დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ARTEMIS P15
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
MonSoon
userman
biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(userman @ 31st May 2018 - 06:48 PM) *
თოფთან შედარებით მაღლა


ოღონდ არ იკითხო რამდენით მაღლა. მაგ მანძილზე სამიზნეს კი არა ერთმანეთს ძლივს ვხედავდით.
userman
MonSoon

ამის შემდეგ ჯპარესი უნდა ჩართო და გაზომო სიმაღლეები ... biggrin.gif

თუ არა გაქ ერთი ჩვენი ახლობელი ყიდის იაფად და გაყიდინებ smile.gif .
MonSoon
ბესო აი ამაზე ვესროდით, ეს არის 90 მეტრზე.




თუ დააკვირდები ამ სურათში ფიცარს, ქვედა 5 ტყვიიანი ჯგუფი სწორედაც ეგ არის ის 5.2 სმ_იანი ჯგუფი რო დავდე. მაგრამ იმ 130 მეტრის შემდეგ გადმოვედით ისევ 90_ზე.
90 მეტრზე მაგ ფიცარს ხვრეტდა, აი დააკვირდი სამიზნის შუა ნაწილში გამონგრეულია ნაპირში მოხვედრილი ტყვიების გამო. იმ ჯგუფზე კიდევ მიმხმარია ზედ ტყვიები.

პლიუს მაგას 130 ზე მიწა არ იყო, იყო მყარი ზედაპირი და ჩავთვალოთ რო მიყუდებული იყო ეგ სამიზნე.

userman
ციტატა(userman @ 31st May 2018 - 07:02 PM) *
ამის შემდეგ ჯპარესი უნდა ჩართო და გაზომო სიმაღლეები ...

თუ არა გაქ ერთი ჩვენი ახლობელი ყიდის იაფად და გაყიდინებ

ჰოო ვნახოთ, ჯიპიესის ფული არ მაქვს ჯერ thank_you2.gif i-m_so_happy.gif biggrin.gif biggrin.gif
sekurifa
კარგია! მალადეც)) 50მეტრში მეცხრე სიმფონიაა პირდაპირ)) ნადირობისთვისაა ეგ ფიშტო შექმნილი. შორ დისტანციებსაც გაუმკლავდა მისი კალიბრის თაობაზე კარგად.

რაც მთავარია სანადირო დისტანციაზე უნაკლოა თუმცა მგონი გიგა სისხლუს მღვრელი აირგანერი არაა)) კარგია მართლაც, გილოცავ!
vexam
რაიოო?!! 90 მეტრში მაგ ფიცარს ხვრეტდაო?? ესეიგი ტაფასაც გახვრედტს და ქვაბსაც? smile.gif კარგია, ყოჩაღ თქვენ და ყოცაღ თოფი!
არა, იასე 90 და 130 მეტრზე 10X ოპტიკით რას ხედავთ ჯგუფების საკეთებლად, ნეტავ ვიცოდე . smile.gif გიგა, მიღებული შედეგიდან გამომდინარე, დაიმსახურა ამ თოფმა უფრო დიდი გადიდების მქონე ოპტიკა.
გიგა, ამას რომ კიდევ დახვეწავ და დროს და ენერგიას დაახარჯავ და რომ მოგბეზრდება, მერე იმ კრალებივით ხომ გაიმეტებ და ახლის ნახევარ ფასში ხომ დამითმობ? რიგში ვარ. ყველას დავასწარი, აჰა! smile.gif
vexam
ციტატა(userman @ May 31 2018, 06:14 PM) *
MonSoon




ჯგუფი ხომ საოცრად გასაკვირია , მაგრამ ჯგუფზე მეტად სხვა რამემ გამაკვირვა ...
წესით უფრო დამრეცი კუთხით უნდა დაჯახებოდა ტყვია მაგ მანძილზე ანუ თითქმის ფეხზე მდგარი .

