დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ბორბლებიანების თემა
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
ja_ja
bazuka
შენ რა იცი ეგ რა ევრეია smile.gif მაგი ეგრე გააკეთებდა, ბავშვს იქ გაუშვებდა და მანქანას აქ უყიდიდა smile.gif მერე დაურეკავდა აგე ეს გიყიდეო, მარა რადგანაც ვერ ცამოდიხარ მე ვივლიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
biggrin.gif

ან ვაფშე იაპონიაში იყიდდა, და არ ჩამოიყვანდა biggrin.gif
mister_io
სალამი ფორუმელებო, თქვენი დახმარება მჭირდება, არვიცი სწორ ადგილას ვპოსტავ თუ არა და თუ რამე შემეშლება მაპატიეთ
მოკლედ რახდება, ჩემს ახლობელს ყავს subaru foresteri 2004 წლის იაპონური მოდელი, და წინა ფარი კაუტყდა , უნდა გამოიწეროს ან იაპონური 1 ცალი რომელიც გატეხილი აქვს, ან ამერიკული ორივე ცალი, ასე მეუბნებიან რო ამერიკულები უფრო იაფი ჯდებაო რადგან ქსენონები არააო. და თუ შეგიძლიათ რო დამეხმაროთ და მითხრათ რა დაჯდება ჩამოტანა ან ერთი ცალი იაპონურის ან ორივე ამერიკულის , თავისი ტრანსპორტირებით და რადროში ჩამოვა გამოწერიდან , დიდი მადლობა წინასწარ და მომიტევეთ ამხელა პოსტისთვის
gela
mister_io
ციტატა(mister_io @ 9th December 2014 - 02:21 PM) *
არვიცი სწორ ადგილას ვპოსტავ თუ არა და თუ რამე შემეშლება მაპატიეთ


არასწორად არ პოსტავ, შეიძლება აქაც იცოდეს ვინმემ. მაგრამ, მე შენს ადგილზე ამ საიტის ფორუმზე დავპოსტავდი smile.gif ვგონებ იქიდან უფრო მეტ ინფოს ამოიღებ
ja_ja
mister_io
კონკრეტულ ფასებს ვერ გეტყვი და ქსენონია თუ ლამპოჩკა, მაგრამ მსოფლიოში არის, ბაზრების ფასები შემდეგნაირად დანაწილებული:

ყველაზე იაფი ამერიკის ბაზარია
მერე მოდეის ევროპა თავისი ევრო ზონით
მერე ევროპაში ყველაზე ძვირი არის ბრიტანეთი თავისი ფუნტ სტერლინგის გადამკიდე
და ბოლოს ყველაზე ძვირი მგონი არის, იაპონური ბაზარი სადაც 1 ბოთლი ლუდი ვალუტის გადათვლით მგონი 15$ გამოდის (მაგრამ თვითონ ახატიათ იმიტომ რომ შემოსავალიც შესაბამისი აქვთ საშუალო ერთ სულ მოსახლეზე და ამიტომაც მათ ჯიბეს არ სტკივა)... ნუ ახლა ნუ იანგარიშებ რომ იაპონია რატომაა ძვირი აგერ მანქანები ჩამოგვყავს იაფადო... იმიტომ რომ ნახმარია და მაგის შენახვა პატრონს იქ უფრო ძვირი უჯდება. აი ახლის ყიდვისას კი ვავა smile.gif

ასე რომ იაპონიაშI ძვირი მგონი იმიტომ იქნება რომ იაპონური ბაზარია, და მიუხედავად იმისა ახალს იყიდი თუ ნახმარს მაინც ნაწილია და ამიტომაც, ამერიკულ ბაზართან შედარებისას ყოველთვის ძვირი გამოვა, თან იაპონიიდან ჩამოტანის გზები ისე არაა გათელილი როგორც ამერიკა ევროპიდან.

ნუ რავი ეს ასე ვთქვათ ჩემი მოკრძალებული აზრია ანუ შემოკლებით "ჩმა"
mister_io
დიდი მადლობა , გაიხარეთ
nihontoman
mister_io
იაპონური ფარები იაპონიის ქუცჰებისავისაა, მაერიკული გამოიწეროს ჯობია, მოპორდაპირე მანქანებს მაინც არ დააბრმავებს biggrin.gif
gela
გამარჯობა მეგობრებოოო smile.gif მოკლედ მაინტერესებს ასეთი რანცხა სად შეიძლება რომ ვიყიდო, ამ თემაში იმიტომ დავწერე რომ კაკ რაზ მაშინისთვის მინდა, ხმის იზოლაციისთვის, ჭერი , პოლი, კარები, ან სხვა უკეთესი ვარიანტი თუ იცით შემომთავაზეთ, smile.gif
ja_ja
დომინოშI გადი და არის ოხრად, ვაბშეტა ელიავაზეც სადღაც არის, მაგრამ კონკრეტულად რომელ რიგში არ ვიცი
gela
ja_ja


