დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ბორბლებიანების თემა
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(NRG @ May 28 2018, 11:36 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
საჭე მარცხნივ და ტიპტრონიკი რომ არ გინდოდეს კაი რამეს გირჩევდი, მარა აბა smile.gif პირადი გამოცდილებით 5 წლიანი პრაქტიკით რეკომენდაციას ვუწევ Forester-ს, მე მყავს მექანიკა ტურბო 270 ცხენით ბენზინს წვავს 9-10 ლ. შერეული სიარულით, ხოლო გაზს 27 ლარით 230 კმს გადის ნახევარი ტრასაზე ნახევარი ქალაქში, 5 წლის მანძილზე არ მოკლებია ტყე-ღრე, ქვა-ღორღი, თოვლი და ტალახი და არასოდეს დაუტოვივარ სადმე პლიუს ტრასაზე ჩაადგავ და გაკრავს სავარძელზე, ჩემი 2000 წლიანია თან ესტიაი, მე გირჩევ 2004 ის ზემოთ უტირბინო მექანიკას რომელსაც აქვს ე.წ. პანეჟენია, პასადკაც მაღალი აქვს საკმაოდ და მისი გაუვლელი ადგილი არ არსებობს გარანტიას გაძლევ

არა ეგრე არ მაწყობს. არც გადაცემათა კოლოფი და არც არც საჭე მარცხნივ. საერთოდ კი სუბარუებზე ამბობენ ბევრს წვავსო ახლები და რავიცი... smile.gif

nissan rogue-ზე 2007 იანზე ან suzuki grand vitara-ზე ვინმეს შეუძლია რამე თქვას? ჰყოლია ვინმეს?
giga2010
ხ.მ.ე.ლ.ო
suzuki grand vitara კარგია, გამძლე მანქანაა, მაგრამ გაბარიტებით პატარა და თითქიმის იგივეს დაგიწვავს რაც მე გიჩვენე პირველად
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(giga2010 @ May 29 2018, 05:52 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
suzuki grand vitara კარგია, გამძლე მანქანაა, მაგრამ გაბარიტებით პატარა და თითქიმის იგივეს დაგიწვავს რაც მე გიჩვენე პირველად

გრანდ ვიტარა ვიცი გაბარიტებში როგორიც არის, მაგრამ რაც უფრო პატარაა მით ნაკლები არ უნდა დაწვას წესით? წონიდან და ძრავის მოცულობიდან გამომდინარე? sad.gif 2.7 აქვს ძრავის მოცულობა და... sad.gif
და შენ რაც მაჩვენე ეგ რამდენს დაწვავს?
giga2010
ხ.მ.ე.ლ.ო
2,7 10-12 ლიტრს მაინც დაგიწვავს, მე რაც გიჩვენე ის 15 ლიტრამდე. გააჩნია სიარულსაც
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(giga2010 @ May 29 2018, 06:25 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
2,7 10-12 ლიტრს მაინც დაგიწვავს, მე რაც გიჩვენე ის 15 ლიტრამდე. გააჩნია სიარულსაც

არა არა, 10-12 იც ასე თუ ისე არ მხვდება გულზე კარგად მაგრამ 15 ხო საერთოდ sad.gif მასეთი ხრამი მანქანა არ მირციოთ ტყუილად biggrin.gif
NRG
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 29th May 2018 - 05:44 PM) *
საერთოდ კი სუბარუებზე ამბობენ ბევრს წვავსო ახლები და რავიცი... smile.gif

2.0 ტურბო ძრავი 9-10 ლიტრი თუ ბევრია რავი მაშინ smile.gif 1.3 ვითომ ეკონომ მანქანები წვავენ 9 ლიტრს, და ახალი ფორესტერი 220 ცხენით არის როგორც ვიცი და უფრო მსუბუქიც ესეიგი უფრო ცოტა საწვავი დასჭირდება,
გრანდ ვიტარას ბევრი აქებს გამძლეობაში და განმავლობაშიც ძველი მოდელები ვისაც ყავდა 7-8 წლის წინ ისევ ყავთ და კმაყოფილები არიან ახლებსაც ასე თუ ისე აქებენ
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(NRG @ May 29 2018, 08:54 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

2.0 ტურბო ძრავი 9-10 ლიტრი თუ ბევრია რავი მაშინ smile.gif 1.3 ვითომ ეკონომ მანქანები წვავენ 9 ლიტრს, და ახალი ფორესტერი 220 ცხენით არის როგორც ვიცი და უფრო მსუბუქიც ესეიგი უფრო ცოტა საწვავი დასჭირდება,
გრანდ ვიტარას ბევრი აქებს გამძლეობაში და განმავლობაშიც ძველი მოდელები ვისაც ყავდა 7-8 წლის წინ ისევ ყავთ და კმაყოფილები არიან ახლებსაც ასე თუ ისე აქებენ

