დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მაღალი წნევის დასატუმბი ხელსაწყოები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
ilariona
norica_dragon
ja_ja
წონა დაივიწყეთ, მყავს გადამზიდავები ვინც ვალშია ჩემთან და იაფად წამოვიღებთ.

ახლა გვინდა დავითუსა, რომ იბეიდან დაგვათრევინოს.

ახლა კიდევ შევედი სანახავად და ეგ საწყისი ფასია! 2 დღეშია აუქციონი და რამდენში მოგვყიდიან არავინ იცის.
nern
QUOTE (ja_ja @ May 21 2012, 02:08 PM) *
ilariona
აი ახლა კი ეგ გალოვკა სასწარაფოდ დასათრევია!

სასწრაფოდ იმიტომ რომ ადრე ეგ გალოვკა 950$ ღირდა, წინა გვერდზე ბექას იგივე ლინკი აქვს დაგდებული!
მოკლედ ეგ გალოვკა სათრევია, მერე მატორი და რაცხაებია მისაერთებელი/

nern
დაივიწყე რუსები, აქ არანაკლებებს ვაკეთებთ!

მაგიტომაა რომ დავრეგისტრირდი,მთელ ქართულ ინტერნეტ სივრცეში სახარატოზე და სხვა ხელსაწყოებზე მარტო ეს საიტი ამოაგდო


ვაჰ რა მაგარი კომპრესორია ეგ 4 დგუშიანი
tengo
ilariona
ციტატა(ilariona @ 21st May 2012 - 01:19 PM) *
ახლა კიდევ შევედი სანახავად და ეგ საწყისი ფასია! 2 დღეშია აუქციონი და რამდენში მოგვყიდიან არავინ იცის.

ილო, ორ დღეში დამთავრდება, (Time left: 2d 08h (May 23, 201212:11:55 PDT) , მაგრამ აგერ ყიდის პირდაპირ მგონი 399.50$
ilariona
tengo

კი თენგო, ეგ მართლა მასე იყიდება და ძაან მაგარი ფასია.

ჰებიჭო, ვინცხა შემომეკედლეთ და ჩამოვიტანოთ რა, ამ ფასში 4 საფეხურიან კომპრესორს ვერ დავითრევთ ნაღდად.

ilariona
აჰა, მშვენიერი ალუმინის კორპუსი კომპრესორითვის biggrin.gif

ჩვენთან ამის აწყობა რომ დაიწყო ახვალ ალბათ 500 ლარზე
norica_dragon
მე შემოგეკედლები biggrin.gif

მარა როგორ ვიყიდოთ?? smile.gif
ja_ja
ilariona
ჰმმმ შემოკედლება შაიძლება, მარა აქაც ბალონშიც... ვავა-ვავა smile.gif ჯერ ვიფიქრებ და მოვიფხან ერთ ადგილს.. smile.gif მე ჯერ ოპტიკა უფრო მაწუხებს...

კორპუსს რაც შეეხება ჯერესერთი ეგეც 2 დღიანი ვაჭრობაა, მეორეცესერთი რა იცი რომ მაგ ჩარჩოშI ჯდება ის კომპრესორი? და ბოლოს მოცულობა ექნება საშინელი, წონა კი კაპიკები smile.gif smile.gif

ციტატა(ilariona @ 21st May 2012 - 03:34 PM) *
ჰებიჭო, ვინცხა შემომეკედლეთ და ჩამოვიტანოთ რა, ამ ფასში 4 საფეხურიან კომპრესორს ვერ დავითრევთ ნაღდად.

ისე მგონი ცალკე თემაა გასახსნელი ამ საქმეში მონაწიოების მსურველებისთვის, ანდა 2-3 კაცი დაითრევს და მერე ბალონიდან დატენვა, ან ბალონის დამუხტვა ფასიანი უნდა გახდეს სხვებისთვის smile.gif
norica_dragon
აუ არადა 6 კაცი რომ შეიკრიბოს იმენა თავისუფლად გაქაჩვადი პონტია, მოდი გავ ხსნათ თემა, ეს ნასოსი უეჭველად საყიდელია და დავითრიოთ.