დომინო კარგი ვარიანტია მართალი ხარ friends.gif
pilotina
გუშინდელი ჩემი შემთხვევა. მაგარს გადავრჩი, მაგრამ უფრო მაგრა იმ ჯეტას მძღოლი გადარჩა, რომ არ გავჭერი შუაზე.
ერთ წამში გამიელვა ყველაფერმა, უკვე ჩემს თავს არხში ამოყირავებულს ვხედავდი, ბოლოს მარცხნივ რომ ავიღე, არც მქონდა იმედი, რომ მანქანა დამემორჩილებოდა, ბალახზე ვიყავი უკვე.
საბედნიეროდ ABS რულამს, მანქანამ მართვის უნარი არ დაკარგა. და იმ ბეტონის ფილას რომ ავცდი ეგეც მაგრა გამიმართლა.
იმ მძღოლს რომ ვკითხე, ეს რა ქენი მეთქი, აუ გავითიშე და ვერ შეგამჩნიეო.
ხალხო იყავით ყურადღებით, ერთმა წამმა შეიძლება შეცვალოს ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ...



საბედნიეროდ მანქანას არაფერი მოუვიდა ამხელა ხტუნვის შემდეგ. მხოლოდ ზრავის ქვედა ნაწილის დამცავი რკინის ფილა გაიღუნა ცოტა.

ეს დღეს გავისეირნე მაგ ადგილას და დავაკვირდი ტრაექტორიას, აი მანდ მოთხრილი როა მიწა მანდ ჩაარტყა დამცავი, კიდე კაი რბილი მიწა იყო და არა ქვები.
იმ ბეტონის პლიტას კი სანტიმეტრებში გაუარე



koknar
მგონი სირი იყო და გადახვევა უნდოდა, მოგიჭრა გზა მარა ვერ გაითვალა
ბაიკერი
აუ ეგ რა იდიოტი იყო ვიღაც. დედა უნდა მოუხნა
bubusicha
მაგარი გადარჩენილი ხარ.

მოსალოცი ამბავია wink.gif
gela
ეუუუუფ ეს რა იყო ბიჯოოო, რამდენი კამიკაძე მოძრაობს თბილისში ამის დედა ვატირე, შენ საღოლ, დროული რეაქცია იყო, მანქანამაც კაი პატივი გცა, რამე პატარა რომ ყოფილიყო უეჭველი გააძრობდი ძირს და შეიძლება ამოტრიალებულიყო კიდეც, აი ბეწვზე ხართ ორივეგადარჩენილები, იმას კიდევ უნდაჩამოართვა ის მანქანა და დაუპრესო, მართვის მოწმობა კი 10 წლთ უნდა ჩამოართვა, დავუშვათ შენს მაგივრად სხვა გამოუცდელი მძღოლი ყოფილიყო, რამე იაპოშკა პატარა მანქანით და ცოლშვილიც მჯდარიყო შიგნით, ხო მოხდებოდა საშინელი რაღაც, გილოცავ გადარჩენას მეგობარო
gregory
ამ კვირაში კია სამოთხის კარი ყველასთვის ღიაო, მარა სად ეჩქარება ამ ხალხს?
გილოცავ ზურა, მაგრად გადარჩი
ja_ja
ბლიად ვუყურებ ამ კადრებს და ვფიქრობ მე რომ ვყოფილიყავი რა მოხდებოდა... ალბათ ეგრევე გადავუვლიდი, არ ვიცი, რატომ მაგრამ არ მიყვარს ტრაექტორიის ეგრე მწარედ შეცვლა, რეაქციას არ ვემდური, ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად ისეთები გამიკეთებია ჩემს მტერს,

პროსტა ქვეცნობიერად რაღაცნაირი მიდრეკილება მაქვს რომ ვხედავ ეგეთ სიტუაციას და ვიცი რომ ისაა დამნაშავე რარაც მეკეტება და ნაპრალომ მივდივარ ხოლმე....

აი ჩემს შემთხვევაში მაგ დროს კაი დომფხალი მოხდებოდა, მამენტ მე კი მაქვს 5 ვარკვლავის რაღაც ეფემერული დაცვა, მაგრამ აი მაგ კუკუსგან ნაწილები არ დარჩებოდა ადგილზევე....

P.S. მალადეც რეაქციისთვის, მაგრამ ასე ვუი ვერ დაგინახეს პონტით რომ გადარჩა ის დეგენერატი...... უფრო კაკრაზ მაგიტომ მაქვს ხოლმე გადავლის რეაქცია და არა აცილების რომ ის არ გადარჩეს დასჯას smile.gif

+ 1 like
ბაიკერი
ციტატა(ja_ja @ Apr 19 2017, 11:13 AM) *
ბლიად ვუყურებ ამ კადრებს და ვფიქრობ მე რომ ვყოფილიყავი რა მოხდებოდა... ალბათ ეგრევე გადავუვლიდი, არ ვიცი, რატომ მაგრამ არ მიყვარს ტრაექტორიის ეგრე მწარედ შეცვლა, რეაქციას არ ვემდური, ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად ისეთები გამიკეთებია ჩემს მტერს,

პროსტა ქვეცნობიერად რაღაცნაირი მიდრეკილება მაქვს რომ ვხედავ ეგეთ სიტუაციას და ვიცი რომ ისაა დამნაშავე რარაც მეკეტება და ნაპრალომ მივდივარ ხოლმე....