არა 9-10 ჯიპისთვის არ არის ბევრი, მაგრამ თვითონ სუბარუ დორესტერი რატომღაც ძალიან არ მომწონს და რა ვიცი smile.gif აბა დამილინკე მაგალითად რომელზე ამბობ კონკრეტულად.
ესეიგი გრანდ ვიტარას აქებენ ძველებსაც და ახლებსაც. ნეტა რამდენზე ადის ქალაქში გრანდი წვაში?
ახლებში რომელ წლიანებს გულისხმობ მაგალითად 2006 ?
giga2010
ხ.მ.ე.ლ.ო
ცოტა ძნელია იმ მოთხოვნების შესრულება რომელიც თქვენ მოგწონთ. სრული ჯიპი, თავისი გამავლობით, ნაკლები საწვავის წვით, ცოტა არა რეალურია. პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, იმის გამო რომ ჩემი ავტო საწვავს კარგად მოიხმარს ვერ გავიმეტე და გადავიყვანე გაზზე.
ისევე მეორდება ყველაფერი. გვინდა კარგი ფიშტო? ცოტა მეტია გადასახდელი, ისევე როგორც დანარჩენ სხვა ყველაფერში
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(giga2010 @ May 29 2018, 10:20 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
ცოტა ძნელია იმ მოთხოვნების შესრულება რომელიც თქვენ მოგწონთ. სრული ჯიპი, თავისი გამავლობით, ნაკლები საწვავის წვით, ცოტა არა რეალურია. პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, იმის გამო რომ ჩემი ავტო საწვავს კარგად მოიხმარს ვერ გავიმეტე და გადავიყვანე გაზზე.
ისევე მეორდება ყველაფერი. გვინდა კარგი ფიშტო? ცოტა მეტია გადასახდელი, ისევე როგორც დანარჩენ სხვა ყველაფერში

არა, ხომ არ ვამბობ 8 ლიტრა დამიწვას თქო smile.gif ჯიპისთვის 10-12 ნორმალურია, მაგრამ 15 ჩემთვის უკვე ბევრია მაგალითად smile.gif
chicho
ხ.მ.ე.ლ.ო

1. რა მოთხოვნებიც შენ ჩამოწერე მაგ ფასად არვიცი როგორ ჩაეტევი, ფაქტიურად ყველა ნავაროტკა გინდა რომ ქონდეს და გინდა რომ ეკონომიურიც იყოს და გამძლეც რის გამოც მე ვფიქრობ რომ არასწორ გზას ადგახარ და აი რატომ; (არვიცი რა გამოცდილება გქონია მანქანებთან მაგრამ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებ) როგორც ხედავ ჩვენი ფინანსების გამო ხარჯი ნაკლები რომ გვქონდეს უნდა შეირჩეს ისეთ იმანქანა რომელიც არ გაგაწვალებს პირველ რიგში ხელოსნებთან სირბილი რომ არ მოგიწიოს და ფულის ხარჯვა უაზროდ, ნუ ცოტა რომ დაწვას ეგეც კარგია ჩვენთვის, ამიტომ შენ ეგეთი ფულლ პაკეტი კიარ უნდა ეძებო ამდენი ნავაროტკით არამედ მთავარია ნახო სვეჟი მანქანა რომელიც არ იქნება მოფახფახებული და განადგურებული, კი ბატონო ჯიპი გინდა და გეტყვი რომ მითუმეტეს მაგდენი ნავაროტკა არაა საჭირო, ტოიოტაში ხშირად მიწევს ყოფნა და ერთი მანქანა ყოველთვის იქცევს ხოლმე ჩემს ყურადღებას იცი რითი ? რითი და არავითარი ნავაროტკა არ აქვს, მაგრამ იცი რომელი მანქანა ეგ ? რომელი და აფრიკაში ექსპედიციებზე რომ დადიან და მთელი მსოფლიო იცნობს მაგ ტოიოტას, 2018 წლის მოდელსაც კი შუშების აწევა მექანიკური აქვს და საერთოდ არანაირი ელექტროობა არ აქვს მანქანას გარდა იმას თუარჩავთვლით კარების გაღების დროს შუქი რომ ინთება სალონში, პლიუს მაგას მექანიკაა, პლიუს მაგას ეგეთ მოდელების უმრავლესობას ძველებს არც აბეესი აქვთ, მაგრამ აქვთ მხოლოდ პანიჟენია , მოკლედ რა მოთხოვნებიც შენ გაქვს მაგ ფასში ვერ ჩაეტევი. ტიპტრონიკი. კლიმატ კონტროლი, ბორტკომპიუტერი,სიგნალიზაცია დაეგეთი რაღაცეები ამოიგდე თავიდან. შენ გინდა მანქანა რომელიც იქნება ვირი და ვირზე ვირი და დაივიწყე ეგ ნავაროტკები.

2. რაც შეეხება გრანდ ვიტარას თუ სვეჟს იყიდი არ ინანებ, რამდენიმე მეგობარს ყავს გრანდ ვიტარა და ნამეტანი კაპრიზნ მოვლას არ საჭიროებს თუ ძალით არ გააფუჭებ... გირჩევ ან მაგას ან რამე ნებისმიერ ტოიოტას.

P.ს. კიდევ ერთხელ გიმეორებ მანქანა ნავაროტკებით არ ფასობს, მანქანა ფასობს მდგომარეობით.
gela
chicho
ციტატა(gihap0 @ 30th May 2018 - 10:27 AM) *
P.ს. კიდევ ერთხელ გიმეორებ მანქანა ნავაროტკებით არ ფასობს, მანქანა ფასობს მდგომარეობით.

მოთხოვნა თუ ნადირობა თევზაობისთვის გამოსადეგ მანქანაზეა საუბარი, გეთანხმები 1000 პროცენტით,
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ May 30 2018, 10:27 AM) *

გავითვალისწინებ ამ ყველაფერს, თუმცა იმასაც დავამატებ, რომ აი მაგალითად გრანდ ვიტარა, საჭირო ნავაროტკებიც აქვს და სანადიროდ და სათევზაოდაც გამოდგება ხო? ანუ არსებობს ასე თუ ისე რარაც ვარიანტები რომელიც ჩემს მოთხოვნებს სრულიდ თუ არა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს smile.gif
თუ ჰყავთ შენს მეგობრებს და მითუმეტეს რამდენიმეს, აბა ჰკითხე რამდენს უწვავენ ეგ გრანდ ვიტარები და რომელ წლიანებია? ქალაქში რამდენს წვავენ მაინტერესებს smile.gif

