დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მაღალი წნევის დასატუმბი ხელსაწყოები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
bazuka
მოკლედ 30-ში იქნება ორივე ონკანი U2ბონოში, და ავქროლდები ჯაჯასთან smile.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 24th April 2013 - 05:31 PM) *
და ავქროლდები ჯაჯასთან

ჯაჯა კიდო გაქროლდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რამე მასალა იპოვეთ მაინცა გადამყვანის გასაკეთებლად?
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 24th April 2013 - 11:01 PM) *
ჯაჯა კიდო გაქროლდება

სადანე აპირებ გაქროლებას biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ 24th April 2013 - 11:01 PM) *
რამე მასალა იპოვეთ მაინცა გადამყვანის გასაკეთებლად?

მაგას უშენოდ რაფრა ვიზამდი, აზრზე არვარ რა ტიპის მასალა უნდა მაგას sad.gif
Crown

სალამი ხალხო, ამ კაცის (beqa ) საკონტაქთო ინფორმაცია ხომ არ იცით PM ით რომ მომწეროთ, AK150 ზე მინდა ვკითხო რაღაცეები.

წინასწარ გმადლობთ

bubusicha
ბიჭებო მაიმარკეტზე მაქვს ნანახი განცხადება პიტს კისლაროდის ბალონი (გრძელი ბალონები როა) ქონდა გადაკეთებული ჟანგბადზე და იმით ტენიდა პცპ-ს.

იდეაში ყველაზე იაფი ეგ უნდა დაჯდეს და რატომ არაა გავრცელებული პრაქტიკაში და რამდენად მართებულია კისლაროდის ბალონის გადაკეთება ჟანგბადზე პცპ-ს დასატენად?

ბოლო-ბოლო ჟანგბადის ბალონებიც ხომ არსებობს ექიმები რომ იყენებენ...
gregory
ციტატა(bubusicha @ 19th February 2018 - 01:53 PM) *
რატომ არაა გავრცელებული პრაქტიკაში და რამდენად მართებულია კისლაროდის ბალონის გადაკეთება ჟანგბადზე პცპ-ს დასატენად?

bubusicha
დავიწყოთ იმოთ რომ "კისლაროდი" იგივე ჟანგბადია, ოღონდ რუსულად.
ალბათ ჰაერს გულისხმობდი, თორემ ჟანგბადს რა უნდა პცპ-ში?! ფეთქებადი აირია!
დიდი ბალინები რომ არის ჟანგბადის, მათი სამუშაო წნევა 150 ატმოსფეროა, ასე რომ გამორიცხე.
პატარები რომ არის(ექიმებ რომ იყენებენ) ეგეთები ზოგიერთი 250 ატმოსფეროიანია. ასე რომ მათი გამოყენება კი შეიძლება და იყენებენ კიდეც.
ერთი ისაა რომ წნევის დიაპაზონიც პატარა გაქვს(250--200) და მოცულობაც( 2 ლიტრი). მარადას სადღაც 4-ჯერ დატენის და მერე ისევ უნდა მიიტანო კომპრესორთან. ღირს "ჩიტი ბრდღვნად"?!
aleqsa
bubusicha

იდეაში ყველაზე იაფი ეგ უნდა დაჯდეს და რატომ არაა გავრცელებული პრაქტიკაში და რამდენად მართებულია კისლაროდის ბალონის გადაკეთება ჟანგბადზე პცპ-ს დასატენად?

