დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ტყვიების "pellets" განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
gocha311
მოკლედ სოფელში ვიყავი და ბევრნაირი 2- 3 ლარიანი ტყვიები გავსინჯე, იქ კაი ხარისხის ტყვიები არ იყიდებაsmile.gif
ბოლო ბოლო დავადგინე რომ ეს ტყვიები ყველაზე საუკეთესოა თავის ფასში ,,ბრაკები თითქმის არ მინახია და საკაიფოდ მიაქვს ,

ikaaa
საკაიფოდ მიაქვს? შენი ჭირიმე მითხარი რომელი თოფით? თორე ჩემ ხელლში რაც თოფებს გაუვლია არცერთზე მე შედეგი არ მინახია, სულ საშინლად ფანტავდნენ თან ისე რო სანადიროთაც კი ვერ გამოიყენებდი, მაგ ტყვიებმა დამაწყვიტა ნერვები სანამ გამოუცდელი პნევმო მოყვარული ვიყავი.
გაგონებაც კი არ მინდა მაგათი, ეგ ტყვიები ყველაზე კაი თოფზე შთაბეჭდილებას გაგიფუჭებს, მოაშორე თუ ხათრი გაქ.
gocha311

smile.gif))))))))) ეხლა თავის ფასში როგორც 2.50 თორე ისე რო ნაგავია კი ვიცი ეგ ამბავი მეც,,,, ,,აი სოფელში თუ ხარ სადმე სადაც კაი ტყვიებს ვერ იყიდი ყველას ეგ ტყვია ვამჯობინე ,,ბოლო ბოლო ლულაში არ ვარდებოდნენ სკვაზნოიsmile.gif)))))))))
nihontoman
gocha311
სოფელში როცა ხარ და ტყვიები გინდა, მაგისათვის წინასწარ ზრუნავ biggrin.gif მაგეთი ნაგვის სროლას და მუღამში ჩა*მსას ჯობია საერთოდ არ ისროლო
gocha311
სალამი ყველას ,ერთი კითხვა მაქვს,დღეს ვესროდი მიზანში JSB Match Diabolo Exact ამ ტყვიებით ,ნუ სადღაც ყოველი ოთხი ხუთი ტყვია საკაიფოდ ხვდება მარა შემდეგ რომელიღაც ტყვია გვერდზე გარბის ,რის ბრალი შეიძლება იყოს ეს ფასკის ,საერთოდ ლულის თუ შეიძლება ამ ტყვიებშიც ერიოს ბრაკები????

ikaaa
gocha311
ჯერ გვითხარი რა მანძილზე ისროდი, მერე რა პირობებში, ღია ტირი, დახურული ტირი თუ ღია ტირი მაშინ იყო ქარი თუ არა, შეიძლება სუსტმა ნიავმაც ცვლილება შეიტანოს.

რა სურათებიც დადე მანდ გაქცეულ ტყვიებს ვერ ვხედავ. smile.gif
gocha311

არა ქარი ნამდვილად გამორიცხულია იკა ,დახურულ შენობაში ვესროდი 15 მეტრზე ,ოპტიკაც საბოლოდ საკაიფოდ გავასწორე მარა ვერ გავიგე რატო შვვრება ასე ,ხანდახან ასეთ ცდომილებას აკეთებს ,შეიძლება 10 -ჯერ ზუსტად წაიღოს მერე ერთი ტყვია გვერდზე გაიქცევა მერე ისევ ზუსტად მიაქ ,ვიფიქრე ნუთუ ამ ტყვიებშიც ურევია ბრაკები ?თუ რის ბრალი შეიძლება იყოს ????????? ჩემი თვითნაკეთით ვესვრი ცო2-ზე 70 ატმოსფეროზე და თუ იარაღის ბრალია მაშინ რა დეფექტი შეიძლება ქონდეს იარაღს ასეთ შემთხვევაში ???????
geojorjika
gocha311
ფაქტორი რამდენიმე შეიძლება იყოს

1)ადამიანის ფაქტორი
2)ფასკა
3)ტყვია

როგორ გამორიცხო ესე?

1)ადამიანის ფაქტორი- იარაღი უნდა დაამაგრო სპეციალურ ტისკში და ისე ისროლო, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი გქონდეს იარაღთან
2) ფასკა უბრალოდ უნდა გააკეთო
3)ტყვიები გადაარჩიო, აწონო სათთაოდ რომ ყველა ერთი და იგივე წონის იყოს მაქსიმალურად მიახლოვებულ ცდომილებაში, არ იყოს დაჭყლეტილი და დეფორმირებული

ikaaa
რა სიჩქარით ისვრის შენი თოფი მაგ ტყვიებს?
zax ara
ერთი მომენტი კიდე შეიძლება იყოს . ეგენი საკმაოდ რბილი ტყვიაა ხელის დაჭერითაც ადვილად დეფორმირდება , შეიძლება ლულაში ჩადების დროს განიცდის რამეს
gocha311
ხვალე სოფელში მივდივარ გიო და იქ გამოვიკვლევ რის ბრალია ,ტისკში ჩავამაგრებ და ისე გამოვცდი ,,,ლულაზე ფასკა მე თვითონ გაუკეთე და ჩორტ ეგო ზნაეტ როგორ არის biggrin.gif
ისე კი ზახარას სიტყვებმა დამაფიქრა შეიძლება მიმწოდებელი 100 % -იან ცენტრს ვერ იჭერს და ზოგიერთ ტყვიას აზიანებ რის გამოც ზოგიერთი ტყვია ამხელა ცდომილებას იძლევა ,მართლა ძალიან რბილი მასალის ტყვიებია
ტყვიის სისწრაფე იკა არ ვიცი ცო2-ზე ვამუშავებ 75-80 ატმოსფეროზე და ნუ სადღAც 180 მეტრ წამი იქნება ალბათ,არ ვიცი რა ზუსტად.
gigi30
მინდა გკითხოთ მეგობრებო, რამდენად შეიძლება დააზიანოს ხრახნილლულიანის ხრახნები მოსპილენძებულმა ბურთულებმა (იჟ-61-ის ლულის შემთხვევაში)?
geojorjika
gigi30
დააზიანებს და არ გირჩევს სროლას
fant0mas
ციტატა(gocha311 @ Jun 6 2014, 04:07 PM) *
ვარკეთილის მეტროსთან ჩავიარე და მანდ ერთი მონადირის მაღაზიაა,,,ესეიგი ქონდათ გამოს ტყვიები 0,49გრამი 10 ლარი ღირდა და შედეგმა მართლა გამაოცა ,ცოტა ოპტიკას დასჭირდა დარეგულირება და აი შედეგი ხუთი ტყვია ვესროლე ,17 ნაბიჯი დავთვალე ნუ 1 მეტრი ვთქვათ იქით აქეთ სადღაც ეს მანძილია 17 მეტრია