აი ჩემს შემთხვევაში მაგ დროს კაი დომფხალი მოხდებოდა, მამენტ მე კი მაქვს 5 ვარკვლავის რაღაც ეფემერული დაცვა, მაგრამ აი მაგ კუკუსგან ნაწილები არ დარჩებოდა ადგილზევე....

P.S. მალადეც რეაქციისთვის, მაგრამ ასე ვუი ვერ დაგინახეს პონტით რომ გადარჩა ის დეგენერატი...... უფრო კაკრაზ მაგიტომ მაქვს ხოლმე გადავლის რეაქცია და არა აცილების რომ ის არ გადარჩეს დასჯას smile.gif

+ 1 like




სრულიად გეთანხმები
gregory
ციტატა(ja_ja @ 19th April 2017 - 11:13 AM) *
მამენტ მე კი მაქვს 5 ვარკვლავის რაღაც ეფემერული დაცვა

ja_ja
მაინც არ გირჩევ: ჯერესერთი ტანკში არ ხარ და მერე თუ შესაძლებელია რომ არ შემოგაკვდეს, ჯობს აერიდო.

ციტატა(ja_ja @ 19th April 2017 - 11:13 AM) *
მაგრამ ასე ვუი ვერ დაგინახეს პონტით რომ გადარჩა ის დეგენერატი....

საერთოდ არ გიკვირს რომ გააჩერა? პილოტინას მანქანა რომ დაინახა იქეთ შევარდნილი რომ არ იფიქრა ვაი თუ რამე დაემართათ და შარში არ გავეხვიოო და ეგრევე არ დაითესა?!

pilotina
რეაქციაზე და სწორ არჩევანზე არაფერს ვამბობ. დიდი რესპექტები შენ.
რა მიკვირს იცი?!
როგორ არ გერევა მანქანა და თვითმფრინავი? ხომ შეიძლებოდა რულის მარჯვნივ აღების და მერე მუხრუჭების ხმარების მაგივრად შტურვალი შენსკენ მაქსიმალურად მოგექაჩა და ფორსაჟი ჩაგერთო?! smile.gif
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 19th April 2017 - 12:29 PM) *
მუხრუჭების ხმარების მაგივრად შტურვალი შენსკენ მაქსიმალურად მოგექაჩა და ფორსაჟი ჩაგერთო

რაიცი შეიძლება ისე ჰქონდა მოქაჩული რული ასაფრენად, რომ პოლში ფეხები გაყო და მაგითაც აჩერებდა მანქანას smile.gif
userman
გადარჩენას გილოცავ ზურა !

ყოველ საფრთხისგან ასე იოლად დაგეღწიოს !!!.
okela84
კაცი ამხელა ხომალდებს დააშხუილებს კონტინეტიდან კონტინენტზე არხეინად და აქ 10 კმ ვერ გაუვლია წყნარად პატარა მანქანით biggrin.gif
ikaaa
მაგრად გადარჩენილხარ, მარა ისე შენც კაი ჩქარა მიდიოდი მეგობარო.
pilotina
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th April 2017 - 11:13 AM) *
მაქვს 5 ვარკვლავის რაღაც ეფემერული დაცვა


ააა, ამ 5 ვარსკვლავში სხვა რაღაც იგულისხმე, თავიდან დაზღვევას გულისხმობდი მეგონა. smile.gif

მეც დაზღვეული მყავს სრულ ღირებულებაზე, მაგრამ მაინც ვერ ვიმეტებ მანქანას დასამტვრევად, რავი, ან შეიძლება ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტიქტი მუშაობს.

gregory
ციტატა(gregory @ 19th April 2017 - 12:29 PM) *
როგორ არ გერევა მანქანა და თვითმფრინავი? ხომ შეიძლებოდა რულის მარჯვნივ აღების და მერე მუხრუჭების ხმარების მაგივრად შტურვალი შენსკენ მაქსიმალურად მოგექაჩა და ფორსაჟი ჩაგერთო?!


biggrin.gif ხუმრობა იქეთ იყოს და ფრენის უნარ-ჩვევები ხშირად მეხმარება მანქანაზე, განსაკუთრებით, ყურადღების კონცენტრაციის ამბავში და როცა წამის მეათედში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გაქვს მისაღები.

აი ეხლა ავღწერ ეტაპობრივად რას ვგრძნობდი და ვფიქრობდი მაგ მომენტში. რა თქმა უნდა სტრესის მდგომარეობაში ყველა გრძნობა და ქმედება გაათმაგებული სიჩქარით მიმდინარეობს. ეხლა რასაც დავწერ, ამ ყველაფერმა ალბათ წამის მეათედში გამიელვა თავში.