ციტატა(gela @ May 30 2018, 12:03 PM) *
chicho

მოთხოვნა თუ ნადირობა თევზაობისთვის გამოსადეგ მანქანაზეა საუბარი, გეთანხმები 1000 პროცენტით,

არ ვითხოვ რამე განსაკუთრებულს. აგე ძმაკაცს მერსედესი C კლასი ჰყავს, ზველები რომაა ოთხკუთხედ ფარიანები, ეგ ყავს და სათევზაოდაც დადის და თუ დაწირდა ალბად სანადიროდაც წავა biggrin.gif ანუ ხომ ხვდებით რაზე მაქვს საუბარი, რამე განსაკუთრებულ ადგილებში გასავლელ მანქანას არ ვეძებ. თორემ აგერ მიცუბიშ იოს აქებენ ძალიან, 8 ლიტრას წვავსო და მანქანა ვისაც ყოლია ისეთ აღმართებზე დაუკიდებია და ისეთ ადგილებში უვლიათ რო რავიცი რაა... მე უბრალოდ ვიზუალურად ძალიან არ მომწონს ეგ მიცუბიში იოები
chicho
ხ.მ.ე.ლ.ო
წვას გავარკვევ.

და კიდევ ერთხელ გიმეორებ კარგ მანქანას თუ ნახავ უარი იმის გამო არ თქვა ლუქი თუარ ექნება ან რულზე კნოპკები. biggrin.gif
gregory
თუ სანადიროდ და სათევზაოდაა საჭირო მაშინ არც წვას აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით. ყოველდღე ხომ არ ივლი სანადირო-სათევზაოდ?
რა მნიშვნელობა აქვს ერთ გასვლაზე +- 5 ლიტრ საწვავს?
ნუ ეხლა თუ ქალაქშიც გინდა, კომფორტიც გინდა, ნავაროტკებიც გინდა, უგზოობაც გინდა და ეკონომიურობა, ეგეთი მარტო დიმიტრია გელოვანი smile.gif
ასე რომ სანადირო-სათევზაოდ ტოიოტა და თუნდაც მარჯვენა რულით
geojorjika
ეგეთი მანქანა ვიცი 2017 წლის რავ 4 , მაგრამ 50 000 ლარი ღირს ან უფრო მეტი
gregory
ციტატა(giorgi @ 30th May 2018 - 01:50 PM) *
ეგეთი მანქანა ვიცი 2017 წლის რავ 4 , მაგრამ 50 000 ლარი ღირს ან უფრო მეტი

geojorjika
რას ამბობ კაცო?! მაგ მანქანით ღამის პეპლებზე თუ ინადირებ და ოქროს თევზებზე ითევზავებ, თორე ვინ გადაიყვანს მაგას უგზოობაზე?! smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gregory @ May 30 2018, 01:19 PM) *
თუ სანადიროდ და სათევზაოდაა საჭირო მაშინ არც წვას აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით. ყოველდღე ხომ არ ივლი სანადირო-სათევზაოდ?
რა მნიშვნელობა აქვს ერთ გასვლაზე +- 5 ლიტრ საწვავს?
ნუ ეხლა თუ ქალაქშიც გინდა, კომფორტიც გინდა, ნავაროტკებიც გინდა, უგზოობაც გინდა და ეკონომიურობა, ეგეთი მარტო დიმიტრია გელოვანი smile.gif
ასე რომ სანადირო-სათევზაოდ ტოიოტა და თუნდაც მარჯვენა რულით

გრეგორ ქალაქში სასიარულოდაც მინდა ჩვეულებრივ რომ ვიარო, უბრალოდ ხნადახან სანადიროდ და სათევზაოდ smile.gif მაგიტო ვეძებ ცოტა დაბალ წვიანს რომ ქალაქშიც ვიარო.

ციტატა(geojorjika @ May 30 2018, 01:50 PM) *
ეგეთი მანქანა ვიცი 2017 წლის რავ 4 , მაგრამ 50 000 ლარი ღირს ან უფრო მეტი

კაი ეხლა, ასე ძალიან ნუ ამუქებთ ხოლმე.
უკვე 3 მანქანა დასახელდა რომელიც არც იმდენად ბევრს წვავს ჯიპის კვალობაზე და ნავაროტკებიც ასე თუ ისე აქვს ფასთან მიმართებაში და სანადიროდაც გამოდგება.

უბრალოდ კიდევ მაინტერესებს სხვადასხვა ვარიანტები და ამიტომ ვაგრძელებს შეკითხვებს

nissan rogue 2007 - თან არავის გქონიათ შეხება? ან თქვენს ახლობლებს?
NRG
ხ.მ.ე.ლ.ო
https://www.myauto.ge/ka/detail/29237487
აი უცებ შევედი და პირველივე რაც მომეწონა ეს არის თხევად გაზზეა იგივე ეკონომია აქვს რაც ბუნებრივ აირს თუ კარგად დაანასტროიკებ 10 ლარით გაივლი 100 კმ.ს
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
მე ჯერ არ მქონი შემთხვევა რომელიმე მანქანით სადმე ჩავრჩენილიყავი სანადიროდ თუ მაიმუნობას არ დაიწყებ და ძალით არ შეხვალ ისეთ ადგიალს საიდანაც ვერ გამოხვლა, იყიდე ნებისმიერი კროსოვერი, რაც შენ გინდა 2 მანქანა მყავდა დაახლოვებით მაგ კატეგორიაში მაგრამ 9-10 ლიტრს არც ერთი არ წვავს. მინიმუმ 12-15 ლიტრი უნდა იანგარიშო . წვას ესე ნუ უყურებ თყ თვეში 1000 კილომეტრს გადიხარ რა მნიშვნელობა აქვს 12- წვავს თუ 15-ს და თუ 10 000 -ს მაშინ დიდი მნიშვნელობა აქვს
r-O-m-A
ხ.მ.ე.ლ.ო
დიზელი არ განიხილება? ნამდვილი ჯიპი სანადიროდ და სათევზაოდ თუ გინდა დიზელი უნდა იყიდო. იშვიათად ნორმალური დიზელის ძრავი 10 ლიტრს აცდეს.

