დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რჩევები ყიდვისას
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
Quick
30 მმ-იანი ცენტრპოინტები მინიმუმ 2,5 ბენჯამინი ღირს, ბარსკაც მანდაა.
ფასი/ხარისხით მგონი ლიპერსი ლიდერობს მაინც. და ეს ოპტიკა არის საუკეთესო, რაც შეიძლება განბაჟების გარეშე იყიდოს კაცმა, ასე მგონია

მოკლედ მარადის დაკვეთა და ამის დაკვეთა ერთი იქნება smile.gif
Power_VANO
Quick
კი, მაგ ფასში საკმაოდ კარგი რამე იქნება smile.gif
tengo
ციტატა(Quick @ 19th August 2010 - 01:15 AM) *
მოკლედ მარადის დაკვეთა და ამის დაკვეთა ერთი იქნება


თანაც პარალაქსი გვერდიდან სწორდება ,რაც წინასთან შედარებით ძალიან მოხერხებულია.
ja_ja
Quick
ლიპერსი და 500$-იანს ჯობდეს არ დაიჯერო, მითუმეტეს ნიკო სტირლინგს ვინც არ უნდა შედაროს და რაც არ უნდა დაწეროს არ დაიჯერო.

ნუ რაღაც დონეზე კაი იქნება, კარგია 30 მმ მილი, გვერდით პარალაქსი და ასე შედმეგ. მაინც ჩათვალე ბიუჯეტნიკია და ზედმეტად რაღაც ზებუნებრივს ნუ ელოდები. კი გამოჩნდება და დაინახავ, მაგრამ ჯერადობის გაზრდისას ობერაციას და დაბნელებას უნდა ელოდე, ახლა დაბნელებაში ის არ იგულისხმება საღამოსავით გამოჩნდებაო, პროსტა ნაკლებ ჯერადობაშI საკაიფოდ დაინახავ და მაქსიმუმზე ის მკვეთრი გამოსახულება არ იქნება რაც დაბალ ჯერადობაზე.
nihontoman
Quick
განბაჟების გარეშე რისი ყიდვაც შეიძლება, მგონი ლიპერსი მართლა კარგია. სხვა მაგ ჯერადობის ვარრიანტები არ მახსოვს......

მოკლედ იყიდე და ეგ არი. რო იყიდი მერე ჩვენც ვნახავთ რა ბიჭია 9იმედია არ დამალავ biggrin.gif)
norica_dragon
მე თავის დროზე არჩევანი ბარსკაზე გავაკეთე, მშვენიერ ოპტიკაა და ფასი+ხარისხი გადასარევია, 10X40 იყიდე ბარსკას 100 დოლარი უნდა wink.gif ქაღალდზე სასროლად მაგარი იქნება smile.gif მე თავის დროზე დავჟმოტე და 8-32 ვიყიდე, ეხლა ვნანობ, მეგონა რომ ინიმლური X10 ნამეტანი ბევრითქო, თუმცა რაც ეს ოპტიკა მაქვს 20X ზე ნაკლები ჯერ არ გამომიყენებია smile.gif

იაფიან ოპტიკებში რასაც უჩივიან (ჯერადობის შეცვლაზე და პარალაქსისი გასწორებაზე მიზნის არება) - ბარსკას ეგ იდელურად აქვს, დაჟე ბევრ იაფიან ოპიკაის ჰორიზონტალურ ბარაბანს რო ატირალებ ოდნავ ვერტიკალურსაც რევს, ვერც ეგ ვერ შევამჩნიე ჩემ ოტიკაში...

ერთი კვირა მანქანის საბარგულში მეგდო დისკო ჩანთის გარეშე და მიზანი ოდნავაც არ ქონდა არეული!!!

ერთადერთი მინუსი ის არის რომ მაქსიმალურ ჯერადობაზე გამოსახულება ბინდდება, თუმცა თეტრ ფურცელზე სასროლდა ღამის პირველ საათზეც კი კარგი იყო მთვარის შუქზე 24X ით biggrin.gif

ჰა როგორ გავარეკლამე??? biggrin.gif
Power_VANO
norica_dragon
მანქანის ბაგაჟნიკში ჟანგის აკიდება იცის ხოლმე ფიშტომ biggrin.gif
norica_dragon
ციტატა(Power_VANO @ 19th August 2010 - 12:20 PM) *
norica_dragon
მანქანის ბაგაჟნიკში ჟანგის აკიდება იცის ხოლმე ფიშტომ


არა ძმაო სუფთა ბაგაჟნიკი მაქვს :P
Quick
norica_dragon
ამაზე ამბობ? http://www.amazon.com/BARSKA-10-40X50-Varm...2779&sr=8-1

ძალიან მეეჭვება ეს ოპტიკა რეალურად 40x-ს აძლევდეს. მაქსიმუმ 30 smile.gif შეამოწმე თვითონ
და 1 დუიმიანი მილი, პარალაქსი ობიექტივზე, გაუგებარი ბარაბნები... არა, არ მომწონს.

მაინც ლიპერსს ვიყიდი ალბათ და რეპორტსაც დავდებ.

ოღონდ მიმასწავლეთ რა ფირმას ჩამოვატანინო? usa2georgia კიდევ არ კიდებს ხელს ასეთ საქმეს? barami არ გამახსენოთ, რამე შედარებით ნორმალური კანტორა არ არი?
ja_ja
Quick
ციტატა(Quick @ 19th August 2010 - 05:03 PM) *
ოღონდ მიმასწავლეთ რა ფირმას ჩამოვატანინო? usa2georgia კიდევ არ კიდებს ხელს ასეთ საქმეს? barami არ გამახსენოთ, რამე შედარებით ნორმალური კანტორა არ არი?

