე, საყრდენი მანქანის კარები, ძაან მოუხერხებლად ვისროლე და მიზანი დადიოდა







pilotina
თუ გინდა რომ რეალურად შეაფასო თოფის და საკუთარი შესაძლებლობები, მაქსიმალურად კომფორტული პირობები უნდა შეიქმნა სასროლად. ანუ მყარი საყრდენი, სასროლი ბალიშები, უქარო ამონდი და ა.შ.
ისე მანქანის კარიდან სროლის კვალობაზე არა არის ცუდი შედეგი, განსაკუთრებით ბოლო ფოტოზე, მგონი სადღაც 35 მმ-მდე გამოვიდა.
giga2010
pilotina
ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო 50 მეტრზე, დავრწმუნდი და გეთანხმები, რომ აუცილებელია კარგად მომზადება. შევარჩევ რაიმე ადგილს და კიდევ ვცდი
koba1973
მოგესალმებით.
დღეს როგორც იქნა მოვიცალე და ავაწყე ჩემი კრალი, რომელიც კლაპნის ღეროს გატეხვის გამო უკვე დიდი ხანია დაშლილი იდო.
ავაწყე, ვისროლე და ........
ვერ ვისროლე, ანუ მაგას სროლა არ ქვია. ჰაერის ნაკადი ბოლომდე მომატებულ რეგულატორზეც კი ძალიან მცირეა. ნორმალურზე სულ ცოტა ხუთჯერ მცირე. ტყვიას კი ისვრის 15 მეტრზე რაღაც ჯგუფიც კი შეკრა, მაგრამ ......
მედალს ორი მხარე აქვს, დაახლოებით 150 გასროლის შემდეგ წნევა 200 დან 150ზე ჩამოვიდა. შეცვლით კი დიდი არაფერი შემიცვლია, მხოლოდ ღერო გავაჩარხინე ტოკარს. ვიფიქრე მოკლე ხომ არ არის ღერო და მაგის გამო იქნებ ბოლომდე არ იღება მეთქი, მაგრამ userman მა თავის კრალზე ნახა და იმის კლაპნიდან ღერო 5 მმ ზეა ამოშვერილი ჩემთან 4,2 ზე. ვერ გამიგია რისი ბრალი შეიძლება იყოს. დამრტყმელის ზამბარა ბოლომდე დაჭიმულია. ერთი სიტყვით ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი რამ გამომეხმაურეთ.
datka25
ციტატა(koba1973 @ Jun 18 2017, 08:36 PM) *
მოგესალმებით.
დღეს როგორც იქნა მოვიცალე და ავაწყე ჩემი კრალი, რომელიც კლაპნის ღეროს გატეხვის გამო უკვე დიდი ხანია დაშლილი იდო.
ავაწყე, ვისროლე და ........
ვერ ვისროლე, ანუ მაგას სროლა არ ქვია. ჰაერის ნაკადი ბოლომდე მომატებულ რეგულატორზეც კი ძალიან მცირეა. ნორმალურზე სულ ცოტა ხუთჯერ მცირე. ტყვიას კი ისვრის 15 მეტრზე რაღაც ჯგუფიც კი შეკრა, მაგრამ ......
მედალს ორი მხარე აქვს, დაახლოებით 150 გასროლის შემდეგ წნევა 200 დან 150ზე ჩამოვიდა. შეცვლით კი დიდი არაფერი შემიცვლია, მხოლოდ ღერო გავაჩარხინე ტოკარს. ვიფიქრე მოკლე ხომ არ არის ღერო და მაგის გამო იქნებ ბოლომდე არ იღება მეთქი, მაგრამ userman მა თავის კრალზე ნახა და იმის კლაპნიდან ღერო 5 მმ ზეა ამოშვერილი ჩემთან 4,2 ზე. ვერ გამიგია რისი ბრალი შეიძლება იყოს. დამრტყმელის ზამბარა ბოლომდე დაჭიმულია. ერთი სიტყვით ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი რამ გამომეხმაურეთ.


ორი კრალიდან ორივეზე გამიტყდა ეგ ღერო და მასეთი შემთხვევა არ მქონია. . რა სიჩქარითაც ადრე ისროდა გაჩარხვის მერეც იგივე იყო.