ისე ფორესტერი საკმაოდ ვირი მანქანაა. მე უტურბინო მყავდა 5 წელი. ხადავოიში სტერჯინები შევცვალე და სტუპიცის პაჩემნიკი(ხმა ქონდა ყიდვისას) მექანიკა უტურბინო ფორესტერი პანიჯენიით არის უკონკურენტო მე მგონი წვაში და გამავლობაშ. + მანქანით სადაც არ უნდა შევარდე არარსებობს კარობკის კარტერი და ძრავის კარტერი რამეს წამოდო და ძაან დიდი პლიუსია ეგ უგზოობაში. მანქანა პოლს ძაან ძნელად დებს და ასვლით და გასვლით ისეთებში ავსულვარ აღმართთან მისვლისას შიტოკი მომიდია და აღმართის დაძლევისას პოლი ჯდებოდა. რა ფასიც დაასახალე მაგ ფასში ძაან მაგარი ფორესტერი უნდა მოგივიდეს. ჩემი ავტომატი მარცხენა რულიანი იყო და 20 ლარის ბენზინით 10ლ< ნაკლებით გავდიოდი 50-55 მილს, რუსთავი თბილისის მარშუტით. თუ 2 კილომეტრიან მონაკვეთებზე გიწევს მოძრაობა. ანუ დაქოქავ 2 კმ ის მერე ჩააქრობ გააცივებ მერე დაქოქავ და ა.შ წვა ავა 17 ლიტრაზე და ვერცერთი მანქანის რეალურ წვას ვერ გაიგებ: D
ტურბინიანს რაც შეეხება ეკონომიაზე თუ მიდგა საუბარი დაივიწყე biggrin.gif პრაკტიკულად კი დააწვევინებ 10-12 ლიტრს მარა ამისთვის უნდა გქონდეს სასწაული ნერვები და ადრენალინი უნდა გეკიდოს. ტურბინიან იმპრეზაში ჩამისხავს 20 ლარის სუპერი და 10 კმ ის მერე გაუწითლებია არა და ვიცოდი რო მეტს ვერ ვასხავდი და ფეხით უნდა მევლო მარა ისეთი ეფექტი აქ დამიჯერე ვერ დააწვევინებ ხშირად 12 ლიტრს.
კიდე მანქანის ყიდვას რომ გადაწყვეტ მთავარი ნახე სერვისი, რა ზეთი ესხა ყიდვამდე. მე მაგალითად მაგხელა თანხით აქ არ ვიყიდიდი. ჩამოვიყვანდი რო დარწმუნებული ვიქნებოდი რო სერვისი დროულად გავლილი ქონოდა ქვალიფიციურად.

და კიდე გაზს არ გაეკარო biggrin.gif მანქანას არ ვიცი რას უშვება. ანადგურებს. მარტო ძრავს კარობკას კიარა, შლანგები პრაოდები რადიატორი. კაპოტქვეშ ყველაფერს ანადგურებს. გაზზე ნამუშევარი მანქანა ამოიღე საერთოდ სიიდან
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(geojorjika @ May 30 2018, 03:25 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
მე ჯერ არ მქონი შემთხვევა რომელიმე მანქანით სადმე ჩავრჩენილიყავი სანადიროდ თუ მაიმუნობას არ დაიწყებ და ძალით არ შეხვალ ისეთ ადგიალს საიდანაც ვერ გამოხვლა, იყიდე ნებისმიერი კროსოვერი, რაც შენ გინდა 2 მანქანა მყავდა დაახლოვებით მაგ კატეგორიაში მაგრამ 9-10 ლიტრს არც ერთი არ წვავს. მინიმუმ 12-15 ლიტრი უნდა იანგარიშო . წვას ესე ნუ უყურებ თყ თვეში 1000 კილომეტრს გადიხარ რა მნიშვნელობა აქვს 12- წვავს თუ 15-ს და თუ 10 000 -ს მაშინ დიდი მნიშვნელობა აქვს

დამილინკე აბა მაგალითები რომელ მანქანაზე მეუბნები smile.gif

ციტატა(NRG @ May 30 2018, 02:58 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
https://www.myauto.ge/ka/detail/29237487
აი უცებ შევედი და პირველივე რაც მომეწონა ეს არის თხევად გაზზეა იგივე ეკონომია აქვს რაც ბუნებრივ აირს თუ კარგად დაანასტროიკებ 10 ლარით გაივლი 100 კმ.ს

მძულს მარჯვენა საჭე smile.gif ჩემთვის არც მარჯვენა საჭიანი მანქანის მართვაა პრობლემა, მაგრამ მძულს და არ მინდა მარჯვენიანი მანქნაა.
ერთი ის შეღავათი აქვს მარჯვენა საჭიანს რომ შედარებიტ იაფები ღირს იგივე მოდელები მარცხნიანთან მიმართებაში
ხ.მ.ე.ლ.ო
r-O-m-A

დიზელი განიხილებოდა, მაგრამ მექანიკური კოლოფი აქვთ და მე ავტომატიკა ან ტიპტრონიკი (უფრო მეტად) მინდა.