აი მეც ამას ვიძახი, ზოგი გამო მატჩი ძალიანაც საკაიფოა. სოფელში რომ ჩავალ ვნახოთ ჟსბ-სთან ერთად ავიღებ ერთ გამო მატჩსაც და ექსპერიმენტს ჩავატარებ.. ოღონდ გამო მატჩი 10 ლარად ნაღდად არ ღირს თუ მაქსიმუმ 6 ლარად იშოვე მაშინ ღირს თუ არადა მაშინ მართლაც აზრი არ აქ :/
ja_ja
gocha311
fant0mas

ნუ ორივეს აქვე გაცნობებთ რომ 17 ნაბიჯი 17 მეტრი არაა თუ ნამეტანი გოლიათი არ ხარ ფიზიკურად. როგროც წესი ადამიანის ერთი ნაბიჯი სადღაც 60-70 სანტიმეტრია, ძალიან ძნელია მეტრიანი ნაბიჯებით იარო ადამიანდა დაჟე მაშინ როდესაც ძალით ცდილობ. მაგალითისთვის აიღეთ მეტრიანი დადეთ ძირს და შეეცადეთ ფეხსაცმელის წვერიდან მეორე ფეხსაცმელის წვერამდე მთლიანი 1 მეტრის ნაბიჯი გადადგათ, აღმოაჩენთ რომ მთლად ეგრე არაა საქმე რავარც თავიდან თვლიდით smile.gif

არის ასევე მშვენიერი გამოთქმა - ყველა მანძილი 2-ჯერ მცირდება ნორმალური მანძილ მზომის შეძენის შემდეგო...

ანუ მანდ იგულისხმება ის რომ ქვეცნობიერად, უნებლიე და სხვა ფაქტორებით ადამიანს ჩვევა აქვს როგორც წესი უფრო მეტ მანძილად ჩათვალოს უფრო ნაკლები მანძილი, ხოლო ტექნიკური საშუალებით გაზომვისას სამწუხაროდ აღმოჩნდება ხოლმე რომ მანძილი მთლად იმხელა არაა რც თავიდან გეგონა და გეამაყებოდა.

კაი მანძილის თემა გავიარეთ ახლა გადავიდეთ ტყვიებზე.

დიდი, აი ვეებერთელა თხოვნაა ამ ფორუმზე მაინც ნუ აპიარებთ მაგ ფორმის ტყვიებს. ნებისმიერი ტყვია რომლის სახელშიც არის სიტყვა Match არი შეჯიბრისთვის და ოლიმპიური დისტანციებისთვის, ანუ 10 მეტრი მაქსიმუმი. ნუ ახლა აქ მე გამოს ტყვიების ხარისხზე ბჭობას არ დავიწყებ. რომ იცოდეთ შემდეგში, ყველა ტყვიას რომელსაც აქვს ბრტყელი თავი არის განკუთვნილი 10 მეტრიანი დისტანციისთვის და გამოიყენება ოლიმპიურ შეჯიბრებებში იმის გამო რომ ბრტყელი თავის გამო აკეთებს ქაღალდის სამიზნეებში იდეალურად მრგვალ ხვრელებს (ოღონდ სპეციალურ მუყაოს ქაღალდის სამიზნეებზე და არა ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე ან მუყაოს სხვა ტიპის ზედაპირზე)

საერთოდ ყველა ბრტყელთავიან ტყვიებს უწოდებენ Wood Cutter ტყვიებს ანუ აი ასეთი ფორმისას

არა აქვს მნიშვნელობა პატარა გადახრებს რომელსაც სხვადასხვა მწარმოებელი აკეთებს, მთავარი იდეა ერთია, ბრტყელი თავი, ვიწრო წელი და ფართო კაბა. ეს არის კლასიკური 10 მეტრინაი დისტანციის ტყვიები.

ახლა რატომ მაინცა და მაინც 10 მეტრი. იმიტომ რომ ოლიმპიადაში მეტი დისტანცია არ გამოიყენება არც პისტოლეტში და არც თოფში. თან ეგ ბრტყელი თავი ძალიან ცუდად მუშაობს აერო დინამიკაში, კერძოდ კი ბრტყელი თავი ჰაერს არ ჭრის და პირიქით რაღაც მუხრუჭის ეფექტს აკეთებს, ამის გამო 10 მეტრის ზევით მაგ ტყვიის მუშაობის თეორიები რომ არიქა ხვდება და ყველაზე კარგია. არის ძალიან მცდარი.

