კ.ვ.ა.დ.რ.ო და რატომ გადაწყვიტე რომ შენ შემოგთავაზე ?
datka25
Mar 20 2019, 05:13 AM
მადლობები ყველას
pilotina პოსტალონით ჩამომაქვს ლულები და ოპტიკები სულ და არასდროს არ შემქმნია პრობლემა. . . giga2010 არ გამომიტანია ჯერ, ამ კვირაში ვაპირებ, მაგრამ პირდაპირ ჯაჯასთან მიდის თოფზე მოსარგებად, ასე რომ დიამეტრებზე ჯერჯერობით ბოდიში
არმეგონა ერთი შტანგელის დადება თუ ასე რთული იყო :დ
datka25
Mar 20 2019, 08:17 AM
ციტატა(კ.ვ.ა.დ.რ.ო @ Mar 20 2019, 08:59 AM)
datka25
არმეგონა ერთი შტანგელის დადება თუ ასე რთული იყო :დ
ჩემს პოსტს გადახედე, მეგობარო, ჯერ. გასაგებად წერია მემგონი რო არ გამომიტანია ჯერ პოსტალონის ოფისიდან.
ციტატა(datka250885 @ 20th March 2019 - 06:13 AM)
არ გამომიტანია ჯერ, ამ კვირაში ვაპირებ, მაგრამ პირდაპირ ჯაჯასთან მიდის თოფზე მოსარგებად, ასე რომ დიამეტრებზე ჯერჯერობით ბოდიში
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 20 2019, 08:30 AM
giga2010
14 მილიმეტრიაო აირგანნეიშენზე ასე ვნახე განხილვაში
kaka8079
Mar 20 2019, 08:34 AM
22-ის ლაინერი 8.08 მმ არის ვიცი,სხვას ვერ კოგახსენებთ
ja_ja
Mar 20 2019, 08:55 AM
კ.ვ.ა.დ.რ.ო სულლ ცოტათი მაინც დააკელი ტემს, ძალიან ფორსირებულად მირბიხარ...
მეორეცესერთი ჯერ კარგად დააღვინე ხოლმე იდეები, გადაიკითხე ყველაფეერი და მერე დაწერე ხოლმე პოსტი, თორემ 2-2 და 3-3 პოსტს დებ ზედიზედ,
vexam
Mar 20 2019, 04:55 PM
ციტატა(pilotina @ Mar 19 2019, 10:11 PM)
vexam
მადლობა, რომ ეს ლინკი ჩააგდეთ, ეს ნანახი მაქვს, მაგრამ არ ჩანს აქ ხრახნილები. თვითონ ხრახნილების ფორმა გეომეტრია მაინტერესებს. რომ გავერკვე ამ ლულაში რა არის რევოლუციური. ასეთი ტიპის ლულა ათწლეულებია არსებობს და "პარადოქსი" ჰქვია. გლუვი ლულა, რომელსაც ბოლოში აქვს ხრახნილები. ხრახნილების ფორმაა საინტერესო, შესაძლოა ამაშია რამე ინოვაციური.
kaka8079
Mar 20 2019, 07:58 PM
ახალ ვერსიებს ანუ x ლაინერს თავიდან ბოლომდე აქვს ხრახნი.
pilotina
Mar 20 2019, 10:57 PM
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 20th March 2019 - 08:58 PM)
ახალ ვერსიებს ანუ x ლაინერს თავიდან ბოლომდე აქვს ხრახნი.
ჰა, გაეხსნა FX-საც გონება? მაშ რითი ჯობია ეგ ახალი ლულა კლასიკურ ხრახნიან ლულებს?
kaka8079
Mar 20 2019, 11:08 PM
pilotina რავიცი ზურა კარგად კი ისვრის და....ამ დღეებში ვაპირებ დაკვეთას და რომ შევხედავ გეტყვით ვიზუალურად სტანტარტულ ხრახნებსა და ამას შორის რა არის სხვაობა.