3 კაცმა რომ ბალონი იყიდოს და კომპრესორი ეგ არის საკმაოდ ბევრი, კაცზე მინიმუმ 1000 ლარი

ამ ბლოკს რამდენი ვატი უნდა დასატრიალებლად იცით???
Davitus
მოკლედ მე მივწერე იმ ტიპს (4 საფეხურიანის პატრონს), და მოიწერა: მუშაობაზე მე პასუხს არ ვაგებო, თუ არ მოგეწონებათ ან არ იმუშავებს უკან გამომიგზავნეთო (ნუ ახლა უკან გაგზავნა რამფერი სახლაფორთო საქმეა ალბათ ხვდებით)

6 კაცს აქვს ნაყიდი, აქედან მხოლოდ ერთს უწერია ფითბექის კომენტებში ძალიან მწირი ინფორმაცია: ok tnks ++++ (მიდი და გაიგე ახლა, ნაწილები სჭირდებოდა, მუშა კომპრესორი იყო, რამდენ ხანს იმუშავა და ა.შ.)

მოკლედ არ ვიცი მე, რაც მაგ ტიპს ქვემოთ უწერია, მე მაინცდამაინც არ აღვფრთოვანდი, ვიფიქროთ ვიმსჯელოთ და მაგის შეკვეთას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ეგ ისეთი შტუკაა მაქსიმუმ თვეში ერთხელ რომ გამოიყენებ, ჰაა გასკდი გამოსკდი 2-ჯერ... ღიირს ამდენი ფულის გასროლა, ისიც რისკის ფასად
tengo
norica_dragon
ავტო, ამის დათრევა ხომ არ არის შესაძლებელი?, მგონი ფასიც არაა ძვირი. ( ბოდიშით ოფისთვის, თუ ამ თემას გადაიტანთ მადლობელი ვიქნები).
ja_ja
თენგოჯან შეგახსენებ რომ მაგას შემავალი წნევა უნდა 8 ატმოსფერო, ბოლოში უწერია კიდევათავ 0.8 MPa

მარა მთავარია ფასი smile.gif რომელ ვალუტაშია მაი წყეული 2075 ერთეული smile.gif მე რაც დავაკოპირე და გუგლს ვკითხე დამიწერა ასეთი რამე

¥ 2 075.00 = 25.296325 U.S. dollars

რანცხა ნამეტანი პაწა ფასია ჰააა, დაჟე ჩინეთის მერკებზეც კი smile.gif
tengo
ja_ja
რავიცი ჯაჯა, მე ჩინური იენი ვიანგარიშე და სადღაც 320$ გამოვიდა და ასე თუ არის მაშინ არაა ძვირი. კი 8 ატმოსფერო უნდა მაგრა წარმადობა 100 ლიტრა წუთში ყოფნის მგონი და ეს არ იქნება დიდი მოცულობის კომპრესორი. ჩემი მანქანის პატარა 12 ვოლტიანს 25-30 ლიტრი/წუთში აქვს და 250-300პსი.
kaka8079
ტენგო მართალია სადღაცა 320 გამოდის.
ja_ja
რა კურსი აქვთ ვაბშე ჩინელებს?
tengo
ja_ja
10 იენი 2.66 ლარია.
tengo
norica_dragon
ავთო, არ დაგავიწყდეს შენს ნაცნობ ჩინელს რომ ანახო ეს ლინკი და ყველაფერში გაგვარკვევს.
bazuka
არადა ამ თემაში გუშინ აშკარად რაღაც დავწერე 3.gif
tengo
norica_dragon
ციტატა(tengo @ 5th December 2012 - 01:43 PM) *
ავთო, არ დაგავიწყდეს შენს ნაცნობ ჩინელს რომ ანახო ეს ლინკი და ყველაფერში გაგვარკვევს.