"ფეხზე დამდგარი" რატომ-ციდან ჩამოვარდა სეტყვასავით? smile.gif მაგ მანძილზე 10-15 ინჩზე მეტი ვარდნა არ უნდა იყოს კონკრეტულ შემთხვევაში და 130/2, ნუ ვთქვათ 50 მეტრი სამიზნემდე გრაფიკზე დაღმავალ ფაზაში, 50 მეტრი 50 სმ-ზე კუთხე ფეხზე დამდგარი არ გამოვა არანაირად,. გამოდის დაახლოებით 1 გარდუსამდე მაქსიმუმ. მათემატიკურად ბეტა გამოვა 0,6 გრადუსი. ეს კლკულატორის გრაფიკზეა ესე მოღუნულად ტრაეტორია, მაგრამ რეალურად ვარდნა ინჩებში ან სმ-შია მოცემული და სამიზნემდე მანძილი მეტრებში. ამიტომ აქვს გრაფიკზე ასეთი სახე მმრუდს. რეალური თანაფარდობით რომ იყოს თითქმის შეუმჩნეველიც კი არის ტრაექტორიის გადახრა სწორი ხაზიდან.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(vexam @ May 31 2018, 08:53 PM) *
"ფეხზე დამდგარი" რატომ-ციდან ჩამოვარდა სეტყვასავით? smile.gif მაგ მანძილზე 10-15 ინჩზე მეტი ვარდნა არ უნდა იყოს კონკრეტულ შემთხვევაში და 130/2, ნუ ვთქვათ 50 მეტრი სამიზნემდე გრაფიკზე დაღმავალ ფაზაში, 50 მეტრი 50 სმ-ზე კუთხე ფეხზე დამდგარი არ გამოვა არანაირად,. გამოდის დაახლოებით 1 გარდუსამდე მაქსიმუმ. მათემატიკურად ბეტა გამოვა 0,6 გრადუსი. ეს კლკულატორის გრაფიკზეა ესე მოღუნულად ტრაეტორია, მაგრამ რეალურად ვარდნა ინჩებში ან სმ-შია მოცემული და სამიზნემდე მანძილი მეტრებში. ამიტომ აქვს გრაფიკზე ასეთი სახე მმრუდს. რეალური თანაფარდობით რომ იყოს თითქმის შეუმჩნეველიც კი არის ტრაექტორიის გადახრა სწორი ხაზიდან.

აბა გადაგვითარგმნე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ნუ ვიხუმრე smile.gif
giga2010
მინდა კიდევ ერთი დეტალი დავამატო, რაც მე და გიოსაც გამოგვრჩა. კლიპის გარეშე ვისროლეთ ჯგუფებზე, რატომღაც კლიპიდან სროლისას, ერთი ტყვია ყოველთვის გადიოდა ჯგუფიდან, უმნიშვნელოდ. ეტყობოდა გადატენისას, რომ ვერ წავიდა ტყვია ლულაში.
ხ.მ.ე.ლ.ო
აუ, რა მაინტერესებს იცი? სასხლეტს გადაუღე სურათები ახლოდან, გვერდიდანაც და შიგნით პირდაპირი ხედითაც. ოღონდ განა დასალო თოფი, პროსტა გადაუღე გარედანვე. რაღაც მაინტერესებს smile.gif სისტემას თუ ჩაახედებ სავით ცდის ვარიანტში დ აგადაიღებ კაი იქნება. თუ არაფერი გამოჩნდება გარედან, მაინც გადაუღე და ამიტვირთე რა smile.gif

ციტატა(giga2010 @ May 31 2018, 09:03 PM) *
მინდა კიდევ ერთი დეტალი დავამატო, რაც მე და გიოსაც გამოგვრჩა. კლიპის გარეშე ვისროლეთ ჯგუფებზე, რატომღაც კლიპიდან სროლისას, ერთი ტყვია ყოველთვის გადიოდა ჯგუფიდან, უმნიშვნელოდ. ეტყობოდა გადატენისას, რომ ვერ წავიდა ტყვია ლულაში.