მცდარი არის იმიტომ რომ მოკლე მანძილი ბევრს მიაჩნია რომ დიდია, ამას შეცდომაში შეყავხართ. პლიუს იმის გამო რომ ეგეთი ტყვიები როგორც წეს მსუბუქია და სადღაც 7 გრაინთან თამაშობს, ანუ უხეშად 0.45-0.5 გრამთან, ასევე გატყუებთ და დაბალი წონის გამო განვითარებული მაღალი სიჩქარე საწყის მანძილზე რაღაც ეფექტს იძლევა, იქნება ეს შედარებით სტაბილური ფრენა მოკლე მანძილზე თუ რაიმეში მოხვედრისას რაიმე სუპერ ხმა... ასევე ბევრი შეცდომაში შედის ტყვიის ფორმის გამო და გაფართოებული ხვრელი ჰგონიათ რაიმე განსაკუთრებული, ამასობაში კი უბრალოდ ბრტყელმა თავმა ექსპანსიური ტყვიის როლი შეასრულა...

მოკლედ 10 მეტირს ზევით ჯერ ეს ერთი იწყება ტყვიის გადასვლა ტრაექტორიიდან, თან შემდეგი ეფექტით, ტყვია მიფრინავს და ტრიალებს ჰაერში (ვთქვათ მარჯვნიდან მარცხნივ), ცხვირის წინააღმდეგობის გამო და სუსტი მასის გამო მალე კარგავს სიჩქარეს, ამ დროს მიღებული მატრიალებელი ძალა იწყებს დამღუპველად მუშაობას და ტყვიას მარჯვნიდან მარცხნივ მიაქანებს სულ უფრო მზარდი სპირალური ეფექტით, რომელიც სულ უფრო და უფრო აცილებს ტყვიას სასრული ტრაექტორიიდან. ბოლოს რჩება ერთი მომენტი როდესაც სიჩქარე იმდენადა ვარდება რომ წარმოქმნილ ჩახვეულ ეფექტს ვეღარ ეწინააღმდეგება და აი ამ მომენტში იწყება კატასტროფა. 15 მეტრის ზემოთ ტყვიამ შეილება მომენტალურად შეიცვალოს მიმართულება, იქნება ეს მარცხნივ, მარჯვნივ თუ ზემოთ ქვემოთ კაციშვილმა არ იცის.

ეგ ექსპერიმენტი არაერთხელ ჩაგვიტარებია და 20 მეტრიან დისტანციაზე დადებულ სამიზნეს კი არ ხვდებოდა, იქვე მყოფ დამკვირვებლებს უწევდათ სირბილი და ხეებზე ამოფარება რომ შემთხვევით მათ არ მოხვედროდათ ტყვიები. (ხალხს კი არ ვესროდით, უბრალოდ დამკვირვებელი სხვა ტყვიების ხვრელებს აკვირდებოდნენ ასე 2-3 მეტრის მანძილიდან გვერდზე დგომით გასროლის მერე კი ამოწმებდნენ რამდენად ზუსტი იყო ესა თუ ის ტყვია, მაგრამ როგორც კი აი მაგ საშინელებაზე გადავედით ლამის ერთი ორი კაცი შევიწირეთ).

ასე რომ სანამ დაწერთ რომ ეგ ტყვია არინ ნუ მოკლედ აღმოჩენა, გადასარევი, ტეტუ რა დავინახე, კარგად შეისწავლეთ ყველაფერი, კარგად გაზომეთ მანძილები და კარგად გაზომეთ მიზანში მოხვედრილი ხვრელები.

პლანეტის მასშტაბით კაციშვილი არ იყენებს მაგ ტყვიებს 10 მეტრზე ზემოთ (არა იმიტომ რომ არ უსინჯავთ,. არამედ ყველამ იცის რომ არაა მაგი ტყვია იმ საქმისთვის რასაც როგორც წესი მოქალაქეები და მოყვარულები აკეთებენ სპორტული ტირის გარეთ), ერთდერთი საქართველოში ამოტივტივდა მერამდენედ ასეთი უაზრო თემა რომ ბრტყელთავიანი ტყვიები მიღწევაა კაცობრიობისთვის. მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ და რეალულად ვთქვათ უბრალოდ უცხოური მარკის ტყვია დაინახეთ შედარებით იაფად რაც თქვენი ბიუჯეტისთვის მისაღები იყო და მაგიტომაც აირჩიეთ ეგ ტყვია. რეალური შემოწმებისას კი რავარც არაერთი დარწმუნდა ისევე დარწმუნდებით რომ არ არის ეგ ტყვია შექმნილი არც დიდი დისტანციებისთვის (25-50 მეტრი ან ვთქვათ იქ 60-70 მეტრი) არც სანადიროდ და არც სხვა არაფრისთვის გარდა ერთისა, 10 მეტრიან დისტანციაზე დაპრესილ მუყაოს ქაღალდზე გააკეთოს მაქსიმალურად მრგვალი ხვრელი იმისათვის რომ მსაჯს გაუმარტივოს ქულების დათვლა.