ორი კანტორა კიდებს ხელს Fromusa და Shopzila ორივეს ჩამოაქვს, მარა პირადად Shopzila.ge-ს გირჩევდი, იმ Fromusa-ზე აქაურ ფორუმელებს უკვე მერამდენედ ნეგატიური მოგონებები გვახსენდება


ციტატა(Quick @ 19th August 2010 - 05:03 PM) *
ძალიან მეეჭვება ეს ოპტიკა რეალურად 40x-ს აძლევდეს. მაქსიმუმ 30 შეამოწმე თვითონ

ზეპირად ვერავინ იტყვის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მართლა ეგრე იყოს.
norica_dragon
ციტატა(ja_ja @ 19th August 2010 - 04:39 PM) *
ძალიან მეეჭვება ეს ოპტიკა რეალურად 40x-ს აძლევდეს. მაქსიმუმ 30 შეამოწმე თვითონ


რავი აბა, სადღაც 1 კილომეტრზე მანქანის ნომრის წაკითხვა შემიძლია.... ჩემსას მახ 32X აქვს...
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 19th August 2010 - 06:26 PM) *
რავი აბა, სადღაც 1 კილომეტრზე მანქანის ნომრის წაკითხვა შემიძლია.

უკაცრავად და რით გაზომე რომ 1 კილომეტრია და რა მოხდება შემთხვევით 2 კილომეტრზე რომ წაიკითხო??

როდის აქეთ გახდა მანქანის ნომრის კილომეტრებზე წაკითხვა ოპტიკური სამიზნის რეალური ჯერადობის მაჩვენებელი???
kaka8079

მე ვიყიდე ამაზონზე და შოპზილს ჩამოაქ ანუ უნდა ჩამომიტანოს წესით მოკლედ 25 სთვის ველოდები და რომ ჩამოვა მოგახსენებთ,ლიპერსი ვიყიდე მე პირადად 6x24x50
Quick
ვახ, ამის დედა ვატირე, ახლა შევედი ამაზონზე უნდა შემეკვეთა ეს ოპტიკა და 199.95$ ადევს უკვე biggrin.gif
ბედი არ გინდა? xD
geojorjika
biggrin.gif
ja_ja
Quick
ციტატა(Quick @ 26th August 2010 - 09:15 PM) *
ვახ, ამის დედა ვატირე, ახლა შევედი ამაზონზე უნდა შემეკვეთა ეს ოპტიკა და 199.95$ ადევს უკვე
ბედი არ გინდა?

ისე მაგ ამაზონის ვერ გავიგე რა....

შარშან წინ ვიდეო კარტას ვყიდულობდი, უკვე დავუკვეთე და რამე 230$ მიჯდებოდა, მაგრამ ჯერ შიპინგი არ იყო გაკეთებული. სანამ დაშიპავდნენ შევედი ამაზონზე და რას ვხედავ ჩემი ცვიდეო კარტა და მეხსიერება გაიაფებულია, ვიდეო 130$ ღირს, მეხსიერება არარ მახსოვს, მაგრამ ეგეც გაიაფებული იყო. ეგრევე დავაქანსელე დაკვეთა და დავუკვეთა ვიდეო, მეხსიერება და პროცი, სადრაც 250$-ის ეკონომია გავაკეთე. ჩემი დაკვეთიდან 3-4 საათში ფასები ისევ გაზრდილი იყო, მაგრამ უკვე მეხატა, მე იაფი ვარიანტი მედო კალათაში და დაკვეთილიც, მქონდა, ბებია, მაგისამ და არ გამოეგზავნა smile.gif

იმენნა ცხოვრებაშI 1-ხელ მოვარტყი ეგეთ სერიოზულ ფასდაკლებას, სხვა დროს, ვეჩნა ვნახუობ კაი ფასია ვაგდებ კალათაში და 1 კვირის მერე დაკვეთას რომ ვაპირებ სად ხარ, გაზრდილია ფასი biggrin.gif

ან რას ზრდიან, ან რას ამცირებენ.... ვერ გავიგე რა.
Quick
ja_ja
ეს პირამიდს ჰქონდა დაგდებული ფასი და მაგიტო დააგდო ამაზონმაც. პირამიდმა აწია თუ არა ზუსტად იგივე ქნა ამაზონმა. მგონი რეალში პირამიდის ტავარს ყიდიან თავისი სახელით, რაღაც შეთანხმება აქვთ ეტყობა.

აუ ოპტიკის გარეშე დავრჩი რა... ძალიან გამიტყდა sad.gif რამოდენიმე საათია ვეძებ ინტერნეტში ყველაფერს, ეკზოტიკურ მარკებზეც ვუყურებ ახლა, მარა არც ერთი არ მოდის ახლოს ამ ლიპერსთან. ერთადერთი ბარსკა არის 6-24x44 swat 30მმ და ~150$ მაგრამ მაგას ისეთი რევიუები აქ რო არ მინდა გავეკარო. ყველა ამბობს რო ლიპერსი ჯობია ან ნიკო სტირლინგ, მაგრამ ის გაცილებით ძვირი ღირს.

ტასკოზე რას იტყვით? ბუშნელის იაფიანი განშტოებაა? ყურადღების ღირსია საერთოდ?

მოკლედ მირჩიეთ რა საუკეთესო ოპტიკა რაც ჩაჯდება 160$-ის ფარგლებში. მჭირდება მინიმუმ 20 გადიდება იმიტო რო მეტწილად ქაღალდზე ვაპირებ სროლას. პარალაქსის გვერდითი ბარაბანი დიდი პლიუსია.
ja_ja
Quick
ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 02:42 AM) *
მგონი რეალში პირამიდის ტავარს ყიდიან თავისი სახელით, რაღაც შეთანხმება აქვთ ეტყობა.