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 21 2019, 08:13 AM
სტ ხრახნები
datka25
Mar 21 2019, 10:02 AM
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 21st March 2019 - 12:08 AM)
რავიცი ზურა კარგად კი ისვრის და....ამ დღეებში ვაპირებ დაკვეთას და რომ შევხედავ გეტყვით ვიზუალურად სტანტარტულ ხრახნებსა და ამას შორის რა არის სხვაობა.
ხვალ წესით წამოვიღებ გადამზიდისგან და ყველანაირ ინფოს დავწერ, დიამეტრებიდან დაწყებული ხრახნებით დამთავრებული. .
vexam
Mar 21 2019, 01:00 PM
რასაც ამ სურათზე ვხედავ ტიპიური "პარადოქსი"-ა. ახალი არაფერია ამაში, ვისაც სანადირო იარაღთან აქვს შეხება, უმრავლესობას ეცოდინება ამ ტიპის ლულა. "ბალისტიკაში" საერთოდ "ანი და ბანი" არის, სადაც ლულების ტიპები არის მოცემული იქ პირდაპირ არის აღნიშნული: გლუვლულიანები, ხრახნილ ლულიანები (ხრახნილების განსხვავებებით) და ამ ტიპის - "პარადოქსი" ლულები გლუვი და ბოლოში ხრახნილით. ასე რომ ამაშიб ახალი, რევოლუციური და"კაცობრიობის გადამრჩენი" პანაცეა არაფერი არის. ბ.ნ ჯაჯამ სწორად აღნიშნა - "მარკეტინგი"!
ვისაც არ დაეზარება და პარადოქსის შექმნის და გამოყენების ისტორიის თემას გაეცნობა ბოლომდე, მათთვის გასაგები გახდება რაც გააკეთა "FX"-მა. დიდი ზომის "სლაგებისთვის" შექმნილი ლულა, "სწორად" გადმოიტანა პნევმატკაში. და პნევმატიკაში დაბალი ენერგიის და ჭურვის დაბალი სიჩქარის უარყოფითი მხარე (ცეცხლსასროლთან შედარებით-თორემ მე არ ვთვლი ამას არც უარყოფით არც დადებით მხარედ-უბრალოდ პნევმატიკის დანიშნულებად არ ვთვლი იგივეს რაც ცეცხლსასროლია) სწორად მოარგო ცეცხლსასროლისთვის "პარადოქსისი" "ნაკლოვან" მხარეს. და ამით მაქსიმალური "ამოიღო" ამ ტიპის ლულისგან.
ციტატა(pilotina @ Mar 20 2019, 11:57 PM)
kaka8079
ჰა, გაეხსნა FX-საც გონება? მაშ რითი ჯობია ეგ ახალი ლულა კლასიკურ ხრახნიან ლულებს?
"სლაგები"-ს სასროლად. "პარადოქსი" ლულა სლაგების სასროლად არის შექმნილი თავიდანვე 100 და მეტი წლის წინ.
giga2010
Mar 21 2019, 01:15 PM
პირველი ლულა, რომელიც FX-მა smooth twist სახით წარმოადგინა, მართლაც ინოვაციური იყო და შეიძლება მივამსგავსოთ პარადაქსის ტიპის ლულას. მე რამდენადაც ვიცი, მათი მიზანი იყო ტყვიის მეტი აჩქარება ლულის არხში და შემდგომ უკვე ხრახნზე დაჯდომა და ტყვიისთვის ბრუნვის მიცემა. არვიცი რით ვერ გაამართლა ამ ტიპის ლულამ, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდნენ სხვა ტიპის ლულაზე smooth twist x , მსგავსია ალბათ პოლიგონალის ტიპის, სადაც უკვე მთელ სიგრძეზე მიყვება ლულას არხი. მე მაინც განსხვავებას ვხედავ სხვა რამეში, FX-ის ლულის არხი, ანუ ჩვენ რასაც ნარეზებს ვუწოდებთ ფორმირდება ლულის გარე ზედაპირზე ზემოქმედებით, რაღაც პრესის მაგვარში იდება და ის აძლევს ნაჭდევებს. ჩემი აზრით, ზუსტად ამის გამო იქნება ლულის არხი ზედმეტი ნაწიბურების და უსწორმასწორების გარეშე. აგერ დავდებ ვიდეოს და უფრო თვალსაჩინო იქნება
vexam
Mar 21 2019, 01:54 PM
მართალი ხარ გიგა, ალბათ ამიტომაც აქვთ თხელი ლულები, რომ გარედან დაპრესონ ღარები, ხრახნილთა ველების და ხრახნილების ზედაპირებიც და ერთმანეთში გადასვლის კუთხეებიც უფრო გლუვი და სადა გამოდის, რაც ხახუნის ძალას ამცირებს ჭურვთან. უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიგნიდან გაჩარხავ თუ ზევიდან დაპრესავ, "პარადოქსის" ლულის დანიშნულება და მიზანი არ იცვლება. ლულა იგივე "პარადოქსი"-ა, მისი მიღების გზა არის სხვა. მათ ახალ ლულებს რაც შეეხება, სურათზე რასაც ვხედავ გარედან აქვს ღარები და ისიც გარედან უნდა იყოს დაპრესილი მთელ სიგრძეზე. გამოდის, რომ ტექნოლოგია გააიაფეს და გაამარტივეს.