ჰო, შეიძლება. ზოგი პცპ-ზე ცუდად აწოდებს მიმწოდებელი ტყვიას, თუმცა ეს კლიპის ბრალი არის და არ მიმწოდებლის. მაინც რავიცი, პლასტმასია და თავისი ხუშტურები აქვს ჩემი აზრით smile.gif
giga2010
ხ.მ.ე.ლ.ო
დღეს ვერ დავშლი მეგობარო თოფს, მაგრამ ამ დღეებში გავწმინდავ და სასხლეტის ფოტოებსაც მოგაწვდით. შევეცდები კარგად გამოვაჩინო მექანიზმი
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(giga2010 @ May 31 2018, 09:08 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
დღეს ვერ დავშლი მეგობარო თოფს, მაგრამ ამ დღეებში გავწმინდავ და სასხლეტის ფოტოებსაც მოგაწვდით. შევეცდები კარგად გამოვაჩინო მექანიზმი

კაი, მადლობა smile.gif
MonSoon
vexam
ციტატა(vexam @ 31st May 2018 - 08:28 PM) *
რაიოო?!! 90 მეტრში მაგ ფიცარს ხვრეტდაო?? ესეიგი ტაფასაც გახვრედტს და ქვაბსაც? კარგია, ყოჩაღ თქვენ და ყოცაღ თოფი!

არა ნუ 1 ტყვიით ხვრელი არ ედებოდა მაგრამ 2–3 თუ მოხვდებოდა ერთმანეთთან ახლოს, შემდეგ იგლიჯებოდა უკნიდან. ანუ შედარებისთვის დავწერე userman_თან მიმოწერისას მაგ მიმხმარ ტყვიებზე.
mamukaaa
მალადეც ჩინელებს.
რა მასალისგანაა ასეთი მსუბუქი როა?
კაი რამე ჩანს
რეზერვუარი რამხელა აქ და რამდენ გასროლას აკეთებს?
chicho
giga2010

მშვიდობაში კაი ფიშტოა.
კაცურად დაწერე ეგ პოლიგონი სადაა? რა შენობაა?

MonSoon
chicho
ციტატა(gihap0 @ 1st June 2018 - 12:27 PM) *
მშვიდობაში კაი ფიშტოა.
კაცურად დაწერე ეგ პოლიგონი სადაა? რა შენობაა?

თუ უხერხული არ იქნება მე გაგცემ პასუხს.

მაგ ადგილს ვერ ვიტყვი, იმიტო რო გაბაზრდა გუშინვე ჩვენი იქ ყოფნა და არასასიამოვნო მომენტია პნევმო მფლობელისთვისაც და ხალხისთბისაც, 1-2 დამსწრე ინტერესიანი გვყავდა გუშინ. სანამ მოვიდოდნენ 1-2_ც გარშემო დავინახე, ინტერესით იყურებოდნენ. თან რო გაგვესაუბრა, მე ვისროდი და გიგა იმ ყველაზე შორ დისტანციაზე სამიზნესთან იდგა, რო ვითხარი პნევმატურია იმ მანძილზე სიზუსტეს ვცდით მეთქი, შევატყე არ დაიჯერა, ხო იცი რაც ხდება პნევმოზე ხალხში, კისტის თოფი ჰგონიათ.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(MonSoon @ Jun 1 2018, 01:49 PM) *
chicho

თუ უხერხული არ იქნება მე გაგცემ პასუხს.

მაგ ადგილს ვერ ვიტყვი, იმიტო რო გაბაზრდა გუშინვე ჩვენი იქ ყოფნა და არასასიამოვნო მომენტია პნევმო მფლობელისთვისაც და ხალხისთბისაც, 1-2 დამსწრე ინტერესიანი გვყავდა გუშინ. სანამ მოვიდოდნენ 1-2_ც გარშემო დავინახე, ინტერესით იყურებოდნენ. თან რო გაგვესაუბრა, მე ვისროდი და გიგა იმ ყველაზე შორ დისტანციაზე სამიზნესთან იდგა, რო ვითხარი პნევმატურია იმ მანძილზე სიზუსტეს ვცდით მეთქი, შევატყე არ დაიჯერა, ხო იცი რაც ხდება პნევმოზე ხალხში, კისტის თოფი ჰგონიათ.