ნუ მოიტყუებთ თავს, იყიდეთ კლასიკური Domed ტიპის ანუ მომრგვალებული თავის მქონე ტყვიები და მორჩება მაგით თქვენი წვალებაც და ლეგენდების სამყაროში სიარულიც. პროსტა ეგაა რომ გამოზე 2-3-ჯერ ძვირი ღირს და ფასი იკბინება.
fant0mas
პატივცემულო ჯა_ჯა, აი შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი და მაპატიეთ ემოციებიც, რომელშიც ცოტა არ იყოს ირონიაც ურევია smile.gif , ჯერ ერთი დავიწყოტთ იქიდან ერთი თუ შეიძლება ის გვითხარით რის საფუძველზე გამოიტანეთ დასკვნა, რომ მეც იმ ნაბიჯებით გათვლილ მანძილზე მაქვს გასროლილი რაც მაგალითად მეორე თქვენს ადრესატს?? ისე თეორიულად მაინც თუ შეიძლება რომ დავუშვათ სხვა ხერხებით მანძილის მოზომვის შესაძლებლობა???
მეორე გეკითხებით როგორც ადმინისტრატორს ეგ რომელ პუნქტშია ჩამონათვალი თუ რა თემების განხილვა არ შეიძლება თქვენს ფორუმზე და მათ შორის არის მატჩის ტიპის ტყვიეების განხილვის აკრძალვა o.O ? და თუ მაინცდამაიცნ სამართლებრივი კუთხით შევხედავთ როგორც თქვენ ხშირად იქცევით ხოლმე, მაშინ რაც არაა აკრძალური ის დასაშვებია, ამასაც ხომ ვეთანხმებით?? თუ ახლა ეს პლანეტის ერთადერთი ქვეყანა "საქართველოა" სადაც ფორუმის წესები იცვლება ამინდის შესაბამისად ანდაც ადმინისტრაციის გუნება-განწყობის მიხედვით მაშინ ბოდიშს გიხდით რომ დავგეგმეთ თქვენი ფორუმის წესების დარღვევა smile.gif
ახლა მესამე შეკითხვა ერთი მაჩვენეთ ვინ დაწერა რომ ეგ არის აღმოჩენა და ნუ ზებუნებრივი ტყვიეები?? ეს მართლა მაინტერესებს ვიანიდან პირადად მე 10 იოდე ტყვიის მეტი არ მაქვს გასროლილი და აი მერწმუნეთ ვერც კარგს ვიტყვი ვერც ცუდს.. და თუ ახლა თქვენ მონახეთ ისეთი ადამიანი რომელიც მაგას ამტკიცებს მე სიამოვნებით გავესაუბრები და იქნება და მართლაც მასეა?? wink.gif
და ბოლსორ აც შეეხება ბიუჯეტიანს, როგორც ვიცი ჩემზე 5-10 წლსი უფრო კაცი ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ ცხოვრებამ გასწავლათ მაქსიმალურად თქვენთვის მომგებიანი ფასის და ფორმის შერჩევა? განსხვავეული უბრალდო მაშტაბებია თუ მაგალითისთვის მე ვაკეტებ ამ შერჩევას 100 ლარიდან ზემოთ ტქვენ შეიძლება გააკეთოთ 300 იდან ზემოთ და სხვამ კი 900 იდან, ნუ მოკლედ ფილოსოიური საკითხები მაინცდა მაინც ცემი არაა და არც მიდნა რომ ამაში ბედი ვცადო,
და ბოლოს ერთადერთი თხოვნა იქნება და ირონიულ საუბრებს გადავეჩვიოთ იმის და მიხედვით თუ ვის აქვს ბენჯამინ დისკოვერი და ვის 79 წლის იჯ 38 biggrin.gif , ან ვინ უფრო ჩახედულია ამა თუ იმ საკითხში კარგათ და ვინ არა ბოლოს და ბოლოს ყველას ყველაფერი რომ ცოდნოდა არც ფორუმები იარსებობდნენ. თანაც აირგანის ცოდნით ხომ ვერ ვიმსჯელებთ ვინ ვინარი? თანაც არავინ არ იცის რა მხოდება ხვალე არაა?
ეს იყო ცემი ირონიული პასუხი ირონიულ გამოხმაურებაზე, იმასაც ვარიარებრ ომ ცოტაა რ იყოს პირდაპირ გულში მომხვდა თქვენი წერილი biggrin.gif
ja_ja
არა რა უნდა დავწერო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეცინება ასეთ კომენტებზე smile.gif

ვინ გაწყენინა ასე რომ რჩევას და თხოვნას მითითება და აკრძალვისგან ვერ ანსხვავებ smile.gif

სად წაიკითხე აკრძალვა ან მითითება???? თუ ახლა სათითაო პუნქტებად ითხოვ განმარტებებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დავწერე ადამიანურად
ციტატა(ja_ja @ 16th September 2014 - 02:08 PM) *
დიდი, აი ვეებერთელა თხოვნაა ამ ფორუმზე მაინც ნუ აპიარებთ მაგ ფორმის ტყვიებს

და ტექნიკურად ავხსენი რატომ არ ღირს მაგ ტყვიებს გამოყენება

თხოვნა თუ აკრძალვად აღიქმება შენს მიერ დანარჩენზე უკვე აღარ ვიცი რა გიპასუხო smile.gif
kubi11
ციტატა(ja_ja @ 24th April 2010 - 10:40 PM) *
რა მოუვა ახლა ყვავს რომელსაც ეს მოხვდება ბეჭებში???

რა მოუვა და გუშინ ვესროლე biggrin.gif წაბარბაცდა და გაფრინდა biggrin.gif ნუ შეიძლება 75 მეტრი რომ იყო მანძილი იმიტომაც რავი რა ვთქვა მარა სიკვდილის არაფერი ეტყობოდა biggrin.gif მშვენივრად დაფარფატებდა ცაში biggrin.gif ფრთა აიქნია მერე შექანდა ეტყობა გამოშტერდა ეს რა მომხვდაო და მოუსვა სადღაც biggrin.gif
ja_ja
kubi11
სუპერ არქეოლოგი ხარ რა smile.gif 24th April 2010 როდინდელ პოსტს სცემ პასუხს?

მეორეცესერთი სად მოხვდა იმასაც გააჩნია შენ თუ ბუმბულის ძირებში გაატყი და გაპარზე ... მაშინ პროსტა შერცხვებოდა ტიტველი რომ იჯდა და იმიტომ გაფრინდა smile.gif
kubi11
ციტატა(ja_ja @ Jan 6 2015, 10:29 PM) *
kubi11
სუპერ არქეოლოგი ხარ რა smile.gif 24th April 2010 როდინდელ პოსტს სცემ პასუხს?