giga2010
Mar 21 2019, 03:08 PM
ციტატა(vexam @ 21st March 2019 - 02:54 PM)
სურათზე რასაც ვხედავ გარედან აქვს ღარები და ისიც გარედან უნდა იყოს დაპრესილი მთელ სიგრძეზე. გამოდის, რომ ტექნოლოგია გააიაფეს და გაამარტივეს.
დიახ ბატონო, ახალ ლულებს მთელ სიგრძე აქვთ ღარები, რამდენად გააიაფეს ტექნოლოგოია ეგ უკვე არ ვიცი
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 21 2019, 03:33 PM
1 stx ლულის დამზადებას რაც დრო ჭირდება, 10 st ლულას დავამზადებთო აცხადებენ, ანუ ბევრქდ რთული და დახვეწილია, შედეგიც სახეზეა
vexam
Stx სლაგებისთვის არ ვარგა მაგისთვის სხვა სლაგ ლაინერი აქვთ
რაც არ უნდა რქმეოდა წარსულში იმ ლულებს, ეს გაუმჯობესებული და ბევრად დახვეწილია, თუგინდ იდეა იქიდან იყოს აღებული ამას დაამატე ისიც, რომ ცოტახანში ტვისტს შენით დაარეგულირებ უბრალოდ ხრახნის დატრიალწბით რომელიც ლაონერს ბუდეში ამაგრებს
giga2010
Mar 21 2019, 03:41 PM
ციტატა(დათო123 @ 21st March 2019 - 04:33 PM)
ცოტახანში ტვისტს შენით დაარეგულირებ უბრალოდ ხრახნის დატრიალწბით რომელიც ლაონერს ბუდეში ამაგრებს
ტვისტს რანაირად დაარეგულირებ? საიდან ეგ ინფო? რაღაც მეეჭვება
pilotina
Mar 21 2019, 03:44 PM
vexam
ციტატა(vexam @ 21st March 2019 - 02:00 PM)
"სლაგები"-ს სასროლად. "პარადოქსი" ლულა სლაგების სასროლად არის შექმნილი თავიდანვე 100 და მეტი წლის წინ.
და ჩვეულებრივ ხრახნიანი ლულა არა მგონია სლაგებს უარესად ისროდეს ვიდრე პარადოქსი, უფრო პირიქით და პნევმატიკაშიც უამრავი მაგალითია იმის. რომ კლასიკური ლულა მშვენივრად ართმევს ამ საქმეს თავს.
ja_ja
Mar 21 2019, 04:01 PM
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ციტატა(დათო123 @ 21st March 2019 - 04:33 PM)
ცოტახანში ტვისტს შენით დაარეგულირებ უბრალოდ ხრახნის დატრიალწბით რომელიც ლაონერს ბუდეში ამაგრებს
მგონი რაცხა ნიტოთ წაიკითხე ან გაიგე
რა მნიშვნელობა აქვს ლულაზე ხრახნებს გარედან დაიტან თუ შიგნიდან, შენით რაფერ წარმოგიდგენია ტვისტის, ანუ ხრახნის ერთი აბაროტის ცვლილება გარკვეულ სიგრძეზე? და თან უკვე დატანილ ლითონის მილზე????