ჯერ ჩემს ტრაექტორიაზე რომ დავინახე თვალებს არ დავუჯერე, იმიტომ რომ მე მას ვხედავდი და ვიცოდი რომ იქ შესახვევია, მაგრამ ამან არც ციმციმა ჩართო და არც შეანელა, მე რომ მეფიქრა უხვევს თქო. ამიტომ იყო მოულოდნელი.
შემდეგ, რომ ვნახე დაჯახება გარდაუვალი ხდებოდა, ტვინმა უსაფრთხო ტრაექტორიის ძებნა დაიწყო, მარცხნიდან აცილება ეგრევე გამოირიცხა ჩვენი ტრაექტორიებიდან გამომდინარე( მიუხედავად იმისა, რომ იქედან შემხვედრი არ იყო ), ეგრე რომ მეცადა უეჭველი უკანა კარების მიდამოში დავარტყავდი.
დარჩა მარჯვვნიდან შემოვლა. მარჯვნიდან კი გზიდან გადახტომა მომიწია ბალახზე. აქ უკვე თავში გამიელვა, რომ არხში ვვარდებოდი და საჭე მარცხნივ ავიღე, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ბალახიან მიწაზე ვიყავი უკვე არა მქონდა იმედი, რომ მანქანა საჭეს დაემორჩილებოდა და არ გააგრძელებდა მოხვეული ბორბლებით წინ სრიალს, როგორც წინა საუკუნის საბჭოთა მანქანებს სჩვევიათ.
და აი აქ თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა ABS და VDC სისტემები, რომელთა წყალობით მანქანამ მართვის უნარი შეინარჩუნა.
ასე რომ ეს სხვადასხვა ელექტრონული დამხმარე სისტემები სულაც არ ყოფილან უსარგებლო.



ikaaa


ციტატა(ikaaa @ 19th April 2017 - 08:48 PM) *
მაგრად გადარჩენილხარ, მარა ისე შენც კაი ჩქარა მიდიოდი მეგობარო.


ნუ თუ მაგ გზაზე 80-85 კმ/ სთ ჩქარა ითვლება, მაშინ კი, ჩქარა მოვდიოდი.
ja_ja
ikaaa
ციტატა(ikaaa @ 19th April 2017 - 08:48 PM) *
მაგრად გადარჩენილხარ, მარა ისე შენც კაი ჩქარა მიდიოდი მეგობარო

ვაბშეტა ნებადართულზე ნაკლები სიჩქარეა, ქალაქთშორის ტრასაზე ორმხრივი მოძრაობით მსუბუქი მანქანისთვის დასაშვები არის 90 კილომეტრ საათი, პლიუს შეგიძლია დაამატო 14 კილომეტრი რომელიც გარკვეულ პირობებში შეგიძლია გამოიყენო...

აქედან გამომდინარე ზურას რომ 104 კილომეტრზე მეტი ჰქონოდა კანონ დარღვევად ჩაითვლებოდა, 90-ის შემთხვევაში საერთოდ სუფთაა

ხოლო GPS სიგნალით დაფიქსირებული სიჩარე ვიდეოზე აშკარად ჩანს რომ ვიდეოს დაწყებისას სიჩქარე არის 83 კმ ხოლო მოსახვევთან მიახლოებისას ზურასაც ინსტიქტურად დაწყებული აქვს დაგდება და იმ დეგენერატის გამოჩენამდე სიჩქარე უკვე 80 კილომეტრია, იურიდიულადაც და ადამიანურადაც სუფთაა ზურა, ვერაფერში მოედავები, 100%-იანი მაგის გზა იყო და ნათელმხილველი როგორც წესი არცერთი არ ვართ ხოლმე, პროსტა მართლა რეაქცია იყო გადასარევი...


P.S რაც შეეხება რომ ვწერდი მე გვერდს არ ავუვლიდი მეთქი, გამომდინარეობს ცოტა სხვა გამოცდილებიდან, არაერთი ახლობელი და ნათესავი მომხდარა რაღაც ამდაგვარ შემთხვვეაში, რომ სხვისი დურაკობის გამო თვითონ გადასულა გზიდან, მანქანა დაულეწია და ის დეგენერატი კიდევ ბედნიერად გაქცეულა ადგილიდან...

აქედან მე ჩემთვის მორალი მაქვს თუ ვიღაც დეგენერატის გამო მანქანა უნდა დავამტვრიო (ზურას შემთხვევაში რამდენ შარს ასცდა კაცი მაგ დეგენერატის გამო.... 1) ბეტონის ბლოკი, 2) კარტერი და ძირა მხარე 3) წყლის არხი და ამოყირავება.....) ბარემ ზარალი იმანაც ნახოს რაღა....