გაზზე ნამუშევარ მანქანას ნამდვილად არ ვიყიდი. მე რა ვიცი იქნებ ის ვიღაც სულ გაზს ხმარობს და გამომშრალი აქვს მთელი მოტორი.
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
მიცუბიში იო და ნისან X ტრაილი, და რავიცი მე არ ვყოფილვარ ისედ ადგილას სანადიროდ სადაც გზა არ არის საერთოდ და ოფროუდ მანქანებია საჭირო
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(geojorjika @ May 31 2018, 12:25 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
მიცუბიში იო და ნისან X ტრაილი, და რავიცი მე არ ვყოფილვარ ისედ ადგილას სანადიროდ სადაც გზა არ არის საერთოდ და ოფროუდ მანქანებია საჭირო

ხო რა ვიცი მეც ასე მგონია რო ნებისმიერი ჯიპით წახვალ და წამოხვალ სანადიროდ და სათევზაოდ და რა ვიცი.

ისადა წინა პოსტში რომელი მანქანაც მირჩიე აბა დამილინკე
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
https://www.toyota.ge/new-cars/rav4/index.json
chicho
ხმელო გრანდ ვიტარა 14-15 ლიტრა ქონია წვა
ნისან იქსტრაილს უფრო გირჩევ კაი გითხრა ჟორჟიკამ. ოფროუდს შენ არ აპირებ და იქსტრაილი ეკონომიურია, და კაი პასადკაც აქვს, ბიძაშვილ გოგოს ყავს და ისე დადის იამკებზე არ აჩერებს რადგანაც ჯიპია გონია რომ იმკებზე ნელა სიარული არუნდა და ხომ წარმოგიდგენია როგორ დაყავს ? მარა კია ვირივით
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ May 31 2018, 02:57 PM) *
ხმელო გრანდ ვიტარა 14-15 ლიტრა ქონია წვა
ნისან იქსტრაილს უფრო გირჩევ კაი გითხრა ჟორჟიკამ. ოფროუდს შენ არ აპირებ და იქსტრაილი ეკონომიურია, და კაი პასადკაც აქვს, ბიძაშვილ გოგოს ყავს და ისე დადის იამკებზე არ აჩერებს რადგანაც ჯიპია გონია რომ იმკებზე ნელა სიარული არუნდა და ხომ წარმოგიდგენია როგორ დაყავს ? მარა კია ვირივით

მდაა, აი გრანდ ვიტარას წვაზე ძაან გამიტყდა sad.gif
ეგ იქს თრეილები გამძლეობაში როგორია ნეტავ, ან მალე ხო არ უხდება ნაწილები შესაცვლელი. ი გრანდზე ვიცი მაგალითად უკვე ბევრისგან რომ გამძლეა და მალე არ უხდება შესაცვლელიო და ამაზე როგორაა ნეტა?

ციტატა(geojorjika @ May 30 2018, 03:25 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
იყიდე ნებისმიერი კროსოვერი, რაც შენ გინდა 2 მანქანა მყავდა დაახლოვებით მაგ კატეგორიაში მაგრამ 9-10 ლიტრს არც ერთი არ წვავს.

ეს რომ მომწერე, მაგ საიტზე შეძენა იგულისხმე რომელიმე ტოიოტასი? 10-11 Aთასი ლარის ფარგლებში მანდედან არცერთი არ არის biggrin.gif biggrin.gif
chicho
ხ.მ.ე.ლ.ო

იქს ტრაილის გამძლეობაზე გითხარი როგორც დადის ჩემი ბიძაშვილი... მაგას თუ იყიდი ფულიც დაგრჩება კაი თოფის
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ May 31 2018, 05:19 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

იქს ტრაილის გამძლეობაზე გითხარი როგორც დადის ჩემი ბიძაშვილი... მაგას თუ იყიდი ფულიც დაგრჩება კაი თოფის

აჰა, შემაოგდო ინტრიგნული წინადადება biggrin.gif
chicho
biggrin.gif

სრული სერიოზულობით ვამბობ მე დამწყებს ხანდახან საჩვენებელი თითი მექავება ხოლმე ისე მინდა სროლა და შენ ამდენი ხნის აირგანელი როგორ ძლებ უთოფოდ ? umnik2.gif

P.ს. ვინმეს გქონიათ ეგეთი შემთხვევა მე რაც ვახსენე ?
გაოფებისთვის ბოდიში
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ May 31 2018, 08:18 PM) *

ეეეჰ, როგორ არ მქონია. 3 წელი მეფხანებოდა თითი და ეხლაც მეფხანება biggrin.gif
როგორ ვძლებ? მაგას რა კითხვა უნდა. უთოფობით შექმნილი დეპრესია და მისი ჯანი biggrin.gif biggrin.gif
chicho
ხ.მ.ე.ლ.ო

ხოდა კვირას თუ წავედი წამო გასროლინებ biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ Jun 1 2018, 12:36 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

ხოდა კვირას თუ წავედი წამო გასროლინებ biggrin.gif

რაღა მაინცდამაინც ეს კვირა ამოირჩიე. ამ კვირას ძალიან დაკავებული ვიქნები sad.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯიპებიდან ცოტა სხვა ტიპის მანქანებზე რომ გადავერთოთ დროებით, ხომ არ იცით ვინმეს ან შეხება ხომ არ გქონიათ ჰონდას ამ კონკრეტულ ჰიბრიდებზე, როგორიცაა honda insight 2011 - ? წამბობენ ქალაქში 4-5 ლიტრას წვავსო. მაგრამ რამდენად მართალია და თვითონ მანქანის ნაწილები რამდენად გამძლეა და იოლი შესანახი?
chicho
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jun 1 2018, 10:03 PM) *
ჯიპებიდან ცოტა სხვა ტიპის მანქანებზე რომ გადავერთოთ დროებით, ხომ არ იცით ვინმეს ან შეხება ხომ არ გქონიათ ჰონდას ამ კონკრეტულ ჰიბრიდებზე, როგორიცაა honda insight 2011 - ? წამბობენ ქალაქში 4-5 ლიტრას წვავსო. მაგრამ რამდენად მართალია და თვითონ მანქანის ნაწილები რამდენად გამძლეა და იოლი შესანახი?