FX-ი ყველგან პროსტა იმას ამბობს რომ შეგიძლია რამდენიმე ტვისტის მქონე ლაინერი გქონდეს და როდესაც რომელიც გჭირდება ის შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ არსად არ უთქვია ის რაც შენ დაწერე...
თვითონ ეს სმუტ ტვისტი კი დღემდე დარწმუნებული ვარ ისევე ისვრის როგორც ნებისმიერი სხვა ლულა, ნებისმიერი სხვა მწარმოებელი ეგრე რომ მიაწვეს მარკეტინგს და და უცებ ხაიპი და ტრენდი გაიჩითოს რომ აი ტაილანდში გამბუკის ფოჩებით გაპრიალებული ლუაა ისეთი რომ აი დედა ეს რა დავინახე, მტელი პლანეტა ეხლა იმ ტაილანდის ლულებისკენ გაექანება
ნუ FX-ის ვერ დაუკარგავ თვითონ კონსტრუქციულ წინსვლას, მარტივად რომ ვთქვათ შიდა მილს ამოიღებ და რაზეც გინდა ცვლი, იქნება ეს კალიბრი, ტვისტი, თუ სხვა პირობები, ასეთი მარტივი ლულის შეცვლა არცერთ სხვა მწარმოებელს არ აქვს, მაგრამ ეგეც ცოტა საკამათოა, აი ლაინერი რომ ღირდეს ტავისი სითხელის და დამზადების სიმარტივის გამო 10-15$, მაშინ ბაზარი არაა
მაგალიტად STYER LG110 რომ აიღო სულ 2 ბოლტია მოსაშვები ნახებარი ბრუნით და ლულას გამოიღებ, ჩადე ახალი (ნებისმიერი კალიბრით, ტვისტით ჩოკით უჩოკოთ, პოლიგონალით....) და გადაუჭირე, ვსიო.... პრინციპი იგივეა. ასე რომ მარკეტინგი და ადამიანის სურვილი რაღაც სუპერ ახალს დაეწიოს და იყოს მფლობელი ამ საოცრებისა
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 21 2019, 06:02 PM
ja_ja
მომავალში ისე იქნება, რომ ლაინერი რიღიც მაგრდება ბუდეში იმ ხრახნის საშუალებით (ბოლტით) შევძლებთ ტვისტის რეგულიტებას ლულაში, ამას როგორ იზამენ არვიცი, მაგრამ გეგმაში აქვთ. ტუბზე ვუყურე ადრე ის აფრუკელი ბიჭები აანონსებდნენ
kaka8079
Mar 21 2019, 06:11 PM
გაწელავენ ლულას ან შეკუმშავენ)))))))
giga2010
Mar 21 2019, 06:12 PM
ციტატა(დათო123 @ 21st March 2019 - 07:02 PM)
მომავალში ისე იქნება, რომ ლაინერი რიღიც მაგრდება ბუდეში იმ ხრახნის საშუალებით (ბოლტით) შევძლებთ ტვისტის რეგულიტებას ლულაში, ამას როგორ იზამენ არვიცი, მაგრამ გეგმაში აქვთ. ტუბზე ვუყურე ადრე ის აფრუკელი ბიჭები აანონსებდნენ
წარმოუდგენელ რაღაცას ამბობ. ლულას თუ ნარეზები აქვს, როგორ უნდა შეუცვალო ტვისტი. ალბათ იცი რაც არის ტვისტი
pilotina
Mar 21 2019, 06:24 PM
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 21st March 2019 - 07:11 PM)
გაწელავენ ლულას ან შეკუმშავენ)))))))
ცვეტში მაგას აპირებენ
datka25
Mar 21 2019, 07:52 PM
ციტატა(დათო123 @ 21st March 2019 - 07:02 PM)
ტუბზე ვუყურე ადრე ის აფრუკელი ბიჭები აანონსებდნენ
აფრიკელები იყვნენ თუ უცხოპლანეტელები
aleqsa
Mar 21 2019, 07:56 PM
კ.ვ.ა.დ.რ.ო
მდაა რაღაც მართლა ფანტასტიკის დონის ინფოა ერთ ლულაშ სხვადასხვა ზომის ტვისტის რეგულირება მხოლოდ ვინტის ან თუნდაც მთლიანი ლულის ტრიალით!!! ვფიქრობ არასწორად გაიგე ინფორმაცია სადაც ამბობენ მხოლოდ ერთი სამაგრის მოშვებით მარტივად შეგიძლიათ კალიბრის ან ლულის ტვისტის შეცვლაო... აქ იგულისხმებოდა რომ ლაინერის სამაგრის მოშვებით და ერთი ლაინერ-ლულის ამოღებით და მეორეთი ჩანაცვლებით შეცვლი ამ ყველაფერს დაარა შიდა ლულის უკვე არსებული ღარების ზომის შეცვლა!!!