მეორეცესერთი სად მოხვდა იმასაც გააჩნია შენ თუ ბუმბულის ძირებში გაატყი და გაპარზე ... მაშინ პროსტა შერცხვებოდა ტიტველი რომ იჯდა და იმიტომ გაფრინდა smile.gif

biggrin.gif არქეოლოგის რაგითხრა biggrin.gif ვიღაცას დაუწერე აქ ნახეო ჰალოუპოინტზე იძახდა რაღაცას და მეც ლინკს გავყევი smile.gif არა ფრთაში მოხვდა დაჟე აიქნია მოხვედრისას და სახე მიწაზე დადო 1 წამითbiggrin.gif მარა მაინც გაუძლო რაღაც ჟივუჩი ყვავი იყო თუ ყორანი აი სუ შავები როა ეგ იყო biggrin.gif შეიძლება შორიდან რომ მოვარტყი? არვიცი ნუ ალბათ მერე მოკვდებოდა biggrin.gif

ეგეთი ტესტირების შედეგები შეგიძლია დამილინკო მაგალითად დესტროიერები თუ გაგიტესტავს ან კოდიაკები smile.gif
kubi11
ციტატა(kubi11 @ Jan 6 2015, 10:54 PM) *

არქეოლოგიამ მიშველა ამოვტხარე კოდიაკის ტესტები biggrin.gif აი დესტროიერს ვეძებ ახლა biggrin.gif
SCORPIONS
[b]ja_ja[დიამეტრი რამდენი აქვს რასაც ესვრით მაგას,4-იანის გარშემო რო წრეა მაგას ვგულისხმობ.
ja_ja
kubi11
SCORPIONS
ნუ მეკაიფებით ორივე smile.gif 2010 წლის თემაშI რაღაც კითხვებს სვავთ და რაფერ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გავიხსენო ყველაფერი? smile.gif

რას ქვია
ციტატა(SCORPIONS @ 7th January 2015 - 12:26 AM) *
დიამეტრი რამდენი აქვს რასაც ესვრით მაგას

რომელ პოსტშI რომელ გვერდზე? მთელი თემა თავიდან გადავიკითხო რომ მივხვდე? თავიდან დასვი სწორად და მართებულად კითხვა. მერე ჩემი თავი გენაცვალოს პასუხს არ დავიზარებ
kubi11
ციტატა(ja_ja @ Jan 7 2015, 01:35 AM) *
kubi11
SCORPIONS
ნუ მეკაიფებით ორივე smile.gif 2010 წლის თემაშI რაღაც კითხვებს სვავთ და რაფერ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გავიხსენო ყველაფერი? smile.gif

რას ქვია
რომელ პოსტშI რომელ გვერდზე? მთელი თემა თავიდან გადავიკითხო რომ მივხვდე? თავიდან დასვი სწორად და მართებულად კითხვა. მერე ჩემი თავი გენაცვალოს პასუხს არ დავიზარებ

შობას გილოცავ უფალი გფარავდეს smile.gif კი ძველი თემაა მაგრამ ტესტირების რეზულტატებია და მეგონა ვადა არ გასდიოდა ამ შედეგებს ახალი თემა იმიტომ არ გავხსენი smile.gif ბარემ აქვე გკითხავ smile.gif

კროსმანის დესტროიერი თუ გისვრია პლასტელინზე საინტერესო ტესტი იქნებოდა smile.gif არქეოლოგობამაც ვერ მიშველა ვერსად ვნახე ეგეთი ტესტის შედეგები აქ sad.gif

უი აქ საიდან მოვხვდი ამ თემაში ვიღაცამ იკითხა რაღაცა ჰალოუ პოინტზე და შენ დაულინკე ეს თემა აქ ნახეო ხოდა მეც მივყევი ლინკს smile.gif გიმტკიცებდნენ ეგ ტყვია სკვაზნოის ადებსო და შენც სასწრაფოდ აზრი შეაცვლევინე biggrin.gif
SCORPIONS
ja_ja აი ესეც ორიგინალში. თუნდაც ფურცლის ზომა მითხარი.სასურველია წრის დიამეტრსაც თუ მიუთითებ.

ja_ja
აგერაა ლინკი და შეგიძლია გამოიყენო რავარც მოგესურვება

ასე სუსტად გარე და შიდა დიამეტრები არ მახსოვს sad.gif

kubi11
ციტატა(kubi11 @ 7th January 2015 - 01:53 AM) *
კროსმანის დესტროიერი თუ გისვრია პლასტელინზე საინტერესო ტესტი იქნებოდა

თუ აქ არ არის ესეიგი არ მისვრია, ისე მართლა რამდენი ტყვია უნდა მესროლა ბოლო-ბოლო რას მერჩით smile.gif
kubi11
ციტატა(ja_ja @ Jan 7 2015, 12:33 PM) *
აგერაა ლინკი და შეგიძლია გამოიყენო რავარც მოგესურვება

ასე სუსტად გარე და შიდა დიამეტრები არ მახსოვს sad.gif

kubi11

თუ აქ არ არის ესეიგი არ მისვრია, ისე მართლა რამდენი ტყვია უნდა მესროლა ბოლო-ბოლო რას მერჩით smile.gif

რაკაი სამიზნე გამომიგზავნე მეზობლებს შევაწუხებ ახლა biggrin.gif მადლობა smile.gif
SCORPIONS
kubi11 მეც გამომადგება მაგი სამიზნე ახლო მომავალში.
kubi11
ციტატა(SCORPIONS @ Jan 13 2015, 10:36 PM) *
kubi11 მეც გამომადგება მაგი სამიზნე ახლო მომავალში.

ხო კაი რამეა smile.gif მარა ტყვიები უნდა შევცვალო ჰალოუ პოინტები მაქვს და რაღაც არ მომწონს ისევ ჯსბ ჰევი მირჩევნია smile.gif
ja_ja
kubi11
ნებისმიერი ჰოლოუ პოინტი არის კაი შედეგის მომცემი ნადირობისას, ანუ სხეულში შეღწევისას იფურჩქნება ან იშლება და უფრო მეტად აზიანებს სხეულს, მაგრამ აი სიზუსტის მხრივ ყველა სახის ჰოლოვ-პოინტი მოიკოჭლებს არა აეროდინამიური ჩაღრმავების გამო... ჰაერის მკვრივი ნაკადი ყოველთვის ცდილობს მანდ ჩასვლას და შეწმდეგ ამოსვლას რის გამოც წინა მხარეს სტანდარტული ნახევარრკალის ტალღა არ წარმოიქმნება, ხოლო არამდგრადი ფორმის ჰაერის ნაკადი კი ყოველთვის ცდილობს ტყვიის ტრაექტორიიდან გადაგდებას.