ამაზონზე არის 2 ტიპის საქონელი, ერთს პირადად ამაზონი ყიდის და ეგეთს როგორც წესი საკმაოდ დაბალი ფასი აქვს, და არის ამაზონზე სხვა მაღაზიის ტავარი, რომელსაც როგორც წესი გაცილებით მაღალი ფასია ქვს. ანუ ამაზონი არის ერთი დიდი ბაზრობა, ტავისი ტავარიც აქვს და დახლებსაც აქირავებს რომ სხვებმაც თავიანთი ტავარი დადონ, ნუ მაგით ბაზარს იპყრობს.


ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 02:42 AM) *
მოკლედ მირჩიეთ რა საუკეთესო ოპტიკა რაც ჩაჯდება 160$-ის ფარგლებში. მჭირდება მინიმუმ 20 გადიდება იმიტო რო მეტწილად ქაღალდზე ვაპირებ სროლას. პარალაქსის გვერდითი ბარაბანი დიდი პლიუსია.

გვერდითა პარალაქსის ბარაბანი ძირითადად აქვს 30 მილიმეტრიანი მილის მქონე ოპტიკას, ეგეთი ოპტიკა კი ყოველთვის 200$-ზე ზემოთ არის ფასში sad.gif

მტააკ, შენს მიერ ამორჩეულის იაფიანი ალტერნატივა არის
Leapers 5th Gen 6-24x50 AO Varmint Rifle Scope, Illuminated Mil-Dot Reticle - 99.99$
ან იგივე კლასის იაფიანი ცენტრპოინტი
CenterPoint Adventure Class 6-24x50AO Rifle Scope, Red/Green Ill. Reticle, 1 Tube 114.99$

ან ცენტერპოინტის პოვერ კლასის ოპტიკა (მარა უკვე ძვირიანია, 30 მილიემტრიანი მილისა და გვერდითა პარალაქსის ბარაბნის გამო):

Crosman Center point Power Class 8-32 x 56mm Riflescope with Red/Green Illuminated Reticle 259.99$

კმოკელდ როდესაც ნახე ის ოპტიკა ეგრე იაფად ეგრევე უნდა დაგეთრია, არ შეიძლებოდა ყოყმანი, ამ წუთას მაინც იაფი გამოდის 30 მილიმეტრიანი მილის და გვერდითა პატარაქსს ბარაბნიანი ოპტიკისთვის. როგორც გითხარი ეგეთი ოპტიკა ეგრევე 200$-ს აცდენილია

P.S. ბუშვნელი შეიძლება, ტასკოც მოსული პონტია, აი ბარსკა კი მემგონი არ ღირს, მიუხედავად იმისა რომ ერთი ბარსკას აღფრთოვანებული მომხმარებელი გვყავს.
Quick
ციტატა
ამაზონზე არის 2 ტიპის საქონელი, ერთს პირადად ამაზონი ყიდის და ეგეთს როგორც წესი საკმაოდ დაბალი ფასი აქვს, და არის ამაზონზე სხვა მაღაზიის ტავარი, რომელსაც როგორც წესი გაცილებით მაღალი ფასია ქვს. ანუ ამაზონი არის ერთი დიდი ბაზრობა, ტავისი ტავარიც აქვს და დახლებსაც აქირავებს რომ სხვებმაც თავიანთი ტავარი დადონ, ნუ მაგით ბაზარს იპყრობს.

ეს ყველაფერი ვიცი ჯაჯა. უბრალოდ ფასის ქვემოთ რო წერია ხოლმე ლინკი X new from XXX $ ესეთი ლინკი, მანდ რო შედიხარ ხო აჩვენებს ყველა მაღაზიას რომელსაც ეს პროდუქტი აქ და დასორტირებულია ფასის ზრდის მიხედვით. მანდ მაშინ ამაზონი ეწერა პირველი და მეორე პირამიდი, ერთი და იგივე ფასით. ახლაც ეგრე არი და ზუსტად ცენტი ცენტში ერთი ფასი აქვთ. აქედან გამოვიტანე ის დასკვნა რომ რაღაც შეთანხმება აქვთ, ერთად ცვლიან ფასებს. თან რატომღაც ამაზონი უფასო შიპინგს გვთავაზობს, პირამიდი არა smile.gif

ლინკებისთვის მადლობა. 6-24x50 ძალიან იაფიანი რაღაცაა, მე რაც მაქვს 3-9x50 იგივეა, უბრალოდ ნაკლები ჯერადობით. დიდ ჯერადობებზე ისევ ვერ გამოვიყენებ, ბნელი იქნება, პატარა ჯერადობებზე რა აზრი აქვს, ესეთი ოპტიკა მაქვს უკვე.
ცენტრპოინტის 8-32-ს ზუსტი ანალოგი აქვს ლიპერსს და ნაკლები ღირს: http://www.opticsplanet.net/leapers-accush...scopes-amazonpa
განბაჟებაა დიდი თავის ტკივილი, თორე 200$ ახლაცაა კარგი ფასი ამ ოპტიკისთვის, ავიღებდი 6-24x56-ს მაგრამ მერე გამომატანენ თუ არა ხზ sad.gif

მოკლედ ჯერ-ჯერობით ოპტიკის ძებნის პროცესში ვარ...

geojorjika
Quick
და როგორ გგონია ერთი და იგივე მწარმოებლის ერთი და იგივე ხარისხის ოპტიკა უბრალოდ განსხვავებული პარალაქსის რეგულირებით და გამტარი მილის დიამეტრით რაიმე განსხვავებას მოგცემს სინათლის მხრივ? smile.gif