ნებისმიერი ზემოთხსენებული ვარიანტიდან რომ მომხდარიყო და ზურას რემონტი შეტენოდა ის დეგენერატი ადგილიდან მოკურცხლავდა სიტყვებით მე რა შუაში ვარ შენ დაამტვრიე მანქანაო... შედეგად:
- გადაარჩინე ის ჩემისა სიკვდილს
- გადაარჩინე მანქანის გაფუჭებას
- გადარჩება სავარაუდოდ ჯარიმას და პასუხისმგებლობას
- დააზიანე საკუთარი მანქანა
- შეიძლება მიიღო რაიმე ჭრილობა ან ტვინის შერყევა
- შეგეტენა რემონტი და ფინანსური ხარჯი
- შეგრჩა ემოციური ბობოქრობა

და ის ჭკვიანი ვითომც და არაფერიო უნდა წავიდეს? smile.gif ერთი მაგის ჭკიუას რომ დავარტყავ ვერსად ვერ წავა მაინცა smile.gif... არა მესმის რომ არასწორედ ვაზროვნებ, მაგრამ რაღაცნაირად თუ მე ვზარალდები არ მოიდა რომ ყველა გირჩა მე მომხვდეს თავში... 1-2 იმასაც ხომ სჭირდება
userman
ციტატა(aleqsandre @ 19th April 2017 - 08:34 PM) *
კაცი ამხელა ხომალდებს დააშხუილებს კონტინეტიდან კონტინენტზე არხეინად და აქ 10 კმ ვერ გაუვლია წყნარად პატარა მანქანით


არადა მანქანით სიარული ხმელეთზე უფრო საშიში მგონია smile.gif , ვიდრე ცაში სამალიოტით .
მერედა რა უნდა ცაში ბარიკადებს ? მეტი მეტი ჩიტი გადაგეყაროს , აქ კიდევ ათასნაირი ბარიკადია იქ ხეები , იქ ქვეები , იქ ბარდიულები , იქ ტაქსები, ჩაძინებულ მძღოლები , და კიდევ ბევრი რამ ...

პ.ს. ისე ხუმრობა იქით იყოს და სულ მიკვირს ხოლმე , სამალიოტიდან ჩამოსული მგზავრები მადლობას უხდიან ხოლმე თვითმფრინავის პესონაჟს , და ხმელეთის ეგრეთ წოდებული ხომალდების მძღოლებს არც ერთი მგზავრი არ უხდის მადლობას მშვიდობიანი მგზავრობისთვის. როცა ამდენი საშიშროებაა წინ.
gela
userman
ციტატა(userman @ 19th April 2017 - 10:00 PM) *
. ისე ხუმრობა იქით იყოს და სულ მიკვირს ხოლმე , სამალიოტიდან ჩამოსული მგზავრები მადლობას უხდიან ხოლმე თვითმფრინავის პესონაჟს , და ხმელეთის ეგრეთ წოდებული ხომალდების მძღოლებს არც ერთი მგზავრი არ უხდის მადლობას მშვიდობიანი მგზავრობისთვის. როცა ამდენი საშიშროებაა წინ.



90-ანებში იყო მასე, მგზავრობის შემდეგ უმეტესობა მადლობას უხდიდა ავტობუსის მარშუტკისა თუ ტროლეიბუსის მძღოლებს smile.gif)))))))))))
ikaaa
უი მე GPS სიჩქარის მაჩვენებელზე არც შემიხედია biggrin.gif არადა რეგისტრატორზე ისე ჩანს გეგონება კარგა უბერავსო.
gela
კარგ ხუნდებს ვეძებ მანქანისთვის და ესენი მირჩიეს, ცოტა ძვირიაო , სამაგიეროდ ხარისხიანებია, ბოლოს და ბოლოს პორშეზე აყენებენო და ... თქვენ რას იტყვით? თუ ჯობია ცოტა დავამატო და ბარემ 7S დავაყენო?
ja_ja
რამდენი გიჟია რა smile.gif ლიჟბი ნახვების რაოდენობა აწიონ და მოიზიდონ ხალხი და რეებს აღარ აკეთებენ smile.gif
gela
მოგესალმებით მეგობრებო, რანცხა ამ ბოლო დროს დავინტერესდი დენის მაშნითი და მერე ელეკტრომობილების ფორუმზე ამ ინფოს წავაწყდი სადაც მავანნი იუწყებიან რომ ესპანელმა მეცნიერებმაო, მადრიდში შექმნეს გრაფენის ბატარეაო, რომელიც 8 წუთში დაიტენება და 1000 კილომეტრს გაივლის ელეკტრო მობილიო, მომენტ ალიან კაი ინფოა მაგრამ ფიზიკის კანონებიდან ძალიან აცდენილი მგონია ამ სტატიის ავტორი და, როგორ ფიქრობ, მე ვცდები თუ ამ სტატიის ავტორია რეალობას მოწყვეტილი?
okela84
ახალი ტესლა უნდა მსოფლიოს, თორე ძაან გაიჭვარტლა უკვე დედამიწა
ja_ja
რაცხა საიტი განსაკუთრებულ ტექნიკურ ნდობას არ იმსახურება, მაგრამ სულ რომ 100%-ით მართალი იყოს ეგ ამბავი, ლაბორატორიიდან რეალურ საწარმომდე რამდენიმე წელი ან შეიძLება ათწლეულიც კი დასჭირდეს sad.gif