ნუ ჩემი აზრი ასეთია და იმედია ჭკუის დარიგებად არ ჩამითვი ამას?
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 21 2019, 07:59 PM
aleqsa
არა რა ჭკუის დარიგებად პირიქით იმიტომ ვართ აქ რომ გამოცდილება დავაგროვოთ მე ასე მგონია
მართლა მაგას იტყოდნენ და მე ძაან მოვინდომე ეტყობა და სხვანაირად გავიგე თან მიკვირდა თან აღფრთოვანებული ვიყავი
მოკლედ თემას ჰქვია ტყვიების განხილვა, გთხოვთ დაუბრუნდით ყველა ძირითად თემას, ლულები და თოფები სხვა თემაში განიხილეთ….
თუ არ არის სასურველი განსახილველი თემა მაშინ გახსენით შესაბამის განყოფილებაში აქ კი ნუღა გააგრძელებთ ფლუდს
giga2010
Mar 21 2019, 08:33 PM
ციტატა(bedo @ 21st March 2019 - 09:19 PM)
შვედებს ლულები გადაუციათ
რაო გიო, ვის გადასცეს?
MonSoon
Apr 8 2019, 08:46 AM
საინტერესო ექსპერიმენტი. ჯსბის ახალი ტყვია, კი გეცოდინებათ, სახელად hades.
მოკლედ პლასტენილზე ისროლეს ისროლეს 1.03 hades და ჩვეულებრივი 1.03 jsb.
საინტერესო შედეგია.
14:50 სროლა ორივესი. მარცხნივ პლასტენილზე Xვეულებრივი ჯსბ მარჯვნივ hades. 15:50 გაჭრა.
მეორე საინტერესო ექსპერიმენტი იგივე hades_ზე, 60 იარდზე ანუ 55 მეტრზე. მემგონი სიზუსტეც ნორმალური აქვს. ისე ეს ტიპი ძაან შორ მანძილებზე ისვრის თავის .257 ტალონს
ერთი კიდევ. სიზუსტის ტესტი. მემგონი დამაკმაყოფილებელია. 10 ტყვიიანი ჯგუფებია, ქვედა 2 არის hades_ის, ზედები 18 გრეინიანი ჯსბ. ამბობს რომ 18 გრეინიანს კარგათ ისვრის მისი დრიმლაინი, ასევე სპირალები არ ჰქონია. საინტერესოა ის რო მოხვედრის ადგილი თითქმის არ შეცვლილა.
pilotina
Apr 8 2019, 06:36 PM
ეგ კაი ტყვიები ჩანს სანადიროდ.
aleqsa
Apr 8 2019, 07:28 PM
pilotina
საცდელად მივცხოთ ზური თითო კოლოფი?
pilotina
Apr 8 2019, 08:07 PM
aleqsa
ციტატა(ale @ 8th April 2019 - 08:28 PM)
საცდელად მივცხოთ ზური თითო კოლოფი?