პრაქტიკულად ერთიდაიგივე საგანზე საუბრობ მეგობარო smile.gif ხან რუსულად (კისლადი) ხანაც ქართულად (ჟანგბადი) ასერომ შენ რაც იკითხე ეგ ერთიდაიგივე ნივთიერების (ჟანგბადის) ბალონზეგაქ ლაპარაკი.
კითხვის აზრს მიგიხვდი. შენ ალბათ გინდოდა გეკითხა ჟანგბადის ბალონი თუ შეიძლება ჩვეულებრი ჰაერით დაიტენოსო ხო? რომლითაც მერე პცპ სისტემის თოფის დამუხვტვას მოახდენ ხო? ხოდა შეიძლება. შეიზლება კი, მარა მანდ ბევრი ნიუანსია, კერძოდ:
ზედ უნდა ეწეროს რომ ეგ ბალონი განკუთვნილია სამუშაო წნევა 250ბარ. და ტესტირების 375 ბარზე. როგორც წესი ჟანგბადის (კისლაროდის) ბალონების 90% გათვლილია 150ბარ. მუშაობაზე და ეგ წნევა არაფრად არგამოგადგება გარდა ბენჯამინ დისკოვერისა ან მსავსი დაბალი წნევაზე გათვლილი თოფისა.
მერე მეორე თუ სიტყვაზე და იშოვე 250ბარზე მომუშაავე ბალონი მერე ტესტირება უნდა აუცილებლად რო შემოწმდეს რესურსი არ ქონდეს ამოწურული. შემდეგ სპეციალური მოწყობილობის მიერთება გჭირდება ბალონზე რითიც თოფს დატენი ( მგონი დამტენი სადგური ქვია ქართულად) და კიდევ ტოკართან მოგიწევს გადამყვანის დამზადება ეგ სადგური რომ ბალონზე მიაერთო. ხოდა აი მაგ ყველაფრის შემდეგ შეგიძლია გამოიყენო პცპ ის სატენად smile.gif
ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და მაგიტო გწერ რომ შენც მზად იყო ამ ყველაფრისთვის თუ მაგ საქმეს შეეჭიდები. მე ეგ სადგური რუსეთიდან ჩამომიტანეს ძალიან იაფად ( ნუ აქაურ ფასთან შედარებით. აქ 180ლ. ღირს მაგნუმში და მე მგონი 70 თუ 80ლ. დამიჯდა) პირველი 2ლ. მოცულობის ბალონი აქ შევიძინე. მერე სულ ახალი აი რომ იტყვიან ცინცხალი ბალონი შემხვდა იაფად და ეგეც იგივე 2ლ. მოცულობით შევიძინე. მარა მაგის სამუშაო წნევა 200 ბარია. მარა მე გამომადგება. ჩემს ცაცოს (თოფს ვეძახი ასე smile.gif ) სულ რაღაც 105კუბიანი რეზერვუარიაქვს. და ბოლოს რამდენიმე დღის უკან მაჩუქეს 1.3ლ. მოცულობის ნახმარი მარა ესეც კარგ მდგომარებაში მყოფი ბალონი (კახელებმა რომ ვიცით: ცოტათია ნახმარიო აი მასეა smile.gif wink.gif ) ხოდა ხვალ ან ზეგ მიმაქვს ტესტირებაზე გლდანში და აი მაგ საბუთის შემდეგ უკვე შემეძლება მივიტანო დასატენად.
აი ასეთი ამბების გავლა მოგიწევს მეგობარო შენც smile.gif
წარმატებები
gregory
ციტატა(ale @ 19th February 2018 - 03:28 PM) *
( ნუ აქაურ ფასთან შედარებით. აქ 180ლ. ღირს მაგნუმში და მე მგონი 70 თუ 80ლ. დამიჯდა)

ჩემთან 120 ლარი ღირს
mamukaaa
გამარჯობათ.აბა ეს თუ გამოდგება?მაჩუქა ბიძაშვილმა


















ვისაც გესმით იქნებ მირჩიოთ გამოდგება თუ არა?

ახალია სულ
gregory
mamukaaa
200 ბარია სამუშაო წნევა. ასე რომ დიაკოსთვის კიდე ხო.
რაც შეეხება "ახალს". ტესტირება ყველა ვარიანტში დაჭირდება

mamukaaa
ვაა მე კიდე რა იმედები მქონდა კრალი მინდა შევიძინო ამ ზაფხულს და იმედი მქონდა გამომადგებოდა.
ანუ მარტო დისკოზე წავა?
gregory
კრალის სამუშაო წნევა 200 ბარია. ანუ მაგ ბალონით ვერ გადატენი 200 ზე
დისკოზეც კი 250-იან ბალონს გირჩევდი.
ერთი მაქვს"ხისიკო" 1800 პსი-ზე იტენება. აი მაგისთვის კიდე წავა


mamukaaa
სად აკეთებენ ტესტირებას მითხარით რა მისამართი.
და რა ჯდება თუ იცით ვინმემ
gregory
ციტატა(mamukaaa @ 19th February 2018 - 08:43 PM) *
სად აკეთებენ ტესტირებას მითხარით რა მისამართი.
და რა ჯდება თუ იცით ვინმემ

mamukaaa
მე პირადად, აღმაშენებლის ხეივნიდან გლდანისკენ რომ უნდა გადაუხვიო მანდ არის გაზგასამართი "ნეოგაზი" და მაგის უკან არის კანტორა რომელიც ტესტავს. 30 ლარი დაჯდა როგოირც მახსოვს. ოღონდ მართლა დატესტონ და არა ცნობა მოგცენ!