მოკლედ ხმელო ძმაკაცს ყავდა იქსტრაილი კმაყოფილი იყო, უნდოდა ცოტა ეკონომიური, გაყიდა და იყიდა ეგ ინსაითი ჰიბრიდი , ისე ინანა რომ მალევე გაყიდა და იყიდა ცეერვე. სხვათაშორის ნელნელა მახსენდება რაღაცეები ცეერვეც მუშა მანქანაა მაღალი პასატკით. ინსაოთი არც ისეთი ეკონომიურია როგორც ამბობენ,
ჰიბრიდი გწამდეს ტოიოტა ძმაო .
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ Jun 2 2018, 01:12 AM) *
მოკლედ ხმელო ძმაკაცს ყავდა იქსტრაილი კმაყოფილი იყო, უნდოდა ცოტა ეკონომიური, გაყიდა და იყიდა ეგ ინსაითი ჰიბრიდი , ისე ინანა რომ მალევე გაყიდა და იყიდა ცეერვე. სხვათაშორის ნელნელა მახსენდება რაღაცეები ცეერვეც მუშა მანქანაა მაღალი პასატკით. ინსაოთი არც ისეთი ეკონომიურია როგორც ამბობენ,
ჰიბრიდი გწამდეს ტოიოტა ძმაო .

ვა მართლა? და რატო ინანა რა მიზეზის გამო? sad.gif შეეკითხე და მომახსენე თუ შეიძლება biggrin.gif
სხვასაც შეუზლია რამე ტქვას ჰონდას ამ ჰიბრიდზე?

კიდევ მაინტერესებს ford fiesta 2010-11 წლიანები. ძმაკაცს ჰყავდა და მეუბნება ქალაქში 7 ლიტრას არ ავცელილვარო. კარგი მანქანებიაო. ხალხს ჰგონია რადგან ფორდია არ ვარგაო. და სხვას ვინმეს ჰქონია შეხება მაგ მოდელთან? რას ფიქრობთ როგორია?
chicho
ხ.მ.ე.ლ.ო
ფორდ ფიესტაზე შორიდან ვიცი რომ აქებენ დისტრიბუციის სასტავს ყავს ძირითადად და მაგის გამოთანამშრომელმა ჩამოიყვანა ამერიკიდან მაგრამ იმის მერე აღარ მინახავს ის ბიჭი რომ ვკითხო. მეტი არაფერი ვიცი.

ჰონდას რაც შეეხება კაკრგი მანქანებია ეგენიც უბრალოდ როგორც ჰიბრიდი ისე ვერ ჰიბრიდობს როგორც ტოიოტა ანა შევროლეტი დალშე ვერ დაიწუნებ, ამ წუთას ჰონდა ფიტი მყავს პირადად არაჰიბრიდი და არმეგონა ასე თუ მომეწონებოდა. მოკლედ იმას გეტყვი რომ შენთვითონ რასაც დატესტავ და რასაც გამოიყენებ მაგაზე მეტ ინფორმაციას ვერავინ მოგაწოდებს ვერანაირ მანქანაზე როგორც პნევმატიკაშია ეგრეა მანდაც რა.. ჰონდა ინსაითი ზამთარში ყავდა და სიცივის გამო იმდენად ეკონომიური არ აღმოჩნდა რასაც ელოდა პლიუს მაგას სპორტული კომპლექტაცია იყო ძალიან დაბალი პასადკა ,შიტოკები და დიდი დისკები გეფიცები ხალხს ლამბორჯინი ეგონა ისეთ ვიდზე იყო ეგეთ ვიდზე ჰონდა ინსაითი კიარა ბერეორი სპორტული მანქანა არაა მაგიტომაც ძვირი გადაიხადა, მაგ პასადკის გამო ვერსად მიდიოდა მხოლოდ ტრასაზე დარბოდა biggrin.gif მოკლედ დიდი არჩევანი გაქვს biggrin.gif
gregory
ციტატა(x.m.e.l.o @ 2nd June 2018 - 11:54 AM) *
კიდევ მაინტერესებს ford fiesta 2010-11 წლიანები

და ნადირობა-თევზაობა რისთვის ახსენე მანამდე?!
chicho
gregory

+1 biggrin.gif
Spanj
honda insight 2011 ძმაკაცს ყავს ზუსტად 2011 წლიანი , წვავს 5 ლიტრს გაჭირვებით.გაჭირვებაში იგულისხმება ზუსტად,სტაბილურად 51 კმ/სთ სიარული არც მეტი არც ნაკლები .
რეალური წვა 5.5 დან 6 ლიტრამდეა . ტრასაზე 20 ლარის პრემიუმით 9 ლიტრით 200 კმ გავიარეთ ჩემს სოფელში ჩავედით რაც გამოვიდა 4.5 ლიტრი 100 კილომეტრზე.
წვას რომ თავი დავანებოთ და კომფორტზე გადავიდეთ .
მეხედავ მანქანა სედანია და ჰეჩბეკზე ნაკლები ფართი აქვს.
უკან გამართულად ვერ ჯდება საშუალო სიმაღლის კაცი , თავი ჭერში გაქვს აყოფილი .
ერთი სიტყვით 3000 დოლარად ნაყიდი პირველი თაობის ფიტი ბევრად ჯობია ხუთად ნაყიდ ინსაითს ჩემი აზრით.