P.S. ელექტროს იდეა კაიხანია მეც მიტრიალებს თავში, მარა მოცულობითი და რომ იტენებოდეს შტეფსელიდან ეგეთი ვერ ვნახე ჯერ sad.gif
gela
ციტატა(ja_ja @ 16th November 2017 - 10:03 PM) *
ელექტროს იდეა კაიხანია მეც მიტრიალებს თავში, მარა მოცულობითი და რომ იტენებოდეს შტეფსელიდან ეგეთი ვერ ვნახე ჯერ



აბა რათ ეგრე უმისამართოდ ჩამოგიყრია ყურები ჰა? რას ქვია შტეფცელიდან არ იტენება?

შევროლე ვოლტი

ევროპული უკვე იგივე ოპელ ამპერა


რომელიც ერთი დატენვით 60-80 კილომეტრს გადის, როცა დაჯდება ბატარეები შემდეგ ირთვება შიდაწვის ძრავა და დანარჩენ მანძილს სანამ საწვავი არ ამოილევა მანამდე არ გაჩერდება, ამ შემთხვევაში ერთი უცნაურობაა, აქსელერატორს რომ აწვები შიდაწვის ძრავის ხმა არ იცვლება, ანუ ამ შემთხვევაში ძრავი ასრულებს გენერატორის როლს, გამწევი მაინც ელეკტრო ძრავია, და იტენება როგორც სწრაფ დამტენზე ასევე სახლის პირობებშიც 220 ვოლტზე, ანუ თუ დღის განმავლობაში გადიხარ 60-80 კილომეტრზე ნაკლებს, შეიძლება საწვავის ხარჯი საერთოდ არ დაგჭირდეს, აქვ 15 kw აკუმულატორი, რომლის სრული დატენვა ჯდება სადღაც 3 ლარამდე, და თუ სამსახურში გაქვს შესაძლებლობა რომ იქ დატენო, ჩათვალე სრულიად უფასოდ დადიხარ, ამერიკაში სადღაც 7000 დოლარში ჩაეტევა კაცი

შემდეგი უკვე ჩვენთან გავრცელებული
ნისან ლიფი


მეორე თაობა, რომელსაც აქვს 24 kw აკუმულატორები როგორც წინა თაობას, მაგრამ გადის 70 კილომეტრით მეტს ვიდრე პირველი თაობა, გამომდინარე იქიდან რომ სულ სხვანაირად აქვს მოწყობილი ელეკტროობა, ფეჩი და კონდიციონერი გაუმჯობესებული და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ასევე ფარები დიოდურები აქვს, და მოკლედ გაუმჯობესებულია წინა თაობასთან შედარებით, ასევე იტენება 220 ვოლტზე, და სრულ დატენვას ჭირდება 5 საათი, და ლარებში სადღაც 6 ლარამდე და 180-190 კმ, რათქმა უნდა ქალაქში სიარულით ბოლომდე ვერ დაცლი, თუ სამსახური სახლი და მაღაზია, ძმაკაცთან გასვლაში იყენებ, მოკლედ თუ ცოტაა გაქვს გავლილი შეიძლება ნახევარ საათზე მეტი არც დაჭირდეს შეერთება შტეფცელში, , თან ასევე თუ გაქვს სამსახურში შანსი რომ იქ შტეფცელში შეაერთო, მთლად მუქთად დადიხარ, ასე რომ ქალაქის პირობებში, სამსახური სახლი, იდეალური ვარიანტია, და ეკო რეჟიმით გადის 180-190 კილომეტრს, ამ შემთხვევაში გააჩნია უკვე ბატარეების მდგომარეობას, რამდენჯერ არის სწრაფ დამტენზე დატენილი და რამდენჯერ 220-ით, ანუ სწრაფი დამტენები მალე ურხევენ ბატარეებს, ძირითადი აქვს 12 ბარი, იგივე კუბიკი, რაც აჩვენებს აკუმულატორების მდგომარეობას, და როცა ბატარეები დეგრადირდება ნელნელა კუბიკებიც აკლდება, შკალაზე აქვს მაგის გრაფაც თუ რა მდგომარეობაშია ბატარეები, შესაბამისად რაც უფრო მეტი ბარი (კუბიკი) აკლდება მით ნაკლებს გადიხარ, და ყიდვის შემთხვევაში არის საყურადღებო თუ რა მდგომარეობაში აქვს ბატარეები, მოკლედ 9 კუბიკიც რომ ქოდეს 100 კილომეტრს მაინც გატარებს, მოკლედ ეს ავტომობილები რაც არსებობს, იმას მიანიშნებს რომ ქალაქის პირობებში სამოძრაოდ, ბენზინში გადახდილი ფული ჰაერში გადაყრილი ფულია smile.gif იაპონიაში სადღაც 5000 დოლარში ჩაეტევა კაცი, ამერიკაში სადღაც 2000 დოლარი ზედმეტი უნდა ივარაუდო, თან რაც ყველაზე მთავარია, ეს მანქანები საქართველოში არ ექვემდებარება განბაჟებას, ანუ მოსაკრებელს და რაღაც პატარაგადასახადებს იხდი რეგისტრაციისას და ნომრებისაც სადღაც თავი ბოლო 300 ლარამდე, და პლიუს სითი პარკი მთელი წლის მანძილზე უფასო ,
userman
ამბობენ აკულმიატორების სუნი შემოდის სალონშიო, ისეთი , რომ მალე შიგ ჩაჯდომა აღარ მოგინდებაო ...