ავთო, ვიცი რომ დაკავებული იყავი , ეს ბუსტერი არ დაგავიწყდეს,
Dave
მაგ საიტიდან ( taobao.com ) გამოწერაში შემიძლია მე დაგეხმაროთ სურვილისამებრ smile.gif წინასწარ გეტყვით რომ 3-4 კვირის განმავლობაში მოგიწევთ ლოდინი და უკეთეს შემთხვევაში 2 კვირაშიც შეიძლება ჩამოვიდეს smile.gif გამოწერისათვის საჭიროა paypal მსგავსად ebay.com ის .... მოკლედ შემიძლია დაგეხმაროთ smile.gif)))
tengo
ციტატა(Saint Dave @ 11th December 2012 - 03:38 AM) *
მაგ საიტიდან ( taobao.com ) გამოწერაში შემიძლია მე დაგეხმაროთ სურვილისამებრ წინასწარ გეტყვით რომ 3-4 კვირის განმავლობაში მოგიწევთ ლოდინი და უკეთეს შემთხვევაში 2 კვირაშიც შეიძლება ჩამოვიდეს გამოწერისათვის საჭიროა paypal მსგავსად ebay.com ის .... მოკლედ შემიძლია დაგეხმაროთ )))

Dave
თუ არის ეგ საიტი სანდო , საინტერესოა თვითონ აგზავნის პირდაპირ თუ ჩერერზ გადამზიდავით უნდა ჩამოვიდეს.
ავთოს იმიტომ ვთხოვდი ,რომ ჩინელი ყავს ნაცნობი, რომელიც წაიკითხავდა ყველაფერს და უფრო გაგვარკვევდა, თორემ გუგლის ნათარგმნი არ არის მთლად გამართული.
ისე ფასი ჩინურ იენებშია თუ იცი?
tengo
აგერ კიდევ მაგარი კომპრესორი, მართალია წყალი უნდა გასაგრილებლად, მაგრამ სამაგიეროდ მაგარი შუსტრია, დაახლოებით ერთ ლიტრიან ბალონს 2 წუთში ავსებს 0-დან- 4000 პსი მდე. ეს მგონი იმ ბუსტერსაც ჯობია, რადგანაც დამატებით კომპრესორები არაა საჭირო. ძალიან დიდიც არაა მგონი.
ფასებიც 450$ დან 600$-დეა მგონი. ნახეთ ეს ვიდეო: http://www.tudou.com/programs/view/qwhXOFkVZaw/?FR=LIAN
ja_ja
კამერა რომელიც კვეთავს მაღალ ხმას, ისიც კი ვერ აქრობს ბღუილის ხმას, წარმომიდგენია რა ხმა აქვს რეალში, თან ეს ყველაფერი ღია სივრცეში (ღმერთმა დაგიფაროს სადმე დახურულ სივრცეში ჩართო)...

იქვე ციფრული ტაბლო რომაა იმას თუ დააკვირდი? 25 გრადუსიდან იწყებს, ბოლოს 105 გრადუსი დავაფიქსირე სადღაც 1 წუთის მანძილზე და მერე თერმომეტრმა X-ი დაწერა ანუ გასცდა ყველანაირ ნიშნულებს smile.gif

კაცოუ ჩუნურია ჩინური smile.gif...

თუ ყიდვაზე მიდგება საქმე ნუ მიწყენს საზოგადოება და მე პირადად კონკრეტულად ამ მოდელში არ ვმონაწილეობ, მესმის რაღაც ისე გამომდის რომ ყველაფერ ძვირიანზე ვატრაკებ, მაგრამ რომ გენახა იტალიური როგორ ჩუმად მუშაობდა (მხოლოდ ბენზინის მატორის ხმა ისმოდა)... თან ჩინურია რა და ნუ მიწყენთ მაგრამ პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ smile.gif

თუ ვინმე იყიდით და რეალში შეამოწმებთ კაი იქნება, ოღონ მე პასს smile.gif
tengo


ციტატა(ja_ja @ 14th December 2012 - 12:13 AM) *
კაცოუ ჩუნურია ჩინური ...