biggrin.gif biggrin.gif რას ამბობ, კისტის თოფი ამხელა მანძილზე როგორ აწოვინებსო ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
chicho
თუ ეგეთი ხალხ მრავალი ადგილია არა ძმაო არ მინდა biggrin.gif
giga2010
ხ.მ.ე.ლ.ო
ესეთი მექნიზმი აქვს ამ მოდელს, თუ რამის მომცემია აგერ ფოტოებიც






ხ.მ.ე.ლ.ო
აჰააა. გასაგებია. გაიხარე smile.gif
NRG
giga2010
ჰმმმ... როგორ მიყვარს ე.წ. სტერეოტიპების მილეწვა smile.gif რომ ამბობენ თუ კარგი გინდა გადაიხადე ძვირიო მეღიმება ხოლმე გულში, ეგ შედეგები თუ დასაწყისია შენი ახალი თოფისთვის დროთაგანმავლობაში საოცრებებს უნდა ელოდო მეგობარო
giga2010
NRG
მადლობა მეგობარო კეთილი სურვილებისთვის. ეს თოფი ზუსტად შესაბამისობაშია ფასთან და ხარისხთან. თოფი ქარხნულია და ხელი არაფერზე დამიკარებია.
ვფიქრობ თოფთან კარგად შეჩვევის შემდგომ, 50 მეტრზე თავისუფლად იქნება შესაძლებელი 2 სანტიმეტრზე ნაკლები ჯგუფების გაკეთება
userman
ციტატა(nrg123 @ 2nd June 2018 - 02:44 PM) *
დროთაგანმავლობაში საოცრებებს უნდა ელოდო მეგობარო


giga2010

ამავე დროს თოფს აღარ ეჩალიჩო ფასკებზე , პოლირებაზე და ასე შემდეგ .
giga2010
userman
გეთანხმები. არც ვაპირებ smile.gif
NRG
giga2010
ციტატა(userman @ 2nd June 2018 - 02:52 PM) *
ამავე დროს თოფს აღარ ეჩალიჩო ფასკებზე , პოლირებაზე და ასე შემდეგ


კი ესეც გაითვალისწინე თორე ჩემსავით იტყვი მერე ნეტავ ხელი აღარ მომეკიდაო smile.gif (იჟ 40 ზე 170 მ/წ ამოვიღე და მეტის ძიებაში 20 მეტრ-წამი ისე დავკარგე რომ მისი გზაკვალი ვეღარ ვიპოვე )

ოპტიკა კი აუცილებლად გჭირდება,
და ბოლო რჩევა smile.gif baracuda სინჯე თუ მოეწონა უკეთესი ჯგუფები გარანტირებულია
name
გილოცავ მეგობარო, კარგი თოფი ჩანს, ფრინველს აღარ დატოვებ ალბათ, მომეწონა ჯგუფები ისე ამ თოფს ცოტა ნიტოდ უყურებდი თურმე პალავს
giga2010
NRG
დღესაც მოვსინჯე ჯსბ-0,67 გრამიანი ტყვიებით და ისევე ის შედეგები გაიმეორა.
სიმართლე გითხრა მეზარება ლულის წმენდა და ახალი ტყვიების მოსინჯვა. ამ შედეგებითაც კმაყოფილი ვარ
aleqsa
NRG

ციტატა(nrg123 @ 2nd June 2018 - 02:44 PM) *
ეგ შედეგები თუ დასაწყისია შენი ახალი თოფისთვის დროთაგანმავლობაში საოცრებებს უნდა ელოდო მეგობარო