gela
ციტატა(userman @ 16th November 2017 - 11:43 PM) *
ამბობენ აკულმიატორების სუნი შემოდის სალონშიო, ისეთი , რომ მალე შიგ ჩაჯდომა აღარ მოგინდებაო ...


, მაგას პრიუსებზე ამბობენ, რომელსაც წელიწადში ერთხელ გაწმენდა ჭირდება და აკისლენიების მოხსნა smile.gif ამაში არაფერი სუნი არ შემოდის, ჩემს თანამშრომელს ყავს ოთხ კაცს და რა ვიცი, არასოდეს არ დაუჩივლიათ, ამის ბატარეები იმდენად გერმეტულად არის დახურული , სპეციალურ საცავშია ჩასმული, შანსი არ არის საიდანმე სუნი გამოუშვას smile.gif თან ასე ადვილად არ იცვლება და იხსნება როგორც პრიუსზე, მთელი პროცესებია უნდა smile.gif თან სალონთან არანაირი კავშირი არ აქვს, პოლზე აქვს ამოკრული და ჰერმეტულად დახურული თუნუქის საცავში smile.gif მხოლოდ ორი მსხვილი კაბელი ამოდის იქიდან და მორჩა smile.gif ფორუმებზეც არსად არ დაუჩივლიათ ნისანის პატრონებს smile.gif
userman

gela


მერედა მაგას რა სჯობია smile.gif
ja_ja
gela
მენა მოცულობითში ცოტა ბუხუნა მანქანას ვამბობ, ML-ი მხაგს და ლამის GL-ზე ვიფიქრო, მაგასთან რას მოვა ნისან Leaf-ი თუ რაცხა, არა სუფთა ქალაქის მანქანად დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი, მარა ამდენი პიპია რაცხა ნამეტანია, კერძო სახლი რომ მქონდეს ნიხტ ბაზარენ მარააა...
gregory
ja_ja
ამაზე დიდი ელექტრომობილი რაღა უნდა იყოს smile.gif

gigi30
https://rocketmotors.ru/2016/09/29/mercedes...kom-avtosalone/ მე ამაზე ვოცნებობ ჩემი 2002-იანი ემელის მერე ამაზე თუ გადავალ ....6-7 წლის მერე biggrin.gif
gigi30
ეს კარგი ვარიანტია შედარებით იაფიანებიდან https://www.kia.com/us/en/vehicle/soul-ev/2017
gela
WD 40-ით ინჟექტორების გაწმენდა მოსულა? ანუ ეგრეთწოდებული ვსპრისკის?
chicho
ციტატა(gregory @ Nov 19 2017, 02:05 PM) *
ja_ja
ამაზე დიდი ელექტრომობილი რაღა უნდა იყოს smile.gif


ეს სატვირთოზავრია თუ კამაცუზავრი არც ისე დამაჯერებლად ჟღერს ამისი ელექტრომობილობა მარა ილონ მასკისგან ყველაფერი მოსალოდნელია smile.gif
ja_ja
gela
ციტატა(gela @ 24th March 2018 - 01:58 PM) *
WD 40-ით ინჟექტორების გაწმენდა მოსულა? ანუ ეგრეთწოდებული ვსპრისკის?

არა არ გაწმინდავს, მაგას უნდა CARB CLEANER-ი, ანუ კარბიურატორის გამწმენდი, ოხრად იყიდება ყველგან, მაღაზიებში ერთი ბალონჩიკი 10-15 ლარი ღირს, ხოლო მაგალიტად მე-8 პოლკთან რომ ბაზრობაა მანდ ფალსიფიცირებული 5 ლარი ღირს, მარა ეგეც კი აკეთებს თავის საქმეს.