ამას აქებენ რუსები ,გერმანულს არ ჩამოუვარდებაო http://www.paramina-compressors.com/001000...ral-series.html ,მაგრამ ფასი 2000$-ის ფარგლეფშია.
ja_ja
tengo
ნუ ისევ გამომივა აი ძვირიანი გიყყვარსო, მარა ხომ ხედავ რაღაც ნორმალური რაც იჩითება ეგრევე კაი ძვირ ფასებს უტყაპუნებს smile.gif

ამ კონკრეტულ მოდელს კი პროსტა სურათს შეხედავ და ეგრევე ხვდები რომ სულ სხვა ხილია





ჯერ ფილტრი ჩანს რამხელა, მერე ჰაერის გასაგრილებლად რამხელა ხვეული მილებია... რამხელა გაგრილების ვინტილატორი აქვს უკან... ნიტოშტო ის ჩინური კომპრესორი რომელსაც რაცხა კომპიუტერის კეისის 2 ქულერი ჰქონდა კორპუსში, რომელიც აშკარად იხუთებოდა დახურული კეისის გამო...

ისე პირველი სიაში რაც არის M6-EM 1 ფაზიანი საკმაოდ კაი რაღაც ჩანს ჩვენთვის... საინტერესოა მაგი რა დაგვიჯდება ჩამოტანაზე რომ ვიჩალIჩოთ თან იმედია ნალოგები გამოაკლდება თუ გერმანულია.... მდაააა ინტერესტნო....
geojorjika
საბერძნეთშია ხომ?

მაქედან ჩამომტანი ტიპები გავჩითე მგონი კილო 1.5 ევროდ ჩამოქვთ 7 დღეში

ეს ტიპები არიან კანტორაა მარა ზუსტად ვიცი რომ მუშაობენ
tengo
კი ბერძნულია. აგერ იყიდება: http://www.google.com/imgres?imgurl=http:/...ivns&itbs=1
ეს ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=4fyLXvFEIUY

http://www.youtube.com/watch?v=J3ZKNfqfWqk
ja_ja
ვაა VAT-ის გარეშე კაი ფასია აი £1,180.00 (exc VAT)

ლარებში გამოდის 3186 ნუ დავამრგვალოთ 3200 ლარი სადღაც 550-570 ლარი გამოდის დღგ-ს გადასახადი საინტერესოა ჩამოტანა რა დაჯდება 54 კგ

მდაა დროა რა მგონი კლუბში გაწევრიანება და ფულის აკრეფა ფორსირებული რეჟიმით....
tengo
აქ უფრო კარგად არის აღწერა და შედარებები: http://www.youtube.com/watch?v=HKZT2ntgSJY
geojorjika
ალბათ უხეშად 4000 ლარი დაჯდება , 10 კაცი მაინც რომ შეიკრიბოს კარგი იქნება 400 ლარი ნიჩაოა

20 კაცზე ხომ დაგლიჯავს 200 ლარია მარა ვიქნებით რო მაგდენი

საწევროებზე თუ ვინქბით ამას ერთი წელი დასჭირდება რომ ვიყიდოთ სავარაუდოდ
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 14th December 2012 - 11:31 AM) *
საწევროებზე თუ ვინქბით ამას ერთი წელი დასჭირდება რომ ვიყიდოთ სავარაუდოდ

და ე ბიჭო არც ვამბობ რომ ხვალვე გვექნება მეთქი, მარა ... smile.gif
geojorjika
ja_ja
თან შენ რაც დადე ეგ ნახმარია

ახალი დღგ-ს გარეშე 2400 ფუნტი ღირს 6500 ლარია 36.gif
bazuka
წილში ვარ
bazuka
აი სახლისტვის რა კუკუშკაა
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 14th December 2012 - 11:43 AM) *
თან შენ რაც დადე ეგ ნახმარია