mamukaaa
კი მართლა უნდა გატესტონ აბა ჩემი თავის მტერი კი არ ვარ.
მადლობა.
aleqsa
ციტატა(mamukaaa @ Feb 19 2018, 08:43 PM) *
სად აკეთებენ ტესტირებას მითხარით რა მისამართი.
და რა ჯდება თუ იცით ვინმემ



მეც დღეს გავიგე გლდანში, უფრო სწორად ქვემოდან ხიდებიდან ზემოთ გლდანისკენ რომ აუყვებიო არმისული მეტრო ახმეტელის თეატრთან, რომპეტროლის კალონკასა და ახალნათებასთან ჩასახვევიაო, გზის პირას ყობილა ჟანგბადის ბალონი ჩარჭობილი თავზე წარწერით "გიმზერიო" და იქვე 50მ. შიაო ჟანგბადის გასამართი სადგური. მანდ აკეთებენო ტესტირებასო, 599158699 ესააა მაგათი ნომერი, დღეს ველაპარაკე და 2ლ. მოცულობის ბალონის დატესტვა 10 ლარიო.
bubusicha
მადლობა ბიჭებო

gregory

სურათი შეგიძლიათ დადოთ, რომელია 120 ლარიანი?
ja_ja
აუ ტანში მაჟრიალებს ამ საზიზღარ ბალონებს რომ ვხედავ smile.gif

შეეშვით რა.... კი მესმის სურვილი იაფად რაღაც გქონდეს, მაგრამ ნუ არ ამართლებს რა... სხვა ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ ონკანი აქვს სუპერ საზიზღარი მაგ მამაძაღლ ბალონს, იმენნა საბჭოთა ონკანია რა, ხსნის, ხსნი და არაფერი არ ხდება, უცებ გაიხსნება და ხვდები რომ უკვე დასაკეტია, ძლივს ტრიალებს და იმენნა ებრძვი რომ დაკეტო, თუ დაიკეტა ხომ კაი თუ არა და ატრიალებ და ელოდები როდის დაიკეტება, ამასობაში ხშირად მანომეტრი სასურველზე ზემოთაა გადასული....

ზოგისთვის მისაღებია ნუ ცოტა მეტი წნევა შევიდა რეზიკში და მეტი გასროლა მექნებაო და ამასობაში იმას არ ითვალისწინებენ რომ რედუქტორიანი თოფი თუ კიდევ აიტანს მაგას, ურედუქტოროს შემთხვევაში კლაპანს იმდენი ჰაერი აწვება რომ პირველი რამდენიმე გასროლა უშედეგოა, ფიზიკურად კპალანს ვერ ხსნის ჩაქუჩი, შედეგად რამდენიმე გასროლა უაზროა, ჰაერი იხარჯება და შედეგი არ არის...

ბლიად 2 წელია ვამზადებ ვეებერთელა სტატიას ბალონებზე და ვერაფრით ვერ დავამთავრე, ვეჩნა ახალ ახალი ინფოები მიგროვდება და მეც ვამატებ ვამატებ და არარ მორჩა smile.gif
bubusicha
ციტატა(ja_ja @ 20th February 2018 - 09:42 AM) *
ბლიად 2 წელია ვამზადებ ვეებერთელა სტატიას ბალონებზე და ვერაფრით ვერ დავამთავრე, ვეჩნა ახალ ახალი ინფოები მიგროვდება და მეც ვამატებ ვამატებ და არარ მორჩა


ცოტ-ცოტა გამოუშვი ჯაჯა, ერთი შემოვდგათ ფეხი ბალონების სისტემაში.