გადახედე ინტერში ვიდეოებს ყველა მაგას იყენებს....
Power_VANO
ja_ja
შენ მაშინ Tesla Model X გინდა, ბატონო smile.gif
ja_ja
ეე ვანოჯან კი მინდა და უარზე არ ვიქნებოდი, მარა... სადაა სად... უფროსწორედ ფასი აქვს ისეთი რომ, ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სტანდარტულ ხელფასზე მომუსავეს შანსი არ აქვს ახალი იყიდოს, ნახმარს კიდო უკვე აკუმულატორი კაპუტენ sad.gif თან მაინც ძვირი ღირს დაჯე ნახმარი sad.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
მოგესალმებით...

მინდა შევარჩიო ბორბლებიანი ტრანსპორტი და მაინტერესებს რას მირჩევთ საკუთარი გამოცდილებიდან, ოღონდ მიცუბიში იოს გარდა. რომელიც გამოდგება სანადიროდ (ოღრო ჩოღროებში) და სათევზაოდ სასიარულოდ. ნუ ოფფ - როუდები ინტერესს არ წარმოადგენს. რადგან თევზაობა და ნადირობა დავასახელე, მიხვდებოდით, რომ ჯიპი უნდა იყოს.
ეხლა ჩამოვწერ იმ ძირითად მახასიათებლებს, რაც მინდა რომ აუცილებლად ჰქონდეს, ასევე იმათ რაც სასურველი იქნებოდა რომ ჰქონოდა.

პირველ რიგში მინდა გაითვალისწინოთ, რომ მანქანა უნდა იყოს 2005 წელს ზემოთ.
ფასი მაქსიმუმ 10 000 - 11 500 ლარის ფარგლებში.
თუნდაც ქალაქში წვავდეს მაქსიმუმ გაგლიჯე გამოგლიჯე 10-ჰა ჰა 11 ლიტრა ბენზინს. თუმცა ესეც ბევრია სიმართლე რომ ვთქვა. სასურველია უფრო ცოტას წვავდეს.

აუცილებლად მინდა ჰქონდეს:

იყოს ტიპტრონიკი ან ჰქონდეს ავტომატური გადაცემათა კოლოფი;
წამყვანი თვლები, ალბად დამეთანხმებით რომ ოთხივე უნდა იყოს;
კარების რაოდენობა -4;
საჭე მარცხნივ;
ჰქონდეს აირბაგი;
ABS;
ელ. შუშები;
კონდინციონერი;
კლიმატკონტროლი;
ცენტრალური საკეტი;
სიგნალიზაცია;
ბორტკომპიუტერი;
ჰიდრავლიკა;
მოცურების საწინააღმდეგო.

მანქანას სასურველია ჰქონდეს:

დისკები;
ლუქი
პარკინგკონტროლი;
უკანა ხედვის კამერა;
სავარძლების გათბობა.

ნუ იქნება ისეთი იშვიათი, რომ მისი ნაწილები ძნელად ან თუნდაც ძვირად იშოვებოდეს. ასევე ნუ იქნება ისეთი რომ ადვილად დასჭირდეს ნაწილების შეცვლა ჩვეთის გამო.

მანქნაის ფერს რაც შეეხება, შავის გარდა ნებისმიერი.
სალონის ფერს რაც შეეხება, სასურველია შავის გარდა ნებისმიერი.
giga2010
ზოგადად იაპონურ ჯიპს გირჩევ. ნისანი, ტოიოტა. არც ეს ვარიანტია ცუდიess
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(giga2010 @ May 28 2018, 10:34 PM) *
ზოგადად იაპონურ ჯიპს გირჩევ. ნისანი, ტოიოტა. არც ეს ვარიანტია ცუდიess

ეგ იმდენს დაწვავს სახლს გამაყიდინებს smile.gif თორემ ისე კია ლამაზი biggrin.gif
აი წვის სიტუაცია მაფერხებს ბევრ მანქანაზე რა smile.gif

სუზუკ, გრანდ ვიტარასაც აქებენ და არ ვიცი...
NRG
ხ.მ.ე.ლ.ო
საჭე მარცხნივ და ტიპტრონიკი რომ არ გინდოდეს კაი რამეს გირჩევდი, მარა აბა smile.gif პირადი გამოცდილებით 5 წლიანი პრაქტიკით რეკომენდაციას ვუწევ Forester-ს, მე მყავს მექანიკა ტურბო 270 ცხენით ბენზინს წვავს 9-10 ლ. შერეული სიარულით, ხოლო გაზს 27 ლარით 230 კმს გადის ნახევარი ტრასაზე ნახევარი ქალაქში, 5 წლის მანძილზე არ მოკლებია ტყე-ღრე, ქვა-ღორღი, თოვლი და ტალახი და არასოდეს დაუტოვივარ სადმე პლიუს ტრასაზე ჩაადგავ და გაკრავს სავარძელზე, ჩემი 2000 წლიანია თან ესტიაი, მე გირჩევ 2004 ის ზემოთ უტირბინო მექანიკას რომელსაც აქვს ე.წ. პანეჟენია, პასადკაც მაღალი აქვს საკმაოდ და მისი გაუვლელი ადგილი არ არსებობს გარანტიას გაძლევ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.