შეიძლება
aleqsa
Apr 8 2019, 08:23 PM
pilotina
შემატყობინე თუ გადაწყვეტავ ერთად შევუკვეთოთ?
nihontoman
Apr 25 2019, 11:30 AM
ლუმანებთან ხომ არ გქონიათ შემთხვევით შეხება? განსაკუთრებით მძიმეები რომლებიცაა, "Energetic, Energetic Xl, Energetic XXL" - შევიძინე ერთი კოლოფი XL ვარიანტში და Artemis CP2 და PP700W-დან აშკარად ძალიან უკაკუნებს. პრობლემა ისაა, რომ ოპტიკა ჯერ არ ჩამომსვლია და სიზუსტეზე ვერ გავტესტე კარგად. ღია სამიზნით CP2-ს აშკარად მოეწონა.
giga2010
Apr 25 2019, 11:43 AM
ციტატა(nihontoman @ 25th April 2019 - 12:30 PM)
PP700W-დან აშკარად ძალიან უკაკუნებს.
მაგ პისტოლეტიდან ვისვრი ლუმანს, მუყაოს ყუთით რომ არის, ძალიან კმაყოფილი ვარ. 12 ჯოული მაქვს და საყრდენით 25 მეტრზე 2 სანტიმეტრამდე აჯგუფებს.
ციტატა(nihontoman @ 25th April 2019 - 12:30 PM)
"Energetic, Energetic Xl, Energetic XXL"
ესენი არასდროს არ დამიტესტავს
nihontoman
Apr 25 2019, 12:20 PM
giga2010 მუყაოს ყუთით მგონი რამდენიმე აქვთ და რომელს ისვრი ზუსტად? Field Target?
giga2010
Apr 25 2019, 01:58 PM
ციტატა(nihontoman @ 25th April 2019 - 01:20 PM)
მუყაოს ყუთით მგონი რამდენიმე აქვთ და რომელს ისვრი ზუსტად? Field Target?
მძიმეს, 0.68 გრამია მგონი
nihontoman
May 10 2019, 12:22 PM
გამარჯობათ მეგობრებო.
მაინტერესებს, ვინმეს ადგილობრივად თუ ქონია სეხება აი ამ ტყვიებთან
განსაკუთრებით 4.5 მმ-ში მაინტერესებს, ვისაც ბეეეევრი ენერგია უნდა და შეუძლია რომ მიიღოს, მგონი კაი ვარიანტია. ბალისტიკური კოეფიციენტი საერთოდ სხვა ორბიტაზეა ნებისმიერი კლასიკური ტიპია "კაბიან" ჭურვთან შედარებით.
ja_ja
May 10 2019, 02:52 PM
აქ არავის ჰქონია შეხება ეხლავე გეტყვი, და ისიც გაითვალისწინე რომ მძიმე ტყვიებია და საკმაოდ ბევრი ჰაერის ხარჯი უნდა, პლიუს მაღალი სიჩქარეები მოსწონს ეგეტ ტყვიებს, ასე რომ რაიმე ეკონომ ან საშუალო კლასის თოფით სასურველ შედეგებს ვერ მიიღებ
nihontoman
May 22 2019, 05:27 PM
ვიყავი მაგნუმში ცოტა ხნის წინ და აღარ ქონდათ 0.67 გრამიანი JSB ტყვიები. ხომ არ მიმასწავლით სხვა ადგილს ამ ტყვიებს რომ ყიდდნენ?
MonSoon
May 22 2019, 09:02 PM
nihontoman ზუსტად კოკა კოლის პირდაპირ, მაღაზიაა სახელად მუზარადი. შეიძლება ჰქონდეთ. 2 34 23 38
nihontoman
May 22 2019, 10:14 PM
MonSoon კოკაკოლის პირდაპირ სად? წერეთელზე გულისხმობ?
MonSoon
May 22 2019, 10:28 PM
nihontoman კი წერეთელზე. ზუსტად კოკა კოლის პირდაპირ. კიბეებით ადიხარ მაგ მაღაზიაში. ადრე მაჭახელა იყო. ეხლა ეგაა.
nihontoman
May 23 2019, 09:55 PM
MonSoon ვიყავი დღეს და გათავებული ქონდათ კაკრას 0.67-ები. სხვა ყველაფერი იცოცხლიე ქონდათ :დ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.