ყველაფერს ერთად ვერ გავქაჩავთ smile.gif
bubusicha
აბსოლიტუად არ მაინტერესებდა ბალონი, ერთი ორი-კვირაა რაც დავინტერესდი
bubusicha
gregory

ბალონის ფასიც მაინტერესებს და რომელია
gregory
bubusicha
ბალონი ესაა
120 ლარიან სადგური კი ეს:









bubusicha
gregory

მადლობა


https://www.mymarket.ge/ka/product/view/11451944/

აი ამ განცხადებაზე ვამბობდი
geojorjika
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11522430/

აი გადასარევი განცხადება
didisila
ციტატა(geojorjika @ Feb 21 2018, 05:47 PM) *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11522430/

აი გადასარევი განცხადება



პირველი თოფისთვის როგორი იარაღია ???
და რას უნდა მიაქცციოს ადამიანმა ნახმარის ყიდვისას ყურადღება
gregory
ციტატა(bubusicha @ 21st February 2018 - 05:25 PM) *
მადლობა
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11451944/
აი ამ განცხადებაზე ვამბობდი

bubusicha
ნუ რავი აბა რა გითხრა. სადღაც 150 ლარად გამოდის ეგ ბალონი( ჩემი აზრით ბომბი). რაღაც ისეთი გრძნობა მეუფლება მაგ მონსტრის დანახვაზე რომ რამდენიმე ნაბიჯს ავტომატურად უკან მადგმევინებს biggrin.gif
ja_ja
bubusicha
ციტატა(bubusicha @ 21st February 2018 - 04:25 PM) *

თოფი წავა, მაგრამ ბალონზე ვაიმე დედა... რომ ვუყურებ MAD MAX-ი მოგონებაა მაგასთან შედარებით smile.gif.. ბალონის გარეშე თუ მოგცემს და ფასს დააკლებს მოჟნო
geojorjika
ციტატა(ja_ja @ Feb 22 2018, 05:13 PM) *
bubusicha

თოფი წავა, მაგრამ ბალონზე ვაიმე დედა... რომ ვუყურებ MAD MAX-ი მოგონებაა მაგასთან შედარებით smile.gif.. ბალონის გარეშე თუ მოგცემს და ფასს დააკლებს მოჟნო


ეჭვი მეპარება ბალონის გარეშე მოგცეს, იზოტოპურ ნარჩენებს უფრო დავდებდი სახლში ვიდრე მაგ ბალონს დატენილს smile.gif
Dave
ნეტა თვითონ მაინც არ ეშნია? ჟანგიანია ბალონი სულ : ))))
bubusicha
ამ ბალონს კი არა ბრენდულ ბალონებსაც ვერიდები მაგიტომაა აქამდე რომ არ დავინტერესებულ ბალონის შეძენით.

რას გაიგებ კაცია და ბუნება smile.gif
sekurifa
აკაჩავეთ რეზიკები
კლასიკური წესით,
გაიმაგრეთ პრესის კუნთი
აირიდეთ სტრესი )))


პ.ს. ბოდიში ოფიზა ))
bubusicha
sekurifa

ყოჩაღ ზურა კაი იყო smile.gif


koba1973
bubusicha
ციტატა(bubusicha @ 22nd February 2018 - 09:08 PM) *
ამ ბალონს კი არა ბრენდულ ბალონებსაც ვერიდები მაგიტომაა აქამდე რომ არ დავინტერესებულ ბალონის შეძენით.

თოფის ბალონს რას უშვრები ეგეც ბალონი არაა თუ.
temo-777
აი ერთი ესეთი უნდა გედგას სახლში biggrin.gif
https://www.pyramydair.com/s/a/Air_Venturi_...et+Freedom+Ring
gregory
ამაზე მეფხანება ხელები მარა რაც მე იტალიური კომპრესორის ტანჯვას ვუყურე, ამ ჩინელ "კუანას" როგორ ვენდო?!
აბა რას ფიქრობთ?