მოდი ერთ რამეს გეტყი გამტარი მილი საერტოდ არაფერ შუაში არ არის ოპტიკა ნათელია თუ ბნელი ეს 2 რამეზეა დამოკიდებული 1. შემკრები (გამომავალი) ლინზის დიამეტრი და 2. ლინზის ხარისხი. smile.gif wink.gif


შენს შემთხევაშI ეგ პარამეტრი ორივეს ერთი და იგივე აქვს wink.gif
Quick
geojorjika
არ დაგეთანხმები მაგაში.
აკკუშოტ-ის სერიის ლინზები multicoated არის ნამდვილად, ჩვეულებრივებზე რამდენად იწუხებს ამით თავს ლიპერსი უცნობია. ლინზის დიამეტრი თითქმის იგივეა (50 ერთს და 56 მეორეს) მაგრამ მილის დიამეტრსაც აქვს მნიშვნელობა. პატარა მილში შიგნით პატარა ლინზებია ანუ მთელი ეს შუქი რაც ობიექტივმა აკრიფა პატარა ლინზაში გადის და ამ პატარა ლინზის უმცირესი ნაკლები ათმაგდება მერე გამოსახულებაზე. აქედან აბერაციები და ფერების ცვლა. უფრო დიდ მილში ეს ეფექტი ნაკლებია.

გარდა იმ 2 ფაქტორის რაც შემ ჩამოთვალე ოპტიკის ხარისხს არა მარტო სინათლის გადაცემის კოეფიციენტი საზღვრავს, არამედ გამოსახულების ხარისხი და ტყვიის მოხვედრის წერტილის სტაბილურობა სხვადასხვა ჯერადობებზე და მანძილზე. ეს ორივე უკვე თვითონ ლინზების ფორმა-განლაგებასთან კავშირშია და მექანიზმების სიზუსტესთან. იაფიან ოპტიკაში იყენებენ ნაკლებ ლინზიან სქემას, უფრო ძვირიანში ამატებენ ლინზებს აბერაციული ეფექტების კომპენსირებისთვის ანდა საერთოდ უფრო ეფექტურ განლაგების სქემას იყენებენ. მექანიზმებიც იდეაში უფრო მაღალი ხარისხის უნდა იყოს.

გვერდითი პარალაქსი კი უბრალოდ მოსახერხებელია, მეტი არაფერი. აუცილებელ მოთხოვნად არც მიმაჩნია, როგორც დავწერე რომელიღაც პოსტში ზემოთ.
geojorjika
Quick
ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 09:24 PM) *
არ დაგეთანხმები მაგაში.

ძალიან შეცდები ეგრე თU იზამ wink.gif

ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 09:24 PM) *
აკკუშოტ-ის სერიის ლინზები multicoated არის ნამდვილად, ჩვეულებრივებზე რამდენად იწუხებს ამით თავს ლიპერსი უცნობია.


რა შუაშია ეს ოპტიკის სინატლის გამტარობასთან?

ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 09:24 PM) *
მაგრამ მილის დიამეტრსაც აქვს მნიშვნელობა.

ის თუ იცი მილშI გამავალი სინათლის სხივის კონა რამდენი მილიმეტრია? wink.gif

Quick
geojorjika
ციტატა
რა შუაშია ეს ოპტიკის სინატლის გამტარობასთან?

ჰმმმმ, აქედან ასეთი შეკითხვა მიჩნდება: coating რას ნიშნავს იცი? მე თუ არ მიმტყუნა ინგლისურის ცოდნამ ეს არის просветление оптики და ზუსტადაც რომ სინათლის გამტარობასთან კავშირშია. ლინზის შუშის ზედაპირზე ატანენ სპეციალურ ქიმიურ ფენას, რომელიც ამცირებს სხივის გარდატეხვასთან არსებულ პრობლემებს. ვრცლად ამაზე საუბარი არ მინდა, აი ლინკი: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D1%80%...%B8%D0%BA%D0%B8

არასოდეს არ დაგისვია კითხვა რატოა ზოგი ოპტიკის ლინზები იასამნისფერი და ზოგი მწვანე? სხვადასხვა coating-ის მეთოდის გამოყენების გამო

ციტატა
ის თუ იცი მილშI გამავალი სინათლის სხივის კონა რამდენი მილიმეტრია

არ ვიცი და ეჭვი მაქვს რომ რაღაც ადგილებში ძალიანაც ვიწროა, მაგრამ ზოგ ადგილში იქნება დიდი.
geojorjika
Quick

ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 09:37 PM) *
ჰმმმმ, აქედან ასეთი შეკითხვა მიჩნდება: coating რას ნიშნავს იცი?


შენ წამოიდგინე კი და ისიც ვიცი რა გავლენას ახდეს და რამდენი ეგ ლინზებზე , ზოგადად არსებოს single coated და multicoated ლინზები , აქედან ძირითადა იყინებენ multicoated ( ანუ მწვანე და წითელ ფერში დატანილ თხელ ფენას) , ეს არსებოსბ იმისთვის რომ არ ირეკლოს ლინზემ შემავალი სინაძლე და ისიც დადგენილია რომ ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ეს დანაკარგი ანაზღაურდება 7%-ით ( ეს საუბარი ძალიან მაღალი კლასის ლინზებზე და ასევე მაღალი კლასის საფარველზე) და ეგ საფარველი ბიუჯეტურ მოდელებშI ისეთივე ხარისხის არის როგორიც ლინზები . მოდი ამერიკის აღMოჩენას ნუ დაიწყებ , გიჟი არავი არ არის ვინც leica, swarovski , zeiss, shmidt&bender-ს ყიდულობს და მაგაში X 000$-ს იხდის, იმიტომ რომ ოპტიკა იმდენად რთული რამ არის მისი იაფად გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია wink.gif
ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 09:37 PM) *
რ ვიცი და ეჭვი მაქვს რომ რაღაც ადგილებში ძალიანაც ვიწროა, მაგრამ ზოგ ადგილში იქნება დიდი.