userman

giga2010

MonSoon

აკაკი თუ დამიჯერებ დღეს "საოცრება" ჩემი თვალით ვიხილე, რაც მაგ თოფით გიომ აკეთა 105 მეტრზე მეტს ვერაფერს დავარქმევ მართლა!! ერთი წერტილის პოვნის მიზნით ნასროლი რამდენიმე გასროლის შემდეგ დაახლოვებით 20-25 ტყვია პრაქტიკულად ყველა ზედიზედ ხვდებოდა სიგარეტის კოლოფს და 0,5ლ. ბოთლის ძირს. სულ 1თუ2 ტყვია ააცილა ამ 25 ტყვიაში და ისიც არა თოფიოს მიზეზით და მსუბუქი ქარის პირობებში!!! პპრაქტიკულად ტყვია ტყვიაზე მიყოლებით განუწყვეტლივ ხვდებოდა. მართლაც გაკვირვებულები დავრჩით, ამ თოფმა მემგონი ბევრი სტერეოტიპული წარმოდგენები დააყენა თავდაყირა!! ვგულისხმობ ჩინური თოფების ძალიან დაბალ ფასების, ხარისხს, ლულის "ნარეზების" სიმკვეთრეს თუ ზომებს, და რავიცი კიდე რამდენ სტერეოტიპს გამოუთხარა ძირი?
მართლა ძალიან გაკვირვებულები დავრჩით იმდენად სტაბილური სიზუსტე აჩვენა ამხელა (105მ.) მანძილზე. ამის მერე ჩემი პირადი აზრია გავკარი ყველანაირ ბრენდულ დასახელებებს, ვიაიპი კლასის ლულებს თუ ნარეზებს და ა.შ. ჩემთვის მთავარია თოფმა სტაბილურად ზუსტი სროლები მომცეს და სულ მკიდია პოლიგონალი ნარეზი ექნება, ჩოკი თუ ფოლადი უჟანგავი ლულა მთავარია ასეთი სტაბილური რეზულტატი მომცეს და ჩინური კიარა ზიმბაბეს გამოშვება იყოს თუგინდაც!!! ასე ვფიქრობ მე smile.gif

პ.ს. ეს სპონტანური შეკრება კარგი დღე გამოგვივიდა ბიჭებო, მადლობა და იმედია კიდევ ბევრ ამნაირ და უკეთეს დღეს ვაჩუქებთ ერთმანეთს smile.gif
giga2010
მეგობრებო არ მიიღოთ სხვაგვარად, მაგრამ ამ ვიდეოს დავდებ და ნახეთ 12წუთის და 15 წამზე. ამათ არც არტემისის მანომეტრიც არ შეუცვლიათ. კიდევ ერთი დასტური სტანდარტებზე და მწარმოებლებზე
mamukaaa
ციტატა(giga2010 @ Jun 3 2018, 11:54 PM) *
მეგობრებო არ მიიღოთ სხვაგვარად, მაგრამ ამ ვიდეოს დავდებ და ნახეთ 12წუთის და 15 წამზე. ამათ არც არტემისის მანომეტრიც არ შეუცვლიათ. კიდევ ერთი დასტური სტანდარტებზე და მწარმოებლებზე

არტემისი სად გამოჩნდა.
დიანას უყენია არტემისის ნაწილები?
gregory
ციტატა(mamukaaa @ 4th June 2018 - 08:07 AM) *
არტემისი სად გამოჩნდა.
დიანას უყენია არტემისის ნაწილები?

"დიანა" მხოლოდ წრწერაა! არტემისი აწყობს მაგ იარაღს
ja_ja
ხალხნოუ ნუ შეხვალთ შეცდომაში...

მართლა კაი იარაღია, მართლა ჩინეთშია წარმოებული, მაგრამ ნუ დაწერთ რომ აი ჩინელებმა მოიგონეს და გადაუჯოკრეს ყველას და ყველაფერს smile.gif არაა ეგრე, ეგ არის რომელირაც გერმანული თუ ესპანური თოფის მოდელი, შესაბამის კონსტრუქოტრულ ბიუროს აქვს ნამუშევარი, პროსტა ჩუნეთშია მილიონობით წარმოებული და იყიდება ყველა სხვა ბრენდის სახელით, შეიძლება მაგ ჩინელებს პატენტიც ჰქონდეთ ნაყიდი, როგორც თავის დროზე Hatsan-მა AT44-ის პატენრი იყიდა და მოედო მთელს მსოფლოს ეგ მოდერი როგორ Hatsan-ის შემოქმედება, რეალში რომ რომელირაც ინგლისური კანტორის გაკეთებული თოფი იყო smile.gif

ნუ დაგავიწყდებათ რომ პლანეტარული მაშტაბით წარმოება ჩინეთშია გადატანილი....
MonSoon
ja_ja
და spa, artemis, onix და მისნაირები, ერთი ნაწილებით არის აწყობილი თუ როგორ არის. არადა შეხედავ თოფს და ზოგს რა აწერია ზოგს რა. რაც დავწერე ის სახელები. ნაწილები თუ არის საერთო ??