ახალი დღგ-ს გარეშე 2400 ფუნტი ღირს 6500 ლარია

ნუ მე რა ვნახე თენგომ რაც ლინკი დადო ეგაა, პროსტა აღარ შევხედე ნახმარი უხმარი smile.gif

მარა ახალი პირდაპირ მწარმოებელთან შეიძLება გაირკვეს და მიმოხილვებით რაც დავათვალიერე 2.5-3-იძახის ხალხი, ოღონდ მწვანეში smile.gif
ilariona
ჩვენით რომ ავაწყოთ არ ჯობია?
bazuka
ilariona
ციტატა(ilariona @ 14th December 2012 - 08:03 PM) *
ჩვენით რომ ავაწყოთ არ ჯობია?

4 სტანოკი ქე გვაქვს საკლუბოში და ფრაფესორები უფრო მეტი biggrin.gif
ilariona
bazuka
შენ ეგა თქვი smile.gif
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 14th December 2012 - 08:03 PM) *
ჩვენით რომ ავაწყოთ არ ჯობია?

რა უნდა ააწყოთ smile.gif 220-ზე მომუშავე 2 კილოვატიანი მატორი რუსული მოგვცემს თუ არა მაგდენ ძალას ადინ ხერ ეგო მამუ ზნაეტ smile.gif რამა საჩალIჩოა, შკივები რამე რუმე...

არ დამიწყოთ ახლა ტრალი ვალი რაცხა ტილიანი სამიზნეებია დასადუღებელი და აგვისტოს მერე დაგსდევ :0 ეგეთი ტემპებით ასე 10 წლის მერე კომპრესორის რამა და შკივები იქნება, მარა მაგ დროისთვის ელიავა დაიკეტება და მატორს ვერ ვიყიდით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
რაი ჯაჯა ???

აი ნახე რა კუკუშკაა http://www.airgunsofarizona.com/Shoebox.html

ilariona
bazuka
ელოდე ახლა 40 000 სიტყვიან პოსტს biggrin.gif ეგ რა დადე biggrin.gif ახლა ნახავ რაც მოგივა biggrin.gif

ja_ja
მიდი გადი მოდი რა biggrin.gif ჩამოვიტანოთ ის კომპრესორის ბოშკა და დავიწყოთ ნელ-ნელა აწყობა
bazuka
ilariona
ციტატა(ilariona @ 14th December 2012 - 08:57 PM) *
ელოდე ახლა 40 000 სიტყვიან პოსტს ეგ რა დადე ახლა ნახავ რაც მოგივა

ეუფ, წავშალო თუ როგორ, რაში ხედავ საშველს biggrin.gif
ilariona
bazuka
რამე უნდა ვიღონოთ სანამ მოვიდა biggrin.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 14th December 2012 - 08:48 PM) *
აი ნახე რა კუკუშკაა

ეხლა ვიკივლებ smile.gif ამაზე მერამდენეთ ვსაუბრობთ smile.gif (ყოველ ჯერზე ახალ ახალი წევრი ნახულობს ამ წყეულ შუ ბოქს smile.gif ) ეს არის, ჟმოტი ეგოისტის არჩევანი, პლიუს არ აქვს პირველი საფეხური (და ჯამში ეგ ჟმოტი მომხარებელიც ფულში იტისკება smile.gif)... 1 მარადიორის რეზერვუარს ტენის 20 თუ 30 წუთი, თან თუ ცარიელი არაა..