პრობლემებს რაც შეეხება.
კარობკაში ზეთის შეცვლა გიჯდება 750 ლარი , ეს თეგეტაში დაგვიანგარიშეს.
ნუ თეგეტა რომ ცნობილია არარეალური და გაბერილი ფასებით მოგეხსენებათ,მაგრამ ისე ამ თანხის ნახევარი მაინც დაგიჯდება სხვაგან და რის ხარჯზე მოგახსენებ.
ზუსტად თავს ვერ დავდებ მაგრამ თუ სწორად ვიცი 5 ლიტრი ზეთი ჩადის ინსაითის კარობკაში და ისხმება HMMF ზეთი ვარიატორში ( სხვა ბრენდიც არის რაღაც ) ნუ ორივე ბრენდის 1 ლიტრის ფასი 33 - 35 ლარია , ამას გარდა კარობკის ფილტრებს აქვს უსაშველოდ მაღალი ფასი რაც საბოლოო ჯამში ძვირი ჯდება .
ვარიატორის კარობკა ზეთის შეცვლას საჭიროებს ყოველ 30 000 კილომეტრზე .

პ.ს.
ბაბინებიც სუსტი აქვს როგორც აღმოჩნდა.ეს ფიტების სენიც არის .

დანარჩენი დასკვნა შენ გამოიტანე.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ Jun 2 2018, 03:29 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
ფორდ ფიესტაზე შორიდან ვიცი რომ აქებენ დისტრიბუციის სასტავს ყავს ძირითადად და მაგის გამოთანამშრომელმა ჩამოიყვანა ამერიკიდან მაგრამ იმის მერე აღარ მინახავს ის ბიჭი რომ ვკითხო. მეტი არაფერი ვიცი.

ჰონდას რაც შეეხება კაკრგი მანქანებია ეგენიც უბრალოდ როგორც ჰიბრიდი ისე ვერ ჰიბრიდობს როგორც ტოიოტა ანა შევროლეტი დალშე ვერ დაიწუნებ, ამ წუთას ჰონდა ფიტი მყავს პირადად არაჰიბრიდი და არმეგონა ასე თუ მომეწონებოდა. მოკლედ იმას გეტყვი რომ შენთვითონ რასაც დატესტავ და რასაც გამოიყენებ მაგაზე მეტ ინფორმაციას ვერავინ მოგაწოდებს ვერანაირ მანქანაზე როგორც პნევმატიკაშია ეგრეა მანდაც რა.. ჰონდა ინსაითი ზამთარში ყავდა და სიცივის გამო იმდენად ეკონომიური არ აღმოჩნდა რასაც ელოდა პლიუს მაგას სპორტული კომპლექტაცია იყო ძალიან დაბალი პასადკა ,შიტოკები და დიდი დისკები გეფიცები ხალხს ლამბორჯინი ეგონა ისეთ ვიდზე იყო ეგეთ ვიდზე ჰონდა ინსაითი კიარა ბერეორი სპორტული მანქანა არაა მაგიტომაც ძვირი გადაიხადა, მაგ პასადკის გამო ვერსად მიდიოდა მხოლოდ ტრასაზე დარბოდა biggrin.gif მოკლედ დიდი არჩევანი გაქვს biggrin.gif

საინტერესოა . მადლობა

ციტატა(gregory @ Jun 2 2018, 03:38 PM) *
და ნადირობა-თევზაობა რისთვის ახსენე მანამდე?!

დავიშვად და ჯიპის ამბავი თუ არ გამოვიდა სხვა რა გზა მრჩება sad.gif

ციტატა(Spanj @ Jun 2 2018, 04:19 PM) *
honda insight 2011 ძმაკაცს ყავს ზუსტად 2011 წლიანი , წვავს 5 ლიტრს გაჭირვებით.გაჭირვებაში იგულისხმება ზუსტად,სტაბილურად 51 კმ/სთ სიარული არც მეტი არც ნაკლები .
რეალური წვა 5.5 დან 6 ლიტრამდეა . ტრასაზე 20 ლარის პრემიუმით 9 ლიტრით 200 კმ გავიარეთ ჩემს სოფელში ჩავედით რაც გამოვიდა 4.5 ლიტრი 100 კილომეტრზე.
წვას რომ თავი დავანებოთ და კომფორტზე გადავიდეთ .
მეხედავ მანქანა სედანია და ჰეჩბეკზე ნაკლები ფართი აქვს.
უკან გამართულად ვერ ჯდება საშუალო სიმაღლის კაცი , თავი ჭერში გაქვს აყოფილი .
ერთი სიტყვით 3000 დოლარად ნაყიდი პირველი თაობის ფიტი ბევრად ჯობია ხუთად ნაყიდ ინსაითს ჩემი აზრით.

პრობლემებს რაც შეეხება.
კარობკაში ზეთის შეცვლა გიჯდება 750 ლარი , ეს თეგეტაში დაგვიანგარიშეს.
ნუ თეგეტა რომ ცნობილია არარეალური და გაბერილი ფასებით მოგეხსენებათ,მაგრამ ისე ამ თანხის ნახევარი მაინც დაგიჯდება სხვაგან და რის ხარჯზე მოგახსენებ.
ზუსტად თავს ვერ დავდებ მაგრამ თუ სწორად ვიცი 5 ლიტრი ზეთი ჩადის ინსაითის კარობკაში და ისხმება HMMF ზეთი ვარიატორში ( სხვა ბრენდიც არის რაღაც ) ნუ ორივე ბრენდის 1 ლიტრის ფასი 33 - 35 ლარია , ამას გარდა კარობკის ფილტრებს აქვს უსაშველოდ მაღალი ფასი რაც საბოლოო ჯამში ძვირი ჯდება .
ვარიატორის კარობკა ზეთის შეცვლას საჭიროებს ყოველ 30 000 კილომეტრზე .