მე როგორც მგონია ერთი რომელიღაცა ბრენდი აწყობს მაგ სახელით ერთსა და იგივე იარაღს, ნაწილებიც ერთი და დიზაინიც. უბრალოდ სახელია სხვადასხვა. როგორ არის სინამდვილეში.
MonSoon
კითხვას დავაზუსტებ. Spa, artemis, onix_ის ერთი კონკრეტული მოდელი, ვთქვათ პ15, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, ნაწილები ერთი აქვთ თუ არა. ამას ვკითხულობ.
giga2010
ციტატა(ja_ja @ 5th June 2018 - 11:22 AM) *
ნუ დაგავიწყდებათ რომ პლანეტარული მაშტაბით წარმოება ჩინეთშია გადატანილი

მეც ზუსტად ამის თქმა მინდოდა



ციტატა(bedo @ 5th June 2018 - 01:16 PM) *
კითხვას დავაზუსტებ. Spa, artemis, onix_ის ერთი კონკრეტული მოდელი, ვთქვათ პ15, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, ნაწილები ერთი აქვთ თუ არა. ამას ვკითხულობ.

უშუალოდ ამ მოდელებთან შეხება არ მქონია რომ შემედარებინა, მაგრამ რასაც ვუყურებ ინტერნეთ სივრცეში, ვფიქრობ რომ ერთი და იგივეა და შეცვლილია სახელწოდებები
ja_ja
MonSoon
ციტატა(bedo @ 5th June 2018 - 01:16 PM) *
კითხვას დავაზუსტებ. Spa, artemis, onix_ის ერთი კონკრეტული მოდელი, ვთქვათ პ15, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, ნაწილები ერთი აქვთ თუ არა. ამას ვკითხულობ.

გიგამ პრაქტიკულად გიპასუხა.... ანუ ერთი და იგივეა ყველა მაგენი smile.gif შესაბამისად ნაწილებიც ერთი აქვთ...


რაც შეეხება....
ციტატა(bedo @ 5th June 2018 - 12:52 PM) *
მე როგორც მგონია ერთი რომელიღაცა ბრენდი აწყობს მაგ სახელით ერთსა და იგივე იარაღს, ნაწილებიც ერთი და დიზაინიც. უბრალოდ სახელია სხვადასხვა. როგორ არის სინამდვილეში.


ნუ მოდი მარტივად აგიხსნი ჩვენი სახელების გამოყენებიტ smile.gif

1) მაგალითად ვიღაც Ja_Ja დაჯდა და მოიფიქრა რარაც კონსტრუქცია, საკმაოდ მოხერხებული, და გააზრებული, მაგრამ არც საწარმოო სიმძლავრეები აქვს, არც ფინანსები, ან რაღაც მიზეზით არ უღირს რა წარმოება, ან ლიმიტირებულ რაოდენობას აწარმოებდა და დიდი მწარმეობელი გიგანტი გადააწყდა, შეისწავლა და დაადგა თავზე, წინადადებით - მოდი რა ჩვენ გადაგიხდით ფულს., შენ გვაძლევ სრულ უფლებებს და ჩვენ ვიწყებთ წარმოებას, შენი იარაღისას მთელი ტავისი საავტორო უფლებებით....

2) ნუ ეს დიდი გიგანტი ფირმა მწამროებელი აღმოჩნდა ვინმე MonSoon , აქვს ქარხნები, ნედლეული, სხვადასხვა ვენდორებთან მოლაპარაკების შესაძლებლობა და არის რა მოშნად, მარა საცალო ვაჭრობაზე დახარჯვა არ უღირს, ურჩევნია ოპტომ ივაჭროს, ამიტომაც, უგზავნის საცდელ ეგზეპლარებს ბევრ კომპანისა და სტავაზობს ამ იარაღის მისთვის მიყიდვას მისთვის სასურველი დასახელების წარწერით და გაფორმებით...