ამიტომაც თუ სიზუსტე გინდა უნდა გამოიყენო ეგრეთწოდებული Domed ტყვიები, ხოლო თუ ნადირობა გინდა მაშინ ექსპანსიური მოქმედების ტყვიები.
SCORPIONS
ja_ja მე ხოიცი მაინც ვერ ვიგებ ბოლომდე და იქნებ მაგ ტყვიების ფოტოებიც დაგვიდო აქ ? ვერ ვეწევი და რავქნა.
ja_ja
ტყვია რომელსაც აი ასეთი ჩაღრმავება აქვს თავზე ჰქვია Hollow Point

რაც პირდაპირი თარგმანით გამოდის ხვრელ მიმართული, შინარსობრივარ კი იგულისხმება თავზე არსებული ჩაღრმავება. იმის გამო რომ ეგეთ ტყვიებს წინააღმდეგობასთან შეჯახებისას გააჩნია გაფართოების დიდი შესაძLებლობა მათ ასევე ეძახიან ექსპანსიურ ტყვიებს.
kubi11
ციტატა(ja_ja @ Jan 14 2015, 09:08 AM) *
kubi11
ნებისმიერი ჰოლოუ პოინტი არის კაი შედეგის მომცემი ნადირობისას, ანუ სხეულში შეღწევისას იფურჩქნება ან იშლება და უფრო მეტად აზიანებს სხეულს, მაგრამ აი სიზუსტის მხრივ ყველა სახის ჰოლოვ-პოინტი მოიკოჭლებს არა აეროდინამიური ჩაღრმავების გამო... ჰაერის მკვრივი ნაკადი ყოველთვის ცდილობს მანდ ჩასვლას და შეწმდეგ ამოსვლას რის გამოც წინა მხარეს სტანდარტული ნახევარრკალის ტალღა არ წარმოიქმნება, ხოლო არამდგრადი ფორმის ჰაერის ნაკადი კი ყოველთვის ცდილობს ტყვიის ტრაექტორიიდან გადაგდებას.

ამიტომაც თუ სიზუსტე გინდა უნდა გამოიყენო ეგრეთწოდებული Domed ტყვიები, ხოლო თუ ნადირობა გინდა მაშინ ექსპანსიური მოქმედების ტყვიები.

ეგ კი ვიცი მადლობა, მაგრა ახლა რა ხდება ჩემ თოფს ყველაზე მეტად ჰალოუ პოინტები უყვარს smile.gif დომებზე ზუსტად ისვრის 70 მეტრში რატო და როგორ არვიცი ალბათ უუკალური ნარეზის ბრალია როგორც ყველა პნევმატიკაზე biggrin.gif მაგრამ აქ რა ხდება დაბალი წონა აქვს კროსმანის ჰალოუ პოინტებს და სკვაზნოიზე გადის დაჯე 50 მეტრში sad.gif ახლა მძიმე უნდა ვცადო H&N-ის მაგრამ მანდაც პრობლემა მაქვს მაგ ფირმის ტყვიები საერთოდ არ მოსწონს sad.gif აცა ბაცა ისვრის და გემოზე შლის sad.gif

რაღა გავაკეთო არვიცი არ მომწონს ეს ტყვიები sad.gif ნუ ჯსბ ჰევი კიდე კარგად ისროლა ერთი ეგ იყო მეტი ვერაფერი დანარჩენებს 30 მეტრის მერე სასწაულ გაშლას უკეთებს sad.gif რავქნა ლულას ხომ არ გამოვცვლი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

kubi11
[quote name='ja_ja' date='Jan 14 2015, 09:08 AM' post='127874']
kubi11
ნებისმიერი ჰოლოუ პოინტი არის კაი შედეგის მომცემი ნადირობისას, ანუ სხეულში შეღწევისას იფურჩქნება ან იშლება და უფრო მეტად აზიანებს სხეულს, მაგრამ აი სიზუსტის მხრივ ყველა სახის ჰოლოვ-პოინტი მოიკოჭლებს არა აეროდინამიური ჩაღრმავების გამო... ჰაერის მკვრივი ნაკადი ყოველთვის ცდილობს მანდ ჩასვლას და შეწმდეგ ამოსვლას რის გამოც წინა მხარეს სტანდარტული ნახევარრკალის ტალღა არ წარმოიქმნება, ხოლო არამდგრადი ფორმის ჰაერის ნაკადი კი ყოველთვის ცდილობს ტყვიის ტრაექტორიიდან გადაგდებას.

ამიტომაც თუ სიზუსტე გინდა უნდა გამოიყენო ეგრეთწოდებული Domed ტყვიები, ხოლო თუ ნადირობა გინდა მაშინ ექსპანსიური მოქმედების ტყვიები.

ესენი მინდა ვცადო smile.gif მაინტერესებს თუ გამოგიცდია და ზუსტები თუა მიახლოვებით მაინც smile.gif

ja_ja
kubi11
ციტატა(kubi11 @ 14th January 2015 - 08:38 PM) *
ესენი მინდა ვცადო მაინტერესებს თუ გამოგიცდია და ზუსტები თუა მიახლოვებით მაინც

უკვე მეწერა რომ ყველა ტყვიას ვერ განვიხილავ, ბოლო ბოლო ფინანსებია და დრო, გადათვალე აბა რამდენი სახის ტყვიაა განხილული იმ პლასტენილების ტესტებში რომლის წაკითხვაც გეზარება და დაიანგარიშე ერთი შენს გახარებას რამდენი ასეული დოლარის კოლოფია ნაყიდი?!