დიდი გამტარი მილი უბრლაოდ მეტ სიმყარეს მატებს ოპტიკას და რაც მტავარია უფრო მეტი შესწორებების შეტანის საშუალებას იძლევა smile.gif

30mm main tube offers incredible strength and allows for the greater range of windage and elevation adjustment - ეს ლეუპოლდის ოპტიკების მანუალშI წერია smile.gif როგორ ფიქრობ სინათლესაც რომ მატებდეს არ დაწერდნენ? biggrin.gif
ja_ja
Quick
ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 08:36 PM) *
განბაჟებაა დიდი თავის ტკივილი, თორე 200$ ახლაცაა კარგი ფასი ამ ოპტიკისთვის, ავიღებდი 6-24x56-ს მაგრამ მერე გამომატანენ თუ არა ხზ

არაფერი თავის ტკივილი არაა, ჩამოვა ვთქვათ შოპზილათი, ჩამოართმევენ და გაუშვებენ საბაჟოზე, საბაჟო დადიანის 30-ში გადაიტანს 2-3 დღეში, მიხვალ ეტყვი ჩემიათქო, დაიწყებენ წუწუნს, ისაო ესაო, ეტყვი თქვენ ხომ არ ურიკინებთ იაფიანი უბრალო ოპტიკაა არც ლაზერი არც სითბო და ინფრაწიტელი ხედვა არ აქვსთქო, სპორტული ოპტიკაა ან სანადიროთქო.

კიდევ ერთხელ შეხედავენ, ბოლოს შეადგენენ დეკლარაციას და მოგცემენ ქარალს 2 ან მაქსიმუმ 3 გადასახადით:

1) ღირებულებას დაუმატებენ ჩამომტანის საფასურს, გადაიყვანენ ლარებში და მიღებულიდან გამოთვლიან 18%-ს
2) მოსაკრებელი 11 ლარი
3) მაქსიმუმ მომსახურება ალბათ 5 ლარი, თუმცა მე 3-ჯერ მომიწია მისვლა და არ გადამახდევინეს არაფერი, მხოლოდ პირველი და მეორე გადასახადი შემომაჩეჩეს.

გამოდიხარ მაგ კანტორიდან, მიდიხარ მეტროსკენ და მანდ არის 3 ბანკი, ნებისმიერი ამორჩიე მიდი აჩვენე ესენი მაქვს გადასახადი თქო, გეტყვიან პაჟალუსტათქო, პრიოსტა თითო გადარიცხვაზე დამატებით 1 ლარს დაგახევენ. დაგირტყავენ სპეციალურ ბეჭედს (რაღაც უზრუნველყოფილიაო თუ რაღაც ქაჯობა აწერია ბეჭედზე), მიბრუნდები, მიაჩეჩებ იმ კიკინებიან გოგონას და ისიც 3-4 წუთში ჩაგახუტებს შენს ამანათს.

კარგ შემთხვევაში ყველაფერი მთავრდება 30-40 წუთში, ყველაზე დიდხანს რაც გამეჭიმა იყო 2.5 საათი. ვსიო. აეროპორტში სარბენი არარ არის.
Quick
geojorjika
ციტატა
ეს არსებოსბ იმისთვის რომ არ ირეკლოს ლინზემ შემავალი სინაძლე

მთლად მასე არ არის. სინათლის ნაწილი ყველა ვარიანტში აირეკლება. ეს ფენა ისეთი სისქისაა რომ არეკლილი შუქის ტალღები ერთმანეთი დაახშონ. ეს 1 თვისება. მეორე თვისება ის არის რომ სპექტრის დაშლის ეფექტს ამცირებს მრავალფენიანი ზედაპირი რაც კარგად მოქმედებს ფერების შენარჩუნებაზე და გამოსახულების სიმკვეთრეზე.
ასე თუ ისე ორივე ვთანხმდებით მგონი რომ ხარისხიან ლინზებზე უნდა იყოს ხარისხიანი multicoating-ი გაკეთებული. და მგონი გამართლებულია იმის მოლოდინი რომ 200 დოლარიან ოპტიკაში და 70 დოლარიანში ერთი და იგივე ლინზები არ იქნება.

რაც შეეხება მილში გამავალი სინათლის კონის დიამეტრს შენს მიერ დადებული მეორე სურათი მარტო ადასტურებს ამ ჩემს სიტყვებს:
ციტატა
არ ვიცი და ეჭვი მაქვს რომ რაღაც ადგილებში ძალიანაც ვიწროა, მაგრამ ზოგ ადგილში იქნება დიდი.


ლეუპოლდის მანუალი ცუდი წყაროა ასეტი ინფორმაციისთვის, მათ ყველა ოპტიკაში ხარისხიანი ლინზებია.
ახლა კიდევ გადავიკითხე ფორუმებზე და ესეთი საღი მოსაზრება ამოვიკითხე: ამერიკელების კანონით ნადირობა საღამოს არ შეიძლება და მათი მწარმოებლები 30მმ მილებში იგივე ლინზებს სვავენ რაც 1 დუიმიანებში. დანარჩენ ადგილს კი ზუსტად შესწორებების მექანიზმისთვის იყენებენ რაც მეტ მოქნილობას აძლევს. ევროპაში ასეთი კანონი არ არის და ხშირად უფრო კარგად იყენებენ შუქის გამტარობის თვალსაზრისით. მოკლედ ძალიან ბევრი სჯა-კამათია ამაზე ყველა ფორუმზე, გუგლმა ეგრევე 10 ლინკი ამომიგდო "vs" თემების და ყველას თავისი აზრი აქვს.
ასე თუ ისე ლეუპოლდიც და ლიპერსიც ამერიკელულებია და შეიძლება ჩვენ შემთხვევაში მართლაც მილი არ იმოქმედებს ოპტიკის სინათლეზე.


