userman ციტატა(userman @ 4th December 2018 - 02:47 PM)

რა გინდათ, რა დაგიშავათ, პატიოსანმა პინგ-პონკის ბურთებმა ?
რა პატიოსანი რის პატიოსანი ბესო? შენ რა არ გაგიგია რო ეგ ბურთები უკიდურესად მავნებელთა ჯგუფის პარაზიტების ქვეგანყოფილების სათავეში რომააა?? კაი გაგანათლებ, მეცნიერულად დადსტურებულია რომ ეგ პინგ-პონკის ბურთები 2 მოთამაშეზე კი მოქმედებს დადებითად მარა სამაგიეროდ გარშემო მაყურებლებზე უაღრესად ცუდ გავლენას ახდენ და იწვეს ისეთ დაავადებებს როგორიცაა მწვავე, აგრესიული ნერვოზი წკაპი-წკუპი ხმების მიმართ, ემოციური აშლილობა, ქრონიკული დამოკიდებულება და დაუკმაყოფილობლობის შეგრძნებები (რამდენიც არუნდა ითამაშო სულ უფრო და უფრო მეტის თამაში გინდა) და კიდევ თვალების "შაში-ბეში" სინდრომი!!! ანუ ჩვენს ენაზე კახურად, თვალების აცაბაცა მონოტორული ქანქარი!!!
ასერომ ამ უკიდურესად მავნებლური ეფექტების გამოვლენის შემდეგ, საქართველოს ვითომ მოყვარულთა და ვაი და უი მსროლელთა და კიდევ აირგანელთა კლუბის მიერ, მიღებულ იქნა დადგენილება სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ და გადაუდებლად შეძენილ იქნას რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ზემოთ აღნიშნული ბურთები და განადგურებულ იქნას 50მ. იდან დაწყებული ვისაც რა მანძილზე გაეხარდება იმ მანძილით დამთავრებული მხოლოდ და მხოლოდ პნევმატური თოფების გამოყენებით!!! არამც დაარამც თოხი, ბარი და მსგავსი საგნების გამოყენება კატეგორიულად იკრძალება!!! თანაც პირველ რიგში საქართველოს რეგიონებიდან ესტაფეტას იწყებს ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოვანი კუთხე კახეთი და ესტაფეტას გადასცემს დედაქალაქ თბილისს!!! გასაგებია ძმობილო??

და შენ გინდა მითხრა რომ ეს დადგენილება ყვარელში არ ვამოქვეყნებულა და მაქეთ არ იცოდით?? ვაი სირცხვილო!!!

: D
და ხუმრობა იქეთ იყოს და გიგლა ძმობილო შენი "ლაზერჯეტისტვის" კი არაა პრობლემა მარა ჩვენი დაფეხვილი ფიშტოებიც რო გავითვალისწინოთ იქნებადა ცოტახნით გადაგვედო ის დადგენილება ზემოთ რაც გავაცანი ბესოს და მეორე ჩოგბურთის ბურთების დადგენილებისთვის მიგვეხედა პირველრიგში???
პ.ს. თუ არ გაგიგიათ არც მაგ (ჩოგბურთის ბურთის) დადგენილების შესახებ მაგასაც გაგაცნობთ არ დაგზარდებით