არავის დაუწერია რომ მხოლოდ ჩემი ექსკლუზიური თემა ის პლასტენილის ტესტირება, შეგიLძია დაიადო შენ შენი ტყვიები ჩაატარო იგივე ტესტები და გაუზიარო შემდეგ ყველას შენი პირადი გამოცდილება იგივენაირად სურათების დადებით და იმ ტემის გაფართოებით.

რაც შეეხება კონკერტულად შენს მიერ ნახსენებ ტყვიებს, გადახედე აბა პლასტენილების ტესტის თემაში აი ამ პოსტს ... და მაგ პოსტის ბოლოს მიწერილ პატარა წინადადებას

ციტატა
ტყვია ჩემი სახლიდან საყვარელ 60 მეტრიან დისტანციაზე თითქმის ტყვია ტყვიაში ჩაჯდა, მაქსიმუმ 10-15 მილიმეტრია ჯგუფი...

პირველი იგივე ბარაკუდა ჰანტერი არ გაქვს დადებული? ხომ უნდა ინფორმაციას წაკითხვა რომელიც უკვე დევს, ყველას თავიდან ერთი და იგივეს ხომ არ დავუწერ? ფორუმი კაკრაზ მაგისთვისაა იწვალა ერთმა და დადო ყველასთვის ინფო, ერთადერთი რაც საჭიროა ინფორმაციის მაძიებლისგან - წაიკითხოს ის რაც უკვე დევს და არა თავიდან მოითხოვოს ერთი და იგივეს დაწერა, ბოლოს ის კაცი გარეკას smile.gif

სხვა თუ არაფერი ვცეთ პატივი ერთმანეთის ნაშრომს და მარტივი რაც გვევალება წაკითხვის სახით მხოლოდ მაგი ვქნათ და ის კაციც ბედნიერი იქნება რომ ყოველი ახალი წევრისთვის თავიდან არ ექნება წლების მანძილზე ერთი და იგივე დასაწერი....

რაც შეეხება Baracuda Hunter Extream-ს ნუ იდეაში ძირითადი იგივე იქნება რაც Baracuda Hunter, პროსტა თეორიულად უფრო მეტად გადაფურჩქვნადი თავი უნდა ჰქონდეს, და არსებული ფორმის გამო მრგვალ ნაწილად კი არ მოსძვრება თავი, არამედ თავი ვარდივით 4 ნაწილად გადაიშლება, მოსძვრება 4 წარმოქმნილი ფოთოლი და უფრო მეტად დააზიანებს მსხვერპლს.

უფრო მეტი დეტალების შესახებ პირიქით მოხარული ვიქნები მეთ თუ მივიღებ ინფორმაციას, მაგალითად დაიადე ეგ ტყვიები, იგივე სახის ტესტი ჩაატარე და დადე იმ ტემაშI შენი ტესტის შედეგები, მართლა მადლობელი ვიქნები მეც და დარწმუნებული ვარ სხვებიც, როგორც არსებული ისე მომავალი ახალი წევრებიც smile.gif
SCORPIONS
ja_ja გმადლობ.

kubi11
ციტატა(ja_ja @ Jan 14 2015, 09:05 PM) *

არ მეზარება smile.gif უბრალოდ ფორმუთან გამოუცდელობის ბრალია sad.gif მე მეგონა რაც პირველ გვერდზე ეყარა სულ ეგენი იყ და მანდ თურმე პოსტებში კიდე ყოფილა ბევრი და ბევრი smile.gif ვერ ვარ კარგი არქეოლოგი sad.gif მართლა ძვირი ჯდება მაგდენი ტესტის ჩატარება გეთანხმები ახლა პრუჟინა მაქვს საყიდელი ჩემი დაიღუნა და რატომ არვიცი დატენილი არ დამიტოვებია, განვაახლებ და მერე მეც რამეს გამოვცდი აუცილებლად smile.gif
SCORPIONS
ციტატა(nihontoman @ May 18 2009, 06:09 PM) *
რუსის გადაღებული კინო რომაა, ანჯელინა ჯოლი რო გამოდის თუ გინახიათ... აი ის ტყვიებს რო ისვრიან ვითომ ქილერები და ტყვია თავისით რო უხვევს აქეთ-იქით, ეგ კინო გამახსენდა. ალბათ მასეთ თურქულ ტყვიებს იყენებდნენ მაგ კინოში :lol: :lol:
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
ja_ja მაგნუმში ვნახე 1.0 გრამიანი ტყვიები და ცოტათი მძიმეებიც. მაინტერესებს,თუ გაქაჩავს hw80? ასე მგონია,150მწ-შიც რო გაისროლოს,ყვავ-ყორანს ადვილად დააგდებს. შენ როგორ ფიქრობ?
ja_ja
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 14th January 2015 - 11:07 PM) *
მაინტერესებს,თუ გაქაჩავს hw80?

აზრზე არა ვარ, გატესტე და რავი ნახავ, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს 10.5 გრაინზე ანუ 0.68 გრამზე ზემოთ ტყვიის მასას აზრი არ აქვს...
SCORPIONS
ja_ja აჰაა,ე.ი, ზიანს იგივეს მიაყენებს.უნდა ვცადო მაინც და თვითონ დავრწმუნდე,მართალი ხარ.как и всегда!
Multi-Tool
ციტატა(SCORPIONS @ 14th January 2015 - 11:07 PM) *
150მწ-შიც რო გაისროლოს,ყვავ-ყორანს ადვილად დააგდებს.