პლიუს მუშაობისთვსი სჭირდება ცალკე კომპრესორი რომელიც პირველი საფეხურის ჰაერს მიაწოდებს (სადღაც 8-10 ატმოსფეროს), იმიტომ რომ ეგ საფეხური პროსტა არ აქვს, მხოლოდ მე-2 და მესამე საფეხურებია მანდ smile.gif

ახლა გადათვალე რამდენი წელი მოუნდება ეგ კუკუშკა ბალონის დატენვას smile.gif

როგორც ფაქტი და კონსტრუქციული კუკუშკა კაი რაღაცაა, მაგრამ როგორც პრაქტიკული ნივთი სრული უაზრობაა, ბუნებაში მაგას ვერ გამოიყენებ და რომც იყოს შანსი გამოყენების, 20 წუთი ვინ დაელოდება სანამ ეგ ერთ თოფს მიაკუკუშკებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ilariona
ინტერნეტი გავუთიშოთ biggrin.gif

ან ჯაჯას ან იმ პოსტს rofl.gif
ja_ja
P.S. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უკვე მოიდა და დაწერა, მარა 40000 არ გამოვიდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ilariona
ციტატა(ilariona @ 14th December 2012 - 08:57 PM) *
მიდი გადი მოდი რა ჩამოვიტანოთ ის კომპრესორის ბოშკა და დავიწყოთ ნელ-ნელა აწყობა

ჩამოვიტანოთ მერე ვაა smile.gif

პროსტა თენგომ რომ დააგდო კომპრესორების მიმოხილვის ვიდეო, იქ ტიპმა მაგ KoltriSub-ს მაგარიო აგინა, პოლნი ნაგავია და მაქსიმუმ 6 თვე მუშაობსო, ნუ მესმის იქ პეინტბოლის დატვირთვა სულ სხვაა მარააააა smile.gif რავიცი აი ის მეორე ხომ არ განგვეხილა, მარა ძვირი ღირს შედარებით sad.gif
ilariona
bazuka
ვერ მოვასწარით biggrin.gif

ja_ja

აბა რა წყალში გადავხტეთ ჰა? რამე უნდა ვქნათ! წყნეთში როდემდე ვირბინოთ, თან დარწმუნებული ვარ ახლა რომ დაურეკოთ დაკეტილი ექნება ზევით და დაეზარება ჩვენს გამო ამოსვლა.
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 14th December 2012 - 09:20 PM) *
თან დარწმუნებული ვარ ახლა რომ დაურეკოთ დაკეტილი ექნება ზევით და დაეზარება ჩვენს გამო ამოსვლა.

რავი ამექსზე კი მომივიდა დიდისამბით მაგათი რეკლამა საახალწლო პონტებიო და რამერუმე....

თუმცა დაზარების ფაქტორიც არის აშკარად smile.gif

კაროჩე ვქნათ რა ის კოლტრისაბია თუ რაცხა ჭირი, თუ გაფუჭდება და მერე ახალს ვითრევთ, გაფუჭებით კი ჩვენს პეინტბოლისტებს 1 წელიწადში გაუფუჭდათ, მარა ნუ ჩვენგან განსხვავებით 100-ჯერ მეტი დატვირთვის პირობებში და აშკარად რომ არ უვლიდნენ smile.gif

ჩვენ მოვუაროთ და მაგდენი ბალონი არც კი გვაქვს დასატენი შედეგად იმედია 5-დან 10 წლამდე გაგვიძლებს და მერე, ან თხა იქნება, ან ბოჩოლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
ja_ja
გავხსნათ ახალი თემა ვინ შემოვა წილში?



მერე შეგვიძლია ის ახალი ფორუმის ნასოსები მივასუხაროთ და კომპრესორს მოვახმაროთ ფული
bazuka
ilariona
ძალიან ძვირია ახალი და ვერ გავქაჩამთ
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 14th December 2012 - 09:36 PM) *
მერე შეგვიძლია ის ახალი ფორუმის ნასოსები მივასუხაროთ და კომპრესორს მოვახმაროთ ფული

იდეაში ეგეც შეიძლება...

bazuka
ციტატა(bazuka @ 14th December 2012 - 09:55 PM) *
ძალიან ძვირია ახალი და ვერ გავქაჩამთ

ჩვენს ჰობიში ყველაფერი ძვირიანია smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.