მწარმოებელი კი მწერს მაგარი რამეოაო, მარა რავიცი რავიცი ...
ესეც დატენვის დროები:
hello, grigol,
about electric pcp compressor,
inflate 0.5L, from 0-30mpa need 6 minutes.
inflate 2L, from 0-30mpa need 24 minutes.
pump every working time must no more than 30 minutes.
If inflate 6.8L gas cylinder, need do several times. because pump every working time must not more than 30 minutes. After machine cool, then do the second time.
ja_ja
gregory
პირადად ჩემი დამოკიდებულება კი იცი, მემგონი მოგიწევს მერე ცალკე მაგ კომპრესორის დეტალებზე და კეთებაზე სირბილი და არც მისი წარმადობის მჯერავს sad.gif თუმცა რავი დაიადე და პრაქტიკაზე გავიგებთ რა ხილია....
pilotina
gregory

გრიგოლ არ შეცდე!
მანამ რამეს გადაწყვიტავ ამ ვიდეოს უყურე. ესეც ჩინურია. არა მგონია ჩინურები ძლიერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან ხარისხით. მეც მიტრიალებდა ერთი პერიოდი ეგ იდეა თავში, მარა კარგად რომ ავწონ-დავწონე, განვაგდე ჩემგან! biggrin.gif


gregory
pilotina
ამ ვიდეოს შემყურეს ასე მეგონა ჯაჯა საუბრობს ჩვენს კომპრესორზე( განსაკუთრებით 11:00 ზე) biggrin.gif biggrin.gif
მინი კომპრესორის მუღამი იმითაა განპირობებული რომ ამ ბოლო დროს თოფების რეზიკების მოცულობა ლამის 1 ლიტრს აღწევს და ნასოსით პრაქტიკულად თვითმკვლელობაა მათი ტენვა sad.gif
giga2010
ესე რომ ვწვალობთ და ერთი კომპრესორი რომ გვაქვს, იქნებ ვიფიქროთ ახალ კომპრესორზე. მესმის ძნელია ამ კრიზის დროს ამაზე საუბარი, მაგრამ ვისაც ბალონი აქვს მემგონი აჯობებს რამე თანხა ავკრიფოთ. თუნდაც ნელ ნელა, ეტაპობრივად
aleqsa
gregory

მეც ვცდილობ ჩამოვატანინო ვინმეს, მესმის რომ რესურსი და ხარისსხი გადასარევი არაა, მარა ჩემი აზრით 150$ და თუნდაც 200$ ისეთი ფასი არაა რომ საცდელად მაინც არ ღირდეს!!
უბრალოდ ტრანსპორტირება ჯდება რო გამოვიწეო ღირებულებაზე ძვირი და ახლობებს ველოდები ჩინეთში დადიან სამი ჩემი მეგობარი და სამივესთან მაქვს დაბარებული, (თუ სამივემ ჩამომიტანა ოინიც ეგ იქნება smile.gif )


pilotina

მაგ ვიდეოშიც და სხვებიც რაც მაქვს ნანახი ყველა იმას მიუთითებს რომ მხოლოდ სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში მუშაობს ესეთუისე ნორმალურად, ანუ არ უნდა გადაახურო, ტემპერატურა არ უნდა აცდეს 65 გრადუსს, ტემპერატურა რომც ნორმაში იყოს 15-20 წუთზე მეტხანს არ უნდა ამუშაო (ეს კონკრეტულად იმ მოდელზემაქვს ლაპარაკი რომელიც გრიგოლმა დადო) და ა.შ. მოკლედ თუ თვითღირებულებას + ჩამოტანის მაღარიჩი დამიჯდა ცდათ ღირს მემგონი smile.gif
gregory
ციტატა(ale @ 21st March 2018 - 07:27 PM) *
მარა ჩემი აზრით 150$ და თუნდაც 200$ ისეთი ფასი არაა რომ საცდელად მაინც არ ღირდეს!!
როგორც დავადგინე მანდაც დიდი სხვაობებია ხარისხში. ნორმალურის ფასი იქვე, ჩინეთში 220 დოლარიდანაა
aleqsa
ციტატა(gregory @ Mar 21 2018, 08:10 PM) *
როგორც დავადგინე მანდაც დიდი სხვაობებია ხარისხში. ნორმალურის ფასი იქვე, ჩინეთში 220 დოლარიდანაა



აააა, მეკიდე ვიფიქრე ეგ ფასთა ცვალე მოდიფიკაციების გამო იყო მხოლოდ და კიდევ სხვადასხვა გამყიდველს სხვადასხვა ფასებიაქთქო (ნუ ეგ თავისთავადაც)