პ.ს.
ბაბინებიც სუსტი აქვს როგორც აღმოჩნდა.ეს ფიტების სენიც არის .

დანარჩენი დასკვნა შენ გამოიტანე.

მდაა, ძვირი შესანახი ყოფილა. არა სჯობია ეგ დავივიწყო sad.gif
მადლობა ინფოსთვის

ჯიპის შემთხვევაში მგონი ყველაზე კაი ვარიანტი გრანდ ვიტარა გამოდის.

ნეტავ გრანდის ზეთის შეცვლა და ფილტრისა რა ჯდება blush.gif
Spanj
8 ბაბინა და 8 სვეჩი აქვს 1.3 ძრავია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღარ გამოდის ეკონომიური.
მე არასდროს ვიყიდი ჰონდას ჰიბრიდს.
ჰონდა ფიტის ჰიბრიდი და ინსაითი ერთია ყველანაირად გარდა ვიზუალისა.
დაივიწყე თუ ეკონომიურ და უპრობლემო მანქანას ეძებ.
chicho
Spanj

კაი ინფოა.

ფიტის ბაბინებს რაც შეეხება მგონი მხოლოდ ჰიტაჩები მიდის , ეგ არ იციან აყენებენ სხვებს და მერე მალე ისპობა როგორც ვიცი

ხ.მ.ე.ლ.ო

ცეერვეზეც იფიქრე, გაიკითხე გამოიკითხე მგონი უფრო მეტი კმაყოფილი მფლობელი ეყოლება
ხ.მ.ე.ლ.ო
chicho
შეგიძლია გამირკვიო ზეთის შეცვლა და ფილტრებისა რა ჯდება გრანდ ვიტარაზე?

ცეერვეე ძმაკაცის მამას ყავს და ბევრს წვავსო. გაზის ბალონი უგდია DD
Spanj
chicho

მასეა გიო.
საერთოდ როცა ბაბინა ზიანდება ყველა მეორადს ყიდულობს მისაღები ფასის გამო,იმას არ ითვალისწინებენ რომ ქარხნულად არის ეს ბაბინები პრობლემატური და ის რაც შენ გაგიფუჭდა ახლით უნდა შეცვალო რომ რესურსი არ ქონდეს გამოჭმული.უბრალოდ რთულია გადაიხადო თითო ბაბინაში 130 ლარი .
მერე მიდიან და 4 ცალს 250 ლარად ყიდულობენ , აქ უკვე ლატარიას თამაშობ ან 100 კილომეტრზე დაიბრიდება ან 100 000 ზე .
chicho
ხ.მ.ე.ლ.ო

კაი რა ხმელო რაც არუნდა იყოს მაგის კარობკაში წამდაუწუმ არ მოგიწევს ზეთის შეცვლადა დალშე ძრავის ძეთი და ფილტრები შენზეა დამოკიდებული სად შეცვლი და რამდენად... მე მაგალითად ზოგჯერ 100 ლარი მიჯდება ზოგჯერ 50 biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ Jun 2 2018, 05:09 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

კაი რა ხმელო რაც არუნდა იყოს მაგის კარობკაში წამდაუწუმ არ მოგიწევს ზეთის შეცვლადა დალშე ძრავის ძეთი და ფილტრები შენზეა დამოკიდებული სად შეცვლი და რამდენად... მე მაგალითად ზოგჯერ 100 ლარი მიჯდება ზოგჯერ 50 biggrin.gif

შენ იკითხე კაცო, ნუ გეზარება biggrin.gif შენ ძმაკაცს კითხე რომელსაც ყავს :P ინფო დაიდოს აქ biggrin.gif

ჰო და კიდევ, რა ფასები აქვს მეოთხე თაობის გაზს, რა ჯდება ჩაყენება ? ანუ ტუ გრანდ ვიტარას გადავწყვეტ გაზი უნდა ჩავაგდო თორე ისე ბევრს ხაპავს, ვერ გავქაჩავ sad.gif
და ასევე მაინეტერსებს თხევადი გაზის ჩაყენება რა ჯდება
chicho
ხ.მ.ე.ლ.ო

ეს ოფროუდერია ისედაც დიდი ხარჯებიაქვს მაგის გამო და ეგეთ რაღაცეებს სულ თვითონ აკეთებს.
გაზს რაც შეეხება მე ვერ გაგიწევ კონსულტაციებს
geojorjika
ციტატა(chicho @ May 31 2018, 08:18 PM) *
biggrin.gif

სრული სერიოზულობით ვამბობ მე დამწყებს ხანდახან საჩვენებელი თითი მექავება ხოლმე ისე მინდა სროლა და შენ ამდენი ხნის აირგანელი როგორ ძლებ უთოფოდ ? umnik2.gif

P.ს. ვინმეს გქონიათ ეგეთი შემთხვევა მე რაც ვახსენე ?
გაოფებისთვის ბოდიში

მე რომ 20 მაქვს ხომ ვისვრი რას ამბობ აი smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ხან თოფია - დრო არ არის, როცა თოფი არ გაქვს კიდევ სულ გცალია.

chicho

შენ ძმაკაცს ჰკითხე რა გრანდ ვიტარას სვეჩები, კალოდკები, შალავოები რა ღირს როცა შეცვლა დასჭირდება ფასი რომ ვიცოდე smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.