3) ისეთი ფირმები როგორიცაა ვთქვათ ხ.მ.ე.ლ.ო , chicho და giga2010 დაინტერესდენ ამ ვარიანტით, მითუმეტეს რომ წარმოების ხარჯები არ აქვთ გასაწევი, არ არის პროექტირებაზე ფული და დრო დასახარჯი, მოდელი პრაქტიკულად სრულყოფილია და პრაქტიკულად დამატებით ჩარევას არ საჭიროებს, თან დიდი პარტიებით შეძენისას ძალიან იაფია და ლამის 2-მაგ ან 3-მაგ ტანხად შეუძლიათ რომ გაყიდონ... ჰმმმმ უკვეთავენ ამ ჩინელ MonSoon -ს ვთქვათ 10 ატასცალიან პარტიას თითოეული, ოღონდ სთხოვენ რომ მათთვის განკუთვნილ მოდელზე მიწერილი იყოს, სახელი Super Truper, kiled bambarmia ვსიო, მწარმოებელი აწერს, გამყიდველი იღებს და არეკლამებს და შემდეგ მსოფლიოში 10 სხვასხვა ფირმის სახელით ერთი და იგივე მოდელი იყიდება...

სულ ეგაა მთელი თეორია smile.gif

იგივეა WIKA-ს მანომეტრების შემთხვევაში, დაუკვეთე აბა 10 000-ცალიანი პარტია და თუ გინდა ქართულად მიაწერენ "ჟოპა მოდელ 1" არანაირი კბვალი არ იქნება რომ WIKA-ს მანომეტრია, გარდა მცოდნის თვალისა ვერავინ შეამჩნევს, იგივე ეხება FX-ის ნასოსებს და მილიონნაირი ანალოგი არსებობს
MonSoon
ja_ja
giga2010
ძალიან კარგი.

ეჭვი მხოლოდ ნაწილების ერთნაირობაზე მქონდა.

გასაგებია ყველაფერი
gregory
ARTEMIS არის SPA(SHAOXING SNOWPEAK AIR GUN FACTORY)-ს ქარხნის ნაწარმი
giga2010
gregory
უფროსო, რა დაგრჩათ ამ ჩინელების?
gregory
P10, M11, PR900
giga2010
gregory
მადლობა. M11 ახალი ჩამოსულია, მაშინ თვალი არ მომიკრავს? რედუქტორიანია?
gregory
მაშინაც იყო.
კი რედუქტორიანია
MonSoon
gregory
P10 რედუქტორის გარეშეა ხო თუ ??
gregory
MonSoon
რედუქტორიანია


giga2010
უუპს, მ11 ურედუქტოროა
MonSoon
პ12_ის განხილვას მივაგენი. მართალია პ15_ის თემაა მაგრამ სიანტერესოა ესაც. იმედია არაფერს ვაშავებ, თუ რამეა მიმითითეთ შესაბამისად.

სამხრეთ აფრიკული ფორუმს ვკითხულობდი პ12_ზე, ზოგმა შეიძლება იცით კიდეც ეს ფორუმი.
მოკლედ აქ ერთი ტიპი თუ სწორად გავიგე იყიდის 2 ცალ პ12_ს, 1 არის 4.5 მეორე 5.5 კალიბრი.
რეზერვუარი 315 სმ კუბი.
რედუქტორო არ უყენია ტესტვის მომენტში არც ერთს.

ყველაზე მეტად რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო იყო ორივე თოფის განმეორადობა და ჯგუფები.

ჯგუფების კეთება მიმდინარეობდა 40 იარდზე ანუ 37 მეტრზე და პარალელურად ქრონავდა სიჩქარეებს.
ორივე შემთხვევაში ისროლა 200-120 ბარამდე.