მე გამოწერას რო ვცდილობდი ეს მოდელი მქონდა შერჩეული, ავტომატური გათიშვით რომელიცაა:

https://ru.aliexpress.com/item/300BAR-30MPA...9999.371.IFEgX3

სხვათაშორის ტრანსპორტირების ფასს დაუკვლია, მე როცა მოვიწადინე მაშინ 235$ იყო
მარა ეხლა ისინი, ვისაც დავაბარე სად რას იშოვიან იმათზევარ დამოკიდებული
userman
aleqsa
ციტატა(ale @ 21st March 2018 - 07:27 PM) *
ახლობებს ველოდები ჩინეთში დადიან სამი ჩემი მეგობარი და სამივესთან მაქვს დაბარებული, (თუ სამივემ ჩამომიტანა ოინიც ეგ იქნება )


შენ მაგაზე არ ინერვიულო smile.gif , თუ სამივემ ჩამოგიტანა ... ერთს მე ავიღებდი . მეც დიდი სიამოვნებით გაურისკავდი 150 $ -ს თუნდაც ცოტა მეტს .

gregory
ციტატა(gregory @ 21st March 2018 - 02:47 PM) *
ამაზე მეფხანება ხელები


მე მგონი ამაუდ გეფხანება smile.gif .
შენს საქმიანობას ბევრად ძლიერი კომპრესორი მოუხდებოდა და არა ეს ჩიკალკა , ჯაჯას , რომ აქვს დაჟე იმაზე ძლიერი .
ამხელა გაქანების კაცს ეგეც აუცილებლად უნდა გქონდეს და ეგეც ბიზნესად აქციო . მომენტში ჯაჯას არ ეცლება შენთან დატენიან .
გარწმუნებ ბალონების რეალიზაციაც გაგეზრდება და თოფებისაც .

იმიტომ, რომ ორი დასატენი სადგური უკვე სხვა საქმეა, ვიდრე ერთი .

მანქანების მაგალითს მოვიყვან . როცა თითო ოროლა გაზის ზაპრავკები იყო, მანქანებიც ნაკლებად იყო გაზზე და როცა ზაპრავკები მომრავლდა ,მანქანების გადაყვანა გაზზე მოიმატა.
gregory
ციტატა(userman @ 21st March 2018 - 10:00 PM) *
მეც დიდი სიამოვნებით გაურისკავდი 150 $ -ს თუნდაც ცოტა მეტს .

რეალში 350$ დაჯდება კარგი ხარისხის.

ციტატა(userman @ 21st March 2018 - 10:00 PM) *
შენს საქმიანობას ბევრად ძლიერი კომპრესორი მოუხდებოდა და არა ეს ჩიკალკა , ჯაჯას , რომ აქვს დაჟე იმაზე ძლიერი .
ამხელა გაქანების კაცს ეგეც აუცილებლად უნდა გქონდეს და ეგეც ბიზნესად აქციო . მომენტში ჯაჯას არ ეცლება შენთან დატენიან .
გარწმუნებ ბალონების რეალიზაციაც გაგეზრდება და თოფებისაც .

მოიცა კაცო.
ეგ მინი კომპრესორი ინდივიდუალური მიოხმარებისთვისაა და არა ბიზნესისთვის. უბრალოდ ლამის 1 ლიტრი რეზიკის დატენვა ნასოსით ძაან საჩალიჩოა.
რაც შეეხება ბიზნესს.
ჯაჯას რომ უდგას, ის ზარალზე მუშაობსდა თავის თავს ვერაფრით ირჩენს. სულ დოტაციაზე ზის sad.gif
უფრო ძლიერი კი 15000$ მიუკაკუნებს და აბა ერთი მითზარი მაგ თანხას როგორ და როდის ამოიღებ?!
თანაც არც მაგის ნერვები, დრო და ადგილი არ მაქვს. თანხაზე ხომ საერთოდ არაფერს ვიძახი smile.gif

temo-777
aleqsa
ციტატა(ale @ 21st March 2018 - 07:27 PM) *
უბრალოდ ტრანსპორტირება ჯდება რო გამოვიწეო ღირებულებაზე ძვირი