დაგდებით რავა არ დააგდებს. მაგრამ ტყვიას უფრო დაკიდებული ტრაექტორია ექნება და სხვადასხვა დისტაციებზე, სამიზნის
მკვეთრ კორექტირებას მოითხოვს. ენერგია კი იგივე ექნება რაც 0.68. თან ზოგ მძიმე ტყვიებს უყვართ შედარებითმაღალი სიჩქარეები
ასე 260 დან. ეგეთი ტყვიები დაბალ სიჩქარეებზე არასტაბილურ შედეგებს იძლევიან. ზდპ ეებში შეილება კიდევ იმი ბრალიც იყოს რომ
მძიმე ტყვია გვიან ტოვებს იარაღს.
SCORPIONS
Multi-Tool გაიხარე,გმადლობ.
gregory
მაშ ასე!
სიამაყით წარმოგიდგენთ ახალ ქართულ პროდუქტს! დიახ, დიახ ეს "ტყვიები" საქართველოში მზადდება!
შემთხვევით ჩამივარდა ესეთი კოლოფი:

ხსნი კოლოფს და შიგნით 20 კოლოფი ქართული ტყვია დევს. ნუ კოლოფი რა, უფრო მდოგვის ან აჯიკის ერთჯერადი კონტეინერებია biggrin.gif

დიდ კოლოფს აწერია "pneumatik bullets" შიგნით არსებულ პატარა შეფუთვებს კი "pneumatic gun pullet" ასე რომ თქვენ რომელიც უფრო მოგწონთ ის დაუძახეთ biggrin.gif
ასევე პატარა შეფითვას ამშვენებს ციფრი 200 რაც სავარაუდოდ ტყვიების რაოდენობაზე უნდა მიუთითებდეს. ნამდვილად არ გადამითვლია და თავს ვერ დავდებ smile.gif
ერთი კია, ან ტყვიებია ძალიან არასწორად მოჭრილი, ან საშკარას სხვადასხვა რაოდენობა ყრია ყუთში, რადგანაც წონა ჯიუტი ფაქტია:

რაც შეეხება თავად ტყვიებს:
დამზადებულია მყარი მასალისაგან(ალბათ აკუმულიატორის ტყვიის გადადნობის პროდუქტია) ე.წ. შტამპოვკის" და არა ჩამოსხმის მეთოდით.
კაბა არ აქვს საერთოდ. აი ძველი კომუნისტური "ჩაშკების" ანალოგია რა smile.gif
ტყვისს წონა დაახლოებით 0.28-0.32 გრამია

ასე რომ გილოცავთ ქართული პროდუქტის ბაზარზე გამოჩენას! მართალია არსად წერია რომ გურჯისტანშია დამზადებული, მაგრამ ნამდვილად ვიცი wink.gif
ფასს რაც შეეხება: 1,5 ლარად ჩაგახუტებთ მდოგვის კონტეინერს biggrin.gif
kubi11
ჭახაჭუხის მოყვარულებ მაგრად გაუხარდებათ :-D ქრონიც გადარეულ სიჩქარეს აჩვენებ :-D :-D :-D
SCORPIONS
gregory შენ გაიხარე გრეგორ!!! მაგი ისაა რასაც ამდენი ხანი ვეძებდი!!! მაგეებს,უჩანთ მუცელი დიდი და შესაბამისად დიდ საფანტს ჩაყლაპავს! უაახ ბიჯოს,ეს რა ვნახე ტო,? მწარმოებელი,უეჭველი ჩემი ოცნებების წიგნს კითხულობდა რა! ერთი სიტყვით,შემინახე ერთი 10 აჯიკა და მადლობელი დაგრჩები. excl.gif blush.gif
koknar
ვა მაგ შეფუთვაში მე სულ აჯიკას ვყიდულობდი, ალბათ არ გაეყიდათ
kubi11
ციტატა(---@@SCORPIONS@@--- @ Feb 26 2015, 01:07 PM) *
gregory შენ გაიხარე გრეგორ!!! მაგი ისაა რასაც ამდენი ხანი ვეძებდი!!! მაგეებს,უჩანთ მუცელი დიდი და შესაბამისად დიდ საფანტს ჩაყლაპავს! უაახ ბიჯოს,ეს რა ვნახე ტო,? მწარმოებელი,უეჭველი ჩემი ოცნებების წიგნს კითხულობდა რა! ერთი სიტყვით,შემინახე ერთი 10 აჯიკა და მადლობელი დაგრჩები. excl.gif blush.gif

ბაბუს დროს იყო მდოგვები მაგაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ის ტიპია ისევე ეტყობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვინც მაშინ მდოგვს ყიდდა biggrin.gif არც მდოგვი იყო მწარე და არც ეგ ტყვიებია საჩუქარი უბრალოდ გასართობია biggrin.gif ისე ტიპი რა იდეინია biggrin.gif მარა ეგ აკუმლატორები რო ჩააბაროს მეტს ვერ აიღებს? biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
მაგარი კუკუ ტყვიებია, იმდენად თხელია მისი კედლები, რომ მასალის სიმყარეც კი არ შველის, ამასთან თავი საერთოდ არ არის დამძიმებული კუდთან შედარებით, რათა სროლისას და ჰაერში ფრენისას ტყვიამ ორიენტაცია შეინარჩუნოს, შედეგად კი ერთი ალთას მიდის, მეორე ბალთას... გარდა ამისა ფორმა აქვს საშინელი, ძალიან მოკლეა და თავისთავად ესეც ხელს უშლის ფრენისას, მაგრამ უფრო ცუდი ის არის, რომ ლულაში ჩადებისას ხელშივე გიტრიალდება მისი სიმოკლის და ფორმის გამო და შეიძლება თავისით ტყვია ტაკოებით ჩავიდეს ლულაში თავით ჩაჯდომის მაგივრად... smile.gif

დასკვნა: თუ მაინცდამაინც ნაყიდი გაქვთ, სჯობს გადაადნოთ და ანკესზე სიმძიმისთვის გამოიყენოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
kubi11 მოკლედ,ძაან მაგარი ვეში გამოვა და შენ დალშე შეგიძლია იმდოგვავო.:P:P:P მე რო დავასაფანტებ და გავტესტავ,მაგარი გაგიტყდება რია smile.gif wink.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.