ja_ja
მადლობა პროცესის ვრცლად აღწერისთვის, მაგრამ აი ამის თქმა:
ციტატა
თქვენ ხომ არ ურიკინებთ იაფიანი უბრალო ოპტიკაა არც ლაზერი არც სითბო და ინფრაწიტელი ხედვა არ აქვსთქო

მომიწია უკვე ერთხელ და პასუხი იყო "არ ვიცი მგონი ნებართვა უნდა, თქვენ თვითონ გაარკვიეთ უნდა თუ არა" და არ მატანდნენ. რავარია ჰა? biggrin.gif
ჩვენთან ხო უდანაშაულობის პრეზუმპციის პირიქითა პრინციპია ძალაში. აქეთ მებაჟეს უნდა უმტკიცო რო სამართლიანად შემოგაქვს რაღაცა biggrin.gif
Power_VANO
ციტატა
თქვენ თვითონ გაარკვიეთ უნდა თუ არა


ჰოდა მე გარკვეული მაქვს და არ უნდა-თქო smile.gif
geojorjika
Quick
კაი პოტიკაზე ლაპარაკს დავანბოთ თავი პროოსტა იმდენი საწერია ტავი გამისკდება . და თან მაგრამ მეზარება . დავდებ თუ დრო მექნა კაი სატტიას ამის შესახებ

რაც შეეხება ამას

ციტატა(Quick @ 28th August 2010 - 12:39 AM) *
ამერიკელების კანონით ნადირობა საღამოს არ შეიძლება

ეს არის სრული სისულელე , შეიძLება რომელიმე შტატში აკრძალულია, მაგრამ საერთოდ ამერიკა არის ერთად ერთი ქვეყანა სადაც ყველაფრით და ყველა დროს შეიძLება ნადირობა ამა თუ იმ ფაუნის წარმომადგენელზე wink.gif

არსად არ არის იმდენი ნადირობის სახეობა დაშვებული როგორც ამერიკაშია, წამოიდგინე Blowgun-იტაც კია დაშვებული ნადირობა და ამისთვის ლიცენზიაც იცემა wink.gif



მოკელდ რა , შენი საქმეა რას და როგორ იფიქრებ მაგრამ ოპტიკის სინათლე და გამოსახულების სიმკვეთრე დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლო ლინზების ხარისხზე და გამომავალი ლინზის დიამეტრზე , მეტზე არაფერზე , შუა მილი თუ გინდა 20 მმ იყო wink.gif
Quick
Power_VANO
ციტატა
ჰოდა მე გარკვეული მაქვს და არ უნდა-თქო

პრობლემა ისაა რო ჩემ სიტყვას კი არ უჯერებდა biggrin.gif ბოლოს "რადგან სხვას ვატანთ ამასაც გავატანოთ" პრინციპით მომცეს. კანონის გაგებაში არ არიან.
geojorjika
კარგი, დაველოდები შენს სტატიას. მართლა მაინტერესებს ეს საკითხები, ბავშვობაში ტელესკოპიც კი გავაკეთე 40x50 და მთვარეს ვაკვირდებოდი smile.gif
ja_ja
Quick
ლინზებთან და ოპტიკის ამბაბში სწორს ამბობს ჯორჯიკა, მარტო მილი და გარე ლინზა ნოლია თუ თვითონ ლინზები ქაქია.

ეგრე ნიკო სტირლინგის მარკით გამოდის დაიმონდ სერია და 1000$-ს უტყაპუნებს და იგივე ნიკო სტირლინგის მაგკით გამოდია ნაითჰეტერი, ღირს სადღაც 200$. განსხვავება მხოლოდ ლინზებშია და აქედან გამომდინარე ხარისხიც და სინათლეც.

ასე რომ ეგრე მარტივად მუ აიქნევ მაგ საკითხზე ხელს, ჩათვალე ერთერთი ფუნდამენტალური მეცნიერებაა, რომელსაც მრავალი ქვეპუნქტი აქვს.
Jah
ეს ცნობილი "გრაბლია" smile.gif
აი როდესაც მისროლილ შაშხანაზე ან ჯერადობის შეცვლა მოუნდეს ან თუნდაც პარალაქსის დატრიალება, და თავიდან მისროლა იქნება საჭირო,
ყოველი მოძრაობის მერე, მაშინ მიხვდება wink.gif
Quick
არც ვუარყოფ რო ეს მთელი მეცნიერებაა. და მესმის რომ 1000$ ოპტიკები თავისი ფული ღირს და ტყუილად არ ყიდულობენ. უბრალოდ არ ვარ მე იარაღის ინტენსიური მომხმარებელი და 500 $-ს ვერ გადავიხდი ოპტიკაში, აზრი არ აქვს უბრალოდ. მაგრამ ჩემ ბიუჯეტში მინდა საუკეთესო ავარჩიო, ესაა და ეს.
იარაღის გარდა უამრავი სხვა ჰობი მაქვს, ყველაფერში თუ ტოპ აღჭურვილობა ვიყიდე გავკოტრდები biggrin.gif
ჩემ მოთხოვნილებებს კი დარწყმუნებული ვარ მთლიანად დააკმაყოფილებს შედარებით იაფი ვარიანტი. ახლა რაც მაქვს ისიც მაკმაყოფილებს და უბრალოდ უფრო დიდი ჯერადობა მინდა ქაღალდში სასროლად, თან ამ ჯერადობაზე არ იყოს ბნელი. და ვიცი რო 100$-ზე ნაკლებიანი ოპტიკა 16x-ზე მეტი უეჭველი ბნელი იქნება.
geojorjika
Quick
ციტატა(Quick @ 28th August 2010 - 06:45 PM) *
და ვიცი რო 100$-ზე ნაკლებიანი ოპტიკა 16x-ზე მეტი უეჭველი ბნელი იქნება.