ტრანსპორტირება ჩინეთიდან აქ ადგილზე არაფერი არ ჯდება.
რასაც იხდი იქ ის იქნება მხოლოდ.
gregory
ციტატა(temo-777 @ 22nd March 2018 - 06:16 PM) *
ტრანსპორტირება ჩინეთიდან აქ ადგილზე არაფერი არ ჯდება.
რასაც იხდი იქ ის იქნება მხოლოდ.

temo-777
აქ გადაიხდი თუ იქ რა მნიშვნელობა აქვს?

aleqsa
ხალხო რაღაც დატენვის ძალიან არადამაჯერებლად ცოტა დროს (ნუ ასეთი პატარა კომპრესორის კვალობაზე ვგულისხმობ) იძახის ყველა და ეს ტიპიც მათშორის, სხვებისგან განსხვავებით ამას პირადად ვიცნობ და წეღან, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დავურეკე და ველაპარაკე და პირადად დამიდასტურა ესეაო!! თვითონაც ძალიან გაკვირვებული იყო, ესეთ წარმადობას ნამდვილად არ ველოდიო.

და რაც ყველაზე მთავარია შესაძლებელია ამის ტიპის მეშვეობით ჩამოტანა, ფასი ადგილზე 12000 რუბლიო, თუ გეჩქარებაო და თუ მოიცდი 2 თვემდეო (ზაკაზიდან) მაშინ 10000 რუბლიო და ჩემამდე ტრანსპორტირებაო + 1000 რუბლიო, 6-7 დღეში ჩემთან იქნებაო და მერე აქედან ტაქს გამოვატან და იმას შენ მორიგდიო ტრანსპორტირების ღირებულებასო, ეგ ტაქსიც სადღაც 50ლ. ის ფარგლებში მიჯდება. (ამ ტიპის მეშვეობით ჩამომაქვს კრუგერის კომპლეტის ნაწილები)

ესეც ლინკი და თქვენთვითონ ნახეთ:

https://www.youtube.com/watch?v=7q_XoZMKvKU&t=4s

ხო კიდევ ის თქვა რომ ის წყალი რითიც ვაგრილებდი მაქსიმუმ 5 ლიტრი იყოვო და ტემპერატურა 40 გრადუსზე ზევით არ აუწევია, უფრო მეტი წყლის შემთხვევაში ამდენზეც არ ავაო.

გრიგოლის არიყოს მეც მექავება ხელები ამაზე smile.gif

რას იტყვით? ხომარ შევამხანაგდეთ და რამდენიმემ გამოვიწეროთ საცდელად ერთი ცალი ჯერ? რო მოვთვალე ჯამში ტრანსპორტირებიანად 650 ლარის ფარგლებში გამოდის
temo-777
gregory
ციტატა(gregory @ 22nd March 2018 - 06:29 PM) *
აქ გადაიხდი თუ იქ რა მნიშვნელობა აქვს?

ის მნიშვნელობა აქვს რომ იქ ზოგჯერ free shipping აქვს, და ფასში შეყვანილია,ზოგჯერ მინიმალური.
აქ რომ არაფერს იხდი ადგილზე მაგას არა აქვს მნიშვნელობა?
ის ჩინურები არ ვიცი,მაგრამ ეს 35 კილოა,მინიმუმ 210$-ს ზოგავ ადგილზე.დაჟე მეტსაც იმის გათვალისწინებით,რომ თუ განბაჟება მოუწია კი არადა მოუწევს(არ ვიცი რა ღირს ჩინურები)სავარაუდოდ 120$ -ის ზევით.მანდაც ემატება საკმაოდ.
https://www.pyramydair.com/s/a/Air_Venturi_...et+Freedom+Ring
gregory
aleqsa
ნუ რავი ღირს თუ არა ამ პატარა ინდივიდუალური კომპრესორისთვის შეამხანაგება?!

ციტატა(ale @ 23rd March 2018 - 01:49 AM) *
რო მოვთვალე ჯამში ტრანსპორტირებიანად 650 ლარის ფარგლებში გამოდის

650 ლარი მისაღები ფასია. განბაჟებას ააცილებენ?

aleqsa
ციტატა(gregory @ 23rd March 2018 - 09:32 AM) *
650 ლარი მისაღები ფასია. განბაჟებას ააცილებენ


კიი ბატონო გრიგოლ. სამგზავრო ტაქსს გადმოაქვს როგორც თავის ნივთები ხოლმე.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.