4.5_ში ტყვია 0.67 ედგანი. 100 ნასროლი.
მინიმ სიჩქარე 279 მ/წამი ხოლო მაქს სიჩქარე 292 მ/წამი.
13 მ/წამია სხვაობა.

5.5_ში ტყვია 1.18 ედგანი. 60 ნასროლი.
მინიმ. სიჩქარე 270 მ/წამი ხოლო მაქს სიჩქარე 280 მ/წამი.
10 მ/წამია სხვაობა.
ედგანს ტყვიებს ჯსბ უმზადებს.
ანუ ორივე შემტხვევაში 200-120 მდე ფაქტიურად უხეში შედარებით პლატო გამოვიდა.

ეს კიდე სურათი ყველა ნასროლი ამ ორივე ხვრელში.
მარცხნივ 5.5 და 60 ტყვიიანი ხვრელი.
მარჯვნივ 4.5 და 100 ტყვიიანი ხვრელი.

ჯგუფის ზომა არ ვიცი, არ უწერია. 4.5_ის კოლოფის ზომით თუ ვიმსჯელებთ არც ისე დიდი გამოდის, ჯსბ_ის კოლოფი 6.5 სმ. ყველა 4.5_ის კოლოფიც მიახლოვებით ეგ ზომაა.




ჰოო თემა კი ეს არის, საკმაოდ დიდი განხილვაა თავისი პარალელებით და სავარაუდო მიმსგავსებებით სხვა იარაღთან.
https://www.airrifle.co.za/threads/35958-Wi...-bullpup-Review
giga2010
MonSoon
კარგი ფიშტოებია. რეზიკები როგორც ჩანს ტიტანის აქვს და ლულას ჰაერის გადამშვებია არ აქვს
MonSoon
giga2010
ციტატა(giga2010 @ 5th June 2018 - 11:04 PM) *
რეზიკები როგორც ჩანს ტიტანის აქვს და ლულას ჰაერის გადამშვებია არ აქვს

მანდ როგორც წერია მაგ კონკრეტულ პ12_ზე ტიტანია კი.
MonSoon
giga2010
ციტატა(giga2010 @ 5th June 2018 - 11:04 PM) *
ლულას ჰაერის გადამშვებია არ აქვს

და ლულაში ჰაერის მიწოდება საიდან ხდება?
giga2010
სალამი მეგობებო. დღეს ვსინჯეთ ისევე 90 მეტრზე და ესეთი სედეგი მივიღეთ










giga2010
ესეც პატარა ვიდეო 100 მეტრზე, ჩვენი ფორუმელის MonSoon ნასროლი
https://radikal.ru/video/tECDlrlz1Uy
aleqsa
ხოოოო!!! გუშინ გიგამ და თავის თოფმა უკვე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს!!! 90 მეტრზე გაქცეული ტყვიითაცკი (ხუთი ტყვიიდან ერთი გარბოდა გვერდით) 3.4-4სმ ჯგუფები სტაბილურად მართლაც რომ გასაკვირი შედეგებია.
და რაც მთავარია ტყვიის ტრაექტორია არის სწორხაზოვანი მრუდი. ანუ არ გადადისის ცენტრიდან არცერთ დისტანციაზე გვერდით.
ესეიგი გამოდის ნადირობისას აღარ ვამბობ მტრედს და დიდი ზომის ფრინველებს 5 დან 4 ბეღურას ყოველთვის მოხსნი მაგ მანძილზე!!! და მეტი რაღა უნდა მოთხოვო თოფს?
გიგა გუშინაც გითხარი და ეხლაც ვიმეორებ, მაგ თოფს ვიდრე თავისით არ აერევა რამსები ხელი არ დააკარაო არაფერს (მექანიზმს)
გილოცავ კიდევ ერთხელ, მართლაც კარგი თოფია და წარმატებები მომავალში კიდევ!!

პ.ს. ბიჭებო ერთი რა მაინტერესებს, ვისაც გაქვთ ეს არტემისები (პ15 ან პ10) იქნებ თქვენც დადოთ თქვენი შედეგები? მარტო გიგას გამოადგა დავიჯერო კარგი თოფი? თქვენი შედეგებიც საინტერესოა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.