ჭედვით ხო არ ჩადის კლაპანში ეგ ღერო? ან მაგის მერე რო დამკეტი პლასმასია, ეგ ხო არ გაცხელებულა? (მაგის გაცხელება არ დაგჭირდებოდა არაფერში, მაგრამ გატეხილი ღერო ამოსაღებად შეიძლება გააცხელე, მე მასე ვქენი პირველზე, მეორეზე უკვე ვისწავლე smile.gif )
koba1973
datka25
არა არ გამიცხელებია რადგან აზრი არ ქონდა, ღერო ორგან გადატყდა ერთი სადაც რეზინის 5 მმიანი შემამჭიდროვებელი რგოლი უკეთია იმ ღარში და მეორე რეზბის დასაწყისში. ტოკარმა ამოსვერლა და ახალი რეზბა მოჭრა.
ციტატა(datka250885 @ 18th June 2017 - 09:29 PM) *
ჭედვით ხო არ ჩადის კლაპანში ეგ ღერო?

არა მჭიდროდ არ ჩადის. სანამ ჰაერს ჩავტუმბავდი თითთის დაწოლით იღენოდა კლაპანი და მერე ზამბარა კეტავდა.
ja_ja
koba1973
შენს გახარებას ვის გააჩარხინე და რა ფორმაშია შეგიძLია დადო ეგ ინფო?

კაი იქნება მაგ ღეროს სურათი თუ გაქვს ახლოდან გადაღებული...

დიიდ ეჭვია რომ ეგ ღერო კარგად ვერ მოძრაობს თავის ღარში, პლიუს 0.8 მილიმეტრის სიღრმის დაკლება პატარა არაა მაგ შემთხვევაში, ასე რომ მაიტა ინფო თუ კონსულტაცია გჭირდება....
koba1973
ja_ja
აქ ადგილობრივ ტოკარს გავაჩარხინე. ავტომანქანის ძრავის სარქველისგან(კლაპნისგან) გაჩარხა.

ღეროს სურათი არა მაქვს.

ღერო ღარში რეზინის სალნიკის გარეშე როცაა საკმაოდ ადვილად მოძრაობს, თუმცა თავისუფლად არ ვარდება.
ციტატა(ja_ja @ 19th June 2017 - 09:05 AM) *
0.8 მილიმეტრის სიღრმის დაკლება პატარა არაა მაგ შემთხვევაში

ეგ მეც ვიფიქრე. 2 თეთრიანი მონეტა დავადე კლაპნის ღეროს თავზე და ისე დავარტყმევინე ჩაქუჩს, ვიფიქრე თუ ჩაქუჩი ვერ წვდება ასე ცოტა დაგრძელდება მეთქი. პირიქით უფრო სუსტი გასროლა მივიღე
STALINI
ციტატა(koba1973 @ 18th June 2017 - 08:36 PM) *
გამომეხმაურეთ.
დამრტყმელიც შეამოწმე აბა.? რამე ტაოტის მაგვარიც ხომ არ გაგისვია დამრტყმელზე.
gregory
koba1973
და ქარხნული არ გინდა?

gregory
ეხლახან მოვედი საბაჟოდან და ტავი ვერ შევიკავე რომ "ჭუკის" "ჭუჭულა" არ დამედო biggrin.gif










userman
კლიპიანი ვერსიაა ? ალბად კრალის სტანდარტული კლიპი წავა.

კოლიმატორითაა ?

ვიცი წამოვა კითხვების კორიანტელი smile.gif და ბარემ ჩამოწერე :

რამხელა რეზიკი აქვს ?
ლულის სიგრძე?
წონა ?
და რა თქმა უნდა ფასი ?
gregory
userman
კი კლიპიანია, სტანდარტულად smile.gif
კოლიმატორიც მოყვება

gregory
აქ უბრალოდ გავამარიაჟე რა smile.gif
2 დღეში ახალი კრალების სურათებსაც და ტექნიკურ მახასიათებლებსაც და რათქმაუმა ფასებსაც დავდებ...
ჯერ ბუღალტერმა დათვალოს smile.gif
giga2010
ვაა, რა კარგი სიახლეა. ფასი იქნება საინტერესო. მარტო ეგ ერთი მოდელია? სათადარიგო ნაწილებიც ხომ არ გამოგიწერიათ ბატონო გრეგორ?
Lukiane123
ამ თემაშიც დავწერ ,ხვალ მოვდივარ რათა ცოცხლად ვნახო ეგ ბიჭუნა.ერთი ცალი ჩემია რიგში ვარ,რათქმაუნდა თუ ისეთია როგორიც მინდა,კარგი სიხლეაა
giga2010
რეალობაში, კრალი თავის ფასთან და ხარისხთან მიმართებაში მშვენიერი თოფია. რავიცი მე მომწონს
koba1973
STALINI
ციტატა(giga2010 @ 21st June 2017 - 12:07 AM) *
დამრტყმელიც შეამოწმე აბა.? რამე ტაოტის მაგვარიც ხომ არ გაგისვია დამრტყმელზე.