არამარტო 100$-ანი 200 ანი და 300-ანიც ეგრე იქნება wink.gif
Quick
geojorjika
biggrin.gif
კი, გააჩნია რასთან შედარებით. 1000$-იანთან კი, მაგრამ 50$-იანთან ბევრად ნათელი იქნება
geojorjika
Quick
კაი იყიდე და ჩვენც გაგვიზიარე შთაბეჭდილებები , ისე კი სანამ უკეთეს არ ნახავა ვერ დაიჯერებ რომ ის ბანძია რასაც ყიდულობ , ეს კონკრეტულად მაგ ოპტიაკს არ ეხება ზოგადად ესეა wink.gif

მე პირველად VO რომ ვიყიდე არც მეგონა მაგაზე ნათელი ოპტიკები თუ არსებობდა , მერე უკეთში ვნახე ლეუპოლდი VX I -ი მართალია საბიუჯერო ვარიანტი მაგრამ შედარება არ იყო როგორც და და დედამიწა ისე იყო მაგრამ ის მაინც ბრენდია და თან 400$ ღირდა , აი მერე სვაროვსკი Z6-ი ვნახე და მივხვდი როგორი უნდა იუოს კარგი ოპტიკა smile.gif მაგრამ ფასი ოოოოოო 2350 ევრო wink.gif
norica_dragon
16X ზე ბნელი ნამდვილად არ იქნება... თითქმის ბოლომდე სიბნელეში ვესროდი ქაღალდის სამიძენს ღამის 12 საათზე ეზოში, 32X მართლა ბნელი იყო და არ ჩანდა, 26X ზე კი საკმაოდ ნათელი ხდებოდა....
cat
მინდა ვიყიდო ღია კოლემატორი Crosman 1377–ისთვის. კონდახი არ მაქვს. ვფიქრობ რამე ასეთს

ცალკე ვუკვეთავ ახალ მოდიფიცირებულ crosman-ის კოლოფს რომევზეც ესენი უნდა დამაგრდეს...
ბიუჯეტი მაკს 35$

მემგონი ერთნაირებია
http://www.amazon.com/Leapers-Quick-Aim-El...715&sr=8-14
http://crosman.com/airguns/accessories/optics/sights/0290RD
http://www.amazon.com/UTG-Airsoft-Quick-El...8715&sr=8-9

ან ეს რამით თუ ჯობია
http://www.amazon.com/AIM-Tactical-Reticle...9190&sr=8-8

http://www.amazon.com/Walther-Sight-Windag...190&sr=8-16
ja_ja
cat
ყველა ერთი დონეა გარდა ერთისა, ამ ამის გარდა, ამას შეუძLია 4 სხვადასხვა სახის სამიზნე გამოხატოს მინაზე, დანარჩენები ჩვეულებრივი ერთ წერტილიანი პონტებია. და დიდი ხარისხით არ გამოირჩევიან. ისე სუპერ ხარისხი იმ 32$-საც არ აქვს.

cat
ციტატა(cat @ 31st August 2010 - 02:10 PM) *
ცალკე ვუკვეთავ ახალ მოდიფიცირებულ crosman-ის კოლოფს

აი აქ დეტალურად ვის და რას უკვეთავ, ლინკი ან სურათი.
cat
ციტატა(ja_ja @ Aug 31 2010, 02:57 PM) *
cat
ყველა ერთი დონეა გარდა ერთისა, ამ ამის გარდა, ამას შეუძLია 4 სხვადასხვა სახის სამიზნე გამოხატოს მინაზე, დანარჩენები ჩვეულებრივი ერთ წერტილიანი პონტებია. და დიდი ხარისხით არ გამოირჩევიან. ისე სუპერ ხარისხი იმ 32$-საც არ აქვს.

cat

აი აქ დეტალურად ვის და რას უკვეთავ, ლინკი ან სურათი.


აი ამას

http://crosman.com/airguns/accessories/custom/1377SBPK
ja_ja
cat
ციტატა(cat @ 31st August 2010 - 06:27 PM) *
აი ამას

ჰოო მახსოვს მაგაზე აქ მთელი აჟიოტაჟი გვქონდა, ძალიან კაი ჩამოიტანე და ვნახოთ აბა რამდენად წავიდოდა დისკოზე.
clubber
ეხლა რაღაცას ვიტყვი და არ მცემოთ smile.gif პისტოლეტის მუღამი მაქ ძაან მაგარი. წავიკითხე ამ ფორუმზე ძალიან ბევრი რამე და ვიცი რომ თქვენ სერიოზული სათამაშოებით თამაშობთ smile.gif მაგრამ ვიცი რაც მინდა და მაინც პისტოლეტი მირჩევნია და იქნებ მითხრათ რომელი ფირმის საშუალებით ჩამოვიტანო? smile.gif
geojorjika
clubber
usa2georia , shopzilla, მეტი არ ვიცი , უნდა დარეკო მაგათტან და კითხო , მაგრამ რატომღაც ყველა თავს არიდევს CO2-ის ბალონებზე მომუშავე იარაღის ჩამოტანას, ნუ რატომღაც არა აკრძალულია ზოგიერთ შატტში მაგის შეტანა და იმიტომ. გრიშას მიმართე და ჩამოგიტანს ნებისმიერს კროსმანის წარმოებისას თუ სხვა გინდა მაი მარკეტს გადახედე.
ja_ja
clubber
აქაური ფორუმელია გრიშა, ნიკი Gregory მაგ კაცი არის ამერიკული ფირმა Crosman-ის ოფიციალური წარმოადგენელი საქართველოში, დაუკავშირდი და შემოგთავაზებს თავის პროდუქციას.