არა არ გამისვია.


gregory
ციტატა(gregory @ 20th June 2017 - 08:12 PM) *
და ქარხნული არ გინდა?

ნახე ერთი საღამოს თუ ღერო თავისი ქუდით არის მინდა რა თქმა უნდა. თუ მარტო ღეროა არ გამომადგება რადგან ქუდში ტოკარმა ახალი რეზბა მოჭრა.
gregory
koba1973
შეგიძლია სურათი გადაუღო?

koba1973
gregory
აწყობილია. მაინც უნდა დავშალო ოღონდ ჯერ ვერ დავშლი ალბათ.
koba1973
ამ თემის 296 პოსტში დიაგრამაზე დეტალი at 28 ეგაა.
gregory
კი რგაა. ეგ დასბორილია(თავისი რეზინებით)
koba1973
gregory
ძალიან კარგი. მეგობარს ვთხოვ და შემოგივლის და წამომიღებს.
koba1973
აი ამ კლაპანმა გამიშრო სისხლი.



მეორე ახალია რომელიც გრიგოლმა მომცა. ეგ უკვე თოფში ზის და შესანიშნავად მუშაობს. სიგრძე ვიზუალურად თითქოს ახალს მეტი აქვს, მაგრამ დიდი არაფერი 4,47 მმ ით არის ამოწეული. ძველი 4,2 მმ ით იყო ამოწეული.
ახალი მჭიდიც კარგია.
ja_ja
koba1973
ნუ მიწყენ მაგრამ აი იმ ზედაზე სარკაზმით ვიტყოდი რომ იდეალური ნამუშევარია, ქარხნულს ჯობია....

ვინ გააკეთა ეგ უბედურება.... რა იყო, ვალი გქონდა მაგის, თუ ვერ გიტანდა??

და კიდევ გიკვირდა რატომ არ მუშაობსო? smile.gif
koba1973
ასეთები არიან მოწინავე "ტოკრები" აქამდე რამის გაკეთება რომ მჭირდებოდა ხელსაწყოს ვყიდულობდი და ჩემით ვაკეთებდი. ვატყობ ჩარხის ყიდვაც მომიწევს.

არ მახსოვს ვისზე მითხრეს დრელეთი და ბალგარკით გაჩარხაო, ამაზე უარესი არ იქნებოდა ალბათ
ja_ja
koba1973
მარტივ რაღაცას გასწავლი... ეგეთი ღერძების გაჩარხვა არ ღირს, პროსტა მიდიხარ და ელიავაზე შესაბამისი ზომის სვერლოს ყიდულობ. ატრიალებ უკანა მხრით და არის იდეალური შტოკისთვის smile.gif

მოაჭრი პროსტა წინა მხარეს (ნუ შესაბამისი სიგრძე უნდა დაგრჩეს), და უნდა გაუკეთო სწორი რეზბა (ზოგს მოტანილი აქვს გადაღრეცილი რეზბით და მერე იძახიან არ იკეტება კლაპანიო), ვსიო, არაერთი კრალის კლაპანი გამიკეთებია და მუშაობს ვირივით.

ნუ ახლა ღარი რეზინისთვის დაჟე ბანძური მეთოდით შეგიძლია გააკეთო, რკინის ხერხის პირი აიღე და ამოჭრი, საქმის გამარტივებისთვის შეგიძLია ეგ თერძი დრელში ჩაამაგრო და ატრიალო ხერხის პირი კი ზემოდან დაადო, მორჩა მთელი ტოკრობა smile.gif

koba1973
ja_ja
კარგი მეთოდია, მადლობა!
lev
კრალის რეგულატორი ზუსტად შუაზე რომ არის დაყენებული რამდენი მეტრი წამით ისვრის?
gregory
ციტატა(lev @ 17th August 2017 - 11:28 PM) *
კრალის რეგულატორი ზუსტად შუაზე რომ არის დაყენებული რამდენი მეტრი წამით ისვრის?

lev
ეგეთი უნივერსალური მიდგომა არ არსებობს.
საშუალოდ, ქარხნულად 10.34 ჯსბ-ებს 280 მ/წმ-ით
lev
gregory
რაც გამატანე იგივე გრეგ. არც დამიშლია. 8.44 ჯსბ ს ვისვრი ეხლა. სხვა არ მაქვს,
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.