რაც შეეხება ჩამოტანას თუ მაინცა და მაინც ჩამოტანა გინდა, მაშინ უნდა ნახო კომპანია რომელიც 2 პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
1) მაღაზიებს უფლება ჰოქნდეთ მის ადგილმდებარეობის შტატში ჩაიტანონ co2 პისტოლეტები
2) ჩამომტან ორგანიზაციას, პოხონდრიები და ტიკები არ უნდა ჰოქნდეს, სიტყვა პისტოლეტის ხსენებაზე.
tengo
მოკლედ, ქრონი მინდა გამოვიწერო, მაგრამ ვერ ამოვირჩიე. მინდა იყოს კომპაქტური და მზეზე რომ არ იყოს დამოკიდებული,რომ შეიძლებოდეს ოთახშიც სპეციალური განათების გარეშე გამოყენება. ამჯამად არჩევანი ამაზე შევაჩერე, მაგრამ არ ვიცი ეს საიტი როგორი სანდოა.
ვინმეს ხომ არ ქონია რამე შეხება და შეიძლება თუარა აქედან ამის გამოწერა.
giorgi-RW1k77X2
მაგ საიტისა რა გითხრა, ნამდვილად არ ვიცი და არ მქონია შეხება, მაგრამ რაც მაგ ქრონოგრაფს შეეხება, სხვაგან არც არსად არის მგონი, ასევე გადავხედე ინტერნეტში და აქ დაწერილი რევიუების მიხედვით.. რავი, მე გირჩევდი რომ რაც უფრო ნაცადია და ვიცით რომ მუშაობს, ის იყიდო, თუნდაც ცოტა ძვირი დაგიჯდეს (+ ოთახის განათება).
---ეს ჩემი პირადი აზრია---(მე ასეთ რამეებში გამოცდილი არ ვარ, მაგრამ ჩემი სხვა რამეების ყიდვების გამოცდილებიდან გამომდინარე ვწერ)
geojorjika
ციტატა(tengo @ Nov 7 2010, 09:22 PM) *
მოკლედ, ქრონი მინდა გამოვიწერო, მაგრამ ვერ ამოვირჩიე. მინდა იყოს კომპაქტური და მზეზე რომ არ იყოს დამოკიდებული,რომ შეიძლებოდეს ოთახშიც სპეციალური განათების გარეშე გამოყენება. ამჯამად არჩევანი ამაზე შევაჩერე, მაგრამ არ ვიცი ეს საიტი როგორი სანდოა.
ვინმეს ხომ არ ქონია რამე შეხება და შეიძლება თუარა აქედან ამის გამოწერა.

მაგით ოროგ აპირებ გაზომვას? ეგ აირსოფტის აირს
tengo
ციტატა(giorgi @ 7th November 2010 - 08:35 PM) *
მაგით ოროგ აპირებ გაზომვას? ეგ აირსოფტის აირს

რავიცი, აქ (რუსულ საიტზე) სულ სხვა რაღაცეები წერია. CB-625 MK4 представляет собой компактный ХРОНОГРАФ , специально предназначенных для .177 и .22 пневматическое.
Ни каких проблем нет. Все отлично замеряет и на Эдгане, и на Армсе 410, и на Армсе TX 200 FAC. Отличный прибор.
giorgi-RW1k77X2
http://www.jgairguns.biz/

ეს საიტი იცით ვინმემ?
ათასი წვრილმანია... ნაწილები... მაგალითად მანჟეტები რომ ვეძებე, მარტო აქ ვიპოვე (მაგრამ მე გრიგოლმა მაჩუქა smile.gif)

აი მაგათი კატალოგი ნაწილები თავისი ნომრებით
არის ნეტავ სანდო, რო რამე იყოს ღირს დასამახსოვრებლად???
nihontoman
ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Nov 7 2010, 10:33 PM) *
http://www.jgairguns.biz/

ეს საიტი იცით ვინმემ?
ათასი წვრილმანია... ნაწილები... მაგალითად მანჟეტები რომ ვეძებე, მარტო აქ ვიპოვე (მაგრამ მე გრიგოლმა მაჩუქა smile.gif)

აი მაგათი კატალოგი ნაწილები თავისი ნომრებით
არის ნეტავ სანდო, რო რამე იყოს ღირს დასამახსოვრებლად???



ძალიან სადა საიტია, ზედმეტი ბრჭყვიალების გარეშე - ზნაჩიტ სანდოა smile.gif
clubber
geojorjika
ja_ja
საქმე იმაშია რომ უმეტესობას აქვთ პოხონდრიები და ტიკები biggrin.gif არა Crossman-ის პროდუქცია არ მინდა http://airgunstyle.com/umarex-repeater-blo...77-p-20842.html აი ეს მინდა და სულ მაქ 150 ლარი თან და ზუსტად ვეტევი ამ თანხაში თორე მაიმარკეტზეც არის კარგი ფიშტოები. და ისე მაიმარკეტზე რო დებენ საიდან ჩამოაქვთ როგორ ჩამოაქვთ(რომელი ფირმით ანუ) რო დავურეკო და ეგ ვკითხო შანსი არაა ხო? დაჟე შეძლება მაგინონ? biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.